თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ეგოიზმისა და შურის გამოვლინებები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:47 PM

"ეგოიზმია, როდესაც გვსურს, რომ სხვები თავაზიანად გვესაუბრონ. დაე, ნუ დაგვამწუხრებს ამის საპირისპირო. ვაცალოთ სხვებს, გვესაუბრონ ისე, როგორც ამას გრძნობენ. ნუ მოვითხოვთ სხვებისგან სიყვარულს. ვესწრაფოთ იმას, რომ გვიყვარდეს სხვები და მთელი გულით ვლოცულობდეთ მათთვის. მაშინ დავინახავთ, რომ ყველა შეგვიყვარებს, ჩვენი მხრიდან რაიმე მისწრაფებისა და მოთხოვნის გარეშე. შეგვიყვარებენ გულწრფელად და თავისუფლად, მთელი გულით, ყოველგვარი იძულების გარეშე. როცა სხვები გვიყვარს, არ ვესწრაფვით რა მათგან სიყვარულის მიღებას, მაინც ყველა ფუტკრებივით ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბება. ეს ყველა ჩვენთაგანს ძალუძს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

"ადამიანს ასაკი არა, შური, ბოღმა და სიძულვილი აბერებს... გაიღიმეთ და საკუთარი ჯვარი ღირსეულად ზიდეთ..."

/მამა პეტრე/

"ერთ შემთხვევას მოგიყვებით და გაოცდებით. რასაც გეტყვით, სრული ჭეშმარიტებაა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ.

ერთხელ, ნაშუადღევს, ერთი ქალბატონი თავის მეგობარს ეწვია. სასტუმრო ოთახში ქალბატონმა ერთი მშვენიერი, ძვირადღირებული იაპონური ლარნაკი შენიშნა, რომელიც ყვავილებით იყო სავსე.

- რა მშვენიერი ლარნაკია! როდის იყიდე?

- ჩემმა ქმარმა მომიტანა, - უპასუხა მან.

მეორე დღეს, დილის რვა საათზე, ქალბატონი, რომელიც თავის მეგობარს ეწვია, თავის ქმართან ერთად ყავას სვამდა. ამ დროს გაახსენდა ლარნაკი, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღტაცებით უთხრა ქმარს:

- იცი რა უნდა გითხრა? ჩემს მეგობარს ქმარმა ისეთი მშვენიერი, ფერადი, იაპონური ლარნაკი მოუტანა, რომ მთელ სასტუმრო ოთახს ამშვენებდა.

იმავე დღეს ქალი ისევ ესტუმრა მეგობარს რაღაც საქმეზე. ხედავს, ლარნაკი აღარ დევს ადგილას. მან ჰკითხა მეგობარს:

- რა უყავი ლარნაკი?

- რა გითხრა. დღეს, დილით ადრე, რვა საათზე, ჩემს ოთახში წყნარად ვიჯექი, როცა ძლიერი მტვრევის ხმა გავიგონე. გავედი და ლარნაკი ნამსხვრევებად იყო ქცეული. არავის ხელი არ უხლია, არც ნიავს დაუბერავს, თავისით დაიფშვნა!

ქალს თავიდან ხმა არ ამოუღია. შემდეგ უთხრა:

- არ ვიცი, რა გითხრა... რვა საათზე ჩემს ქმართან ერთად ყავას ვსვამდით და დიდი აღტაცებით და სიხარულით აღვუწერე შენი ლარნაკი. დიდი მონდომებით ვუყვებოდი. რა გითხრა, ვითომ რაიმე ბოროტმა ძალამ იმოქმედა? ეს მაშინ მოხდებოდა, რომ არ მყვარებოდი.

თუმცა, მიზეზი ეს იყო. ეს ქალი ვერ მიხვდა, რომ შინაგანად ბოროტება ჰქონდა. ეს იყო შური, გათვალვა. რაც უფრო შორს ვიმყოფებოდეთ ერთმანეთისგან, ბოროტი ძალა მაინც მოქმედებს. ეს საიდუმლო რამ არის. მანძილი არ არსებობს. ამიტომაც დაიმსხვრა ლარნაკი".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 05:01 PM

"როდესაც ადამიანს არ ჰყავს ქრისტე და შინაგანად ცარიელია, მაშინ მოდის ათასი რამ და იპყრობს მას: შური, სიძულვილი, მოწყენილობა, მელანქოლია, წინააღმდეგობა, ამქვეყნიური აზროვნება, ამქვეყნიური სიხარული".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2019, 06:36 PM

"უნდა შევიგნოთ: რაც უფრო ვესწრაფვით ყოველგვარი სიამოვნების მიღებას, რეალურ ცხოვრებაში მით უფრო უბედური ვხდებით, არა იმდენად გარე ვითარებათა გამო, რამდენადაც ჩვენი ეგოისტური, ავხორცული განწყობის გამო".

/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2019, 09:45 PM

"შექებით ბავშვებს პატარაობიდანვე ეგოიზმს ვასწავლით"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2019, 03:01 PM

"საერთოდ, დედამიწაზე ქრისტიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი ბრძოლა - განუწყვეტელი ომი ჩვენი ცხონების მტრებთან: წუთისოფელთან, ხორცთან და ეშმაკთან. და ყველაზე რთული ამ ბრძოლაში საკუთარ ამპარტავან "მე"-ზე გამარჯვებაა"

/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:48 PM

"მაგრამ ჩვენ ეგოიზმით ვართ შეპყრობილი და მას დაავადებასავით ყველას გადავდებთ, სხვათა გულებში ვავრცელებთ, თავსაც ვინგრევთ და ჩვენ გარშემო მყოფებსაც; ყველას განვსჯით, ყველას გარჯას წყალში ვყრით. თავად კი ისე არ ვიქცევით, როგორც უფალს ესათნოება და აზრად არ მოგვდის, სხვის განსჯამდე, უმჯობესია, საკუთარ ცხოვრებას გადავხედოთ და ისეთი მოწყალე ვიყოთ, როგორსაც სახარება ქადაგებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 06:06 PM

"მარტო "მე მინდა" დაღუპავს ადამიანს"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:29 PM

"კეთილი გრძნობები უხმოა. ეგოისტური გრძნობები სიტყვის საშუალებით გამოხატვას ესწრაფვიან, რადგან გამოთქვან ის, რაც ჩვენ თავმოყვარეობას ესალბუნება და ჩვენი აზრით, საუკეთესო კუთხით წარმოგვაჩენს".

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:28 PM

"თუ ძლიერი "ეგო" გაქვს, სუსტი ადამიანი ხარ. თუ სუსტი ეგო, მაშინ - ძლიერი"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:17 PM

"ვერცხლისმოყვარეობდან უშუალოდ წარმოიშვა მეოთხე ცოდვა - შური"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 05:41 PM

"ერთხელ ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი თვალები ხედავენო უკეთესად: შავი თუ ნაცრისფერი, კაცის თუ ქალის, ადამიანისა თუ პირუტყვის? მან უპასუხა: ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ. ისინი ხედავენ ყველაფერს: ახლოს ყველაზე უმცირესს, და იმასაც, რაც შორსაა; მხოლოდ ერთს ვერ ხედავენ - კარგს, და თუ დაინახავენ, ცრემლით აივსებიან და შეეცდებიან, ვერ იხილონ, თითქოს თავის უნებურად იხუჭებიან.

როგორც გინდა დაიმალე, ჩაიკეტე, განეშორე, შენს საცხოვრებელში დადუმდი, გაიქეცი განმარტოებაში, უდაბნოში - შურიანის თვალები იქაც დაგეწევიან და დაინახავენ, რას აკეთებ...

შურიანის თვალები ადამიანებში უმცირეს მანკიერებებსაც ამჩნევენ, ისეთებსაც კი, რომლებიც მათში არასოდეს ყოფილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 06:56 PM

"მდაბალი ადამიანი, რამეთუ მას არ გააჩნია თავისი ნება და არ აწუხებს ეგოიზმი, ღვთაებრივად გასხივოსნდება. თუ რჩევებს სიმდაბლით მიიღებს, ის განიბრძნობა"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:46 PM

"კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფითრმა - შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2020, 03:29 PM

"იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და უწინარეს ყოვლისა, ეგოიზი - უწესო შვილი ამპარტავნებისა - რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირპირს ამტვრევინებს"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2020, 08:24 PM

"ამპარტავნება სხვა მძიმე ცოდვას - შურსაც წარმოქმნის, რომელიც ასევე იწვევს მძიმე ფსიქიურ და ფიზიკურ დაავადებებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 04:11 PM

"ჩვენს დროში ახალგაზრდა ადამიანებს ეგოიზმი ამოძრავებთ. მათთვის ადვილი არ არის ეკლესიის მორჩილება. ისინი ურჩები და ჯიუტები არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 02:50 PM

"ეგოიზმი უცხოა ქრისტიანული ცნობიერებისთვის, რადგან თვით "ღმერთი სიყვარული არს", ხოლო სიყვარული თავისთავად გულსხმობს არა მარტო ზრუნვას, არამედ თავდადებასაც მოყვასისთვის. ამიტომ აქვთ ძლიერი პატრიოტული გრძნობა მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მაგრამ ისინი სამშობლოსადმი გრძნობაში არა მარტო სარწმუნოებრივ, არამედ ეროვნულ, ძმურ, ნათესაურ, მეზობლურ და მეგობრულ სიყვარულსაც აერთიანებენ. ეს არის ნიჭი ქართველი ერისა, რომელიც უფალმა არა თავის მოსაწონებლად, არამედ, ვითარცა საჭურველი, ჩვენი ერისა და ეკლესიის სამსახურებლად მოგვანიჭა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:17 PM

"ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად მოიპოვა დემონიც"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 05:37 PM

"თუ რამ კეთილი შეგშურდა, ითხოვე ღვთისაგან და მიიღე"

/წმ. ანტონ ჭყონდიდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 05:55 PM

"ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო"

/სიბრძნე ზირაქისა, 9-11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 06:23 PM

"ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი - მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 08:27 PM

"ყველა სნეულებას და მათ შორის შურსაც, თავისი წამალი აქვს - წამალი შურისა ქრისტეს სიყვარულია. შურსა და სიძულვილს ქრისტიანული სიყვარული აუძლურებს"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 09:02 PM

"შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ განიცდის, როდესაც მოყვასის სიკეთეს, წარმატებასა და ბედნიერებას ხედავს"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:06 PM

„არასოდეს არავისი არაფერი არ შეგშურდეს და შენ წარმატებული იქნები“

/კახი კავსაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:48 PM

" - როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვგრძნობთ შურს?

- უნდა ვილოცოთ: "საკუთარ დაფარულთაგან განწმინდე, სხვათაგან კი დაიცავ მონაი შენი"

/წმ. ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 08:05 PM

"ნუ შეგშურდება სხვისი, მთელი ცხოვრება დამძიმდები."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 06:26 PM

"ეშმაკთან არ არის ლოგიკა... სატანურ სიამაყეში ლოგიკა ადგილს ვერ იპოვის... იგივე ემართებათ ეგოისტებსაც. ეგოიზმი "გაორებული", ცუდი ლინზაა. შენ გადიდებს და სხვას ამცირებს"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 11:02 PM

"ის კი არ არის დანაშაული, რომ შეცდომები მოგვდის, დანაშულია, როცა სულ სხვა არის დამნაშავე და ,,მე" ყოველთვის მართალი...
სანამ ასე ვფიქრობთ, განსაცდელი თავს არ დაგვანებებს.
ჭეშმარიტი სინანული მოგვცეს იესომ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 08:22 PM

"ვიცი შემთხვევა, როცა ხალხი იწყებდა იესოს ლოცვის წარმოთქმას და ხიბლში ვარდებოდა. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ მათ ხელმძღვანელი არ ჰყავთ. ვინც ფიქრობს, რომ დამრიგებელი არ სჭირდება, ხიბლშია. ეს ეგოიზმია. ეგოიზმი და გონიერი ლოცვა ურთიერთსაწინააღმდეგოა."

/მამა ხარლამპე დიონისიატელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 10:57 PM

"მაინც რა არის ცხოვრება, რისთვის იბრძვის ადამიანი, ვის ეჯიბრება, რატომ იტვირთავს გულსა და გონებას ათასგვარი შურით და ჯიბრით. არ სჯობია, თავისი ცხოვრება მშვიდად განვლოს, თავისი საკუთარი გზა იპოვოს?"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2020, 12:24 PM

"ნამდვილი მორწმუნე არასდროს ილანძღება და არც არავისი შურს... განკითხვა და ცილისწამება კი, უმეტესად შურის ნიშანია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2020, 10:07 PM

"დაე, თავისი ეგოიზმი კაცმა ეშმაკის წინააღმდეგ მიმართოს და ნუ დანებდება, როდესაც ბოროტი სული განსცდის მას"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 09:20 PM

"გადააგდე შენი მე. თუ გადააგდებ, ამაღლდები! რისთვის გჭირდება, ვის უნახავ? საკუთარ თავს?! სიყვარულის იმ ნაწილს, შენთვის რომ იტოვებ, ართმევ იმ ყოვლადსრულსა და უსაზღვრო სიყვარულს, რომელსაც სხვათა მიმართ აუცილებლად უნდა განიცდიდე"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2020, 06:59 PM

"როდესაც ადამიანი უარს იტყვის თავის მე-ზე, მაშინ მას ღმერთი ყველაფერს გრძნობადი სახით მიანიჭებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 07:24 PM

" - წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩემს ღირსებას შეეხებიან?
- როდესაც შენს ეგოიზმს კლავს ვინმე, მის საშველად ნუ გავარდები; თავი დაანებე, დაე მოკვდეს! თუკი ეგოიზმი მოკვდება, სული აღდგება!
- და, როგორ კვდება ეგოიზმი?
- საკუთარი მე უნდა დამარხო, რათა გაიხრწნას იგი და იქცეს სასუქად, რომელზედაც სიმდაბლე და სიყვარული აღმოცენდება".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 08:30 PM

"ეგოიზმი - ამპარტავნების გაუმაძღარი შვილია. ეგოისტი ყოველთვის თავისაზე დგას. მაგრამ იმ ხეების მსგავსად - ქარის დაბერვა წელში რომ არ დრეკთ და ბოლოს და ბოლოს იმსხვრევიან ხოლმე - ეგოისტიც შუბლს იტეხს, რადგანაც უკან არასდროს იხევს. ეგოიზმი უდიდესი ბოროტებაა!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2020, 06:19 PM

"შური ანადგურებს, უმაქნისად ჰყოფს სიყვარულსა და სიკეთეს. როგორც მკვდარი თაგვი გააფუჭებს ხოლმე ზეთს, როდესაც თიხის ქოთანში ჩავარდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 09:21 PM

"[დედა ანტონიას (კავეშნიკოვა)] შურის გრძნობა არ ჰქონდა, ძალიან უხაროდა ხალხის წარმატება, კეთილდღეობა და მათთან ერთად ხარობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2020, 05:48 PM

" - წმიდაო მამაო, როგორ უნდა შეძლოს შურით შეპყრობილმა ადამიანმა, ამ ვნების დაძლევა?

- თუკი იგი შეიცნობს იმ ნიჭებს, რომლითაც ღმერთმა დააჯილდოვა, და განავითარებს კიდეც მათ, აღარავისი შეშურდება და სამოთხის დარი ცხოვრება ექნება. ზოგიერთი ვერ ხედავს, რა ებოძა თავად და მხოლოდ იმას ამჩნევს, თუ სხვას რა მიეცა და ამის გამო შური იპყრობს, თავს გარიყულად, დაზარალებულად გრძნობს, იტანჯება და საკუთარ ცხოვრებას კოშმარად გარდაქმნის".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2020, 02:16 PM

"გულის განწმენდა კი ყოველგვარი სისუსტის დათმობით იწყება, საკუთარი "მეს" უარყოფით იწყება. "ჩემი" დედის, "ჩემი" მამის, "ჩემი" შვილის და ა.შ. დავიწყებით იწყება და დედის და მამის, შვილის სიყვარულის მოპოვებით გრძელდება და ღრმავდება. სხვაგვარად რომ ვთქვა, ადამიანმა უწინარესად უნდა უარყოს ეგოისტური სიყვარული და ყველა ადამიანი თანაბარი ზომით შეიყვაროს".

/ბერი ერმოლაოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2020, 07:52 PM

"როდესაც თავს ვიმართლებთ, ადგილს ვუთმობთ ეშმაკს, რომელიც მოდის, ძალიან შეუმჩნევლად მოქმედებს ჩვენზე და მწუხარებას გვგვრის. მაგრამ, როდესაც ყველაფერს ჩვენს თავს დავაბრალებთ, მაშინ ღმერთი მთელს ჩვენს სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებს. ასე რომ, მოდი და გადავწყვიტოთ, რა გვირჩევნია: სიმდაბლე, რომელიც სიმშვიდეს ბადებს თუ ეგოიზმი, რომელსაც დარდი, შიში და შფოთი მოაქვს?"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 09:14 PM

"ეგოისტი ადამიანი არავის აინტერესებს. თუ ვინმე დაინტერესდება, ისიც მალე გაეცლება. სულიერი კავშირი მხოლოდ მაშინ არის მტკიცე და ურღვევი, როცა ურთიერთობას ამყარებ ბავშვურ სულთან, უმანკოებასთან და სიწმინდესთან".

/ბერი ამფილოქე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2020, 03:12 PM

"ჩვენი ნამდვილი "მე" დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2020, 10:24 PM

"შენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ უბრალოდ სიმდაბლით იქცეოდე - როგორც მიწა: იწყნარებს წვიმას, სეტყვას, ნაგავს, ფურთხს - თუკი ვნებათაგან გათავისუფლება გსურს. სხვათაგან დამცირება - თუკი მას მიიღებს - ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, რაც შეიძლება ჩქარა გათავისუფლდეს თავისი ძველი "მე"-საგან".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 11:05 PM

"მინდა ვთქვა, რომ იგი, ვინც საკუთარ თავზეა მომართული, ვინც თავისი თავისგან, თავისი პირადი "მე"-სგან ვერ გათავისუფლებულა, ის დიდსულოვან კეთილშობილებას არ ფლობს; ამიტომაც არ არის მასთან მადლი ღვთისა და იგი საღვთო გასხივოსნებას ვერ იღებს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 04:07 PM

"საკუთარ თავს თუ არ უარვყოფთ, როგორ შემოვა ჩვენში ქრისტე?! თუ ჩვენ შევძლებთ და საკუთარ თავს უარვყოფთ და უსინდისო მდგმური ჩვენი - ჩვენი "ძველი კაცი" დატოვებს ამ საცხოვრისს, მაშინ ჩვენს გულებში გამოთავისუფლდება ადგილი "ახალი კაცის," ახალი აღთქმის ადამიანის დასასახლებლად. ჩვენი ტაძარი, მთელი ჩვენი არსება აივსება სიყვარულით, იმიტომ, რომ ჩვენში იცხოვრებს ქრისტე, რომელიც არის სიყვარული. მაშინ გული კაცისა გადაიქცევა ზარად, რომელიც გამუდმებით ისე ხმამაღლა მახარობლობს, რომ ეს ხმა ათრთოლებს კედლებს: გულმკერდსა და ნეკნებს, რომლებიც ისევე, როგორც სახლის შელესილი კედლები, შელესილია იმ თიხით, ღვთის ნებით ადამიანურ სხეულად რომ იქცა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 09:17 PM

"რაც უფრო ნაკლებად უყვარს ადამიანს თავისი საკუთარი "მე", მით მეტი ღვთისმოსაობის მოხვეჭა ძალუძს მას".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2020, 08:02 PM

"როდესაც ცოდვა საქმით აღესრულება, ადამიანს აცარიელებს და ეგოიზმისა და მარტოობის უკიდეგანო წყვდიადში ტოვებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2020, 08:32 PM

"კარგად უთქვამთ მამებს, შურმა უკეთესის არჩევა არ იცისო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:44 PM

"შური მორწმუნეებსაც ებრძვის. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ შურის გამო კაცს არ შეუძლია სხვისი სათნოებებით გაიხაროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2021, 07:41 PM

"ციდამტკავლური შური"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2021, 08:18 PM

"ასეთია შური, არ არსებობს მასზე უარესი ბოროტება! შურიანი აწამებს და აწვალებს საკუთარ თავს იმაზე მეტად, ვისიც შურს. როცა ახლობელს რაიმე უსიამოვნება შეემთხვევა, მხოლოდ მაშინ გრძნობს იგი თავს მშვიდად და მხიარულად; სხვათა უბედურება მას საკუთარ ბედნიერებად მიაჩნია, ხოლო სხვათა კეთილდღეობა - თავის წარუმატებლობად. შური ეშმაკად აქცევს კაცს და ხდის საშინელ დემონად. მისგან მოხდა პირველი მკვლელობა, მისგან შეიბილწა დედამიწა... რის გამო იქცა ასეთ დამნაშავედ კაენი, რამ გააბოროტა ესავი, და ლაბანის ძენი, რამ გაახელა იაკობის შვილები, რამ დააბრკოა კორე, დათან და აბირონი, ანდა მარიამი, აარონი, საიდან გაჩნდა თვით ეშმაკი?.. ამასთან წარმოიდგინე ისიც, რომ შენ იმას კი არ ვნებ, ვისიც გშურს, არამედ საკუთარ თავს განგმირავ მახვილით".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 10:14 PM

"სანამ სხვისი სიხარული და ბედნიერება გშურს, საკუთარ ცხოვრებას ვერ ეღირსები..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2021, 01:09 PM

"ვინც არ მოსწონთ იმაზე საერთოდ არ საუბრობენ, მაგრამ თუ მოსწონხარ და შურის გამო ვერ აღიარებს, მერე ლანძღვას გიწყებს, ოღონდ იმდენსაც ვერ ხვდება, რომ საკუთარ პროვინციალიზმს და კომპლექსებს ავლენს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2021, 09:30 PM

"შურიანი და ბოღმიანი ადამიანი, მხოლოდ თავს იზარალებს. ვერავის დაამარცხებს საკუთარი თავის გარდა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 05:34 PM

"შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ განიცდის, როდესაც მოყვასის სიკეთეს, წარმატებასა და ბედნიერებას ხედავს"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 07:53 PM

"შური და მადლი ქრისტესი, შური და სიყვარული ერთ გულში ერთად ვერ გაჩერდებიან"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 05:04 PM

"შური აჭირვებს გულსა და სულს, ახმობს სხეულს, ღუპავს სიყვარულს, აღძრავს მტრობას, აშორებს ახლობლებს, იწვევს ტანჯვა-წამებას, ადამიანს აკარგვინებს მომავალ ცხოვრებას და საიქიოს გეენიას უმზადებს".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2021, 08:46 PM

"იმისათვის რომ სხვა შეიყვარო, საჭიროა საკუთარ თავში ეგოიზმი და სიამაყე დასძლიო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2021, 08:40 PM

"ვინც მზაკვრულად მალავს შურს და ჯიბრს თავის გულში, ყოველი მისი საქმე ბოროტია, როგორი მართალი კაციც არ უნდა ჩანდეს ის ხალხის თვალში"

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2021, 05:15 PM

"ნუ იმრუშებთ, ნუ აჰყვებით ამ ქვეყნის ვნებებს, რადგან სანამ შენს სულს უყვარს მიწიერი, შენ ხარ ეჭვიანი, გშურს იმ ადამიანებისა, ვისაც აქვთ ის, რისკენაც ისწრაფვი, რომ შენც გქონდეს".

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2021, 08:14 PM

"სხვის მაცქერალს თავისი აღარ მოსწონს. არავის ძალუძს, შურდეს და თან მადლიერი იყოს"

/სენეკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 09:36 PM

"ეგოიზმი და სიყვარული ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებია, როგორც წყალი და ცეცხლი"

/ბერი ერმოლაოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 10:19 PM

"სიკეთე არის ეგოიზმის წამალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 06:59 PM

"ადამიანი სიყვარულის ღვთაებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი "მე"-დან მოყვასისკენ მიმართავს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 07:48 PM

"არა იმდენად გლახაკს სწყინს თავისი სიღატაკე, რამდენადაც შურიანს - მოყვასის კეთილდღეობა; რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი სიბილწე?"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 05:11 PM

"შური თვალს გვიბრმავებს ისე, რომ ადამიანი სხვის სახეში ვერ ხედავს ვერც გონიერ არსებას და ვერც ძმას"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 11:44 AM

"სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება, მაგრამ სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, ყველაფერი თავისთვის უნდა, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:09 PM

"ხორციელი ცხოვრება - ეს ნიშნავს იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელშიც საკუთარი "მე"-ს მისწრაფებები და სურვილები ჭარბობს"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:09 PM

"ხორციელი ცხოვრება - ეს ნიშნავს იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელშიც საკუთარი "მე"-ს მისწრაფებები და სურვილები ჭარბობს"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 05:31 PM

"იმდენად შურიანი ბუნების მქონენი იყვნენ იუდეველები, ისე სწყუროდათ ქრისტეს მოკვლა, რომ სცოდნოდათ, მისი ჯვარცმით ასე თუ განიდდებოდა წარმართთა ცხოვრება, ჯვარზე არ გააკრავდნენ მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 06:05 PM

"სიყვარულს არ შურს" - სიყვარულის თვისებებს შორის ეს უპირატესია, როდესაც არ გშურს წარმატებულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 09:27 PM

"შური ისეთი სულიერი სნეულებაა, როდესაც ფიქრობენ, რომ უღირსმა ადამიანმა მოიპოვა რაღაც, თუმცა კი სხვები იმას არ ეძებდნენ. შურს სიმშვიდე კურნავს, როდესაც ადამიანი მინდობილია ღვთის სამსჯავროს, არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას და სხვათა ღირსებასთან დაკავშირებით უფრო მეტად სჯერა ღვთის სამართლიანობის, ვიდრე საკუთარი განსჯისა"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2021, 09:07 PM

"სიყვარულს არავისი შურს და დაიმახსოვრეთ: თუკი ვინმესი გშურთ, მაშინ თქვენში სიყვარული არ არის, რადგან თქვენი გული რომ ქრისტიანული სიყვარულით იყოს აღსავსე, მაშინ არავისი შეგშურდებოდათ"

/წმ. ლუკა ყირიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 07:01 PM

"ეგოიზმი ყოველგვარ ნაკლოვანებათა ჯაჭვის პირველი რგოლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 11:13 PM

"შურიანი არ ზრუნავს საკუთარ ნაკლოვანებებზე და სხვისი სრულყოფილება ტანჯავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 04:31 PM

"შურს არ შეუძლია იმის დათმენა, რომ სხვას კეთილი საქმეებისათვის აქებედნენ; ამიტომაც შური და გინება ერთმანეთთან განუყოფელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:10 PM

"შურიანი საკუთარ მტრებად მიიჩნევს მათაც, ვისაც არაფერი უწყენინებია მისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2021, 05:45 PM

"შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისაგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 07:22 PM

"შურიანი მწუხარებს, როდესაც თავისზე აღმატებულს ხედავს და მისი თანასწორი არ არის; იტანჯება თავის თანასწორთა ხილვისას, რადგან მათზე აღმატებულობა სურს; მწუხარებს თავისზე დაბლა მდგომთა ხილვისას, რადგან მათთან გათანასწორების, ანდა უარესი მდგომარეობის ეშინია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 09:20 PM

"შური კაცს არ აძლევს საშუალებას, იმით გაიხაროს, რაც აქვს, რადგან კლავს იმის სურვილი - რაც აკლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 12:20 PM

"ერიდე უფრო მეტად მეგობრების შურს, ვიდრე - მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი - ფარულად!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:26 PM

"შურიანს სხვისი დაღუპვა სურს და საკუთარ თავს კი ღუპავს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 06:45 PM

"შურიანი საკუთარ თავს მეტად ვნებს, ვიდრე იმას, ვისიც შურს!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 08:33 PM

"ხესა და შალს მატლი და ჩრჩილი ისე ვერ ჭამს, როგორც - შურის სიმხურვალე ადნობს მოშურნის ძვლებს, და მის ჯანმრთელ სულს წამლავს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 10:07 PM

"როცა ღმერთი მოგცემს, შური ვერაფერს იზამს; ხოლო როცა არ მოგცემს, ვერანაირი ძალისხმევა ვერ გიშველის!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 08:29 PM

"შური მკვლელობის ფესვია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:26 PM

"ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად მოიპოვა დემონიც"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:44 PM

"სადაც დიდებაა, იქვე შურია; სადაც შურია, იქ - ცილისწამება და სასჯელი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 07:47 PM

"შურიანი ზეცაში არაფრად გამოდგება, რადგან იქაც არსებობს განსხვავება; თვითონ ვერ გაიხარებს და სხვების სიხარულსაც მოწამლავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:10 PM

"რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?" - ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. "იმიტომ, - მიუგო კაცთა ბუნების გამოცდილმა მცოდნემ, - რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება, ან მის მოყვასს - რაიმე ბედნიერება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 09:40 PM

"მრავალი ჩვენგანი ტირის მტირალთან ერთად, მაგრამ სხვისი სიხარული არ უხარია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2021, 05:01 PM

"ნეტარია ის, ვინც ზნეობრივად საკუთარი თავი ისე აღზარდა, რომ შეუძლია, ხარობდეს სხვისი კეთილდღეობითა და ბედნიერებით, თუნდაც, თვითონ ამით ვერაფერს იღებდეს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2021, 05:22 PM

"დემონს თავისი მსგავსი დემონისა არ შურს, არც - სხვა ეშმაკისა; შენ კი, ადამიანო, გშურს ადამიანისა, შენივე თანატომელისა, და თანამოძმის წინააღმდეგ აღმდგარხარ, რასაც არ აკეთებს ეშმაკიც! რა შენდობა გექნება, ანდა - რა გამართლება?!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2021, 12:05 PM

"ძალზე ხშირად სიყვარული გამოვლინდება ხოლმე როგორც ჩვენი ეგოიზმის უდიდესი ენერგია"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2021, 07:23 PM

შურიანი ადამიანები თუ ხელმოცარული რჩებიან, სხვას ნუ აბრალებენ, საკუთარ შურს დააბრალონ!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2021, 04:09 PM

"მშვიდობასა და ფუფუნებისას, ადამიანები უღმერთოები და ეგოისტები ხდებიან"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 02:28 PM

"ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს."

/კათილიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 10:27 PM

"...ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავის "მე"-დან, არამედ გამუდმებით საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს. თუმცაღა თავის გარშემო ტრიალით, მას ცენტრში თავისი თავი ჰყავს და არა - ქრისტე. ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 05:29 PM

"შეხედე: არიან ერთგვარი ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანები და უფალი უბიძგებს მათ, რომ ქვევით გადაინაცვლონ. სხვა ადამიანებს ეგოიზმი უფრო მეტად აქვთ, და უფალი მათ კეფაში უბიძგებს, რათა კიდევ უფრო დაბლა დაეშვან. თუმცაღა მათ, ვისაც სატანური სიამაყე აქვს, უფალი არ ეხება. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეს ადამიანები ჰყვავიან, მაგრამ რა აყვავებაა ეს? ეს შავი აყვავებაა. და შემდეგ ისინი ეცემიან არა უბრალოდ დაბლდა, არამედ - პირდაპირ უფსკრულში, ღმერთო დაგვიფარე!.."

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 10:11 PM

"გააძევეთ ქმედებიდან თქვენივე "მე", ადამიანი, რომელიც თავისი "მედან" გამოდის, გამოდის მიწიდან, მოძრაობს სხვა ატმოსფეროში. ვიდრე ადამიანი საკუთარ თავში რჩება, მას არ შეუძლია, გახდეს ზეციური ადამიანი".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 06:36 PM

"თუ ადამიანი ეგოისტურად იქცევა, იგი ღვთის მადლს ვერ მიიღებს"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 07:27 PM

"რამდენადაც ებღაუჭება ადამიანი თავის "მეს", იმდენად უკან რჩება იგი"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2022, 10:11 PM

"როდესაც საკუთარი თავი გვიყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გვაკლია"

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:36 PM

"ვისაც ზედ ყვები, სწორედ ის არ დაგინდობს… სწორედ მას უჩნდება შენ მიმართ შური!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 10:24 PM

"შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 09:19 PM

"მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი - საკუთარ წარუმატებლობად"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 08:30 PM

"ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი - მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 09:59 PM

"ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, საკუთარ თავზე ზრუნავს და ფიქრობს: ოღონდ თვითონ იყოს კარგად და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, - ასეთი კაცი ჩვენი ყველაზე საშიში მტერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 10:14 PM

"თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; შურიანები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 09:17 PM

"შავი შური ჩემ სიკეთით გამოწვეული"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:30 PM

"და შურის ბგერა გაისმოდა ამგვარ მის თქმაში"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 04:17 PM

"თუ შურიანს არ შეუძლია, მოყვასის სიკეთე ნაკლად აქციოს, მაშინ მას ცუდ საფუძველს მიაწერს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 10:22 PM

"სიძულვილი ანდა შური სათნოების ნიღაბქვეშ იგივეა, რაც - მწარე წყალი ოქროს ჭურჭელში"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 08:38 PM

"შური მტრობის ყველაზე გაურკვეველი ფორმაა. სხვა არაკეთილმოსურნეთ ცოტა მოკრძალებულს ხდის ქველმოქმედება, შურიანი კი უფრო ღიზიანდება მისთვის გაკეთებული სიკეთით. იგი უფრო მეტად შეურაცყოფილია სათნოების ძალით და მადლიერებას არ გძნობს მისთვის გაკეთებული სიკეთისათვის"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 09:00 PM

"შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს, ზრუნვას კი ნაადრევად მოაქვს სიბერე" (ზირ. 30,24).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 09:19 PM

ხშირად ვერ ამბობ, რომ კარგად ხარ იმის შიშით, ვინმე ამის გამო ცუდად არ გახდეს!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2022, 09:08 PM

"შეგახსენებთ თანამედროვე ფილოსოფოსს, ჟან პოლ სარტრს, რომელმაც თქვა: "სხვა ადამიანი მუქარაა ჩვენი თავისუფლების, იგი სატანჯველია ჩვენი." აქეთკენ მივყავართ ეგოიზმს".

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 05:23 PM

"თუ სრულად დავიცლებით საკუთარი თავის სიყვარულისა და ეგოიზმისგან, ღმერთი მთელი თავისი დიდებით შემოვა ჩვენში"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 05:57 PM

"ღვთის მცნებების დაცვას, რაც, არსებითად, სიყვარულის ყოვლისმომცველი სათნოების გამოხატულებაა, მივყავართ ნამდვილ თავისუფლებასთან, სიყვარულის თავისუფლებასთან, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს ეგოიზმისგან. ეგოიზმის თავისუფლება - ეს ცრუ თავისუფლებაა. როცა ჩვენ, ქრისტიანები, ვირჩევთ ღვთისადმი მორჩილებას, ვირჩევთ სიყვარულის თავისუფლებას, რომელიც ჩვენი ეგოიზმის ჯვარცმასა და მსხვერპლად გაღებას მოითხოვს".

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 06:12 PM

"რაც უფრო ვიცლებით ეგოიზმისგან, მით მეტად შემოდის ჩვენში ღმერთი"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 07:59 PM

"ხილული დროებითია". რატომ უნდა შევყურებდეთ დროებითს? რა სარგებელი აქვს ქვიშაზე შენებას, წყალზე წერას, ქარის დევნას ან მორბენალი ჩრდილის მიყოლას?! რატომაა, რომ ანგარებიანი, პატივმოყვარე, შურიან ადამიანს გაუმაძღარი თვალებით მთელი სამყაროს გადაყლაპვა სურს? ვიდრე სამყარო გაქრება, ისინი გაქრებიან ამქვეყნიდან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 09:47 PM

"შურიანები მხეცზე უარესნი არიან, რამეთუ მხეცები მხოლოდ მაშინ გვესხმიან თავს, როდესაც მათ შიათ, ანდა - როცა ვაღიზიანებთ; ესენი კი, კეთილის ქმნის შემდეგ კეთილისმყოფელს მტერივით ექცევიან"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2022, 12:54 PM

"მოყვასის სიკეთისადმი შური მტრულ დამოკიდებულებას გვიყალიბებს ღმერთთან, რომლის სამართლი და, შესაძლოა, განკითხვის ნებასაც ვაძლევთ საკუთარ თავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 08:24 PM

"მრავალი მწერი გვერდს უვლის ჯანსაღს და გახრწნილისაკენ მიისწრაფვის; ასევე, შურიანი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს პიროვნების კეთილ თვისებებს, მისი ცხოვრების ნათელ მხარეებს, არამედ გამოძებნის სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს და ენით ისე მიეწებება, როგორც ნესტარით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 09:27 PM

"შურის გრძნობა ცოდვაა, რადგან ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულს და ამაოა, რადგან შური ვერ მოგვიტანს იმას, რაც გვშურს, მხოლოდ გვაწამებს; მაგრამ იგი არცაა საჭირო, რადგან ყოვლადბრძენმა და ყოვლადკეთილმა ღმერთმა, რასაკვირველია, არ ჩაგვაყენა ისეთ მდგომარეობაში, რათა ჩვენ, სამართლიანად შეგვეძლოს, გვშურდეს სხვებისა, თითქოსდა უსამართლო განგებით განაწყენებულებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 07:34 PM

"შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე, შური ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 05:48 PM

"როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:41 PM

"როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური - სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 09:55 PM

"თუ შური მწუხარებაა, მაშინ შურიანს იმდენი მწუხარება და სატანჯველი აქვს, რამდენიც სხვებს სხვადასხვა მადლი და სრულყოფილება. ეს დაავადება დასაწყისია მარადიული მწუხარებისა და განუწყვეტელი ტანჯვის წინდია. ეშმაკი ასევე იტანჯება, და შურიანს მიწაზევე შეუძლია, იგრძნოს და მიხვდეს, რა არის ჯოჯოხეთური ტანჯვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2022, 03:01 PM

"შური უსამართლო ვნებაა, რადგან აღაშფოთებს ყველა კეთილის სიმშვიდეს, და სამართლიანიცაა, რადგან აშრობს მის საკვებს"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 01:35 PM

"თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე უნდა გვეშინოდეს შურისაც; რამეთუ იგი შინაური დემონია, რომელსაც შეუძლია, მოშურნის გულში მოიყვანეოს ბოროტ სულთა ლეგიონები; ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავრომდე აანთებს გეენის ცეცხლის ცოდვილის სულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 08:20 PM

"შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 09:31 PM

"თუ შეგაწუხებს შური და ზრახვები, გაიხსენე, რომ ჩვენ ყველა ქრისტეს ნაწილები ვართ და როგორც პატივი, ისე - უპატიობა, ყველას ერთი გვაქვს, და ამ ფიქრებიაგან გათავისუფლდები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 09:15 PM

"ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ შური, თუ დიდად არ ჩავთვლით არც იმას, რასაც ადამიანები სიმდიდრეს უწოდებენ, არც მომხიბლავ დიდებას, არც სხეულის ჯანმრთელობას; არამედ ვისწრაფვით მარადიული და ჭეშმარიტი მადლის მოსაპოვებლად"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:44 PM

"როდესაც ხედავ სიმდიდრეს, ანდა დიდებას, ან - საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 10:12 PM

"როცა ადამიანებში ეგოიზმი მეფობს, მათ საღვთო მადლი განეშორება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 07:56 PM

"შურიანობის ცოდვა ხშირად ინიღბება სამართლიანობისათვის ბრძოლით, სოციალური სამართლიანობით, დღევანდელი მდგომარეობის უკმაყოფილების შეგრძნებით"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 08:17 PM

"შურიანისთვის ძალიან მძიმეა, უთხრას საკუთარ თავს: "მე ქრისტეს მკვლელი ვარ, მე კაენი ვარ...", მაგრამ თუ ამას ეტყვის, მაშინ საკუთარ გულში ამ ვნებისადმი რისხვას გამოიწვევს"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 08:30 PM

"ობიექტური ადამიანი სიკეთესაც ამჩნევს და ბოროტებასაც, შურიანი კი მხოლოდ ბოროტებას"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 08:42 PM

"თუკი ადამიანი ახლობლების ქმედებებში კარგს ვერაფერს ხედავს, ე.ი. შურს შეუჭამია"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:12 PM

"თუკი ადამიანი პირდაპირ იტყვის: დიახ, მე შურიანი ვარ, ამით ის სიმსუბუქეს იგრძნობს, რადგან მის სულში არსებული ჩირქის ბუდე გასკდება. და პირიქით, როცა შურიანი ადამიანი იტყუება საკუთარი თავის შესახებ, მაშინ ავადმყოფობა პროგრესირდება, სულს უხრწნის და საბოლოოდ კლავს"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2022, 09:17 PM

"სხვის მიმართ შური რომ არ გაგიჩნდეს, ამისათვის საჭიროა, ადამიანი "კროსვორდივით" აღიქვა, რომელიც უნდა გამოიცნო. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გვერდით მყოფი ადამიანი ყოველთვის გამოცანაა. უნდა ვისწავლოთ მისი მიმიკა, სიტყვების ინტონაცია, ამოვიცნოთ, რას გულისხმობს, რა აინტერესებს და ყოველივე ამის გათვალისწინებით შევარჩიოთ მასთან საურთიერთო თემები. აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი მუდმივად იცვლება და ამიტომ მისი გამოცნობის პროცესიც მუდმივია. არსებობს განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი, როცა მეუღლეები 10 წელი ერთად ცხოვრობენ და ამბობენ, რომ ერთმანეთი შეიცნეს. მაგრამ ასე არ არის: ადამიანი შეუცნობელია, ის უნდა ამოიცნო, მასში კარგი ეძებო. ნებისმიერ ადამიანშია ღვთის ხატის ანაბეჭდი, და საინტერესოა ამ ანაბეჭდის გაშიფვრა, მასში ღვთის პოვნა. თუკი ადამიანში მხოლოდ სიკეთეს მოძებნით და ამ სიკეთით გაიხარებთ, ხოლო მისი ბოროტებით დამწუხრდებით, მაშინ შურსაც გაუმკლავდებით.

როცა ადამიანს სხვისი სათნოება შურს, მაშინ მან თავად უნდა ისწრაფოს ამ სათნოების მოსახვეჭად, - ეს ყველას შეუძლია. სიკეთის თესვაში ჯანსაღი შეჯიბრი უნდა არსებობდეს: სხვებზე მეტი სიკეთის გაკეთებას უნდა ცდილობდე"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:15 PM

როგორ ვებრძოლოთ შურს?

"შურთან ბრძოლა შეიძლება სხვისი სიხარულის გაზიარებით. ვისაც უხარია, მასთან ერთად უნდა გაიხარო, ვინც ტირის - მასთან ერთად იტირო. თუკი ადამიანი ხედავს, რომ ვინმე მასზე მდიდარი და ჭკვიანია, და ამის გამო ის თავს ცუდად გრძნობს, მაშინ ხატის წინაშე უნდა დადგეს და ილოცოს: "უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ჯვარცმულო და მკვდრეთით აღმდგარო, გმადლობ შენ, რომ ამ ადამიანს ამდენი მიეცი. კიდევ მეტი მიეცი მას, მე კი შემიწყალე". ეს ლოცვა რამდენჯერმე უნდა წაიკითხო, თუმცა ჩვენი შური ამას შეეწინააღმდეგება და მოგვაწოდებს აზრს, რომ ამ ლოცვას გულით არ ვამბობთ, რომ ვპირმოთნეობთ და საკუთარ თავს ვიტყუებთ. ამ დროს მას უნდა მივუგოთ: "დიახ, ვპირმოთნეობ, მაგრამ მე კეთილად ვპირმოთნეობ, აღარ მინდა შურიანი ვიყო". არსებობს კიდევ სხვა მეთოდი - განმსჯელობის დახმარებით ვებრძოლოთ შურს. როცა შეგვშურდება სხვისი სიმდიდრე, მაშინ უნდა გავიხსენოთ, რომ მიწიერ ღირებულებებს საერთოდ აზრი არა აქვს. ყველა ადამიანი მოკვდავია და საკუთარი სიმდიდრიდან მხოლოდ ის შეუძლია თან წაიღოს, რაც წყალობის სახით გასცა და რაც ეკლესიას შესწირა. ის მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, ჩვეულებრივ, მოულოდნელად კვდება ხოლმე.

როცა დავინახავთ, რომ მდიდარი ადამიანი ფულს საკუთარ სიამოვნებაზე ხარჯავს, უნდა ვთქვათ: "დიდება ღმერთს, მისთვის სასიამოვნოა და ჩემთვისაც კარგია. შეხედავ და სული ხარობს". თუკი ადამიანის გული სხვაგვარად ლაპარაკობს, მაშინ გონებამ ის ადგილზე უნდა დააყენოს, მანვე უნდა უხელმძღვანელოს ნებასაც და გრძნობებსაც. გონებას უნდა ვაიძულოთ, რომ ნებისმიერ ადამიანში მხოლოდ დადებითი ეძებოს და უარყოფითი ვერ შეამჩნიოს"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:34 PM

"წმინდა იოანე კიბისაღმწერელი დაუდევარ კაცს საცოდავს უწოდებს, ამპარტავანს - უბადრუკს, შურიანს - სამგზის სანატრელს. ვინც შურის ვნებას ებრძვის და ამარცხებს, მისი მდგომარეობა სანატრელი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2022, 09:19 PM

"როდესაც ადამიანთა შურით, ან მეგობართა ღალატით იძლევი, სულით ნუ დაეცემი და მწუხარებას ნუ გაიჩერებ გულში, არამედ თქვი: "ყველაფერ ამას შენ მსჯავრსა და განმართლებას ვანდობ, უფალო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2022, 02:36 PM

"ნუ დაუჯერებ თეორიებს და ეგოიზმის კანონის შესახებ ლაპარაკს, რადგან ეგოიზმი არსობრივად არ არსებობს. უფალი მართავს სამყაროს, ადამიანები კი - მისი მოდგმაა.

კაცი, რომელიც სხვის გადასარჩენად მდინარის ნაკადში გადაეშვება, წამისყოფაში აცამტვერებს ყველა თეორიას ეგოიზმის შესახებ და საერთოდ უსაგნოს ხდის მის შესახებ ლაპარაკს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:52 PM

"ნუ დაეყრდნობი საკუთარ "მეს",
მასზე უარეს მესაჭეს ვერ იპოვი:

მხოლოდ თავზე ზრუნვას თუ გადაჰყვები,
ღრუტუნაზე უარესი გახდები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2022, 09:23 PM

"ეგოიზმი - ეს არის მიდრეკილება ადამიანისა თვითდამკვიდრებისაკენ, უზრუნველი ცხოვრებისაკენ, ტკბობისა და განსვენებისაკენ"

/მეუფე დანიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 08:08 PM

"როცა საკუთარი განსჯები და გადაწყვეტილებები არასაკმარისი აღმოჩნდება, ადამიანმა უნდა მოუსმინოს სხვა ადამიანების აზრს და, მოიკვეთოს საკუთარი ნება და შესწიროს მსხვერპლად, მოიცილოს ეგოიზმის მჭიდრო და მახრჩობელი ბორკილები"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2023, 08:53 PM

"მეორე დამღუპველი მანკიერება, რომელიც წინამორბედისგან იბადება და ჩვენს სხეულს ჩრდილივით მიჰყვება, არის ეგოიზმი - გადაჭარბებული სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი "მე"-ს კულტი, რომელიც მოითხოვს, ყველაფერმა მის გარშემო იტრიალოს, მისი სურვილებისა და ღირებულებების შესაბამისად"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2023, 08:32 PM

"წმინდა მამების აზრით, ეგოიზმის წამალი სიყვარულია. სიყვარული, რომელიც გვაძლევს სიცოცხლის ძალას, რათა მოჰკლა საკუთარი "მე" და ურთიერთობისას ააღორძინო "შენ" და "ჩვენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 08:44 PM

"ეშმაკთან არ არის ლოგიკა... სატანურ სიამაყეში ლოგიკა ადგილს ვერ იპოვის... იგივე ემართება ეგოისტსაც...

ეგოიზმი "გაორებული", ცუდი ლინზაა: შენ გადიდებს და სხვას ამცირებს..."

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2023, 10:12 PM

"ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა - ჩვენ, ყველაზე უმნიშვნელო კი - მე!"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:50 PM

"წარმატება, - ამბობთ, - არ გაქვთ" და არც გექნებათ მანამ, სანამ გაქვთ ეგოიზმი და საკუთარი თავი გებრალებათ. საკუთარი თავის შებრალება და სიყვარული პირდაპირ ამოწმებს, რომ გულში "მე" გარდაემეტა და არა უფალი. საკუთარი თავის სიყვარულია სწორედ ჩვენში არსებული ცოდვა, საიდანაც არის ყოველგვარი ცოდვა და რომელიც მთელ ადამიანს ცოდვილს ხდის, თავიდან ფეხებამდე, ვიდრე მას სულში აქვს ადგილი. და როცა ადამიანი ცოდვილია, როგორ მოვა მასთან მადლი? არ მოვა, ისევე როგორც ფუტკარი არ წავა იქ, სადაც კვამლია"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2023, 08:50 PM

"ეგოიზმის სათავეს - ეშმაკს არ სურს თქვას - "ვსცოდე!" მაგრამ მთელი არსებით იბრძვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიმხროს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 09:25 PM

"შენში არსებული შურითა და ბოროტებით შეიძლება სხვასაც ავნო, სწორედ ეს არის გათვალვა - ეშმაკეული ქმედება.

- წმიდაო მამაო, განა ეკლესია გათვალვას სცნობს?

- დიახ, საგანგებო ლოცვაც არსებობს "ბოროტი თვალისაგან დასაცავად". "ავი თვალი" ვნებს მაშინ, როდესაც ადამიანი შურით ლაპარაკობს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 09:19 PM

"ნურასდროს დრტვინავ, ნურც სხვისი გშურს და ნურც უაზრო მწუხარებას მიეცემი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 07:17 PM

"ადამიანი მაშინ მოიპოვებს გვირგვინებს, როცა ითმენს და თრგუნავს ეგოიზმსა და ამპარტავნებას"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2023, 08:50 PM

"ეგოისტური სურვილები თუ გვმართავს, სინდისმა შეიძლება არასწორი საქციელი ჩაგვადენინოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2023, 08:00 PM

"ეგოისტ და ამაყ ადამიანს არ აქვს ღვთისგან გასხივოსნება, ის სავსეა აკვიატებული იდეებითა და ცრურწმენებით, ცდილობს, სხვები გახდნენ ისეთები, როგორიც მას სურს, რომ იყვნენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 07:21 PM

"X საზვერე - შური"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 04:47 PM

"ყველა ცოდვა და ვნება ამა თუ იმ სახით ეგოიზმის გამოვლინებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 09:18 PM

"ეგოიზმი - უკიდურესი შეშლილობაა!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2023, 11:09 AM

"ყველაზე უმთავრესი საკუთარი თავის შეცნობაა, რადგან სულიერებისა და ჩვენი შინაგანი არსის შეცნობის გარეშე მცდარი დასკვნები გამოგვაქვს და სხვების მიმართაც უსამართლონი ვხდებით, როცა საკუთარ თავს შეიცნობ, სხვის მიმართაც აღარ გექნება ცუდი დამოკიდებულება, სიძულვილი და შური"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 05:15 PM

"წმინდა გრიგოლ პალამას თქმით, შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკლელისა, მერე კი - ღმერთის მოკვლისაც.

"შური გრძნობაა უსიამვონებისა, დარდისაც კი, სხვისი კეთილდღეობის ხილვისას, იმ კეთილდღეობისა, თავად ჩვენთვის რომ გვსურს" (წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი), მაგრამ გვავიწყდება, რომ ყოველივეს უფალი გვაძლევს. "ითხოვდით და მოგეცემათ", გვასწავლის სახარება. ე.ი. არ ვიმსახურებთ ან ცუდად ვითხოვთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 07:19 PM

"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 07:35 PM

" - რისგან შედგება შური?

- რა არ არის მასში! ამპარტავნება, ეგოიზმი, თავისმოყვარეობა... მასში არ არის სიყვარული და, რა თქმა უნდა, არც თავმდაბლობა.

- ე.ი. ვისაც შურს, შეუძლებელია მასში სიყვარული იყოს?

- რა თქმა უნდა! შეუძლებელია, ერთ ადამიანში თანაარსებობდეს შური და სიყვარული. თუნდაც ჰქონდეს მცირედი სიყვარული, ის არაა წმინდა, რადან ამ სიყვარულში არის მისი "მე". შური აფუჭებს და უსარგებლოდ აქცევს სიყვარულსა და სიკეთეს, ისევე როგორც მკვდარი თაგვი გამოუსადეგარს ხდის ქოთანში ზეთს, რომელშიც ჩავარდება".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 07:54 PM

"შურს ღრმად აქვს ფესვი გადგმული ჩვენს არსებაში. მთელი სიბრძნე ის არის, ეს გრძნობა შევამჩნიოთ და მასთან გამკლავება ვისწავლოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვინმესი შეგშურდება, აღსარებაში ვთქვათ, მოვინანიოთ. ჩვენს არსებაში შურის გაჩენისთანავე ლოცვა უნდა დავიწყოთ - ეს საოცრად ამსუბუქებს სულიერ მდგომარეობას. ღვთაებრივი მადლის მეოხებით ყოველგვარი ვნების დაძლევა შეიძლება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2023, 07:42 PM

" - ე. ი. კარგი შურიც არის?

- დიახ, როდესაც ვინმეს შურს სხვისი სათნოებების და თან ხარობს მის გამო, მაშინ ეს კარგი შურია. მაგრამ თუ ადამიანი ცუდად ხდება, დარდობს, როდესაც ხედავს სხვის წარმატებებს, ან ფარულად უხარია, თუ სხვას ექმნება პრობლემები, მაშინ ეს შური ცუდია. დავუშვათ, შენი დის იმიტომ გშურს, რომ მას კარგი ხმა აქვს და კარგად მღერის. თუ შეიტყობ, რომ მას ხმა ჩაეხლიჩა და ვეღარ მღერის, შენ კი გაგიხარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს შურში ბოროტება და შხამი არის, მაგრამ თუ შეწუხდები - შენს შურში არ არის ბოროტება, უბრალოდ, თავადაც გსურდა, რომ კარგად იმღერო.

- და როგორ უნდა მოვიხვეჭო კარგი შური?

- მოდით, დაგარქმევ კეთილმოშურნეს!... შეეცადე, განწმინდო და გააბრწყინო შენი შური, რათა ის გაკარგდეს. გიხაროდეს დის გამო, რომელიც სულიერად წინ მიდის და შეეეცადე, მას მიბაძო. ამგვარად, სულიერად წარემატები და შენშიც შემოვა ღვთის მადლი, რომელიც ზეციურ სიხარულს ანიჭებს ადამიანს ამავე ცხოვრებაში".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2023, 05:06 PM

"ამპარტავანი ადამიანის არსი უკიდურესად ეგოცენტრულია. მას ნაკლებად შეუძლია ვინმეს სიყვარული, მას არ სჭირდება უფალი, იგი საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მოიაზრებს და უფალს თავისი ეგოთი ჩაანაცვლებს. წმინდა მთის მოღვაწე ბერი იერონიმე ეგინელი ამბობს, რომ "თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყველა უბედურების თავი და თავი ჩვენი ეგოიზმი და ამპარტავნებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2023, 07:39 PM

"მისმა [წმინდა სოფრონი, ახტალელი ეპისკოპოსი] წმინდა ცხოვრებამ და სიქველემ იქაური იღუმენი, - იერემია, შურით განაწყო და იქამდე დევნა, სანამ სავანე არ დაატოვებინა.

მცირე ხანში იღუმენს ღვთის რისხვა ეწია - ფსიქიკურად დასნეულდა და წმინდა მამის დაბრუნებას არაერთგზის ეცადა, თუმცა, ამაოდ. ორი წლის შემდეგ კი ცერებრალური დამბლით გარდაიცვლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2023, 04:42 PM

"კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფითრმა - შურმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 08:03 PM

"ბასილი დიდს უთქვამს: "ადამიანთა სულებში არ ჩასახულა იმაზე დამღუპველი ვნება, ვიდრე შურია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2023, 08:43 PM

"კურთხევის გარეშე ღვაწლსაც ვტვირთულობდი, მაგრამ ეს ეგოიზმია"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 07:54 PM

"ჩვენ უნდა ვეცადოთ, შევამციროთ ჩვენი ეგოიზმი და თავისმოყვარეობა. ვიყოთ მდაბალნი, ქრისტეს ერთგულნი, და მაშინ ყველა წინააღმდეგობა გაგვეცლება, როგორც ხორციელი, ისე სულიერი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 06:16 PM

"პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყოს მდაბალი, არ იყოს ეგოისტი. ჩვენი "მე" ღვთისა და მოყვასის სიყვარულში უნდა დაიკარგოს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 08:36 PM

"სადაც თუნდაც სულ მცირე ეგოიზმია, იქ არაფერი გამოდის"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 01:23 PM

"გათვალვა ძალიან ცუდი რამაა. ეს არის ბოროტი ზეგავლენა, როდესაც მავანს შურს და ძალიან სურს რაიმე ან ვინმე. დიდი სიფრთხილეა საჭირო. შურს დიდი ბოროტება მოაქვს სხვისთვის. ის, ვინც თვალავს, ვერც კი წარმოუდგენია, რომ ცუდს აკეთებს. ნახეთ, რა წერია ძველ აღთქმაში: "რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2023, 01:33 PM

"ეგოზმი აბნელებს ადამიანის გონებას, თავგზას უბნევს მას, ცდომილებასა და მწვალებლობაში აგდებს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 05:58 PM

"დიდებისმოყვარე ადამიანი საკუთარ სულს მარადიული ცხოვრებისაგან განაშორებს. ერთი სიტყვით, ეგოიზმი ცარიელი სისულელეა და მეტი არაფერი! დიდებისმოყვარეობა გვაცარიელებს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:14 PM

"შექებით ბავშვებს პატარაობიდანვე ეგოიზმს ვასწავლით. ეგოისტს კი შეგიძლია დასცინო კიდეც, საკმარისია უთხრა, რომ ის კარგია, მასში ეგოიზმი გააზვიადო. და ამრიგად, ის გეტყვის: "აი, ის მე მაქებს, ის კარგი ადამიანია". ეს არასწორია, რადგან ადამიანი იზრდება ეგოიზმით, ეწყება შინაგანი გაუგებრობა, იტანჯება, არ იცის, როგორ მოიქცეს. მიზეზი კი ამ სულიერი აშლილობისა არის ეგოიზმი. თუ თავად ფსიქიატრები ამ საკითხს კარგად შეისწავლიან, აღმოაჩენენ, რომ ეგოისტი სულიერად დაავადებულია"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:29 PM

"იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) წერს, რომ ადამიანებს მეტნაკლებად ახასიათებთ სხვებისთვის თავის მოწონების სურვილი, ცდილობენ იყვნენ გამორჩეულები და სხვაზე უპირატესები. ეს კი ბადებს შურს"

/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2023, 07:27 PM

"მას (შურს), ისევე, როგორც ყველა სხვა ვნებას, აქვს განსხვავებული ზომები და ხარისხები, ამიტომაც უნდა ვეცადოთ, დავთრგუნოთ და ამოვძირკვოთ პირველივე შეგრძნებისას, ვევედროთ ყოვლისშემძლე გულთამხილავ ღმერთს ფსალმუნის სიტყვებით: "საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე. და უცხოთაგან იცევ მონაი შენი" (ფს. 18, 13-14).

ასევე სიმდაბლით უნდა ვაღიაროთ ეს უძლურება სულიერი მამის წინაშე.

ხოლო მესამე საშუალებაა - ყოველნაირად ვეცადოთ, არ ვთქვათ რაიმე საწინააღმდეგო იმ ადამიანზე, ვისიც გვშურს. ამ საშუალებების გამოყენებით ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შურის უძლურებისაგან განკურნებას (თუმცა, ეს მალე არ იქნება)".

/ღირსი ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2023, 08:46 PM

"ეგოიზმის დამსხვრევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2023, 08:01 PM

"ჩვენ ყველაფერი გვაქვს, თავი გვაქვს, სიმწიფეც გვაქვს, დაბრკოლება კი - ჩვენი საკუთარი "მეა". თუკი ჩვენ უარვყოფთ საკუთარ თავს და ჩვენი არაკეთილსინდისიერი შინაგანი "მდგმური" - ძველი კაცი - დატოვებს თავის საცხოვრისს, მაშინ გამოთავისუფლებულ ადგილას ბინას დაიდებს ახალი კაცი, ახალი აღთქმის კაცი..."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 05:53 PM

"წმინდა სებასტიან ყარაგანდელს ჩვევად ჰქონდა: "ვისაც მდიდრულად მცხოვრებლების შურდა, ისინი ხშირად მიჰყავდა ღვთიმსახურებითი წესის შესრულებაზე ყველაზე ღარიბ ქვრივებთან, მათთან, რომლებიც მიწურში ცხოვრობდნენ. თან ამბობდა: "აი, ნახეთ, ხალხი როგორ ცხოვრობს. შენ კი გიყვარს უყურო მდიდრულად მცხოვრებლების კარგ სახლებს და გშურს იმის, რასაც ხსნა არ მოაქვს... შურის აღმოსაფხვრელად უნდა უყურო შენზე უარესად მცხოვრებლებს და მაშინ გექნება სულიერი სიმშვიდე და არა მჭმუნვარება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 05:35 PM

"ჰქონდა ურთულესი სიტუაციებიც. მამა პაისი [ათონელი] მოგვითხრობდა: ვლოცულობ ვიღაცისთვის რამდენიმე წელი და შვებას ვერ გრძნობს, რადგან ჯიუტია, ეგოისტი, ამბობსს: "რატომ არ მაძლევს ღმერთი ამას?" და რატომ უნდა მოგვცეს? იმიტომ, რომ უფრო ეგოისტები, თავნებანი გავხდეთ? ასე რომ გვეთქვა: "თუ იქნება ნება შენი, უფალო, მომეცი ეს". ამგვარი ლოცვა თავმდაბლობის გამოხატულებაა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2024, 04:58 PM

"ერთმა კაცმა ახალი და ლამაზი სახლი იყიდა. სახლის ეზოში მშვენიერი ხეხილის ბაღი იყო გაშენებული. გვერდით კი, ძველ სახლში, შურიანი მეზობელი ცხოვრობდა, რომელიც გამუდმებით ცდილობდა მისთვის ხასიათი გაეფუჭებინა: ხან ნაგავს უყრიდა ეზოს წინ, ხან კიდევ რაღაც საძაგლობას სჩადიოდა. ერთხელ კაცმა კარგ ხასიათზე გაიღვიძა, გამოვიდა ზღურბლზე, იქ კი ნარეცხით სავსე სათლი დახვდა. კაცმა სათლი აიღო, ნარეცხი გადაღვარა, სათლი კი გაწმინდა, გააპრიალა, ყველაზე დიდი და მწიფე ვაშლებით აავსო და მეზობელთან წავიდა. მეზობელმა, კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგონა, ბოროტი სიხარულით გაიფიაქრა: "როგორც იქნა, მდგომარეობიდან გამოვიყვანე!" სკანდალის იმედით, კარი გააღო, კაცმა კი მას ვაშლებით სავსე სათლი გაუწოდა:
"ვინც რითია მდიდარი, იმას უყოფს სხვას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2024, 09:42 PM

"საამოა, როცა შენ აღძრავ შურს სხვებში, მაგრამ მეტად სამარცხვინოა, როცა შენ გშურს"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)