IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა
L E Q S O
პოსტი Mar 1 2007, 10:17 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



ვილაპარაკოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები მისი პიროვნების, შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ. შეგიძლიათ დაწეროთ თქვენთვის საყვარელი ილიას ფრაზები ან ლექსები. smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Mar 1 2007, 10:40 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



...............ოთხი წელიწადი იყო,რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!... იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასათვის კი არა, მარტო იმათთვის ვინც რუსეთში წასულა,რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს,- ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინსა და გულსი გამოჰკვანძავს ხოლმა ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კი ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლ-ყურძენაცა........ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგხმარა......................


ნაწყვეტი "მგზავრის წერილებიდან" smile.gif smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L E Q S O
პოსტი Mar 1 2007, 10:50 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



ლოცვა
მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა......
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე:"შეუნდე,-არ იციან, ღმერთო, რას იქმან!"

ილია ჭავჭავაძე

17 ივლისი, 1858 წ.


--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 1 2007, 11:25 PM
პოსტი #4


დაურეგისტრირებელი









მადლობთ პოსტის წაშლისათვის smile.gif
ბოდიშით ოფტოპიკისათვის.
ილია მართალს რაც შეეხება, ის იყო მართლაც ქართველი ერის დიდი მამა.
გენიოსი, სამწუხაროა რომ ქართველებმა ვერ დავუფასეთ მას ყოველივე.

ილიას გასვენების დღეს აკაკი წერეთელმა ასეთი სიტყვები წარმოსთქვა:
"ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ..."
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Mar 1 2007, 11:31 PM
პოსტი #5


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე
ყოველ დღესა შენსთავს კითხო,
აბა დღეს მე ვის რა ვარგე?!


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Mar 2 2007, 01:00 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



" სულ ძილი, ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2007, 03:11 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,895
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

წმიდა ილია მართალი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Mar 3 2007, 01:14 AM
პოსტი #8


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



XIX საუკუნეში სამი დიდი კაცი ცხოვრობდა თითქმის ერთ დროს: გარიბალდი იტალიაში, ოტო ბისმარკი გერმანიაში და ილია საქართველოში. პირველი ორი ქვეყანა მათი შექმნილია. ილია კი დავივიწყეთ და მარტო მისი ლექსები და მოთხრობები მოგვწონს. არავის მოსდის აზრად მისი აზრები რეალობად აქციოს. ჩვენ ისტორიაში მას ალბათ ყველაზე მეტად გრიგოლ ხანძთელი გავს თავისი მოღვაწეობითადა მისიით.

...მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს...


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 3 2007, 02:49 AM
პოსტი #9


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აუ ილია ჭავჭავაძე იყო ჩემთვის სამაგალითო, სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი. უზომოდ დიდ პატივს ვცემ როგორც პიროვნებას.
ხოლო როგორც წმინდანს ხომ საერთოდ. რომ ვაბარებდი ინსტიტუტში იმედი არ მქონდა, თან პირველი ეროვნული გამოცდები მომიწია. იმდენად არაფერი არ ვიცოდი, მთელი გამოცდებამდე და გამოცდების შემდეგაც წმიდა ილია მართალს ვთხოვდი დახმარებას და შეწევნას, და მოხდა სასწაული საერთოდ რომ არ ველოდი მოვხვდი უფასოზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს წმიდანი რომ არ დამხმარებოდა მე ვერ მოვხვდებოდი. ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ და გულით მიყვარს წმიდა ილია მართალი.
ახლა კი ნახეთ ეს საუცხოო ამბავი, მართლაც ძალიან დიდი ადამიანი იყო წმიდა ილია:
უცნობი დეტალები წმიდა ილია მართლის ცხოვრებიდან


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 9 2007, 12:45 AM
პოსტი #10


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



როგორ ფიქრობთ, ილიას განდეგილი სინანულის განცდით გარდაიცვალა თუ სასოწარკვეთილებაში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 9 2007, 12:55 AM
პოსტი #11


დაურეგისტრირებელი









ninca
ვიღაცამ მითხრა იმიტომ გაგიჟდა რომ მორჩილებაში არ ყოფილაო
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Mar 9 2007, 01:02 AM
პოსტი #12


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
როგორ ფიქრობთ, ილიას განდეგილი სინანულის განცდით გარდაიცვალა თუ სასოწარკვეთილებაში?


ასეთი ჩამჭრელი კითხვა ჯერ არ დაუსვამთ. laugh.gif laugh.gif
ალბათ სასოწარკვეთა. მას ის იდეალი დაემსხვრა, რაც აცოცხლებდა. და როცა ხვდები რატო მოგდის ის რისი გამოსწორების იმედი აღარ გაქ სასოწარკვეთაში ვარდები. ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება თავიც მოიკლას.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia24
პოსტი Mar 9 2007, 06:02 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 77
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,274



ეს დიდი ლამპარი იყო,ლამპარი დანთებული ჩვენი სულის საუკეთესო ეთერისაგან.უმშვენიერეს ჩვენ გრძნობათაგან აციმციმებული. და ჩააქრეს იგი ტლანქად,მხეცურად,მაგრამ ჩააქრეს მხოლოდ ხილული ნათელი,უხილავი კი მუდამ ჟამს ჩვენს გრძნობას და გონებას უცხო შუქად ჩაამდინარეებს.

შალვა დადიანის მიერ ნათქვამი სიტყვა ილია ჭავჭავაძის მიმართ.


--------------------
უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 10 2007, 10:15 PM
პოსტი #14


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ვაჟკაცს ცრემლსა რად უზრახვენ!
რკინაც სტყდება, რომ სცემს გრდემლი...
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი


რაც უფრო მეტია სიტყვა, მით უფრო ნაკლებია გრძნობა,
ანდა, პირიქით, რაც უფრო ნაკლებია სიტყვა, მით უფრო მეტია გრძნობა


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 11 2007, 11:40 AM
პოსტი #15


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა:
სულგრძელებითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.

* * *
ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო;
დროზედ ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.

* * *
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

ძალიან მიყვარს ილია... smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Apr 11 2007, 12:59 PM
პოსტი #16


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



მურმან ლებანიძეს აქვს ასეთი ლექსი

მკითხე და გეტყვი: რისი თამარი!
ქართლის ცხოვრების რა ვიცი მეტი!
დავითი იყო ჩვენთვის მთავარი!
დავითი იყო ... პირველი სვეტი!

მკითხე და გეტყვი, რის ვაჟა, მენდე,
ერის მეობით და თვისი "მეთი",
არც თვითონ შოთა! დავითის შემდეგ
ილია იყო... მეორე სვეტი!

გაზნექილია ქარში ალვის ხე,
აწეწილია სამშობლოს ხედი...
ღმერთო გვაღირსე, ღმერთო გვაღირსე,
ღმერთო გვაღირსე მესამე სვეტი!

ამაზე კარგად ილია მართლის ღვაწლის გადმოცემა ალბათ შეუძლებელია




--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2007, 05:00 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,895
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



Cotne

შენ შემოგევლე, ცოტნე, ეს ლექსი აღარ მახსოვდა.. დიდი მადლობა რომ დადე აქ თან ასეთი კარგი კომენტარით smile.gif wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irakly
პოსტი Apr 14 2007, 12:17 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 8-April 07
წევრი № 1,602



ოდესმე ვინმეს გიფიქრიათ ილიას რომ ენახა დღევანდელი საქართველო, როგორი რეაქცია ექნებოდა? ჩემი აზრით გულში გაივლებდა: - "ეჰჰ რა უცებ დაივიწყეს ჩემი ანდერძიო"


--------------------
მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 14 2007, 12:20 AM
პოსტი #19


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
ოდესმე ვინმეს გიფიქრიათ ილიას რომ ენახა დღევანდელი საქართველო, როგორი რეაქცია ექნებოდა? ჩემი აზრით გულში გაივლებდა: - "ეჰჰ რა უცებ დაივიწყეს ჩემი ანდერძიო"


ეხლა ილია არავინ ვართ რომ ილიას ნაირად ვიფიქროთ და ეს ვარაუდები წარმოაჩენს მხოლოდ ჩვენს დამოკიდებულებას დღევანდღელობისადმი.

ისე იყოდა: რა უნდათ ამ შალვასგანო. smile.gif tongue.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irakly
პოსტი Apr 14 2007, 12:22 AM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 8-April 07
წევრი № 1,602



ილია შეიძლება არ ვარ, მაგრამ მისი ნაწარმოებები და მოღვაწეობა თუ კარგად იცი, ძნელი არაა მიხვდე როგორი იქნება ილიას რეაქცია დღევანდელი რეალობის მიმართ


--------------------
მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 05:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი