IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ
Misha Songulashvili
პოსტი Sep 3 2009, 09:03 PM
პოსტი #1


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მინდა შემოგთავაზოთ, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის მოსაზრება ქრისტეს შობის შესახებ. დიდი სურვილი მაქვს ვიცოდე და ვფიქრობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო, თუ როგორ პასუხობს დღევანდელი ქრისტიანობა დიდი მეცნიერის მოსაზრებებს, რომელიც 55 წლის წინ იქნა საჯარო ლექციაზე წაკითხულო. გთავაზობთ ამ ლექციის სტენოგრამიდან ამოკრებილ არასრულ ინფორმაციას...
აქვე, იმედს გამოვთქვამ, რომ მაქსიმალურ მოთმინებას გამოვიჩენთ და შევძლებთ ჯანსაღ დისკუსიასა თუ კრიტიკას.

მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ
მრავალრიცხოვან რელიგიათა შორის, რომელთაც ისტორია იცნობს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანობას. ამ რელიგიამ დროთა მსვლელობაში შეიმუშავა საკუთარი არა მარტო დოგმატიკურ-ფილოსოფიური და მორალური მოძღვრება, არამედ მეტად რთული კულტიც. ამ მხრივ საყურადღებოა სისტემა დღესასწაულებისა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია შობა ქრისტესი, დაბადება იმ ადამიანისა, რომლის სახელთან დაკავშირებულია ქრისტიანობა.

თავდაპირველად უნდა ვიკითხოთ: რა წყაროებშია შემონახული ცნობები ქრისტეს დაბადებისა და მისი ცხოვრების შესახებ? ერთადერთი წყარო ამისა არის ე.წ. სახარება, რომელიც ოთხი ავტორის შრომისაგან შედგება.

ამ შრომებში ყველაში კი არ გვაქვს მოთხრობილი ქრისტეს შობის შესახებ, არამედ ორში მხოლოდ, დანარჩენი ორი ამაზე არაფერს ამბობს.

სახარებათა მოთხრობებში გვაქვს ქრონოლოგიური შეუსაბამობანი. საყურადღებოა, მაგალითად, შემდეგი გარემოება: აღწერა, რომელსაც თითქოს ქრისტეს დაბადების წელს ჰქონდა ადგილი, მომხდარა, ლუკას ცნობით, მაშინ, როდესაც ასურეთს მთავრობდა კვირინე. კვირინე კი, ისტორიიდან ვიცით, გარდაიცვალა 60 წლით ადრე, ვიდრე ქრისტე დაიბადებოდა. შემდეგ - ქრისტე გასამართლებულ იქნა თითქოს მაშინ, როდესაც იერუსალიმში მღვდელმთავრებად იყვნენ ანა და კაიაფა; ცნობილია ნამდვილად, რომ იერუსალიმში ერთსა და იმავე დროს ორი მღვდელმთავარაი არ ყოფილა არასოდეს. ქრისტე, სახარების ცნობით, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. ნაზარეთში. ეს კი პირწავარდნილი ანაქრონიზმია, რადგანაც ნაზარეთი ჩნდება 130 წლით გვიან ქრისტეს დაბადების შემდეგ. სახარებათა ცნობით სახელწოდება "ქრისტიანი" გაჩნდა პალესტინაში, "საქმე მოციქულთა" კი გადმოგვცემს, რომ ეს სახელწოდება პირველად ანტიოქიაში გაჩნდა (XI,26).

სახარებები ყალიბდებოდა საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში, ამიტომ ისინი შეიცავენ ისეთ წინააღმდეგობას, რომელთა მორიგება პირდაპირ შეუძლებელია.

შეიძლება განა ენდოს კაცი ისეთ წყაროს, რომელიც სავსეა შეუსაბამობით და წინააღმდეგობებით? ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება. განსაკუთრებით ვერ შეურიგდება ჭკუაში მყოფი კაცი სახარების იმ ამბავს, რომ ქალწულს, უქმრო ქალს შეეძლოს უთესლოდ, უქმროდ შვილი გააჩინოს; მითუმეტეს შეუძლებელია დავიჯეროთ, ქალწულმა დაბადოს და ამის შემდეგ ქალწულად დარჩეს, როგორც ამას ამტკიცებენ მარიამის შესახებ მისი თაყვანისმცემელნი, რომელნიც მას "მარადის ქალწულად" თვლიან. მტკიცება ასეთი რამესი (ეპიფანე კვიპრელი და იერონიმე) არის აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა ადამიანის გონებისა თვით ბნელით მოცულ საშუალო საუკუნეებშიაც კი. მარიამი სახარების თხრობის მიხედვითაც კი არ დარჩენილა ქალწულად, ის იყო ცოლი იოსებისა; მათე ამბობს: "თხოვილ იყო დედა მისი (ქრისტესი) მარიამ იოსებისა" (1,18), "ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო" (1,19). ანგელოზი ეუბნება იოსებს: "ნუ გეშინიან მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა" (მათ. 1,20), "და წარიყვანა იოსებ ცოლი თვისი და არა იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო" (მათ. 1.24-25), ესეიგი - იოსებმა თუმცა დატოვა თავისთან, თავის სახლში თავისი ცოლი მარიამი, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა მასთან არ ქონია, სანამ მან, მარიამმა, არ შვა პირმშო, პირველი შვილი - ქრისტე, ამის შემდეგ კი ეს ურთიერთობა ძალაში შევიდა, მარიამს გაუჩნდა სხვა შვილებიც - ვაჟები: იაკობი, იოსია, სიმონ და იუდა (მათ. XIII, 55, მარკ. VI,3), ე.წ. "ძმანი უფლისანი", და ქალები მარიამი და სალომე.

ლეგენდარული ქრისტეს სახის შესაქმნელად ფანტაზიამ გამოიყენა მითები და თქმულებები თითქმის ყველა ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდნენ ჩვენს ერამდე ცნობილ რელიგიებში, ქრისტე უკვე ამ რელიგიებში იყო მოცემული. ასე რომ სავსებით მართალი იყო ნეტარი აგვისტინე იპონელი (IV-V ს.), რომელიც ამბობდა: "ის რასაც ქრისტიანულ რელიგიას უწოდებენ, არსებობდა უხსოვარი დროიდან და დაცული იყო იმ დრომდე, სანამ ქრისტე განხორციელდებოდაო".

ნათქვამის ნათელსაყოფად ჩვენ არ შევუდგებით ქრისტეს მთელი ბიოგრაფიის შედარებას ძველი ღმერთების ბიოგრაფიასთან, დავკმაყოფილდებით მხოლოდ ერთი მომენტით ამ ბიოგრაფიიდან, სახელდობრ - ქრისტეს შობის ამბებით.

რელიგიათა ისტორიიდან ცნობილია რომ ქალწულისაგან გამოქვაბულში იბადება არა მარტო ქრისტე, არამედ ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ, მითრა და აპოლონი. ეგვიპტის თებაიდაში ცნობილია ღვთაება ამონის ტაძრის ნანგრევები; ამ ტაძარში ადგილი ჰქონდა "შობის" სამლოცველოს, რომელიც ბარელიეფებით ყოფილა შემკული. ამ ბარელიეფებზე გამოხატულია ამენოფისე III დაბადება. ერთ ბარელიეფზე მოთავსებულია დედოფალი მეტ-ემ-ვე, მის წინ დგას ღვთაება ამონის მიერ გამოგზავნილი თოთი, რომელიც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს, ახარებს, რომ ის შობს ძეს. მეორე ბარელიეფზე გამოხატულია მუცლადღება ან დაორსულება დედოფლისა. მესამე ბარელიეფზე ვხედავთ "ღმერთკაცის" (ეს ქრისტეს ტიტულია) ამენოფისე III დაბადებას. მეოთხე ბარელიეფზე ახალდაბადებული ღებულობს სამი კაცისაგან ძღვენს, როგორც ქრისტე აღმოსავლეთის მოგვებისაგან. აღმოსავლეთის რელიგიებში ძალიან პოპულარულია სურათი, რომელზედაც გამოხატულია, თუ როგორ აწოვებს დედა ძუძუს ახალდაბადებულ ღვთიურ ბავშვს. პომპეის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილია იზიდა, რომელიც ზის სახედარზე და ხელში უჭირავს პატარა ჰორუსი. ეს სურათი ძალიან გვაგონებს იოსებისა და მარიამის ეგვიპტეში გამგზავრების სურათს ახალდაბადებული იესოთი ხელში.

უფრო მეტ მსგავსებას ვპოლობთ მითრას და ბუდას მითოლოგიაში. მითრაიზმი ის რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი. "შობის" დღესასწაული სცოდნია მითრაიზმსაც. რას წარმოადგენს ნამდვილად ქრისტეს "შობა"? ეს არის მიბაძვა მზის ღვთაების დაბადების დღესასწაულისა. 25 დეკემბერი (დღე ქრისტეს შობისა) იულიოსის კალენდრით ითვლებოდა დღედ მზის დაბადებისა, რადგან ამ რიცხვიდან დღე მატულობს და მზე მეტ სინათლეს იძლევა. ამ დღეს იბადებიან სხვა, ისტორიულად ცნობილ რელიგიათა, ღმერთებიც, როგორიცაა: ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ და აპოლონი. ამ დღეს იბადება კერძოდ მითრაც, რომელიც არის "ღმერთი უძლეველი მზისა". რადგანაც მითრა და მისი ამბები ქრისტიანობაში ქრისტეზეა გადმოტანილი, ამიტომ მითრას დაბადების დღე გამოაცხადეს ქრისტეს დაბადების დღედ, იმ ქრისტეს, რომელსაც მათ, მითრას მიბაძვით, უწოდეს მზე, "მზე სამართლისა". თვით ქრისტიანობის იდეოლოგიური მებაირახტრენი, მაგალითად გრიგოლ ნოსელი და აგვისტინე იპონელი, არ მალავდნენ, რომ ქრისტეს შობი დღესასწაული მათ მიერ დაკავშირებულია მწის მოქცევასთან. საყურადღებოა, რომ მითრა, როგორც ქრისტე, იბადება ქალწულისგან გამოქვაბულში და იმასაც ისე მიართმევენ ძვირფას ძღვენს, როგორც ქრისტეს. ამასთან ერთად უნდა მოვიგონოთ ერთი გარემოება.

ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ "შობის" დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. ღორის გასუქებას, მის დაკვლას, მისი ხორცით გახსნილებას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, პირდაპირ რიტუალური ხასიათი ქონდა. რით აიხსნება ასეთი უპირატესობის მინიჭება ღორისთვის, რატომ სხვა დღესასწაულთან არაა ასე ხაზგასმით მის მოხმარება დაკავშირებული? ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან. როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, 25 დეკემბერი, ქრისტეს შობის დღესასწაული, ქრისტეს შობამდე, ყველგან მაშასადამე ჩვენშიაც, იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან. გარეული ტახი იხსენიება როგორც მითრას ცხოველი, რომლის მოდგმა, მითრაისტების რწმენით, მკვდრეთით აღდგომამდე გრძელდებოდა. ამრიგად, ქრისტეს შობის დღესასწაულთან ღორის დაკავშირება არის მონაგონარი მითრას კულტისა.

გაცილებით მეტი მსგავსება აქვს ქრისტეს შობის ამბავს ბუდას შობის ამბავთან, რომელიც წარმოდგენილია ბუდისტთა წიგნში "ლალიტა ვისტარა". აი ეს მსგავსება:

1. ქრისტეს, მის მიმდევართა რწმენით, არსებობდა "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და გარკვეულ დროს, როგორც კაცი დაიბადა ამ ქვეყნად; ასევე ბუდა არსებობდა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მერე დაიბადა როგორც კაცი. ორივე დაიბადა საკუთარი ნება-სურვილით კაცობრიობის სიყვარულით.

2. ბუდა მეფის საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი მამა მეფე იყო; ქრისტეც, სახარების მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა მეფის დავითის ტომიდან, მას ეწოდება "ძე ღვთისა", დავითს კი "ღვთის მამა".

3. ქრისტეს დედას, ე.წ. "ღვთიშობელს", ერქვა მარიამი, ეს სახელი არის შესატყვისი ბუდას დედის სახელისა - მაია.

4. ბუდას დედა მაია ნახულობს სიზმარს, რომ მას ეყოლება შვილი ბუდა; ამ სიზმას ბრამინები მას უხსნიან იმავე სიტყვებით, რიგირითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა "ღვთიშობელს" მარიამს აუხსნა საიდუმლოება მისგან ქრისტეს შობისა.

5. როგორც ქრისტეს დაბადება ეუწყა აღმოსავლეთის ასტროლოგებს ვარსკვლავის გამოჩენით, ისე ბუდას დაბადებაც ვარსკვლავის გამოჩენით იქნა აღნიშნული. როგორც ქრისტეს, ისე ახლად დაბადებულ ბუდას საჩუქრებს მიართმევენ.

6. მეორმოცე დღეს დაბადებიდან, სახარების თქმულებით, ქრისტე მიიყვანეს ტაძარში, სადაც ის მკლავზე მიირქვა მოხუცებულმა სვიმეონმა და აკურთხა. ახლად დაბადებული ბუდაც მიუყვანიათ ტაძარში, სადაც მოხუცებულ ასიტას თაყვანი უცია მისთვის.

7. სახარებაში გადმოცემულია: როდესაც იროდი მეფემ გაიგო უხუცესებისგან, რომ ბეთლენში, ქრისტეს სახით, დაიბადა მეფე ურიათა, ძალზე შეშინდა და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებს თხოვა გაეგოთ ბეთლემში ყველაფერი დაწვრილებით და ეხნობებიათ მისთვის. ასე მოიქცა მეფე ბიმბისარაც: როდესაც მის ყურამდე მივიდა ცნობა "ინდოელთა მესიის" დაბადების შესახებ, მან გაგზავნა ჯაშუშები და სთხოვა გაეგოთ ყველაფერი დაწვრილებით ახალდაბადებულის შესახებ და ეცნობებინათ მისთვის.

ასეთი მსგავსება, თითქმის იგივეობამდე დაყვანილი, დამაფიქრებელია. შეიძლება ზოგიერთმა ამ შემთხვევაში პირიორიტეტი სახარების ამბებს მიანიჭოს და ბუდისტური ლეგენდების წყაროდ სახარება ჩათვალოს. მაგრამ ეს სწორი არ იქნება, რადგანაც ბუდისტების "საღვთო წიგნები" რომლებიც შეიცავენ ბუდას შესახებ ლეგენდებს ჩამოყალიბებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასე რომ ეს წიგნები ქრისტიანულ წყაროებს ვერ გამოიყენებენ. ამავე დროს იოსებ ფლაბიოსის შრომებიდან ვიცით, რომ ინდოეთი პალესტინაზე გავლენას ახდენდა ჯერ კიდევ სახარების შექმნამდე ("ებრაელთა ომის ისტორია", VII, VIII, 7).

ყველაფერი რაც აქამდე ითქვა, ნებას იძლევა დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დამტკიცებულ იქნას ისტორიულად ფაქტი ქრისტეს დაბადებისა და მისი რეალურად არსებობისა. ქრისტე დაიბადა ადამიანის შ ე გ ნ ე ბ ა შ ი მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.

მიუხედავად ამის, საქრისტიანო ქვეყნებში დამყარდა წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან; ქრისტეს დაბადებას ჩვეულებრივ სდებენ 753 წელს ქ. რომის გაშენებიდან შეიძლება თუ არა ზუსტად გამოანგარიშება იმისა, თუ როდის დაიბადა ქრისტე, გვაქვს თუ არა რაიმე მონაცემი ამის გასარკვევად? არავითარი, გარდა იმ ცნობებისა, რომელთაც სახარებაში ვპოულობთ, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ღურებულებისაა ეს წყარო.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Misha Songulashvili   მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ   Sep 3 2009, 09:03 PM
cinemamu   ბარემ "zeitgeist" ლინკ...   Sep 4 2009, 09:49 AM
afxazi   Misha Songulashvili ეს "მოხსე...   Sep 4 2009, 10:51 AM
cinemamu   ერთია რას ემსახურ...   Sep 4 2009, 11:28 AM
თამარი_ცქნაფო   კეკელიძEმ იმდენი რ...   Sep 4 2009, 12:07 PM
afxazi   თამარი_ცქნაფო + მას...   Sep 4 2009, 12:22 PM
Misha Songulashvili   afxazi საინტერესო შემ...   Sep 4 2009, 12:36 PM
afxazi   Misha Songulashvili :D :D :D არ ვა...   Sep 4 2009, 01:08 PM
Misha Songulashvili   afxazi კონკრეტულია, ეს ...   Sep 4 2009, 01:14 PM
afxazi   Misha Songulashvili ხო გეთანხმ...   Sep 4 2009, 01:16 PM
თამარი_ცქნაფო   Misha Songulashvili ხო გეთანხმ...   Sep 4 2009, 01:20 PM
k@the   ეს საკითხი მეც ძალ...   Sep 4 2009, 01:22 PM
afxazi   თამარი_ცქნაფო არც ...   Sep 4 2009, 01:29 PM
cinemamu   ჩემი აზრით ფაქტებ...   Sep 4 2009, 01:55 PM
Misha Songulashvili   გაიხარეთ! ეს ჯობი...   Sep 4 2009, 03:06 PM
cinemamu   აქვე დავამატებ ფაქ...   Sep 4 2009, 03:16 PM
ნანინა   ძალიან საინტერეს...   Sep 4 2009, 03:29 PM
Misha Songulashvili   ნანინა კი შესაძლე...   Sep 4 2009, 03:31 PM
ნანინა   +++ :კი: :კი: :კი: ცოტა ...   Sep 4 2009, 03:34 PM
უჩა   პლიუს წყაროს მითი...   Sep 4 2009, 03:34 PM
Misha Songulashvili   ნანინა არა, თქვენ ვ...   Sep 4 2009, 03:36 PM
დათიკო   Misha Songulashvili ეს ისტორია ...   Sep 4 2009, 03:38 PM
Misha Songulashvili   უჩა კ. კეკელიძე მეც...   Sep 4 2009, 03:42 PM
ნანინა   რაღაც ეჭვი მეპარე...   Sep 4 2009, 03:44 PM
Misha Songulashvili   ნანინა დიდი მადლო...   Sep 4 2009, 03:45 PM
Misha Songulashvili   რაც შეეხება უჩას მ...   Sep 4 2009, 03:58 PM
k@the   Misha Songulashvili მიშა, თუ კარ...   Sep 4 2009, 04:08 PM
Misha Songulashvili   k@the მადლობ ქეთო, ვცდ...   Sep 4 2009, 04:11 PM
Genesis   ინდურ სანსკრიპტებ...   Sep 5 2009, 03:14 PM
sable   ინდურ სანსკრიპტებ...   Sep 12 2009, 01:39 PM
cinemamu   Genesis მოკლედ ყველას ...   Sep 5 2009, 11:02 PM
Genesis   Genesis მოკლედ ყველას უ...   Sep 5 2009, 11:09 PM
Misha Songulashvili   ვაქცევ ყურადღებას...   Sep 5 2009, 11:34 PM
cinemamu   კრიშნას და მანუს ...   Sep 6 2009, 05:55 AM
Misha Songulashvili   უაზრო ეჭვების გან...   Sep 11 2009, 11:56 PM
Atman   ჰეროდეს ისტორიას ...   Sep 12 2009, 01:44 PM
sable   ჰეროდეს ისტორიას ...   Sep 13 2009, 03:20 AM
დათიკო   Misha Songulashvili ამის წყარო...   Sep 12 2009, 11:59 PM
Atman   აბა ზუსტად ერთნაი...   Sep 13 2009, 05:56 AM
neo   :D მოვკვდი სიცილით   Sep 13 2009, 03:27 PM
Misha Songulashvili   neo და სასაცილო რა ნა...   Sep 13 2009, 06:38 PM
ლუკიანე   მარიამი სახარების ...   May 11 2012, 04:18 PM
აკაკი   ლუკიანე თქვენ დიდ ...   May 11 2012, 04:31 PM
aamirani   ლუკიანე--------ძალიან ...   Jun 9 2012, 05:07 PM
karpaki   ეს ეკუმენისტი სად ...   Jun 9 2012, 07:51 PM
Misha Songulashvili   ეს ეკუმენისტი სად ...   Aug 5 2012, 09:13 PM
დათიკო   karpaki მაინც მოახერხე...   Aug 8 2012, 10:38 AM
peritoniti   მე მინდა ერთი ასეთ...   Aug 8 2012, 03:06 PM
George Leluashvili   peritoniti საერთოდ ქრისტ...   Aug 8 2012, 03:40 PM
აკაკი   peritoniti კიდევ ერთი რამ ...   Aug 8 2012, 05:20 PM
peritoniti   George Leluashvili კი, ნაწილობ...   Aug 8 2012, 06:08 PM
George Leluashvili   peritoniti გასაგებია კით...   Aug 8 2012, 06:40 PM
A.V.M   peritoniti მეგონა ამ საკი...   Aug 8 2012, 07:03 PM
sopo...   ისე ჩემში რადგან ღ...   Aug 11 2012, 10:59 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 11:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი