IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

118 გვერდი V « < 114 115 116 117 118 >  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 25 2019, 11:55 AM
პოსტი #2301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერისთვის საქმე და საზრუნავი პირველ ადგილზეა, ხოლო ლოცვა - მეორეზე, მისთვის მუშაობაა უფრო მნიშვნელოვანი და არა ლოცვა. ეს კი ამპარტავნებისა და ღვთის უსიყვარულობის ნიშანია. საქმე, რომელიც სრულდება, მაგრამ სულიერად ძარცვავს შემსრულებელს, კურთხეული არ არის. თუ ყურადღებას უპირველესად სულიერებას მივაპყრობთ, ღმერთი ყველაფერს მოაგვარებს.

თუ ბერები დღესასწაულებს ისე არ მოვეკიდებით, როგორც საჭიროა, ერის ადამიანებმა რაღა ქნან? თუ ჩვენ არ შევასრულებთ სულიერ მოვალეობებს და შემწეობას წმინდანებს არ შევევედრებით, ვინღა შეევედრება მათ? ასე რომ, ჩვენ სიტყვით კი ვამბობთ, რომ ღმერთზე ვართ მინდობილნი, მაგრამ სინამდვილეში მისი ნდობა არ გვაქვს. თუ ბერულად შემოსილნი პატივს არ ვცემთ წმინდა კანონებს, ყველაფერს ვთელავთ და ვარცხვენთ, რაღა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას?“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2019, 11:59 AM
პოსტი #2302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრება არის ქრისტიანული მაქსიმალიზმი, სურვილი, რომ მთლიანად მიუძღვნას ადამიანმა თავი ღვთისადმი მსახურებას. ეს არის სულიერი ძალების კონცენტრაცია ყველაზე მთავარზე და სურვილი, რაც შეიძლება ღრმად შეასრულოს მცნება - გიყვარდეს ღმერთი ყოვლითა გულითა შენითა“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2019, 11:14 AM
პოსტი #2303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ყველა მონასტერს, ჩვენც გვაქვს მონასტრული ტიპიკონი. დილით ოთხ საათზე გვაქვს ცისკრის ლოცვები, შემდეგ მოდის წირვა. ცხრა საათზე ტრაპეზია, რასაც მოსდევს მორჩილებები. სხვადასხვა საჭიროებისთვის ვშრომობთ. ოთხის ნახევარზე ზარი მოგვიხმობს ტაძარში, ოთხ საათზე კი იწყება მეცხრე ჟამნი, მწუხრი. ტრაპეზი გვაქვს, შემდეგ სერობა. მერე პირად კანონებ ვასრულებთ. ყოველ დღესასწაულებზე და კვირაობით ღამისთევით ვწირავთ.

როგორი ძალაც გვაქვს, როგორი რწმენა და მოშურნეობაც, ისე ვემსახურებით უფალს. კარგი იქნება, უფრო მეტი რომ გვქონდეს.

დღესასწაულებზე მონასტერში ფიზიკურად არ ვმუშაობთ, უქმე გვაქვს, რათა შევიგრძნოთ დღესასწაულის სიდიადე. ადამიანი ამქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ უფალი შეიცნოს. მარტო იმიტომ კი არა, რომ ჭამოს და სვას. ასე ხომ პირუტყვებიც იქცევიან.

ჩვენ ყველასგან, პირუტყვებისგან და სხვა არსებებისგან, იმით განვსხვავდებით, რომ უკვდავი სული გვაქვს. ვართ ჭეშმარიტი ღვთის აღმსარებელნი და გვაქვს გზა მოცემული ღვთისგან, რომ ვცხონდეთ, გადავრჩეთ, უფალთან მივიდეთ. სოლომონ ბრძენი ამბობს, ყველაფერი მქონდა - ქონებაც, სიმდიდრეც და ყველაფერი დრომ წაიღოო. ამბობს: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს". ჩვენ ამაოებაზე მაღლა უნდა დავდგეთ, რათა შევიცნოთ უფალი და ვემსახუროთ.“

/მამა გიორგი ედილაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2019, 12:18 PM
პოსტი #2304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ბერი თავის ცხოვრებას ღმერთს მიანდობს, ღმერთი აუცილებლად მოუსმენს.“

/ღირსი პაისი ათონელი/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2019, 12:01 PM
პოსტი #2305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ანგელოზებრივი სახის შემოსვის შემდეგ ახალაღკვეცილი ბერი - დიდსქემოსანი ერთი კვირის განმავლობაში დაყუდებული უნდა იყოს. ეს დაყუდების დღეები მეტად ეხმარება მას შემდგომში - ღვთის მადლი უვსებს სულს და ხვდება, რა აღსრულდა მასზე.”

/წმინდა პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2019, 10:36 AM
პოსტი #2306


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქრისტიანები ცდილობენ, ყველა საქმე ლოცვით შეასრულონ. მონასტრებში კი ნებისმიერი საქმის აღსრულების დროს ლოცულობენ, მით უმეტეს, როდესაც ხდება საბარძიმე ღვინის დაყენება, საქმე ეხება მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო პროდუქტს, ღვინოს და პურს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მსხვერპლშეწირვას“.




--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 3 2019, 01:18 PM
პოსტი #2307


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერისკაცი, რომელიც თავის გულისთქმას უჯერებს, ჭკუაზე გადადის. მონაზონი კი ხიბლში ვარდება. ბერმა აბები არ უნდა მიიღოს, აბები მისთვის სინანული და სიმდაბლეა. რაც შეეხება ფსიქოტროპულ საშუალებებს, ისინი ზოგჯერ სასარგებლოა. მათი მიღების შემდეგ მოხიბლული ადამიანი დაღლილობას გრძნობს, რული ერევა, მადა ემატება და უკვე უსხეულო ანგელოზად კი არ აღიქვამს თავს, არამედ ხორციელ ადამიანად“.

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2019, 11:09 AM
პოსტი #2308


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“როგორ არ მოწყდებოდა მიწას, როცა მან ყოველივე მიწიერი მოიწყვიტა“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2019, 12:32 PM
პოსტი #2309


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“- ადგილმდებარეობა განსაზღვრავს ლოცვით განწყობას?

- თითქოს არ უნდა განსაზღვრავდეს, მაგრამ ბერები გარემო ფაქტორზე მაინც ვართ დამოკიდებულნი. შინაგან სიმშვიდეს თუ ვერ მიიღებ, ვერც იმ ადგილას გაჩერდები. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სურვილი და განყობაცაა. აქედან გამომდინარეა მონასტრებიც.

ჩვენი მონასტრის [დიღმის მღვიმევი] სახით დედა ეკლესიას კიდევ ერთი მონასტერი შეემატა... ადგილმა იმხელა ძალა მოგვცა, მონასტერი ავაშენეთ. მონასტერი კიდევ იმხელა ძალას მოგვცემს, სხვა დანარჩენიც შევმატოთ“.

/არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2019, 11:46 AM
პოსტი #2310


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ძველად, როდესაც მონასტრებში სამი ათასი კაციც კი ცხოვრობდა, ყოველდღიური წირვისთვისაც ათეულობით ლიტრი ღვინო იყო საჭირო, ამიტომ ზვრებიც ცალკე ჰქონდათ გაშენებული საბარძიმე ღვინის დასაყენებლად“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2019, 12:11 PM
პოსტი #2311


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონასტერში ყოფნისას გავიცანი დედა მარიამი (გიგინეიშვილი), ხოლო დედა დომენიკას (ხონელიძე) მონასტერში მისვლამდეც კარგად ვიცნობდი. დედა დომენიკა არ იყო მონასტრის იღუმენია, მაგრამ მასთან ინახებოდა წინამძღვრის ჯვარი, ის ჯვარი, რომელიც წარსულში არაერთი ღირსეული იღუმენიას მფარველი გახლდათ.

მას დიდი და მოსიყვარულე გული ჰქონდა. მონასტერში მისულ ყველა სტუმარს სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, ჩაისა და პურის გარდა, არაფერი ებადა, იმდენად სტუმართმოყვარე იყო, მასთან შეხვედრით ყველანი კმაყოფილნი რჩებოდნენ.

მის სენაკში ყოველთვის პიტნის სურნელი იდგა. გულღიად და სულიერი სიმშვიდით შემოთავაზებული ჩაის გემო არასოდეს დამავიწყდება. მიუხედავად სიბერისა, დედა დომენიკა შუაღამის ლოცვას არასოდეს ტოვებდა. როცა გარდაიცვალა, გამოსათხოვებლად უამრავი მოსამძიმრე მოვიდა.

დედა მარიამი პატარა ტანისა იყო, მაგრამ სულით მდიდარი და გაუტეხელი, დიდებული მედავითნე და მგალობელი. სიდაბლის გამო საწიგნობელს ვერ სწვდებოდა, ამიტომ პატარა სკამზე შემდგარი კითხულობდა და გალობდა. ერთხელ მიამბო:

"13-14 წლისა მომიყვანეს მშობლებმა თეკლათში, ქალთა სასულიერო სასწავლებელში. იმხანად ხშირად ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს, ვესაუბრებოდი მონაზვნებს. ისე შემიყვარდა მონასტრული ცხოვრება, გადავწყვიტე, საბოლოოდ აქ დავრჩენილიყავ და ღვთის შეწევნით გავხდი მონაზონი".

ერთ დილას სახლის კუთხეში მორიელი შევნიშნე. შეშინებული გავიქეცი. ლამაზად გაეცინა და მითხრა, - შვილო, ამ მონასტერში სამასამდე მონაზონს უმოღვაწია, მაგრამ არ მახსოვს, მორიელს რომელიმე დაეკბინოსო.

ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. ძალიან დამწყდა გული, დიდი მადლის მატარებელი ადამიანი იყო.

ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სპეტაკ სულს და ყველა იმ მონაზონს, რომელთა ღვაწლით მტკიცედ დგას თეკლათის დედათა მონასტერი".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2019, 11:33 AM
პოსტი #2312


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მძიმეა ბერობის უღელი, მაგრამ სანატრელიაო".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2019, 10:56 AM
პოსტი #2313


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“იუდეის უდაბნოში გამორჩეული მონასტერია წმინდა საბას ლავრა, რომელიც ღირსმა საბამ 502 წელს დააფუძნა. ეკლესია იყო დიდ მღვიმეში. მცირე ხნის შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანემ, იხილა რა წმინდა საბას სათნოებანი, მონასტერი გალავნებითა და ციხეებით გარშემოზღუდა.

ღირსი მამის ლოცვით მრავალი სასწაული აღსრულდა. ლავრის შუაგულში წყარომ ამოხეთქა, გვალვის დროს უხვი წვიმა მოვიდა, იკურნებოდნენ სნეულნი და ეშმაკეულნი. წმინდა საბას ლავრა ხუთი ათასზე მეტ მონაზონს იტევდა იმათ გარდა, ვინც გარშემო მღვიმეებში მოღვაწეობდა. დამფუძნებლის ანდერძით, ლავრაში შესვლა ქალებს აეკრძალათ და ამ წესს დღემდე იცავენ.

საბა განწმენდილის მონასტერი ერთ დროს ქართველების იყო. საოცარია - იქ მოღვაწე მამებს დღემდე ძალიან უყვართ ქართველები. საბა განწმენდილის ლავრაში წმინდანის უხრწნელ სხეულთან მხოლოდ მამაკაცებს უშვებენ. ეს სიწმინდეები ბერებს მომლოცველი მანდილოსნებისთვის გარეთ გამოაქვთ და ამთხვევინებენ. წმინდა საბა განწმენდილის კანდელის ზეთს და მირონს სჩუქნიან.

იქ არის კიდევ საბა განწმენდილის მიერ დარგული პალმა, რომელიც VII საუკუნიდან ხარობს. საბა განწმენდილის პალმის რტოს საოცარი ძალა აქვს. უშვილო ცოლ-ქმარი 40 დღე თუ იმარხულებს და მერე პალმის ჩაის დალევს, შვილი ეძლევა. იქაურ მამებს აქვს პალმის რტოთი შეძენილი უამრავი ბავშვის სურათი. იქ მოღვაწე მამები ძირითადად ბერძნები არიან. ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ამას გამოხატავენ კიდეც”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 10 2019, 12:46 PM
პოსტი #2314


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“შეიმოსა სახე მონაზონებისაი“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 11 2019, 11:07 AM
პოსტი #2315


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“შენ [არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია)] ღმერთმა იმითაც გამოგარჩია, რომ შენღა იყავი ერთადერთი იმ ქართველ ბერთაგან, ვინც ბერად აღკვეცილი იყავი ქართველივე ბერის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული აღკვეცის კურთხევის მფლობელი იყო და ესრეთ შენს მიერ შემონახულ იქმნა ქართულ ეკლესიაში და განმრავლდა ძველქართველთა ბერული კურთხევის მომდინარეობა.

შენგან ვისწავლე მე სისრულით მართლმადიდებლური წირვა-ლოცვის ტიპიკონი, ბერული ლოცვების კანონი და უკეთუ ახლა ჩემს მიერ სხვანი მიიღებენ ცოდნას, ამ მადლის დიდი წილი შენ მიგიძღვის.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2019, 12:00 PM
პოსტი #2316


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი - ეს არის ცხოველი წყარო, საიდანაც ადამიანები იღებენ დახმარებას, ძალას და სიმშვიდეს“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2019, 10:45 AM
პოსტი #2317


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მებაღე მონაზონი. ყმაწვილი ვიყავი, კავსოკალივაში მამებთან ცხოვრება რომ მოვინდომე. იქ კვირა დღეს მივედი. ორშაბათს, სისხამზე, ზეთისხილის საკრეფად წამიყვანეს - ოქტომბერი იდგა და მთელი ძმობა ამ საქმით იყო დაკავებული.

მითხრეს, ტრადიციით, მთაწმინდაზე მისულმა მორჩილმა მებაღედ უნდა იმუშაოსო. ბაღი მთელი მონასტრის მომმარაგებელია. სტუმრების წვევისას მესტუმრეთუხუცესი მებაღეს სთხოვს, სამასპინძლოდ მისცეს ფორთოხალი, ლიმონი, ატამი ანდა სხვა რამ წლის იმ დროის შესაფერისი ხილი. ამიტომაც ყველა მონაზონმა უნდა იცოდეს მებაღეობა.

მე კი უდიდესი მეცნიერების - მონასტერში მონაზვნური ცხოვრების შესწავლა დავიწყე. მამებმა მაჩვენეს წმინდა მამათა წიგნებში დაცული პირველი მცნება - მიწის დამუშავებისა, რომელიც ჩვენს პირველ მამას, ადამს მისცა ყოვლადსახიერმა ღმერთმა.

ურჩობის მერე იგი მიწისმხვნელი გახდა და მიწის ნაყოფს უკვე მძიმე შრომით იღებდა. მხოლოდ მიწის ნაყოფით იკვებებოდნენ ნოემდე, რამეთუ წარღვნამდე ხორცს არ ჭამდნენ. მათ მითხრეს: "მამა ქრისტო, ამის შესახებ დაწვრილებით აღარ მოგიყვებით, რადგან მომავალში შენ თვითონვე წაიკითხავ..."

მონაზვნობის მოთავენი პატარა წყაროს პოულობდნენ, რამდენიმე კვალ ბოსტანს გააშენებდნენ, ამით იკვებებოდნენ და აღწევდნენ წმინდანთა საზომს. მონასტრის ქტიტორის, წმინდა სვიმეონის მღვიმეში ნახავ ამ წმინდანის მიერ ნაკურთხ ნაკადულს და მცირე ბოსტანს, იქ მოწეული ბოსტნეულით ირჩენდა თავს. გაიზრდები და უკეთესად გაიგებ.

აქ დაფარულად მოვიდა იოსები, ძე სერბთა მეფის, უგლეშისა. მას სამუშაო ბაღში მიუჩინეს. 6 წელი მებაღეობდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაიგეს, რომ უფლისწული იყო. მონასტრის მებაღედვე მოკვდა.

ხედავ იმ ტანდაბალ, სახეგაბრწყინებულ პაპას? ის სხვა ადგილას აღკვეცეს. ამერიკაში მთელი თავისი ქონება გაყიდა და მოწყალებად გასცა. მოვიდა აქ და ითხოვა, წმინდა სვიმეონის მღვიმის სიახლოვეს კელიის აგების ნება მომეცით, ქვით კი არა, ზეთისხილის მორებით ავაგებო. ნეტარმა მოძღვარმა, დაფარულმცოდნელმა მამა ნეოფიტემ აკურთხა იგი. ისიც ასე მოიქცა, ხოლო რით ირჩენს თავს, მხოლოდ თვითონ იცის. ზედმეტი მოსავალი საავადმყოფოში მიაქვს. ტაძარში შემოდის და წირვის შემდეგ სხვებზე ადრე მიდის, არავის შეხედავს - თავისი სათნოებები ხომ საიდუმლოდ შეინახა.

იმ ქედზე, იოანე ღვთისმეტყველის სავანესთან, მშვენიერი ლობიო მოჰყავს და ყველა განდეგილსა და მეუდაბნოეს ურიგებს. ისინი მადლობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი წყალობისთვის და მამებს - შრომისთვის. შენ თუ მებაღეობა არ მოგწონს, აკრიფე შენი ნივთები და წადი მონასტრიდან.

მონასტრიდან წმინდა ანას სკიტში წავედი. იქ მითხრეს: - აქ მიწას ხნავენ, თუ ნათესს არ მორწყავ, დასალევ წყალსაც არ მოგცემენ - თუ არ ისწავლი მებაღეობას, სკიტში გაჩერებას ვერ შეძლებო.

სკიტში არაფრის მეშინოდა, მაგრამ ზეთისხილიანი კალათების თრევა არ მიყვარდა. ამის მერე ბეჭები მტკიოდა ხოლმე. ნეტარხსენებული მოძღვარი, რაც შეეძლო, მამხნევებდა.

თქვენ მეკითხებით და მე გპასუხობთ, თქვენ კი მოიქეცით ისე, როგორც გნებავთ. რამდენი წელია ამის შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან მეშინოდა, ახალგაზრდა ათონელები საცდურში არ ჩამეგდო.

მაგრამ როცა ამის შესახებ მკითხა ერთ-ერთი მონასტრის იღუმენმა, მაგალითად მოვუყვანე დიონისეს მონასტრის იღუმენის მოადგილე მამა გაბრიელი, რომელიც 90 წლისაც კი მიწას ბარავს. ვისაც მონაზვნობა უნდა, დაე, ისწავლოს მებაღეობა, ამ საქმეს დღეში ერთი საათი მაინც დაუთმოს, თორემ ისე ვერ ისწავლის მონაზვნობას, როგორც საჭიროა. როცა დაინახავს მონასტერში გაზრდილ პომიდორსა და კიტრს, აღივსება სიხარულით და სითბოთი.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 14 2019, 12:59 PM
პოსტი #2318


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნად აღკვეცის გადაწყვეტილებას ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ იღებს. აღკვეცის დროს მრავალ მოთხოვნას უყენებენ ამ გზაზე შემდგარს. მაგალითად, "განსწმიდე თავი შენი ყოვლისაგან მწიკვლოვანებისა ხორცთასა და სულისა. ჰქმენ სიმდაბლე... უვნებელ იქმენ სოფლისა ამის ჩვეულებისგან, მღვიძარებასა შინა - ნუ მცონარ, საცთურთა შინა - ნუ სულმოკლე, მარხვასა შინა - ნუ უსასო..." საბოლოოდ კი ყოველივე ეს სამ აღთქმაში იყრის თავს. ესენია მორჩილება, ქალწულება და უპოვარება."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2019, 11:41 AM
პოსტი #2319


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ბერობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. იგი მონაზვნობაზე მაღლა დგას. შეიძლება ადამიანი ისე დაბერდეს მონაზვნად, რომ ვერ მიაღწიოს ბერობის საფეხურს.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 16 2019, 11:11 AM
პოსტი #2320


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სიტყვა "მონაზონი" ბერძნული წარმოშობისაა. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: "მონოს" და "ზოინ". "მონოს" - მარტოს ნიშნავს, ხოლო "ზოინ" - ცხოვრებას. მონაზონი არის ადამიანი, რომელიც მარტო მყოფობს, მარტო ცხოვრობს. აქედან წარმოდგება წმინდა ანტონი მარტომყოფელისა და წმინდა დავით გარეჯელის ზედწოდებანი - "გარესჯა" სოფლიდან გასვლას, სოფლის გარეთ ყოფნას ნიშნავს.”



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

118 გვერდი V « < 114 115 116 117 118 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2019 - 04:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი