თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 01:19 PM

"იმ შესაწირთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ეკლესიაში ძველთაგანვე ხატთა წინაშე წმინდა სანთლის ანთებაა მიღებული. ამით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისი გულიცა და სულიც უფლის ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული.

ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ, უფალთან "კომერციული ურთიერთობა" დაამყარონ. მაგალითად, "ღმერთო, ესა და ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებო". უფალს ჩვენგან არც დიდი სანთელი უნდა და არც პატარა, - შემოქმედს ჩვენი მოყვარული გულის ხილვა სურს. სანთელი კი არის ნიშანი იმისა, რომ შეგვწევს ძალა, სულიერისთვის მატერიალური გავიღოთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 01:34 PM

"სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ვიხდით რა მის საფასურს (თუ თვითონ ვამზადებთ), ჩვენი შრომის ნაწილს ნებაყოფლობით ვწირავთ უფალს და მის საყდარს.

ხატის წინ დანთებული სანთელი ღვთისადმი სითბოსა და ცეცხლოვანი სიყვარულის სიმბოლოა; ეს არის გამოხატულება რწმენისა და წმინდანების სახელზე აღვლენილი სავედრებელი ლოცვისა.

ცვილის სირბილე და მოქნილობა სინანულის, ღვთის მორჩილებისთვის მზადყოფნის სიმბოლოა, სანთლის სისუფთავე კი მისი შემწირველის სისუფთავისა და წაუბილწაობის გამომხატველია.

სასანთლე ცვილს ფუტკარი სხვადასხვა სახის ყვავილებისა და მცენარეებისაგან ამზადებს, რაც სიმბოლურად ყველა მორწმუნე ადამიანის ერთ ეკლესიად შეკრებასა და ღვთაებრივ ცეცხლად ანთებას, აგრეთვე ყველა ქმნილების მიერ თავისი შემოქმედისთვის მირთმეულ ძღვენს ნიშნავს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია; მისგან სანთლებს უკვე III საუკუნიდან ამზადებდნენ.

ანთებული სანთელი მიწიერი ადამიანის ღვთის სიყვარულისა და მისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ახალ ქმნილებად ქცევის სიმბოლოა. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლეც ანთებულ სანთელს უნდა წააგავდეს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს.

სანთელი სიმხურვალისგან დნება და იკარგება. ასე იფერფლება ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ჟამთა სიავის გამო. ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრება უკვალოდ ქრება, ზოგიერთისა კი ანათებს, სითბოს იძლევა და ცამდე მაღლდება, სადაც მის მფლობელს ჭეშმარიტი სიმდიდრე ელის.

მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს. არც ერთი მისი ფიქრი, სიტყვა და საქმე არ უნდა იყოს დაფარული უფლისგან და მას ერთადერთს ეძღვნებოდეს.

დაბოლოს, ანთებული სანთელი სიმბოლოა ჯოჯოხეთზე გამარჯვებული ეკლესიისა, მისი მარადიული ზეიმისა.

სასანთლეს, შანდალს სანთლების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ერთსანთლიანი იესო ქრისტეს ან იმ წმინდანს აღნიშნავს, ვის სახელზეც ანთია, ორიანი მაცხოვრის ორბუნებიანობაზე მიანიშნებს, სამიანი წმინდა სამების სიმბოლოა, შანდალი კი, რომელზეც სანთლები წრიულადაა განლაგებული - მარადისობისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2020, 11:40 AM

"სანთლის ცვილი ჩვენი კეთილი საქმეების - სულიერი თუ ხორციელი ღვაწლის სახეა, პატრუქი კი - რწმენისა. სანთელი ასევე აღნიშნავს სახარებისეულ ნათელს, ყოველ ადამიანს რომ განანათლებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2020, 11:23 AM

"სანთელი ერთ-ერთი უძველესია შესაწირავთა შორის. უფალი იმას კი არ უყურებს, რამდენ სანთელს დაანთებ, არამედ შენი გულის განწყობას აკვირდება, რითაც სანთელს შეიძენ და აანთებ მას".

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2020, 07:02 PM

"სანთელი არის სიმბოლო ჩვენი უშრეტი და ცეცხლოვანი რწმენისა. იგი მხოლოდ ამას განასახიერებს ღვთის წინაშე"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 08:10 PM

"უფალმა ინებოს, რომ სანთლებივით ენთოთ ღვთის წინაშე და კეთილსურნელებას აფრქვევდეთ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:46 PM

"სანთლები თქვენს ნაცვლად ლოცულობენ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2021, 09:59 PM

"მოსეს დადგმულ კარავსა და დავითისა და სოლომონის აგებულ ტაძარში ჯერ სანთლებსა და ლამპრებს აღანთებდნენ და მერე ღმერთს ადიდებდნენ. შემდგომში წმინდა მამებმა სანთლებისა და ლამპრების ანთება ტაძრებშიც განაწესეს, რათა იქ მდგომარე ერის გულში სიწმინდე ისე ანათებდეს, როგორც ანთებული სანთლები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 10:16 PM

"მილიონი სანთელიც რომ აანთო, ღმერთი ლოცვას არ შეისმენს, თუ ადამიანი გძულს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2021, 01:16 PM

"ხატის წინ დანთებული სანთელი ასახავს ადამიანის მზადყოფნას ღვთისადმი მორჩილებისათვის, მის ახალ ქმნილებად გადაქცევას, სწრაფვას განღმრთობისაკენ; რომ მისი ამქვეყნიური სიცოცხლე უნდა წააგავდეს ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 11:50 AM

"ახალ აღთქმაში უფლისათვის, ეკლესიისათვის შესაწირი არის ნებაყოფლობითი. არა აქვს მნიშვნელობა რამდენ სანთელს ავანთებთ, კენტს თუ ლუწს, ხელით ჩავაქრობთ თუ შებერვით, ტაძარში დავტოვებთ თუ სახლში წავიღებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 09:48 PM

"შეიძლება სანთლებიც აანთო და ლოცვებით მუხლიც გადაიტყავო, მაგრამ თუ ბოღმა გახრჩობს, ყველაფერი უაზრობაა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 08:49 PM

"გრიგოლ ხანძთელის კედელხატულს მიუნთო სანთელი"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2021, 08:13 PM

"სანთლები მართალი სარწმუნოების ნათელს გამოხატავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 06:42 PM

"რა აზრი აქვს სანთლის ანთებას, თუ არ ცდილობს ადამიანი თავად დაიწვას სანთელივით და სხვას გზა გაუნათოს?"

/მამა თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2021, 05:43 PM

"თუ ღვთის ტაძარში მოდიხარ, უპირველესად აანთე სანთელი საკუთარ გულში, დაუნთე ხილულად მეორე, თუ შეძლებ ღმერთს, ანდა - მის წმიდანს და გულმოდგინედ ილოცე, ვიდერე სანთლები იწვიან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 12:42 PM

"წმინდა სანთელივით დნება სამშობლოს სამსხვერპლოზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 05:38 PM

"ღმერთისთვის უფრო ადვილია ახალი მზის აგიზგიზება ზეცაში, ვიდრე ჩვენთვის - სანთლის ანთება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:27 PM

"სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე მორწმუნენი გამუდმებით უნდა აღასრულებდნენ სიკეთეს და არ უნდა ფიქრობდნენ იმის შესახებ, უცქერს თუ არა ვინმე მათ საქმეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 09:15 PM

"ადამიანო, შენი ცხოვრება შენ წინაშე იგივეა, რაც სანთელი, რომელიც შენ თვალწინ იწვის. ჩაიწვება სანთელი და ჩაქრება - ასე ამთავრებს ადამიანი თავის სიცოცხლეს და კვდება. სანთელი რომ ჩაქრება, აღმოჩნდება, რომ ის თითქოს არც იყო - ასევე, როცა ადამიანი გარდაიცვლება და დაასაფლავებენ, გგონია, რომ იგი არც იყო.
ხედავ, ადამიანო, რა არის ადამიანი და რა არის მისი ცხოვრება! ამიტომ გახსოვდეს, შენი ცხოვრებაც ასე ჩაქრება, როგორც ხედავ ჩამქრალ სანთელს, და წინასწარ ემზადე საკუთარი აღსასრულისთვის და ნეტარებაში აღესრულები".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 09:17 PM

ღმერთისგან ყველაზე შორს ის არის, ვისაც რელიგია მხოლოდ სანთლების ანთება და პირჯვრის ისტერიკული გამოსახვა ჰგონია!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 08:34 PM

"ერთხელ აქ, ჩვენს ტაძარში, ძალიან შევცბი: როდესაც ვნახე, რომ თქვენ წმიდა ტრაპეზზე, აი, ასეთ პატარა სანთელს ანთებთ. მე, ჩემს ტაძარში ასეთ პატარა სანთელს კანკელის წინაშეც კი არ ვტოვებ, ვფიქრობ, რომ ეს უპატივცემულობაა"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:04 PM

"შინ ჩამოხდილი თაფლის სანთლები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 10:36 PM

"საღვთო ლიტურგიის ორივე "შესვლაზე" - დიდზე და მცირეზე - გამოიყენეთ დიდი სანთელი, იმიტომ, რომ ის წმ. იოანე ნათლისმცემლის სიმბოლოა"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 06:22 PM

"სჯობს, ერთი პატარა სუფთა ცვილის სანთლის დანთება, ვიდრე ის, რომ დაანთო დიდი და - პარაფინისა"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 02:22 PM

"-როდესაც სანთელს ვანთებთ, უნდა ვთქვათ, რომ ის რაღაც გარკვეული მიზნით ინთება?
-როდესაც სანთელს ანთებ სად აგზავნი მას? განა სადღაც არ გზავნი?! სანთლით რაღაცას ვითხოვთ ღვთისაგან. როდესაც შენ მას ანთებ და ამბობ: - "მათთვის, ვინც სულიერად ან ხორციელად იტანჯება და მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება". ამ ადამანებში ცოცხლებიც იგულისხმება და გარდაცვლილებიც. იცი, ანთებ მათთვის?! ამგვარად ჩვენ ცოცხლებთან და გარდაცვლილებთან ცოცხალ კავშირს ვამყარებთ. ერთი სიტყვით - სანთელი ეს "ანტენაა", რომლის საშუალებითაც კონტაქტში შევდივართ ღმერთთან, მიცვალებულებთან, ავადმყოფებთან და ა.შ."

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 10:03 PM

"თრთოდა, კანკალებდა სანთლის ალიც"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 03:56 PM

"ვინ მოიგონა, რომ სანთელი აუცილებლად მარჯვენა მხრიდან უნდა გადააწოდონ და არა პირიქით? სანთელი მხოლოდ ისე უნდა გადააწოდო, რომ არ გატყდეს. ამ დროს არ უნდა დაეჯახო ადამიანს, რომელიც პირჯვარს იწერს, შეეცადე არ გადააწოდო იგი წირვის მნიშვნელოვან მომენტში: ცოტა ხანს ხელში დაიჭირეე და შემდეგ გადაეცი".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:51 PM

"აღგზნებული სანთლები ხელში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2022, 09:19 PM

"არცთუ იშვიათად ხდება, რომ ძლიერ ანთია ჩვენი სანთელი ხატის წინ, გულში კი ცოტა სითბო და სინათლე გვაქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:09 PM

"სანთლისფერი დაჰკრავთ შემოდგომის ტყეებს"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:37 PM

"ასევე მოკრიფეს სანთლები, რომლებიც ბერას მიერ დახოცილთათვის უნდა აენთო ხევისბერს"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:14 PM

"დარდი კაცის სულში ისე ანთია, როგორც ღვთისმშობლის ხატის წინ დანთებული თაფლის სანთელი"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:36 PM

"დაე, შეინანოს ადამინმა თავისი შეცოდებები. მისი სანთელი არ იქნება მარტოდ - მის ახლოს სხვა სანთლებიც აინთება"

/არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2022, 05:52 PM

" - სანთელი უწინარესად ძე ღვთისას - იესო ქრისტეს - სიმბოლოდ წარმოგვიჩნდება. სანთელი - ძე ღვთისას სიმბოლო - ღვთისმეტყველთა ნაშრომებში რამდენიმე საუკუნის წინ გვხვდება. რაც მთავარია, ამაზე პირდაპირ მიანიშნებს იესო ქრისტეს შესახებ ნათქვამი სიტყვები: "იგი იყო სანთელი ანთებული და საჩინო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2022, 06:05 PM

"ანთებული სანთელი არა მარტო ანათებს, ათბობს კიდეც, რაც გამომხატველია კაცობრიობისადმი, ადამიანთა მთელი მოდგმიასდმი, ქრისტეს გულმხურვალე სიყვარულისა, რომელიც ათბობს და ანთებს ჩვენს სულებს და სანთლიდან ამავალი ალის მსგავსად ჩვენი ფიქრი ზეციური მეუფისკენ აჰყავს.

ცვილისგან დამზადებული სანთელი საუკეთესო შესაწირად ითვლება, რადგან შესაწირად ცვილს ფუტკარი ყვავილებისაგან ამზადებს. წმიდა მამათა განმარტებით კი, მრავალი სურნელოვანი ყვავილსგან და ფუტკრის ნექტრისგან წარმოქმნილი ცვილი სიმბოლურად უზენაესის მიერ შექმნილი მთელი სამყაროს ძღვენს წარმოადგენს. ამდენად, როცა ღმერთს ცვილისაგან დამზადებულ სანთელს ვწირავთ, გამოვხატავთ სურვილს, ძღვნად მივართვათ უფალს, მისი რომელიმე ქმნილების საუკეთესო და ძვირფასი ნაყოფი; ცვილის სირბილე კი ღვთის მორჩილებისთვის ჩვენი მზადყოფნის გამომხატველია; როგორც ყველაზე წმიდა და სუფთა, თაფლის სანთელი სიმბოლურად მისი შემწირველის სულიერ სასუფეველსა და სიწმიდეს გამოხატავს და შეგვახსენებს, რომ სულის გაწმენდაზე ვიზრუნოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 08:08 PM

"უმჯობესია სანთელი იყოს თაფლის, რამეთუ ისევ და ისევ წმიდა მამათა აზრით, სანთლის ანთებისას უფლის წინაშე ვდებთ აღთქმას: ვიქნებით თაფლის სანთელივით წმინდა, დავიწყებთ მოყვასისადმი სიყვარულით და ჩვენი მხურვალე სიყვარულით გზას გავუნათებთ ჩვენს შემდეგ მომავალთ, ისე, როგორც ეს სანთელი ანათებს ბნელში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:42 PM

"ნეტარ არიან, ვინც თავის გულში სანთელს აანთებს, შეინარჩუნებს ჩაუქრობლად, რადგან სასიძოს სიცოცხლის ბოლოს სიხარულით შეეგებება და საქორწინო დარბაზში მასთან ერთად ანთებული ლამპრით შევა..."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)