IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

118 გვერდი V « < 116 117 118  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 7 2019, 02:26 PM
პოსტი #2341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მონაზვნად აღკვეცის დროს იბადება ახალი ადამიანი. მიეტევება თუ არა მას განვლილი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ყველა ცოდვა?

- ზრდასრულმა ადამიანმა, ვიდრე ნათელს იღებს, აუცილებლად უნდა გაიაროს კატეხიზაცია. კატეხიზაციის პერიოდში იგი უნდა ამბობდეს აღსარებას და ინანიებდეს განვლილი ცხოვრების მანძილზე ჩადენილ ცოდვებს. ნათლობის დროს მას ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც მოძღვრის წინაშე წარმოუთქვამს. ასევე მონაზვნად აღკვეცის დროს ადამიანს მიეტევება ყველა ის ცოდვა, რომლებიც მას მანამდე აღსარებაში უღიარებია. ის ძველი ადამიანი, რომელმაც ეს ცოდვები ჩაიდინა, კვდება და იბადება ახალი, რომელსაც ამის დასტურად ახალ სახელს (რომელიმე დიდი წმინდანის სახელს) არქმევენ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2019, 05:38 PM
პოსტი #2342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რა სიმბოლური დატვირთვა აქვს აღკვეცის დროს თმის შეკვეცას, მაკრატლის სამჯერ გადაგდებას აღსაკვეცისათვის და შემდეგ მის მოტანას?

- მაკრატელი ადამიანის ამქვეყნიურ საქმიანობას, ხელსაქმეს უკავშირდება. მისი გადაგდებით მოძღვარი კიდევ ერთხელ შეახსენებს აღსაკვეცს, რომ იგი შორდება ამქვეყნიურ ცხოვრებას. აღსაკვეცმა მაკრატელი უკან უნდა დააბრუნოს.

წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს ის ეტაპია, როდესაც იგი უკანასკნელად უნდა დაფიქრდეს, დარჩეს თუ არა მონასტერში. თუ მაკრატელს აღარ დააბრუნებს, ეს ნიშნავს, რომ მან უარი თქვა მონაზვნობაზე და მას შეუძლია, უკან, ერში დაბრუნდეს, მაგრამ თუ სამივეჯერ დააბრუნა, ის მონასტერში რჩება და ამ მაკრატლით თმას კვეცენ, რაც იმის მაუწყებელია, რომ მაცხოვარმა იგი დანიშნა, თავისი ბეჭედი დაადო".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2019, 09:47 AM
პოსტი #2343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- აღკვეცის დროს საგანგებო ლოცვები იკითხება. აგრეთვე იკითხება საკითხავი სამოციქულოდან და სახარებიდან. რა შინაარსის გამომხატველია ეს საკითხავები?

- ამ ლოცვებით აღმკვეცელი აღსაკვეცს შეახსენებს: ძალას არავინ გატანს, ეს გზა შენი ნებით აირჩიე და თუ აირჩიე, მაშინ კეთილი ინებე და კეთილად ემსახურე შენს საქმესო. სამოციქულოს საკითხავში კი ნათქვამია, რომ აქ ბრძოლა მიმდინარეობს არა ხილულ, არამედ უხილავ მტერთან, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, ებრძვის ადამიანს.

ლოცვებში აღმკვეცელი შესთხოვს უფალს, მოხედოს და შეეწიოს ახალშემომატებულ ძმას ან დას."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2019, 02:08 PM
პოსტი #2344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- აღკვეცის დროს მონაზონს შემოსავენ მანტიით, კუნკულ-ბარტყულით, სანდლებით; აძლევენ სარტყელს, საბეჭურს, სკვნილს, სანთელს. რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათგანს და როგორ უნდა მოეპყრას მათ მონაზონი?

- საბეჭური ტილოზე ამოქარგული ჯვარია. აქვეა გამოსახული ჯვარცმის ელემენტები: ლურსმანი, ჩაქუჩი, მამალი, რომელმაც პეტრე მოციქულს მაცხოვრის სამგზის უარყოფა ამცნო. და რაც მთავარია, საბეჭურზე ამოქარგულია სიტყვები: "საწერტელნი უფლისა ჩემისა იესო ქრისტესნი ბეჭთა ჩემთა ზედა მიტვირთავს". ეს ნიშნავს, რომ მონაზონი ნებით იტვირთავს ვნებას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარზე განიცადა. საბეჭურს მონაზონი მთელი სიცოცხლე ატარებს.

მანტია ერთგვარი სუდარაა, რომელიც გამუდმებით შეახსენებს მონაზონს, რომ ის ამ სოფლისთვის მკვდარია. ამავე მანტიაში წარიგრაგნება მონაზონი, როდესაც გარდაიცვლება. კუნკულ-ბარტყულიც კუბოს განასახიერებს. ადრე მონაზონს მანტიაში წარგრაგნილს, კუნკულ-ბარტყულით, კუბოს გარეშე კრძალავდნენ აკლდამაში.

სანდლები მონაზონს ეძლევა "ჭეშმარიტების გზაზე წარსამართებლად". სკვნილი მონაზვნის ბეჭედია. როგორც სასიძო - პატარძალს, ასევე ნიშნავს უფალი თავისი ბეჭდით მონაზონს, ოღონდ ეს სულიერი ქორწინებაა. სკვნილზე მონაზონი იესოს ლოცვას ამბობს.

როდესაც მონაზონს სანთელს აძლევენ, ასეთ სიტყვებს ეუბნებიან: "ჰრქუა უფალმან, ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა". სანთელი სიმბოლურად ადამიანის წვას განასახიერებს. როგორც სანთელი იწვის, ასევე უნდა იწვოდეს მონაზონი ღვთის სიყვარულში.

როდესაც ჯვარს აწვდიან, იკითხება შემდეგი სიტყვები: "თქუა უფალმან, უკეთუ უნდეს ვინმეს შემოდგომა ჩემი, უარყავნ თავი თვისი, აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე". ჯვრის ტვირთვა ქრისტეს გზაზე შედგომას ნიშნავს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2019, 11:34 AM
პოსტი #2345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ზოგიერთი მონაზონი განსაკუთრებულ ღვაწლს იდებს თავს...

- თითოეული მონაზონი დიდი მარხვის დროს რაღაც ღვაწლს იღებს, რომელიც არასოდეს არავის უნდა გაუმხილოს. მაგალითად, უწმინდესი ეფრემ II (სიდამონიძე) ატარებდა რკინის საბეჭურს, რომელიც რკინისავე ჯვარზე ჯაჭვით იყო დამაგრებული და მას თეთრი პერანგით ფარავდა. ერთხელ, მუშაობისას, უწმინდეს ეფრემს პერანგი დაუსველდა, ჟანგი პერანგზე გადავიდა და ამით გაცხადდა მისი ღვაწლი. შემდეგ მან ეს ღვაწლი შეწყვიტა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2019, 11:47 AM
პოსტი #2346


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- აუცილებელია თუ არა, მონაზონი მუდმივად მონასტერში ცხოვრობდეს?

- თუ მონაზონს აქვს ქალაქში ყოფნის ლოცვა-კურთხევა და შესაბამისი მორჩილება, ქალაქში უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, მონასტერში ყოფნა ევალება."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2019, 10:50 AM
პოსტი #2347


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი მონაზონი გათხოვდა და მერე ოლღას მონასტერს ეწვია. დედა ანგელინამ ის თავის კელიაში მიიღო. დედაკაცმა უთხრა: - სულ ვნანობ, რაც ჩავიდინეო. იღუმენიამ უპასუხა: - რომ ინანიებდე, მონასტერში დაბრუნდებოდი, თუნდაც შიშველი ფეხებით მინის ნამსხვრევებდაფენილ გზაზე მოგწეოდა გამოქცევაო.

ერთხელ ამ დედაკაცმა ისევ ჰკითხა იღუმენიას, გეჯავრებიო? მან უპასუხა: - მე არ მეჯავრება ღვთის ქმნილება, მაგრამ ეშმაკს, რომელმაც გაცდუნა, იმას კი სძულხარ და დაგცინისო.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 16 2019, 01:09 PM
პოსტი #2348


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- სამწუხაროდ, ოჯახში გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს. ხანდახან თავის მოკვლასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, მეტი გამოსავალი არ მაქვს, მინდა, ეკლესიაში წავიდე და მონაზვნად აღვიკვეცო. თქვენ რას მირჩევთ?

- რაც უნდა გაუსაძლისი მდგომარეობა გქონდეთ, მონაზვნად წასვლა გამოსავალი არ არის. ეს არ არის ცხელ გულზე მისაღები გადაწყვეტილება. მონაზვნობას სჭირდება შემზადება, თავდაპირველად ეკლესიაში სიარული, ქრისტიანულად ცხოვრება. მცირე ხნით მონასტერში წასვლაც. ამით გამოცდით საკუთარ თავს, რამდენად შესძლებთ ასეთ ცხოვრებას. ხოლო, ხართ თუ არა მზად მონაზვნობისთვის, დრო გიჩვენებთ".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2019, 01:43 PM
პოსტი #2349


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა მოეთხოვება მონაზონს დიდ სქემაში აღკვეცისას?

- დიდ სქემაში აღკვეცისას მონაზონი იმავე აღთქმას დებს, რასაც მცირე სქემაში აღკვეცისას."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 02:24 PM
პოსტი #2350


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამა, არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წიგნში, "სულიერ შვილებს - მონაზვნობის შესახებ", წერს: - "ჩემო კურთხეულო შვილებო, გააცნობიერეთ უფლის მიერ მომადლებული ნიჭი - გახდეთ მისი სასძლოები. ამიტომ განუზომელი სიმდაბლით მოდით, მიუძღვენით სული ტკბილ იესოს და გულწრფელი სიყვარულით აღუთქვით, რომ სიკვდილამდე მისი სიყვარულის ერთგულნი დარჩებით...

ეს წმინდა თავის მიძღვნა ღვარძლიან ეშმაკს გააშმაგებს და თქვენ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბამს. თქვენ ნუ შეშინდებით, რადგან შემწედ საყვარელი იესო გეყოლებათ. გამხნევდით და ნუ გეშინიათ: უფალი უხილავი ხელით უხილავ მტრებს შემუსრავს. ღვთისა და წინამძღვრების მიმართ რკინისებრი რწმენა და სრული მორჩილება გქონდეთ და ღვთის შეწევნა და მათი ლოცვა-კურთხევა სასწაულებრივად დაგიფარავთ".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 12:24 PM
პოსტი #2351


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედამიწაზე ყველაზე მეტად თქვენი სიძე - ქრისტე შეიყვარეთ, რომ ზეცაში ნეტარებდეთ. ნუ იზრუნებთ რაიმე მიწიერზე, მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, როგორ სათნოეყოთ უმშვენიერეს სიძეს - ქრისტეს, რადგან სულიერი ქორწინება საუკუნოდ გასტანს, ხოლო ამქვეყნიური - საერო ცოტა ხანს გაგრძელდება. შემდეგ კი ცხოვრების სატანჯველი, წვალება და შრომა დაიწყება.

თუკი ვინმე მონაზვნურ ცხოვრებაში გაირჯება, ყველაფრისთვის უხვ და მარადიულ სასყიდელს მიიღებს, თუმცა მშობლების, და-ძმებისა და სხვათა დამტოვებელთ ამქვეყნადაც ასწილად მოგვეგება. იესო ქრისტესმიერ კრებულს შეგვძენს, სადაც სიყვარული სულიერია, სიყვარულის მიზანი კი ჩვენს სულიერ წინსვლაშია. ხოლო ხორციელს მხოლოდ ფიზიკური და ამაო უყვარს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

118 გვერდი V « < 116 117 118
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2019 - 04:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი