IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Closed TopicStart new topic
> აფხაზეთი და ოსეთი ომის შემდეგ
nata.
პოსტი Aug 15 2008, 08:26 PM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 11-August 08
წევრი № 5,458



მჯერა, რომ რუსეთის წასვლის (და არა გასვლის) შემდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების გზები ღვთის შეწევნით აუცილებლად გამოჩნდება.
მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე რუსეთის საქართველოდან გაძევებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Aug 15 2008, 11:38 PM
პოსტი #42


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



Freethought
ციტატა(Freethought @ Aug 13 2008, 12:36 PM) *

ამ ტოპიკში დაწერეთ როგორ წარმოგიდგენიათ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პრობლემის გადაჭრა ამ ომის შემდეგ. ჩემი აზრით მოვიდა იმის დრო რომ რეალობას თვალებში შევხედოთ და აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ. სხვა გამოსავალი ისედაც არა გვაქვს, შემდეგი მიზეზების გამო:

1) მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არც მოსკოვი და არც სეპარატისტები არ მოდიან, სამხედრო ძალით კი რუსეთს ვერასდროს ვერ დავამარცხებთ. კიდევ რა საშუალება დარჩა ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?

2) ომი დამთავრდა საქართველოს დამარცხებით და კოდორის და ლიახვის ხეობების დათმობით, რის შედეგადაც აფხაზებს და ოსებს მომავლისთვის საქართველოს მხრიდან ყოველგვარი სამხედრო საფრთხე მოეხსნათ.

3)რუსეთის ჯარი რჩება აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიებზე.

4) იქაური მოსახლეობის უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვს, რაც რუსეთს აფხაზეთის და ოსეთის ანექსიის იურიდიულ საფუძველს აძლევს.

5) საქართველოს ნატოში შესვლა გამორიცხულია მოუგვარებელი კონფლიქტების და რუსეთთან ომის მუდმივი საშიშროების ფონზე. თუ სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, ნატოში შესასვლელად მწვანე შუქი გვექნება.

6) დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს ცალმხრივი აღიარების შემდეგ, რუსეთს და მის სატელიტებს (ბელარუსი, სომხეთი, ჩრდილო კორეა, ვენესუელა და ა.შ.) შეუძლიათ აღიარონ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა. ამას არ აკეთებენ ჯერჯერობით იმიტომ, რომ საქართველოზე ზეწოლის ბერკეტის შენარჩუნება უნდათ. დაკარგულ ტერიტორიებზე "ჩამოკიდებით" ისევ რუსეთის მძევლობაში ვიგდებთ თავს.
აუ კაცურად, რასაც წერ, შენც გჯერა იმის? თუ მარტო სკანდალურობის გამო წერ ამ ყველაფერს?


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Aug 16 2008, 11:47 AM
პოსტი #43


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



Freethought
ამ ადამიანმა დაწერა თავისი მოსაზრება, და გარკვეულწილად დაასაბუთა ის, მაგრამ სხვებთან ეს ვერ შევნიშნე გარდა გამოხმაურებებისა, საინტერესო იქნება სხვა ალტერნეტეივების მოსმენაც, მე ჯერჯერობით კონკრეტული პროგნოზებისგან თავს ვიკავებ, იმიტომ რომ მართლაც ძნელია ცალსახად იმის თქმა რომ მსგავსი პოლიტიკით აფაზეთს და სამაჩაბლოს უეჭველი დავიბრუნებთ, ახლა არ გაბედოს ვინმემ და სამშობლოს ღალატში არ დამადანაშაულოს smile.gif
მაინტერესებს სხვა ალტერნატივებიც, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ....
კანონისტი შენი პოზიცია ვიცი smile.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 17 2008, 12:13 AM
პოსტი #44


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ჩემი აზრით, უპირველესი ნაბიჯები იდგმება. თუნდაც ის რომ დსთ-დან გამოვდივართ. ეგ ბევრად წინ წაწევს ჩვენს სწრაფვას დასავლეთისკენ.
ხოლო რაც შეეხება აფხაზეთისა და ოსეთის სამომავლო პოლიტიკური სტატუსიც, ეგ ძალიან ნათელია. იგივე გზიტ გააგრძელებენ ლტოლვას ჩრდილოეთისაკენ, თუმცა საქართველოს შესაბამის ბერკეტები ექნება უკვე და რა თქმა უნდა გამოიყენებს, რაც შედეგსაც მოიტანს.
თუმცა მაინც ბუნდოვანია... sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 17 2008, 05:47 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



რაკიღა "პატრიოტულ" ფრაქციას აფხაზეთის და ოსეთის დათმობა ვერ წარმოუდგენია, იქნებ ისიც იცოდეს როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა? თუ ე.წ. "დაკარგული ტერიტორიების" დაბრუნებას ითხოვთ, ჩამოაყალიბეთ კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება. სამხედრო ძალით არ გამოდის, ნებით არ მოდიან არც აფხაზები, არც ოსები და არც რუსები. გაიგეთ ბოლოსდაბოლოს რომ არაფერი არ გამოდის. აღიარების ნაცვლად აფხაზებმა შეიძლება გალის რაიონი მაინც დაგვიბრუნონ, მაგრამ თუ კიდევ გავაჭიანურებთ ოცი წლის შემდეგ ეგეც გვიან იქნება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 17 2008, 05:54 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რაკიღა "პატრიოტულ" ფრაქციას აფხაზეთის და ოსეთის დათმობა ვერ წარმოუდგენია, იქნებ ისიც იცოდეს როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა? თუ ე.წ. "დაკარგული ტერიტორიების" დაბრუნებას ითხოვთ, ჩამოაყალიბეთ კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება. სამხედრო ძალით არ გამოდის, ნებით არ მოდიან არც აფხაზები, არც ოსები და არც რუსები. გაიგეთ ბოლოსდაბოლოს რომ არაფერი არ გამოდის. აღიარების ნაცვლად აფხაზებმა შეიძლება გალის რაიონი მაინც დაგვიბრუნონ, მაგრამ თუ კიდევ გავაჭიანურებთ ოცი წლის შემდეგ ეგეც გვიან იქნება...


ურაპატრიოტიზმისგან შორს ვარ, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება საერთაშორისო პოლიტიკისადმი არის აბსოლუტურად ინფორმირებულობასა და ძალისხმევას მოკლებული.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 17 2008, 06:16 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ყველაფერი კარგად იქნება


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 17 2008, 06:41 PM
პოსტი #48


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Freethought
ციტატა
სამხედრო ძალით არ გამოდის, ნებით არ მოდიან არც აფხაზები, არც ოსები და არც რუსები. გაიგეთ ბოლოსდაბოლოს რომ არაფერი არ გამოდის. აღიარების ნაცვლად აფხაზებმა შეიძლება გალის რაიონი მაინც დაგვიბრუნონ, მაგრამ თუ კიდევ გავაჭიანურებთ ოცი წლის შემდეგ ეგეც გვიან იქნება...

რუსებს და აფხაზებს ეკითხება ვინმე?

როგორ წარმომიდგენია და მოიცადე რამდენიმე წელი და საკუთარი თვალით ნახავ...

საქართველო არ გიყვარს, გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში ცოტა მაინც ხომ უნდა ერკვეოდე, მოყვარულის დონეზე მაინც, რომ იმსჯელო ასეთ საკითხებზე

რა აზრი აქვს, თორემ, ჰე, აგიხსნიდი...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 17 2008, 06:45 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(კანონისტი @ Aug 17 2008, 06:41 PM) *

Freethought

რუსებს და აფხაზებს ეკითხება ვინმე?

როგორ წარმომიდგენია და მოიცადე რამდენიმე წელი და საკუთარი თვალით ნახავ...

საქართველო არ გიყვარს, გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში ცოტა მაინც ხომ უნდა ერკვეოდე, მოყვარულის დონეზე მაინც, რომ იმსჯელო ასეთ საკითხებზე

რა აზრი აქვს, თორემ, ჰე, აგიხსნიდი...



მაპატიეთ საერთაშორისო პოლიტიკის პროფებმა ესოდენი უვიცობა, მაგრამ მე მგონი ვინმეს რამის ახსნის უნარი რომ ჰქონდეს, კითხვაზე პასუხს გამცემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 17 2008, 07:19 PM
პოსტი #50


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(Freethought @ Aug 17 2008, 05:47 PM) *

რაკიღა "პატრიოტულ" ფრაქციას აფხაზეთის და ოსეთის დათმობა ვერ წარმოუდგენია, იქნებ ისიც იცოდეს როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა? თუ ე.წ. "დაკარგული ტერიტორიების" დაბრუნებას ითხოვთ, ჩამოაყალიბეთ კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება. სამხედრო ძალით არ გამოდის, ნებით არ მოდიან არც აფხაზები, არც ოსები და არც რუსები. გაიგეთ ბოლოსდაბოლოს რომ არაფერი არ გამოდის. აღიარების ნაცვლად აფხაზებმა შეიძლება გალის რაიონი მაინც დაგვიბრუნონ, მაგრამ თუ კიდევ გავაჭიანურებთ ოცი წლის შემდეგ ეგეც გვიან იქნება...


ეგ მასე არ წყდება.
საქართველო ძალიან ბევრი ქვეყისათვის დიდ ღირებულებას წარმოადგენს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით.
მე ძალიან მწამს, რომ ღმერთი მოგვცემს ძალასა და შემართებას ამ პრობლემის უმტკივნეულოდ და რაც შეიძლება მშვიდობიანი გზით გადაჭრისათვ ის. smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კავკასიელი
პოსტი Aug 17 2008, 07:22 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 147
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 677



ციტატა(Freethought @ Aug 17 2008, 05:47 PM) *

რაკიღა "პატრიოტულ" ფრაქციას აფხაზეთის და ოსეთის დათმობა ვერ წარმოუდგენია, იქნებ ისიც იცოდეს როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა? თუ ე.წ. "დაკარგული ტერიტორიების" დაბრუნებას ითხოვთ, ჩამოაყალიბეთ კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება. სამხედრო ძალით არ გამოდის, ნებით არ მოდიან არც აფხაზები, არც ოსები და არც რუსები. გაიგეთ ბოლოსდაბოლოს რომ არაფერი არ გამოდის. აღიარების ნაცვლად აფხაზებმა შეიძლება გალის რაიონი მაინც დაგვიბრუნონ, მაგრამ თუ კიდევ გავაჭიანურებთ ოცი წლის შემდეგ ეგეც გვიან იქნება...



შენსავით რომ ეფიქრათ ქართველებს გასულ საუკუნეებში, დღეს დამერწმუნე ეს ქვეყანა არ იარსებებდა.


--------------------
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 17 2008, 07:35 PM
პოსტი #52


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



საბედნიეროდ არავის უფიქრია ქართველს, ქრისტიანსა და პატრიოტს.
ვინც იფიქრა სმარეშია, არავის მოუკითხავს და მხოლოდ ისტორიის უღიმღამო ფურცლებზე.


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 17 2008, 07:53 PM
პოსტი #53


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Freethought
ციტატა
ჩემი აზრით მოვიდა იმის დრო რომ რეალობას თვალებში შევხედოთ და აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ.

ეს დრო არასოდეს არ მოვა...
ამ სამარცხვინო სიტყვების ავტორი ან ქართველი არ არის ანდა სამშობლოს მოღალატეა, ნამდვილი ქართველი მართლაც მასე რომ ფიქრობდეს ხმამაღლა და საჯაროდ მაინც არ იტყოდა.

თუნდაც გამოსავალი მართლაც რომ არ არსებობდეს მომავალ თაობებს ყოველთვის უნდა დავუტოვოთ შანსი, რომ მათ იბრძოლონ დაკარგული ტერიტორიებს დასაბრუნებლად. ამ შანსს კი ქართული სახელმწიფოსგან აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დოკუმენტი სამუდამოდ გააქრობს.
ციტატა
1) მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არც მოსკოვი და არც სეპარატისტები არ მოდიან, სამხედრო ძალით კი რუსეთს ვერასდროს ვერ დავამარცხებთ. კიდევ რა საშუალება დარჩა ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?

საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება, დასავლეთთან დაახლოება და NATO-ში გაწევრიანება. რუსეთი ადრე თუ გვიან იძულებული გახდება გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და სამუდამოდ დატოვოს საქართველო.

მოსკოვს უნდა თუ არ უნდა ეს გარდაუვალია და ასეც მოხდება. მთავრია მოთმინება ვიქონიოთ და მომავლის სწორი პოლიტანალიზი გავაკეთოთ. ძალიან შორს არაა ის დრო, როდესაც რუსეთი შუა აზიას დაკარგავს (არამც თუ კავკასიას) და მსგავსი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში აფხაზეთი კი არა სერიოზული პრობლემები შეექმნება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ფედერაციის შენარჩუნებისათვის, რათა არ გამეორდეს სსრკ-ს მოვლენები...

ვინც კარგად ერკვევა უახლეს ისტორიაში ალბათ მიხვდება თუ რამდენი დაკარგა ერთ დროს უძლეველმა რუსეთის იმპერიამ ბოლო 20 წლის მანძილზე, ჯერ გერმანია გაერთიანდა, შემდეგ პოლონეთი გათავისუფლდა სოციალისტური რეჟიმისგან, მას მიჰყვა მთელი აღმოსავლეთ ევროპა და რუსეთი მთლიანად ჩაფლავდა. აშშ-ს და NATO-ს ხელი შემდეგ ყოფ. სსრკ-ს რესპუბლიკებს მისწვდა, 9 წლის წინ უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, შემდეგ უკვე სსრკ-ს სხვა სახელმწიფოებმაც გამოთქვეს ამის სურვილი და ყოველი მათგანი ინტეგრაციის სხვადასხვა ეტაპზეა, ერთ-ერთი მოწინავეა საქართველო და უკრაინა. გავა ათეული წლები და დასავლეთის ტალღა მთლიანად გადაუვლის დსთ-ს სივრცესაც და რუსეთი მთლიანად დამარცხდება, გაძევებულ იქნება შუა აზიიდანაც, რომელიც ჩინეთის და აშშ-ს გასაყოფი გახდება. სწორედ ამ გეგემების ფარგლებში მიიღეს ყაზახეთი UEFA-ში და მრავალ ევროპულ სპორტულ ორგანიზაციაში, რათა დასავლეთის ინტერესები სამომავლოდ ამ რეგიონშიც გაბატონდეს. ამის შემდეგ უკვე რუსეთი ფედერაციის შენარჩუნებისთვის დაიწყებს ბრძოლას, მაგრამ ალბათ ესიც წარუმატებელი იქნება, ისევე როგორც ჯერ სსრკ და შემდეგ დსთ...

დამერწმუნე ამ ყველაფრით ხელს მაგრად მოვითბობთ... და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უამრავი საშუალება გამოჩნდება, თუმცა არა მგონია ეს ყველაფერი ასე გაიწელოს, რუსეთი ამ აგრესიის შემდეგ როგორც ჩანს დაკარგავს სამშვიდობო სტატუსს რეგიონში და არც თუ შორეულ მომავალში კონფლიქტის ზონებიდანაც მოუწევს გასვლა...

რუსეთის ამგვარი შიში გამოწვეული ძველი თაობის მეხსიერებაში ჩარჩენილი ინფორმაციით, დღევანდელი რუსეთი, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4-5-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე მხოლოდ პენტაგონის ბიუჯეტი, რომლის ფლოტი 5-ჯერ უფრო სუსტია ვიდრე საფრანგეთის ფლოტი (ლაპარაკი აღარაა აშშ-ზე, რომლის პოტენციალი დანარჩენი მსოფლიოს ჯამურ პოტენიციალს მნიშვნელოვნად აღემატება), რომლის შეიარაღებაში მხოლოდ რამოდენიმე ერთეულია ისეთი გამანადგურებელი, რომელსაც F-22, F-117, F-15E-სთან ან თუნდაც Eurofighter-თან ბრძოლა შეუძლია უკვე დიდი ხანია აღარანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს დასავლეთისთვის, შორს არაა ის დრო (ნაწილობრივ უკვე დადგა) როდესაც კრემლს ულტიმატუმის ენით დაუწყებენ ლაპარაკს...
ციტატა
2) ომი დამთავრდა საქართველოს დამარცხებით და კოდორის და ლიახვის ხეობების დათმობით, რის შედეგადაც აფხაზებს და ოსებს მომავლისთვის საქართველოს მხრიდან ყოველგვარი სამხედრო საფრთხე მოეხსნათ.

სისულელეა ამ ომის შედეგებზე ლაპარაკი თუნდაც 1 თვის განმავლობაში... ესიც პოლიტიკური სიბეცე ან ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვებია. რეალობას დავინახავთ რამოდენიმე თვეში და ჯერ კიდევ საკითხავია ვინ რა დაკარგა.

რუსეთს უნდა თუ არ უნდა რამოდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამოდენიმე კვირაში მოუწევს 6 აგვისტოს სტატუს-კვოს აღდგენა და ცხადია კოდორის და ლიახვის ხეობები საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდება (იქ არც ევროკავშირის ძალები არ შევლენ) - ასეთია აშშ-ს გადაწყვეტილება, ევროკავშირის პოზიცია და იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელზედაც მედვედევს ხელი მოაწერინეს და არ ასრულების შემთხვევაში რუსეთის შევიწროება გაგრძელდება, "დე ფაქტო" გამოძევებულია დიდი რვიანიდან, NATO-მ აუკრძალა რუსეთის ხომალდებს ანტი-ტერორისტულ წვრთნებში მონაწილეობა და გამოაძევა ხმელთაშუა ზღვიდან, იგივე გააკეთა ბრიტანულმა ფლოტმა, NASA-დან რუსული პროექტის ნაწილის გამოძევებაზეა საქმე ISS, ამ გამწარებულზე თითქოს ჯინააო და აშშ ზუსტად ახლა იწყებს ატომური ბალისტიკური რაკეტების გადამჭრელი სისტემის დაყენებას პოლონეთის ტერიტორიაზე, მალე ჩეხეთშიც, ევროკავშირის 4 წევრი სახელმწიფო: პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის სასარგებლო ყველა პროექტის უპირობო ცაგდებას აპირებს და უკრაინასთან ერთი პატარა შეცდომა და რუსეთის სევასტოპოლის ნავსადგურს დაკარგავს...

ცოტა ხანში გამოჩნდება რომ ომი რუსეთისთვის კატასტროფული შედეგებით დამთავრებულა და ყველა სიკეთესთან ერთად კიდევ ერთხელ მოხვდა ყბაში დასავლეთისგან და კიდევ უფრო გადაიჩოჩა აღმოსავლეთით. (რაც ადრეც არა ერთხელ მომხდარა და მეთოდურად გრძელდება)

კონკრეტულად სეპარატისტები კი ალბათ ტავის სიცოცხლეს ჰააგის ტრიბუნალზე დაამთავრებენ. მართალია რეალური დამნაშავეები მოსკოვში სხედან, მაგრამ მათი დაპატიმრება ჯერჯერობით ილუზიაა და რაც შეეხება ბაღაფშს და კოკოითს ისინი აუცილებლად გაიზიარებენ კარაჯიჩის და მილოშევიჩის ბედს...

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ჯერ ზაფხულიც არ დასრულებულა...

ციტატა
3)რუსეთის ჯარი რჩება აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიებზე.
მაქსიმუმ რამოდენიმე თვით.
ზუსტად ისე წამოვლენ იქიდან, როგორც არა ერთი სახელმწიფოდან მოუწიათ წასვლამ. ევროკავშირი უკვე ამზადებს სამშვიდობოების ინტერნაციონალიზაციის პროექტს.

საერთოდ ეს ომი იყო დასავლეთის (ძირითადად აშშ-ს) მოწყობილი "შოუ" რუსეთზე საფეხურით შემდეგი დარტყმის მისაყენებლად - რაც რუსეთის კავკასიიდან გაძევების დასაწყისს ემსახურება. დაახლოებით ამგვარ "შოუს" ვიხილავთ 15-20 წელიწადში შუა აზიაში, მაშინ უვე საქართველო NATO-ს წევრი იქნება...
ციტატა
4) იქაური მოსახლეობის უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვს, რაც რუსეთს აფხაზეთის და ოსეთის ანექსიის იურიდიულ საფუძველს აძლევს.

ეს არავიტარი იურიდიული საფუძველი არ არის. საერთაშორისო სამართალშიც მსგავსიც არაფერი წერია და სწორედ ამიტომ დასცინის მთელი მსოფლიო რუსეთს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს მის პოლიტიკას.

თუმცა რომელ იურიდიულ საფუძველზეა ლაპარაკი, როდესაც ძალა აღმართს ხნავს. ყველაფერი ისე იქნება როგორც NATO გადაწყვეტს, თუ არა ერაყის ომის დროს აშშ-მ იმ დონეზე საცინად აიგდო რუსეთი რომ მისი მოქალაქეების კი არა ელჩის უსაფრთხოებაზე არ მისცა გარანტიები, რუსულ ესკორტს რამოდენიმე ცასაფრება მოუწყო და ბოლოს ევაკუირებული საელჩო აუფეთქა ბაღდადში...

იგივე ბედი მოელის რუსეთის მოქალაქეებს ირანშიც თუ ჭკუით არ იქნებიან რუსები და ირანელები ერთად...

თანაც ჩვენ უზარმაზარი ცოცხალი რესურსი გვყავს დევნილების სახით, მათი დაბრუნება იმ შემთხვევაშიც აუცილებელია აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებლებიც რომ გახდნენ,ამას უზარმაზარი საფუძველი აქვს საერთაშორისო სამართლითაც და ადამიანის უფლებების დეკლარაციითაც, დევნილების დაბრუნების შემდეგ, განურჩევლად ტერიტორიის სტატუსისა ქართველები აშკარა უმრავლესობაში აღმოჩნდებიან...
ციტატა
5) საქართველოს ნატოში შესვლა გამორიცხულია მოუგვარებელი კონფლიქტების და რუსეთთან ომის მუდმივი საშიშროების ფონზე. თუ სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, ნატოში შესასვლელად მწვანე შუქი გვექნება.

ეგ არავინ არ იცის...
NATO-ში შესვლამდე აუცილებლად მოხდება სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, ეს ერთი, გარდა ამისა როდესაც კიდევ უფრო დავუახლოვდებით NATO-ს (წევრობა სულაც არაა სავალდებულო), კონფლიქტურ რეგიონებში NATO-ს სამშვიდობო ჯარების შემოსვლა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

და ბოლოს მთავარია აშშ-ს სურვილი თუ არა ყველამ ძალიან კარგად იცის რომ კონფლიქტური რეგიონები ზუსტად იმიტომაა რომ ჩვენ NATO-ში არ შევიდეთ და ეს აშშ-ს ნაციონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასე რომ ჩვენი დროც დადგება და რუსები ფართხაფურთხით წავლენ აქედანაც და არა მარტო აქედან...


ციტატა
6) დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს ცალმხრივი აღიარების შემდეგ, რუსეთს და მის სატელიტებს (ბელარუსი, სომხეთი, ჩრდილო კორეა, ვენესუელა და ა.შ.) შეუძლიათ აღიარონ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა. ამას არ აკეთებენ ჯერჯერობით იმიტომ, რომ საქართველოზე ზეწოლის ბერკეტის შენარჩუნება უნდათ. დაკარგულ ტერიტორიებზე "ჩამოკიდებით" ისევ რუსეთის მძევლობაში ვიგდებთ თავს.

რუსეთი მალე ალბათ მსოფლიო იზოლაციაში მოექცევა, ჯერ დაუკვირდი თუ რა სატელიტები ყავს...

მაგ ქვეყნებს გინდ უღიარებიათ და გინდ არა ვინმე... ზოგიერთი მათგანი უკვე NATO-ს და აშშ-ს სამიზნეა.

ცივილიზებული სამყარო "რატომღაც" კოსოვოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. რატომ? იმიტომ რომ ეს გლობალური პოლიტიკაა რუსეთის იმპერიის გასანადგურებლად, სერბეთის კომუნისტური ხელისუფლება მილოშევიჩის მეთაურობით პრორუსული იყო და ეს აშშ-ს არ აწყობდა, საქართველოში კი ბაღაფში და კოკოითი არ აწყობს პრორუსულობის გამო. ამიტომ კოსოვო დამოუკიდებელია და აფხაზეთი და ოსეთი კი - არა.

საქართველო სულ მალე გათავისუფლდება რუსეთის იმპერიისგან, ოღონდ საკუთარი ტერიტორიებიანად და არავის მძევალი აღარ იქნება...

P.S. ეს ნაწერი დაბეჭდე, კარგად შეინახე და მრავალი წლის შემდეგ წაიკითხე... yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 17 2008, 07:54 PM
პოსტი #54


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Freethought
ციტატა
მე მგონი ვინმე რამის ახსნის უნარი რომ ჰქონდეს

კაი გეგონოს მასე...

იმედია, ვინმე არ დაიზარებს და გიპასუხებს. მე პირადად, ნამდვილად არ მაქვს მაგის თავი, ელემენტარული ჭეშმარიტება ვუმტკიცო ვინმეს... არც კი ვიცი, როგორ უნდა ვქნა ეს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 17 2008, 07:56 PM
პოსტი #55


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(კანონისტი @ Aug 17 2008, 07:54 PM) *

Freethought

კაი გეგონოს მასე...

იმედია, ვინმე არ დაიზარებს და გიპასუხებს. მე პირადად, ნამდვილად არ მაქვს მაგის თავი, ელემენტარული ჭეშმარიტება ვუმტკიცო ვინმეს... არც კი ვიცი, როგორ უნდა ვქნა ეს


კუდი გაქვს???
ხო და გაუქანე. laugh.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 17 2008, 07:59 PM
პოსტი #56


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ჰა, დაგიწერეს უკვე. მართლა ამოიბეჭდე და დაიზეპირე yes.gif

გიორგი
thumbs.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Aug 17 2008, 10:20 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



Freethought
შენ აქ ხალხის გასაღიზიანებლად ხარ ვიღაცა ხარ, მასონების ემბლემა რო გიყენია ავატარად, მარტო მაგისთვის ხარ მოსაცილებელი აქედან მაგრამ არ ყავს ამ ფორუმს პატრონი.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 17 2008, 11:05 PM
პოსტი #58


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



შეეშვით მაგ Freethought_ს,
მაგასაც ეგ უნდა მოგწამლოთ და გაგაღიზიანოთ,
რით ვერ ხვდებით ხალხნო?
უბრალოდ გაატარეთ მისი ნათქვამი, ვითომ არც წაგიკითხავთ.

რაც არ უნდა ადამიანს სულ რომ თავდაყირა დადგე მაინც არ შეიგნებს, ხოდა შეეშვით.
ილაპარაკებს, ილაპარაკებს და მოპასუხე რომ არ ეყოლება კი მოსწყინდება ბოლო-ბოლო.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Aug 18 2008, 12:20 AM
პოსტი #59


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



გიორგის ბოლო პოსტის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე ზოგიერთ მის მოსასზებას არ ვეთანხმები (მაგალითად იმას, რომ ეს ომი დასავლეთის დადგმული შოუ იყო), შეიძლება ითქვას, რომ ეს თემა ამოწურულია და დახხურვას ექვემდებარება! tongue.gif



გიორგი
thumbs.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 18 2008, 01:51 AM
პოსტი #60


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Ismail
ციტატა
თემა ამოწურულია და დახხურვას ექვემდებარება!

ნამდვილად... yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი