IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 3 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი
ალექსანდრე
პოსტი Jun 8 2007, 07:19 PM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
ეს არ არის საეკლესიო სწავლება. ყველაფრისთვის საეკლესიო სწავლების დარქმევა არ შეიძლება. ეს არის "მართლმადიდებლური" მითოლოგიის ერთ ერთი მარგალიტი.
არანაირად არ არის შეტანილი საეკლესიო კალენდარში და ვერც იქნება. მთავარანგელოზ მიქაელის ხსენება არის 21 ნოემბერს (ახ.სტ) მთავარანგელოზთა ხსენების დღეს და 19 სექტემბერს (ახ. სტ) აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონას. ეს სასწაული, რომელიც ამ დღეს იხსენება არანაირად არ არის დაკავშირებული ჯოჯოხეთში ჩასვლასთან, თუმცა შეიძლება უცოდინრობის გამო ეს ფსევდოეკლესიური სწავლება ამ დღესასწაულს დაუკავშირეს.

მართალი ხარ smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jun 8 2007, 07:23 PM
პოსტი #82


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816






ციტატა
ალექსანდრე


გაიხარე
smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jun 9 2007, 12:06 AM
პოსტი #83


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(athos @ Jun 8 2007, 08:18 PM) *

ეს არ არის საეკლესიო სწავლება. ყველაფრისთვის საეკლესიო სწავლების დარქმევა არ შეიძლება. ეს არის "მართლმადიდებლური" მითოლოგიის ერთ ერთი მარგალიტი.
არანაირად არ არის შეტანილი საეკლესიო კალენდარში და ვერც იქნება. მთავარანგელოზ მიქაელის ხსენება არის 21 ნოემბერს (ახ.სტ) მთავარანგელოზთა ხსენების დღეს და 19 სექტემბერს (ახ. სტ) აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონას. ეს სასწაული, რომელიც ამ დღეს იხსენება არანაირად არ არის დაკავშირებული ჯოჯოხეთში ჩასვლასთან, თუმცა შეიძლება უცოდინრობის გამო ეს ფსევდოეკლესიური სწავლება ამ დღესასწაულს დაუკავშირეს.


ნამდვილად მასეა. 19 სექტემბერს არის ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა. ამ "საკვირველებას" შეცდომით უკავშირებენ მთავარანგელოზის ე.წ.ჯოჯოხეთში ჩასვლას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი შინაარსის ბროშურები იყიდებოდა ეკლესიაში და გასაკვირი არ არის, რომ ხალხი "საკვირველებას" ამას უკავშირებდეს.

სინამდვილეში 19 სექტემბერს სულ სხვა სასწაულის ხსენების დღეა:
მეოთხე საუკუნეში ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში მსახურობდა კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო, რომელმაც მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. წარმართებმა ტაძრის დანგრევა და არქიპოს მოკვლა განიზრახეს. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისაკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს მიმართულება შეუცვალა. ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები გაიფანტნენ. ქრისტიანები კი მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს და ადიდებდნენ უფალს.

21 ნოემბერს კი, როგორც ითქვა, არის კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა.

smile.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jun 9 2007, 06:04 AM
პოსტი #84


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ჰეიდარ ალიევის მოხსენიება არ შეიძლება? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Pianist
პოსტი Jun 9 2007, 09:41 AM
პოსტი #85


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 14-April 07
წევრი № 1,652



ციტატა(ალექსანდრე @ Jun 4 2007, 05:35 PM) *

პირად ლოცვებში მოხსენიებას არავინ გვიშლის, ლოცვა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ აი კვეთაში მოხსენება არ შეიძლებაო ეგრე გამიგია. მოუნათლავი არ წარმოადგენს რა ეკლესიის წევრს მსახურებაში მისი მოხსენება არამგონია შეიძლებოდეს wink.gif


პირადი ლოცვა დაბალი პირის ლიტურგიაა, კვეთა - მოძღვრის;
ნათლისღების საიდუმლო რაში მდგომარეობს ?, იოანე ნადლისმცემელი რას ეუბნება იესო ქრისტეს წარდგომისას ?
"შენ თვით მეუფე ხარ, რაით გავკადნიერდე და გცხო შენ ეგე წყალი?, შენ უნდა მნათლავდე მე და არა მე შენ"
უფალი თვით ინათლება...და გაიხსენეთ რას ქადაგებს იოანე ნათლისმცემელი როდესაც იგი მოუხმობს ჩვეულებრივ ხალხს ნათლობისაკენ..."მოედით, და ჰქმენით დროზე შუელა სულისა თქუენისათვის, რათა იქნება გვიან როდესაც მოვა მეფე და განგვკითხავს ყველას"...
წარმოიდგინე მოუნათლავის ხსენება არის უმირონცხებულო სულის შეცოდებაზე და ცხონებაზე ლოცვა, ხოლო მირონის ცხება არის უდიდესი საიდუმლო რაზეც გვასწავლიან წმიდა მამები, რომ ევქარისტია არ არის დაშვებული მოუნათლავზე, აქედან გამოიტანეთ აზრი, ადამიანი რომელიც არასოდეს ზიარებულა, გარნა შეიძლება ჩვენ ვილოცოთ მასზე ?...რავიცი...პრინციპში - "არ შეიძლება" <- ეს ძალიან ცუდი კრიტერიაა,
მაგრამ მოუნათლავი არ იხსენიება არც ლოცვაში, არც კვეთაში და არანაირ მართლმადიდებლურ ლიტურგიაში.


შეიძლება - "არ შეიძლება" <-ამ უხეში და მწარე ფრაზით არავინ დაგვმოძღვრა, მაგრამ ჩემის აზრით....


ლოცვის აღვლინებისას, ხორციელ ცხოვრებაშიც კი არის დრო როდესაც იწყება მართალთა ლოცვის აღვლინება, ამ დროს მოუნათლავს არ აქვს ტაძარში დგომის და გაჩერების უფლება....და წარმოიდგინეთ ჩვენ ვლოცულობთ მოუნათლავის არამცთუ ტაძარში ყოფნაზე, ანუ ხორციელი ცხოვრების ნაწილში უფლის სასახლეში ყოფნაზე..არამედ ჩვენ მოუნათლავთა მოხსენიებისას ვლოცულობთ და ვითხოვთ მათ შენდობას და ცხოვნებას...
ხოლო ის არ დაგვავიწყდეს არავის რომ ეკლესია ცოცხალია...ეკლესია არ არის რაღაც შენობა და ე.წ მხოლოდ სახელად აღებული უფლის სახლი...იგი ცოცხალია...ცოცხალი!
....

ჩვენ იმასაც ვიტყვით რომ ..."არაა კაცო.,, არ ვლოცულობ ცხონებისთვის...უბრალდო ცოტა შეიწყალოს უფალმა"...
არ არსებობს ცოტა და მეტი..
რას ამბობს წმიდა ბასილი დიდი ?

"ის ვინც ცხონების ღირსი არაა, მხოლოდ ჯოჯოხეთშია მისი ადგილი"


..........
აუ არ ვიციიიიიიიიიიიიიიიიიი

შეიძლება (კი არადა ალბათ) ძალიან ბევრი სისულელეეეეეები ვწერე......

უფალმა შემინდოს, და შემიწყალოს !!!!!!!!!!!!!

მაპატიეთ თუ წინააღმდეგობებში მოვედით,

შეგვიწყალოს ღმერთმა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jun 17 2007, 12:22 AM
პოსტი #86


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(::სალომე:: @ Jun 2 2007, 08:08 PM) *

ეეეხ sad.gif ამაზე გამახსენდა user.gif 2 წელია რაც ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, (მამამისმა მოკლა )sad.gif სამწუხაროდ მოუნათლავი წავიდა ამ ქვეყნიდან sad.gif თუმცა კი ძალინ უნდოდა მონათვლა მაგრამ ... მამამისი უშლიდა და ეშინოდა sad.gif ხშირად გაპარულა ტაძარში და სანთლები აუნთია, ისე რომ მამამისმა არაფერი იცოდა, გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებში ხელით გადაწერილი დილა-საღამოს ლოცვები უპოვიათ, ჩემი მეგობრისგან გადაუწერია, და დამალული ჰქონია რომ არ ეპოვა ვინმეს sad.gif დედაც მასთან ერთად გარდაიცვალა, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მასთან განშორება რადგან ის მოუნათვლავი განშორდა ამ წუთისოფელს, ყველაზე მეტად ეს მტკენდა და მტკენს გულს, თუმცა კი გამოდის კათაკმეველი ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ ლოცვებში ვერ ვიხსენიებ, ერთადერთი რაც შემიძლია მისი და დედამისის სულისთვის გავაკეთო ესაა მოწყალება, მაგრამ მე ეს არ მყოფნის, მინდა რომ როგორმე დავეხმარო, კიდევ ის მამშვიდებს რომ ის ჯერკიდევ პატარა, 15 წლის იყო და პატიოსანი,

მინდა რომ როგორმე დავეხმარო მაგრამ როგორ? მხოლოდ მოწყალებით?




უნათლავ ჩვილთა (მუცელში მომწყდარ) სულებზე ლოცვას გვასწავლის ნოვგოროდისა და პეტერბურგის ყოფილი მიტროპოლიტი გრიგოლი: "მოიხსენე, კაცთმოყვარეო უფალო, სულნი აღსრულებულთა მონათა შენთანი, ყრმათა, რომელნიცა წიაღთა შინა (მართლმადიდებელთა) დედათა თვისთა აღესრულნენ მოულოდებელთა და უცნაურთა მოქმედებათაგან, ანუ მძიმისაგან მშობიარობისა, ანუ რომლისამე გაუფრთხილებლობისაგან, მოწყალებათა და იხსენ გამოუთქმელითა სახიერებითა შენითა".

არსებობს ამგვარი ლოცვაც მღვდელმონაზონ არსენი ათონელისა: "უფალო, შეიწყალენ წიაღსა შინა ჩემსა მომწყდარნი ყრმანი! სარწმუნოებისა და ცრემლთა ჩემთა გამო. მოწყალებისა შენისათვის ნუ დააკლებ მათ, უფალო, საღმრთოსა ნათელსა შენსა".

კითხვაზე, თუ როგორ ვილოცოთ მკვდრადშობილთა და მოუნათლავთა ყრმათათვის ბეთლემის სავანის არქიეპისკოპოსი სტეფანე თაბორელი ამგვარად გვპასუხობს: "ნათელღებულნი, თუნდაც ანაზდეული სიკვდილისაგან გარდაცვლილიყვნენ, საუკუნო სიხარულს მიეცემიან ზეცაში, ისევე როგორც არ უნდა უგულებელვყოთ მკვდრადშობილნი ან მოუნათლავად აღსრულებულნი ყრმანი,-ისინი დამნაშავენი არ არიან, რომ ვერ მოინათლნენ, ზეციურ მამას კი სავანე მრავალი აქვს; ასეთ ყრმებს შორის უნდა ვიგულისხმოთ ისეთებიც, რომელნიც ამ სავანეს განისვენებენ თვისთა მართალთა მშობელთა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის გამო, თუმცაკი, ჩვენთვის მიუწვდომელი საღმრთო განგების გამო, წმ. ნათლობას ვერ მიემთხვივნენ. ასეთი შეხედულება ჩვენს სარწმუნოებას არ ეწინააღმდეგება, რაზედაც ხორციელის შაბათის სვინანქსარში წმ. მამებიც მოწმობენ. ღვთის მოწყალებას მინდობილ მშობლებს შეუძლიათ სარწმუნოებით ასეთი ყრმებისათვის ლოცვა."


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Oct 26 2007, 08:26 PM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ დავით კეკუას ვითომდა თვითმკვლელობაზე.... ჩემი ძალიან ახლობელი იყო და მისი ერთადერთი შვილი ახლა ჩემთანაა... გვსურს მისი სულისთვის რაღაც გავაკეთოთ(ლოცვით), გთხოვთ გვითხრათ თუ იცით რომელი ლოცვებია ამ დროს ყველაზე შესაფერისი სულისთვის...


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 26 2007, 08:30 PM
პოსტი #88


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ დავით კეკუას ვითომდა თვითმკვლელობაზე....

არაფერი გამიგია. რა მოხდა?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Oct 26 2007, 08:38 PM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ის თუ გაიგე რომ დაიჭირეს.. და თუ იცი ვინაა... გუშინ მოკლეს ციხეში და გამოაცხადეს ვითომ თავი ჩამოიხრჩო... მაგრამ ამას არ იზამდა არავითარ შემთხვევაში მორწმუნე ადამიანი იყო... თან მამაოს ელაპარაკა რამდენიმე დღის წინ და მოძლიერებული იყო, მზად იყო თავისი სიმართლისთვის ებრძოლა... მაგრამ ისიც საგულისხმოა რომ შვილის სიკვდილით დაემუქრნენ( ხელი უნდა მოეწერა ლომინაძის საქმის გაყალბებაზე) და შეიძლება ამანაც აიძულა... მაგრამ მთელი ნათესაობა თვლის რომ დათო არ იყო ისეთი სუსტი ადამიანი რომელიც თავს მოიკლავდა...


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 26 2007, 08:39 PM
პოსტი #90


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



q-e-T-i
ციტატა
( ხელი უნდა მოეწერა ლომინაძის საქმის გაყალბებაზე)

მაინც რაზე უნდა მოეწერა ხელი?

ვისთვის უნდა დაებრალებინა sad.gif

უფალმა აცხონოს, თუ მართლა მოკლეს ცოდოა sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Oct 26 2007, 08:42 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



უნდა ეთქვა რომ თვითონ დადო ყალბი ტყვია... არავინ მეტყვის რა წავიკითხოთ მისი სულისთვის? sad.gif


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 26 2007, 08:46 PM
პოსტი #92


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



q-e-T-i
ფსალმუნები უნდა წაუკითხოთ, მეჩვიდმეტე ფსალმუნით დაიწყებთ და ყოველდღე თუ 20-ვე კანონს წაიკითხავთ, დიდი ნუგეშია მისი სულისთვის.
მაგრამ ჯერ მოძღვარს დაეკითხეთ.

ანუ მეჩვიდმეტე ფსალმუნი იკითხება 2 ჯერ,პირველად და მერე რიგის მიხედვით, 16-ეს მერე.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Oct 26 2007, 08:49 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



უღრმესი მადლობა.... მოძღვარს კი დავეკითხებით მაგრამ ამ წუთისთვის გვინდოდა რამე სასარგებლო გაგვეკეტებინა.... გაიხარე...


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 26 2007, 08:50 PM
პოსტი #94


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



q-e-T-i
შეგეწიოთ უფალი... sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 26 2007, 08:51 PM
პოსტი #95


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



აქ წერია თავი ცამოიხრჩო, მოძღვარი თუ გადაწყვეტს წესის აგებას აუცილებლათ უნდა წაუკითხო ყოველდღე ერთი კანონი 17 კანონთან ერთად, თუ წესი არ აუგეს სამწუხაროდ არ ეკითხება ასეთ ადამიანს ლოცვები მე მასე ვიცი,თავი მკვლელებს კი იშვიათს უგებენ წესს, ღმერთმა ქნას რო მასე არ იყოს და თვით მკვლელობა არ იყვეს გაგვაგებინე რა წესს აუგებს თუ არა მღვდელი


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 26 2007, 08:52 PM
პოსტი #96


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



t.d
ჰო, ამიტომ ვუთხარი მოძღვარს დაეკითხეთ მეთქი, ჯერ აუცილებლად უნდა დაურეკონ.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Oct 26 2007, 08:53 PM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



კარგი აუცილებლად.... მაგრამ თავი არ მოუკლავს... ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს... დათოც ამ მთავრობის მორიგი მსხვერპლია....


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 26 2007, 08:56 PM
პოსტი #98


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(q-e-T-i @ Oct 26 2007, 09:53 PM) *

კარგი აუცილებლად.... მაგრამ თავი არ მოუკლავს... ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს... დათოც ამ მთავრობის მორიგი მსხვერპლია....

გასაგებია ქეთ მივხვდით მაგრამ სამწუხაროდ მასე ამბობენ, მოძღვარი გადაწყვეტს რა უნდა გაკეთოს ღმერთმა ქნას თავი არ ქონდეს მოკლული და წესი აუგონ


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Oct 28 2007, 02:09 PM
პოსტი #99


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



კი აუგო მოძღვარმა წესი... პატრიარქმაც მიუსამძიმრა ოჯახს...


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 28 2007, 05:56 PM
პოსტი #100


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(q-e-T-i @ Oct 28 2007, 02:09 PM) *

კი აუგო მოძღვარმა წესი... პატრიარქმაც მიუსამძიმრა ოჯახს...

ძალიან კარგი ასერომ ეს კანონები აუცილებლათ წაიკითხე 17-ე, და სათითაოდ ყველა


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 3 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 05:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი