მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
marine |
გუშინ, 09:48 AM
პოსტი
#4221
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„იუდაიზმსა და წარმართულ სამყაროში უძველესი ხანიდან შეიძლება, ვიპოვოთ მონაზვნური ცხოვრების ფორმის მსგავსი მოვლენა - ის, მაგალითად, გვხვდებოდა ეგვიპტეში.
ძველი აღთქმის წმინდა კაცები - წინასწრამეტყველები მოსე, ელია, იოანე წინამორბედი, რომლებიც მთებში, მღვიმეებში და ხევებში ცხოვრობდნენ, მონაზვნობის წინასახეს გვიჩვენებდნენ. წინასწარმეტყველმა ესაიამ დატოვა უწყება საოცარ მონაზვნებზე, „ფრინველებზე, სიმაღლეებს რომ სჭვრეტენ“, მრავალთა შორის უბრძნესებზე. ამათზე, საუკეთესოებზე ამა ქვეყნისა, ნაწინასწარმეტყველევი იყო: „და ზღუდეთა შენთა მიმართ, იერუსალემ, დავადგინნე მცველნი შენნი დღე ყოველ და ღამე ყოველ, რომელნი იგი სრულიად არა დადუმნენ მოხსენებითა უფლისაითა“. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიის გალავანზე უფალმა ნდობისა და პატივისცემის ნიშნად დაუძინებელ გუშაგად დააყენა ეს ფრთოსანი მეომრები და ქველი მრავალთვალა ასკეტები, რომლებიც განუწყვეტლივ უგალობენ და ჭვრეტენ დიდების უფალს. ძველ ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების პირველსახე იყო ერთობლივი ტრაპეზები - „აღაპები“, მოციქულთა ურთიერთობა და მოციქულთა თემები იერუსალიმში. ეკლესიაში მონაზვნობა გვაძლევს გონებაჭვრეტითი და საოცარი ცხოვრების ნიმუშს, ძველ ასკეტ-განდეგილთა და მეუდაბნოეთა რწმენის სახეს, რომლებიც „წაუხდენლობით“ და უბიწოებით აღასრულებდნენ სულის დიად საგმირო საქმეებს“. /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 04:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი