IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
> რეპატრიაცია, + - ???????
მამფალი
პოსტი Jun 16 2007, 08:45 AM
პოსტი #121


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



გინდა ის თქვი საჩვენებლად მიიღოო და გინდა ის, ირწმუნა და მაგიტომ გადავიდა კათოლიკობზეო, ერთია ორივე. ეს საბაზე.
მაშინ გამაჰმადიანებასაც დიდი მიზეზები ქონდა მესხეთში. ნურც ის დაგვავიწყდება რომ რუსეთის იმპერია მანდ რომ შედიოდა და სამცხეს იმბრუნბედა, იქაურ ქართველ მუსლიმენს თურქებად თვლიდა და მტრად გამოყავდა. ასე რომ ეს ხალხი გავყიდეთ კაი ხნის წინად.
ეს ხალხი დღეს ისეთი მდგომარეობაშია რომ მათი გაზრდა წართველებად პრობლემას ნაღდად არ წარმოადგენს.
ხოლო ის თუ რა ვუყოთ მათ ადგილზე დასხელბულებსო, მანდ სომხები არიან ჩასახლებულები და როგორც ვხედავ ნამეტანი კი შეგტკივათ ამ სომხებზე გული.

მაინც, არ მესმის, მე გადამასახლონ, ჩემმა შვილიშვილმა ქართული არ იცოდეს, მოიდნომის საქართველოში დაბრუნება და არაო რომ უთხრან.
საკვირველია.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 16 2007, 01:46 PM
პოსტი #122


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



რ ე პ ა ტ რ ი ა ც ი ა - (ლათ. repatriatio) ნიშნავს ემიგრანტების ტყვედ წაყვანილი პირების, ლტოლვილების დაბრუნება სამშობლოში.. (ეს მათ ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის)


ეხლა კი რაც შეეხება თემას კონკრეტულად :



როგორც ცნობილია, ისტორიულად საქართველო წარმოადგენს მრავალკონფესიურ და გარკვეულწილად პოლიეთნიკურ ქვეყანას. მაგრამ დასავლეთ-ევროპული სივრცისა და რუსეთის პოლიტიკური მიმომხილველებისა თუ ანალიტიკოსთა თვალსაზრისით, სწორედ ამ პოლიმორფიზმში მან ვერ `ჩააბარა გამოცდა~. ტოტალიტარული რეჟიმის კრახის შემდეგ, დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების გზაგასაყარზე მდებარე მრავალტანჯული ქვეყანა თვალის დახამხამებაში იქცა რეგიონის დომინანტი უძლიერესი აგრესორი-სახელმწიფოების სეპარატისტულ-ცენტრიდანული და რევანშისტული გეგმების განხორციელების პოლიგონად, ასპარეზად, რომელზეც `იმპერიალისტური რუსეთის~ მიერ წარმატებულად იქნა გათამაშებული ე.წ. `მესხური გეგმა~.

მომავალი თაობა, ჩვენი ბედკრული სამშობლოს დღევანდელ ვითარებას შეაფასებს, როგორც საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდს: 1921 წლის 25 თებერვლამდე, დიდი თამარისა და დავით აღმაშენებლის ქვეყანას უმთავრესწილად შენარჩუნებული ჰქონდა ჩვენი სამშობლოს ისტორიული-სახელმწიფო საზღვარი, რომელიც თავის მხრივ მოიცავდა ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლებით ცნობილ ტაო-კლარჯეთს, შავშეთ-ერუშეთს, სოჭი-ადლერის რეგიონს, საინგილოს, ივრის ხეობის ქვედა წელსა და სანაინ-ალავერდის ტერიტორიას. მაგრამ საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარების შემოსვლისთანავე, ჩვენ ხელიდან წაგვერთვა ზემოხსენებული მიწების პრაქტიკულად მთელი ნაწილი. არც ეს გვაკმარეს და იმ მწირი მასშტაბის გეორგაფიულ ტერიტორიაზე, რომელიც გვიბოძა `ველიკოდერჟავულმა~ ტოტალიტარულმა რეჟიმმა, საბჭოთა ხელისუფლებამ სრულიად უკანონოდ შექმნა სამი ავტონომიური ერთეული აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. ორ მათგანზე საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო, დღეისათვის Dე Fაცტო არ ვრცელდება ჩვენი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. რუსეთის მსგავსი ხასიათის ექსპანსიურ პოლიტიკას არავითარი გამართლება არ მოეძებნება.

ამ ეტაპზე, ჩვენდა სამწუხაროდ, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სუვერენული საქართველოს შემადგენლობაში მყოფი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული მდგომარეობის დასაძაბად. დღეისათვის, ქართული საზოგადოებრიობა ისედაც გადაღლილი ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებით, წინასაარჩევნო ბატალიებითა და საერთაშორისო ტერორიზმის პოტენციური საფრთხით, ფაქტობრივად ორად არის გახლეჩილი მესხების რეპატრიაციის საკითხთან მიმართებაში. ჩვენს ქვეყანაში და მის გეოგრაფიულ ფარგლებს გარეთაც არსებობს მრავალი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებით. მაგალითად, გადმოსახლების მომხრეთა დიდი ნაწილი შემდეგნაირად აყალიბებს და ამყარებს თავის პოზიციას:



- უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ არ არსებობენ ე.წ. თურქი –მესხები. არსებობს ქართველ მაჰმადიანთა ჯგუფი, რომელსაც სწყურია ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება;

- თუ ზემოხსენებული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი თვალსაჩინო მომავალში საქართველოს არ შეუშვებენ ევროკავშირის სივრცეში;

- საქართველო ვეღარ იოცნებებს ნატოში სრულფასოვან ინტეგრაციაზე, ვინაიდან უკანასკნელის მიერ წამოყენებული მოთხოვნების კატეგორიას უმთავრესწილად განეკუთვნება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება და ზემოხსენებული ეთნიკური ელემენტების რეპატრიაცია ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით;

- საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება კარდინალურად შეცვალოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ზოგადად ვექტორი;

- ე.წ. თურქი-მესხები საკუთრივ წარმოადგენენ პასიონარულ ეთნოსს, რომელიც მისცემს საქართველოს კარგ მებრძოლებსა და დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას (ამის დასტურად მათ მოჰყავთ ის ისტორიული ფაქტი, რომ მე-II მსოფლიო ომს პატრიოტულად შესწირა თავი 45.000-მდე ახალციხელმა მუსლიმმა);

- აღნიშნული პირების რეპატრიაცია, საშუალებას მისცემს საქართველოს დაამყაროს კეთილმეზობლური და სანდო ურთიერთობები თურქეთის რესპუბლიკასთან, რომლის დახმარების გარეშეც ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება;



რეპატრიაციის მოწინააღმდეგეთა შორის კი ფართოდ გავრცელებულია შემდეგი, ქვემოთ წარმოდგენილი ვერსიები და არგუმენტები:



- ე.წ. თურქი-მესხები საქართველოს განიხილავენ რუსეთისა და `პან-ისლამისტური~ თურქეთის რევანშისტული გეგმების განხორციელების პოლიგონად;

- მათი ცნობიერება და მენტალიტეტი ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური ხალიფატისა და იმპერიალისტური რუსეთის მიერ დეპორტაციამდე გაცილებით ადრე იქნა დეგრადირებული;

- მაჰმადიანი მესხები არ ექვემდებარებიან ადაპტირებისა და ადგილობრივ საზოგადოებრიობაში რეინტეგრაციის მექანიზმებს;

- გადმოსახლების შემთხვევაში, ზემოხსენებული კონტიგენტი შეეცდება ძალისმიერი მეთოდებით მოსწყვიტოს საქართველოს ისტორიული სამცხე, გამოაცხადოს ე.წ. `ახისყას რესპუბლიკა~ და მიუერთოს იგი თურქეთს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა თურქეთსა და საქართველოს შორის კარწახის სახელწოდებით ცნობილი, რიგით მესამე სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტის გახსნასა და ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის იმპლემენტაციას, რომელთა რეალიზების შემთხვევაში საფუძველი ჩაეყრება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას;

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად დევნილების დიდი რაოდენობით (დაახ. 300 ათასი კაცი) ისედაც დაუძლურებული საქართველო ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუძლებს მოქალაქეობის არმქონე პირების მორიგ ნაკადს (დაახ. 200-230 ათასი კაცი);

- მაგრამ ძირითად პრობლემას მაინც წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადგილობრივი სომხური წარმომავლობის მოსახლეობა, რომელიც თავის მხრივ ასრულებს რეპატრიაციის მოწინააღმდეგე - ქართველი ნაციონალისტების უმთავრესი დასაყრდენის ფუნქციას. ხშირ შემთხვევაში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება საკუთარ უნიათობასა და უძლურებას აბრალებს სწორედ ადგილობრივ სომხებს, რომლებსაც სათავეში უდგას გასამხედროებული ორგანიზაცია `ჯავახკი~;



მდგომარეობას საგრძნობლად ართულებს ისიც, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური დეცენტრალიზაციისა და კოლაფსის შემდეგ, 1944 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის იდეას თავდაპირველად კატეგორიულად დაუპირისპირდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლება ზ. გამსახურდიას მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით. საწყის ეტაპზე მაჰმადიანი აღმსარებლობის მესხებს სთავაზობდნენ გადმოსახლების ორ ვარიანტს, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა ან საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში განსახლებას ე.წ. `ისტორიული სამშობლოს~ მესხეთ -ჯავახეთის გარდა. ყოველივე ეს კი სრულ თანხვედრაში მოდიოდა იმ დროისათვის მიმდინარე `საყოველთაო გაქართველების პოლიტიკის~ ძირითად იდეოლოგიასთან. დღეისათვის, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ცალსახად აცხადებს მზადყოფნას მიიღოს აქტიური მონაწილეობა ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესში[1], მაგრამ, ამავე დროს ხაზს უსვამს ეტაპობრივი რეპატრიაცია-ადაპტირების პროცესთან დაკავშირებულ რამოდენიმე საკითხს, კერძოდ:

ზემოხსენებული დეპორტაციიდან დღემდე, გავიდა დაახ. 50 წელიწადი, მაგრამ ძირძველი ქართული წარმომავლობის მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ აგორებულ ისტერიასა და ფართომასშტაბიან ანტი-მესხურ კამპანიას ბოლო არ უჩანს. დღეისათვის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად მოქმედებენ ის რევანშისტული ძალები, რომლთაც გარკვეული `ველიკოდერჟავული ინტერესებიდან~ და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ აწყობთ ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება. აღნიშნული ძალების განსაკუთრებით აგრესიულად განწყობილი ბირთვი კონცენტრირებულია საქართველოს სამხრეთ რეგიონში და უკავშირდება სომეხ-ნაციონალისტთა არაოფიციალურად მოქმედ `დაშნაკ-ცუტუნის~ პარტიას, რომელსაც თავის მხრივ გააჩნია ე.წ. `ჯავახკის~[2], ~ფარვანცისა~[3] და ~ვირკის~ სახელწოდებით ცნობილი გასამხედროებული ფილიალები სამცხე-ჯავახეთში.



* * *

1998 წელს ახალქალაქში სომხური წარმომავლობის ადგილობრივი მოსახლეობის აქტივისტების მიერ საფუძველი ჩაეყარა ნაციონალურ_განმანთავისუფლებ
ლი მოძრაობის დასაწყისს, რომელიც შემდგომში ფართო საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდა `ჯავახკის~ სახელწოდებით (ჯავახეთის სომხური დასახელება). ზემოთ წარმოდგენილი მოძრაობის გავლენა უცბად გავრცელდა რეგიონის მოსახლეობის შთამბეჭდავ ნაწილზე. `ჯავახკის~ ოფიციალურ მიზნებს წარმოადგენდა სომხური კულტურისა და ისტორიული მონაპოვარის შენარჩუნება, ადგილობრივ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული მენტალიტეტის დამკვიდრება, რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტიმულირება და სხვა.

`ჯავახკის~ ლიდერისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საზოგადოებრივ_პოლიტიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავით რსტკიანის განცხადებით, თავდაპირველად `ჯავახკის~ ხელმძღვანელობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსები, ქართველები და ბერძნებიც კი, ხოლო საკუთრივ `ჯავახკმა~ შეიძინა ნაციონალისტური ელფერი ხელისუფლების სათავეში ზ. გამსახურდიას მოსვლის შემდეგ, როდესაც მათ მიერ ფორმირებული ორგანიზაცია იძულებული გახდა `აეღო თავზე ქართველი ნაციონალისტების მიერ დაშინებული სომხური მოსახლეობის უფლებების დამცველი ინსტიტუტის პასუხისმგებლობა~[4]. მაგრამ როგორც ჩანს აღნიშნული ორგანიზაციის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა ზოგადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მიერთება სომხეთთან ან უკიდურეს შემთხვევაში პოლიტიკური ავტონომიის შენარჩუნება მაინც.

ადგილობრივი სომხების ცენტრიდანულ ინიციატივებს (სწორედ ისე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე), თავიდანვე ჰქონდა ოფიციალური მოსკოვის მაქსიმალური მხარდაჭერა. კრემლის მიერ წარმოებული მსგავსი ხასიათის პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა რა თქმა უნდა მაქსიმალური კონტროლის შენარჩუნება საქართველოზე, რომელიც ეგზომ მიზანმიმართულად მიისწრაფოდა დამოუკიდებლო-ბისაკენ.

მოსკოვის მიერ შედგენილი გენგეგმის თანახმად, აფხაზი, ოსი და სომეხი სეპარატისტების დივერსიული მოღვაწეობისაგან დაუძლურებული სუვერენული ქვეყნის (იგულ.: საქართველო) ხელისუფლება იძულებული უნდა გამხდარიყო დახმარების მიზნით მიემართა კრემლისათვის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც ზემოხსენებული ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში არ დაისადგურებდა სიმშვიდე და სტაბილურობა საქართველოს სამხრეთ რეგიონში, ვინაიდან თუ გადავავლებთ თვალს ისტორიულ ქრონიკებს ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ ე.წ. `ერთმორწმუნე რუსეთის~ მიერ საქართველოს დაპყრობამ საერთოდ არ შეცვალა ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური იმპერიის მიერ მაჰმადიანურ აღმსარებლობაზე გადაყვანილი მესხებისა და ზოგადად სამცხე-საათაბაგოს ბედი. პირიქით, რუსეთის ხელში მათი რე-ისლამიზაციის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა. თუ ერეკლე მე-II დროს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ქრისტიანობას, პასკევიჩის ანტიქართულმა პოლიტიკამ მესხეთში ეს უძველესი და უმდიდრესი მხარე საბოლოოდ ჩამოაცილა დედასამშობლოს. ამ პოლიტიკით პასკევიჩმა (იგივე გრაფმა ერევანსკიმ) საფუძველი ჩაუყარა სომხური წარმომავლობის მოსახლეობის გაბატონებას მესხეთში. ეს კარგად არის ნაჩვენები `ქვათა ღაღადში~. მეფის მოხელეთა მხრიდან სომეხი მოსახლეობის ლობირება შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. მან განსაკუთრებული ძალა და მასშტაბები მიიღო საბჭოთა რეჟიმის დროს და საბოლოო ჯამში ბახჩო ქობულოვისა და მის თანამზრახველთა მხრიდან `ანკარის იმპერიალიზმისადმი ე.წ. თურქი -მესხების მხარდაჭერის საქმის~ პროვოცირებითა და ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე მათი მასობრივი გადასახლებით დამთავრდა 1944 წელს[5].

სუვერენული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას მმართველობის დროს, სამხცე-ჯავახეთის რეგიონი ფაქტიურად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ფარგლებს მიღმა იმყოფებოდა. ცენტრისა და პერიფერიის ბოლოდროინდელი დაპირისპირების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა ე.წ. სახელმწიფო რწმუნებულებისა და გამგებლების ინსტიტუტი: აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ უარი განაცხადა მიეღო საქართველოს დედაქალაქიდან გამოგზავნილი მორიგი სამი ჩინოვნიკი, მათი ქართული წარმომავლობიდან გამო. დემარშის ფორმა იყო საოცრად მარტივი _ ახალქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ შეგროვილი შეიარაღებული ხალხი არ უშვებდა შენობაში თბილისიდან გაგზავნილ წარმომადგენელს. ზემოხსენებული პროტესტების სერია ორგანიზებულ იქნა მოძრაობა `ჯავახკის~ მიერ. დავით რსტკიანი ხსნის ყოველივე ზემოხსენებულს შემდეგნაირად: `პრეფექტურები შემოღებულ იქნა ტოტალიტარული რეჟიმიდან დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გარდამავალ პერიოდში, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მათ მივყავდით დიქტატურისაკენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ წარმოდგენილი ინსტიტუტები ამყარებდნენ ცენტრის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ადგილობრივი მოსახლეობა ანიჭებდა უაღრესად დიდ მნიშვნელობას მორიგი სახელმწიფო პრეფექტის ეროვნულ წარმომავლობას, ვინაიდან არადემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელშიც არ არსებობს მკვეთრად განსაზღვრული ფასეულობათა სისტემა და საზოგადოებრივი თანაცხოვრების გარკვეული წესები, ეროვნულ უმცირესობათა თავისუფლება, რომელსაც უზრუნველყოფს ქვეყნის კონსტიტუცია და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრინციპები, ხალხის ბედი დამოკიდებულია კონკრეტულ პიროვნებაზე, რომელიც დანიშნულია აღნიშნულ თანამდებობაზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ.[6] ჩვენ არ ვენდობოდით ლეგიტიმური გზით არჩეულ ხელისუფლებას, სწორედ ამიტომ გვსურდა, რომ მისი წარმომადგენლის ფუნქცია ახალქალაქში შეესრულებინა სომხური წარმომავლობის მქონე მოქალაქეს. საქართველო ახლაც არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა გარკვეული პოზიტიური ძვრები ამ ბოლო დროს შეინიშნება~.

სანამ ოფიციალური თბილისი არ წავიდოდა გარკვეულ კომპრომისზე რეგიონს მართავდა უფლებამოსილი პირების დროებითი კომიტეტი. ახალქალაქის სამოქალაქო კრების თავმჯდომარისა და მოძრაობა `ჯავახკის~ ერთ-ერთი ლიდერის ტიგრან კარახანიანის განცხადების თანახმად: `ზემოხსენებული კომიტეტი ფორმირებულ იქნა რეგიონში არსებული, პოლიტიკური ვაკუუმის შედეგად წარმოქმნილი უაღრესად დაძაბული და კრიმინოგენული ვითარების გაკონტროლებისა და სტაბილურობის კალაპოტში მოქცევის მიზნით~.

რეგიონში დღესაც შენარჩუნებულია ანტაგონისტური დამოკიდებულება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და ვიდრე საქართველო 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, დაიწყებდეს პოტენციური რეპატრიანტების ისტორიულ სამშობლოში ეტაპობრივ გადმოსახლებას, აუცილებელია სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული პრობლემატიკის განხილვა, მათი მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება და ზოგადად რეგიონში მოქმედი გასამხედროებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების `ჯავახკისა~ და `ფარვანცის~ მესვეურთა რადიკალური შემობრუნება ჩვენსკენ, ვინაიდან სწორედ მათზე არის დამოკიდებული სომხური მოსახლეობისა და ქართველების ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივა.



1944 წლის ნოემბერში ისტორიულ სამცხე-საათაბაგოში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ ჩადენილი არნახული მასშტაბის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მდგომარეობდა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან მოწყვეტასა და მასობრივ დეპორტაციაში უნდა გულისხმობდეს შემდეგი პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთებას ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან:



საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებულ დანაშაულზე, ზემოხსენებული მოსახლეობის დეპორტაციის შედეგებსა და შესაბამისად მატერიალურ თუ მორალურ ზარალზე, 1956 წლის გადაწყვეტილების თანახმად, დეპორტირებულთა, ანუ ე.წ. `სპეცგადასახლებულთა~ სტატუსის მქონე პირების განსახლებაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) დღევანდელ სამართალმემკვიდრეს - რუსეთის ფედერაციას.

საქართველოს ხელისუფლება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მზად არის ხელი შეუწყოს დეპორტირებულთა გარკვეული კონტიგენტის საქართველოში არა რეპატრიაციას, არამედ გარკვეულ იმიგრაციულ პროცესებს.

ე.წ. `იმიგრანტთა~ მიღების საკანონმდებლო ბაზად საქართველო მიიჩნევს `იმიგრაციის შესახებ~ კანონს, რომლის შესაბამისადაც გაზრდის ყოველწლიურად იმიგრაციულ კვოტას და მიანიჭებს მათ - იმიგრანტთა სტატუსს.

მთელი სისრულითა და შინაარსობრივი დატვირთვით იქნება ამოქმედებული `იმიგრაციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლი `იმიგრანტების ადაპტაციის ხელშეწყობის თაობაზე~.

შეტანილი იქნება სათანადო ცვლილებები ~საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში~, რათა ზემოთ წარმოდგენილი კატეგორიის იმიგრანტებმა - საქართველოში ცხოვრების სამი წლის შემდეგ მაქსიმალურად გამარტივებული წესით მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოაქალაქეობა.



ამრიგად, მსგავსი ხასიათის პოლიტიკური განცხადება აბსოლუტურად სხვა განზომილებაში აყენებს 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ისტორიულ ვალდებულებას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და საერთოდ ხსნის დღის წესრიგიდან ე.წ. `მესხური გეგმის~ სახელმწიფო მმართველობის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სუსტი და მოუქნელი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, თავისთავად ქმნის საზოგადოებრივი აზრის გახლეჩის წინაპირობას. აქტიურად მიმდინარეობს დავა ტერმინებზე `თურქი-მესხი~, `ახალციხელი თურქი~, `მაჰმადიანი მესხი~ და სხვა.

ხოლო, პოტენციურ რეპატრიანტთათვის მსგავსი ხასიათის სტატუსის მინიჭება ქმნის ბრწყინვალე წინაპირობას იმისათვის, რომ ცალკეულმა ინდივიდმა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის და ზოგადად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით თვითონ ეძებოს თავისი ისტორიული წარსული, აღიდგინოს მამა-პაპისეული გვარი და ა.შ. ხოლო, მას ამ მცდელობაში მხარში მაქსიმალურად ამოუდგება როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.

ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტებისა და გადმოსახლების თეორიული მოსაზრებების გათვალისწინებით, ლოგიკურად მივდივართ დასკვნამდე, რომ აღნიშნული პრობლემატიკა საჭიროებს სიღრმისეულ დამუშავებასა და სახელმწიფო დონეზე შესწავლას, ვინაიდან ლოდინის დრო საქართველოს აღარ გააჩნია. ერთის მხრივ ნათელია, რომ ევროპის ესოდენ გავლენიანი ინსტიტუტის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ საყოველთაოდ გაჟღერებული საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის უმთავრეს პრიორიტეტს, რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია დასავლეთ ევროპულ და ზოგადად ევრო-ატლანტიკურ გეოპოლიტიკურ სივრცეში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ უნდა გადახალისებულ იქნას, როგორც ჩვენი საგარეო ორიენტაცია, რომელსაც საქართველო მიჰყვება უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე მიაღწია კიდეც გარკვეულ წარმატებას, ისე ჩვენი ერის მენტალიტეტი.



--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jun 16 2007, 02:05 PM
პოსტი #123


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ჩემი აზრით ეს ხალხი აუცილებლათ უნდა დაბრუნდნენ თავის სამშობლოში.
არიმიტომ რომ რაღაც ვალდებულებებია და უნდა დაჩქარდეს არემედ იმიტომ რომ თავიანთი სმშობლოა და უფელბა აქვთ დაბრუნდნენ.
ის პრობლემაა ნაკლებადაა რომ მუსულმანები არიან, ეგრე აჭარაშიც ბევრი მუსლიმანი იყო მარა მოექცა დღეს ბევრი.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Jun 16 2007, 02:20 PM
პოსტი #124


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



QUOTE(თათი87 @ Jun 16 2007, 12:13 AM) *

di_onise

::სალომე::
გეთანხმები გენაცვალე შენა smile.gif 2kiss.gif


განა იმიტო რო ვერ შეიყვარებს, უბრალოდ იმიტომ რომ არ მჯერა მათი "ანთებული გულების" და "სამშობლოში დაბრუნების წმინდა სურვილის"

შენ არ გჯერა smile.gif მაგრამ მე დამინახავს და გამიგონია smile.gif

პს. მე მჯერა ფერეიდანელი ქართველების, მე მესმის მათი გულისტკივილი.... აბა როგორია სხვაგან ხარ და "გურჯებს" გეძახდნენ, შნ ხარ და მით უარესს "თათარს" <--- ამას ჯობია გურჯებით მოგმართონ!

და კიდევ: მე პირადად ბევრ კარგ საქციელს ავიღებდი მათგან! მათ შენარჩუნებული აქვთ ქართული სული, ფერეიდანში ვერ გაიგონებ რომ ქართველს ქართველი მოეკლას!!!

და ნუ ვიქნებით შურიანები და ნუ ვიტყვით რომ თუ ისინი ჩამოვლენ ქართველებს "საფრთხე" გვემუქრება, რომ "მიწები არ წაგვართვან" და არ "ჩასახლდნენ ჩვენს ადგილებში" . საქართველო თუ ჩვენია, ე.ი ფერეიდანელი ქართველებისაცაა!!! ისინი ქართველები იყვნენ, ასე თუ ისე არიან და .... იქნებიან კი? თუ გვინდა რომ იყვნენ მაშინ ჩვენ დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, და რომ დაინახავენ როგორი მოსიყვარულე ხალხი ვართ, და რა რჯულის მატარებელი, მაშინ ისინიც დაუბრუნდებიან მართლმადიდებლობას, ჩვენ უნდა ვიყოთ შემწყნარებლები...


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 16 2007, 10:34 PM
პოსტი #125


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ვ. ჯაოშვილის ცნობით XIX ს. დასაწყისში საქართველოში ცხოვრობდა 30 000 ქართველი და 7 000 სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ძირითადად მუსლიმები. მაგრამ XIX დასაწყსში დაწყებულმა რუსეთის ანტიქართულმა პოლიტიკამ მე ვფიქრობ ჩატეხა ხიდი ქართველებს (მუსლიმანებს და ქრისტიანებს) შორის, რუსეთის ხელისუფლება ავიწროვებდა მუსულმანებს და მათ ძალიან ცუდ პირობებში ამყოფებდა რის გამოც გაჩნდა განსხვავებული იდენტობა ქართველებს შორის. მუსლიმანები ხედავდნენ რომ ტერმინი ქართველი ასოცირდებოდა მართლმადიდებლობასთან რის შედეგადადც ბევრი იძულებული იყო წასულიყო თურქეთში ზოგმა საერთოდ თურქული გვარიც მიიღო რის შედეგადადც იწყება მათში ქართველობის და განსაკუთრებით ქართული ენის დავიწყების პროცესი. რუსეთის მთავრობა თავის მხრივ ყველა მუსლიმანს სამცხეში თურქად ნათლავდა.

1828-1829 წწ რუსეთ-თურქეთის ომის დროს დადებული ადრიანოპოლისის ზავის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა რუსეთს ჰქონდა გადაწყვეტილი ამ ადგილზე კაზაკები ჩაესახლებინა რამაც კვლავ ბევრ მუსლიმ ქართველს აიძულა დაეტოვებინა საქართველო და თურქეთში გადახვეწილიყო.

რაც შეეხება ახალციხის მაზრის მოსახლეობას, 1880 წელს ახალციხის მაზრაში იყო 18 150 ქართველი მათგან 4700 ქრისტიანი და 13 000 მუსულმანი.
ესეც ახალციხის მოსახლეობის დინამიკა:

სულ ქართველი სომეხი თათარი(აზერაიჯანელი)
1880 18 150 16 886 10 141
1886 58 791 23 185 15 042 16 141 თურქი (აქ თათრები და თურქები იქნენ ცალკე აღრიცხულნი)
1897 68 837 12 213 16 886 12 370 24 137
1917 16% 10% 22% 52%
1926 16% 10% 22% 52%
აზებაიჯანელი (აქ მუსლიმანები მთლიანად აზერბაიჯანელებად ჩაწერეს)
1939 26% 10% 64%

1897 წლის გამოკითხვის დროს ნაციონალობის განსაზღვრა მიდიოდა ენის მიხედვით, რადგან ქართველი მუსლიმების უმრავლესობა ლაპარაკობდა თურქულად ისინი მონათლულნი იქნენ როგორც თურქები, აბა სხვა რა უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა რომ 1897 წელს ცხივრობდა 24 137 თურქი ხოლო 1886 კი არცერთი?

ხოლო 1939 წლის გამოკითხვებით ალბათ "ახალი მეთოდი"გამოიგონეს რამე მუსლიმანი ქართველების გასათურქებლად და რატომღაც ყველა თათარი(აზერბაიჯანელი), თურქი და მუსულმანი ქართველი აზერბაიჯანელებად ჩაწერეს.

რაც შეეხება მოყვანილ ციფრებს რომ საქართველოდან გაასახლეს 120 000 - 140 000 ანდა მატვეევის ცნობა თითქოს მათი რაოდენებოდა იყო 158 000 არასწორად მიმაჩნია იმიტომ, რომ მაშინ საქართველოში იყო 88 000 თურქი-მესხი და 4 000 მუსლიმანი ქურთი, ხოლო ფრონტზე იბრძოდა 5-6 ათასი ანუ 90 000-ზე მეტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

თუმცა არის კიდევ თურქეთის მონაცემები, რომლებიც ასახელებენ თითქოს ყველა მუსლიმანი ქართველი ყოფილიყოს რაღაც მიზერი რაოდენობის გამოკლებით და თითქოს აზერბაიჯანელები საერთოდ არ არსებულიყვნენ. გასაგებია რატომ იყენებს თურქ-მესხური ორგანიზაციის წარმომადგენლები ძირითადად ამ მონაცემებს.

თურქი-მესხები 1944 ნოემბერშიდეპორტირებულნი უქნენ მატარებლით ყაზახეთსა და უზბეკეთში. მგზავრობის და უნაყოფო მიწებზე დასახლების შედეგად დაიღუპა 17 000 ადამიანი, ამ ფაქტს ისიც აძლიერებდა რომ მაშინ მიდიოდა მეორე მსოფლიო ომი და მატერიალური დახმარების გამოგზავნა ძალზედ ჭირდა ხოლო თურქ-მესხ რეპატრიაციის ცენტრის ცნობით დაიღუპა 56 000, თუმცა მათი თქმით სულ დეპორტირებული იყო 120 თუ 140 ათასი, ზუსტად არ მახსოვს. სტალინის სიკვდილის შემდეგ იყო მცდელობა რომ ისინი ჩამოესახლებინათ უკან საქართველოში მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა რის შედეგადაც ბრძანება არ იქნა სისრულეში მოყვანილი.

ამ ხნის განმავლობაში თურქმა მესხებმა თავიანთი "მომთაბარე" მდგომარეობა გამოიყენეს ერთის მხრივ და მოახერხეს ძირითადად ბოსტნეულის ბიზნესის წამოწყება და ზოგოერთმა მათგანმა თავისი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა ხოლო 1989 წელს განვითარებული მოვლენების შედეგად უზბეკმა ნაციონალისტებმა გააჩაღეს ანტი თურქული კამპანია. იყო მაგალითად ასეთი სახის ლოზუნგები, რომ "ეს თურქები კარგათ ცხოვრობენ ჩვენ საწყალ და ღარიბ უზბეკების ხარჯზე", რამაც გამოიწვია თურქი მესხების დარბევა. მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო ზომები და გადაასახლეს ისინი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონებში რა თქმა უნდა იმის შემდეგ რაც მესხეთის მოსახლეობამ კვლავ პროტესტი გამოთქვა მათ ჩამოსახლებაზე.

რათქმა უნდა ეჭვ გარეშეა რომ მათი უმრავლესობა ქართველია მაგრამ ისიც გასათვალისცინებელია რომ თათრების (აზებაიჯანელების ) რაოდენობა 20-25% (ახალციხის მაზრის)დაბლა არასდროს ყოფილი, შესაბამისად მათსა და მუსლიმან მესხებს შორის აღრევასაც ხშირად ჰქონდა ადგილი პლიუს ამას ემატება თურქები და მუსლმანი ქურთები. აგრეთვე ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის წყალობით ჩვენს შორის სრულიად ჩატყდა ხიდი. XIX ს. მოყოლებული თურქი-მესხები მხარაჭრას მარტო თურქებიდან ხედავდნენ და დღესაც მათ სერიოზული კავშირები აქვთ ბევრ თურქ პოლიტიკოსთან. ამას ემატება ისიც რომ როგორც ზემოთ ავღნიშნე ქართველებმა უკვე ორჯერ უთხრეს უარი მათ საქართველოში დაბრუნებაზე. პირველად სტალინის სიკვდილის შემდეგ და მეორედ 1989 წელს მათთვის ძალიან მძიმე წუთებში. რაც ეჭვგარეშეა, რომ მათ მხრიდან ქართველებისადმი დამოკიდებულებას უფრო გაამწვავებდა.

კომუნისტების დროს მოხდა მათი ჩამოსახლება და შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში რამოდენიმე სოფლის ტიპის დასახლება. მაგალითად ხაშურში მცხოვრები თურქი-მესხების თქმით ისინი ხშირად განიცდიდნენ დამცირებას ქართველების მხრიდან, იყო ესეთი შეძახილები ნუ უყურებთ ქართულ მიწას თქვენ თურქები ხართ და არა ქართველები, რის შედეგადაც ისინი ხანდახან ბავშვებს ვერ უშვებდნენ გარეთ. აგრეთვე ქრისტიანი უხუცესი მესხების თქმით თუ ახალგაზრდა ქალი მიდიოდა მარტო ის შეიძლება გზაში გაეუპატიურებინა მუსლიმ მესხს (1944 წლამდე ამბავს ვყიბი აქ რათქმა უნდა) მსაგავსი შემთხვევების მოყვანა ბევრი შეიძლება. ეს ყველაფერი ნათლად ყოფს იმას რომ XIX ს.-დან მოყოლებული ძირითადად მიდიოდა ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველების დაშორების პროცესი და ამას ის ფაქტიც ერთვის რომ თურქ-მესხებს შორის ბევრი თურქი, აზერბაიჯანელი და ქურთია. ამით ნათელად ჩანს რომ ზოგიერთ მათგანს არანაირი კავშირი არა აქვს ქართველობასთან.

რაც შეეხება მათ მსგავსებას ქართველებთან მე ვნახე ერთ-ერთი თურქ-მესხური ორგანიზაციის ბვროშურა სადაც იყო თურქი-მესხი ბავშვების სურათები და აღმოვაჩინე ბევრ მათგანში რუსული ნაკვთები, რამაც ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა თითქოს ისინი განგებ ცდილობდნენ ენახებინათ რამდენად "თეთრები" არიან და არა მათი რეალური მსგავსება ქართველებთან. რაც მათი სურათები მაქვს ნაანხი ძირითადად ისინი თურქებს გავდნენ ვიდრე ქართველებს. სამწუხაროდ მე არ ვიცნობ მათ პირადად ასე რომ არ შემიძლია დაზუსტებით გამოვთქვა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ გარეგნულად რამდენად გავან ქართველებს.

რაც შეეხება ორმხრივ არგუმენტებს:

[quote]
უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ არ არსებობენ ე.წ. თურქი –მესხები. არსებობს ქართველ მაჰმადიანთა ჯგუფი, რომელსაც სწყურია ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება;[/quote]

როგორც ძემოთ ვთქვი მათ შორის საკამოდ ბევრია არა ქართველი აე, რომ ყველას ქართველებად მონათვა არ არის მიზანშეწონილი

[quote]- თუ ზემოხსენებული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი თვალსაჩინო მომავალში საქართველოს არ შეუშვებენ ევროკავშირის სივრცეში;[/quote]

ეს არგუნენტი ცოტა ღიმილისმომგვრელია. თურქეთში 17 მილიონიან ქურთ მოახლეობას ელემენტარულად პარტიის დაფუძნების უფლებაც არ აქვთ (დაფუძნებული კი აქვთ მაგრამ რა პირობებში უწევს მუშაობა იმაშია საქმე) არაფერს ვლაპარაკობ მასმედიის საშვალებებზე. დღსდღეობით აქტიურად მიდის თურქეთის ევროკავშირში შესვლის კამპანია სადაც ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად კვიპროსის საკითხი და ადამინის უფლებების დარღვევები გვევლინება სადაც გაკვრითაც არ ფიგურირებას ქურთების საკითხი.

[quote]- საქართველო ვეღარ იოცნებებს ნატოში სრულფასოვან ინტეგრაციაზე, ვინაიდან უკანასკნელის მიერ წამოყენებული მოთხოვნების კატეგორიას უმთავრესწილად განეკუთვნება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება და ზემოხსენებული ეთნიკური ელემენტების რეპატრიაცია ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით; [/quote]

რათქმაუნდა. იმიტომ რომ ამას გამწარებული ლობირებს თურქეთი მაგრამ თუ საქართველო დაიჭერს ღირსეულ პოზიციას და შეწყვეტს სელჩუკების ერთ ადგილზე ძრომას ყველაფერის მიზანშეწონილად გადაწყვეტა შეიძლება.

[quote]- საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება კარდინალურად შეცვალოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ზოგადად ვექტორი;[/quote]

ამ კარდინალურში იგულისხმება რუსეთის და თურქეთის გარკვეული წრეების განაწყენება smile.gif რაც ნორმანულ მთავრობას სულ ერთ ადგილზე უნდა ეკიოს biggrin.gif

[quote]- ე.წ. თურქი-მესხები საკუთრივ წარმოადგენენ პასიონარულ ეთნოსს, რომელიც მისცემს საქართველოს კარგ მებრძოლებსა და დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას (ამის დასტურად მათ მოჰყავთ ის ისტორიული ფაქტი, რომ მე-II მსოფლიო ომს პატრიოტულად შესწირა თავი 45.000-მდე ახალციხელმა მუსლიმმა);
[/quote]

ეგ მასალები არასწორია. 1939 წელ სულ საქართველო იყო 90-95 ათასი თურქი მესხი. ხოლო II მსოფლიო ომში ომობდა 5 ათასამე (ესე ცოტა იმიტომ რომ არ ენდობოდნენ უცებ თავში რაღაც არ მოსვლოდათ და ჰიტლერის არმიას არ ჩახუტებოდნენ biggrin.gif ) და 45 ათასი საიდან დაიღუპა? რაც შეეხება საქართველოსთვის ომს, თურქული იდენტობის მქონე ადამინმა არამგონია თავი შესწიროს საქართველოს ისევე როგორც ჩვენმა მოძმე ჯავახელმა ხაჩიკამ და ქვემო ქართლელმა მემედამ smile.gif

[quote]- აღნიშნული პირების რეპატრიაცია, საშუალებას მისცემს საქართველოს დაამყაროს კეთილმეზობლური და სანდო ურთიერთობები თურქეთის რესპუბლიკასთან, რომლის დახმარების გარეშეც ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება;[/quote]


შენ როგორ ფიქრობ თურქეთი ჩვენ გვიყურებს როგორც პოტენციურ "კეთილ მეზობელს" თუ როგორც პოტენციურ კოლონიას ანუ ჟარგონულად რომ ვთქვათ პოტენციურ "შნირ მეზობელს"? მე კარგათ ვიცი მაგათი პანთურქიზმის და პან-ისლამისმის იდეები, რომლითაც მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა მოშხამულია. სიზმრებში ხედავნ ერთაინ სახელმწიფოს რომელშიც იქნება ყველა თუქრი ბალკანეთიდან ჩინეთამდე

[quote]
- ე.წ. თურქი-მესხები საქართველოს განიხილავენ რუსეთისა და `პან-ისლამისტური~ თურქეთის რევანშისტული გეგმების განხორციელების პოლიგონად;[/quote]

არ არიან თუ? რათქმუნდა მათშიც არის ქართველები რომლეთაც სრული უფლება აქვთ დაბრუნების მაგრამ არა განურჩევლად ყველას!

[quote]
- მაჰმადიანი მესხები არ ექვემდებარებიან ადაპტირებისა და ადგილობრივ საზოგადოებრიობაში რეინტეგრაციის მექანიზმებს;[/quote]

ეს ცოტა ვრცელი საკითხია ეხლ მეზარება ამაზე დაწერა უბრალოდ ერთს ვიტყვი არც კის თქმა შეიძლება და არც არა. ამაზე უნდა წავიდეს ინტენსიური მუშაობა სადაც საზოგადოების წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

[quote]
- გადმოსახლების შემთხვევაში, ზემოხსენებული კონტიგენტი შეეცდება ძალისმიერი მეთოდებით მოსწყვიტოს საქართველოს ისტორიული სამცხე, გამოაცხადოს ე.წ. `ახისყას რესპუბლიკა~ და მიუერთოს იგი თურქეთს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა თურქეთსა და საქართველოს შორის კარწახის სახელწოდებით ცნობილი, რიგით მესამე სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტის გახსნასა და ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის იმპლემენტაციას, რომელთა რეალიზების შემთხვევაში საფუძველი ჩაეყრება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას;[/quote]

თუ მათი ჩამოსახლება მოხდება კომპაქტურად მესხეთში რათქმაუნდა. მაგრამ როგორც ვიცი რადიკალური თურქ-მესხური ორგანიზაციების გარდა ამ იდეას სხვები არ აყენებენ.

[quote]
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად დევნილების დიდი რაოდენობით (დაახ. 300 ათასი კაცი) ისედაც დაუძლურებული საქართველო ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუძლებს მოქალაქეობის არმქონე პირების მორიგ ნაკადს (დაახ. 200-230 ათასი კაცი);[/quote]

მათი რიცხი როგორც ვიცი არა 200 არამედ 400 ათასამდეა. თუ სულ ყველა მმოინდომებს ჩამოსვლას მაშინ ორი აზრია არ არის, რომ მძიმე ტვირთი იქნება. სადაც მათი ჩამოსახლების მომხრე ევროკავშირი ყოველწლირად მათხოვრულ 20 მილიონს გადმოგვიგდებს, რომლის დიდ ნაწილსაც ჩინოვნიკები შეჭამენ და როგორც მუსლიმანი ისე ქრისტიანი მოსახლეობა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ამას კი ევროკავშირიც ერთი ყურიდან გავუშვებს და მთავრობაც.

[quote]
- მაგრამ ძირითად პრობლემას მაინც წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადგილობრივი სომხური წარმომავლობის მოსახლეობა, რომელიც თავის მხრივ ასრულებს რეპატრიაციის მოწინააღმდეგე - ქართველი ნაციონალისტების უმთავრესი დასაყრდენის ფუნქციას. ხშირ შემთხვევაში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება საკუთარ უნიათობასა და უძლურებას აბრალებს სწორედ ადგილობრივ სომხებს, რომლებსაც სათავეში უდგას გასამხედროებული ორგანიზაცია `ჯავახკი~; [/quote]

რათქმაუნდა მსგავსი ხალხიც არანაკლები იქნება მაგრამ მათი რეპატრიაცია ისედაც იმდენ პრობლემას შობს, რომ არ არის საჭირო ამისთვის მარტო სომხების წინააღმდეგობა მოიყვანო მიზეზად.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2007, 01:28 AM
პოსტი #126


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აქ დავდებ პოსტს გვერდითა ფორუმიდან.
რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები.

შაჰნავაზი
ციტატა
«ეს ხალხი ჩვენი წინაპრის სისხლითა და მათი ყიდვა-გაყიდვით მდიდრდებოდა»

როგორ დაიწყო ყველაფერი

უცხოტომელები, მოღალატეები თუ უდანაშაულოდ გასახლებულები?!

მესხეთელი თურქების საქართველოში შესაძლო ჩამოსახლების საკითხი, როგორც ჩანს, არა მარტო ჯავახეთში მცხოვრები სომხებისთვის არის მტკივნეული. «კვირის პალიტრის» გასულ ნომერში ამ თემაზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ მკითხველს სურს გაერკვეს - ამ ხალხის ჩამოსახლებით ვის წინაშე და რატომ იღებს საქართველო ვალდებულებას, ვინ არის ის ხალხი, ვინც აქ ჩამოსახლებას ითხოვს და საერთოდ, როდის და რატომ გაჩნდა ტერმინი «თურქი მესხი». ამ კითხვებით ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილს მივმართეთ:

- ტერმინი «თურქი მესხი», ისევე როგორც «მესხელი თურქი» კომუნისტების პერიოდში მოგონილი უნიადაგო ფსევდოტერმინია. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ისტორიული სამხრეთ საქართველოს მოსახლეობა საქართველოს დაუბრუნდა, თანამედროვე თურქეთს ოფიციალურად ოსმალეთი ეწოდებოდა, მოქალაქეებს კი ოსმალები. ტერმინი «თურქი» სალანძღავ სიტყვად ითვლებოდა ოსმალეთში. ოსმალოს თურქით შეცვლა და ამ ტერმინის დამკვიდრება ქემალ-ფაშა ათა-თურქის სახელს უკავშირდება. 1944 წლამდე და შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის ნახსენები ტერმინი «თურქი მესხი». რაც შეეხება ე.წ. თურქი მესხების ეთნიკურ წარმომავლობას, მათ ერთ ნაწილს გენეტიკური კავშირი არა აქვს ქართულ სამყაროსთან, მეორე ნაწილი კი ოდესღაც ქართველი იყო.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1625 წელს ბექა ჯაყელმა მზაკვრულად მოკლა ძმისშვილი, სამცხის ათაბაგი მანუჩარ ჯაყელი (მარაბდის გმირი, მეფე სვიმონის შვილიშვილი). მერე პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეახლა სულთანს, მაჰმადიანობა მიიღო, საფარ-ფაშა დაირქვა და თურქული გარნიზონით იცავდა თავს მთელი სიცოცხლე. საფარ-ფაშას შვილიშვილს, როსტომ-ფაშა ჯაყელს, რომელიც ახალციხის მმართველი იყო, სულთანმა ცოლის გამაჰმადიანებაც მოსთხოვა. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი იდგა. ამ დროისთვის ისტორიული ტაო-კლარჯეთის თითქმის მთელი მოსახლეობა ქრისტიანი იყო. მაჰმადიანები მხოლოდ ახალციხის ფაშა, მისი გაურკვეველი წარმოშობის რაზმელები და მესხ დიდებულთა მცირე ნაწილი იყვნენ. როსტომ-ფაშას ცოლმა თავის მოკვლა სცადა. მერე კი განაცხადა, მხოლოდ მაშინ ვაღიარებ ისლამს, თუკი მესხ დიდებულთა ოჯახებსაც გაამაჰმადიანებთო. მისი მოთხოვნა შესრულდა. მესხ არისტოკრატთა ერთმა ნაწილმა, რომელმაც ქრისტეს ვერ უღალატა, დატოვა სამცხე-საათაბაგო, დანარჩენები კი გამაჰმადიანდნენ.

მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებშიც კი ისტორიული მესხეთის გლეხობა კვლავ ქრისტიანი იყო. ისლამს ისევ და ისევ მხოლოდ ფაშას გარემოცვა აღიარებდა, რომლებიც თანამედროვე ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებში იყვნენ თავმოყრილნი. ფაშამ და მისმა გარემოცვამ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან შემოსავლის წყაროდ ქრისტიანი მოსახლეობის დევნა-რბევა და ტყვე ქალ-ვაჟით ვაჭრობა გაიხადეს. იტაცებდნენ და ყიდდნენ როგორც სამეგრელო-იმერეთის, ისე აჭარა-ტაო-კლარჯეთის მკვიდრთაც. ერთი სიტყვით, ახალციხისა და ახალქალაქის მაჰმადიანები უსამშობლო, უეროვნებო, კრიმინალურ ანტისახელმწიფოებრივ ტერორისტულ კლანად ჩამოყალიბდნენ. ისინი იყვნენ საფარ ჯაყელის ოსმალო რაზმელების, ანგარების მიზნით ქართველობისა და ქრისტეს უარმყოფელი მესხი დიდებულებისა და კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან ახალციხეში თავშეფარებული ავაზაკების შთამომავალნი, რომლებისთვისაც არც ოსმალეთის ინტერესებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. კერძოდ, როგორც ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს, ახალციხის ფაშებს არ სურდათ ოსმალეთის იმპერიის შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობა, რადგან დიდი შემოსავალი ისედაც ჰქონდათ ქართველი ტყვეებით ვაჭრობით. ამიტომ, როდესაც სტამბოლში მიიწვევდნენ რომელიმე ფაშას, ის დასავლეთ საქართველოში კონფლიქტის პროვოცირებას ახდენდა და სულთანთან იმიზეზებდა, საქართველო მყავს დასაშოშმინებელი და ლაშქარში ვერ გეახლებიო. მერე თავად ჩაერეოდა მის მიერვე ინსპირირებულ იმერეთ-სამეგრელოს ან იმერეთ-გურიის ომში, უამრავ ტყვეს ჩაიგდებდა ხელთ, თითქოსდა აკლდა სავაჭრო საქონელი - გასაყიდი ქართველები - და მოტაცებულ გოგო-ბიჭებს სულთანთან მიწერილ წერილს ფეშქაშად გააყოლებდა. ასე იცხოვრეს «თურქ მესხთა» წინაპრებმა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში. მათთვის საქართველო და ქართველობა გასაჩანაგებელ, იავარსაქმნელ და თანაც გასამდიდრებელ საშუალებად იქცა.

ისტორიული ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე: აჭარლებზე, კლარჯებზე, ტაოელებზე, შავშებზე, კოლაელებზე, არტაანელებზე საინტერესო ინფორმაცია შემოგვინახა მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიო ისტორიის რვატომეულმა, რომელიც 1900 წელს გამოვიდა ორი ფრანგი პოლიტიკოსის, რამბოსა და ლავისის რედაქციით. წიგნის ავტორთა მტკიცებითა და მათ ხელთ არსებული სადაზვერვო თუ სხვა სახის ინფორმაციის თანახმად, 1900 წლისთვის ოსმალეთის ქვეშევრდომი ლაზები და ქართველები თავს ისე იჭერდნენ, თითქოსდა ოსმალნი ყოფილიყვნენ. სინამდვილეში, ამ დროისთვის ისინი ქრისტიანებად რჩებიან. ეს ფაქტი შემდეგზე მეტყველებს: 100 წლის წინ გურჯთა და ლაზთა წინაპრებსა და დღევანდელ ე.წ. «თურქ მესხთა» წინაპრებს შორის, ისევე როგორც დღევანდელ თურქთა და ე.წ. თურქ მესხთა წინაპრებს შორის, არავითარი სოციალურ-პოლიტიკური, იდეურ-პოლიტიკური და ნაწილობრივ, გენეტიკური კავშირი აღარ არსებობდა. თურქი მესხების წინაპრები დეკლასირებული, ანტისახელმწიფოებრივი და გენეტიკურად აღრეული, ასოციალური საზოგადოებრივი წარმონაქმნი იყო.

1918-21 წლებში «თურქ მესხთა» ერთ-ერთი წარმომადგენელი - სერვერ-ბეგ ათაბაგი და დენიკინის რეგენტი, რატომღაც ბათუმის მერად დანიშნული მასლოვი ცდილობდნენ, ტერიტორია გარდაბნიდან ბათუმამდე ჩამოეჭრათ საქართველოსთვის და იქ პრორუსული, ვითომ ისლამური სახელმწიფო ჩამოეყალიბებინათ. ეს მცდელობა 1919 წელს აჭარლების სახალხო კრებამ წყალში ჩაყარა, მაგრამ «თურქ მესხთა» წინაპრებმა ამ წლებში მესხეთის მკვიდრი ათასობით ქართველი გაწყვიტეს.

- რამ განაპირობა 1944 წელს ამ ხალხის გადასახლება, მაშინაც აგრძელებდნენ მავნებლურ საქმიანობას?

- ამ საკითხზე უაღრესად საინტერესო ინფორმაციაა შემონახული. კერძოდ, 1944 წელს, თურქ მესხთა შუა აზიაში გადასახლებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელი ახალქალაქის რაიონის უშიშროების უფროსმა ტიტე ჩიქოვანმა (შემდგომში აჭარის ა/რ-ის კა-გე-ბეს თავმჯდომარემ, რომელიც მოგვიანებით შევარდნაძის რეჟიმს შეეწირა) თავი მოუყარა სამცხე-ჯავახეთში განლაგებული საბჭოთა დივიზიების ქართველ ოფიცრებს, - მათ უმრავლესობას 1937 წელს ჰყავდა ოჯახის წევრები რეპრესირებული და განუცხადა: «ხვალ იწყება თათართა (ასე ეძახდნენ მაშინ მათ) გადასახლება. მანამდე ყოველ მათგანს დაუსვამთ კითხვას: რა ეროვნების ხარ? ვინც გიპასუხებთ, რომ ქართველია, ხელს არ ახლებთ. გასახლდება მხოლოდ ის, ვინც იტყვის, რომ თათარია».

ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის რაიონებში იმ ღამით არ დარჩენილა არც ერთი მაჰმადიანის ოჯახი, რომლის კარზეც ქართველ ოფიცერს არ დაეკაკუნებინოს. ოფიცრები ხალხს აფრთხილებდნენ, თქვით, რომ ქართველები ხართ, თორემ გაგასახლებენო.

მეორე დილით რუს სამხედროსთან დაკითხვაზე დღევანდელ «თურქ მესხთა» წინაპრებს თარჯიმნობას ქართველი ოფიცრები უწევდნენ. სწორედ მათი მონათხრობით შეიქნა ცნობილი ერთი ამბავი, რომელიც კარგად წარმოაჩენს იმ ხალხის სულისკვეთებას. თურმე დაკითხვაზე ულამაზესი ახალგაზრდა შევიდა. როდესაც გვარი ჰკითხეს, უპასუხა, აბაშიძე ვარო. კითხვაზე - ეროვნება, უპასუხა - თათარი. ქართველი ოფიცერი შეხვეწნია, ბიჭო, თქვი, რომ ქართველი ხარო, - ამაოდ, სულგაყიდულს უყვირია, მე თათარი ვარ, ძაღლი მიაკვდა ქართველებსო. ნირწამხდარ ქართველ ოფიცერს ესღა უთქვამს, გაეთრიეო. ვინც იმ დღეს თქვა, ქართველი ვარო, ყველა დატოვეს. გაასახლეს მხოლოდ ისინი, ვინც თათრობა ამჯობინა.

1944 წელს ქვემო ქართლის მკვიდრი არც ერთი აზერბაიჯანელი და არც ერთი მაჰმადიანი აჭარელი არ გაუსახლებიათ. თათართა, ანუ «თურქ მესხთა», წინაპრების გადასახლებას რელიგიური და ეთნიკური საფანელი არ ჰქონია. უბრალოდ, ესოდენ დესტრუქციული ძალის საზღვარზე დატოვება თვით საბჭოთა კავშირისთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენდა. 1944 წლიდან 80-იან წლებამდე უკვე საბჭოთა სპეცსამსახურები მუშაობდნენ შუა აზიაში მცხოვრები თურქი მესხების საკითხზე - მათ ნელი მოქმედების ნაღმად ამზადებდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ამის შედეგს დღეს ვხედავთ.

ამასთან, თურქი მესხების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ჩვევას არ ღალატობდა და... ყველას კარგად ახსოვს ფერღანის ტრაგედია, როდესაც შუააზიელებმა კინწისკვრით გამოყარეს დესტრუქციული სულისკვეთების მქონე ხალხი - ე.წ. თურქი მესხები.

საქართველოს, ობიექტურ მიზეზთა გამო, ხელს არ აძლევს თურქი მესხების ჩამოსახლება. მიზეზი მარტივია. ვინ იყვნენ ისტორიულად თურქი მესხები? ნაწილობრივ უცხოტომელები და ნაწილობრივ მოღალატე ქართველები, რომელთა მიზანიც საქართველოს დაზარალება იყო. ეს ხალხი ჩვენი წინაპრების სისხლითა და მათი ყიდვა-გაყიდვით მდიდრდებოდა.

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, უცნაურია, რომ პარლამენტში გასატანად მზადდება «თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ» კანონპროექტი. ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ამ კანონპროექტის ამოქმედება?

- თურქი მესხების ჩამოსახლება არ სურს ნატოსა და აშშ-ს. სომხებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მათი დაბინავება უეჭველად გამოიწვევს კონფლიქტს. შესაძლოა, ამას თურქეთ-საქართველოს შორის ომიც მოჰყვეს, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაუქმდეს, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი ჩავარდეს. აშშ-ს კიდევ ერთი თავსატეხი შეექმნება კავკასიაში.

დასასრულ, ამ საკითხის თურქ მესხთა სასარგებლოდ გადაწყვეტა ხელს არ აძლევს არც საქართველოს პრეზიდენტს. არც სომხებსა და აზერბაიჯანელებს ახარებთ ეს ამბავი. სომხებს სავსებით გასაგები მიზეზების გამო, აზერბაიჯანელებს კი თურქ მესხთა საკითხი განხეთქილების ვაშლად ექცევა როგორც ქართველებთან ურთიერთობაში, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც - სატრანზიტო მაგისტრალების ფუნქციონირების საქმეში პრობლემები გაჩნდება.

ე.წ. თურქ მესხთა სამცხე-ჯავახეთში ჩამოსახლება სურს მხოლოდ და მხოლოდ კრემლს. თუ ეს ხალხი საქართველოში ჩამოასახლეს, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩავარდნა გარანტირებულია. ეს ყოველივე კი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. საქართველოში თურქი მესხების კომპაქტურად ჩამოსახლება ხელს აძლევს ზოგიერთ საქმეში გაუთვითცნობიერებელ ან კორუმპირებულ უცხოურ ორგანიზაციებსაც, რომლებიც გვარიანად მოითბობენ ხელს ამ საქმით.

ასე რომ, კარგად დავფიქრდეთ, სანამ ამ თავსმოხვეულ აზრს გავიზიარებდეთ.

ეკა ლომიძე
კვირის პალიტრა
7-13 მაისი, 2007

ვგონებ საკამათო აღარ უნდა გახდეს ამ ხალხის ჩამოსახლება. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი მასიური ჩამოსახლება მაინც არ მოხდეს. ჯანდაბას იქით წასულან!




--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 21 2007, 03:18 PM
პოსტი #127


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ეს ყველაფერი არის სტერეოტიპი
სინამდვილეში:
არის ძალიან კანონმორჩილი ხალხი
მათი უმრავლესობა ცხოვრბოს ა.შ.შ.-ში და იქ მათი კრიმინალურობის დონე არის 0%
რუსები მაგრად დევნიდნენ და იმიტომ გაიქცნენ ამერიკაში, ერთ-ერთმა შუა აზიურმა ქვეყანამ მოუწყო გენოციდი და დასახლდნენ უდაბნოში და ისეთი ქალაქი გააშენეს, 6-8 წელიწადში 4-ჯერ გაზარდეს უძრავი ქონების ფასი
საქართველOშიც, მათი ნასახლარები რომ ნახოთ, მიხვდებით, როგორი მშრომელი ხალხია, მათი შექმნილი ტერასები ახლაც არ ჩამოშლილა, სულ კლდეებზე ცხოვრობდნენ
გამსახურდია და იმ დროინდელი დისიდენტები მომხრეები იყვნენ ჩამოსახლების დამოუკიდებლობას სანამ მიიღებნდა საქართველო, მერე დაიხია გამსახურდიამ უკან და მერე დაიწყო, საქართველოში მხოლოდ ქართველებიო (ვითო ისინი ქართველები არ იყვნენ)
კოსტავა მომხრე იყო ჩამოსახლებისა
იხვეწებოდნენ ყველაფერ ქართულს და საქ.კ.პ. ცკ. წერდა, ტქვენ ქართველები არ ხართო და აზერბაიჯანულ დედა ენას და სხვა სახელმძღავნელოებს უგზავნიდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 21 2007, 10:27 PM
პოსტი #128


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(ulvashi @ Jun 21 2007, 02:18 PM) *

ეს ყველაფერი არის სტერეოტიპი
სინამდვილეში:
არის ძალიან კანონმორჩილი ხალხი
მათი უმრავლესობა ცხოვრბოს ა.შ.შ.-ში და იქ მათი კრიმინალურობის დონე არის 0%


მთლად ეგრეც არ არის. ამერიკაში მათი გადასახლება დაიწყო როგორც მახსოვს შარშან წინ ისიც ე.წ. სვანიძის ჯგუფის რომელთა რაოდენობა დაახლოებით 15 000 და ეს პროექტი ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია. ასე რომ ჯერ ადრეა კრიმინალზე საუბარი

ციტატა

საქართველOშიც, მათი ნასახლარები რომ ნახოთ, მიხვდებით, როგორი მშრომელი ხალხია, მათი შექმნილი ტერასები ახლაც არ ჩამოშლილა, სულ კლდეებზე ცხოვრობდნენ


აქ პრობლემაც მაგაშია, რომ რუსეთის იმპერიის ანტიქართული პოლიტიკის გამო მათი იდენტობა ქართულიდან თურქულით შეიცვალა. თუ მესხ უხუცესებს გაესაუბრები ისინი გეტყვიან რომ მათი საკამოდ დიდი ნაწილი მართლაც რომ კლდეებზე და მსგავს სახლებში ცხოვრობდა სადაც თავიანთ საქონელთან ერთად ეძინათ რაც ტიპიური ოსმალური სოფლის ცხოვრების სტილი იყო.

ციტატა

გამსახურდია და იმ დროინდელი დისიდენტები მომხრეები იყვნენ ჩამოსახლების დამოუკიდებლობას სანამ მიიღებნდა საქართველო, მერე დაიხია გამსახურდიამ უკან და მერე დაიწყო, საქართველოში მხოლოდ ქართველებიო (ვითო ისინი ქართველები არ იყვნენ)


რათქმაუნდა მათი დიდი ნაწილი ქართველია მაგრამ არა ყველა. ჩამოსახლებისას მრავალი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა რათა სახელმწიფომ თავიდან აიცდინოს ეკონომიური კრიზისი რაც მძიმე შედეგების მოტანის ერთერთი წინაპირობაა. გათავლისწინებული უნდა იქნას სოციალური ფაქტორი, ანუ არ უდნა განმეორდეს ის რაც 90-იანების დასაწყისში მოხდა მათ მიმართ. ხოლო დიდი მაშტაბით მიგრაცია ამ საკითხს უფრო გაამწვავებს. ჯერ კარგი იქნება თუ გაირკვევა ვინ არის მათ დეპორტაციაზე დღეს პასუხისმგებელი: რუსეთი, საქართველო თუ გარკვეულწილად უზბეკეთიც. აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ის თუ რამდენად უქმნის საფრთხეს ეს ხალხი საქართველოს უსაფრთხოებას და რაზომები შეიძლება იქნეს მირებული. უნდა შედგეს პოტენციურ რეპატრიანტთა სია (როგორც ვიცი იგეგმება საიტის შექმნა). და კიდევ მრავალი საკითხი. მე ვფიქრობ რომ მათი ჩამოსახლება ესე სპონტანრად არ უნდა დაიწყოს რამაც შეიძლება ქვეყანას დიდი საფრთხე შეუქმნას.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 22 2007, 04:39 PM
პოსტი #129


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



სპონტანურად და გაუაზრებლად არაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ პრინციპულად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მათ ჩამოსახლებას ეწინააღმდეგება. აზრი არ აქვს მაგის მტკიცებას. ჯობს ყველამ იფიქროს ვადებზე, ფორმებზე, რაოდენობაზე, ადგილზე, სად დასახლდებიან და ასე შემდეგ და არა ის, რომ ვიძახოთ, არ გვინდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 23 2007, 01:42 PM
პოსტი #130


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



კანონი მიიღეს.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jun 23 2007, 05:02 PM
პოსტი #131


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ციტატა
კანონი მიიღეს.

ხო სამწუხაროდ.
მაგრამ იცის ვინმემ რამდენი ჩამოდის, სად დასახლდებიან და თუ აპირებენ საერთოდ ქართულის სწავლას???
სარწმუნოებაზე ხო აღარაფერს ვლაპარაკობ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 23 2007, 05:05 PM
პოსტი #132


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
მაგრამ იცის ვინმემ რამდენი ჩამოდის, სად დასახლდებიან და თუ აპირებენ საერთოდ ქართულის სწავლას???
სარწმუნოებაზე ხო აღარაფერს ვლაპარაკობ


აი მაგას პოლიტიკა სჭირდება სწორი და ეგ არ ვიცი. არაა გეგემა მათი გაქართველებისა, სკოლების აშენებისა, ...
მოკლედ ასახელებენ მოვალეობისთვის და არა შორეული გეგემებით


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 23 2007, 05:24 PM
პოსტი #133


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა
აი მაგას პოლიტიკა სჭირდება სწორი და ეგ არ ვიცი. არაა გეგემა მათი გაქართველებისა, სკოლების აშენებისა, ...
მოკლედ ასახელებენ მოვალეობისთვის და არა შორეული გეგემებით

ჩემი აზრით, ჯერ ეგ გეგმები უნდა ჩამოაყალიბონ, და მერე იფიქრონ ჩამოსახლებაზე...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jun 24 2007, 05:16 PM
პოსტი #134


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ციტატა
ჩემი აზრით, ჯერ ეგ გეგმები უნდა ჩამოაყალიბონ, და მერე იფიქრონ ჩამოსახლებაზე...


ვისა აქვს მაგის თავი???

აუ თუ ჩამოვიდნენ ოჯახებით მერე ნახეთ თქვენ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 25 2007, 10:09 AM
პოსტი #135


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ცუდია ასე მოუმზადებლად რომ მიიღეს კანონი
მაგრამ საზოგადოების ბრალიცაა, იმის მაგივრად, რომ ჯანსაღი დისკუსია ყოფილიყო და გამოსავალზე, გეგმებზე და ასე შემდეგ გვემსჯელა, საზოგადოების ერთი ნაწილის ძალა და ნერგია იმის უსაგნო მტკიცებაში იხარჯებოდა, რომ არ შეიძლება სხვა ეროვნების ხალხის ჩამოსოახლება, რაც, რათქმაუნდა, სისულელეა და მივიღეთ კიდეც მოსალოდნელი შედეგი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2007, 05:36 PM
პოსტი #136


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დღევანდელი ცინცხალი ამბავი: smile.gif

მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონპრექტის გადავადებას „კონსერვატიული პარტია“ დღეს ბიუროს სხდომაზე მოითხოვს.


ოპოზიციას მიაჩნია, რომ კანონპროექტის განხილვა მანამდე უნდა შეჩერდეს, სანამ ცნობილი არ გახდება რამდენი მაჰმადიანი მესხი უნდა ჩამოსახლდეს საქართველოში, რა ფინანსური სახსრებია ამისთვის საჭირო და სად მოხდება მათი დასახლება.


„კონსერვატორები“ ბიუროს სხდომაზე ინიციატივით გამოვლენ, შეიქმნას კანონპროქტზე მომუშავე მომსხენებელი ჯგუფი, რომელიც რეპატრიანტთა ისტორიულ წარმომავლობას დაადგენს და კანონპროექტის უარყოფით და დადებით მხარეებს შეაფასებს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IGI
პოსტი Jul 6 2007, 03:54 PM
პოსტი #137


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-July 07
წევრი № 2,377



მოგესალმებით და მოგახსენებთ ჩემს რამდენიმე მოსაზრებას თურქი მესხების ისტორიასთან და რეპარტრიაციასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს შესაბამისად დავადასტურებს მას ისტორისული წყაროებით და თქვენც დიდაქტიკაში არ ჩამომართმევთ ამ მცირე ექსკურსს:

I. მას შემდეგ რაც მანუჩარ III-მ ერზრუმის ფაშისათვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა იძულებული შეიქნა ახალდაბაში ჩასულიყო და ოსმალებს (ფორმალურად მაინც) შერიგებოდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და იგი იძულებული იყო სტამბოლში წასულიყო, იქ სულთანმა იგი მიიღო ქრისტიანობაც დაუროვა ათაბაგობაც და უკან გამოუშვა. იგი გზად ბიძამისმა ბექამ მოწამლა (ვ.ბაგრატიონი). ეს სწორედ ის ბექაა რომელიც შემდეგ 1625 წელს სამცხეს საფარ-ფაშად მოევლინა.

ამის შემდეგ უკვე იწყება მესხების გამაჰმადიანების პოლიტიკა (და არა გათურქების, როგოც ეს ხშირად ერევათ ხოლმე, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ნაციის მაგვარი კანონიზებული სახელწოდება), რაც გამოიხატებოდა ძირითადდ გადასახადებისგან მუსლიმანების გათავისუფლებაში (რაზეც ინფორმაციას გვაწვდის, ვ ბატონიშვილი, ს.გიქია, და ,,გურჯისტანის დიდი დავთარი,,). გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის საკითხი რომ მიწის ფლობა შეეძლო მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სამსახურის უფლება კი მხოლოდ მაჰმადიანებს ჰქონდათ, ამის გამო ნაწილმა თავად-აზნაურობისა მიიიღო მაჰმადიანობა ნაწილი კი საქართველოს სხვა სამეფოობში გაიქცა.

აქაური საეპისკოპოსოები არც გამოიჩეოდნენ იმ დროში ქარტლის კათალიკოსისადმი მორჩილებით ამას საეკლესიო გადასახადების გაუქმება და მიწების ჩამორთმევა მოყვა, რამაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა იქ ქრისტიანული მონასტრების არსებობას.

II. 1647 წელს ახალციხის საფაშოს უკვე ესე ერქვა საათაბაგოს) სათავეში ჩაუდგა როსტომ ფაშა (ათაბაგის წოდების გარეშე). ამ დროისათვის უკვე ძირითადი ნაწილი გამაჰმადიანებულია თავადებისა მათ შორის როსტომის მეუღლეა.
რომლის შესახება ისტორია ალბათ ძირითადად ცნობილია ზემო სტატიიდან. უკვე ამ პერიოდში ძალიან იყო შემცირებული მოსახლეობა და 296 დაცარიელებული სოფელი იყო, 344 კი ერთი-ორი მოსახლითურთ იყო (შ. ლომსაძის ანგარიში).

XVII საუკუნეში კი მხოლოდ ოთხი ქალაქიღა იყო შემორჩენილი სამცხე ჯავახეთში. ანუ 300 წელი აქ მიდიოდა ასიმილაციის მიზანმიმართული პოლიტიკა ისლამის მეშვეობით. თუმცა გლეხები (ვახუშტის ცნობით) უფრო ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას ვიდრე თავადები. მაგრამ მალევე ეს სიტუაცია შეიცვალა და თითქმის ყველამ მიიღო ისლამი. ამვე დროს XVIII საუკუნეში აქ ჩამოასახლეს თარაქამას ტომის ოჯახები, თუმცა არც თუ ისე დიდი რაოდენობით. ცოტა ადრე ქურთები დასახლდნენ ხოლო XIX ს-ის 70 იან წლებში სომხები ჩამოასახლა რუსეთის იმპერიის წარმომადგენლებმა.

ამის შემდეგ იწყება რუსეთის როლის ზრდა საქართველოს არსებობაში. სწორედ აქედან იწყება ყველა მაჰმადიანი მესხის თურქად მოხსენიება, რისისაფუძველი რუსების მიერ მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ იმაში რომ მაშინ იდენტობის საკითხები ძირიადად რელიგიასთან იყო დაკავშირებული და ამაში. მაგრამ მიუდედავად ამისა ოფიციალურ დოკუმენტებში უკვე 1870 წლის აღწერის დროს მათ ეროვნებას და რელიგიურ კუთვნილებას ცალ ცალკე გრაფები ჰქონდა დათმობილი (ტფილისის გუბერნიის აღწერის მასალათა კრებული ტ I).

ხოლო 1916 წლის აღწერის მიხედვით არაქართველ მუსლიმები ძალიან მცირე რაოდენობის არიან (მაგ; ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში სულ 5% ნაკლები დაახლოებით 5 ათას კაცამდე). (პავლე ინგოგროყვა, საქართველოს წერიტორიის საღვრების შესახებ)

ამის შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვანი ეთნიკური ცვლილებები არ მომხდარა 1944 წლამდე, ასე რომ გადასახლებულთაგან ძირითადი ნაწილი ქართველი იყო, თუ ამას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა აქვს რეპატრიაციასთან მიმართებაში.

იმედი მაქვს ეს



იმედი მაქვს ეს მცირედი მიმოხილვა სინათლეს შეიტან ჩვენს მსჯელობაში და მკითხველს სასიკეთოდ წაადგება.


--------------------
ერთხელ პატარა პენუმ ცერცვი დათესა.
გაინტერესებთ როგორ დათესა?
ჩვეულებრივად, როგორც ყველა თესავს ხოლმე...
დათესა პენუმ ცერცვი და მეგობრები მოიწვია.

[b]ინდური ზღაპარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jul 6 2007, 04:22 PM
პოსტი #138


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



რა ოდენობის მოსახლეობაზე საუბარი ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IGI
პოსტი Jul 6 2007, 05:00 PM
პოსტი #139


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-July 07
წევრი № 2,377



გადაასახლეს დაახლებით 125000 ადამიანი, ამათგან მხოლოდ 13 000 არაქართველი (თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს) თუ მაშინდელ საბჭოთა თვითმმართველობების მონაცემებს დავუჯერებთ,იფრები მათი შეჯერებითაა მიღებული) არსებობს.


--------------------
ერთხელ პატარა პენუმ ცერცვი დათესა.
გაინტერესებთ როგორ დათესა?
ჩვეულებრივად, როგორც ყველა თესავს ხოლმე...
დათესა პენუმ ცერცვი და მეგობრები მოიწვია.

[b]ინდური ზღაპარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Aug 12 2007, 05:43 PM
პოსტი #140


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ვინმემ ხომ არ იცით რა ხდება ბოლო-ბოლო, ჩამოყავთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი