IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამა პაისი მთაწმინდელი
leluka
პოსტი Oct 4 2007, 10:05 PM
პოსტი #1


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გარეგან ხმაურზე და შინაგან უშფოთველობაზე

ადამიანებმა მშვიდი ბუნება შეცვალეს


ტექნიკურ საშუალებათა უმრავლესობა, რომლითაც დღეს ხალხი სარგებლობს, რათა მოხერხებულად მოეწყონ, ხმაურს იწვევს. ვაი რომ, ამ ხმაურით ადამიანებმა მშვიდი ბუნება ჭკუიდან შეშალეს, მთელი ამ ტექნიკით მათ ის შეცვალეს და დაანგრიეს. არადა როგორი სიჩუმე იყო წინათ! როგორ ცვლიდა და ცვლის ადამიანი ირგვლივ ყველაფერს ისე, რომ ვერც კი ამჩნევს.
დღეს ყველა მიეჩვია, რომ ხმაურთან ერთად უნდა იცხოვროს. ბევრ თანამედროვე ბავშვს უყვარს კითხვის დროს როკ-მუსიკას მოსმენა, ანუ მათ მეტად მოსწონთ მუსიკის ფონზე კითხვა, ვიდრე - სიჩუმეში. მათ მოუსვენრობა ასვენებთ, რადგანაც მოუსვენრობაა მათ არსებაში ჩაბუდებული. ყველგან ხმაურია. აბა, უსმინე! ეს გესმის გამუდმებით: „ვუ-უ-უ... ვუ-უ!“ კვამლი იფრქვევა - „ვუ-უ“... ხეებს წამლიან საწამლით, მაშინაც - „ვუ-უ“... შემდეგ მოდიან სხვა შემასხურებლები - თვითმფრინავების მსგავსი, რათა უფრო მეტად იხმაურონ და თქვან: „ეს შემასხურებლები უკეთესია იმიტომ, რომ ხეებს ქვევიდან ზევით კი არა, ზევიდან ქვევით წამლავს და არც ერთი ბოჭკო არ რჩება ხელუხლებლად“. უნდა ვეძებოთ ასეთი შემასხურებლები და სიხარულს გვანიჭებდეს ისინი. ადამიანს უნდა ერთი პატარა ნახვრეტის გაკეთება ლურსმნისათვის და ამისთვის ისევ მანქანას მომართავს - რისთვის? რათა წყალი ნაყოს!? თანაც უხარია ეს და საოცარია, ამაყობს კიდეც! სუფთა ჰაერის ერთი ყლუპი რომ ჩაყლაპოს, ამისთვის ვენტილატორს ყიდულობს და მის ხმაურს ისმენს. ადრე, სიცხის დროს ხელით ინიავებდნენ, ეხლა კი ცოტაოდენი გრილი ჰაერისთვის ყურებს იყრუებენ. ზღვაზეც დიდი ხმაურია შექმნილი. ოდესღაც ზღვებზე უხმაუროდ დაცურავდნენ აფრიანი ნავები, ეხლა კი ყველაზე პატარა ძრავაც კი საშინლად ხმაურობს. მალე ადამიანების უმრავლესობა თვითმფრინავებით იწყებს ტრიალს მიწის პირზე! და იცით, სად მიგვიყვანს ეს?! მიწა ხომ ცოტა მაინც ახშობს ხმაურს, ხოლო ჰაერში ისეთი ამბები დატრიალდება, რომ ღმერთო, შენ გვიშველე!..

ადამიანებმა თვით უდაბნოების წმინდა ადგილებიც კი გაანადგურეს


ჩვენი ეპოქის მსოფლიო სულმა, თავისი ფსევდო-ცივილიზაციით უდაბნოების ის წმიდა ადგილებიც კი გაანადგურა, რომლებიც ამშვიდებენ და განანათლებენ სულებს. მოუსვენარი ადამიანი ვერსად ისვენებს. ადამიანებმა წყნარი ადგილი არსად დატოვეს. თვით წმიდა მიწაც კი... - რად გადააქციეს დღეისათვის იგი?! ფოტინე მეუდაბნოეს [1] ცხოვრებაშიც მოხსენებულია, რომ იმ უდაბნოში, სადაც იგი მოღვაწეობდა, მოგვიანებით დადგეს კიოსკები და სასადილოები გახსნეს. იმ გამოქვაბულებსა და სენაკებში, სადაც ამდენი ბერი, ამდენი წმიდანი მოღვაწეობდა, გამაგრილებელი სასმელების სავაჭროები გახსნეს ინგლისელებმა. მორჩა, უკვე აღარ არსებობს უდაბნო! ის აივსო სახლებით, რადიომიმღებებით, მაღაზიებით, ატელიეებით, აეროპორტებით! ჩვენ იმ დროს მივაღწიეთ, რომლის შესახებაც წმიდა კოსმა ეთოლიელი [2] ამბობს: „მოვა დრო და სადაც დღეს ვაჟკაცები თავის იარაღს კიდებენ, ბოშები ჩამოკიდებენ მუსიკალურ საკრავებს“. მე მინდა ვთქვა, რომ სწორედ აქამდე მივაღწიეთ ჩვენ: იქ, სადაც ადრე ბერები მოღვაწეობდნენ, იქ, სადაც ადრე მათი სკვნილები ეკიდა, ეხლა რადიომიმღებების ხმა ისმის და გამაგრილებელი სასმელები ჩქეფს!.. დიახ, ცხადია, გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და ყოველივე ეს საჭირო აღარ იქნება. საერთოდ, ყველაფერი იქიდან, რაც ხდება, ერთი დასკვნა გამოდის: ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. სიცოცხლის და ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება.
- წმიდაო მამაო, წმიდა მთაზე სადმე თუ მაინც შემორჩა წყნარი ადგილი?
- რომელ წყნარ ადგილზეა ლაპარაკი, თუნდაც წმიდა მთაზე! ათონის ტყეებში დაუსრულებლად გაჰყავთ ახალი და ახალი გზები. ყველგან მანქანები დადიან. თვით იმათაც კი, ვინც ყველაზე უდაბნო და უშფოთველ ადგილებში ცხოვრობენ, მანქანები იყიდეს. მე არ მესმის - რას ეძებენ ეს ადამიანები უდაბნოებში? როდესაც არსენი დიდმა უდაბნოში ნელი სიოს მიერ შერხეული ლერწმის შრიალი გაიგონა, იკითხა: „რა ხმაურია, მიწისძვრა ხომ არ არის?“ [3] წმიდა მამებს რომ ის ენახათ, რაც დღეს ხდება: ძველად თანაცხოვრებულთა მონასტრებში ბერები მორჩილებზე მეტად იღლებოდნენ. განსაკუთრებით - ტრაპეზარი და მესტუმრე. უნდა გაერეცხათ თეფშები, სპილენძის ჭურჭელი გაესუფთავებინათ, დღეს კი იოლია ეს ყველაფერი, ბერებისთვის ხომ მისაწვდომია ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ხმაურს იწვევს. მახსოვს, როგორ მოგვქონდა მონასტერში წყალი წყალსატევიდან და ჯალამბარის საშუალებით გარკვეული ტევადობით მეოთხე სართულზე სრულიად უხმაუროდ ვზიდავდით. ეხლა წყალს ძრავის საშუალებით ქაჩავენ და გამუდმებით მისი ტრახტრახი ისმის. კედლები ირყევა, მინები მოძარობენ, რაიმე ხმის ჩამხშობი მაინც მოეწყოთ. არმიაში, სამოქალაქო ომის დროს, რაციის ბატარეის დატენვისას ხმის ჩამხშობს ვხმარობდი, რომ მტრის მხარეს ხმაური არ გაეგონა.
ერთხელ ჩემთან სენაკში ერთ-ერთი მონასტრის ბერები მოვიდნენ. ისინი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. „ხმადაბლა ისაუბრეთ, ჩვენ კარგად გვესმის.“ - ვუთხარი ერთ-ერთ მათგანს. ის ყვირილს აგრძელებდა. „ჩუმად ილაპარაკე“. - ხელახლა ვთხოვე მას. „-შეგვინდეთ, წმიდაო მამაო, ჩვენ მონასტერში მივეჩვიეთ ასეთ ღრიალს, ჩვენთან გენერატორი მუშაობს და ამიტომ ხმამაღლა ვლაპარაკობთ, სხვანაირად ვერაფერს გავიგონებთ.“ - მიპასუხა მან. გესმით, რას ამბობენ? იმის მაგიერ, რომ იესოს ლოცვა შეასრულონ და ჩუმად ილაპარაკონ, მათ გენერატორი აქვთ ჩართული და ამიტომ ყვირიან! ზოგიერთი მოზარდი თავის მოტოციკლს ხმის ჩამხშობს აცილებს, რომ მისი ხმა ყველგან ისმოდეს. ცუდია, რომ იგივე სული მსჭვალავს დღეს მონაზვნობას. დიახ - ჩვენ დღეს აქეთკენ მივდივართ - ხმაური ახარებს ბერებს. დღეს დილას მონასტრის ერთ-ერთ დას ვაკვირდებოდი. ის კოსმონავტს ჰგავდა. ფართოფარფლიანი ჩალის ქუდით თავზე და - რესპირატორით - სახეზე. ბენზინის სათიბელით ხელში ის კლდეზე ჩამოდიოდა და თავს იწონებდა. ასტრონავტებს არ უამაყიათ ასე, მთვარიდან რომ ჩამოფრინდნენ! გავიდა ცოტაოდენი დრო და მესმის: „ტრა-ტა-ტა-ტა-ტა“. ვხედავ, დაუწყია ბალახის ჭრა სათიბით, თან ისე, რომ აღარ ვიცოდი, ხმაურს სად დავმალვოდი. როგორც კი მან დაამთავრა, მოვიდა მონასტრის მუშა და კიდევ უფრო ხმაურიანი ტრახ-ტრახათი მიწის დამუშავება დაიწყო. დარბის ტრახტრახა წინ და უკან, წინა და უკან! შემდეგ მან გააჩერა თავისი ბენზინის გუთანი, აიღო მეორე მექანიზმი - დაიწყო მიწის დაფარცხვა. რა მწარე ხვედრი აღარ გვხვდა წილად ჩვენ!
- და მაინც, წმიდაო მამაო, ეს ტექნიკა რადგან არსებობს, შემამსუბუქებელია...
- იცი კი, რამდენნაირი შემამსუბუქებელი ტექნიკა არსებობს?.. თავი აარიდეთ ყოველივე მოტრახტრახეს და მოგრუხუნეს, თავი აარიდეთ ხმაურს. ეს ხმაური მონასტრიდან გვაძევებს. მაშ, რად კიდია თქვენთან, ქვემოთ, ფირფიტა - წარწერით: - „ისიხასტური“ [4]. დააწერეთ, ჯობია, მაგალითად, „ხმაურისტური“ ან „მოუსვენარისტური“. რად გინდათ მონასტერი - საერთოდ, თუ იქ სიწყნარე არ არის?! დააკვირდით და ეცადეთ, შეზღუდოთ ყველაფერი ის, რის შესახებაც ეხლა ვლაპარაკობდით. თქვენ ჯერაც არ გამოგიცდიათ, რა ტკბილია უშფოთველობა. ეს რომ გესმოდეთ, იმასაც უკეთესად გაიგებდით, რასაც მე ვლაპარაკობ და - ზოგიერთ სხვა რამესაც. თქვენ რომ სულიერი უშფოთველობის ტკბილი ნაყოფის გემო იცოდეთ, მაშინ უეჭველია, რომ კეთილად შეშფოთებულნი იქნებოდით და სულიერ ცხოვრებაში წმიდა უშფოთველობისაკენ ისწრაფებდით.


უშფოთველობა - ეს საიდუმლო ლოცვაა


მთელი ამ ხმაურიანი ტექნიკით ბერი ლოცვისა და მონასტრული ცხოვრების ყოველგვარ წანამძღვრებს განაგდებს. ამიტომ იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ხმაურიანი ტექნიკური საშუალებებით სარგებლობას უნდა მოერიდოს. ყველაფერი ის, რაც ადამიანებს მოსახერხებლად ეჩვენებათ, უმეტეს შემთხვევაში ბერს თავისი მიზნის მიღწევაში არ ეხმარება. ამ მდგომარეობაში მყოფი ბერი ვერ შეძლებს, მოიპოვოს ის, რისთვისაც მონაზვნობის გზას შეუდგა.
უშფოთველობა დიდი საქმეა. უშფოთველობის დაცვით ადამიანი ულოცველადაც უკვე ლოცულობს, უშფოთველობა საიდუმლო ლოცვაა და ძალიან ეხმარება ლოცვაში, ისევე როგორც ადამიანისთვის კანით სუნთქვას მოაქვს სიკეთე [5]. ის ვინც უშფოთველობით ეძლევა სულიერ საზრუნავს, შედეგად ლოცვაში ჩაიძირება. იცით კი, რა არის ჩაძირვა? დედის მკერდში მიყუჩებული ბავშვი არაფერს ეუბნება მას, ის უკვე განმარტოებულია მასთან დამოკიდებულებაში. ამიტომ, თუ მონასტერი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებიდან, ერული ხმაურიდან და ხალხის სიმრავლიდანაა მოწყვეტილი, ეს მას დიდ სარგებლობას მოუტანს.
ერისაგან განდგომის გარეგნული გამოხატულება უშფოთველობაა, რომელიც გონიერ მოღვაწეობასთან და განუწყვეტელ ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. ამას ძალიან ჩქარა მიჰყავს ბერი შინაგან უშფოთველობასთან - სულიერ მშვიდობასთან. ეს შინაგანი უშფოთველობა არის აუცილებელი წინამძღვარი ფაქიზი სულიერი ღვაწლისა. აი, სწორედ მაშინ გარეგნული მღელვარება ადამიანს აღარ შეაშფოთებს, რადგან არსობრივად დედამიწაზე მხოლოდ მისი სხეულიღა იმყოფება, მაშინ როდესაც მისი გონება ზეცაშია დაუნჯებული.

ესმის თუ არ ესმის ხმაური - თვით ადამიანზეა დამოკიდებული


- წმიდაო მამაო, მაშინ რა ვქნათ, თუ ხმაურიანი მორჩილება გვიწევს, ან მის შესასრულებლად ხმაურიანი მანქანაა საჭირო?
- როდესაც ხელსაქმე ხმაურიანია, ძალიან შველის ჩუმი ფსალმუნება, თუ იესოს ლოცვის შესრულება შეუძლებელია, რაიმე საეკლესიო საგალობელი იგალობეთ. მოთმინებაა საჭირო, გემზე, რომლითაც ათონიდან მოვდივარ, ან იქით მივემგზავრებით, დიდი ხმაურია ხოლმე, მე მივჯდები რომელიმე კუთხეში, თავს მოვიმძინარებ, რომ არავინ შემაწუხოს, თვალებს დავხუჭავ და გალობას ვიწყებ. რას აღარ ვგალობ! რამდენ „ღირს არს...“, რამდენ „წმიდაო ღმერთოს...“ გემის ძრავაც თავისი ხმაურით ძალიან უხდება გალობას. ძრავს უჭირავს ისონი [6], ზუსტად პაპუ ნიკოლოზის „ღირს არსის“ ტონალობაში, „წმიდაო ღმერთოზე“ კი - ნილევსის [7] ტონალობაში, ისე გუგუნებს, რომ მსგავს ვერაფერს ნახავ! მე გონებით ვგალობ და გალობაში გულიც მონაწილეობს.
და მაინც, მე მგონია, რომ გარეგან ხმაურს იმდენი ვნება არ მოაქვს ჩვენთვის, რამდენიც - შინაგან შფოთს. გესმის თუ არა გარეგნული ხმაური, ეს შენზეა დამოკიდებული, მაშინ, როცა შინაგანი შფოთისგან გაქცევა ძნელია. საფუძველი გონებაა. თვალები შეიძლება უცქერდნენ და არ ხედავდნენ. როდესაც ვლოცულობ, შეიძლება რაღაცას ვუყურებდე, მაგრამ - ვერ ვამჩნევდე. შემიძლია, სადღაც წავიდე, შემიძლია, რაიმე პეიზაჟს ვუმზირო, კიდევ სხვა რაღაცას და ვერაფერი ვერ შევნიშნო. თუ ადამიანს ხმაურში იესოს ლოცვის [8] წარმოთქმა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან გონება არ გადასცა ღმერთს. ადამიანმა საღმრთო განდგომის მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, რათა შინაგანი უშფოთველობით ცხოვრება შეძლოს და აღარც ხმაური შეაშფოთებს ლოცვის დროს. ამ შემთხვევაში კაცს ის საღმრთო განდგომილება აქვს მოპოვებული, რომლის დროსაც მას ხმაური აღარ ესმის, ან ესმის მხოლოდ მაშინ, როცა მოინდომებს, ან უფრო ზუსტად, როცა მისი გონება ზეცას მოსწყდება. თუ ადამიანი სულიერად იშრომებს, თუ იღვაწებს, მაშინ მიაღწევს ამას. მაშინ იგი შეძლებს, რაღაც ესმოდეს ან არ ესმოდეს, ისე, როგორც თვითონ ისურვებს ამას.
ერთხელ, არმიაში რომ ვმსახურობდი, ერთ ჩემს თანამშრომელს, ღვთისმოსავ ადამიანს განსაზღვრულ ადგილას დავუნიშნე შეხვედრა. „იქ ხომ პირდაპირ ყურებთან გაჰყვირის მეგაფონი“. - მითხრა მან. „- მოუსმენს თუ არა მეგაფონს, თვით ადამიანზეა დამოკიდებული“. - ვუპასუხე მე. განა გვესმის ირგვლივ რა ხდება, როცა ჩვენი გონება რაღაცით არის დაკავებული?! მახსოვს, ათონზე, ჩემი სენაკის პირდაპირ ბენზინის ხერხებით ჭრიდნენ ტყეს, მთელი გორა მოაშიშვლეს. და მაშინ, როცა მე ვკითხულობდი, ან ვლოცულობდი და მთლიანად ამით ვიყავი დაკავებული, არაფერი მესმოდა, მაგრამ როცა სულიერ ვარჯიშს შევწყვეტდი, ხელახლა გავიგონებდი ხოლმე ყველაფერს.


სხვათა უშფოთველობას პატივი ვცეთ


თუ ხმაურის მიზეზნი თვით ჩვენ არა ვართ, მაშინ არაფერია, - ღმერთი ყველაფერს ხედავს. მაგრამ საქმე ცუდადაა, თუ ხმაურს თვითონ ვიწვევთ. ამიტომ გამუდმებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სხვები არ შევაშფოთოთ. თუ ვინმე თვითონ ვერ ლოცულობს, უკიდურეს შემთხვევაში, სხვებს მაინც ნუ დააბრკოლებს. რომ იცოდეთ, თქვენი ხმაური რა დიდი ზიანის მომტანია მლოცველი ადამიანისათვის, ძალიან ყურადღებით იქნებოდით. რადგანაც, თუ ვერ გააცნობიერე, რომ სიჩუმე პირადად შენთვისაც აუცილებელია და საერთოდ ყველას ეხმარება და ამასთან ის მთელი გულით, სიყვარულით უნდა დაიცვა და არა ჯოხის შიშით, მაშინ კეთილ შედეგს სიჩუმე ვერ მოგიტანს. თუ ადამიანი დაძაბული იცავს სიჩუმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დისციპლინის წესებს დაემორჩილოს, თუ საკუთარ თავს ეუბნება: „ეხლა ისე უნდა გაიარო, რომ არავინ შეაწუხო, ეხლა ფეხის წვერებზე უნდა იარო“... ეს წმინდა წყლის სატანჯველია. მიზანი ისაა, რომ ამგვარად მთელი გულით, მთელი სიხარულით იქცეოდე. სიჩუმეს იცავდე იმიტომ, რომ ვიღაც ლოცულობს, ვიღაც ღმერთთან ერთობაში იმყოფება. რა დიდი სხვაობაა ამ პირველ და მეორე შემთხვევებში სიჩუმის დაცვას შორის! ის, რასაც ადამიანი გულით აკეთებს, მას ახარებს და ეხმარება. თუ სიჩუმის აუცილებლობას გააცნობიერებ და პატივისცემით განეწყობი მის მიმართ, ვინც ამ დროს ლოცულობს, მაშინ რაღაცნაირი კრძალვა დაგეუფლება. სხვისი პატივისცემით კი ადამიანი საკუთარ თავს სცემს პატივს, მაგრამ საკუთარ თავს არაფრად თვლის, იმიტომ, რომ თავმოყვარეობით კი არა, ღვთისმოყვარეობით მოქმედებს. საკუთარი თავი სხვის ადგილას უნდა წარმოიდგინო, ასე უნდა იფიქრო: „იმ ადამიანის ადგილას რომ ვიყო, როგორ დამოკიდებულებას ვისურვებდი ჩემდამი? დაღლილი რომ ვიყო, ან ვლოცულობდე, მომეწონებოდა, კარს ასე რომ აჯახუნებენ?“ საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენება რომ შეგვეძლოს, ბევრი რამ შეიცვლებოდა.
რა შესანიშნავი იყო ადრე თანაცხოვრებულთა მონასტრებში! უშფოთველობაში! ყოველ მეოთხედ საათში ზარი ირეკებოდა, რომ ბერებს იესოს ლოცვის აუცილებლობა გახსენებოდათ. თუ ვინმე ლოცვას მოსწყდებოდა, ყოველ თხუთმეტ წუთში საათის ხმას რომ გაიგონებდა, კვლავ უბრუნდებოდა მას. საათის რეკვას ძალიან დიდი სარგებლობა მოჰქონდა. მამები ლოცვას აღასრულებდნენ და მონასტერში უშფოთველობა, სრული სიჩუმე სუფევდა. წმიდა მთის იმ თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში ვცხოვრობდი, სამოცი ძმა მოღვაწეობდა. შთაბეჭდილება კი ისეთი იყო, რომ სავანეში ერთი ისიხასტი იმყოფებოდა. ყველა იესოს ლოცვას ასრულებდა, ტაძარშიც უმრავლესობა გონიერ ლოცვას იყო მიცემული, ცოტა თუ გალობდა. მორჩილებებზეც იგივე ხდებოდა. ყველგან უვნებელობა სუფევდა. არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა, არავინ ყვიროდა, ყველა თავისი მორჩილებით იყო დაკავებული. ყველა უხმაუროდ მოძრაობდა - როგორც ცხვრები. ყველაფერი, რაც მონასტერში კეთდებოდა, უხმაუროდ სრულდებოდა. არ იყო ის, რაც სხვა მონასტრებში მოიგონეს: „მორჩილების საათები“, „უშფოთველობის საათები“... ისღა გვაკლია, წყნარი საათი შემოვიღოთ! ადრე თავის დროს ყველა იმის მიხედვით საზღვრავდა, თუ რა მორჩილებას ასრულებდა.
თუ ჩვენ გვსურს, რომ კურთხეული უდაბნო თავისი წმიდა სიცარიელითა და ტკბილი სიმშვიდით დაგვეხმაროს იმაში, რომ ჩვენც დავმშვიდდეთ, ვნებათაგან დავცარიელდეთ და ღმერთს მივუახლოვდეთ, მაშინ ჩვენც უნდა შევიყვაროთ იგი და პატივისცემით მოვეკიდოთ. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ წმიდა უდაბნო ჩვენს ვნებიან „მეს“ არ შევაგუოთ. ეს დიდი უბედურებაა - იგივე, რომ წმ. გოლგოთაზე მუხლისმოსადრეკად საესტრადო სიმღერით წახვიდე.

ხმაურის შხამსაწინააღმდეგო - კეთილი ზრახვები



თანამედროვე ადამიანები სამწუხაროდ უმნიშვნელო საქმეებისთვისაც კი ხმაურიან ტექნიკას იყენებენ. ამიტომ, თუ ვინმე დროებით თავს გაარიდებს ხმაურიან ვითარებას, მან საკუთარ თავში კეთილი ზრახვები უნდა ჩაინერგოს. ადამიანებს შენ ვერ აიძულებ, რომ ესა თუ ის ხმაურიანი ტექნიკა არ ჩართონ. ამის მაგიერ შენ თვითონ ჩართე საკუთარ თავში კეთილი ზრახვები. ვთქვათ, შესასხურებლის მუშაობის ხმა გესმის და ის ვეტმფრენის ხმაურს გაგონებს, იფიქრე ასე: „შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ რომელიმე და მძიმედ დაავადებულიყო და ვერტმფრენი საავადმყოფოში მის გადასაყვანად მოფრენილიყო, წარმოიდგინე, რა აღელვებული იქნებოდი მაშინ. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარო“. გონება და მიხვედრილობაა საჭირო, რომ მოხერხებულად წარმოშვა კეთილი აზრი. ვთქვათ გესმის, როგორ ხმაურობს ბეტონის ამრევი, მუშაობს ამწე, კიდევ რაღაც ხმაურობს: თქვი: „დადება შენდა, ღმერთო, რომ არ გვბომბავენ, რომ სახლები არ ინგრევა! პირიქით, ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ და სახლებს იშენებენ“.
- წმიდაო მამაო, თუ ნერვები გაფუჭებულია, მაშინ რა ვქნათ?
- ნერვები გაფუჭებფლია?! ეს რაღას ნიშნავს? იქნებ ზრახვებია გაფუჭებული?! კეთილ ზრახვაზე უკეთესი არაფერი არსებობს. ერთმა ერის ადამიანმა სახლი წყნარ ადგილას აიშენა. დრო გავიდა და მისი სახლის ერთ მხარეს გარაჟი ააშენეს, მეორე მხარეს გზა გაიყვანეს, მესამე მხარეს კი გახსნეს ბარი - დისკოთეკით. შუაღამემდე უსმინე, როგორ გრიალებენ ინსტრუმენტები! საწყლმა ძილი დაკარგა. ლოგინში ყურსაცობებით იწვა, აბების მიღებაც კი დაიწყო. ცოტაც და გონება დაებინდებოდა. ის წმიდა მთაზე მივიდა, მე მომძებნა და მიამბო: „ასე და ასე მომივიდა, წმიდაო მამაო, სიმშვიდე აღარა გვაქვს, სხვა სახლის აშენებას ვფიქრობ“. კეთილი ზრახვები აამუშავე - მივუგე მე. - აბა იფიქრე, ვთქვათ, ომია, და გარაჟში ტანკებს არემონტებენ, იქვე განლაგებულ ჰოსპიტალში სანიტარულმა მანქანებმა ავადმყოფები მოიყვანეს, შენ კი გეუბნებიან: „ადგილზე იყავით, სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიას გაძლევთ, არავინ შეგეხება, შეგიძლია, მშვიდად გამოხვიდე სახლიდან, მაგრამ მხოლოდ ამ ნაგებობებს შორის უნდა გადაადგილდე, იმიტომ, რომ ტყვია აქამდე არ აღწევს“. ან გითხრან: „ცხვირს ნუ გამოყოფ სახლიდან და არავინ არაფერს გერჩის“. განა ეს შენთვის ცოტა იქნებოდა?! განა ასეთ პირობებს ნამდვილ ლოცვა-კურთხევად არ მიიჩნევდი?! ამიტომ ეხლაც უთხარი საკუთარ თავს: „დიდება შენდა, ღმერთო, რომ არანაირი ომი არ არის, რომ ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელნი არიან და ყველა თავის საქმეს აკეთებს. გარაჟში არანაირი ტანკები არ არის და ადამიანები საკუთარ მანქანებს არემონტებენ, დიდება შენდა, ღმერთო, რომ არ არის არანაირი ჰოსპიტალი, არც დაჭრილები და სხვა უბედურებები, რომლებიც ომს მოაქვს. გზაზე არ ჩანან სატანკო ნაწილები, არამედ ადამიანები სამსახურში მიდიან მანქანებით“. თუ შენ ამგვარად ჩართავ და აამუშავებ კეთილ აზრებს, მაშინვე ღვთის დიდებას მოჰყვები“.
საბრალო, მიხვდა, რომ მთავარი - ეს მდგომარეობასთან სწორი მიდგომაა და დამშვიდებული წავიდა. ნელ-ნელა მან შეძლო, რომ განსაცდელებისთვის კეთილი აზრები დაეპირისპირებინა, მერე აბებიც გადაყარა და უკვე უპრობლემოდ იძინებდა. ხედავ, ერთ კეთილ აზრს როგორ შეუძლია ადამიანის მოწესრიგება?!
ერთხელ სადღაც მივდიოდი ავტობუსით. კონდუქტორის რადიო ხმამაღლა მუშაობდა. ჩვენს თანამგზავრებს შორის რამდენიმე მორწმუნე ახალგაზრდაც იყო. მათ კონდუქტორს უთხრეს, რომ ავტობუსში ბერი იმყოფებოდა და არაერთგზის ანიშნეს, რომ რადიო გამოერთო. თხოვეს ერთხელ, მეორედ, ის კი ვითომც არაფერი, პირიქით - მოუმატა კიდეც ხმას. „დაანებეთ თავი, - ვუთხარი ბიჭებს, - ეს ხელს არ მიშლის, მე საეკლესიო საგალობელს ვგალობ, რადიო კი მხარს მიბამს, ბანს მაძლევს“ [9]. გულში კი ვფიქრობდი: „ღმერთო, დაგვიფარე და სადმე გზაზე ავარია რომ მოხდეს და ჩვენს ავტობუსში დასახიჩრებული ადამიანები ჩასვან, - ერთი მომტვრეული ფეხით, მეორე - გატეხილი თავით, როგორ გავუძლებდი ამ სანახაობას? დიდება ღმერთს, რომ ადამიანები ცოცხალნი და ჯანმრთელნი არიან. აი, მღერიან კიდეც“! აი, ასე მივდიოდი სასულიერო გალობით, შესანიშნავი მოგზაურობა იყო!
კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან, რათა გაიგოთ, როგორ აწესრიგებს ადამიანს ერთი კეთილი აზრიც კი - რაც არ უნდა ხდებოდეს. ერთ ნაცნობთან ერთად იერუსალიმში ვიყავი, ჩვენი იქ ყოფნა რაღაც ადგილობრივ დღესასწაულს დაემთხვა. ხალხი დღესასწაულობდა და გაუჩერებლად გაიძახოდა „ალალ-ახ!“ ამბავი ტრიალებდა - ღმერთო, დაგვიფარე! ხმაური, ღრიალი, შეძახილები. ზეიმობდნენ, როგორც შეეფერებოდა - „წინწილითა ღაღადებისათა“ [10]. მხოლოდ სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. მთელი ღამე ჟრიამული იდგა. ჩემი ნაცნობი განერვიულდა, რაფაზე იჯდა და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. მე ავამუშავე კეთილი აზრები, ჩვილივით ჩამეძინა: მახსენდებოდა ებრაელების გასვლა ეგვიპტიდან [11] და ამის გამო გულიც კი ამიჩვილდა.
ასევე თქვენც, ნებისმიერი განსაცდელი კეთილი აზრებით უნდა განდევნოთ. ვთქვათ, კარი დაჯახუნდა. უთხარით საკუთარ თავს: „ღმერთო დაიფარე, რომელიმე დას რაიმე რომ შემთხვეოდა, რო დავარდნილიყო და ფეხი მოეტეხა, განა ღამით დაძინებას შევძლებდი?! ეხლა კი კარი გაჯახუნდა, ესე იგი მას რაღაც საქმე ჰქონდა“. თუ მონაზონი განიკითხავს და იტყვის: „აი, როგორი დაბნეულია! კარებს აჯახუნებს, წარმოიდგინეთ, რა თავხედობაა?“ - განა ამის შემდეგ მშვიდი მდგომარეობის შენარჩუნებას შეძლებს იგი?! ვთქვათ ვიღაცის მაღვიძარა დიდხანს რეკს. რეკს - ჩერდება, რეკს - ჩერდება. თუ მონაზონი, რომელიც სხვისმა მაღვიძარამ გააღვიძა, ასე იფიქრებს: „როგორც ჩანს, ეს და ძალიან დაიქანცა, წამოწევაც არ შეუძლია. ჯობია, რომ თავისი სენაკის წესი მან ნახევარი საათით გვიან დაიწყოს.“ - იგი არ შეშფოთდება და ეს მოულოდნელი გამოღვიძება არ განარისხებს. მაგრამ თუ საკუთარ თავზე იფიქრა, რომ „აი, როგორ მაღვიძებენ ვიღაცეების მაღვიძარები“! შეიძლება ისიც თქვას: „და რას გავს ეს? მოსვენებას არ მაძლევენ!“ სწორედ ამიტომ ერთი კეთილი აზრი ისე ეხმარება ადამიანს, როგორც - სხვა არაფერი.

ჩვენ შინაგანი უშფოთველობა უნდა მოვიხვეჭოთ


ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ყველაფრისაგან სულიერი სარგებელი მოიპოვოს. შინაგანი უშფოთველობის მოხვეჭაა საჭირო. სწორი აზროვნების შედეგად ხმაურმაც კი სარგებლობა უნდა მოგვიტანოს. საფუძველი - მოვლენებთან სწორი დამოკიდებულების შერჩევაა. ყველაფერს კეთილი აზრები უნდა დაუპირისპიროთ. თუ ხმაურში შინაგან უშფოთველობას მიაღწევ, ეს ცოტა არ არის. ხოლო თუ ვინმემ შინაგანი უშფოთველობის მოხვეჭა გარეგნულ ქაოსში ვერ შესძლო, ის ვერც გარეგნულად მშვიდ ვითარებაში იქნება მშვიდად. როცა ადამიანს შინაგანი უშფოთველობა ეწვევა, მასში, შიგნით, ყველაფერი ჩუმდება და აღარაფერი აღშფოთებს. თუ იმისათვის, რომ შინაგან უშფოთველობას მიაღწიოს, ადამიანი უშფოთველ გარემოში მოხვედრას ცდილობს, მაშინ, როცა იქ მოხვდება, ის ჯოხს დაიჭერს და დღისით კალიებს დაუწყებს დევნას, ღამით კი - ტურებს, რომ მათ სიმშვიდე არ დაურღვიონ, ანუ ის იმათ გარეკვას მოუნდება, ვისაც მისთვის ეშმაკი შეკრებს. როგორ გგონიათ, სხვას რას აკეთებს ეშმაკი? ის ცდილობს, ხელი შეგვიშალოს ჩვენ, რითაც შეუძლია, მანამ ცოცხლები ვართ.
ერთ სკიტში ორი მოხუცი ბერი ცხოვრობდა, მათ იყიდეს ვირი - ყელზე ეჟვანით. ერთ ახალგაზრდა ბერს, რომელიც ახლოს ცხოვრობდა, დაყუდებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მას აწუხებდა ეჟვნის ხმა, ამბობდა, რომ ბერებს ვირების ყოლა ეკრძალებათ და ამის დასამტკიცებლად სხვადასხვა კანონები მოჰქონდა, რისი მოძებნაც კი შეძლო! დანარჩენი სკიტების ბერები კი ამბობდნენ, რომ ეჟვანი მათ ხელს არაფერში უშლიდათ. „- მომისმინე, - ვუთხარი ახალგაზრდა ისიხასტს, - ეს მოხუცი ბერები ხომ არანაირად არ გვაწუხებენ მე და შენ სხვადასხვაგვარი სათხოვარით, არამედ ამ ვირის დახმარებით საკუთარ თავს თვითონ უვლიან. განა ეს ცოტაა? აბა, წარმოიდგინე, ვირს რომ ეჟვანი არ ჰქონდეს, დაიკარგებოდა, მის მოსაძებნად წასვლა კი ჩვენ მოგვიხდებოდა! ჩვენ კიდევ ვუჩივით?!“ თუ კეთილი აზრები არ გვექნება, თუ ყველაფრისაგან სულიერ სარგებელს არ მივიღებთ, სულიერ წარმატებებს ვერ მივაღწევთ, წმინდანების გვერდითაც რომ ვცხოვრობდეთ. მაგალითად: მე აღმოვჩნდი არმიაში. მაშინ, ჯარისკაცური გონგის ხმა მონასტრის ზარს შემიცვლის და ავტომატი გამახსენებს სულიერ იარაღს, რომლითაც ბოროტს ვებრძოდი. თუ ყველაფრისაგან სულიერ სარგებლობას არ გამოვწურავთ, ზარიც კი შეგვაშფოთებს. ან ყველაფრისაგან სარგებლობას მივიღებთ ჩვენ, ან ყველაფრით ეშმაკი ისარგებლებს. მოუსვენარი ადამიანი თვით უდაბნოშიც კი თან წაიღებს თავის მოუსვენარ „მე“-ს. სულმა შინაგანი უშფოთველობა უნდა მოიხვეჭოს - ჯერ კიდევ გარეგნული ქაოსის პირობებში. როცა მას მოიხვეჭს, მაშინაც კი უშფოთველი იქნება, როცა სოფელს უშფოთველობისათვის დატოვებს.



მამა პაისი მთაწმინდელი
ბერის გამონათქვამებიდან


„ჩვენს მიერ განვლილი წლები მეტად ძნელი და მეტად სახიფათოა,
მაგრამ, ბოლოსდაბოლოს ქრისტე გაიმარჯვებს“


ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანიებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“ [1], ამდენად მათ არა აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრაფით, დაუმუხრუჭებლად, სრბოლას ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. ადამიანები მეტად აგზნებულნი არიან სირთულეების გამო და უმეტესწილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუკი თვით ისინიც კი, ვინც წმიდა მთაზე მოდიან, ასე გახელებული და დაბნეულნი არიან, როგორებიღა უნდა იყვნენ ისინი, ვინც შორსაა ეკლესიისაგან და ღვთისაგან.
ყველა ქვეყანაში ქარიშხალი და უდიდესი არეულობაა! უბედური სამყარო (დაე, განიპყრას უფალმა ხელი თვისი მის დასახსნელად) სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა! თანაც, ძალიან ჩქარა...
ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია, ვკითხე, - რატომ ყურადღებას არ აქცევთ, რაც ხდება, სადამდე მივა ეს ყველაფერი? მან მომიგო: - მამაო, ადრე ბოროტები უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ამჟამად კი ის დიდი ზვავია, ამას სასწაული თუ უშველის“. მაგრამ ზოგიერთი იმ საშუალებებით, რომლითაც თითქოს მდგომარეობის გამოსწორება სურთ, ბოროტების ზომები მიიღონ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით, რაიმე დადებითაც შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ, იმისათვის კი არ ზრუნავენ, რომ ეს ზვავი დაადნონ, არამედ მის ზრდას უწყობენ ხელს. თავიდან ხომ თოვლი არც ისე ბევრია. მაგრამ თუ იგი ქვევით ჩამოიწევს და დაქანდება, ზვავად იქცევა. თოვლი იკრებს თოვლს, ხეებს, ნაგავს, ქვებს, უფრო და უფრო იზრდება და დიდ ზვავად იქცევა. ასევეა ბოროტებაც: ცოტ-ცოტაობით ის უკვე თოვლის უდიდეს მასად იქცა და ქვევით მიექანება. ახლა იმისათვის რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო.
- წმიდაო მამაო, თქვენ ყოველივე ეს გაწუხებთ?
- აჰ, აბა რის გამოა, რომ წვერი უდროოდ გამითეთრდა? მე ორმაგად მტკივა. თავიდან, როდესაც მოახლოებულ საფრთხეს ვგრძნობ და ხმამაღლა ვყვირი, რომ ავიცილოთ უბედურება და შემდეგ, როდესაც ამას უყურადღებოდ ტოვებენ, ბოროტეbა აღესრულება და მე დახმარებისათვის მომმართავენ. ახლა მესმის, როგორ იტანჯებოდნენ წინასწარმეტყველები. ისინი უდიდესი მოწამეები იყვნენ. ისინი უფრო მეტად იყვნენ მოწამეები, ვიდრე რომელიმე მოწამე, თუმცა ზოგიერთ მათგან მოწამეობრივი სიკვდილი არ ხვდომია. ეს იმიტომ, რომ მოწამეები მცირე ხანს ევნებოდნენ, მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველები ხედავდნენ, თუ როგორ აღესრულებოდა ბოროტება და გამუდმებით იტანჯებოდნენ. ისინი გამუდმებით გაჰყვიროდნენ და გაჰყვიროდნენ, დანარჩენები კი თავ-თავიანთ საყვირზე უკრავდნენ. და მაშინ, როცა ამ დანარჩენების ქმედებების გამო ღვთის რისხვა მოიწეოდა, მათთან ერთად წინასწარმეტყველებიც იტანჯებოდნენ.


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 59)
marine
პოსტი Jul 28 2017, 10:59 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1988 წელს მთელი საბერძნეთი ააღელვა სკორსეზეს ფილმმა "ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება". ელადის ეკლესიამ გადაწყვიტა, ორდღიანი საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა და ათონის მთასაც მოუწოდა. ბევრი უარობდა - ეს ფილმის რეკლამა იქნებაო.
მამა პაისი ათონელის აზრი სრულიად საპირისპირო გახლდათ: "ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლის ოქროს კარებთან ათმა ქრისტიანმა მტკიცედ დაიცვა ქრისტეს ხატი და მისი გულისთვის ეწამნენ კიდეც. ახლა, როცა ილანძღება სახე ქრისტესი - გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ. ჩვენ, ასეთ "გონიერ" და "განმსჯელ" ადამიანებს, იმ ეპოქაში რომ გვეცხოვრა, იმ ათ ქრისტიანს ალბათ ვეტყოდით: "ასე მოქცევა არასულიერი საქციელია. ყურადღებას ნუ მიაქცვთ იმ კაცს, ხატის ამოსაგდებად კიბეზე რომ მიცოცავს. ხოლო როცა მდგომარეობა შეიცვლება, მაგ ადგილას სხვა, უფრო ბიზანტიურ ხატს დავკიდებთ". სწორედ ესაა საშინელება! ჩვენს დაცემას, ჩვენს ლაჩრობას, კარგად და მყუდროდ ცხოვრების ჩვენეულ სურვილს რაღაც ამაღლებულად ვაცხადებთ".
მამა პაისის მაგალითმა გაამხნევა ათონელი ბერები. ასამდე მამა შეუერთდა სალონიკში ქრისტიანთა აქციებს, პროტესტმა შედეგი მოიტანა - საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა ამ ფილმის ჩვენება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 12:08 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისი არა მარტო შეიგრძნობდა კეთილსურნელებას, არამედ თვითონ გახდა "კეთილსურნელება ქრისტესი". საღმრთო მადლი უამრავჯერ გასცემდა მას კეთილსურნელებით, რომელიც, როგორც "მირონი გარდამომდინარე", მიმოიფრქვეოდა მისგან, მისი პირადი ნივთებიდან, ადგილიდან, სადაც ის ცხოვრობდა და აუწყებდა სხვებს მის წმინდანობას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2017, 11:37 AM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის სიტყვები, მამა პაისი გაჭირვებულს რომ ანუგეშებდა, შეიძლება სხვამაც თქვას, მაგრამ მის ნათქვამს სხვა ძალა ჰქონდა, რომელიც ადამიანებს ღვთის ძალას გადასცემდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2017, 01:39 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უცხო ენებზე მოსაუბრე

"ცნობილია, რომ მამა პაისიმ ბერძნულის გარდა არც ერთი ენა არ იცოდა, მაგრამ, როცა საჭიროება მოითხოვდა, შეეძლო უცხო ენაზე მოლაპარაკეთა ნათქვამის გაგებაც და მათ ენაზე საუბარიც.
"ერთხელ მამა პაისის კალივაში ვიჯექი, - ჰყვება მამა ე.კ., - ჩემთან ერთად სამი სტუმარიც იყო, მათ შორის ერთი ფრანგი, რომელმაც ერთი სიტყვა ბერძნული არ იცოდა. როცა მისი რიგი მოვიდა, მამა პაისისთან ერთად განზე გავიდა. კუნძებზე ჩამომსხდარნი რაღაცაზე გაცხოველებით საუბრობდნენ. საოცარია, როგორ უგებდნენ ერთმანეთს. არადა ფრანგი ძალზე გახარებული და კმაყოფილი წავიდა".
ათონზე სამოგზაუროდ ჩამოვიდა კიდევ ერთი ფრანგი, რომელმაც მამა პაისიც მოინახულა. ძალზე კმაყოფილი დარჩა. ამბობდა, მამა პაისი უნაკლოდ ლაპარაკობს ფრანგულად და მშვენივრადაც ვისაუბრეთო. წმინდა გრიგოლის მონასტრის ბერი მამა ბასილიც ასეთივე ამბავს ჰყვებოდა. ერთხელ მამა პაისის კალივაში ერთი ამერიკელი ბერძენი ნახა, რომელმაც, ინგლისურის გარდა, სხვა ენა არ იცოდა. ამ ჭაბუკმა ბასილს თარჯიმნობა სთხოვა. დაიწყეს საუბარი და ბერმა შეამჩნია, რომ მამა პაისის უკეთ ესმოდა ყველაფერი, რასაც ეს ბიჭი ამბობდა, ვიდრე თვითონ გადაუთარგმნა.
მამა პაისის სულიერი შვილი ჰყვება: ერთხელ, განთიადისას, მამა პაისისთან, "პანაღუდაში", კუტიკარზე დავაკაკუნე. ბერმა ღიმილით გამიღო კარი და მკითხა: "როგორ ფიქრობ, მამაო, როცა ეფრემ ასური ბასილი დიდთან მივიდა, თარჯიმანი დასჭირდათ?" ვფიქრობ, არა-მეთქი, - მივუგე.
არქონდარიკში უცხოელი სტუმარი დავინახე. სანამ ბერი სანუგეშოდ ტრაპეზს ამზადებდა, მე ჩემი სუსტი ინგლისურით გამოვესაუბრე. მითხრა, ათონის ბილიკებზე გზა ამებნა და "პანაღუდას" გადავეყარეო. ბერმა თავისთან დაიტოვა, რადგან უკვე გვიანი იყო. მითხრა, რომ მამა პაისის თავისუფლად ესაუბრა ინგლისურად, ისიც ინგლისურადვე ელაპარაკებოდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2017, 12:35 PM
პოსტი #45


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე ჰყვებოდა: "მამა პაისი პირველად 1976 წელს ვნახე, მაშინ დიაკვანი ვიყავი. თან ნაცნობი დიაკვანი მახლდა. ბერი პატიოსანი ჯვრის კალივაში ცხოვრობდა. დავაკაკუნეთ კუტიკარზე. მოუთმენლად ველოდით, როდის გამოვიდოდა. გამეგონა, მამა პაისი უჩვეულო ადამიანიაო და მისი გაცნობა მინდოდა.
გამოვიდა, კუტიკარი გაგვიღო. გამხდარი იყო, მხრებზე საბანი ჰქონდა წამოსხმული. ზამთარი იდგა. როცა ვსაუბრობდით, მამა პაისი საუცხოო გუნებაზე იდგა და ათასნაირ სასეირო ამბავს გვიყვებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ნირი წამიხდა და გავიფიქრე: - ეს არის დიდი მამა და სასწაულმოქმედი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ-მეთქი? მაშინ წმინდანებზე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა. მას კი განსაკუთრებული არაფერი უთქვამს - მარტო ხუმრობდა და გასართობ ამბებს ჰყვებოდა, თან წარამარა გვთავაზობდა ლუკუმსა და სხვა ტკბილეულს.
წამოსვლისას კუტიკარამდე მოგვაცილა. დამშვიდობებისას შევკადრეთ: - მამაო, რაიმე სულიერ საგანზე გვესაუბრეთო. გვიპასუხა: "რა გითხრათ, ბიჭებო? რაც შეიძლება ხშირად მოიდრიკეთ მუხლი". "რამდენი მეტანია შევასრულო?" - ვკითხე. არაფერი გვიპასუხა, უეცრად შეიცვალა. სწორედ ამ დროს ირგვლივ ყველაფერი გამოუთქმელი, უჩვეულოდ ძლიერი და მძაფრი კეთილსურნელებით აივსო. ყველაფერი კეთილსურნელებდა - ჰაერი, ქვები, ხეები.
ბერი აჩქარდა და გასასვლელისკენ გვიბიძგა: "აბა, სწრაფად, სწრაფად, ჩქარა წადით, ჩქარა". დავემშვიდობეთ, ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, უდიდესი სიხარული ვიგრძენით. მივრბოდით და ვიცინოდით. კეთილსურნელება კი ბურეზერამდე მიგვყვა.
ამ მოვლენის შემდეგ ბერის მიმართ დიდ კეთილმოკრძალებას ვგრძნობდი, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მასზე სხვა რამეს ვფიქრობდი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2017, 04:37 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1987 წლის მარიამობას მეტამორფოზის მონასტრის სამი მონაზონი სტუმრად იყო სუროტის დედათა მონასტერში (მამა პაისის აშენებული) და წირვას ესწრებოდა. მამებმა (რომლებიც მარჯვენა კლიროსზე გალობდნენ) წირვის დროს სამჯერ გაიგონეს საკურთხევლიდან მამა პაისის შეგალობება, რომელიც ამ დროს ათონზე იყო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2017, 09:41 AM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზემოხსენებული მონასტრის ბერი, მამა გრიგოლი, ჰყვებოდა: ერთხელ ბერს "პანაღუდაში" ვეწვიე. უამრავი ხალხი ჰყავდა. შემომთავაზა, ამაღამ ჩემთან დარჩიო. სწრაფად წავიტრაპეზეთ. მერე მითხრა, წავიდეთ, დავისვენოთ, რადგან ორი ღამე არ მიძინიაო. დილით მიმიხმო ეკლესიაში ცისკარზე: - მთელი ღამე თვალი არ მომახუჭინესო. ვინ-მეთქი. ათონის გარეთ, ერთ-ერთ მონასტერში ღამისთევის ლოცვას ატარებდნენ. ღამისთევა მართლაც მშვენიერი იყოო. მთაწმინდაზე მყოფი მამა პაისი მონაწილეობდა ათონის გარეთ მდებარე მონასტერში აღვლენილ ღამისთევის ლოცვაში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2017, 07:40 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1923 წელს, ლოზანის ხელშეკრულებით, თურქეთმა და საბერძნეთმა მოსახლეობა გაცვალეს: მცირეაზიელი ბერძნები საბერძნეთში გადასახლდნენ, ხოლო იქ მცხოვრები თურქები - თურქეთში. ფარასელები ააფორიაქა ამ ახალმა ამბავმა. მამა არსენი მათ ამშვიდებდა. პირველ რიგში ყველა მოუნათლავი ბავშვი მონათლა. ამ დროს მოუნათლავთ მამა პაისი ათონელიც. მამა არსენს ყრმისთვის თავისი სახელი უწოდებია. ვიცი, რომ გინდათ მემკვიდრე დატოვოთ, - უთქვამს მისი მშობლებისთვის, - მეც მომინდა ჩემს შემდეგ ბერი დავტოვო, რომელიც ჩემს გზას გააგრძელებსო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 08:26 PM
პოსტი #49


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1977 წელს, ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიწვევით, მამა პაისი ავსტრალიაში გაემგზავრა, რათა სულიერად შესწეოდა იქაურ ბერძნებს. მერე ჰყვებოდა: "თვითმფრინავში უეცრად სულში ცვლილება ვიგრძენი და ვიკითხე, რომელი ქვეყნის თავზე მივფრინავთ-მეთქი. ქვევით სირია ყოფილიყო. ამ ქვეყანას დიდი მადლი აქვს მის უდაბნოში მოსაგრეთა გამო. იგივე ვიგრძენი, როცა წმინდა მიწას გადავუფრინეთ.

მერე უეცრად ვიგრძენი ერთგვარი დემონური "გამოსხივება" და ამ დროს სტიუარდესამ გამოაცხადა, პაკისტანის თავზე მივფრინავთო. როცა ავსტრალიაში ჩავფრინდით, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს ქვეყანა ჯერ არ განწმენდილა მოწამეთა სისხლით და ღირს მამა-დედათა ოფლით, მაგრამ ეს მოხდება".

მართლაც დიდი ნუგეში იყო მორწმუნეთათვის მამა პაისის სტუმრობა. "მამა პაისი ბრძენი ადამიანი იყო. მან შენი პრობლემები მანამდე იცოდა, სანამ მათ მოყოლას დაიწყებდი. ის ერთიანად კეთილსურნელებდა - თვითონაც და ის ოთახიც, სადაც ცხოვრობდა", - ჰყვებოდა მისი მელბურნელი მასპინძლის დეკანოზ იოანეს ქალიშვილი დესპინე.

მელბურნის წმინდა ნექტარიოსის ტაძრის წინამძღვარმა, მამა სპირიდონმა გაიხსენა: ჩემს მეზობელს, დიონისეს, დაემართა მძიმე ფორმის ინსულტი. ექიმებმა - დიდხანს ვერ გაატანს, ხოლო თუ იცოცხლებს, კომაში იქნებაო. ის მელბურნის სამეფო საავადმყოფოში იწვა. მამა პაისი მივუყვანე. ბერმა ავადმყოფს თავზე მრავალგზის გამოსახა ჯვარი პატარა ყუთით, რომელშიც წმინდა არსენ კაბადოკიელის წმინდა ნაწილები იდო. რამდენიმე დღის შემდეგ, ყველას გასახარად და განსაცვიფრებლად, დიონისე სრულიად ჯანმრთელი გამოეწერა საავადმყოფოდან.

ერთი ავსტრალიელი ბერძენი ჰყვებოდა: ერთხელ ეკლესიის საკურთხევლიდან გამოსულ მამა პაისის ერთი დედაკაცი მიუახლოვდა და კურთხევა სთხოვა. ბერმა ხელით ანიშნა, აქაურობას მოშორდიო. გაოცდა ქალი: "რისთვის მიბრაზდებით, მამაო, რა დავაშავე?" "წადი და პირველად შენს ბიძაშვილს შეურიგდი და მერე მოდიო", - უთხრა ბერმა. მართლაც, ეს ქალი ბიძაშვილთან იყო ნაჩხუბარი და ხმას არ სცემდა.

როცა მამა პაისი ათონზე დაბრუნდა, ერთი ავსტრალიელი მღვდელი ამბობდა: ჩვენ ვგრძნობთ, რომ მან აკურთხა ავსტრალია ოთხივე კუთხით. ის, ვინც მამა პაისის იცნობდა, ახლაც სათუთად ინახავს მის ხსოვნას და შეწევნასაც შესთხოვს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2018, 05:47 PM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს ლოცვასა და ხელსაქმეში ატარებდა. ხელი რომ არავის შეეშალა, თავისი კელიის მისასვლელთან კლდეზე თავის ქალა და ძვლები დახატა. ცდილობდა, მისი ყურადღება არაფერს გაეფანტა. ამიტომაც დიდმარხვისას სხვა, უფრო მოშორებულ ადგილას გადიოდა საცხოვრებლად. თან ის თუნუქის ქილა მიჰქონდა. მთელ დიდმარხვას თითქმის არაფერს ჭამდა.

მამა პაისი სხვამხრივაც თრგუნავდა სხეულს, ფეხშიშველი დადიოდა, ფეხსაცმელები გუდაში ეწყო და მხოლოდ მონასტერში ჩასვლისას იცვამდა, ანდა ვინმეს შეხვედრისას. არადა ისეთი ცხელი იყო ქვიშა, ბედუინები მასში კვერცხს წვავდნენ, ღამით კი ყინულივით ცივდებოდა. ბერი პაისი მონასტერში ორ კვირაში ერთხელ, კვირადღეს ჩამოდიოდა, მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში, დურგლობდა, ძმებთან ერთად შრომობდა. მონასტერს ტვირთად არ დასწოლია, კუთვნილ პროდუქტს მამებს უნაწილებდა. ფულს ხომ საერთოდ არ ეკარებოდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2018, 08:46 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის [ათონელი] მოწყალებას ზღვარი არ ჰქონდა. ყველაფერს გასცემდა, რასაც კი ჩუქნიდნენ. "მხოლოდ სიკეთის გაკეთებაზე ფიქრობდა. თუ ამის საშუალება ჰქონდა, წამსაც არ კარგავდა, ადამიანს დახმარებოდა", - ამბობდა მისი სულიერი შვილი. ამ სიკეთეს კი დელიკატურად აკეთებდა, არ უნდოდა, მის წინაშე თავი დავალებულად გეგრძნო. ღვიძლ ძმასავით გეპყრობოდა და თავისი ქცევით შენც ასეთნაირად განგაწყობდა.

ის ადვილად გასცემდა, მაგრამ ძნელად იღებდა სხვისგან საჩუქარს. როცა ინვალიდს ან ძალზე გაჭირვებულ ადამიანს ხედავდა, მთელ გულს უძღვნიდა, ან სკვნილს აჩუქებდა, ან სვიტერს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2018, 01:51 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის [ათონელი] სიყვარული იქიდანაც ჩანს, თუ როგორც ამხელდა ანდა ლანძღავდა გზასაცდენილს, ისევე, როგორც დედა კიცხავს შვილს, ის კი არ შორდება, რადგან ამ კიცხვაში მშობლის სიყვარულს ხედავს... ხალხიც გრძნობდა ამას და მადლიერებით იღებდა მის შენიშვნასა თუ საყვედურს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2018, 12:54 PM
პოსტი #53


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ღირსი პაისი ათონელი] როცა ავადყოფებისთვის ლოცულობდა, ამბობდა: "ღმერთო, შეეწიე ამ ავადმყოფს და სანაცვლოდ მე წამართვი ჯანმრთელობაო".

ამბობდა: "როცა ადამიანები თავიანთ სატანჯველებზე მესაუბრებიან, ამ დროს პირი სიმწარით მევსება, თითქოს ხახვი მეჭამოს, მაგრამ როცა ჩემთან მოდიან ადამიანები, რომელთა მდგომარეობა მეტნაკლებად კარგია ანდა რაღაც პრობლემები გადაჭრეს, ვამბობ ხოლმე: დიდება ღმერთს, ახლა ლუკუმით გამიმასპინძლდნენ-მეთქი.

როცა სხვის ტკივილს ვისმენ, თუნდაც ბოთლის ნამსხვრევებზე ვიდგე ანდა ეკლებზე შიშველი ფეხებით დავდიოდე, - ვერაფერს ვიგრძნობ. თუ კაცი მართლაც იტანჯება, მის საშველად მზად ვარ მოვკვდე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2018, 04:41 PM
პოსტი #54


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბატონი ვასილი ცოლაკისი მოგვითხრობს: "2001 წელს ჩემმა მეუღლემ, ელენემ სალონიკში ჩვენი ვაჟი, ნიკოლოზი წაიყვანა სამედიცინო გამოკვლევაზე - ის თირკმელების აზვესტოურიით იტანჯებოდა. ცოლმა გზად წასაკითხად მამა პაისის ერთ-ერთი წიგნი წაიღო. უეცრად გადაშლილი წიგნიდან კეთილსურნელება ამოვარდა, რომელიც პატარა ნიკოლოზმაც შეიგრძნო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. მას მერე ის თავს მშვენივრად გრძნობს. ჩემი მეუღლე კი მამა პაისის წიგნს არ იშორებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2018, 06:10 PM
პოსტი #55


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკატერინე პატერა მოწმობდა: "ოსტეოპოროზით ვიტანჯებოდი. დავიწყე ექიმის გამოწერილი აბების სმა. რამდენიმე დღეში ათი კილო დავიკელი. ძალზე გამიჭირდა, გამოვიფიტე. ერთხელ, ძილის წინ, შევხედე მამა პაისის ფოტოს - მამაო, თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი. გამომეცხადა და მითხრა: - შენთან მოვედი, რადგან მეძახდი. კარგად წაიკითხე ის ფურცელი, რომელიც დევს აბებიან კოლოფშიო. ამის მერე ის გაქრა. წავიკითხე - სიმსუქნის საწინააღმდეგო აბები ყოფილიყო.

მამა პაისი ჩვენს გვერდითაა, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2018, 08:27 PM
პოსტი #56


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა პაისი ამბობდა: "ეშმაკს ყველაზე მეტად არ უნდა, რომ ვილოცოთ. როცა ვინმე ლოცულობს და ხელის შეშლა არ შეუძლია, ეცდება, მლოცველს ფიქრები გაუფანტოს ათასნაირ საგნებზე; თუ ვერ მოახერხა, შეიძლება მლოცველს გამოეცხადოს კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ შეგაშფოთოს, აგრიოს და ლოცვითი განწყობილებიდან გამოგიყვანოს. ერთხელ ჯვარიპატიოსნის კალივის ეზოში მამა ტიხონის საფლავთან ვლოცულობდი. როცა წარმოვთქვი: "ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი", - ზურგს უკან განათდა, თითქოს პროჟექტორი აანთესო. მივხვდი, ეშმაკის ოინი იყო და ლოცვა მშვიდად გავაგრძელე.

ეშმამ დაინახა, რომ "სინათლის მოფენით" გული ვერ ამიტოკა და სხვა ოინი მოიგონა. ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით ორი პატარა ეშმაკი, მეტრნახევარი სიგრძისა, ერთმანეთს ხელისგულებს ურტყამდა და პანღურებს სთავაზობდა. აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და გავიცინე. როცა ნახა, რომ მისი "ნათელით" არ ავღელდი, ყურადღების გასაფანტავად ჭინკები გამომიგზავნა ბოროტთა მეთაურმა".

ერთხელ ღამით, ძილში მამა პაისის ვიღაცამ გვერდში ხელი წაჰკრა და გააღვიძა, - ადექი და შენი საბერო კანონი ჩამომილოცეო. "ნეტავ ამ შუაღამისას ვინ მაღვიძებს?" - გაიფიქრა ბერმა და თვალები გაახილა. საწოლთან ეშმაკი დაინახა. "შენა ხარ?" - უთხრა ბერმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ბოროტი არ მოეშვა: - დიახ. ჩაგეძინა, არადა საბერო კანონი უნდა შეასრულოო. "თვითონვე ვიცი, როდის რა შევასრულო, - არ შეეპუა ბერი, - ჩემი ლოცვით კი შენზე ვიბატონებო.

ერთხელ მამა პაისის შორიდან არტილერიის ხმა მოესმა - ქვემეხებს ისროდნენ. სკვნილი აიღო და მეზობელ ქედზე ავიდა, უკეთ რომ დაენახა, რა ხდებოდა. მოეჩვენა რომ თითქოს ომი დაიწყო. დადგა ლოდზე და იესოს ლოცვა დაიწყო. უეცრად წინ რაღაცამ გაიელვა და პაისი მაშინვე მიწაზე დაეცა. რა მოხდა ნეტავ? თურმე ვიღაც მონადირეს შორიდან დაუნახავს, თხად მოსჩვენებია და უსვრია. მამა პაისიმ მზეზე თოფის ლულის ანარეკლი დაინახა, მიწას გაეკრა და გადარჩა. ეტყობა, ეშმაკს, რომელსაც ომები და ბრძოლა ანიჭებს სიხარულს, არ სურდა, რომ ბერს თავის სამშობლოში მშვიდობისთვის ელოცა. ერთხელ ბერი ტყეში ლოცულობდა, მონადირემ ესროლა და მაშინაც უფალმა გადაარჩინა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2018, 07:34 PM
პოსტი #57


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა ეფემიას გამოცხადება

"ერთხელ ერთი ბერი, მამა პაისის სულიერი შვილი, ჯვარიპატიოსნის კალივაში მივიდა. აღელვებული მოძღვარი ეზოში იდგა და იმეორებდა: "დიდება შენდა, ღმერთო... ასე ადამიანი არარაობა ხდება, ამ სიტყვის კეთილი გაგებით", - უთხრა ბერს. "ვისზე ამბობ, მამაო?" - ჰკითხა სულიერმა შვილმა. "ვიჯექი ჩემთვის კელიაში წყნარად, მშვიდად. მოვიდა და წონასწორობიდან გამომიყვანა... გეტყვი, ოღონდ არავის უთხრა, - და მამა პაისიმ უამბო:

ცოტა ხნის წინ სოფელში ვიყავი წასული ერთი საკითხის გამო, რომელიც ეკლესიას ეხებოდა. და კვლავ ათონზე დავბრუნდი. სამშაბათს კელიაში ჟამნებს ვკითხულობდი. უეცრად კარზე კაკუნი და ქალის ხმა მომესმა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა..." "საიდან გაჩნდა მთაწმინდაზე დედაკაცი?" - ვამბობ გაოცებული და გულში ღვთაებრივ სიტკბოებას ვგრძნობ. "ვინ არის?" "ეფემია". "ვინ ეფემიაა ნეტავ, ნუთუ ვინმე გიჟმა ჩაიცვა მამაკაცის სამოსი და ათონზე შემოაღწია? რა ვქნა ახლა?" - ვფიქრობ.

ისევ გაისმა კაკუნი და ლოცვა. ვეკითხები და მპასუხობს, ეფემია ვარო. როცა მესამედ დააკაკუნა, შიგნიდან დაკეტილი კარები თავისით გაიღო. ვიღაცა შემოვიდა. დერეფანში ნაბიჯების ხმა მომესმა. კელიიდან დერეფანში გავვარდი. ჩემს წინ შალწამოსხმული ქალი იდგა. "ვინ ხარ?" მოწამე ეფემიაო, - მიპასუხა. "თუ მოწამე ხარ, წავიდეთ და ყოვლადწმინდა სამებას თაყვანი ვცეთ. რასაც მე ვაკეთებ, შენც ისე მოიქეცი".

შევედი ტაძარში, მუხლი მოვიდრიკე და ვთქვი: "სახელითა მამისათა..." მანაც დაიჩოქა და ლოცვის სიტყვები გაიმეორა. როცა დავრწმუნდი, წმინდა მოწამე იყო, მუხლი მოვუდრიკე. ამის მერე წმინდანი სკამზე დაჯდა, მეც იქვე სკივრზე ჩამოვჯექი.

წმინდა ეფემიამ პასუხი გასცა კითხვას, რომელიც ეკლესიას ეხებოდა. მერე კი თავისი ცხოვრება მომიყვა. მომითხრო ქრისტესადმი თავის მოწამეობაზე. მე არა მხოლოდ ვისმენდი, ვხედავდი და თანაგანვიცდიდი იმ სატანჯველს, რაც წმინდანმა დაითმინა. ძრწოლამ ამიტანა, საშინელებაა! რამხელა სატანჯველი დაუთმენია! როგორ გაუძელი ამხელა სატანჯველს-მეთქი. რომ მცოდნოდა, რამხელა დიდებაში არიან წმინდანები, ალბათ ყველანაირად შევეცდებოდი, ეს სატანჯველი გაგრძელებულიყოო".

ამ ამბიდან სამი დღე-ღამე ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო პაისიმ და განუწყვეტლივ ადიდებდა ღმერთს. "ვერასოდეს გადავუხდი ვალს წმინდა ეფემიას, რომელიც მოვიდა ჩემთან, სრულიად უცნობთან, და ასეთი პატივი მომაგო", - წერდა მამა პაისი.

მამა პაისი განცვიფრებული იხსენებდა, - წმინდანი პატარა, გამხდარი, სიფრიფანა ქალი იყო, როგორ დაითმინა ასეთი სატანჯველიო. მამა პაისის სოფელში გასვლა არ უყვარდა, ახლა კი წავიდა თავის მიერ აშენებულ დედათა მონასტერში და იქაური დები თავისი სიხარულის თანაზიარნი გახადა. მისი ხელმძღვანელობით, დედებმა წმინდა ეფემიას ხატი ისეთი გამოსახეს, როგორიც ბერს გამოეცხადა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2018, 12:46 PM
პოსტი #58


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის საფლავზე ამოკვეთილია მისივე ლექსი:

"აქ მიწიერი შეწყდა ცხოვრება
და უკანასკნელი ამოსუნთქვა.
და ღმერთს ევედრება ჩემი ანგელოზი
განმართლებისთვის სულისა,
მის გვერდით კი ზეციური სამოსით მოსილი
ჩემი წმინდანი სულისთვის გამოითხოვს
მაცხოვნებელ იმედის ნათელს,
სადაც ბრწყინვალე ღვთისმშობელია -
უწმინდესი პანაღია!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2018, 09:11 PM
პოსტი #59


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1988 წელს მთელი საბერძნეთი ააღელვა სკორსეზეს ფილმმა "ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება". ელადის ეკლესიამ გადაწყვიტა, ორდღიანი საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა და ათონის მთასაც მოუწოდა. ბევრი უარობდა - ეს ფილმის რეკლამა იქნებაო.

მამა პაისი ათონელის აზრი სრულიად საპირისპირო გახლდათ: "ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლის ოქროს კარებთან ათმა ქრისტიანმა მტკიცედ დაიცვა ქრისტეს ხატი და მისი გულისთვის ეწამნენ კიდეც.

ახლა, როცა ილანძღება სახე ქრისტესი - გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ. ჩვენ, ასეთ "გონიერ" და "განმსჯელ" ადამიანებს, იმ ეპოქაში რომ გვეცხოვრა, იმ ათ ქრისტიანს ალბათ ვეტყოდით: "ასე მოქცევა არასულიერი საქციელია. ყურადღებას ნუ მიაქცვთ იმ კაცს, ხატის ამოსაგდებად კიბეზე რომ მიცოცავს. ხოლო როცა მდგომარეობა შეიცვლება, მაგ ადგილას სხვა, უფრო ბიზანტიურ ხატს დავკიდებთ".

სწორედ ესაა საშინელება! ჩვენს დაცემას, ჩვენს ლაჩრობას, კარგად და მყუდროდ ცხოვრების ჩვენეულ სურვილს რაღაც ამაღლებულად ვაცხადებთ".

მამა პაისის მაგალითმა გაამხნევა ათონელი ბერები. ასამდე მამა შეუერთდა სალონიკში ქრისტიანთა აქციებს, პროტესტმა შედეგი მოიტანა - საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა ამ ფილმის ჩვენება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2018, 01:09 PM
პოსტი #60


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა პაისი ათონელი გვასწავლის: "მოიპოვე დედის გული. იცი, თავს როგორ გრძნობს დედა: ის ყველაფერს პატიობს და ხანდახან თავს ისე აჩვენებს, თითქოს ზოგიერთ ცელქობას ვერ ამჩნევდეს. დაითმინე და გაამართლე. შემწყნარებელი იყავი სხვების მიმართ, რათა ქრისტემაც შეგიწყალოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 03:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი