IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია
Lenus
პოსტი Feb 1 2008, 09:14 AM
პოსტი #21


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2008, 04:20 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

ენა, სარწმუნოება და მონარქია

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

მსურს ჩვენს მცირე სიტყვას წავუმძღვარო წმინდა მამის - თეოდორე სტუდიელისაგან თქმული: „ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით“.

განმარტავს რა ეკლესიის მნათობი იოანე ოქროპირი გამოსვლათა წიგნს, ამბობს: ეგვიპტის მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ, ღვთის უხილავი წინამძღოლობითა და აშკარა ნიშან-სასწაულებით, ისრაელიანები გამოვიდნენ მონობის ქვეყნიდან და ძლევამოსილად მკვიდრდებოდნენ აღთქმის მიწაზე. ერთ-ერთი გადამწყვეტი შეტაკება მათსა და ამალეკს შორის ქორიბის მთის ძირას გაშლილ ველზე გაიმართა. ამ ბრძოლას კი მთის წვერიდან მოსე სჯულისმდებელი და წინასწარმეტყველი გადმოჰყურებდა. ხედავს მოსე, რომ ისრაელიანები იძლევიან ამალეკისაგან, განართხავს ხელებს, რითაც გამოსახავს ნიშს პატიოსანი ჯვრისა, ანუ იწინასწარმეტყველებს ქრისტეს ჯვარცმას და მის მიერ სულიერი ისრაელის დახსნას ცოდვის მონობისაგან.

ალბათ უწყით, რომ ეგვიპტე განასახიერებს ცოდვის ქვეყანას, ფარაონი - სატანას, აღთქმული ქვეყნისაკენ მსვლელობა არის ჩვენი მიწიერი ცხოვრება, რომლის ნამდვილი შინაარსი ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოდვასთან ჭიდილი, შეურიგებლობა მასთან და საბოლოოდ აღთქმის მიწაზე, ანუ ზეციურ სასუფეველში შესვლა; ხოლო თავად მოსე კი ქრისტე მაცხოვარს განასახიერებს, რომელმაც, ჯვარზე სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა და ზეციური სასუფევლის კარი განგვიხვნა.

ერთი სიტყვით, მოსე ხედავს, რომ ისრაელი იძლევა ამალეკისაგან, განართხავს ჯვარისსახედ ხელებს და აღავლენს უფლისადმი მხურვალე ლოცვებს. მისი ლოცვით, ღვთის უხილავი თანადგომით, ისრაელი კვლავ ძლევას მოისხამს ამალეკზე. ასე განმეორდება რამდენჯერმე. მიხვდება მოსე, რომ ჯვრის ნიშში და ლოცვაშია ძლევის საიდუმლოება, მაგრამ მოსე ადამიანია, უძლურია, ამიტომ არ ძალუძს მთელი დღის განმავლობაში ხელებგანრთხმული იდგეს. ისრაელიანთა ბანაკიდან მოუხმობს ორ ადამიანს - ორსა და აარონს, რომელზედაც იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ამათ - ორმა სამეფო საწყისს ისრაელში, ხოლო აარონმა სამღვდელო საწყისს დაუდო სათავე. აქედან გამომდინარე, ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს წმინდა მამა და ამბობს: - მაშასადამე, ქრისტეს ჯვრის ძალას, ანუ ქრისტიანობის ძალას დედამიწაზე, განამტკიცებს ორი ღვთაებრივი საწყისი: სამღვდელო - აარონული საწყისი და სამეფო საწყისი.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ერი დღეს შეიძლება შევადარო პრომეთეს, ან ფრთამოტეხილ არწივს, რომელსაც ღვთის მადლით აღუდგა ჩვენთა ღირსეულთა წმინდა მამათა მიერ ავტოკეფალია, - ეს ერთი მოტეხილი ფრთა და ღრმად მწამს, რომ აღდგება მისი მეორე ფრთაც, - მონარქია. აქვე ვფიქრობ, უადგილო არ იქნება, მოვიგონოთ ის ისტორიული სინამდვილეც, რაც დაკავშირებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვართან. თუ თქვენ გულისხმიერად განიხილავთ უძველეს ფრესკებსა და ხატებს, აი, გნებავთ, მაგალითად, სვეტიცხოვლის - დედა ეკლესიის ფრესკას, სადაც წმინდა ნინო ფრთებგაშლილი ვაზის ჯვრით ხელშია გამოხატული და არა დაშვებულით, როგორც რეალურად დღესაა იგი. ასევე, მე-17 საუკუნის შიომღვიმის წმინდა ნინოს ხატს, რომელზედაც ფრთებგაშლილი ვაზის ჯვარია გამოხატული. მრავალი სხვაც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ და მოვიგონოთ ისიც, რასაც ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიც ამბობს, თუ როგორ გაიტანეს პირველი ანექსიის წინ საქართველოდან ჯვარი ვაზისა. მთელი 40 წელიწადი ესვენა იგი ეჩმიაძინში, სასომხეთში, საიდანაც წარგზავნეს რუსეთის საიმპერატორო კარზე. ქართველი მორწმუნე საზოგადოებისა და თავად-აზნაურთა დაჟინებული თხოვნით პავლე პირველმა იგი საქართველოში მოაბრუნა - ეს უწმინდესი და უპირველესი რელიქვია მაცხოვრის კვართთან ერთად ივერიის ეკლესიისა. მაგრამ მისი ფრთები დაშვებული იყო. რას ნიშნავს ეს? ამით ღვთისმშობელმა მარიამმა უწინასწარმეტყველა თავის წილხვედრ ქვეყანასა და საზეპურო ერს, რომ საქართველოში დაიკარგებოდა, როგორც აარონული, ისე სამეფო საწყისი. მართლაც, რა მოხდა რეალურად, ქართველობამ, საქართველოს უძველესმა ეკლესიამ, ივერიის ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია სჯულის კანონისა და საერო კანონების უხეში დარღვევით რუსეთის მხრიდან და დაკარგა, ასევე, ცხებული მეფობა. მაგრამ აღსდგა რა ჩვენში ავტოკეფალია, რომლის განმტკიცებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის, პირმოთნეობის გარეშე ვიტყვი, მის უწმინდესობას - ილია მეორეს, აწ განსვენებულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიმიტრიოსთან ერთად, გამოვხატავ ღრმა რწმენას, როგორც ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი, რომ აღსდგება მეორე ფრთაც ჩვენი სულიერი საწყისისა, ანუ ცხებული მეფობა. მოდით, მოვუსმინოთ წმინდა მამებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სამღვდელო და სამეფო საწყისთა სიმფონიურ, ჰარმონიულ ურთიერთობას. მართლმადიდებლური აზრი საუკუნეების განმავლობაში განავითარებდა სიმფონიის იდეას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მღვდლობისა და მეფობის ჰარმონიული ერთობის იდეას, მიწიერ ცხოვრებაში ღვთიურისა და ადამიანურის შეურევნელობისა და განუყოფლობის პრინციპით, რომელიც ერთგვარად ღვთის განკაცების დოგმატიდან გამომდინარეობდა, რის გამოც ამ პრინციპიდან არასდროს გადაუხვევია. აშკარაა, რომ ნებისმიერ მცდელობას ეკლესიისა და სახელმწიფოს განყოფისა, რაც მოხდა უკვე ორი საუკუნეა, და გრძელდება ჩვენს თვალწინ, უფრო სწორად კი სამღვდელოებისა და ხალხისა, რადგან მეფე არის სინდისი და წარმომადგენელი თავისი ერისა, იგი მანიქეველთა სექტის მდგომარეობაში მოჰყავს, რომელიც საზოგადოებას შუაზე ხლეჩს, რისი მოწმენიც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ყველანი ვართ. როგორც იტყვიან, ძველქართული ანდაზური გამოთქმით „ბუზი ბევრი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის“. ეს ფუტკარი არის მონარქია, ცხებული მეფობა და ბუზებმა რა მოუტანეს საქართველოს, ძნელი არ არის მივხვდეთ. მეტადრე, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, - ამბობს წმინდა ტიხონ ვორონეჟელი - სამოქალაქო და სასულიერო. სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს. აქედან გამომდინარე, ცხებული მეფე, ეკლესიის მამათა მიერ იწოდება ეკლესიის გარე ეპისკოპოსად, ხოლო მღვდელმთავარი, ჩვენს შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქი ივერიის ეკლესიისა არის შინაგანი ეპისკოპოსი. მაშ, სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც ეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას თითოეული ჩვენთაგანისა. სამოქალაქო მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო - ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად (ე.ი. სჯულის დარღვევით) მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს. ორივე ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება. მაშასადამე, ხელისუფლების ამ ორი განშტოების მიზანი და მოქმედებათა ერთიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ქრისტესა და მისი ეკლესიის მიერ და მხოლოდ მის მიერ. ქრისტეს ერთიან ეკლესიას ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს, მათ შორის, ივერიის ეკლესიას: შინაგანი საკრალურ-ევქარისტიული, მიმართული წმიდა ბარძიმისაკენ და გარეგანი, ბოროტებაზე დაფუძნებულ ქვეყანასთან ურთიერთობის განხორციელება, რომელშიც მას ეხმარება, სწორედ, გარეგანი ეპისკოპოსი - ცხებული მეფე. პირველი ამოცანის განსახორციელებლად, ე.ი. შინაგან-საკრალურისა, ეკლესიაში დაწესებულია სამღვდელო დასის იერარქია, ანუ სამღვდელოება, რომელსაც ეპისკოპოსი მეთაურობს, ამ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქი, ანუ, ქრისტესაგან დადგენილი ზედამხედველი. ხოლო მეორე ამოცანის - გარეგანი ურთიერთობების გადასაწყვეტად, ეკლესიაში დაწესებულია საერო იერარქია, ანუ მეფობა. მას ეკლესიის გარეგანი ეპისკოპოსი მეთაურობს, ცხებული ღვთისა და, რა თქმა უნდა, ღვთის თვალში ვერ შეცვლის ვერანაირი, გნებავთ, დემოკრატიულად არჩეული, თუ „დანიშნული“ ხელისუფლება. მართლმადიდებელი ხელმწიფენი და პატრიარქები თავისი წოდებით ქრისტეს სხვადასხვა მსახურების სიმბოლიზირებას წარმოადგენენ. მეფე თვითმპყრობელი სახეა ქრისტესი, როგორც მეფის მსახურებისა, ხოლო პატრიარქი ქრისტეს მღვდელმთავრული მსახურების სახეა. თითოეულ მათგანს თავისი ძალაუფლების ფარგლებში უპირატესობა აქვს მეორესთან მიმართებაში, მაგრამ მისტიურად, იდუმალ მეფის საეკლესიო წოდება არ შეიძლება პატრიარქის წოდებაზე მაღლა ან დაბლა იდგეს. ერთ-ერთი ბოლო დროის მღვდელმოწამე პეტროგრადის მიტროპოლიტი ბენიამენი ამბობს: კიდევ შეიძლება, რომ ეკლესიამ, სამღვდელო საწყისმა, იარსებოს სამეფო საწყისის გარეშე, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, სამეფო საწყისმა გააგრძელოს არსებობა საეკლესიო საწყისის გარეშე. ეს ეხმაურება ჩვენი მაცხოვრის აღთქმასა და სიტყვებსაც, როდესაც სვიმონ მეთევზეს ჭეშმარიტი მრწამსის გამო პეტრე უწოდა, რაც ქართულად, ბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ, კლდეს ნიშნავს. შენა ხარ კლდე, ჭეშმარიტი აღმსარებლობის გამო და ამ კლდეზე ვაფუძნებო ჩემს ეკლესიას, რომელსაც სატანა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ამიტომაც ვამბობთ, რომ ერთადერთი თავშესაფარი, თუ შეიძლება ითქვას, წარღვნას გადარჩენილი ნოესეული კიდობანი, რომელიც წინასახეა ქრისტეს ეკლესიისა არის მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია ესე და არ უნდა ვეძებოთ ჩვენ სიკეთე და ფასეულობა იქ, სადაც იგი არ არის, ე.ი. ეკლესიის გარეთ. ეკლესიის გარეთ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი მოიპოვოს, სულიერი თუ ხორციელი, გარდა ერთისა - სულის ცხონებისა, ხოლო სული კი, როგორც ქართველები ვამბობთ, ყველაზე ტკბილია. მაშ, ერთმანეთთან მიმართებაში მეფობასა და პატრიარქობას არ შეიძლება უპირატესობა ან ნაკლებობა, დაბლა დგომა ეკუთვნოდეს. იმდენად, რამდენადაც ერთი ქრისტეს, როგორც მეფის მსახურებას განასახიერებს, მეორე კი მის მღვდელმთავრობას, რამეთუ ქრისტე იესუ არის მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. და ბოლოს, ძალისაებრ, წმინდა მამებისა და წმინდა წერილის მიხედვით, მიმოვიხილეთ რა ქრისტიანობის ძალა და ჩვენი ცხონების საიდუმლოება, შევუერთდებოდი ქ-ნ ია მუხრანელ-ბაგრატიონის დევიზს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ პრესაში გამოთქვა, და რომელიც, თავის მხრივ, არის ერთგვარი პერიფრაზირება წმინდა ილია მართლის ცნობილი დევიზისა და ვიტყოდი მასთან ერთად და თქვენთან ერთად: ენა, სარწმუნოება და მონარქია! ამინ.

სიტყვა წარმოთქმულია საქართველოს საპატრიარქოში
თავადაზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ
გამართულ კონფერენციაზე „გზა მონარქიისაკენ“

28 სექტემბერი. 2001 წ.

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/monarqia.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 06:01 PM
პოსტი #23


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638




შენ სწორად აღნიშავ, იმერეთში და სამეგრელოში ყველა თავადია და ა.შ.
უფრო მეტიც, 10 ჩხეიძიდან დღეს 1 არის ნამდვილი თავადი, დანარჩენი იჩემებს და ასეც ჰგონიათ სიმართლე. არის სომხური წარმოშობის დიდგვაროვანი გვარებიც, ბერძნული წარმოშობის.


აბ რა, რამდენი სომეხი ორბელიანი იკნება იცი? მაგრამ ერთი რამე, არ მჯერა რატომ უნდა იყოს დიდგვაროვანი, ძედგენიძეც არ იყო დიდგვაროვანი და თავადი მაგრამ უფალმა თავის საქციელის და გამო გამოირჩია და უბოძა შემდგომ თავადობა. მე არ მინდა თავად აზნაურობის აღდგენა, იმიტომ , რომ ეს ბევრს გააამპარტავნებს.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 1 2008, 06:19 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი....
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მღვდლობისა და მეფობის ჰარმონიული ერთობის იდეას, მიწიერ ცხოვრებაში ღვთიურისა და ადამიანურის შეურევნელობისა და განუყოფლობის პრინციპით, რომელიც ერთგვარად ღვთის განკაცების დოგმატიდან გამომდინარეობდა, რის გამოც ამ პრინციპიდან არასდროს გადაუხვევია.




ჩემი პატივისცემისდა მიუხედავად მამა არჩილისადმი, ასეთი განცხადება, გარდა იმისა, რომ უბიძგებს მართლმადიდებლობის უპირობოდ მონარქიაზე მიბმისაკენ, ამკვიდრებს ცოტა სახიფათო მოვლენას - აიგივებს მართლმადიდებლობის და მონარქიის კატეგორიებს ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატთან - თეოლოგიაში ასეთი პარალელები სახიფათოა, ისინი ერესის მიჯნაზე დგანან


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Feb 1 2008, 06:25 PM
პოსტი #25


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 10:31 PM
პოსტი #26


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(Lenus @ Feb 1 2008, 06:25 PM) *

ეს გვარი რატომ გამოარჩეი? შენ ხომ არ ხარ ზედგენიძე?



არა ზედგენიძე არ გახლავართ, ჩემი გვარი ერთ-ერთი მწირი გვარია. ისე ამზადან მოდის, ამზა კიდევ მანათობელ ჯინჯგილას ნიშნავსო სვანურად, ისე ჟღალი კი ვარ და კი ვანათებsmile.gifამბობენ სვანური წარმომავლობა აქვსო გვარს, მაგრამ 3 საუკუნეა უკვე კახეთში ვართ დაფუძნებულები. ან რა გაგვამრავლებდა, რაც კახეთს შემოსევები აქვს გადატანილი.

ისე კახეთში ბევრია მცირე გვარები.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Feb 1 2008, 11:27 PM
პოსტი #27


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 2 2008, 01:36 AM
პოსტი #28


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Amuza
ციტატა
ამზადან მოდის, ამზა კიდევ მანათობელ ჯინჯგილას ნიშნავსო სვანურად


ამზა აფხაზურად ნიშნავს მთვარეს, ამრა - მზეს



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Feb 2 2008, 03:10 AM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



marine
ციტატა
30. მონაკო - თავადი რენაიე III, 1949 წლიდან.

მარი გარდაიცვალა თავადი რანიე უკვე რა ხანია ეხლა მონაკოს მისი ვაჟი ალბერი განაგებს...


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 2 2008, 06:08 AM
პოსტი #30


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აიგივებს მართლმადიდებლობის და მონარქიის კატეგორიებს ... თეოლოგიაში ასეთი პარალელები სახიფათოა



ეგ წითელ ხაზად უნდა იყოს ამ თემაში, ანუ როცა ამათუიმ სახელმწიფო წყობაზე ვსაუბრობთ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სახელმწიფო წყობის სახეა და არა მართლმადიდებელი დოგმატიკა და რომ ყველას შეუძლია აქ ქონდეს თავისი არამონარქიული იდეები,მართლმადიდებლობასთან წინააღმდეგობაში მოსვლის გარეშე ... თუმცა მე პიროვნულად ამ პერიოდში ვემხრობი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, ლენუსის არ იყოს ახლა ბატონ-ყმობაში დაბრუნების გარეშე biggrin.gif ბრიტანელებთან ეს ასეთუისე კარგადაა აწყობილი... თან დიდი დემოკრატიული პრინციპებით!

ციტატა
ერთმანეთთან მიმართებაში მეფობასა და პატრიარქობას არ შეიძლება უპირატესობა ან ნაკლებობა, დაბლა დგომა ეკუთვნოდეს. იმდენად, რამდენადაც ერთი ქრისტეს, როგორც მეფის მსახურებას განასახიერებს, მეორე კი მის მღვდელმთავრობას, რამეთუ ქრისტე იესუ არის მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით


კანუდოსელის არ იყოს, ეს თეოლოგიურად სრულიად გაუმართავი აზრია, და საკმაოდ დიდი კათოლიციზმიც ჩანს შიგ, თან კათოლიციზმი უფრო დახვეწილია, რადგან სწორად მიანიშნეს თუკი მელქისედეკის სიმბოლო მისაღებია სახელმწიფო მმართველობის სისტემის დასარეგულირებლად, მაშინ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მელქისედეკი ერთი პიროვნება იყოო ( როგორც უფალი!!!) და აქედან რატომ უნდა გავყოთ ხელისუფლება? და ასე მიიღეს

ციტატა
16. ვატიკანი - რომის პაპი.


ცნობილი პაპოცეზარიზმი, პაპი-მეფე, რომელიც დღესაც ასეთად რჩება, ვატიკანი ცალკე სახელმწიფოა და მისი მღვდელთმთავარი-მეფე პაპია...
ასე რომ ფრთხილად დოგმატიკასთან...

ეს საინტერესო სტატიაა,უფრო დემოკრატიული, ვიდრე მონარქიული, შეიძლება ითქვას ანტიმონარქისტულიც კი, მაგრამ საწინააღმდეგო და თანაც თეოლოგიური არგუმენტაციით დაწერილ სტატიას ყველამ და განსაკუთრებით მორწმუნე მონარქისტებმა, ასევე ნეიტრალებმა დიდი ყურადღებით უნდა გაეცნონ...

მოკლედ საინტერესო მიმოხილვაა და გაეცანით:



Аркадий Малер

Возвращение к Симфонии


Православное учение о подлинном соотношении церковной и государственной власти было впервые сформулировано в VI новелле Кодекса Юстиниана I Великого в 534 году, где утверждается принцип "Симфонии Властей". Позже этот принцип был закреплен в "Эпанагоге" (или "Исагоге"), то есть введении в свод законов 879 года, составленным Василием I Македонским при непосредственном влиянии Патриарха Фотия, того самого предстоятеля Константинопольской Церкви, который анафематствовал римского Папу Николая I за введение на Восьмом Вселенском Соборе тезиса Filioque.


Принцип "Симфонии Властей" заключается в том, что имперская и церковная власти находятся в состоянии согласия (гармонии) и сотрудничества (синергии), по аналогии с Божественной и человеческой природой Христа "нераздельны и неслиянны". Церковь не представляет из себя целиком автономного "государства в государстве", а находится на юридической территории Империи и участвует в решении всех проблем, которые ставит перед нею Империя. Главная задача Церкви в отношении Империи — это давать идеологическое, то есть богословское, обоснование существования Империи, что как раз реализуется в концепции Катехона. Церковь обладает монополией в идеологической сфере, и поэтому она курирует всю сферу культуры и образования. Империя, в свою очередь, призвана охранять Церковь от внешних религиозных и политических врагов, предоставлять Церкви материальные возможности для развития и миссионерства как внутри, так и за пределами Империи.

Конечно, если проследить историю Византии, то далеко не всегда можно увидеть реализацию идеала Симфонии в реальных отношениях государства и Церкви. Очень часто императоры диктовали свои условия Церкви, выражая тем самым языческую по своей природе идеологию цезаропапизма. Иногда и сама Церковь в лице патриархов пыталась встать на место Империи, возвращаясь таким образом к иудейскому теократическому принципу. Но в любом случае идеал Симфонии Властей оставался генеральным ориентиром в отношениях Церкви и Империи и должен оставаться таковым в любом государстве, которое хочет считать себя православным. Концепция Симфонии Властей — это сущность византистской идеологии.


Симфония Властей, императив отношений Церкви и Государства, должен сохраняться при любой форме внутреннего государственного правления. Государство — это суверенная система общественной организации. Сущностью Государства остается его абсолютный суверенитет, и именно это требуется от него Церковью прежде всего, а не форма его организации. С точки зрения Церкви, задача Государства в первую очередь — это обеспечить максимальные условия для сохранения, утверждения и распространения Православной Традиции. Каким образом Государство будет обеспечивать эти условия — это вторичный вопрос и Церкви напрямую не касается. Поэтому не существует никаких форм государственного правления, которые бы были признаны Церковью "богоданными" и никаких других форм правления, которые бы отрицались Церковью как порочные. Любая форма правления, кроме прямой теократии, которая возможна только и только в самой Церкви, — дело рук человеческих. Поэтому распространенная в консервативной среде точка зрения о том, что единственно "богоданной" формой правления является монархия, не имеет никакого оправдания в христианской перспективе.


Когда мы начинаем разговор о монархии, мы прежде всего должны уточнить содержание этого понятия, потому что оно включает в себя несколько самых разных аспектов. Монархия — это прежде всего, единовластие. Подлинным единовластием в мире обладает только Бог-Троица, и больше никто, в противном случае мы выходим за рамки христианской логики. Единственным установленным Богом сакральным институтом в мире является Святая Церковь, и главой ее является Иисус Христос, Второе Лицо Троицы. Историческая Церковь управляется собранием архиереев — Собором, на котором может избираться Патриарх. Поэтому, когда римская курия признала единственным главой Церкви своего папу, она нарушила традицию церковного управления. Первый Вселенский Собор в 325 году был созван и учрежден светским лицом — римским императором Константином Великим, и в этом Соборе равно участвовали все пять средиземноморских патриархатов того времени.


Это событие было хорошим уроком исторической Церкви, оно показало, что в критической ситуации церковной раздробленности иногда требуется прямая государственная помощь. Причем, Константин выступал на этом Соборе не только как его ведущий, но и как богослов и философ, предложив канонический термин "единосущий" в отношении природы Отца и Сына. Все остальные Вселенские Соборы также проходили под руководством императоров, потому что никто из византийских патриархов не мог созвать Вселенский Собор под собственное управление. Следовательно, Церковь понимает и принимает ситуативную необходимость единоличной светской власти, тем более в экстремальных политических условиях. Единоличная власть всегда эффективней любого коллективного управления, и кроме этого, ее этический статус несравнимо высок, ведь автократор ("монарх") — это личность, несущая прямую историческую ответственность за всю свою деятельность. Тем более автократические ("авторитарные") методы более адекватны в экстремальных политических ситуациях и в больших геополитических масштабах. Поэтому реальные полномочия главы Российского Государства обречены быть очень широкими, поэтому личность главы государства в России имеет такое фатальное значение. Таким образом, при всей возможности и необходимости демократических начал в государственном управлении России авторитарные, диктаторские тенденции неизбежны и они абсолютно оправданны.( აქ თქვენი მონა-მორჩილი პირველ ნახევარში ავტორს მთელი გულით ეთანხმება biggrin.gif და მეორეში კი ვერა rolleyes.gif )


Итак, монархия как единовластие, то есть автократия с очень большими полномочиями — вполне допустима Церковью, и это доказывает ее собственная история, ведь именно благодаря авторитаризму одного человека — императора Константина Великого Церковь стала фактически господствовать в Империи и был созван Первый Вселенский Собор. Но это говорит не о сакральном значении императорской власти, а о сакральном значении человеческой личности, обладающей свободой воли и способной содействовать Божественной Воли в синергийном делании. Отсюда возникает кардинальный вопрос традиционного монархизма — способен ли каждый очередной монарх быть проводником Божественной Воли? Конечно, нет, каждый монарх — это свободная личность, и он подвержен не меньшим искушениям, чем любая другая, если не большим.


Поэтому главный вопрос монархии — это вопрос о методе ее перманентной репродукции, вопрос об основаниях престолонаследия. В отношении этого вопроса возможно только основных две точки зрения — первая, христианская позиция, утверждает, что монархия должна быть выборной, вторая, языческая по своему происхождению, отстаивает принцип династического наследия. ( არჩევით მონარქიაში დემოკრატია იგულისხმება)

Принцип династической монархии исходит из одной-единственной идеи об "избранности" и "сакральности" определенного исторического рода, который просто по факту своего существования имеет полномочия управлять государством. Идея "сакральной крови" вполне возможна в язычестве, где человеческий род вписан в единую пантеистическую картину мира, и отдельные его представители вполне могут быть от рождения более или менее сакральными, и обладать большими или меньшими правами господства. Естественно, что в языческом контексте любой цезаризм или цезаропапизм вполне обоснованы.

В иудейском авраамическом контексте изначально никто не обладает большим или меньшим антропологическим качеством, но факт завета Бога Иеговы с Авраамом и впоследствии с Моисеем делает отдельный исторический этнос, Израиль, избранным для послушания Божественной Воле и тем самым наделяет его особой исторической ответственностью. Но это не означает, что природный статус этого этноса выше, чем статус язычников. Однако в иудаизме как этнической религии, присутствует начало языческого биологизма. Но если Израиль — это этнос, то Новый Израиль, Христианская Церковь — это надэтническое образование. В Христианстве возможно говорить об избранности людей за их заслуги, но нельзя говорить об избранности по своему происхождению. В нарушении этого принципа состоит неправда католического лжедогмата о "непорочном зачатии" Девы Марии. Тем более невозможно говорить об избранности каких-либо человеческих родов, позволяющих им господствовать над другими людьми. Исходя из этого принципа в Византии каждый новый император избирался высшей элитой Империи, а иногда и при участии низовых слоев ромейского общества.


Другой вопрос, что каждый монарх хотел сохранить власть за своими наследниками и в итоге складывались известные династии. Но процедура избрания на звание императора сохранялась всегда. Нечто подобное, хотя и в совсем недостаточной степени сохранялось и в православной Руси до эпохи Романовых, с которыми принцип династической монархии окончательно утвердился. В этом отношении, коль скоро Романовы провозгласили себя "сакральным родом", не удивительно, что окончательное уничтожение монархии в России большевики связывали с полным уничтожением этого рода (как тамплиеры хотели полностью уничтожить род французских королей). На самом деле, поскольку никакого оправдания династической, то есть биологической, кровно-родовой, монархии в рамках Православия не существует, идеологам династического монархизма ничего не остается, как искать это оправдания в иных, неправославных традициях. ( აქ კარგი იქნება თუ ხაზს გავუსვამთ ბაგრატიონთა და დავით მეფსალმუნის დაკავშირების ზოგიერთის მიერ პირდაპირი გაგებით ინტერპრეტაციის დამკვიდრების პრობლემატიკას, როგორც მცდელობას დინასტიის საკრალიზაციისა...)


Следовательно, монархия как форма правления в России возможна, но только не династическая монархия, утверждающая право власти по факту рождения. Равным образом возможны и иные формы, аристократического или демократического типа, а также сочетание всех этих форм (так называемая "Полибиева схема"). Православие категорически отрицает любые проявления тирании и рабства, и остаивает априорную онтологическую свободу любого человека. В Православной Традиции каждый человек создан по образу и подобию Бога, а после Воплощения Бога в человеке значение человеческой природы стало несравнимо высоким, поэтому онтологические права каждого человека изначально равны онтологическим правам любого другого человека. Каждый человек может стать главою Православной Империи, если приложит к этому соответствующие усилия. Социальный статус человека определяется не его рождением, а его реальными социальными заслугами.

ესეც საინტერესო არგუმენტია... ისმის კითხვა, შეიძლება მაგალითად "ვინმე სამჭკუაშვილი" გახდეს მეფე? თეოლოგიურად კი, რადგან საულ მეფე ( პირველი ბიბლიური მეფე) მწყემსი იყო, რიგითი ებრაელი... და რადგან არა გვარი, არამედ მირონია გადამწყვეტი...


Поэтому в рамках православной цивилизации демократия также возможна, но это должна быть православно-имперская демократия, в которой идеологическое содержание важнее формы правления. Но только не либеральная демократия, отрицающая права Церкви на идеологическую монополию. Главное — это соблюдение прав Церкви и, в конечном счете, ее монополия в сфере культуры и образования. Если Государство в России действительно станет православным, то никакая монархия не выродится в тиранию, никакая аристократия не превратится в олигархию и никакая демократия не деградирует в охлократию. Подлинно православный монарх в Третьем Риме не может позволить существовать Государству без Патриарха, как подлинно православный демократ не может не способствовать воцерковлению общества.

ნუ აქ "მესამე რომი" და "იმპერიულ-დემოკრატიული მართლმადიდებლობა" რუსული ველიკოდერჟავული სულისათვისაა კოჭის გაგორება, მაგრამ ჩვენ ხომ იდეას ვეძებთ და არა დეტალებს? ჰოდა, აი ის რაც ქვემოთ წერია, ყველაზე კარგი დასკვნაა და ჩემი აზრით შიგ დემოკრატიაც ჯდება კარგად და მონარქიაც, თუგინდ კონსტიტუციურიც...


Идеологическое доминирование Православной Церкви — это залог нормального функционирования любого государственного строя.

მოკლედ ვფიქრობ საინტერესო თემაა, ოღონდ თემატიკიდან გადახვევის და უარგუმენტო კამათის შემთხვევაში შევწყვეტ კამათს ( მწარე გამოცდილებით biggrin.gif)

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Feb 2 2008, 10:30 AM
პოსტი #31


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 2 2008, 09:57 PM
პოსტი #32


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქრისტიანისთვის (ზოგადად) რომ მეფე სჯობია პრეზიდენტს, ამაზე მგონი არ ვდავობთ ხომ?

შეიძლება მე და შენ აქ პირადად არა ( გვეღირსა biggrin.gif ), მაგრამ არის უამრავი მორწმუნე მოაზროვნე, რომელიც ამბობს, რომ "არჩევითი მეფე" სჯობს "მემკვიდრეობით მეფესო" ( იხ, სტატია), ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ორთა შერწყმა კონსტიტუციური მონარქიაა ალბათ, ისტორიული სამართლიანობაც აღდგება, წყობაც დაიწმინდება, ხელისუფლება იქნება კონსტიტუცია და კონსტიტუციის გარანტი მეფე... მოკლედ, ვამბობ, რომ რთულია ასე თქმა ზოგადად ქრისტიანისათვის მეფე სჯობს, უნდა გავითვალისწინოთ ეპოქა, ერი, ისტორია...

ანუ ანტიმონარქისტი შეიძლება იყოს ძალიაინ წყნარადაც ჩვენისთანა მორმწუნეც, და ეს რაიმე მწვალებლობად არ უნდა გავიგოთ..

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 2 2008, 10:06 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



KAIROS
Lenus

შეიძლება აჯობოს კონკრეტულმა მეფემ კონკრეტულ პრეზიდნტს (და პირიქით), მაგრამ რამდენად სწორია განზოგადება არ ვიცი...

იქნებ როგორმე დამისაბუთოთ, თუ რატომაა ქრისტიანისთვის უფრო მისაღები მონარქია?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 3 2008, 05:36 AM
პოსტი #34


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქრისტიანისთვის უფრო მისაღები მონარქია?


კანუს, მე მასე განზოგადებას უფრო ვერიდები, უბრალოდ ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ შემთხვევაში, ამ პერიოდში საქართველოსათვის უკეთესი იქნება ბრიტანული წყობა, ამის შესახებ მაქვს ჩემი არგუმენტები, ისტორიული, ეთნოფსიქოლოგიური და პოლიტიკური... მაგრამ თეოლოგიურად რათქმაუნდა საკითხისათვის რაიმე საკრალიზაციის მიცემა მცდარად მიმაჩნია...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Feb 3 2008, 08:41 AM
პოსტი #35


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 3 2008, 03:52 PM
პოსტი #36


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(კანონისტი @ Feb 2 2008, 01:36 AM) *

Amuza
ამზა აფხაზურად ნიშნავს მთვარეს, ამრა - მზეს


ვააა აფხაზი ვყოფილვარ და არც ვიცოდი biggrin.gif მე კიდე თავი კახელი მეგონა.

ე.ი. ზღვის ნაპირას მეკუთვნის სახლი არა? wink.gif


სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით რატომ სწერია, რომ ამზა - საწვავი , ჟინჟღილია?

იხ. ლექსიკონი ქართული მისივე ავტორობით, ტომი I , გვერდი 50-ე wink.gif

წინაპარმაც ესე მითხრა და ახლა გავიგე აფხაზი ვყოფილვარ.

ციტატა(Lenus @ Feb 3 2008, 08:41 AM) *

ჩემო კარგო,როგორ აღვადგინოთ ბაგრატიონი, დღევანდელი მემკვიდრე, თამარ დედოფალი ხომ არაა?
ერთი აზრი დამებადა. პრეზიდენტის მირონცხება არ შეიძლება?
კაი იქნებოდა მირონცხებული პრეზიდენტი,რომ გვყავდეს.
არ მეთანხმებით?



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 3 2008, 04:07 PM
პოსტი #37


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



თეოკრატიული მართველობა, ხომ მოუხდებოდა საქართველოს?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Feb 3 2008, 04:43 PM
პოსტი #38


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 3 2008, 07:33 PM
პოსტი #39


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(Lenus @ Feb 3 2008, 04:43 PM) *

ბაგრატიონებით სავსე ქვეყანაში სააკაშვილი გავამეფოთ?


არა ჩემო კარგო, მე არ ვამბობ ეგ გავამეფოთ თქო. ისე მეფობის მემკვიდრეობით გადაცემის წინააღმდეგი ვარ.თან ასე მგონია,რომ ვერ გაამართლებს,უკვე ერი გადაწყობილია სხვა წყობაზე.
ჩვენ თუ მეფე გვინდოდა, მეფე ერეკლეს არ დაუმალავდნენ მეომრებს თავადები.არ გვინდოდა და წაგვართვა კიდეც მეფე უფალმა. გვქონდა შანსი ალექსანდრე ბატონიშვილის პერიოდში კვლავ დაგვებრუნებინა სამეფო ტახტი,მაგრამ აქაც შურმა და ღალატმა იჩინა თავი და ახლა გვინდა კომუნისტურ ეპოქაში გავლილებმა,ნაწილობრივ ტრადიციებ დაკარგულებმა აღვადგინოთ მეფობა. ახლა არ მითხრა არსებულ ბაგრატიონს შემორჩენილი აქვს ყველა სამეფო ეტიკეტიო?
დავით მეფე მეფსალმუნეს, არ მიუღია მეფობა მემკვიდრეობით. უფალმა გამოარჩია.


ისე სააკაშვილსაც აქვს მასე სისხლში ბაგრატიონის გენი, ხომ?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2008, 05:38 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმ. მართალი იოანე კრონშტადტელი ხელისუფლების ღვთიურ ბუნებაზე ამბობს - "თვით ღმერთი, მეუფე უფლებათა და მეფე მეფეთა განამტკიცებს მეფის უმაღლეს ძალაუფლებას."

აქ მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე ოპტიმალური, ისტორიულად გამოცდილ-დადასტურებული, ბუნებრივი, საუკეთესო, ყველაზე ჰარმონიული, მდგრადი და სამართლიანი ფორმა სახელმწიფოებრივი ყოფიერებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციისა სწორედ მონარქიაა.

იგი არის ყველაზე სრულყოფილი ფორმა სამართლებრივი სახელმწიფოებრიობისა, რომელსაც მმართველთა და ქვეშევრდომთა პასუხისმგებლობა მართლშეგნების უმაღლეს წყრომდე - ღმერთამდე, მის წმიდა მცნებებამდე აჰყავს."

მანგლისის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი