IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 22 23 24  
Reply to this topicStart new topic
> ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა.
marine
პოსტი Oct 25 2017, 10:14 AM
პოსტი #461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 27,161
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- სიყვარულის გარეშე გავთხოვდი. ჩემს ქმარს არავითარი გრძნობა არ ჰქონდა ჩემს მიმართ. შვილების სიყვარულით ოჯახი არ დამინგრევია, მაგრამ დღემდე ჩავდივარ უმძიმეს ცოდვას - ხორციელი სიყვარულის დეფიციტს ხელცთუნებით ვინაზღაურებ. მეთვლება თუ არა ეს მრუშობის ცოდვად?

- რასაკვირველია, ეს საქციელი ცოდვად გეთვლებათ - ის თანაბარფასოვანია მრუშობისა. წმინდა წერილში ხაზგასმით არის მითითებული, რომ "არცა მეძავთა, არცა კერპმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... სასუფეველი ღმერთისაი არა დაიმკვიდროს" (I კორ. 6:9-10)."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2017, 10:09 AM
პოსტი #462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 27,161
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა იოანე ოქროპირი მიმართავს ცოლის მოღალატე ქრისტიანს: "თავს რითი იმართლებ? ნურაფერს მეტყვი ბუნებრივ ვნებებზე. იმიტომაც არის დადგენილი ქორწინება, რომ საზღვარს არ გადახვიდე. რამეთუ ღმერთმა, რომელიც შენს მშვიდობასა და პატივზე ზრუნავს, იმიტომ მოგცა მეუღლე, რომ ბუნების განხურვება ცოლით დაიკმაყოფილო და განთავისუფლდე ყოველგვარი ვნებისგან. შენ კი უმადური სულით ღმერთს შეურაცხყოფას აყენებ. უარყოფ ყოველგვარ სირცხვილს, არღვევ საზღვრებს, შებილწავ საკუთარ სახელს.

რატომ მისჩერებიხარ სხვის სილამაზეს? რატომ მისჩერებიხარ სახეს ქალისას, რომელიც შენ არ გეკუთვნის? რატომ არღვევ ქორწინებას? რატომ შებილწავ საკუთარ საწოლს? შენმა ცოლმა იმისთვის კი არ დაუტევა მშობლები და ნათესავები და მოვიდა შენთან, რომ შენგან შეურაცხყოფა მოითმინოს, ვინმე უსახურ მონად ჩათვალო და დაუსრულებლად ეჩხუბო! შენ ცხოვრების თანამგზავრად თავისუფალი და ღირსებით თანასწორი ადამიანი აირჩიე. განა არ არის უგუნურება, რომ მის მზითევს უფრთხილდები, ხოლო შეურაცხყოფ მას, რაც მზითევზე უძვირფასესია - წმინდა უმანკოებას, და საკუთარ სხეულს, ცოლს რომ ეკუთვნის?!

ნუ მეტყვი, რა მოხდა, თუ ქალს დაჟინებით შევხედავო. თუ გულით იმრუშებ, მალე ხორცითაც შესცოდავ.

თუ გინდა ქალის ყურებით დატკბე, მაშინ შენს ცოლს არ მოაცილო მზერა, გიყვარდეს იგი - ეს არ ეწინააღმდეგება სჯულის კანონს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2017, 10:25 PM
პოსტი #463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 27,161
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველამ უფლის მიერ ბოძებული შეძლებისამებრ უნდა ვიღვაწოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია! თუ ცოლი გეტყვის: "ჩაიცვი ქურთუკი!" - შენ კი არ გინდა, ნუ ეტყვი: "არ მცივა, თავი დამანებე!". ასეთი ფრაზისგან თავი შეიკავე და ამით შენს ეგოიზმთან ბრძოლაში გმირობას ჩაიდენ.

ცოლის მიერ გამზადებული კერძის არგაკრიტიკებაც გმირობაა. ასეთ დროს ნამდვილ ღვაწლში ხარ, უფალიც ასე აღიქვამს. უპირველს ყოვლისა, ცათა სასუფეველში შესასვლელად თავმდაბლობა ყველაზე სანდო ბილეთია".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2017, 10:38 AM
პოსტი #464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 27,161
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოსო, 40 წლის: ახალგაზრდა დავქორწინდი, მშობლებს არ დავუჯერე და ჩემი გავიტანე, თუმცა არ მესმოდა, რა იყო ოჯახი. ბევრჯერ ვატკინე გული ჩემს მეუღლეს, რომელიც თვითონაც ბავშვი იყო. მალე დავშორდით კიდეც და მთელი ხუთი წელიწადი არც კი მიკითხავს ჩემი ცოლ-შვილის ამბავი.

უმშვენიერესი გოგონა გვყავდა, მაგრამ ჩემს სულში მისი ადგილი არ აღმოჩნდა, ვერც კი ვგრძნობდი, რომ მამა ვიყავი. ბავშვს ათასი რამ სჭირდება, - მეუღლის მშობლები აგვარებდნენ ყველაფერს. ვმუშაობდი და ხელფასიც არ მქონდა ურიგო, მაგრამ შინ თითქმის არაფერი მიმქონდა, ჩემს მოხუც მშობლებს კი თავისთვის რა ჰქონდათ, ჩემი შვილისთვის რა უნდა მიეტანათ... ვერც აქეთ მოჰყავდათ სირცხვილით.

ერთხელ ნაბახუსევზე შინიდან ისეთ გუნებაზე გამოვედი, არავის დანახვა არ მინდოდა. ერთი პატარა გოგონა დედას ჩამორჩა, ჩემთან მოვიდა, თვალები შემომანათა და დამწუხრებულმა მკითხა: მოწყენილი ხარ? თითქოს თვალი ამეხილა... ჩემი გოგონა გამახსენდა. იმავე საღამოს დავურეკე ჩემს ცოლყოფილს და პატიება ვთხოვე. მაშინვე არ გაუცია პასუხი, მაგრამ ნელ-ნელა მივედით იმ დასკვნამდე, რომ შვილისთვისაც და ერთმანეთისთვისაც საჭირო ვიყავით. ახლა სამი შვილი გვყავს და ჩემი ჩაძინებული სინდისიც თანდათან იღვიძებს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 22 23 24
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th November 2017 - 11:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი