IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი
ნათია
პოსტი Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42

ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.




ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58

ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა.




ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ.



ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები.




ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74

ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ.




ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39

ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Dec 4 2007, 11:16 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



თინანო და თეკლა ძაგანიები, 5 და 7 წლისანი. თბილისი, ფალიაშვილის ქ.#47. ტელ: 22 78 05

მე და ჩემს პატარა დაიკოს თოვლის ბაბუამ ბარბის სურათების ალბომი გვაჩუქა, რითაც ჩვენი ოცნება ნაწილობრივ ახდა. ალბომის შესავსებად არა გვაქვს ფოტოაპარატი. დედიკო გვპირდება, როცა მამიკო სამსახურს იშოვის, გიყიდით ფოტო აპარატსო, მაგრამ სამწუხაროდ, მამიკო ისევ უმუშევარია და ჩვენი ოცნებაც აუხდენელი რჩება. იქნებ სხვა ბავშვების მსგავსად ჩვენც აგვისრულოთ ნატვრა და გვაჩუქოთ ციფრული ფოტო აპარატი. დიდი მადლობა!



ანა ჭელიძე, 11 წლის, თბილისი, ავჭალა, ბიჭვინთის ქ#1, ტელ: 8 55 40 45 47

ჩემი ნატვრაა ჩემს დედიკოს შევუმსუბუქო მძიმე შრომა, დაღლილს ჩემი გაკვეთილების მოსმენის თავიც აღარ აქვს, ოჯახისთვის ბევრი რამე გვაქვს სანატრებელი, მაგრამ ყველაზე მეტად სარეცხის მანქანა გამიხარებდა ჩემს დედას. ღმერთმა დაგლოცოთ!



თამუნა მათეშვილი, 18 წლის. თბილისი, გლდანის VII მ/რ. V კორპ.

უზომოდ მინდა ვისწავლო ვიოლინოზე დაკვრა, მაგრამ არ მაქვს ვიოლინოის ყიდვის საშუალება. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა წაიკითხოს ჩემი ნატვრა და მაჩუქოს თუნდაც ნახმარი ვიოლინო. ამით ჩემი ოცნება ახდება.
ციცინო ბაბუაძე, 64 წლის, თბილისი, დოლიძის ქუჩა, კორპ. 26, II სადარბაზო, ბინა 76, ტელ: 8 99 11 33 38
სმენადაქვეითებულ VII კლასელ გიორგის ძირულიდან აუცილებლად სჭირდება ჩვენი დახმარება. XI კლასელ ნიკუშას წელსაც ვერ ვუღალატებ. ორივეს თავის გართმევა 69 ლარიანი სტიპენდიით გვიჭირს. იქნებ აუხდინოთ მათ ოცნება და წიგნები შეუძინოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.



ფატი საგანელიძე, 84 წლის. თბილისი, თიანეთის ქ.#117 ტელ: 60 18 03

ჩემი ნატვრაა სარეცხის მანქანა; ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ბარძაყის ძვლის მოტეხილობით. მივლის ინფარქტიანი, პენსიონერი შვილი. გთხოვთ ნატვრა ამისრულოთ მოხუცებულს. თქვენი დახმარებით გაუადვილდება ჩემს ავადმყოფ შვილს ჩემი მოვლა. წინასწარ გიხდით მადლობას.



ეროსი ჩიტოშვილი, 11 წლის, დედოფლისწყარო, ქვემო ქედი, ტელ: 8 55 46 98 30

მაქვს ნეიროსენსორული ხასიათის მძიმე ხარისხის სმენაჩლუნგობა. არ მესმის კლასში მასწავლებლის ლაპარაკი, ვერ ვუსმენ ტელევიზორში საბავშვო გადაცემებს. ექიმმა დამინიშნა ორმხრივი ან ცალმხრივი სასმენი აპარატი. ვერ ვყიდულობთ... ამ ნატვრის ასრულება დიდი საჩუქარი იქნება ჩემთვის.



ლალი ნატროშვილი, 26 წლის, თემქა III მკ.რ. V კვარტ. Vბ კორპ. ტელ: 855 511 484

ბავშობიდან მიყვარს კერვა, მაგრამ არ მაქვს დღემდე საკერავი მანქანა. ჩემი ნატვრაა მქონდეს ხელის საკერავი მანქანა. წინასწარ დიდი მადლობა!



ნიკა 16 წლის, თბილისი. ტელ: 895 73 69 08;


ჩემი ნატვრაა მქონდეს მე-11 კლასის წიგნები. მამა არ მყავს... ჩემს ბებიას შესაძლებლობა არ აქვს რომ მიყიდოს. კეთილო ადამიანებო, ძალიან, ძალიან გეხვეწებით, დამეხმარეთ წიგნების შეძენაში, მინდა კარგად ვისწავლო რომ ცხოვრებაში ჩემი ადგილი ვიპოვო. ვითომ თქვენი შვილი ვიყო, გწამდეთ არ შეგარცხვენთ, იმედით დაგელოდებით.



ნათია ცხომელიძე 26 წლის, თბილისი, მუჯირიშვილის 10ა; ტელ: 95 83 96.

გამარჯობათ, უკვე იმდენჯერ გიგზავნით ნატვრის ბარათს რომ სათვალავი ამერია, მაგრამ ღმერთის იმედი მაქვს, რომ ჩემს ნატვრას შეისმენს. დედა მყავს ონკოლოგიური ავადმყოფი, ძალიან უჭირს სარეცხის რეცხვა, მითუმეტეს ახლა, როცა ზამთარი ახლოვდება. ძალიან გთხოვთ, იქნებ აგვიხდინოთ ნატვრა და სარეცხის მანქანა აჩუქოთ დედას. დიდი მადლობა




ნუნუ ცომაია, 62 წლის. თბილისი, ნუცუბიძის II მრ/რ, III კვ. VI-კორპ.VII სართ. ბინა 28. ტელ: 21 80 82

ჩემი ნატვრაა დივიდი. იმედს ვიტოვებ რომ, გულთან მიიტანთ შვილმკვდარი დედის თხოვნას, დამეღუპა 29 წლის ქალიშვილი, მსახიობი, მაქვს კასეტები, დავდიოდი მეზობლებთან და ვუყურებდი ჩემს შვილს, ტირილისგან თავს ვერ ვიკავებდი, ახლა კი მერიდება მათი შეწუხება. ამასობაში გამიფუჭდა 7-8 კასეტა. ახლა 1 მაქვს რომელსაც ვინახავ. უმორჩილესად გთხოვთ დივიდის, რათა აღვადგინო დისკზე. ნუ გამკიცხავთ. წინასწარ უღრმესი მდლობა. გფარავდეთ უფალი. ამინ!



თამარ მარგიშვილი, 18 წლის, .თბილისი, ბალანჩივაძის ქ.#20 ტელ: 21 22 24

წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში. 3 თვის უკან მამა გარდამეცვალა. დედაჩემი ჩემი სწავლის ფულს ძლივს იხდის, არადა ძალიან მინდა მქონდეს ბიბლია. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან რელიგიური გავხდი. ბიბლია კი არ მაქვს. კიდევ ძალიან მიყვარს აკაკი ბაქრაძე. მისი 8 ტომეული გამოვიდა და ძალიან ძვირი ღირს. იქნებ ვინმემ ნატვრა ამისრულოს და აკაკი ბაქრაძის ტომები და ბიბლია მაჩუქოს. დიდი მადლობა წინასწარ.



ბაბალე ჭინჭარაული, 64 წლის; სოფ. ახალი გამარჯვება, სტალინის #21. ტელ: 895 25 79 26

ვარ 64 წლის ინვალიდი ქალი. მაქვს რევმატიული ართრიტი, არ შემიძლია სარეცხის რეცხვა, ძალიან მინდა სარეცხის მანქანა. ეს იქნება ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება. ძალიან გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა. წინასწარ გიხდით მადლობას



ელენე დავითინიძე, 70 წლის, თბილისი, ტელ: 61 56 70.


ჩემი ნატვრაა, სახლში მქონდეს სისხლში შაქრის გასაზომი და წნევის აპარატი. ვარ დიაბეტიანი, არ მყავს მეუღლე, შვილიც დამეღუპა აფხაზეთის ომში, მას შემდეგ ვარ დიაბეტით დაავადებული. ვერ დავდივარ, ექიმთანაც ვერ მივდივარ ანალიზის ასაღებად. იმედი მაქვს კეთილი ხალხი გაითვალისწინებს ჩემს მდგომარეობას და ამისრულებენ ჩემს ოცნებას. გფარავდეთ ღმერთი და უფალი, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.



იმა ლობჟანიძე, 45 წლის. თბილისი, გურამიშვილის გამზ.#19ა, ტელ: 61 28 05


ჩემი ნატვრა ჩემი შვილების ნატვრის ახდენაა. 8 წლის დაჩი და 6 წლის მარიამ ლოლუები ოცნებობენ პატარა ფერად ტელევიზორსა და მობილურ ტელეფონებზე, რომლითაც დედა ხშირად დაუკავშირდება ხოლმე, როდესაც დედა მუშაობს და ისინი სახლში მარტონი არიან. ღმერთმა დალოცოს Qთქვენი კეთილშობილური საქმენი!



თეიმურაზ ზამბახიძე, 61 წლის, ჭიათურა, სტალინის ქ#100, ტელ: 5 57 69


ჩემი ნატვრაა, ვიყო ჯანმრთელი, რასაც ვერასდროს ვეღირსები. ამიტომ გევედრებით, გაუიოლოთ, ლოგინად ჩავარდნილის მოვლა ჩემს მომვლელს, ჩემს მეუღლეს და აგვისრულეთ დიდი ხნის ნატვრა _ სარეცხი მანქანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!



გრიგოლ ბერუჩაშვილი, 76 წლის. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ#132; ტელ: 95 79 69

ვცხოვრობთ ორი უპატრონო მოხუცი. მეუღლე საწოლსაა მიჯაჭვული. ვითვლით სიცოცხლის ბოლო წუთებს, ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე, არც რადიო, არც ტელევიზორი არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ ვინმე ღვთისნიერი ადამიანი გვაჩუქებს ფერად, პულტიან ტელევიზორს. გფარავდეთ ღმერთი.




ალექსანდრე ლილუაშვილი 94 წლის; თბილისი, ყაზბეგის გამზ. 18/40 ტელ: 39 77 00

სულ ახლახანს თბილისში ორი ადამიანი გაიგუდა გაზით. მე-9 თვეა გაფუჭებული მაქვს გაზქურა და იქნებ ახალი მაჩუქოთ. იქნებ გამიწიოთ დახმარება უმწეო, მეორე ჯგუფის ომის ინვალიდს, სანამ გავიგუდებოდე. ვიმედოვნებ ღვთისნიერი ადამიანები გამოიჩენენ ქველმოქმედებას და ამისრულებენ ნატვრას.



ნიკა არუნაშვილი, 9 წლის. თბილისი, გლდანის VII მ.რ. კ.6ა ბინა 27; ტელ: 58 27 56

ჩემი ნატვრაა, ჩემს ბებიას დაბადების დღეზე ვაჩუქო სისხლში შაქრის შემცველობის საზომი აპარატი. ერთი ბებია დიაბეტით დამეღუპა. მინდა რომ მეორე ბებიას მაინც გაუხანგძლივდეს სიცოცხლე. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. გფარავდეთ ღმერთი.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ნატვრები   Sep 14 2007, 04:24 PM
ნათია   #19 მაია ღაღაშვილი...   Sep 20 2007, 08:40 PM
ნათია   ეკატერინე თევდორა...   Sep 27 2007, 06:38 PM
ნათია   ნინა ბირკაია, 86 ...   Oct 4 2007, 05:47 PM
ნათია   გიორგი ახალკაცი, 6 წ...   Oct 12 2007, 02:50 PM
ნათია   ავთო გაგუა 11 წლის, ქ....   Oct 18 2007, 03:35 PM
ნათია   გიორგი ბუგიანაშვი...   Oct 27 2007, 04:00 PM
ნათია   ვახტანგ მკერვალიშ...   Nov 1 2007, 07:45 PM
ნათია   ელენე ხარაძე, 53 წლი...   Nov 9 2007, 12:01 AM
ნათია   ლაშა შენგელია, 16 წლ...   Nov 16 2007, 10:27 PM
ნათია   ლედი მენაბდე, 8 წლის...   Nov 23 2007, 12:29 AM
ნათია   თინანო და თეკლა ძა...   Dec 4 2007, 11:16 PM
ნათია   ლელა კავლელიშვილი,...   Dec 5 2007, 11:41 PM
ნათია   ირმა გელაშვილი, 35 წ...   Dec 12 2007, 10:12 PM
ნათია   დავით ღუზარაული, 8 წ...   Dec 21 2007, 12:26 PM
ნათია   გვანცა მარტიაშვილ...   Dec 27 2007, 09:10 PM
ნათია   დარეჯან მურადაშვ...   Jan 3 2008, 03:38 PM
ნათია   ლაშა და გიორგი ტალ...   Jan 16 2008, 01:53 PM
ნათია   #18 ჟუჟუნა ხუხუა, 70 წლ...   Jan 30 2008, 04:52 PM
ნათია   მაია, 42 წლის. თბილის...   Feb 19 2008, 10:19 PM
ნათია   #21 ელენე იმედაძე 41 წ...   Feb 26 2008, 04:58 PM
ნათია   #22 ნუცა მიქიაშვილი,...   Mar 4 2008, 01:22 PM
ნათია   #23 ბაჩანა ცალუღელა...   Mar 12 2008, 01:09 PM
ნათია   #24 სალომე ზვიადაძე,...   Mar 18 2008, 10:36 PM
ნათია   #25 შალვა კამლაძე, 19 წ...   Mar 25 2008, 07:14 PM
ნათია   #26 ლევან მაისურაძე,...   Apr 1 2008, 08:50 PM
ნათია   #27 ადამია ალექსანდ...   Apr 9 2008, 11:46 AM
ნათია   #28 მზია კვარაცხელი...   Apr 15 2008, 09:36 PM
ნათია   #29 ნიკოლოზ გიორგაძე...   Apr 22 2008, 10:23 PM
ნათია   # 30 დათო რევაზიშვილ...   Apr 29 2008, 04:00 PM
ნათია   #31 ნატო ტალიაშვილი, ...   May 7 2008, 11:05 AM
ნათია   #32 დათო მაზიაშვილი...   May 13 2008, 05:48 PM
ნათია   #33 თამარ ბექაური, 18 წ...   May 20 2008, 03:13 PM
ნათია   #34 თამარ წერეთელი, 9 ...   May 27 2008, 11:16 PM
ნათია   #35 მარინა გოგობერი...   Jun 10 2008, 11:37 PM
ნათია   #36 გიორგი კეთილაძე, ...   Jun 18 2008, 09:57 PM
ნათია   #37 ქეთი მუხაძე, 11 წლი...   Jun 27 2008, 11:37 PM
ნათია   #38 ნანი ლომიძე, 71 წლ...   Jul 5 2008, 06:33 PM
ნათია   #39 გვანცა ბროლაშვი...   Jul 8 2008, 04:50 PM
ნათია   #40 თიკა ფონჯავიძე, 10...   Jul 15 2008, 02:38 PM
ნათია   PM მომივიდა ამ თემიდ...   Mar 18 2010, 10:20 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 05:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი