IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 29 30 31  
Reply to this topicStart new topic
> ეკლესია, მონასტრები
kotetbeli
პოსტი Jan 13 2012, 11:57 PM
პოსტი #601


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 16-May 07
წევრი № 1,922



გმადლობთ


--------------------
,,უფალო ღმერთო, გაუმარჯვე სწაულა კეთილი მონასა შენსა."
ჯრუჭის ოთხთავი
__________________________________________________
http://www.flickr.com/photos/kotetbeli/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aamirani
პოსტი Jan 15 2012, 10:43 PM
პოსტი #602


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 8-January 12
წევრი № 11,924



ფრესკები კაბადოკიიდან

http://martlmadidebloba.ge/freskebi1.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 23 2012, 08:39 PM
პოსტი #603


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



აფხაზეთში, ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკის გამოსახულება აღარ არსებობს...

http://www.ambioni.ge/bediis-tazarsi-bagra...-arar-arsebobs/

IPB-ს სურათი


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kent5
პოსტი Mar 12 2012, 10:46 AM
პოსტი #604


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 165
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



აი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე, იკითხონ კარგად რომელი საუკუნის ფრესკებია აქ, რომ არის გამოფენილი? ამერიკელებმა, გინდაც რუსებმა და ბევრმა სხვამ.

ეს აგიჟებს ბევრ ცივილურ ერებს!


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 12 2012, 04:31 PM
პოსტი #605


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



http://orthodox.de/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 12 2012, 05:20 PM
პოსტი #606


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,795
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



agmsarebeli
ეხლა მანდ იმყოფები?
რახანია არ გამოჩენლხარ smile.gif გამარჯობა.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 12 2012, 06:20 PM
პოსტი #607


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



არა, ჩამოვედი, აღდგმოის შემდგე მინდ აისევ smile.gif რას შვებით?smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ketevany
პოსტი May 1 2012, 12:42 PM
პოსტი #608


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 1-May 12
წევრი № 12,316



იმედია სწორად ავირჩიე ადგილი, სადაც ეს კითხვა უნდა დავსვა: ხომ ვერ დამეხმარებით და მეტყვით, თბილისის რომელ ეკლესიებში იწყება კვირის დილის ლოცვა 7სთ.ზე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი May 3 2012, 08:40 PM
პოსტი #609


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 803
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ქეთევანი
ციტატა(Ketevany @ May 1 2012, 01:42 PM) *

იმედია სწორად ავირჩიე ადგილი, სადაც ეს კითხვა უნდა დავსვა: ხომ ვერ დამეხმარებით და მეტყვით, თბილისის რომელ ეკლესიებში იწყება კვირის დილის ლოცვა 7სთ.ზე?

სიონში ვყოფილვარ ხოლმე - მგონი არაფერი შეცვლილა, დილის შვიდზე მარცხნივ ტარდება წირვა
არ ვყოფილვარ მაგრამ თქვეს რომ სამებაში -ხარების ტაძარშიც ასევე ტარდება დილით ადრე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 31 2012, 11:43 PM
პოსტი #610


გურამი - მამული!ენა!სარწმუნოება!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,354
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: სემინარია
წევრი № 11,203



თემათა ციკლი მაქვს(მქონდა) რა განძი გვქონია. რომელშიც ერთ-ერთი კონფერენციისთვის ვწერდი თემებს.(წელიწადში ერთი კონფერენცია იმართებოდა) ხოდა ამ ტემასი დავდებ ამ 3 ტაძრის შესახებ ჩატარებულ კვლევას.
ოღონდ ის უნდა მითხრას იკანოსმა(ან სხვა ვინმემ) ინგლისურად რომ იხსნება ჩაკოპირებული მასალა როგორ გადმოვაქართულო.


--------------------
,,განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა , რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის , სიმშვიდით და შიშით . ''( 1 პეტრ. 3,15 )
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 1 2012, 12:44 AM
პოსტი #611


გურამი - მამული!ენა!სარწმუნოება!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,354
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: სემინარია
წევრი № 11,203



კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა

ძეგლის მეგობართა და ნორჩ არქეოლოგთა სექცია

თემა: “რა განძი გვქონია”


თემის ავტორი: გურამ ლურსმანაშვილი


თემის ხელმძღვანელი: მაია სამნიაშვილი


შინაარსი
-------------
I შესავალი
II ძირითადი საკითხები
1. არქიტექტურა(გეგმა, სტილი, თარიღი, არქიტექტონიკა, ინტერიერი, ექსტერიერი)
2. საეკლესიო ნივთები (მაცხოვრის ხატი-კარედი, პარხლის ოთხთავი, მაცხოვრის ხატი, წმ.გიორგის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, სახარება, წმ. სამების ხატი-კარედი, წმ. ნიკოლოზის ხატი, აღსავლის კარები, წმ. ნინოს ხატი, ემბაზი.)
III დასკვნა


შესავალი

ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსულით, რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი, რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.
…ხაშური პატარა რაიონია, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. თურმე ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტოვია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი. ჩნობილია, რომ ხაშურის ტერიტორიაზე ‘’გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა.ამგზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენო გეოგრაფი სტრაბონი”.1 ცხადია, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულების 150-ზე მეტი ძეგლი. ჩვენი ყურადღება ამჯერად მიიქცია ხაშურის ქვემოჭალის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიამ, რომელსაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო “თავგადასავალი ჰქონია”.
----------------------------------------------------------
1.თ.ლაცაბიძე, ხაშურის რაიონი,2000წ.გრაფიქსი






1. ტაძრის არქიტექტურა


ქ. ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი1 მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჭალის უბანში, სტილისტური ნიშნებით იგი თარიღდება XIX საუკუნით.
კომუნისტური მმართველობის პერიოდში ეკლესია გადაკეთებული იყო პურის საცხობად. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებული სამრეკლო მოანგრიეს და ეკლესიას ყოველი მხრიდან საცხობისთვის საჭირო სათავსოები მიაშენეს. მიუხედავად ამისა, ეკლესიას თავდაპირველი სახე შენარჩუნებული აქვს. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ამ ეკლესიაში ინახებოდა ვახუშტი ბატონიშვილის საეკლესიო ნივთები(მზითვი), რომელიც ამჟამად დაკარგულია.
ეკლესია დარბაზულია(16.9X8.6მმ), ნაგებია აგურით, შესასვლელი დასავლეთიდანაა. სამხრეთიდან მიშენებული აქვს ემბაზი, ხოლო გალავანთან არის სატრაპეზო, აგრეთვე ეკლესიისთვის საჭირო საწყობ-სათავსოები. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მაღალი, თაღოვანი სარკმელია. ორი სარკმელი სამახრეთ კედელშია, ორიც ჩრდილოეთით, ხოლო ერთი აღმოსავლეთ კედელში. შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან.

---------------------------------------------------
1.საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი V (ჭალის ეკლესია გვერდი 42).




დარბაზის გრძივ კედლებზე სამი წყვილი მარტივი პილასტრია, რომლებზეც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები. საკურთხეველი დარბაზიდან გამოყოფილია, პილასტრების აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე გამოსახული, შეღრმავებული ჯვარი. ნაგებობას თაროთი და დახრილი სიბრტყით შედგენილი ლავგარდანი და თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.
ტაძრის ფასადები სადაა, - კედლები არ არის დამშვენებული რელიეფური ორნამენტებით, ხოლო შიგნიდან კედლები შელესილია გაჯით.
ეკლესიაში წირვა-ლოცვა განახლდა 1993 წელს დეკანოზ ალექსი ახალკაცის მიერ.IPB-ს სურათი

მთავარი ფასადი




2. საეკლესიო ნივთები
ა). მაცხოვრის ხატი ზემოჭალის ეკლესიიდან
ჯორჯ რ. ჰენრის კოლექციაში არის ქართული ვერცხლის სამნაწილიანი კარედი ხატი, რომელიც დასავლეთ სამყაროსათვის ცნობილი გახდა კარნეგის ინსტიტუტის მიერ, პიტსბურგში და ობერლინის კოლეჯის მიერ ორგანიზებული გამოფენების შემდეგ. ექვთიმე თაყაიშვილი იყო პირველი ვინც ეს ნამუშევრები გამოამზეურა.
ამ ნამუშევარს საინტერესო წარსული აქვს. ეს ხატი იყო ვახტანგ VI-ის ქალიშვილ ანას მზითვის ნაწილი. 1871 წლიდან სხვა ნივთებთან ერთად ინახებოდა ზემოჭალის ეკლესიაში,შემდეგ გაუჩინარდა,ხოლო უეც-რად, ჯორჯ ჰენიმ იგი თავის კოლექციას მიუმატა, სადაც დღემდე ინახება.
ტრიპტიხის ცენტრი უჭირავს ქრისტეს ფიგურას, როგორც სამყაროს მეუფისა, მარჯვენა ხელი დალოცვის პოზაში უპყრია, მარცხენაში წიგნი უჭირავს, ხოლო ტერფი სპენდანიუმს ეყრდნობა. ხატის მარჯვენა ფრთაზე არის გამოსახული ქალწული მჭიდროდ მიკრული ყრმით, საშუამავლო ვედრების პოზაში, შარავანდედზე კი არის წარწერა ქართული მრგვლოვა-ნით - "წმიდათაწმიდა", რაც შეეხება მარცხენა ფრთას, აქ გამოსახულია იოანე ნათლისმცემლის ფიგურა, რომლის შარავანდედის შუაში არის წარწერა "წმიდა იოანე ნათლისმცემელი".
-------------------------------------------------
1. ჯობაძე ვ. შენიშვნები პოსტბიზანტიური პერიოდის ქართული მინორული ხელოვნების ძეგლებზე (ინგლისურიდან თარგმნა მ.ლობჟანიძემ.)



"ტრიპტიხის ფრთები წარმოადგენს ორ მჯდომარე გამოსახულებას: მარჯვენა ფრთაზეა წმ. დემეტრეა გამოსახული, ხოლო მეორეზე წმ. გიორგი. ორივე ფიგურა შეჭურვილია და მანტიები აცვიათ. ისინი ფრონტალურ პოზიციებში დგანან სახით ერთმანეთისკენ, სიმეტრიულად მობრუნებულნი, ისე რომ თითოეული სახის მესამედი ჩანს. წმინდანები ახალგაზრდები და ძლიერი აღნაგობის არიან. ორივეს მძიმე, ხვეული თმა აქვს, როგორც ეს ჩვეულებრივ ბიზანტიურ და ქართულ ხელოვნებაში გვხვდება.”1
ტრიპტიხის დახურვისას მხოლოდ მებრძოლი წმინდანები ჩანან და სიმბოლურად ღვთიური სამყაროს მცველებს წარმოადგენენ. ამ თემასაც ბიზანტიურ ხელოვნებათან აქვს კავშირი.
ცენტრალური პანელის ზურგზე არათანაბარი ჯვარია წარმოდგენილი, იგი პუნქტირითაა გრავირებული, ჯვრის თავზე სიმეტრიულად განლაგებულნი არიან ფოთლები, რომლებიც სიცოცხლის ხესთან სიმბოლურ თანაარსობაზე მიანიშნებს. ჯვრის ოთხივე დაბოლოებაზე წრეებია,(მარადიული სიცოცხლის სიმბოლო) რომლებიც ამობურცულია გრავირებულ მიწაზე. დარჩენილი სივრცე შევსებულია რვახაზოვანი წარწერით:


----------------------------------------------
1. ჯობაძე ვ. შენიშვნები პოსტბიზანტიური პერიოდის ქართული მინორული ხელოვნების ძეგლებზე (ინგლისურიდან თარგმნა მ.ლობჟანიძემ)




1) იესო ქრისტე, შეუნდე
2) ორივე
3) ცხოვრებაში დადიანს
4) გიორგის და დედოფალ თამარს და
5) მათ ვაჟს ლეონს, ვისი
6) ბრძანებითაც შეჭედილია ეს ხატი
7) მაცხოვრისა (უფროსწორად მესიისა)
8) ამინ!
წარწერა არ იძლევა ქორონიკონს, მაგრამ რადგან წარწერაში მინიშნებულია პიროვნებები, ტრიპტიხი მიახლოებით დათარიღების საშუალებას იძლევა. ექთიმე თაყაიშვილმა კონკრეტულად მიანიშნა, რომ მხოლოდ სამეგრელოს მთავარ გიორგის ყავდა შვილი სახელად ლეონი. წარწერა ცხადყოფს, რომ გიორგი III-ის ცოლი იყო თამარი, რომელიც ჩერქეზი უფლისწულის ქალიშვილი იყო. ჩვენ ვიცით, რომ გიორგი III-ის ვაჟი დაიბადა 1577 წელს და გარდაიცვალა 1582 წელს, ამიტომ ტრიპტიხის შექმნის ქრონოლოგიური ჩარჩოები უნდა იყოს 1577-1582 წლები.
ქვემოჭალის მაცხოვრის კარედის ხატი XVI საუკუნის ქართული ხელოვნების ერთერთი საინტერესო ძეგლთაგანია ზუგდიდის კარედთან ერთად. ჭალისა და ზუგდიდის ხატების საერთო მომენტები გვაფიქრებინებს, რომ ორივე ძეგლი ერთი ხელოსნის ნაწარმოებია. ამ პერიოდის საოქრომჭედლო კერად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცაიშის სახელოსნო


ითვლება და ეს ორი ხატიც შესაძლოა აქ იყოს შეჭედილი. ხატის ფიგურები რასაკვირველია წარმოადგენს ერთერთ გვიანდელი გოთიკური სკულპტურის ნიმუშებს. ზურგის მხარე მდიდრული ორნამენტებითაა დაფარული, როგორც ქართული ვერცხლისაგან შესრულებული ხატებისთვისაა დამახასიათებელი, როცა ზურგი დაფარულია ნახევრადძვირფასი ქვებით, რომელსაც ერთის მხრივ სხვაგვარი ფუნქცია აქვს, და მეორეს მხრივ იძლევა ტრიპტიხის დეკორაციას, ასეთივე სტილისტური ნიშნები ბევრი ქართული ნამუშევრისთვის არის დამახასიათებელი. აგრეთვე აღსანიშნავია ძვირფასი თვლების ჯიშიც, რომლებიც სიბრტყეზეა განალაგებული. ეს ჯიშებია: იაგუნდი, ლალი, ფირუზი, მარგალიტი.


ბ) პარხლის ოთხთავი

გარდა მაცხოვრის კარედისა, ჭალის ეკლესიაში აგრეთვე ინახებოდა "პარხლის ოთხთავი", რომელსაც აგრეთვე საკმაოდ საინტერესო ისტორის აქვს. როგორც ანდერძის მინაწერებიდან ირკვევა, ეს ოთხთავი იოანე ბერას 973 წელს შატბერდში გადაუწერია და იმ დროს ახლად აშენებული პარხლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისათვის შეუწირია, თანაც სასტიკად




დაუწყევლია ყველა, ვინც რაიმე მიზეზით ამ წიგნის ეკლესიიდან გამოტანას ან გაყიდვას განიზრახავდა, როცა ტაოკლარჯეთი ოსმალებმა დაიპყრეს, მათ არაფრად ჩაუგდიათ ქართველი მწიგნობრის შეჩვენება და ხელნაწერიც მათი ნადავლი გამხდარა, დატყვევებული წიგნი ვახტანგ მეფის სიძეს, ვახუშტი აბაშიძეს გამოუხსნია ოსმალთა ხელიდან. აგრეთვე სახარების ბოლოს არის მთავარდიაკონ ნიკოლოზის მიერ მიწერილი ანდერძები, რომლებიც ასე იკითხება:
"ქ. მას ჟამთა, ოდეს საათაბაგონი წმინდისა სარწმუნოებისაგან განსრულ იყვნენ და სარკინოზნი შექმნილიყვნენ,ესე წმინდა სახარება იქაური ყოფლიყო და უსჯულოთაგან დატყვევებულიყო, და დიდად სახელოვნებით გამოჩენილს მეფედ სიძობით მყოფს და თვით მეფის ვახტანგის სიძეს აბაშიძეს ვახუშტის ეს წმინდა სახარება თათრის ხელით დიდის სურვილით და სასოებიანის გულით დაეხსნა".1
შემდეგ აბაშიძეებს ოთხთავი ბულბულისციხის პატარა საყდარში დაუდიათ, ხოლო უკეთ დაცვის მიზნით ხატი მცირე ხნის შემდეგ აბაშიძეების ოჯახში დაევანა. მოგვიანებით ივანე აბაშიძე და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ, მემკვიდრეებმა მათი დანატოვარი გაიყვეს, ხოლო ეს ხელნაწერი ჩააბარეს მღვდელ სუხიაშვილს, რომელმაც სოფელ ზემოჭალის ტაძარში დაასვენა იგი.

-------------------------------------------------------------
1. ა. როდონაია-ქართული ენა და ლიტერატურა, VIII კლასის სახელმძღვანელო სამი შატბერდული ხელნაწერის თავგადასავალი. გვერდი 138.


ქართულ სიძველეთა დაუცხრომელი მკვლევარი ექვთიმე თაყაიშვილი 1889 წელს სურამში იმყოფებოდა, საიდანაც ხშირად დადიოდა ახლომახლო ეკლესიების დასათვალიერებლად. ერთხელ იგი მოხვედრილა ზემოჭალაში, სადაც უნახია ეტრატზე ნაწერი ოთხთავი, ადვილი წარმოსადგენია თუ რა სიხარულს მიანიჭებდა მკვლევარს ასეთი ძვირფასი ხელნაწერის პოვნა, მან აღწერა ეს ხელნაწერი და მის შესახებ პირველი ცნობები გამოაქვეყნა 1890 წელს თავის ცნობილ გამოკვლევაში "სამი ისტორიული ქრონიკა".
"ასეთი ხელნაწერი, როგორიც არის პარხლის სახარება, იშვიათია. აქ თითქმის მთელი 917 წლის ისტორია არის ამ წიგნისა. ამაზე უძველესი თარიღიანი სახარება მხოლოდ ორი არის აქამომდე ცნობილი. ერთი ათონის მთაზე და მეორე ჩვენს მიერ მოხსენებული ჯრუჭის მონასტრის ოთხთავი 935 წ. მაშასადამე მესამე ადგილი სიძველით თარიღიან სახარებებში უჭირავს ჩვენს სახარებას".1
აი ასეთია პარხლის ოთხთავის ისტორია, რომელიც როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ იოანე ბერას დაუწერია:
"მე, ივანე, ბერამან მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ძმათა შატბერდელთა. ყოველნი აკურთხენინ ღმერთმან! "2

1. ე. თაყაიშვილი-სამი ისტორიული ქრონიკა, გვ. LLXXV
2. ზ. ჭუმბურიძე-ძველი ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ გვ. 93

1894 წელს თაყაიშვილი კვლავ ეწვია ზემოჭალას, ამ დროს იქნა გადაღებული ხელნაწერის ფოტოები. ამჯერად ე. თაყაიშვილმა უფრო დაწვრილებით აღწერა ხელნაწერი.
მღვდელი სუხიაშვილი რომ გარდაიცვალა, ვიღაცამ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა საეკლესიო ნივთებზე, ისარგებლა შემთხვე-ვით და უძვირფასესი ხელნაწერი გადამალა,რომ შემდეგ გაეყიდა და უსინდისოდ ხელი მოეთბო. ერთხანს პარხლის ოთხთავს უშედეგოდ ეძებდნენ.
1922 წელს ეს ხელნაწერი მიუტანიათ გერმანიის კონსუ-ლისთვის შესაძენად, კონსულს კი მისი ღირებულების დასადგე-ნად უნივერსიტეტის მუზეუმში მიუტანია. იმ დროს იქ შემთხვე-ვით იმყოფებოდნენ კ. კეკელიძე და აკ. შანიძე, რომლებმაც ადვილად იცნეს ოთხთავი და კონსულსაც აუხსნეს მისი მნიშვნელობა. პირი, რომელსაც ოთხთავი თავისად მიაჩნდა იძულებული გახდა ნაწერი უნივერსიტეტისთვის დაეთმო. ამჟამად ეს ოთხთავი ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.









ამრიგად, პარხლის ოთხთავის მოგზაურობის რუკა ასე გამოიყურება:

შატბერდი

პარხალი

ოსმალეთი

ბულბულისციხე

აბაშიძეების ოჯახი

უცნობი პირი

ხელნაწერთა ინსტიტუტი








გ) წმინდა გიორგის ხატი

ჩვენ უკვე შევეხეთ ტაძრის უძვირფასეს ნივთებს, რომლებიც დღეს ტაძარში არ ინახება. ამ ფონზე ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ჭალის ეკლესიაშია დავანებული, და რომლის მუხლშიც ჩასვენებულია წმინდა გიორგის ნაწილი. დღეს ყველა მსურველს შეუძლია მივიდეს ხატთან და მადლი მიიღოს ამ უდიდესი მეოხი წმინდანისგან.


დ) ღვთისმშობლის ხატი

ღვთისმშობლის ხატი “ზესთამბრძოლისა ჩემისათვის”,რომელიც ერთადერთია საქართველოში, დაწერილია მრევლის შეკვეთით 2000 წელს ტაძრის პირადი ხატმწერის დონდუას მიერ. ხატი ცენტრალურ მაღალ ნაწილში გამოსახულია ტახტრევანზე დაბრძანებული მაცხოვარი, მის გვერდებზე კი გამოსახულნი არიან ქერუბიმები და სერაფიმები გვერდებზე – წმინდანები: ივანე ნათლისმცემელი, წმინდა ნიოლოზი, ვანტანგგორგასალი, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, დავით აღმაშენებელი, წმინდა ილია მართალი, ხოლო ქვედა ნაწილში ათორმეტი წმინდა მამა. როგორც

ტაძრის მოძღვარი დეკანოზი არჩილი გვეუბნევა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის წინა დღეებში ამ ხატზეც და ყველა მის ფოტოასლზეც გამოისახა მირონის წვეთები, ომის დროს ხატი მთლიანად იყო დაფარული წმინდა სითხით, ახლა ხატებს რამდენიმე ადგილას კვლავ ეტყობა მირონის წვეთები.

IPB-ს სურათი


ე) სახარება

სახარების ყდა ოქროს წყალშია ამოვლებული. მის ზედა მარჯვენა და მარცხენა კუთხეში გამოსახულნი არიან ანგელოზები, ხოლო ცენტრალური ნაწილი უჭირავს ჯვარცმულ მაცხოვარს, რომლის გვერდებზე გამოსახულია ღვთისმშობელი და ივანე ნათლისმცემელი.
IPB-ს სურათი

ვ) ხატი - კარედი

კარედის მთავარი კომპოზიციის თავზე არის წმინდა სამების ხატი. მთავარ კომპოზიციაში ტახტზე დაბრძანებულია მაცხოვარი, ხელმარჯვნივ გამოსახულია ღვთისმშობელი, მარცხნივ კი იოანე ნათლისმცემელი. ხატის მარჯვენა ფრთაზე გამოსახულნი არიან წმინდა მოწამეები: გიორგი, თეოდორე, შალვა ახალციხელი, დავითი და კონსტანტინე, ხოლო მარცხნივ ათონელი მამები: ექვთიმე, გიორგი და იოანე. კარედი შესრულებულია 2000 წელს.

IPB-ს სურათი

ზ) წმინდა ნიკოლოზის ხატი

კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია წმინდა ნიკოლოზი თავისი ცხოვრების ამსახველი მომენტებით. მარჯვნივ გამოსახულია სამი დიდი მღვდელთმთავარი – ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ხატი დაწერილია 2000 წელს გიორგი დონდუას მიერ.

IPB-ს სურათი

თ)აღსავლის კარები

აღსავლის კარებზე გამოსახულია ხარება და 4 მოციქული, აღსავლის კარის ხატებიც დაწერილია ტაძრის საკუთარი მხატვრის მიერ.


IPB-ს სურათი

ი)წმინდა ნინოს ხატი

წმინდა ნინოს ხატი დაწერილია ნადირაშვილების საგვარეულოს მიერ 2002 წელს. სადაც აღწერილია წმინდა ნინოს ცხოვრების ეპიზოდები.

IPB-ს სურათი

კ) ემბაზი

ემბაზი შექმნილია 2004 წელს, ტაძრის მოძღვარ დეკანოზ არჩილის მიერ, მისი სიღრმე 80 სანტიმეტრია.

IPB-ს სურათი


გარდა ჩამოთვლილი ნივთებისა, ტაძარში ინახება სხვა ძალზედ მნიშვნელოვანი ნივთები კერძოდ, ვერცხლის ფეშხუმი; ოქროთი დაფერილი მაცხოვრის ხატი ვერცხლის არშიით: ბზის ჯვარი, რომელზედაც ხელოვნურად გამოქანდაკებულია სხვადსხვა მშვენიერი სურათები სახარების შინაარსიდან, და რომელიც მოჭედილია ოქროთი დაფერილი ვერცხლით. ჯვარი შემკობილია მრავალი წვრილი მარგალიტებით და სხვა ძვირფასი თვლებით, ტარი აქვს ვერცხლის, რომელზეც არის წარწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ ჯვარი ეკუთვნოდა იეროდიაკონ ნიკიფორეს. აგრეთვე, რუსული ხელოვნების ორი ხატი წმინდა სამების და წმინდა ნიკოლოზის, რომლებიც არიან არშიამოჭედილნი. აგრეთვე,
სურათებიანი სადღესასწაულო პარაკლიტონი და მარხვანის კვირაძლები ზატიკით ერთ წიგნად. “დაწერილია ძლიერ მშვენიერ, თეთრ, მტკიცე მოსქო ქაღალდზე. წვრილის, მაგრამ ძლიერ ლამაზის ნუსხა-ხუცურის ხელით. ტექსტი ნაწერია შავის მელნით, მხოლოთ სათაურები, მეთაური Aასოებით და ხშირად ფრაზებიც წითელის მელნით. წერა ორსვეტიანია და თითოეულის სვეტზე დატეულია 50 სტრიქონი”1




---------------------------------------------------
1. ე. თაყაიშვილი-სამი ქრონიკა. გვ. XI

. . .
როდესაც ჩვენ სამუშაო დავასრულეთ, მივედით გასასაუბრებლად ამ ტაძრის მოძღვართან, დეკანოზ არჩილ ლურსმანაშვილთან.
გ.ლ. _ მამაო, თქვენ უკვე გაეცანით ჩვენს თემას, რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ?
მამაო _ მე გავეცანი და ძალიანაც მომეწონა იგი, ჩემი აზრით, დღეს ყველა ასეთი შრომა დასაფასებელია და იმედი მაქვს, რომ წარმატებებსაც მიაღწევთ.
გ.ლ. _ მამაო, თუ შეგიძლიათ გვითხრათ იმ ფაქტების შესახებ, რომელიც ჩვენს თემაში ვერ მოხვდა?
მამაო _ დიდი სიამოვნებით, პირველ რიგში მოგახსენებთ იმას, რომ ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით ხაშურის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, იგივე ჭალის ეკლესია, იყო ხაშურის ბატონების _ აბაშიძეების კარის ეკლესია. სამწუხაროდ, კომუნისტებმა ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი დახვრიტეს და დღესდღეობით გვარის ამ შტოზე ინფორმაცია აღარ მოგვეპოვება.
გ.ლ. _ მამაო, იმ დროს, როდესაც ეს ტაძარი ეკუთვნოდა კომუნისტებს, ხომ არ მოხდა ისეთი რამ, რომელმაც შეიძლება ჩვენი ყურადღება მიიპყროს.






მამაო _ დიახ, მოგახსენებთ. ჯერ კიდევ 20-იან წლებში კომუნისტებმა მოინდომეს ტაძრის დანგრევა და სამრეკლო მოანგრიეს. ერთ კომუნისტს, რომელმაც ზარი ჩამოაგდო
ტრასასთან მისვლისთანავე დაარტყა მანაქანამ და მოკლა იგი. თან ეს იმ დროში, როდესაც მთელ ქვეყანაში რამოდენიმე მანქანა დადიოდა, ხოლო მეორე კომუნისტი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ტაძრის დანგრევაში ხარაჩოდან ჩამოვარდა და მაშინვე განუტევა სული. უფრო მეტიც, მთელი თავისი შთთამომავლობა სხვადსხვა მიზეზის გამო გადაშენდა.
გ.ლ. _ ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, გვითხარით თუ რა სამუშაოებს საჭიროებს დღეისათვის ტაძარი?
მამაო _ ამ დროისათვის მიმდინარეობს მუშაობა ტაძრის მოხატვასა და ძველი სახის დაბრუნებაზე, ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივთა მონდომებით და ღმერთის შეწევნით ტაძარი მალე დაიბრუნებს პირვანდელ სახეს.
გ.ლ. _ დაგვლოცეთ მამაო.
მამაო _ ღმერთმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ მსგავსი ნაშრომების შექმნაში.









დასკვნა

ხაშურის ქვემო ჭალის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას,როგორც აღმოჩნდა, მრავალი საინტერესო ამბავი უკავშირდება.საინტრესოა როგორც ტაძრის თავგადასავალი, ასევე იმ ნივთების, რომელიც ამ ტაძარში ყოფილა ოდესღაც დავანებული, მაგრამ ეს ყველაფერი როდია!.. ამჟამად ტაძარში არსებობს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „ზესთამბრძოლისა ჩემისათვის“, რომელმაც „იწინასწარმეტყველა“ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი – ომის წინა დღეებში ხატიდან მირონმა დაიწყო დენა. ეს ხატი ერთადერთია საქართველოში,იგი დაწერა ხატმწერმა გიორგი დონდუამ.
ტაძრის ისტორიიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იგი არა მარტო წარსულში იყო მნიშვნელოვანი რელიგიური კერა, არამედ დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სულიერი მოღვაწეობის განმტკიცების საქმეში.






გამოყენებული ლიტერატურა:

1. ჭუმბურიძე ზ. ძველი ქართული ხელნაწერების თავგადასავალი. 1975. თბილისი, ნაკადული.
2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი V, მთავარი რედაქტორი ს. კინწურაშვილი.
3. ჯობაძე ვ. შენიშვნები პოსტბიზანტიური პერიოდის ქართული მინორული ხელოვნების ძეგლებზე (ინგლისურიდან თარგმნა მ.ლობჟანიძემ.)
4. როდონაია ა. ქართული ენა და ლიტერატურა, VIII კლასის სახელმძღვანელო, თბილისი 2006.
5. ლაცაბიძე თ. ხაშურის რაიონი, 2000 წ.


--------------------
,,განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა , რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის , სიმშვიდით და შიშით . ''( 1 პეტრ. 3,15 )
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2013, 02:07 PM
პოსტი #612


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 11,251
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

გერგეთის სამება smile.gif ძალიან მომეწონა smile.gif ფოტო გადაიღო ჩემმა ნათლულმა გვანცა კურტანიძემ smile.gif


--------------------
"თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი". :))))))))))))
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი".
/ჩარლი ჩაპლინი/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 1 2013, 06:56 PM
პოსტი #613


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,620
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



marine
საინტერესი ხედია ნამდვილად, ყოჩაღ შენს ნათლულს


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2013, 10:30 AM
პოსტი #614


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 11,251
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(qetevano @ Apr 1 2013, 07:56 PM) *

marine
საინტერესი ხედია ნამდვილად, ყოჩაღ შენს ნათლულს


გაიხარე, ჩემო კარგო a025.gif მეც მომეწონა rolleyes.gif


--------------------
"თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი". :))))))))))))
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი".
/ჩარლი ჩაპლინი/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2014, 02:36 PM
პოსტი #615


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 11,251
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



smile.gif ვფიქრობ, ეს ინფორმაცია საინტერესოა:

"1727 წელს ისაყ-ფაშას დავალებული ჰქონდა სიონი მიზგითად გადაექცია.

გივი ამილახვარმა გადააფიქრებინა ფაშას ეს განზრახვა.

ამასთან დაკავშირებით თბილისელმა მიტროპოლიტმა დომენტიმ გივის სახელზე სიონის ტაძარში ყოველწლიური მოსახსენებელი დააწესა".


--------------------
"თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი". :))))))))))))
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი".
/ჩარლი ჩაპლინი/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgiana2014
პოსტი Aug 29 2014, 04:41 PM
პოსტი #616


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 29-August 14
წევრი № 13,804



A.V.M
მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში აღმოუჩენია ექვთე თაყაიშვილს პარხლის ოთხთავი.
მაინტერესებს, თუ იცით რაიმე Aმ მღვდლის პირივნებისა და მიღვაწეობის შესახებ.
ან მიმასწავლოთ სად შეიძლება მასზე ინფორმაციის მიღება.
ძალიან დამავალებთ .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 30 2014, 02:55 PM
პოსტი #617


გურამი - მამული!ენა!სარწმუნოება!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,354
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: სემინარია
წევრი № 11,203



Georgiana2014
მეც ვეცადე , მაგრამ ვერ გავიგე მაშინ ვერაფერი , სამწუხაროდ .


--------------------
,,განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა , რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის , სიმშვიდით და შიშით . ''( 1 პეტრ. 3,15 )
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgiana2014
პოსტი Sep 1 2014, 07:05 PM
პოსტი #618


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 29-August 14
წევრი № 13,804



A.V.M
ტუ რაიმე მოვიძიე, გაცნობებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბუბა
პოსტი Sep 19 2014, 10:05 AM
პოსტი #619


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-November 10
წევრი № 9,869



ციტატა(maare @ Apr 10 2009, 08:58 PM) *

სარკის წმ. გიორგის მონასტერი. მდებარეობს ქარელის რაიონში. სოფელ კეხიჯვრიდან 7-8 კმ-ში. მამათა მონასტერია. მონასტერში დაბრძანებული და ინახება უძველესი და სასწაულმოქმედი წმ. გიორგის ხატი. მონასტერსაც ამიტომ ქია სარკის წმინდა გიორგი.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


დიდი ბოდიში თუ ამ კითხვას უადგიოდ ვსვამ, მინდა ამ კვირას წასვლა სარკის წმ.გიორგის მონასტერში და მაინტერესებს თვითონ ქარელში უნდა შევიდე და იქედან არის გზა?

და კიდევ ჰონდა ცრვ_თი შევძლებ ასვლას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 29 30 31
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2014 - 05:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი