IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 15 2008, 02:41 PM
პოსტი #261


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(mariami-k @ Apr 15 2008, 02:38 PM) *

მე ძალიან მიყვრს ეს ბერი, მამა იოანე, რომელიც ქოზეფია მამათა მონასტერში მოღვაწეობს:
IPB-ს სურათი


ნანახი მყავს ქოზიფაში wub.gif ღმერთმა გააძლიეროს და სულიერი სიმაღლეები დააპყრობინოს smile.gif

ციტატა(ნათია @ Apr 15 2008, 02:36 PM) *

marine

უფალმა გააძლიეროს და დიდხანს გვიცოცხლოს smile.gif


ამინ-ამინ!! 2kiss.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sara
პოსტი Apr 21 2008, 02:09 AM
პოსტი #262


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 21-January 08
წევრი № 3,703



QUOTE(sapo @ Apr 3 2008, 01:46 PM) *

http://www.myvideo.ge/?video_id=140269
უკომენტაროდ

ვაიიიიიი ჩემი მამებიიიიი...(მამა ბართლომეს სულიერი შვილი ვარ)გაიხარე 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2008, 02:48 PM
პოსტი #263


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ურბნისის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა გლაფირა:


- წმინდა მამები ამბობენ, დედამიწა ბერ-მონაზვნების ლოცვით სულდგმულობსო.

რაც მეტი ღირსეული მლოცველი დედა და მამა გვეყოლება, ჩვენი სამშობლოც უფრო მყარად იქნება.

ბერ-მონაზონი, რომელიც თავისი ღირსეული მოღვაწეობით ცხონდება, შვიდ თაობას აცხონებსო.

მონაზონი სრულიად უნდა განსხვავდებოდეს თავისი მოღვაწეობით და ღვთის სათნო ცხოვრებით.

ერში ყოფნის დროს მივხდი, რომ მონაზვნობა აღმატებულია სხვა საქმეთა შორის, რასაც შეიძლება ამ ქვეყანაზე ემსახურო.

ვიფიქრე, მონასტერში ყოფნით, ლოცვით ჩემს ახლობლებს დავეხმარებოდი. ეს ღვთისგან ხდება, როცა ღმერთი მოგიწოდებს, ყველაფრის დატოვებას ეგუები და მასთან მიდიხარ.

ადამიანი სულიერ სიხარულს როცა შეიგრძნობს, ერში ვეღარ გაჩერდება.

მონასტერში სიხარულით უნდა წამოხვიდე. თუ სიხარული არ ექნება ადამიანს, იქ ვერ გაჩერდება. ამქვეყნიური სიხარულისთვის უნდა მოკვდე, მაგრამ უნდა დაიბადო სულიერი სიხარულისთვის.

რათქმაუნდა, ტკივილი ბევრია მონასტრულ ცხოვრებაშიც, მაგრამ უფალი ამბობს: უღელი ჩემი ტკბილია და მსუბუქიო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Apr 21 2008, 03:43 PM
პოსტი #264


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



რამდენჯერაც შემხვედრია ბერ - მონაზვნები -
მათ გვერდით უბრალოდ მდგარვარ ან მისაუბრია მათთან -
ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება -
და საოცრად ვმშვიდდები ხოლმე...
მათთან განშორება მეძვირება ხოლმე და სულ მათ გვერდით მინდა ვიყო...
დროც ჩერდება - თითქოს 2 წუთია მათ გვერდით ვარ და ამ დროს შეიძლება 1 საათი იყოს გასული...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 22 2008, 11:28 AM
პოსტი #265


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს ამბავი ჟურნალ "კრიალოსანში" ამოვიკითხე და ძალიან მომეწონა:

ნურავის განიკითხავ

ბერული შესამოსელი სიცოცხლეზე მაღლა დააყენა


რამდენიმე წლის წინ ათონის მთაზე, კარეასთან ახლოს, ერთი ბერი ცხოვრობდა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, სვამდა და ტყეში ტახებზე სანადიროდაც დადიოდა. მას მრავალი განიკითხავდა, განსაკუთრებით საერონი, რომლებიც ღმრთისმშობლის წილხვედრ მთას მოილოცავდნენ.

ერთხელ ბერს ნაწლავების გადახლართვა დაემართა. სასწრაფო დახმარების მანქანით ბერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის სწორედ იმ ექიმმა გასინჯა, რომელიც მისი ცხოვრების წესს განიკითხავდა. მან თქვა, რომ ბერი დაუყოვნებლივ დაფნაში გადაეყვანათ, იქიდან კი გემით ურანოპოლში, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, რადგან სიკვდილის საშიშროება რეალური იყო.

ბერმა უთხრა:

- ექიმო, ჯერ კაბა უნდა შევიმოსო, ის სენაკში დამრჩა, თან არ წამომიღია.

ექიმმა უპასუხა:

- მამაო, მგონი ნათლად განგიმარტეთ, ნებისმიერი დაყოვნება შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. თქვენი ნებაა: ამოირჩიეთ - კაბა ან სიცოცხლე.

ბერმა კაბა ამოირჩია და როდესაც სენაკში მიიყვანეს, რომ შემოსილიყო, აღესრულა კიდეც. მან სიცოცხლეს თავისი ბერული სამოსი ანაცვალა. ექიმი, რომელიც მას განიკითხავდა, სინდისის მიერ მხილებული, ხშირად ამბობდა:

- მე მას ყველაფრისათვის განვიკითხავდი, ის კი მოწამე შეიქნა. მან აჩვენა, რომ არა მხოლოდ უყვარდა ქრისტე, არამედ ბერული შესამოსელი სიცოცხლეზე მაღლა დააყენა.



/“მნათობნი უდაბნოსანი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rozoma
პოსტი Apr 25 2008, 01:37 PM
პოსტი #266


levan
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 408
რეგისტრ.: 15-February 08
მდებარ.: saqartvelo, tbilisi
წევრი № 3,940



wub.gif


--------------------
საქართველოს მონასტრების სამი კანონი:

1) არ განიკითხო!

2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი!

3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 6 2008, 04:31 PM
პოსტი #267


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ციტატა
იგი წავიდა ნელი ნაბიჯით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა...

sad.gif sad.gif sad.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ugirsi
პოსტი May 10 2008, 03:06 PM
პოსტი #268


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,675



მონოზონი მიწის ანგელოზია და ეს ხალხი დედის მუცლიდანვე გამორჩეულნი არიან, მათ აქვთ ეს მძიმე ჯვარი, რსაც მონოზონობა ქვია. მონოზონი ბერზნულად ნიშნავს "მარტო მყოფს"( მონო-მარტო,ზონი-მყოფი).

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kato_Bato: May 10 2008, 03:09 PM
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ugirsi
პოსტი May 11 2008, 07:39 PM
პოსტი #269


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,675



მონაზვნად როცაა დაააპირებ აღკვეცას კარგათ უნდა აწონდაწონო შენი შესაძლებლობები და ისე უნდა მიიღო გადაცკვეტილება,ღგმერტმა გააძლიეროსს ყველა მონოზონი


აი ტელევიზორში რო იყო აღკვეცა ხო არავინ იცის არი თუ არა რომელიმე საიტზე ან ვინმეს ხო არ გაქვთ დადეტ რა არ მინახია როგორ ხდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი May 11 2008, 07:42 PM
პოსტი #270


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



როცა, მათ გვერდით ვარ,თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 13 2008, 02:10 PM
პოსტი #271


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერ-მონაზვნობაზე
მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი

ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში.
ბერი პაისი ათონელი

როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაბრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში, რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს.
ბერი პაისი ათონელი

ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ, თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება, ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ.
ბერი პაისი ათონელი

მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ.
უგუნურ მოთხოვნას, რომელსაც ზოგიერთი ეკლესიის მსახური აყენებს, ანუ მონოზონის საწუთროში დაბრუნებას, ზოგიერთი უგუნური ჯარისკაციც გამოთქვამს, როცა საბრძოლო რაზმს საფრთხე ემუქრება. ეს ჯარისკაცები მოითხოვენ, რომ რადისტმა რაცია დატოვოს და სროლებში მიიღოს მონაწილეობა. თითქოს მდგომარეობის ხსნა შეიძლებოდეს, თუ ორ შაშხანას კიდევ ერთი მიემატება. როცა რადისტი მთელი ხმით გაჰყვირის კავშირზე გასასვლელად: „იხსენით ჩვენი სული!“ და ასე შემდეგ, სხვებს ჰგონიათ, რომ იგი ამაოდ ყვირის, თუმცაღა გონიერი რადისტები არ უსმენენ მათ ლანძღვას და მთელი ძალისხმევით ცდილობენ კავშირზე გასვლას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დახმარებას სთხოვენ გენერალურ შტაბს („მხსნელს“), და მაშინ მოდიან ავიაციის დიდი ძალები, ბრონირებული სატანკო დივიზია, ფლოტი და ამგვარად ხდება მდგომარეობის გამოსწორება, და არა ამ ერთეული ჯარისკაცის ბრძოლით. ზუსტად ასევე - მონაზვნების ლოცვების მეშვეობით მოქმედებენ საღმრთო ძალები, ჩვენ კი, ჩვენს დროში, როცა ბოროტებამ უაღრესად იმატა, დიდად ვსაჭიროებთ საღმრთო შეწევნას.
ბერი პაისი ათონელი

მონოზვნები, რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი, უფრო სიყვარულუხვი მამები არიან, ვიდრე ხორციელი მშობლები და უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ყველაზე მრავალშვილიან მამას, რამეთუ ყველა საღმრთო ქმნილებას ისინი თავიანთ შვილებად და ძმებად მიიჩნევენ და თანაგრძნობით ლოცულობენ, რომ თითოეულმა მათგანმა თავის დანიშნულებას მიაღწიოს - ღმერთთან მიახლოებას.
ბერი პაისი ათონელი

მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავიანთ შვილებს, როცა მათ ღმერთი მონოზვნობისაკენ უხმობს, რამეთუ ეს მისია უაღრესად დიდია და იმაზე მეტია, რასაც თვითონ სწირავენ ღმერთს საკუთარი მისიით. ერისკაცები გარკვეულ დროს დადიან ეკლესიაში და ღმერთს დიდი ან პატარა სანთლის დანთებას აღუთქვამენ. მონოზონი კი ყოველღამ ფხიზლობს ეკლესიაში და მთლიანად საკუთარი თავი აღუთქვა ღმერთს; მისი სიყვარულით არის ანთებული, მას ადიდებს და მადლობას სწირავს როგორც თავისთვის, ასევე მთელი ერისთვისაც.
ბერი პაისი ათონელი

სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
ბერი ამფილოქე

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი


http://www.orthodoxy.ge/mamebi/monazvnoba.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კავკასიელი
პოსტი May 13 2008, 07:37 PM
პოსტი #272


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 147
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 677



ციტატა(david the iverian @ Jul 30 2006, 10:24 PM) *

რას იტყვით ამ ხალხზე... ქრისტეზე შეყვარებულნი თუ ერისგან გაქცეულნი...


ქრისტეზე შეყვარებულნი რაღა თქმა უნდა. ვინც ასე არ ფიქრობს ძალიან, ძალიან ცდება.


ციტატა(david the iverian @ Jul 30 2006, 10:24 PM) *

ზოგი ფიქრობას, რომ მონასტერში ცოდვებისგან გაწმენდილი უნდა წავიდეს ადამიანი


თუ "ცოდვებისგან განწმენდილი" ხარ მაშინ ან მონასტერში რა გინდა ან ერში


ციტატა(david the iverian @ Jul 30 2006, 10:24 PM) *

რას ფიქრობთ შესაძლებელია ადამაინი ცხონდეს თუ სამონაზვნო წესით არ ცხოვრობს...


ცხონება ყველგან შესაძლებელია ერშიც, მონასტერშიც, მთაშიც, ბარშიც, უდაბნოშიც ...
აქ მთავარი ადგილმდებარეობა არ არის, აქ მთავარი ისევ და ისევ გულია, გული.


--------------------
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2008, 11:17 AM
პოსტი #273


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქარელის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრისტი სტეფანე (კორინთელი)

/ნაწყვეტი ინტერვიუდან/


- მამაო, თქვენი სულიერი შვილები იყვნენ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი ილარიონი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე, ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი, ბოლნელი ეპისკოპოს ეფრემის მოძღვარი კი დღემდე ბრძანდებით...


- ქრისტიანული სიხარულით მიხარია, რომ ღმერთმა ღირსმყო, ამ ოთხ ადამიანს - ოთხ მღვდელმთავარს სულიერად დავკავშირებოდი. უფალმა ინებოს, უფრო მეტი კარგი სასულიერო პირი ჰყავდეს ჩვენს დედაეკლესიას.

ბერობა თავგანწირვაა, უნაპირო თავგანწირვა. თუ თავგანწირვა არ შეგიძლია, სიყვარულიც არ შეგძლებია, რადგან სიყვარული თავგანწირვის გარეშე წარმოუდგენელია. ბერობა მოყვასისთვის თავდადებაა. თუ ეს არ შეგიძლია, ბერობაზე არც უნდა იფიქრო.

გვირგვინი ბერობისა - თავმდაბლობაა. წილად მხვდა ბედნიერება, წავსულიყავი აფხაზეთის უდაბნოში (სოხუმიდან ორმოც კილომეტრზე) და XX საუკუნის განდეგილი ბერები მენახა, ისეთი ბერები, რომელთაც ეპისკოპოსები ხელზე ემთხვევიან, 46 წელი მარტოდმარტო რომ იღწვიან უდაბნოში.

ნამდვილი ბერი თავის სახეს არასოდეს ანახებს, სულიერ სამყაროში არავის ჩაახედებს, იმ სამყაროში, რომელსაც წლების განმავლობაში ელოლიავებოდა და ცრემლიანი ლოცვითა და მარხვით შექმნა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2008, 01:38 PM
პოსტი #274


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა მეუფე იობმა მაკურთხა, ასეთი რამ თქვა - წინამძღვარს უნდა დაემორჩილოთ ყველაფერში, გარდა ათი მცნების საწინააღმდეგოსი, მაშინ შეიმოსებით მართალი ბერ-მონაზვნური ღვაწლით."

ბერდიაკონი იოანიკე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2008, 02:40 PM
პოსტი #275


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როცა მამა ხარლამპემ (ათონელი, +2000) ეს სოფელი დატოვა, ყველაზე ძალიან დედა ენატრებოდა. დაემხობოდა ღვთისმშობლის ხატის წინ, ევედრებოდა, ეს მონატრების გრძნობა ჩამიქრე - ახლა შენ ხარ ჩემი დედა. მხოლოდ შენ გეძიებ და შემეწიეო.

უფლის დედის დახმარებით მამა ხარლამპემ გაუძლო და დაითმინა მონატრება და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ დედა წერილებში ევედრებოდა, - შვილო, ურანოპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო.

სანამ მისი მოძღვარი, მამა იოსებ მღვიმელი გარდაიცვლებოდა, ამ თხოვნას ყურს არ უგდებდა, მერე კი მისწერა, - დათქმულ დროს თესალონიკში შევხდეთ ერთმანეთს, ოღონდ იმ პირობით, თუ მონაზვნად აღიკვეცებიო.

"ვიცოდი, რომ დედაჩემი მუდამ მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ მისთვის ბუნებრივი იქნებოდა ანგელოზის სქემა," - ჰყვებოდა მამა ხარლამპე. ასეც მოხდა, დედამ თესალონიკში შვილი ინახულა, პირობისამებრ მონაზვნად აღიკვეცა და მერე აღარსოდეს უნახავს თავისი ხარლამპე.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2008, 01:31 PM
პოსტი #276


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამოციქულოში ნათქვამია, "რაჟამს მოგიწოდოთ უფალმა, ნუ განიფიცხებთ თქვენს გულებსო." უფალი მონაზვნობის მსურველს თავის კარამდე მაინც მიიყვანს, მაგრამ არა ისე, როგორც თავიდან მოუწოდა - მსუბუქად, არამედ განსაცდელების გზით მიდიან ხოლმე ხშირად ასეთი ადამიანები.

თუ მართლა არჩევანის წინაშე დგებიან და გრძნობენ, რომ უფლისგან მიცემული აქვთ მონაზვნობის ნიჭი, თავიდანვე უნდა გადადგან ეს ნაბიჯი და როგორც მსუბუქი ტვირთი, ისე ზიდონ
."

/დედა მატრონა (სხირტლაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2008, 04:24 PM
პოსტი #277


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნური გამოცდილების მთელი სიღრმე ამ სიტყვებითაა გადმოცემული:

"არ ეცემა მხოლოდ ის, ვინც უკვე დაცემულია, ხოლო ვინც დგას, შესაძლოა დაეცეს კიდეც, მაგრამ შეუძლია ადგეს..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
galateli
პოსტი May 27 2008, 04:38 PM
პოსტი #278


ugirsi shvili
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 90
რეგისტრ.: 27-February 08
წევრი № 4,039



აუუუუუუ მაგარია რაააააა. როგორ გამოვხცატო ემოციები არ ვიცი jump.gif jump.gif toast.gif thumbs.gif bye1.gif hi.gif hello.gif hehe.gif cocxali.gif dans2.gif :


--------------------
ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ. (თეს.I; თავი I;მუხლი8;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Jul 11 2008, 10:42 AM
პოსტი #279


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



რა კარგი თემაა... ძაან მიყვარს მონაზვნები... მათ გვერდით თავს განსხვავებულად ვგრძნობ... მათ გვერდით კი არა მათ სურათებსაც რომ ვუყურებ მაშინაც... რა საყვარლები არიან???!!! ღმერთმა ყველა გააძლიეროს და ღირსეულად ეტარებინოთ ეს მძიმე ჯვარი... მაგათი ლოცვით ვარსებობთ!!!:wub:


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2008, 02:01 PM
პოსტი #280


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადგილი კი არ განწმენდს ადამიანს, არამედ ადამიანი ადგილს. სადაც მონაზონია, იქ მონასტერია. იცხოვრეთ მონაზვნურად და მონასტერიც ეგ არის."

/სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 9 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 12:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი