IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პაპი ბენედიქტე მსოფლიო მთავრობის შექმნას ითხოვს
abo
პოსტი Sep 8 2012, 05:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მე მგონია აქ ყველას მოეხსენება რას ნიშნავს მსოფლიო მთავრობის შექმნა და რა დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებლურ საწრწმუნოებას აღნიშნულ თემასთან. მე ვიცი რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ეს ინფორმაცია თქვენთვის მომეწოდებინა. ისიც ვიცი რომ ზოგი ახალგაზრდა დღეს ქართულ წერა კითხვასთან ცოტა მწყრალადაა, ამიტომ ინგლისურენოვანთათვის აქ:
http://www.holyghostinthemachine.com/page/...we-need-a-world

პაპი ბენედიქტე მსოფლიო მთავრობის შექმნას ითხოვს



ეს არის მისი 2009 წლის ენციკლიკის "Caritas in Veritate" ("მოწყალება ჭეშმარიტება") უმთავრესი თემა. მასში პაპი ბენედიქტე საჯაროდ მოუწოდებს "ჭეშმარიტი და ახალი მსოფლიო ძალაუფლებისკენ", რომელსაც ექნება "ნამვდილი კბილები". მსოფლიოს თვალსაჩინო ლიდერებთან ერთად რომის პაპი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ ღიად მოუწოდებს. რომის პონტიფიკოსი აცხადებს, რომ "გვჭირდება მსოფლიო მთავრობა". ეს ვითარება ძალზედ დამაფიქრებელია, რადგან ერთ ერთი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ვცხოვრობთ ბოლო პერიოდში.ენციკლიკა 144 გვერდიანია და გახლავთ პაპ ბენედიქტეს ორწლიანი ინტენსიური ძალისხმევის შედეგი კათოლიკური ეკლესიისთვის მიეცა სოციალური სწავლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - ეკონომიკური განვითარება, ტერორიზმი, სექს-ტურიზმი, დემოგრაფიის საკითხები, ბიოეთიკა, გარემოს დაცვა და სხვა.რადგან პაპმა თავის ენციკლიკაში მსოფლიო მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდა, მან გამოიყენა სიტყვები, რომლებიც სრულიად კონკრეტულნი არიან არსებით საკითხთან მიმართებაში."იგრძნობა ძლიერი საჭიროება... გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეკონომიკური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ფინანსირების რეფორმირებაში, ასე რომ, ხალხთა ერთი ოჯახის კონცეფციამ შეიძლება გამოაჩინოს რეალური კბილები... არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ჩამოყალიბდეს ერთი, ჭეშმარიტი და მსოფლიო პოლიტიკური ძალაუფლება"."რეალური კბილები"?საინტერესოა როგორ გამოიყურება პაპის თვალში ეს გლობალური მთავრობა "რეალური კბილებით"?პაპა ბენედიქტეს თქმით, ამგვარი მსოფლიო ძალაუფლების მუშაობა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რათა "მართოს მსოფლიო ეკონომიკა; მიმართული იყოს კრიზისისგან დაზარალებულთა ეკონომიკური აღორძინებისკენ, რათა თავიდან აიცილოს ამჟამინდელი კრიზისის გაუარესებანი და დიდი დისბალანსი, რომელიც შესაძლოა აღმოცენდეს".პაპი ასევე ოფიციალურად უწევს რეკომენდაციას იმ იდეას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური სისტემის მმართველი სწორედ ერთი მსოფლიო მთავრობა უნდა იყოს.მეტიც, გარდა იმისა, რომ პაპი ბენედიქტე ხელს უწყობს ახალ მსოფლიო ეკონომიკური სისტემის დამყარებას, ის წინ სწევს იდეას, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს აშკარა სოციალიზმს. ენციკლიკაში პაპმა ბენედიქტემ დაწერა, რომ ერთი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა "უპრეცედენტო შესაძლებლობებს შექმნიდა დედამიწის მთელი სიმდიდრის გადანაწილებაში მსოფლიო მასშტაბით".საინტერესოა წაკითხული აქვს თუ არა პაპ ბენედიქტეს კარლ მარქსის წიგნები? ან რა დროიდან არის პაპის საქმე "სიმდიდრეთა მასშტაბური გადანაწილება"?როდესაც პაპი ბენედიქტე გამოსცემს ენციკლიკას, რომელშიც რეკომენდაციას უწევს ერთ მსოფლიო მთავრობასა და ერთიან მსოფლიო ეკონომიკურ სისტემას, გვაჩვენებს, რამდენად ვუახლოვდებით ბოლო ჟამს და რა ხდება დღეს სინამდვილეში. აწ საითკენ მოუწოდებს რომის პაპი? ერთი მსოფლიო რელიგიისკენ?ბოლოს და ბოლოს, ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა უმეტესობა იმ აზრში თანხმდება, რომ ანტიქრისტეს სისტემას ექნება სამი ძირითადი პრინციპი - ერთიანი მსოფლიო მთავრობა, ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა (მხეცის ნიშანი და ა. შ.) და ერთი მსოფლიო რელიგია.პაპ ბენედიქტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება ერთი მსოფლიო მთავრობა და ერთი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, საგანგაშო სიგნალად უნდა მივიჩნიოთ. ჩვენ ბოლო პერიოდში ვცხოვრობთ. ეს არის ჟამი, როდესაც განსაცდელთათვის უნდა მოვემზადოთ.

"შეშინებული" აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 04:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი