თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ შობის მარხვა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 27 2013, 10:08 AM

http://radikal.ru/fp/4927973b55c74ecc9cb85d44263a9362

მართალია შობის მარხვა ხვალ 28 ნოემბერს იწყება, მაგრამ დღეს 27 ნოემბერს ოთხშაბათი დღე დაემთხვა რაც ერთდღიან ოთხშაბათის მარხვას შობის 40 დღიან მარხვას უერთებს, აქედან გამომდინარე გილოცავთ შობის მარხვის დაწყებას. ღმერთმა შეგაძლებინოთ ეს მარხვა თქვენი სულების ამაღლების გამშვენების და ბედნიერებისთ საწყისი გამხდარიყო.
ახლა ცოტა რამ ისტორიიდან მარხვის შესახებ :ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის მეორე საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა „დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ“; მატისონის 582 წლის კრების მიხედივით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (25 ნოემბერს ახ. სტილით) და გრძელდებოდა ქრისტეშობამდე. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი კრების ჩანაწერთა თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: „ზოგიერთგან, აღმოსავლეთში, ამ მარხვის ხანგრძლივობა შემცირებული იყო ერთ, ზოგჯერ - ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდე“.თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია.პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, „ის, ვინც არ მარხულობს შვიდ დღეს მაინც, საერონი თუ კლიროსნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალებთ, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ. სტ. - ლ.მ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა“.
და ბოლოს შეგახსენებთ: შობის მარხვა სხვა მარხვებთან შედარებით, მსუბუქია. 25 დეკემბრამდე შეგიძლია, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღება ასევე 1-2 იანვარს.
ზუსტად 40 დღეში. მოგილოცავთ ამ ბრწყივალე დღესასწაულის გვირგვინს, შობას ! ღმერთსე ებარებოდეთ ...

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 27 2013, 10:48 PM

რა მაინტერესებს მოკლედ.... რისი ჭამა შეიძლება ამ მარხვაზე ??? ანუ თევზზე და ყველიერზე მაინტერესებს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 27 2013, 11:03 PM

vaxushti13
სააღდგომო მარხვაშია ყველიერი და ხორციელი. თევზით ჭმაზე ზემოთ დავწერე.

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 27 2013, 11:07 PM

ციტატა
სააღდგომო მარხვაშია ყველიერი და ხორციელი.

ანუ რძის ნაწარმი არ შეიძლება ხო ამ მარხვაში

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 27 2013, 11:10 PM

vaxushti13
მხოლოდ თევზით არის ხსნილი 25მდე და 1-2 იანვარი.

პოსტის ავტორი: სელენია თარიღი: Nov 28 2013, 01:40 AM

ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 28 2013, 09:19 AM

სელენია
ისე სხვისი პოსტებიც რომ წაიკითხო კარგი იქნება smile.gif ზემოთ 2 გზის დავწერე იგივე რაც შენ გიწერია.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 28 2013, 02:58 PM

აუ იცით რა მაინტერესებს თევზით როდისაა ხსნილი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 28 2013, 03:00 PM

qetevano
ნუ აოფებ თორემ ზემდგომ ორგანოებს შევაწუხებ რომ დაგსაჯონ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 28 2013, 03:02 PM

G_saxva
რა იყო ყველამ იკითხა ყველას სათითაოდ უპასუხე და მეც მიპასუხე რა მოხდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე გაფრთხილებაც კი არ მიმიღია არასდროს და რა ხდება მაგ დროს? რა მოგდის?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 28 2013, 03:03 PM

qetevano
ნუ აოფებ ამ კითხვაზე სხვაგან გიპასუხებ. გურამ წაშალე მერე ეს პოსტები.

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 28 2013, 07:55 PM

ციტატა
qetevano
ნუ აოფებ თორემ ზემდგომ ორგანოებს შევაწუხებ რომ დაგსაჯონ.


დაერიეთ მოდერები ერთმანეთს??? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთი =^~:~^= თარიღი: Nov 28 2013, 08:25 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 27 2013, 11:10 PM) *

vaxushti13
მხოლოდ თევზით არის ხსნილი 25მდე და 1-2 იანვარი.


თევზით ხო ოთხშაბათის და პარასკევის გარდაა ხსნილი...ვერ გავიგე ეს კომენტარი. mellow.gif dry.gif

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 28 2013, 08:30 PM

ციტატა
თევზით ხო ოთხშაბათის და პარასკევის გარდაა ხსნილი...ვერ გავიგე ეს კომენტარი. mellow.gif dry.gif

ესეიგი, თევზის ჭამა მარხვაზე მყოფ ადამიანს შეუძლია 25 დეკემბრამდე, გარდა პარასკების და ოთხშაბათისა....

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 28 2013, 09:01 PM

vaxushti13

ციტატა
დაერიეთ მოდერები ერთმანეთს???

ნუ აოფებ თორე სახვა მოვა და მე დამაბრალებს, ამ უცოდველ კრავს biggrin.gif


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)