პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
terra |
Apr 20 2010, 12:07 AM
პოსტი
#121
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
თომა
სჯობს მართლაც პირადად მისწერო ძალიან მძიმე შემთხვევაა და დამაბრკოლებელი შეიძლება იყოს ბევრისთვის. ამიტომ, აუცილებელი არაა ასე საჯაროდ ამის განცხადება. მე, პირადად, შევდივარ შენს მდგომარეობაში და თანაგიგრძნობ. საშინლად ცუდ სიტუაციაში ხარ ჩავარდნილი. ღმერთი შეგეწიოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ყველას შეიძლება დაემართოს ეს და უარესიც. საწყენი არაა მგონი -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
lovely |
May 22 2010, 09:57 PM
პოსტი
#122
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 21-May 10 წევრი № 8,871 |
სხვა თემაში დავპოსტე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე... ან ყოველშემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია ასეთი პასუხი...
დავაკოპირებ თვენი ნებართვით... lovely ციტატა მაინტერესებს... რატომ იკეტება ეკლესია საღამოს? ის ხომ ღვთის სახლია და ადამიანს ყოველთვის უნდა შეეძლოს მისვლა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც ძალიან გაუჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა - რომ ეკლესიაში წასვლის გადაწყვეტილება მიეღოთ.. და დაკეტილი დახვდათ კარიბჭე ( ეს ხდება - ერთ-ერთ დიდ ქალაქში) და ადამიანი რომელიც დაკავებულია სამსახურში დილიდან საღამომდე ყოველდღიურად - ეკლესიაში ვერ უნდა შედიოდეს? მხევალი ნინო ციტატა 24 საათიანი მომსახურება გინდა? ჩემთვის პირადად ძალიან უსუსურია რასაც ამბობ. ანუ შენ ამბობ, რომ უცებ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს გაბრწინება და მოუნდეს ეკლესიაში წავსლა. ამის გამო, ყველა ეკლესია უნდა იყო ღია. ჩვენტან ციი, რომ ღია კი არა, დახურული ეკლესია გაძარცვეს, ამაიტომ, ცხადია ღიას სჭირდება დარაჯი, რომელიც არ დაიძინებს მთელი ღამე, რომ უეცარ გაბრწყინების მომლოდინე ადამიანს ჩაკეტილი კარი არ დაახვედროს.ანუ ამას ერთი დარაჯი არ ეყოფა. ადამიანს ყოველ რამე უძილობა არ შეუძლია. ანუ სხვადასხვა უნდა იყოს დარაჯი. ზოგი ეკლესია ძალიან დიდი და ეგებ ერთიც არ ეყოს. ... ბოჟე მოი... ეს ტექნიკური მხარეა ბოჟე მოი, რაც შეეხება სულიერს, ვერაფრით ვხდები, ღამე ეკლესია რატომ უნდა იყოს ღია. იცი რა, მთელი თბილისის მასშტაბით ერთი ეკლესია მაინც რომ დავტოვოთ მთელი ღამე ღია, უეცრად ეკლესიაში წამსვლელი მაინც იტყვის საყვედრუს, მე გლდანში ვცხოვრობ და რაღა სიონია ღია, აბა ღამის 3 საათზე იქ როგორ მივიდეო. ხოომ ასეა? დაელოდე დილას და წადი მშვიდად. თუ ლოცვა გინდა, არც სახლშია ლოცვა აკრძAლული. თუ მოძღVართან საუბარი, დილამდე მოიცადე. თუ მაინც და მაინც ღამე მოუნდა ეკლესიაში წასვლა და ეკლესიაში სიარული ღამე გადაწყვიტა და იმაზე გაბრაზდა რატომ არ დამხვდა ეკლესია ღიაო, დამიჯერე ასეთ ადამიანს ღია რომც დახვედროდა ეკლესია, მაინც არ გახდებოდა ეკლესიური, რადგან ეკლესიაში სიარულის ეს გადაწყვეტილებაა ცხოვრების წესზე, რაც რწმენას ეფუძნება. თუ ერთ წამს რაღაც გაგინათდა გონებაში, გაგაიხრდა და უცებ სანთლს ანთება მოგინდა, ცხადია ეს უცებვე ჩაქრება, გინდა ღია იყო და გინდა დახურული ეკლესია. თუ რწმენაა და სირული გინდა, მაშინ მოიცდი დილამდე. ბოლოს და ბოლოს შენ თუ გეძინება რამე და დასვენება გინდა, ასევეა სხვაც. Lovely ციტატა მხევალი ნინო რა დაინახ ეასეთი უსუსური ჯერ ერთი რა გამოთქმაა 24 საათიანი მომსახურება?! ეკლესია კერძო დაწესებულებაა? თუ შპს? ან რატომ დასცინიხარ ადამიანს რომელსაც შეიძლება სწორედ ეგ "უეცარი გაბრწყინება" ეწვიოს? ადამიანს რომელიც არასოდეს ყოფილა ტაძარში და რომელსაც უმძიმს და სურვილი აქვს - ეკლესიაში მივიდეს და რაც შეიძლება ახლოს იგრძნოს უფალთან თავი - ეს საათებზე უნდა იყოს დამოკიდებული? (ამ შემთხვევაში საგამოს 6 საათი იყო ნაგულისხმევი, რეგიონში , ერთ ერთ ქალაქში) და არც საკუთარ სურვილებზე და ჩემს თავზე არ მომიყვანია მაგალითი... ამავე დროს, არც ერთ დღეში - ადამიანის რწმენაზე მოქცევაში - მეპარება ეჭვი, და არც იმას ვუარყოფ რომ ეკლესიები იძარცვება.. ნუთუ ასეთი მიუღებელია ეს ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე? მართლა მაინტერესებს... |
.zakaria. |
May 22 2010, 10:04 PM
პოსტი
#123
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
Lovely ნუთუ ასეთი მიუღებელია ეს ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე? მართლა მაინტერესებს... არარი მიუღებელი ჩემთვის პირადად მეც ბევრჯერ მდომებია საღამოს ან თუგინდ გვიანაც ტაძარში მისვლა -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
აბე |
May 22 2010, 11:08 PM
პოსტი
#124
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
lovely
თუ გული გულობს, ასეთი რამეები პრობლემას ვერ შეგვიქმნის. ისეთი ადამიანი, რომელსაც ეკლესიაში მისვლა სურს ნუგეშის მისაღებად, დასამშვიდებლად, ფაქტიურად ეკლესიაში გარკვეული მოთხოვნილებების გამო მიდის და არა ღვთის სადიდებლად. შეიძლება შეწყალება კი ითხოვოს ასეთმა ადამიანმა ღვთისგან, მაგრამ თუ თავის თავს ჩაუკვირდება, მიხვდება, რომ შეწყალებასაც დამშვიდების, ნუგეშის მიღების მიზნით სთხოვს - ილოცებს და დამშვიდებული, რომ ღმერთი აპატიებს ცოდვებს, წავა სახლში. მინდა ერთ-ერთი სოციალური კვლევის შედეგებზე გითხრა ორიოდე სიტყვა. დადგინდა, რომ მდიდარი ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც ხშირად ეწევიან ქველმოქმედებას, ამას თურმე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით აკეთებენ. ასევე გეტყვი ჩემი ერთი ნაცნობის შესახებ. მას მიაჩნია, რომ მამაკაცისთვის მრუშობა დასაშვებია და ეს სულაც არ არის მრუშობა, უბრალოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა და მეტი არაფერი; გოგოს კი არა აქვს ამის უფლება. მე გოგონებს არ ვუთანაგრძნობ ამ შემთხვევაში, პირიქით, ვაკრიტიკებ ამ ადამიანის შეხედულებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ამბობს, რომ უნდა ეკლესიაში სიარულის დაწყება და ვერაფრით გადადგა ეს ნაბიჯი. რომც გადადგას ეს ნაბიჯი, იგი ჯერ-ჯერობით არ შეიცვლის თავის შეხედულებას მრუშობასთან დაკავშირებით. ანუ ამ ადამიანს უნდა ეკლესია თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოიყენოს. რა მოთხოვნილების? სინდისთან გამართლების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. მას აწუხებს სინდისი, რომ ეკლესიაში არ დადის. მაგრამ იმაში არ აწუხებს სინდისი, რომ პერიოდულად მრუშობას ამართლებს მამაკაცისთვის. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი აპირებდე ეკლესიაში სიარულის დაწყებას და მის საიდუმლოებებში მონაწილეობას (განსაკუთრებით აღვნიშნავ ქრისტეს ყოვლად-წმიდა და ყოვლად-პატიოსან სისხლთან და ხორცთან მიახლებას - ზიარებას) და არ აპირებდე მრუშობის შესახებ აზრის შეცვლას სწორი მიმართულებით. ეს ალბათ კლასიკური შემთხვევაა, არის სხვა უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს წარმოადგენაც არა აქვთ, რომ ეკლესიურობის დაწყება გულისხმობს საკუთარი თავის ფერისცვალების გამუდმებულ მცდელობას და ასე აპირებენ სინდისისაგან გათავისუფლებას. მხევალმა ნინომ ჩემი აზრით სიტყვა "მომსახურება" სწორედ მაგიტომ ახსენა, რომ ადამიანები ეკლესიისგან გარკვეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ითხოვენ. ადამიანი, რომელიც ასე არ ფიქრობს, იგი ყოველთვის უარს იტყვის არა მხოლოდ ამგვარ მოთხოვნილებებზე, არამედ ეკლესიისაგან მეტი კომფორტის მოთხოვნილებებზეც, იქნება ეს სკამების არსებობა ეკლესიაში, ეკლესიის 24 საათიანი გახსნილობა თუ რაიმე სხვა. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, არის კი საერთოდ კომფორტი ზოგადად ამ ცხოვრებაში კარგი (არა მხოლოდ ეკლესიურ ქსპექტში, ყოფით ასპექტში)? როგორც წმინდა მამები გვასწავლიან ადამიანი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ აუცილებელს, სხვა დანარჩენზე უარი თქვას. ასკეზა ხომ ბერ-მონაზვნების საქმეაო იკითხავს ადამიანი. ასკეზა ყოველი ადამიანისათვის არის საშუალება უფალთან დაახლოებისა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ერში ეს ვერ განცორციელდება ისე, როგორც მონასტერში. მოდით გავიხსენოთ უფლის იგავი მთესველის შესახებ. ის მარცვლები, რომლებიც გზაზე, კლდოვან ნიადაგზე და ეკალში ჩავარდა დაიღუპა, ხოლო ის მარცვლები, რომლებიც კეთილ ნიადაგზე დაეცა ამოვიდა და გამოიღო ნაყოფი, ზოგმა 30, ზოგმა 60 და ზოგმა 100. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით ეს რიცხვები შემდეგს ნიშნავს. "ასი" არის ნაყოფი ბერ-მონაზვნებისა, "სამოცი" არის ნაყოფი საერო პირებისა, რომლებიც თუ სწორად მასოვს არიან ჩვენნაირ ადამიანებზე გაცილებით მაღლა თავიანთი ღვაწლით და "ოცდაათი" არის ნაყოფი რომლის გამოღებასაც ვნატრობთ ჩვენ, უბრალო ერისკაცები. რა თქმა უნდა ადამიანთა ეს სამივე კატეგორია ნატრობს თავიანთი ნაყოფის გამოღებას და გარანტირებული არცერთს არა აქვს, რომ "შედეგი ნულით" არ დაასრულებს ამქვეყნიურ ცხოვრებას. თუმცა როგორც მაცხოვარმა ბრძანა სახარებაში ამ იგავში, არ წარწყმედილა ის მარცვლები, რომლებმაც იმატა სამოცად და ოცდაათად - მათაც, ისევე, როგორც ასად ნამატმა მარცვალმა, გაიხარეს. მაშასადამე, იმის გამო, რომ ერში ისეთი ასკეზა შეუძლებელია, რროგორიც მონასტერში, შედეგიც განსხვავებული გვექნება, მაგრამ არცერთი არ წარვწყმდებით, თუ სიცოცხლის ბოლომდე ვუერთგულებთ უფალს და მაქსიმალურად შევეცდებით მისი მცნებების აღსრულებას. მაგრამ აქ არ შეიძლება არ შევნიშნოთ ისიც, რომ ადამიანი შედეგისთვის არ უნდა იღწვოდეს, სიმბოლურად 30-ის, 60-ისა თუ 100-ისთვის. ჭეშმარიტ მართლმადიდებელს არ უნდა აინტერესებდეს რა შედეგს მიიღებს, სამოთხის რომელ სავანეში დაივანებს. უფრო მეტიც, მისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმასაც კი, რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს. მისთვის მთავარი უნდა იყოს არა სამოთხე და მისი რომელიმე სავანე (ყველა სავანეში სხვადასხვა "დოზით" არისო ნეტარება, როგორც გამიგია), არამედ ღმერთი და ღმრთისადმი ერთგულება. რა თქმა უნდა, თუ ადამიანისთვის ღმრთისათვის ერთგულებაა მთავარი, ის "ავტომატურად" სამოთხეშიც ხვდება, მაგრამ სამოთხე მაინც არ უნდა იყოს მიზანი ადამიანისა. ადამიანის მიზანი უნდა იყოს ღმერთს უერთგულოს ყოველი წუთისა და წამის განმავლობაში მისი ცხოვრების მანძილზე. და ბოლოს, ადამიანი, რომელიც ამგვარი ცხოვრების დასაწყებად აპირებს ეკლესიაში მისვლას, როგორიც მე შეძლებისდაგვარად აღვწერე ზემოთ (მიზანი: ღმერთი და არა სამოთხე. მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა: შეძლებისდაგვარად ასკეზა.), იგი შეწუხდება იმის გამო, რომ ეკლესია დაკეტილი დახვდება ღამით? უფრო სწორედ, ასეთი ადამიანი ეკლესიაში არც მივა მაშინ "როცა თვითონ აწყობს ყველაზე უკეთ", არამედ ასეთი ადამიანი სამსახურში გაეთავისუფლება, ვინმეს სმენას გაუცვლის, საქმეებს გადადებს, ყველა ღონეს იხმარს, რომ ეკლესიაში დღისით მისვლა მოახერხოს. ასეთი ადამიანი სახლში ლოცვის შედეგად ნუგეშის მიღებაზეც არ იფიქრებს, როგორც ბევრი ფიქრობს, არამედ ასეთი ადამიანი იფიქრებს იმ მთავარ საზრუნავზე, თუ როგორ სათნო-ეყოს ღმერთს. ხოლო როდესაც უფალი მას ნუგეშსა და სულიერ სიხარულს მიჰმადლებს, მადლიერებით მიიღებს ამ სიხარულს, გაიხარებს და ადიდებს უფალს. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე |
May 23 2010, 04:56 PM
პოსტი
#125
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
lovely
ერთსაც დავამატებ. შეიძლება ადამიანმა იკითხოს, ეგეთი რამეები რაც შენ (ანუ მე) დაწერე, როგორ შეიძლება იცოდეს ეკლესიაში პირველად მისულმაო. აი ადამიანი, რომელიც უარყოფდა მართლმადიდებლობას, რომელიც ჩვენს ფორუმზე წერდა: შენი რწმენის საფუძველი არაფრით არ განსხვავდება ჩემი რწმენის საფუძვლებისაგან. თუ განსხვავდება იმით, რომ შენი რწმენა საბოლოოდ ეგოისტურია, კარგს აკეთებ იმისათვის, რომ სამოთხეში მოხვდე. საბოლოოდ დაინახა, რომ მართლმადიდებლობა არის ის რელიგია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს სამოთხე, არამედ ღმერთისთვის სათნო-ყოფა, ღვთის ერთგულება და დაუბრუნდა დედა ეკლესიას. ძმანო მართლმადიდებელნო ლოცვები მჭრიდება გიაურ ქართველს სულის სამკურნალებლად ვუბრნუდები დედა ეკლესიას შემდეგი ლოცვები სად ვნახო: დილის ლოცვა საღამოს ლოცვა მამის ლოცვა დედის ლოცვა ჭამის წინ და შემდეგ ლოცვა საქმის დაწყების წინ და საქმის დამთვარების შემდეგ ლოცვა მოგზაურობის დროს ლოცვა საქართველოში არ ვიმყოფები და ეკლესიაში ვერ შევიძენ ამ ლოცვებს. სანამ ჩამოვალ მანამდე მინდა მჭირდება. კიდევ საპატრიარქოს ვებგვერდიც მინდა. დიდება უფალს და გვფარავდეს ღმერთი ყველას. კიდევ ერთხელ პატიებას გთხოვთ სუყველას, თუ რაიმე გაწყენინეთ. ცოდვილი ვანო გთხოვთ პატიებას და ჩემგან ყველას ყველაფერი გაქვთ ნაპატიები. თქვენი იმედი მაქვს! როგორც ხედავ, ამ ადამიანისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა არც ის, რომ საზღვარგარეთ იმყოფება! ეს ადამიანი ხვდებოდა, რომ ეგოისტურია (უფრო კორექტული იქნება, თუ ვიტყვით - ანგარებიანია) სამოთხის დამკვიდრებისათვის კეთილი საქმეების გაკეთება, დაინახა, რომ მართლმადიდებლობა სწორედაც რომ ღმერთის ძიებას ასწავლიდა და არა სამოთხის ძიებას და გახდა მორწმუნე. ახლა კიდევ იტყვის ვინმე, რომ ახალბედამ არ შეიძლება იცოდეს ეგეთი რამეებიო?! აი ცოცხალი მაგალითი თქვენს წინაშეა. ამის ცოდნას არ სჭირდება სასულიერო სასწავლებლის დამთავრება და დიპლომის დაცვა. ამის ცოდნას არც საქართველოში ყოფნა სჭირდება, სადაც შენს ენაზე გაიგებ სხვადასხვა მღვლებისა თუ მეუფეების ქადაგებებს ტელევიზორში მაინც. ამის ცოდნას აბსოლუტურად არაფერი სჭირდება, გარდა ჭეშმარიტების ძიებისა. ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, იპოვის, როგორც ამ ადამიანმა იპოვა და მისთვის არ იქნება არანაირი დაბრკოლება ეკლესიურად გახდომისთვის. თუ ჭეშმარიტების ძიებაც არ უნდა ადამიანს, ან არ შეუძლია ინტელექტუალურად, იმას მაინც ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ ეკლესია არ არის ფსიქო-სოციალური მკურნალობის ცენტრი, სადაც მთელი კვირის უარყოფითი მუხტებითა და ემოციებით დატვირთული ადამიანები შვებისა და ნუგეშის "ყიდვას" შეძლებენ, რომლის საფასურიც ნებაყოფლობითია, იქნება ეს სანთლის, ხატისა თუ რაიმე სხვის შეძენა. ეს რომ ასე არ არის, ამასაც თუ ვერ ხვდება ადამიანი, მაშინ ის უბრალოდ ბრმაა. მისთვის გაურკვეველია ისიც, თუ რატომ უწესებს ეკლესია მარხვას ადამიანებს. ფიქრობენ, ეკლესია ხომ ადამიანს შვებას აძლევს, მის ნერვულ სისტემას ამშვიდებს და იმედით განმსჭვალავს და ძალებს მატებს, მაშ რაღატომ ითხოვს ამავე დროულად მარხვების დაცვასო, რაღად ტანჯავს ადამიანებს მარხვითო?! ოდნავ ტვინის განძრევაც არ უნდათ, რომ მიხვდნენ, მარხვაც და სხვა ყველაფერიც ადამიანის სულიერი ფერისცვალებისთვის არის. ასეა ჩემო ძვირფასო ადამიანო, ეკლესიაში ნომინალურად მისვლა არაა მთავარი, მთავარია რა დამოკიდებულებით მიდიხარ. ხოლო თუ დამოკიდებულება სწორია, შენთვის დაბრკოლებას არაფერი წარმოადგენს. ნაწილობრივ სწორი მაინც ხომ უნდა იყოს შენი დამოკიდებულება: თუ ვერ ხვდები, რომ სამოთხე არ უნდა გაიხადო მიზნად, არამედ ღმერთი, იმას მაინც ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ეკლესიაში მისვლით შენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამქვეყნიური მიზანი კი არ შესრულებულდა და დამთავრდა, არამედ ყველაფერი ახლა უნდა დაიწყოს. ამას იმით მაინც ვერ უნდა ხვდებოდე, რომ ეკლესიური ხალხი აღსარებებს აბარებს და ცდილობენ მეორედ აღარ ჩაიდინონ იგივე ცოდვები?! ან, როგორც ზემოთ ვთქვი, როდესაც ხედავ, რომ ეკლესიური ხალხი მარხულობს, ამანაც ვერ უნდა მიგახვედროს, რომ ადამიანი საკუთარი თავის სრულყოფაზე უნდა ზრუნავდეს "რაღაცისთვის"?! ხოლო თუ რა არის ეს "რაღაცა", ამას მერე გაიგებს, მოგვიანებით, როდესაც მცირე საფუძველი ექნება იმისათვის, რომ მიხვდეს... თუ ამ ელემენტარულებს მაინც ვერ მიხვდა ადამიანი, მისთვის დაბრკოლება იქნება ისიც, რომ ეკლესიის ჭიშკარი გადასაღებია ("გადასაკრასკია"), ზოგიერთი ტაძარი პატარაა და გარედან უსმენენ დინამიკების მეშვეობით მსახურებას, ხანდახან მსახურებების დროს წიმა მოდის, მღვდელს არა აქვს მელოდიურად კითხვის ნიჭი, ეკლესიის ეზოში ხეები არ არის, ან თუნდაც ის, რომ ეკლესია ზღვის დონიდან ოდნავ მაღლაა აშენებული და ერთი 100 მეტრით დაბლა უნდა ყოფილიყო... საქმე იმაშია, რომ ამელემენტარული რამეების მიხვედრა ყველას კი შეძლია, მაგრამ არ სურთ, რომ მიხვდნენ, არ სურთ თავი შეიწუხონ ასეთ საკითხებზე ფიქრით... არ სურთ დრო დაკარგონ იმაში, რომ გაიგონ რა არის ის რელიგია, რომელსაც მისდევს მისი თანამემამულენი და რომელსაც ეწირებოდნენ 2 000 წლის განმავლობაში ადამიანები. არ სურთ თავი შეიწუხონ და ოდნავ ზედაპირულად მაინც გაიგონ რა არის ის სარწმუნოება, რომლისთვისაც ერთ დღეს 100 000 ადამიანი ეწამა! წიგნში წაკითხვასა და კომპეტენტური ადამიანებისთვის კითხვას აღარ ვჩივი, ფიქრიც ეზაებათ! მოდი და ეხლა ასეთ ადამიანს დაუყენე 3 დარაჯი თვეში მორიგეობით იმისათვის, რომ ღამის 3 საათზე მივიდეს ეკლესიაში, რისთვის თვითონაც რომ არ იცის! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
tatoabdushelishvili |
Jun 11 2010, 11:01 PM
პოსტი
#126
|
თათო ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 11-June 10 წევრი № 8,996 |
მამაო მე მაინტერესებს ნაკურთხია თუ არა ის ხატები რასაც ჩვენ ვყიდულობთ საეკლესიო მაღაზიებში? მადლობთ
-------------------- მიყვარხართ ყველა,გენაცვალოთ თქვენ ბებია თათო :D
|
აბე |
Jun 12 2010, 12:21 PM
პოსტი
#127
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ნაკურთხია თუ არა ის ხატები რასაც ჩვენ ვყიდულობთ საეკლესიო მაღაზიებში? მადლობთ ამ თემაში ("პასუხების დაზუსტება") მოძღვარი აღარ პასუხობს სამწუხაროდ (დროის დეფიციტის გამო), ჩვენ ვპასუხობთ ხოლმე შეძლებისდაგვარად. თუ გნებავთ მოძღვარს დაუსვათ შეკითხვა, გახსენით ახალი თემა ამავე განყოფილებაში და მოძღვარი გიპასუხებთ (თუმცა მოცდა მოგიწევთ). რაც შეეხება ჩემს პასუხს, მე ვიცი რომ არაა ნაკურთხი ხატები. როდესაც ხატს ვყიდულობ ხოლმე და საკურთხევლად მიმაქვს ეკლესიაში მოძღვარი მეკითხება ვის სახელზე ვაკურთხოვო... მაშასადამე, წინასწარ არ ეცოდინებათ ვინ იქნება ამა თუ იმ ხატის მყიდველი რომ მის სახელზე აკურთხონ. ამის საჭიროებაც არ არის. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
tatoabdushelishvili |
Jun 12 2010, 01:13 PM
პოსტი
#128
|
თათო ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 11-June 10 წევრი № 8,996 |
მადლობთ ჩემო კარგო, აუცილებლად ვაკურთხებ დღეს ვაპირებ ჩემ მამაოსთან მისვლას და
-------------------- მიყვარხართ ყველა,გენაცვალოთ თქვენ ბებია თათო :D
|
აბე |
Jun 12 2010, 07:07 PM
პოსტი
#129
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მადლობთ ჩემო კარგო, აუცილებლად ვაკურთხებ დღეს ვაპირებ ჩემ მამაოსთან მისვლას და დაგლოცოს ღმერთმა -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
m_b |
Jun 18 2010, 04:35 PM
პოსტი
#130
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-March 10 წევრი № 8,480 |
მოგესალმებით!
აბე ერთი კითხვა მაქვს ასეთი: ჩემთან მოვიდა ერთი ადამიანი სახლში, მითხრა რომ უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებოდა და ხატი შეიძინეო. ვიფიქრე მოწყალებას გავიღებთქო და შევიძინე. მაინტერესებს ზოგადად რამდენად მართებულია ხატების ქუჩაში შეძენა. კიდევ ხატზე ასეთი რამ წერია უკან: "ზესთამბრძოლო და უფალო, ჯოჯოხეთისა დამთრგუნველო, ვითარცა ხსნილი საუკუნოისა სიკვდილისაგან, ქებულებასა აღვსწერ შენდა მომართ დაბადებული და მონა შენი; არამედ ვითარცა გაქვს მოწყალება გამოუთქმელი, ყოვლისა განსაცდელისაგან მიხსენ მღაღადებელი შენი. იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე." რატომღაც ვფიქრობ რომ ეს არ არის მართლმადიდებლური, აი რატო წერია: "იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე." და არა "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." თვითონ ხატიც უბრალო ქაღალდზეა დაბეჭდილი აი ისიც: მაინტერესებს არის თუ არა ხატი მართლმადიდებლური და შეიძლება თუ არა დავაბრძანო ჩვეულებრივ სხვა ხატებთან ერთად და თუ არ შეიძლება მაშინ როგორ მოვიქცე? დიდი მადლობა! |
tatoabdushelishvili |
Jun 21 2010, 12:37 AM
პოსტი
#131
|
თათო ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 11-June 10 წევრი № 8,996 |
ჩემი აზრით შეილება
-------------------- მიყვარხართ ყველა,გენაცვალოთ თქვენ ბებია თათო :D
|
+ვახტანგი+ |
Jun 21 2010, 01:53 PM
პოსტი
#132
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 |
m_b
ეს ლოცვა არის უფლისა ჩვენისა იესუ ტკბილის დაუჯდომლიდან. პირველივე კონდაკია დაუჯდომლის. ხატიც და ლოცვაც მართმადიდებლურია. შეგიძლია ეგ ხატი სხვა ხატებთან ერთად დააბრძანო და ეგ ლოცვაც წაიკითხო ხოლმე. მართებულია თუ არა ხატების ქუჩაში შეძენა - ამაზე პასუხი არ მაქვს. არის შემთხვევები როდესაც ბავშვები ფულს აგროვებენ თითქოს ეკლესიისათვის, სინამდივლეში კი იტყუებიან. მაგალითად: მამა დავიდი ბრძანებს რომ, გლდანში დადიოდნენ ბავშვებიო, რომლებიც იძახდნენ, რომ მთავარანგელოზთა ტაძრისთვის ფულის ვაგროვებთო. სინამდვილეში კი ეკლესიას არ გაუგზავნია ბავშვებიო. ესეც ვიდეოს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=tjpjDSbEyq8&feature=related -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
tatoabdushelishvili |
Jun 21 2010, 04:34 PM
პოსტი
#133
|
თათო ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 11-June 10 წევრი № 8,996 |
m_b ეს ლოცვა არის უფლისა ჩვენისა იესუ ტკბილის დაუჯდომლიდან. პირველივე კონდაკია დაუჯდომლის. ხატიც და ლოცვაც მართმადიდებლურია. შეგიძლია ეგ ხატი სხვა ხატებთან ერთად დააბრძანო და ეგ ლოცვაც წაიკითხო ხოლმე. მართებულია თუ არა ხატების ქუჩაში შეძენა - ამაზე პასუხი არ მაქვს. არის შემთხვევები როდესაც ბავშვები ფულს აგროვებენ თითქოს ეკლესიისათვის, სინამდივლეში კი იტყუებიან. მაგალითად: მამა დავიდი ბრძანებს რომ, გლდანში დადიოდნენ ბავშვებიო, რომლებიც იძახდნენ, რომ მთავარანგელოზთა ტაძრისთვის ფულის ვაგროვებთო. სინამდვილეში კი ეკლესიას არ გაუგზავნია ბავშვებიო. ესეც ვიდეოს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=tjpjDSbEyq8&feature=related ძალიან ცუდათაც მოქცეულან -------------------- მიყვარხართ ყველა,გენაცვალოთ თქვენ ბებია თათო :D
|
m_b |
Jun 22 2010, 08:53 AM
პოსტი
#134
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 25-March 10 წევრი № 8,480 |
+ვახტანგი+
tatoabdushelishvili დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის |
აბე |
Jun 27 2010, 10:48 AM
პოსტი
#135
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ციტატა მაინტერესებს ზოგადად რამდენად მართებულია ხატების ქუჩაში შეძენა. ჯობს ეკლესიას დავეხმაროთ. ციტატა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ტაძარში მსახურობს ხალხი, ესენი არიან მგალობლები, მესანთლეები, მნათეები, დარაჯები, დამლაგებლები... ხშირად ტაძარში მიმდინარეობს ამა თუ იმ სახის სამუშაო, მაგ. მშენებლობა, მოხატვა, აღდგენა. ამ ყველაფერს სჭირდება თანხები. ტაძრის ერთად-ერთი შემოსავალია გაყიდული სანთლის, წიგნის თუ ხატის შედეგად შემოსული ფული. ჩვენს ტაძარში მაგალითად ოცზე მეტი თანამშრომელია, სასულიერო პირების გარდა. ამავე დროს ვიხდით ყველა არსებულ გადასახადს (დენს, გაზს, წყალს); ასე რომ თუ ტაძარს არ ექნა შემოსავალი, მას გაუჭირდება არსებობა. ის ვინც ტაძარში ყიდულობს სანთელს, სწირავს მას თავისი შემოსავლის რაღაც ნაწილს. ამ შემოწირულობით კი კეთდება ბევრი საქმე. თბილისის, საბურთალოს სასაფლაოსთან არსებული მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ნოზაძე. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
terra |
Jul 9 2010, 01:55 AM
პოსტი
#136
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
chafidze
მხოლოდ სიმართლე უთხარი, ამომწურავად და ნახავ როგორ გაუხარდება. ეგეც უთხარი, რომ გრცხვენოდა მისვლა და მაინც გადალახე ბარიერი. ისე კი, შენ ღმერთთან მიდიხარ და არა მამაოსთან. მე უარესი ჩავარდნები მქონია და უფრო დიდხნიანი, მაგრამ ყოველთვის სიხარულით და ბუნებრივად მიღებდა მამაო. არაა პრობლემა ძალით ნუ შეიქმნი. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
აბე |
Jul 9 2010, 11:22 AM
პოსტი
#137
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს.... : მე და ჩემა ორმა ზმაკაცმა დავიწყეთ ეკლესიაში სიარული თავიდანნ გვიხაროდა რო დავდიოდით ყოველ შაბათ და კვირას და ოთხშაბათს ეკლესიაში ვიყავით, დაახლოვებით ეს გრძელდებოდა 3,4 თვე ამ დროის გავნალობაში მამაო ზეთს გვცხებდა,აგსარებებს ვაბარებდით,და ბოლოს გიორგობა რო იყო მაშინ ვიყავი ეკლესიაში ამ დროის განვაოლობაში არ შევსულვარ ეკლესიაში.... გიორგობაზე მამაომ მაზიარა და მაგრად გამიხარდა,მარა ეხლა ეკლესიაში არ ვყოფილვარ გიორგიბის მერე,არც სახლში ვკითხულობ ლოცვებს,სახშიც ცუდათ ვიქცევი და უფრო ცუდათ ვიქცევიი.... და ეხლა რა მაინტერესებს მაგრად მცხვენია მამაოსთან რო მივიდე და ეს ყველაფერი ვუამბო ამდენი ხანი რო არ დავდიოდი რა პასუხი გავცე??? რო მკითხოს სად იყავივო რა ვუპასუხოო ??? არ გეგონოს ძამიკო/დაიკო, რომ მე ზარმაცი არა ვარ. მეც სამწუხაროდ ვერ ჩავაბარე უფლის ეს გამოცდა და აი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლოცვები და ეკლესიაში სიარული არ დავიზარო. 3 დღეა დილა-საღამოს ლოცვები არ დამიზარებია, თავს ძალას ვატან. შეგვეწიოს უფალი და გაგვაძლიეროს! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
KAIROS |
Jul 9 2010, 11:27 AM
პოსტი
#138
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა უწინ, როდესაც მადლი იყო ჩვენთან ცოტა უცნაური პასუხია აბე, გამოდის როცა ადამიანი არ იყო ეკლესიური და საკრამენტალური კავშირი არ ქონდა ღმერთთან, მაშინ იყო მასთან მადლი და მერე უცებ, როცა დაიწყო ასეთი ცხოვრება მადლი აღარ აქვს, არაა სწორი. სინამდვილეში ენთუზიაზმით იწყება ყველა კარგი საქმე, მონდომებით და სურვილებით, აი როცა ქმედითობაზე მიდგება ჯერი, მერე ჭირს, აი ეს პერიოდი აქვს ჩვენს მეგობარს, და თუ მოინდომებს დაძლევს, დააძლევინებს ის მადლი, რომელიც ზიარების დროს მიიღო, და რომელიც მას არც განშორებია. ზოგადად კი აჯობებს, რომ ეს კითხვა გადაიტანონ მოძღვრისადმი კითხვაში და იქ უპასუხებენ. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
Jul 9 2010, 04:14 PM
პოსტი
#139
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს.... : მე და ჩემა ორმა ზმაკაცმა დავიწყეთ ეკლესიაში სიარული თავიდანნ გვიხაროდა რო დავდიოდით ყოველ შაბათ და კვირას და ოთხშაბათს ეკლესიაში ვიყავით, დაახლოვებით ეს გრძელდებოდა 3,4 თვე ამ დროის გავნალობაში მამაო ზეთს გვცხებდა,აგსარებებს ვაბარებდით,და ბოლოს გიორგობა რო იყო მაშინ ვიყავი ეკლესიაში ამ დროის განვაოლობაში არ შევსულვარ ეკლესიაში.... გიორგობაზე მამაომ მაზიარა და მაგრად გამიხარდა,მარა ეხლა ეკლესიაში არ ვყოფილვარ გიორგიბის მერე,არც სახლში ვკითხულობ ლოცვებს,სახშიც ცუდათ ვიქცევი და უფრო ცუდათ ვიქცევიი.... და ეხლა რა მაინტერესებს მაგრად მცხვენია მამაოსთან რო მივიდე და ეს ყველაფერი ვუამბო ამდენი ხანი რო არ დავდიოდი რა პასუხი გავცე??? რო მკითხოს სად იყავივო რა ვუპასუხოო ??? აუცილებლად მიდი ტაძარში წირვა-ლოცვაზე ისევ ისეთი ბედნიერი იქნები შენნაირი ჩავარდნა მეც მქონდა და რომ მივედი ტაძარში, ზეთისცხებისას მამაომ მითხრა, დიდება შენს გამობრწყინებას, რამე ხომ არ გაწყენინე რომ არ დადიოდიო მისმა იუმორით ნათქვამმა სიტყვებმა ისე იმოქმედა რომ ახლა ყოველ შაბათ-კვირას დავდივარ და ვეზიარები -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
terra |
Jul 9 2010, 06:15 PM
პოსტი
#140
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
KAIROS
ციტატა ცოტა უცნაური პასუხია აბე, გამოდის როცა ადამიანი არ იყო ეკლესიური და საკრამენტალური კავშირი არ ქონდა ღმერთთან, მაშინ იყო მასთან მადლი და მერე უცებ, როცა დაიწყო ასეთი ცხოვრება მადლი აღარ აქვს, არაა სწორი. აბემ იგულისხმა არა ის პერიოდი, სანამ ეკლესიაში მივიდოდით, არამედ ჩვენი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისი პერიოდი. მეც განმიცდია ზუსტად იგივე და ორივე ხელით ვეთანხმები. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი