IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სკოლის რეფორმა, მოსწონს თუ არა ეხლანდელ თაობას ეს ახალი რეფორმები
Adamiani var
პოსტი Sep 24 2007, 10:38 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 24-September 07
წევრი № 2,828



ეხლანდელი ახალგაზრდობას ჩემი აზრით უმეტესობას არ მოსწონს ეს რეფორმები რაც სკოლებში ხდება, biggrin.gif
იმიტომ რომ ის მათ ზღუდავს ბევრ რაღაცაში.
მაგრამ მეც მათ მივეკუთვნი და მართალია ცუდი ასაკი გვაქვს მაგრამ უნდა
ვეცადოთ სხვა ცუდი საქმისგან თავი შევიკავოთ tongue.gif
dans2.gif
ok ამით მოვრჩი ამ თემას აბა გისმენთ


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
შოთაძე
პოსტი Sep 28 2007, 12:25 AM
პოსტი #2


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ახალი პროგრამა - ‘უსაფრთხო სკოლა’


ნინია კაკაბაძე: კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ახალი პროექტი - "უსაფრთხო სკოლა"?

ბერიკა შუკაკიძე: "უსაფრთხო სკოლა" მეგაპროგრამაა, შეიცავს 11 მიმართულებას და 7 ქვეპროგრამას. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ საკონკურსო პროგრამებისთვის გამოვყოთ თანხა, რადგან ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელსაც ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვს. ეს არის ფსიქოლოგთა ასოციაცია და კიდევ სხვა მრავალი. ბუნებრივია, მათ ამ პროგრამაში ჩართვის საშუალებას მივცემთ.

ნ.კ.: აქამდე ამ პროგრამის შედგენაში არც ერთი ამგვარი ორგანიზაცია არ მონაწილეობდა.

ბ.შ.: ვიდრე პროგრამაზე მუშაობას დავიწყებდით, ჩვენ მოკვლევა ჩავატარეთ, თუ ვინ მუშაობს ამ კუთხით საქართველოში. არის ძალიან ბევრი საერთაშორისო და ქართული ორგანიზაცია. მათი გამოცდილებაც გავიზიარეთ. აგრეთვე გვქონდა კონფერენცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. 15 ოქტომბერს 15-კაციანი გუნდი ამერიკაში 21 დღით გაემგზავრება. აქ იქნებიან სკოლის დირექტორი, ჩვენი სამინისტროს თანამშრომელი, ფსიქოლოგი, ჟურნალისტი და ა.შ. ისინი შეეცდებიან, იქაური გამოცდილება ქართულ სინამდვილეს მოარგონ. აგრეთვე არის პროექტი "ჰარმონია", რომელსაც სურს, ჩვენი ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, წაიყვანოს, რომლებიც ისევ ამერიკაში, ამერიკელ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ ისეთ საკითხზე, როგორიცაა მოზარდებში ძალადობის პრობლემის მოგვარებაში პოლიციიის როლი. ეს პროექტი სომხეთში უკვე საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა. როდესაც მინისტრმა ლომაიამ პოლიციასთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ განაცხადა, ქართულ საზოგადოებაში გარკვეული შიში გაჩნდა. იარაღასხმული პოლიცია სკოლაში ძალის დემონსტრირებისთვის არ შედის. ისინი იქნებიან სპიკერ-პოლიციელები, რომლებიც მიდიან ბავშვებთან და ესაუბრებიან, თუ რა მავნე გავლენა აქვს ნარკოტიკებს, ცივი იარაღის ხმარებას ან, თუნდაც, წესების დარღვევას. გარდა ამისა, პოლიციელები ბავშვებს 9-დან 2 საათამდე ქუჩაშიც გააკონტროლებენ.

ნ.კ.: რა სახის კონტროლი იქნება ქუჩაში? რა ფორმით მოხდება ეს?

ბ.შ. ეს გადაწყვეტილება ჩვენ ზედაპირულად არ მიგვიღია. სტატისტიკა ძალიან მარტივია. დანაშაულის 75 პროცენტი, ძირითადად, სკოლის გარეთ ხდება. ამიტომ, სკოლის გარეთ იმორიგევებს 2 პოლიციელი - ერთი ქალბატონი, მეორე კი მამაკაცი, რომლებიც არატიპური პოლიციელები იქნებიან. მათ ექნებათ გავლილი სპეციალური ტრეინინგი, თუ როგორ უნდა ესაუბრონ მოზარდს. მოზარდს ხშირად არ ესმის კანონმორჩილება, არაფრით არ შეიძლება, ის პოლიციელთან კონფლიქტში შევიდეს. ფსიქოლოგების რჩევას ვითვალისწინებთ და პოლიციელებს ვეუბნებით - თუკი ბავშვი ძირს არის დავარდნილი, არ შეიძლება მას ფეხზე მდგარმა ვესაუბროთ.

ნ.კ.: რა სახით ან რა ფორმით დაამყარებს სპიკერ-პოლიციელი ბავშვთან ურთიერთობას სკოლის შიგნით?

ბ.შ. ამ პროგრამის კოორდინატორია ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ეს სემინარის ტიპის გაკვეთილები იქნება.

ნ.კ. ნინო, როგორია თქვენი შთაბეჭდილება? და აგრეთვე კითხვა ბატონ ბერიკასთან…

ნინო მახაშვილი: მე მინდა, ჩემი კმაყოფილება გამოვთქა, რომ ამ დიდ პრობლემას, ასე თუ ისე, ეხმიანება ორგანიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურები და საზოგადოებაც. მისასალმებელია, რომ ახალ პროგრამაში ნაგულისხმევია ნაადრევი პრევენცია და პროფილაქტიკა, კონტროლის მექანიზმის გაძლიერება, განხორციელება და თან მულტიდისციპლინარული გუნდის შექმნა, სადაც ჩართულები იქნებიან მშობელი, მასწავლებელი, პოლიციელი, ფსიქოლოგი. ჩვენ - სპეციალისტებს, მშობლებს, მოქალაქეებს გვაინტერესებს, რა მიდგომას ეფუძნება განათლების სამინისტრო, როდესაც ამ დიდ პროგრამას გვთავაზობს. ჩვენ დავინახეთ, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოში, სამწუხაროდ, უფრო რეპრესიული, სადამსჯელო კუთხით იხრება. ძალიან მოხარული ვარ, თუკი პოლიციელები მოზარდებთან ლაპარაკს ისწავლიან, მათი როლი მნიშვნელოვანია. კვლევები გვაჩვენებს, რომ ძალიან მაღალია ქცევითი და ემოციური პრობლემები, მაგრამ არ ვიცით - რატომ. ჩვენ, პრაქტიკულად, ბნელში ვართ. იმისათვის, რომ ძალიან ზუსტი და ეფექტური ინტერვენციები დაიგეგმოს, უამრავი სფეროა საკვლევი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფოკუსი, რომელიც პრევენციაზე ძვირი ჯდება. თქვენი საუბრიდან ჩემთვის ოდნავ გაუგებარია - რა არის თქვენი მთავარი კონცეფცია - რეაბილიტიაცია, განათლება თუ სწორედ ეს კონტროლი? საით მიდის ეს უსაფრთხო სკოლა?

ბ.შ.: ვიდრე ჩვენ პროგრამაზე ვმუშაობდით, დავიწყეთ რისკების გაზომვა. ჩემს დეპარტამენტში შემოდის ერთი სამმართველო, რომელიც მონაცემთა ბაზაზე მუშაობს და მეორე სამმართველო, რომელიც კვლევებზე მუშაობს. დასაწყისში, სწორედ ამ მეორე სამმართველოს მოთხოვნით, რომელიც ფსიქოლოგებისგან არის შემდეგარი, იყო კვლევა. სამინისტრომ დაამთავრა მასშტაბური ცვლილებები, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და ახლა უკვე ჩავდივართ ქვემოთ. ვიდრე პროგრამას დავიწყებდით, ჩვენ ერთი ზედაპირული კვლევა ჩავატარეთ, თუმცა 25 სექტემბრიდან იწყება მეორე მასშტაბური კვლევა, სადაც დავადგენთ საქართველოს სკოლებში გავრცელებული ძალადობის ფორმებს. ამავე დროს, ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა ტიპის ძალადობას, მათ შორის, ოჯახის ძალადობას, რომელიც შეიძლება ბავშვზე ზემოქმედებდეს. მოსწავლეთა პირადი საქმეები - ეს იქნება გარკვეულწილად თქვენს კითხვაზე პასუხი. ამ იდეის ავტორი ჩვენი დეპარტამენტია. პირად საქმეში იქნება ყოველი ბავშვის შესახებ სრული მონაცემები - წარმატებები, აკადემიური მოსწრება, დისციპლინარული დარღვევები და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოში აქამდე არ არსებობდა სტატისტიკა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის ამოსავალი, იმისათვის რომ გავიგოთ საქართველოს სკოლებში ზუსტად როდის, რომელ წუთს, სად, რამდენი გაცდენა და გაკვეთილის ჩაშლა არის დაფიქსირებული. როგორც ტიპურ მონაცემს, ამას მე ვერ დავინახავ. ეს იქნება მკაცრად ანონიმური. ბავშვის პირადი საქმის გაცემის შემთხვევაში დირექტორი სამსახურს დატოვებს და შესაძლებელია მისი საქმე მართლმსაჯულებასაც გადაეცეს. მონაცემთა ბაზის არსებობით არც ერთი ბავშვი არ უნდა დაზიანდეს. მონაცემთა ბაზა ძალინ კარგია - ნებისმიერი დირექტორი ნახავს სიტუაციას თავის სკოლაში, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნახავს მის სკოლებში არსებულ მდგომარეობას, განათლების მინისტრს შეეძლება, ქალაქისა და რეგიონების სკოლებში არსებული მდგომარეობი შედარება... ამიტომ, ჩვენ პირადი საქმეები გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ, რა პრობლემები აქვს ამა თუ იმ სკოლას ქალაქსა თუ სოფლებში.

ზოგადად მშობლების პედაგოგიზაციას, პოლიციასთან თანამშრომლობას რაც შეეხება, აქ ჩვენ გამოვედით მარტივი და უნივერსალური ღირებულებებიდან - მე შემიძლია არ ვისწავლო, კონსტიტუცია მე ამას არ მავალდებულებს, მაგრამ მე მეკრძალება, რომ სწავლაში სხვას შევუშალო ხელი. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბავშვმა, კარგად უნდა შეისწავლოს თავისი მოვალეობები. კანონმორჩილებას 30-35 წლის ასაკში ისე ვერ ვასწავლით, როგორც ადრეულ ასაკში.

ნ.მ.: მე მაშინებს ასეთი დეფინიცია - არადისციპლინირებული ბავშვი, არაკანონმორჩილი ბავშვი. ჩვენ, სპეციალისტებმა, ვიცით, რომ ამ დიდ კატეგორიაში ძნელია ერთი განსაზღვრების მოძებნა. ეს შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც მასწავლებლის თვალთახედვიდან არადისციპლინირებულია, ის შესაძლებელია, იყოს ოჯახური ძალადობის ან თანატოლთა ძალადობის მსხვერპლი; შესაძლებელია, ჰქონდეს ყურადღების დეფიციტი, ჰქონდეს ჰიპერაქტიურობის სინდრომი... შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც ხასიათობრივი აშლილობის აქცენტები აქვს, ჩვენ, მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა ვიცით, რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია. როგორ სვამთ ბავშვებს ჩარჩოში და რა შედის ამ სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაში?

ბ.შ.: ჩვენ ჩარჩოში არავის ვსვამთ. კანონმორჩილება არის ძალიან მარტივი. ჩვენ მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ერთი ძალიან მარტივი პრინციპით შევიმუშავეთ და ეს კოდექსი დამოუკიდებლად არ შეგვიქმნია. მისი პრეზენტაცია გავაკეთეთ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორებისათვის, რათა ამ კოდექსის შექმნაში მათაც მიეღოთ მონაწილეობა.

ნ.მ.: მის შექმნაში მოსწავლეებმა თუ მიიღეს მონაწილეობა?

ბ.შ.: სკოლის დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ეს კოდექსი მოსწავლეთა კომიტეტისათვის გაეცნოთ. ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრებაა - როდესაც ჩვენ ამ პაკეტს გავაგზავნით სკოლებში, მოსწავლეების მხრიდანაც მოხდეს მათი განხილვა. შესაძლებელია, ბევრი სკოლა გამოვიდეს იმ ინიციატივითაც, რომ თამაშის საერთო წესებზე თავად ბავშვები შეთანხმდნენ და ის სკოლის ერთგვარ კონსტიტუციად იქცეს. ჩვენ ვაძლევთ ამ მეთოდოლოგიურ დახმარებას, მაგრამ სკოლამ ის ნელ-ნელა მეტად უნდა დახვეწოს. თავიდან, ანუ სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეთა ქცევის კოდექსს დამრიგებლები და დირექტორები გააცნობენ ბავშვებს და ბავშვი ვალდებული იქნება, ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა, რომ ამ სკოლაში მიღებულ წესებს დაემორჩილება.

ნ.კ.: და რა ელით იმ ბავშვებს, რომლებიც ხელმოწერის შემდეგ ამ წესებს დაარღვევენ? ამ ე.წ. არადისციპლინირებული ბავშვების მიმართ რა ტიპის თუ ფორმის სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებთ?

ბ.შ.: კანონში ადრეც იყო, თუ როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. მაგალითად, თუ მოსწავლე ორჯერ ჩაშლიდა გაკვეთილს, მას 20 დღით დაითხოვდნენ სკოლიდან. მაგრამ, ვიფიქრეთ, რომ 20 დღით ბავშვის სწავლისგან გათავისუფლება არცთუ ისე ეფექტური დასჯაა. ამიტომ ჩვენ ამგვარად შევცვალეთ: კანონდამრღვევი ბავშვი მოვა სკოლაში, მისთვის გამოვყოფთ ადგილს. ჩემი აზრით, ეს ადგილი უნდა იყოს ბიბლიოთეკა, სადაც მისთვის შერჩეული იქნება მხატვრული ლიტერატურა და ის ჩვეულებრივად გაივლის სასწავლო პროცესს. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მიეხმარება ბიბლიოთეკარს, დაალაგებინებს წიგნებს, ასევე მიეხმარება სკოლის დარაჯს, მიიღებს მონაწილეობას სკოლის დასუფთავებაში... გააკეთებს ყველაფერს, ოღონდ არ დაალაგებს ტუალეტს. რასაკვირველია, ძალდატანებით არაფერს გავაკეთებინებთ.

ნ.მ.: ამ ახალი პროგრამის ფარგლებში თავად სკოლებს აქვთ თუ არა დავალება ან რეკომენდაცია განათლების სამინისტროს მხრიდან - შეიმუშაონ კრიზისულ, მძიმე სიტუაციაზე, საგანგებო და არასაგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკუთარი წესები და პროცედურები? თქვენ სტატისტიკური მონაცემებით, სპეციალურად აღზრდილი პოლიციელებით, პედაგოგიზირებული მშობლებით ცდილობთ, რომ მოაგროვოთ ნაადრევი, გამაფრთხილებელი ნიშნები და ადრეული პრევენცია გააკეთოთ. მაგრამ, ყველაფერი რომ ცხადი იყოს, როგორ არის ეს რეგულირებული პროცედურულად? კოდექსში, რომელსაც თქვენ სკოლას აძლევთ, ეს ალბათ არ არის. როგორ რეაგირებს სკოლა კრიზისზე, რა ნაბიჯებს დგამს, ვინ არის პასუხისმგებელი, სად ირეკება და ა.შ.?

ბ.შ.: სკოლის დისციპლინარულ კომიტეტსა და სააპელაციო კომიტეტში მასწავლებელთა სუბიექტივიზმი სრულიად გამორცხულია, მოსწავლეთა პირად საქმეში ვერავინ შეიტანს მონაცემს, სანამ სააპელაციო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამის შემდეგ ბავშვს კიდევ შეეძლება, გაასაჩივროს სამეურვეო საბჭოში. სააპელაციოც და დისციპლინარული კომიტეტიც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისაგან შედგება. ეს ადამიანები უზრუნველყოფენ სკოლაში კანონის აღსრულებას. ამ ინსტიტუციებმა და მოსწავლეთა თვითმმართველობამ უნდა დაიწყოს მუშაობა. აღარ იქნება ისე, როგორც აქამდე იყო, როდესაც ყველაფერი - კანალიზაციიდან დაწყებული და ბავშვის მოსწრებით დამთავრებული - ერთ ადამიანს, ანუ სკოლის დირექტორს ებარა. ამიტომ უნდა იმუშაოს არა ერთმა ადამიანმა, არამედ თემმა. სანამ არ იქნება კვლევა, მტკიცებულებები, ჰაერზე რაღაცის თქმა ძალიან რთულია. სანამ არ იქნება სტატისტიკური მნიშვნელობა და არა სტატისტიკა, ჩვენ ვერაფერს დავნერგავთ. მონაცემების არ ქონის შემთხვევაში პოლიტიკა არ შემუშავდება.

ნ.კ.: ქალბატონო ნინო, როგორია თქვენი შთაბეჭდილება? რა პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები ჩანს ამ ახალ პროგრამაში?

ნ.მ. მე მნიშვნელოვანი წინსვლის განცდა მაქვს. ჩანს, რომ ადამიანები ფიქრობენ, სწავლობენ, გამოყვეს ფინანსები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს, მართლაც, იმხელა პრობლემაა, იმდენ სფეროს, სექტორს, ეტაპს მოიცავს, რომ ძალიან რთულია, ერთბაშად მოისაზრო ყველაფერი. ჩემი სიფრთხილე მდგომარეობს იმაში, რომ სამწუხაროდ, ჯერჯერობით რასაც ვხედავ, ეს გარეგანი კონტროლის გამაძლიერებელი მექანიზმების დანერგვაა. ჩვენ, საზოგადებას, მართლა თუ გვინდა, რომ გავიზარდოთ და ფეხზე დავდგეთ, შინაგანი კონტროლის გაზრდა გვესაჭიროება, რომელიც სხვა მეთოდებით მიიღწევა, უფრო საგანმანათლებლო პროგრამების სახით. როდესაც დავინახავ, რომ ფოკუსი და ემფაზა გადასულია რეალურ პრევენციასა და გაზრდაზე, აღზრდაზე, განათლებაზე, მაშინ უფრო მშვიდად ვიქნები. თუმცა ნელ-ნელა წინ ნამდვილად მივდივართ. სკოლას ნამდვილად სჭირდება გაფრთხილება, დაცვა, ჩარევა, დამატებითი სახეების შეყვანა და იქნებ ამან ნდობაც კი გაზარდოს. გააჩნია, ამ ყველაფერს როგორ გავაკეთებთ.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Adamiani var   სკოლის რეფორმა   Sep 24 2007, 10:38 PM
თათარაშვილი   Adamiani var ახალ რეფორმებ...   Sep 24 2007, 10:41 PM
ketino   რა უცნაური თემაა, ვ...   Sep 24 2007, 10:58 PM
თამარი_ცქნაფო   ეხლანდელი ახალგაზ...   Sep 25 2007, 03:44 PM
თათი87   რეფორმამ ბევრი მხ...   Sep 25 2007, 03:47 PM
Ismail   კი აქვს მნიშვნელობ...   Sep 27 2007, 08:00 AM
::სალომე::   ბავშვებმა რა იცია...   Sep 27 2007, 11:14 AM
Homo Faber   სკოლებში სექსი უნდ...   Sep 27 2007, 04:12 PM
თათი87   :blink: გეთანხმები, მა...   Sep 27 2007, 05:02 PM
თამარი_ცქნაფო   რა ზეპირად ლაპარაკ...   Sep 27 2007, 10:52 PM
მნათე   შემიშვეს და ბევრს ...   Sep 27 2007, 10:57 PM
თამარი_ცქნაფო   შემიშვეს და ბევრს ...   Sep 27 2007, 10:59 PM
nuciko-22   შემიშვეს და ბევრს ...   Nov 14 2007, 09:01 PM
მნათე   ტრანსფარანტები შ...   Sep 27 2007, 11:18 PM
თამარი_ცქნაფო   ტრანსფარანტები შე...   Sep 27 2007, 11:22 PM
მნათე   ვახ, როგორ მეიმედე...   Sep 27 2007, 11:23 PM
თამარი_ცქნაფო   ვახ, როგორ მეიმედე...   Sep 27 2007, 11:24 PM
მნათე   იმედია მალე იყვავ...   Sep 27 2007, 11:27 PM
kato_Bato   ვიწყებ აქციას: გამ...   Sep 27 2007, 11:37 PM
shota_shotadze   ვიწყებ აქციას: გამ...   Oct 22 2007, 09:54 PM
shota_shotadze   ახალი პროგრამა - ‘უ...   Sep 28 2007, 12:25 AM
თამარი_ცქნაფო   ამ ადამიანს დავაკვ...   Sep 28 2007, 12:09 PM
კანონისტი   Homo Faber უზნეო მოწოდებ...   Sep 28 2007, 12:19 PM
მნათე   კიდევ კარგი თემა ა...   Sep 28 2007, 12:36 PM
კანონისტი   მნათე თემა იხურება...   Sep 28 2007, 12:37 PM
komisia   მდააა... :გიო: კლასე...   Sep 28 2007, 01:12 PM
მნათე   თემა სწორედ რომ არ ...   Sep 28 2007, 01:21 PM
jariskaci   იცით რა არის?ჩემ დრ...   Oct 22 2007, 05:50 PM
მათველა   აქცია ძალაში აგარ ...   Nov 13 2007, 10:55 PM
შოთაძე   მეც მინდა :lol: ხოდა ...   Nov 14 2007, 02:12 AM
მათველა   მეზარება მოყოლა ახ...   Nov 14 2007, 12:07 PM
შოთაძე   მეზარება მოყოლა ა...   Nov 14 2007, 02:45 PM
staywhite   სილენჩე თქვენ აქ უ...   Nov 14 2007, 09:16 PM
კანუდოსელი   ესენი რასაც აქ მე-8 ...   Feb 2 2008, 06:11 PM
Genesis   ძალიან ჭკვიანი თაო...   Nov 15 2007, 10:38 PM
orthodox-georgia   ძალიან ჭკვიანი თა...   May 29 2008, 10:53 PM
-tamar-   კი, ძალიან :D მე ვფ...   May 30 2008, 10:16 PM
მათველა   კი , მართალია ჭკვია...   Nov 16 2007, 01:49 AM
solomony   მოკლედ რომ ვთქვა ლ...   Nov 16 2007, 02:02 AM
შოთაძე   მოკლედ რომ ვთქვა ლ...   Nov 16 2007, 01:27 PM
მათველა   მართალია, და უკვე დ...   Nov 16 2007, 09:55 PM
ანა   მინდა გითხრად საში...   Feb 2 2008, 02:20 PM
მნათე   საიდან იცი? გაქვს ...   Feb 2 2008, 02:34 PM
-tamar-   მე პირადად ბევრი რ...   May 29 2008, 10:24 PM
ლანა   ერთადერთი რის გამო...   Oct 4 2008, 08:43 PM
Jay_Son   [b]უბრალოდ განათლებ...   Jan 14 2009, 01:19 PM
mari_ami   ეს ახალი ე.წ. სკოლის...   Feb 4 2009, 10:01 PM
piligrimi   ნეტავ ვინ ატარებს ...   Feb 5 2009, 12:24 AM
წახწახა   მოსწავლე ვარ შემილ...   Feb 5 2009, 06:13 PM
piligrimi   მოსწავლე ვარ შემი...   Feb 9 2009, 01:24 AM
წახწახა   ჯერ ფიზიკა ქიმია ბ...   Feb 9 2009, 02:41 PM
*ana*   ხოოო... :( <_< არა ეგ ...   Feb 9 2009, 04:04 PM
subterranean   პრინციპში ცუდი არა...   Feb 9 2009, 08:20 PM
sali-j   სკოლას ციხედ ნუ აქ...   Feb 9 2009, 09:08 PM
ნაინა   sali-j ჩემი შვილის სკო...   Feb 16 2009, 12:17 PM
orthodox-georgia   დღევანდელი განათლ...   Feb 16 2009, 11:10 PM
კანუდოსელი   დღევანდელი განათლ...   Feb 22 2009, 06:13 PM
marine   "განათლების პრობ...   Jun 22 2016, 12:03 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 07:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი