IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

94 გვერდი V « < 92 93 94  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Oct 5 2017, 11:39 AM
პოსტი #1861


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან კარგი იქნებოდა, თუ თითოეულ მონასტერში ერთი ხელნაწერი წიგნი მაინც შეიქმნებოდა."

/კალიგრაფი რაფაელ გოგიტიძე/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2017, 10:53 AM
პოსტი #1862


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ბარსანოფი ოპტელი მოჰყვა ამბავს, რომელიც ბერობის აღთქმის ღალატზე მოგვითხრობს.

ერთი მდიდარი კაცის შვილი ერთ-ერთ წმინდა სავანეში შედგა ბერად, მაგრამ ვერ გაძლო და ერში დაბრუნდა. უღალატა ბერობის აღთქმას და მეფის სასახლის ნაცვლად მყრალი ჭაობი არჩია. დაოჯახდა, შვილები შეეძინა. მონასტრიდან წამოსვლის მერე მალევე მიხვდა, რას მოაკლდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ერთხელ მეძველმანისგან გაცრეცილი, დახეული საბერო კაბა იყიდა და შინ მიიტანა. დიდ დღესასწაულებზე განმარტოვდებოდა ხოლმე მოშორებით მდებარე სამლოცველო ოთახში, ჩაიცვამდა ამ კაბას და მწარედ ატირდებოდა, იხსენებდა თავის ცხოვრებას წმინდა სავანეში."


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2017, 09:07 PM
პოსტი #1863


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი მონაზვნური მსხვერპლი ძირითადად ისაა, რომ საკუთარი თავი ყოველგვარი მიწიერი უმსგავსოებისთვის მოვკლათ".

/მონაზონი ვერონიკა/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2017, 10:15 AM
პოსტი #1864


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა მონასტერში მივედი, გულმოდგინედ დავიწყე ლოცვა, - ჰყვებოდა მამა პაისი, - მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ყურადღება მცირედით მოვასუსტე. მცირე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მაკლია სიფხიზლე, მუდმივი კონტროლი საკუთარი თავისა. სულიერი ცხოვრების დასაწყისში უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, ვიდრე ლოცვა. ჩვენი შინაგანი კაცი მუდმივად ფხიზელი უნდა იყოს. ჩვენი ყოველი მოძრაობა უნდა შევამჩნიოთ. საკუთარი თავის თვალყურის დევნება, მღვიძარება უფრო მეტად გვეხმარება, ვიდრე ლოცვა და სულიერი წიგნების კითხვა".


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2017, 01:14 PM
პოსტი #1865


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკუთარ თავს რომ მეტად ჩაღრმავებოდა და გონება არ გაჰფანტვოდა, მამა პაისი მონასტრის სამორჩილო საქმეების აღსრულებისას განცალკევებით, მდუმარედ მუშაობდა. "პანაღუდაში" ცხოვრებისას კარიესში იმ ბილიკით მიდიოდა, რომლის არსებობა ცოტამ თუ იცოდა."


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2017, 10:44 AM
პოსტი #1866


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...მერე გაუსაძლისი გახდა ერში ცხოვრება და წამოვედი მონასტერში..."


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2017, 08:30 PM
პოსტი #1867


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მღვიძარება მონაზონს ყველა სულიერ ასაკში სჭირდება: "თავიდან ის გონების მოკრებაში ეხმარება, მერე კი ხიბლში რომ არ ჩავარდეს. თუ არ არის მღვიძარება, მაშინ გულისთქმები განვითარდება და ვნებებად გადაიქცევა. და კაცი ვნებების გამყიდველ მაღაზიად იქცევა".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2017, 10:32 AM
პოსტი #1868


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერობა შინაგანი - გულის, აზრების განწმენდაა“


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2017, 10:54 AM
პოსტი #1869


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამონასტრო ცხოვრების აღორძინება სამხრეთ საქართველოში VIII საუკუნეში, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელამდე დაწყებულა. ჩანს, ქართლიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან, იმ დროისთვის არაბთაგან შედარებით დაცულ მხარეში ბერები უკვე VIII საუკუნის პირველ ნახევარშივე გადადიოდნენ. ამას მიუთითებს ის, რომ ოპიზის ახლოს, ხანძთაშიც, მარტომყოფელი ბერი - ხუედიოსი, გრიგოლამდეც ცხოვრობდა, მაგრამ ხანძთის მონასტრისათვის საბოლოო სახე და საერთოდ, მონასტრის შენება გრიგოლს დაუწყია".

/მეუფე ანანია ჯაფარიძე/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2017, 11:02 AM
პოსტი #1870


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეუფე [ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)] უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით ასე იგონებდა თავის გამზრდელ მამებს:

"ბავშვი ვიყავი, როდესაც მშობლებმა ამ [სოფელ აწყურის თეთრი გიორგის სახელობის] მონასტერში მიმიყვანეს. 25 წელიწადს იქ ვიცხოვრე და რც კი ვიცი, ყველაფერი იმ წმინდა ბერებმა მასწავლეს. მართლაც ყოვლისმცოდნენი იყვნენ ის მადლიანები..."


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2017, 11:44 AM
პოსტი #1871


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ახალსკიტელი ბერი ჰყვებოდა მასზე [მამა დანიელზე]: "ერისკაცი ვიყავი, ათონზე რომ ჩამოვედი, ახალი გასრულებული მქონდა სამხედრო სამსახური. ჩემი მოძღვარი ძველი მეგობარი იყო მამა დანიელისა და როცა მის სანახავად წავიდა, მეც თან წამიყვანა.

როცა შევედით, ჩემი მოძღვარი მდუმარედ, თაყვანისცემით მიესალმა მას და მეც იმავეს გაკეთებაზე მანიშნა. როცა მივედი, მამა დანიელმა ხელი ჩამომართვა და სახელით მომმართა:

"გამარჯვება, სტერგიოს. კარგი ქენი, რომ მოხვედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მხარეში, მამა ნეოფიტესთან. მალე მოვა ნიკოსიც და ერთად იქნებით". ნიკოსი ჩემი უმცროსი ძმა იყო, მაგრამ მას მერე, რაც დავობლდით, დიდ ხანია დავშორდით და არაფერი ვიცოდით ერთმანეთის.

მამა დანიელმა ახლა ჩემს მოძღვარს მიმართა, გაამხნევა და ურჩია, რომ ჩვენ მივეღეთ. მერე კი თავის მორჩილს, ანტონს ჩაის მოტანა უბრძანა. მან ჩაი მოიტანა, მაგრამ ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ არ ვარგოდა.

ერთგვარი ზიზღი ვიგრძენი და ჭიქა დავდე. "მოგწონს ჩაი, სტერგიოს?" "არა, მამაო, ბუხრიდან მური ჩავარდნილა და საწამლავის გემო აქვს".

"არა, ჩემო შვილო, - მითხრა მან, - ეს მური კი არა, მუხის რკოა, ის გემოთი მწარეა, მაგრამ სიმბოლოა ჩვენი აქაური მოსაგრე ცხოვრებისა, რომელიც მწარედ გვეჩვენება, მაგრამ უფალი დაგვიტკბობს თავის სასუფეველში".

ეს სიტყვები მუდმივად მახარებს, თითქოს გუშინ ეთქვას. რაც შეეხება ჩემს ძმას, ის მართლაც ჩამოვიდა ორ წელში და მას მერე ერთად ვართ".


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2017, 09:32 AM
პოსტი #1872


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ-მონაზვნური გამოცდილებით, სათნოებას ვიძენთ მაშინ, როდესაც მის შესახებ ვევედრებით უფალს და ვიწვრთნებით მასში".


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2017, 07:23 PM
პოსტი #1873


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერობა უდიდესი მადლია. ბერი მკვდარია ამ ქვეყნისათვის, თავად შეიცნო უფალი და იცის, რას ნიშნავს ამაოება, ხრწნადობა, მადლი. ყველაფერი ის, რაც უფალთან კავშირშია და უფლისთვის გამაღიზიანებელია, მისთვის ცნობილია. ბერი უკვე შეწირულია ამ ყველაფრისათვის და ღვთის შეწევნით მომზადებულია იმისათვის, რომ დაუხვდეს ბოროტ ძალას და ღვთის წყალობით და მადლით გაძლიერებული შეებრძოლოს. "

/მამა თეოფანე (არღვლიანი)/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 14 2017, 09:21 AM
პოსტი #1874


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონოზონს არ შეუძლია, შეიცვალოს ცხოვრების წესი, რომელიც აირჩია. მონასტრის კუთვნილი ნაგებობები მხოლოდ სულიერი საჭიროებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, ისინი ხომ ღვთისთვისაა მიძღვნილი. ამ წესის დარღვევა კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი.

თუკი შენობა-ნაგებობებზე ვრცელდება ასეთი კანონი, მით უმეტეს მონაზვნის გული უნდა იყოს დაცული და სხვა რაიმე გარეშეს არ ემსახურებოდეს, რადგან ისიც ღვთისადმია მიძღვნილი.

აღკვეცის შემდეგ მონაზვნისთვის შეუსაბამოა ერისკაცისთვის დამახასიათებელი საქმიანობა. იგი ვერ იქნება ვერც ვაჭარი, ვერც ბიზნესმენი, ვერც ექიმი და საერთოდ, ვერც ერთი ერისკაცული პროფესიით ვერ დაკავდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მთელი მისი არსების ცვლილებას, რასაც მოჰყვება ღვთაებრივი მოწოდების განქარვება.

მონაზონი მუდმივად მონაზვნად უნდა რჩებოდეს და მუდმივად ცდილობდეს ღმერთთან მიახლებას. ცხოვრობდეს ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, მდუმარებით და ყველაფერი იმით, რაც წარმოადგენს მონაზვნობის არსსა და საფუძველს.

მას არ შეუძლია, შეიცვალოს ცხოვრების წესი, რომელიც აირჩია, ასკეტური მჭვრეტელობითი გზა. ღვთის ძიება ერთადერთია, რაც დღეიდან აღკვეცისა შეესაბამება მის ცხოვრებას".

/არქიმანდრიტი ემელიანე (ვიფიდისი)/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 15 2017, 08:13 PM
პოსტი #1875


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა ნეტარებაა, რაც კი შესაძლებელია ქვეყნად ადამიანისთვის; ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერია. ეს იმიტომ, რომ მონაზვნობა იძლევა შინაგანი ცხოვრების გასაღებს. ნეტარება ჩვენშია, მხოლოდ მისი აღმოჩენაა საჭირო. სრული ნეტარება ზეცაშია, მომავალ ცხოვრებაში, მაგრამ მისი ქვედა საფეხური მიწაზეა. იმ ცხოვრებაში ის მხოლოდ გრძელდება".

/წმ. ბარსანოფი ოპტელი/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2017, 07:21 PM
პოსტი #1876


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს პირველად უნდა გიამბო მონაზონზე, უმშვენიერეს, დიდი სულიერების მქონე დედა ელეონორა დადიანზე.

იგი სამეგრელოში თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარი იმ წლებში იყო, როცა ახალგასაბჭოებულ საქართველოში ხელისუფლებამ მღვდლებსა და მონაზვნებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა, მაგრამ დედა ელეონორას უდიდესი ძალისხმევით მონასტერი განადგურებას ბევრჯერ გადაურჩა.

უსათნოესი იღუმენია ელეონორა სამეგრელოს მთავრის ძმისწულის, გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო, ათი შვილის დედა, რომელთაგან უმრავლესობა კომუნისტურმა ტერორმა იმსხვერპლა...

უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა ულამაზეს, ერთი შეხედვით, ნაზ ქალბატონს, უბედურება თითქოს კვალდაკვალ დაჰყვებოდა, მაგრამ იმხელა რწმენა ჰქონდა, ღვთისადმი მადლობის გარდა არასოდეს არაფერი დასცდენია...

1913 წელს, როცა მისი მეუღლე, 47 წლის გრიგოლ დადიანი უეცრად გარდაიცვალა, მონაზვნად აღიკვეცა.

მისი ერთ-ერთი ნათესავი იგონებდა:

- თუ დედა ელეონორა თბილისში ჩამობრძანდებოდა, სიონში ესწრებოდა ხოლმე წირვა-ლოცვას. ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა დგომა... სიტყვაც კი არ მყოფნის მისი სულიერი და გარეგნული სილამაზის აღსაწერად...

მეოცე საუკუნის ოციან წლებში წირვაზე დასწრება ძალიან სახიფათო იყო, რადგან ყველგან ხელისუფლების წარმომადგენლები გვითვალთვალებდნენ. შიშით დაზაფრული ადამიანები ეკლესიებს ვეღარ ეკარებოდნენ. ლოცვებზე ხალხი კანტიკუნტად იდგა...

მაშინდელი პატრიარქი, აწ წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაია, გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, დედა ელეონორამ თბილისში მოინახულა.

არასოდეს დამავიწყდება მისი სახე... სიონიდან ფეხით წამოვედით და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა. სამონაზვნო მანტიით შემოსილს და მდუმარედ მომავალს, მისი სულიერი და გარეგნული სილამაზით აღფრთოვანებული ადამიანები უნებურად გზას უთმობდნენ...

ამ ჩუმი თაყვანისცემითა და ყურადღებით შეწუხებული დედა ელეონორა კი ცდილობდა, ჩქარა გასცლოდა ქუჩას...

ვეღარ გაუძლო ამდენ გასაჭირს, 1933 წლის შემოდგომას უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, სოფელ ხორშში მეუღლისა და ერთ-ერთი შვილის საფლავები მოინახულა და რძლის ხელში დალია სული...

იმ დროს მთავრობამ სასტიკად აკრძალა მონაზონთა მონასტრის ტერიტორიაზე დასაფლავება, მაგრამ მონასტრის მცველმა, ებრაელმა კაცმა, ორი დღით დატოვა თეკლათის ეზო და დედა ელეონორას ნათესავებს მისი მონასტრის ეზოში დაკრძალვის საშუალება მისცა."


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 12:36 PM
პოსტი #1877


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნის ლოცვას დიდი ძალა აქვს და მასზე ბოროტი ვერ იმარჯვებს".


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 09:14 PM
პოსტი #1878


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას იწყებს და ღვთის ნებას საკუთარ ნებას უთავსებს, ის ყოველგვარ ამქვეყნიურზე უარს ამბობს. უფალს სწირავს თავს და დადებული აღთქმით ღვთისთვის სათნოდ იღვწის. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი და დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს".

მონასტერში ყველა სხვადასხვა გზით მიდის - ზოგი მწუხარების, სიხარულის მიზეზით ეწირება, ზოგიც დაბადებიდანვე შეწირულია - "ვითარცა კრავი". არიან ისეთებიც, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ ღვთის ნებით გახანგრძლივებულა და უფლის ხმას მონასტერში წაუყვანია.

ერისკაცს მცირეოდენი წარმოდგენა მაინც რომ ჰქონდეს მონასტრულ ცხოვრებაზე, თუ როგორი კეთილი მოშურნეობით ემსახურებიან ტკბილი ბერ-მონაზვნები უფალს, თუნდაც რამდენიმე დღით ეს თავად უნდა გამოცადოს."


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:02 PM
პოსტი #1879


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა მართა მონასტრის თითოეულ კუთხე-კუნჭულს სულს უბერავს".


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 10:07 AM
პოსტი #1880


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 26,545
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა ყველაზე კარგია, ცოდვებიც მაშინ გეხსნება და უფლის პატარძალი ხდები".


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

94 გვერდი V « < 92 93 94
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2017 - 07:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი