IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> პიროს ბრეთელი, 13 ასურელი მამა
nin-iko
პოსტი Apr 22 2009, 10:54 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 21-April 07
წევრი № 1,709



თუ იცით ვინმემ, რაიმე პიროს ბრეთელის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ იქნებ მითხრათ, ან იქნებ ლიტერატურა მიითითოდ, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი იყო.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 22 2009, 11:32 PM
პოსტი #2


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



დიდი ცნობები არ არის მგონი მის შესახებ.

წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა თავის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nin-iko
პოსტი May 10 2009, 12:31 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 21-April 07
წევრი № 1,709



შევრდომილი


მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი May 10 2009, 07:22 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა თავის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული.

ბრეთში სამონასტრო ცხოვრება ისევ აღორძინდა და დღეს აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს...
გარდა ამისა წმინდა სინოდმა 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დააწესა წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე - 15 მაისი (ძვ.სტ.), 28 მაისი (ახ.სტ.)... (და დიდი ზეიმით აღინიშნება ხოლმე ეს დღე ბრეთში...)


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bivrili
პოსტი May 27 2009, 11:39 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 29-April 09
წევრი № 6,917



წმინდა გიორგის ხატი ბრეთის მონასტერში...
მუხლთან წმინდანის ნაწილია

IPB-ს სურათი


--------------------
უფალო შეგვიწყალენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2019, 09:41 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბრეთი წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ



პიროს ბრეთელი

იოანე ზედაზნელის მიერ მამათა "განტევების" შემდეგ ბრეთი ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგანმა წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ. მცირე ეკლესიის აგებაც მისი ღვაწლის ნაწილია. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს იგ (13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ". დიდი მამისადმი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ხალხი საყდარს მამა პიროსის ეკლესიას უწოდებს.

მამა პიროსმა ბრეთი ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად აქცია. სწორედ ბერებისა და მონასტრის არსებობას უკავშირდება სოფლის სახელწოდება - ბერეთი-ბრეთი. სოფლის ცენტრში, პიროსის ეკლესიის გვერდით, დგას VIII-IX ს.ს-ის წმინდა გიორგის სახელობის საყდარი. მის მახლობლად მიკვლეულია ნასოფლარი. ცნობილია ბრეთის XI ს-ის ვერცხლის საომარი ჯვარი და XIII ს-ში ტყავზე შესრულებული სახარება. ტაძრის დიდი სიწმინდეა წმინდა პიროსის საფლავი.

ტოპონიმი ბრეთი აქ მონასტრის დაარსების შემდეგდროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად, მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ "საძმო სამარხები" ყოფილა.

დღეს არსებული ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX ს.ს-ისაა. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილო მინაშენი თავდაპირველად მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ის უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა, მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და დაუკავშირებიათ ძველისთვის.

ბრეთის სავანემ კომუნისტური რეჟიმის დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. ტაძარი სურსათის საწყობად გადააქციეს. XX ს-ის ბოლოს წმინდა პიროსის ეკლესიის სახურავი ჩამოიქცა, ინტერიერი მიწითა და ქვით ამოივსო.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს ბრეთის წინამძღვრად არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაინიშნა. მამა ზაბულონის ძალისხმევით, სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა - გაიწმინდა და მოეწყო ტაძრის ეზო. ეკლესიის გარშემო შემოიჭრა მიწა და ფართო გარშემოსავლელი გაკეთდა. მონასტერი დამშვენდა რიყის ქვის გალავნით, ჩაიდგა კრამიტის სახურავიანი ძველქართული ჭიშკარი, აშენდა სამრეკლო.

გაიწმინდა ტაძრის შიდა სივრცე, აღდგა ჩაქცეული კამარები და დარღვეული კედლის წყობა, იატაკი ფილებით დაიფარა, ძვირფასი ქვით მოპირკეთდა წმინდა პიროსის საფლავი. ტაძარი მოიხატა კიდეც. 1998 წელს გაიხსნა დიდი ტაძარი. ამ ტაძრისთვის საგანგებოდ დაიწერა წმინდა გიორგის ხატი, რომელშიც დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული. განახლდა ასევე წმინდა პიროსის ეკლესიის ტრაპეზი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 07:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი