IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ავადმყოფობა გვაცხოვნებს???
ზებედე
პოსტი May 14 2007, 02:27 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ზოგიერთი მორწმუნისგან გამიგია რომ, სასიკვდილოდ დასნეულებული ადამიანი, მაგ: კიბოთი, სიმსივნით და ა.შ. თუ ის ღვთისმგმობი არ იყო, მძიმე ავადმყოფობის დათმენის გამო ცოდვები მიეტევება და ცხონდებაო....არის თუ არა ეკლესიის სწავლება, რომ მძიმე ავადმყოფს, რომელსაც სწამდა ღმერთის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ/ვერ იყო აღმსარებელი და მაზიარებელი და არ იყო ღვთისმგმობი, შესაძლებელია თუ არა მძიმე ავადმყოფობის დათმენით ცხონდეს?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 14 2007, 02:40 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
ზოგიერთი მორწმუნისგან გამიგია რომ, სასიკვდილოდ დასნეულებული ადამიანი, მაგ: კიბოთი, სიმსივნით და ა.შ. თუ ის ღვთისმგმობი არ იყო, მძიმე ავადმყოფობის დათმენის გამო ცოდვები მიეტევება და ცხონდებაო....

კიბო დამემართოს მეთქი ის უნდა ვინატრო biggrin.gif

ცხონება არ ცხონების საკითხი მხოლოდ უფლის გადასაწყვეტია, რაც შეეხება ავადმყოფობას, იგი გვევლინება განსაწმედელად რაღათქმაუნდა თუ მოთმინებით და რწმენით მივიღებთ მას. ავადმყოფობა თრგუნავს სხეულს, ამდაბლებს სულს, ძველად ბერებს როცა ავადმყოფობა დიდი ხნის მანძილზე არ ეწვეოდა ამბობდნენ უფალმა დამივიწყაო.
ავადმყოფობის დათმენა რწმენით და უდრტვინველად უსისხლო მოწამეობაა.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 14 2007, 10:58 AM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
კიბო დამემართოს მეთქი ის უნდა ვინატრო

ადამიანო, რას ამბობ, ღმერთმა დაგიფაროს, ასეთი ხუმრობა არ შეიძლება. biggrin.gif
ალექსანდრე, როგორ ამბობენ სულიერი მამები, ხორცის ტკივილი აუცილებელია სულისათვის?
ეს ნაწყვეტია:
"წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
სნეულებაზე
კვლავ მოხვედი, მზაკვარო, და რამდენადაც ვხვდები, დაბრუნდი, რათა დაგლიჯო ჩემში უშინაგანესი გულისა ჩემისა. შენ გინდა, რომ ამ ცხოვრების ძლიერი ან ხშირი დარტყმებისაგან დაეცეს ჩემში წმინდა ხატება. ძლიერ სხეულს დაეცი თავს და ძალა გამომაცალე ქუსლიდან თხემამდე, თავის ნებაზე მიუშვი ის წვენები (ვაჟირი), რომლითაც ღმერთმა ჩემში მშრალ ნივთიერებას სინოტივე მოჰგვარა, მსგავსად იმისა, როგორადაც სამყაროს დამამყარებელმა სიბრძნემ, სითბოს სიცივე შეჰრთო, რათა ამ გაწონასწორებით სხეულის შენაწევრება იქნეს შენარჩუნებული და მეც ვისწავლო, აქედან ცხოვრებაში განხეთქილებებს გავექცე. მოხვედი მომაკვდინებელი ზრახვებით და მე უბედურს შენი მწარე სიბოროტის მთელი შხამი გადმომანთხიე. ის არ იკმარე, მძიმე სიბერეს რომ მივათრევდი და მწუხარებას - ტრინაკრის ფლატეთა სიმძიმეს. მე ასევე მთანგავს მტანჯველი და შთანმთქმელი სნეულება, წლიდან წლამდე რომ ხრავს ჩემს ნაწევართ. არამედ ვტირი და მოვთქვამ, როგორც მონადირის ხაფანგში მოხვედრილი ძლიერი ლომი...."

პ.ს. წინასწარ ბოდიში თუ თემას არ ეხება (რავიცი რა არ ხდება...)


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2007, 01:30 PM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



რატომ ეგზავნებათ ადამიანებს ავადმყოფობანი და მწუხარებანი და როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება მათ მიმართ.

თავდაპირველად წმ. მამებს მოვუსმინოთ. აი, რას ამბობს წმ. გრიგოლ პალამა: „ზოგჯერ, როდესაც ავადმოყოფობა ცოდვილთა ცხონებას შეეწევა, ჯანმრთელობაზე მეტად უმჯობესია ავადმყოფობდნენ, რადგან ავადმყოფობა ბოროტი საქმეებისადმი თანდაყოლილ მიდრეკილებასაც კი აჩლუნგებს. ამას გარდა, როცა ადამიანი ავადმყოფობის გამო იტანჯება, ამით უკვე დედამიწაზე იხდის ღვთის წინაშე სასჯელს ცოდვების გამო და უფალი ადამიანს ანიჭებს უნარს, ჯერ სულის, ხოლო შემდეგ სხეულის ჯანმრთელობა მიიღოს“.

საკუთარ გამოცდილებასაც თუ მოვუხმობთ, დავეთანხმებით წმ. მამას, რომ ჩვენნაირ ცოდვილთათვის, დიახაც, საჭირო ყოფილა განსაცდელები, ავადმყოფობანი, დამცირებანი, ჯერ ერთი ყოველივე ხშირად შედეგია შენი ცოდვებისა, მეორეს მხრივ, ამან სინანული უნდა მოგიტანოს, სინანულმა - შენდობის მიერ განწმენდა. განწმენდილი და შენდობილი კი ზეციური მოქალაქეა. „ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის {ელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ (მარკოზი 2.6-7). მართლაც ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, თუ არა ღმერთს.

ღმერთი ადამიანებზე ავადმყოფობებსა და მწუხარებებს დაუშვებს.

1. მათი ცოდვების გამო, ამ ცოდვების გამოსასყიდად, ცხოვრების მანკიერი წესის შესაცვლელად, ამ მანკიერებათა გასაცნობიერებლად და იმის შესაცნობად, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი წამია, რომლის მიღმაც მარადიულობა დგას და როგორი იქნება ის შენთვის, დამოკიდებულია შენს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე.

2. ხშირად მშობლების ცოდვებისათვის შვილები ავადმყოფობენ (რათა მწუხარებამ და განსაცდელმა შემოსუროს მათი უგუნური ცხოვრება, აიძულოს, ჩაფიქრდნენ და შეცვალონ იგი). ამ შემთხვევაში, რაოდენ მკაცრადაც უნდა მოეჩვენოს ეს თანამედროვე სეკულარიზებულ (ე.ი. რელიგიისადმი განურჩეველ), ჰუმანიზმის სულისკვეთებით აღზრდილ ადამიანს (ე.ი. სულისკვეთებით, რომელიც აღმერთებს სხეულს და მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს აყენებს ყველაზე მაღლა) ყველაზე სამართლიანად ჟღერენ სიტყვები: ასეთი ადამიანებისათვის სნეულებანი სულის გადასარჩენადაა აუცილებელი! ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, უფალი ადამიანის უკვდავი სულის გადასარჩენად ზრუნავს, ადამიანი ახალ არსებად უნდა გარდაიქმნას, ისეთად, როგორადაც იგი ღვთის მიერ იყო ჩაფიქრებული. ამისათვის უნდა შეიცვალოს ადამიანი, უნდა განიწმინდოს ვნებებისა და მანკიერებისაგან. ღმერთი და ქრისტეს მცნებები უნდა იყოს ცხოვრების მიზანი და არა დროებითი, წარმავალი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, საჭმლისა და ტანასცმლის სიუხვე. ყოველივე ეს ოქროს ხბოს კერპია, რომელზედაც ასე ხშირად ცვლიდნენ ძველი იუდეველები თავიანთ შემოქმედს. თანამედროვე ქრისტიანებიც ხშირად ჰყიდიან მას იმავე ოქროს კერპზე.

3. ხშირად ჩვენს დასათრგუნავად, ბოროტი, წარმწყმედელი ქმედებების აღსაკვეთად.
არსებობს ასეთი იგავი უფალზე: ერთხელ იესო ქრისტე მოწაფეებთან ერთად გზად მიდიოდა. მოწაფეებმა დაინახეს დაბადებითვე დავრდომილი ადამიანი, რომელიც გზის პირას იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. მოწაფეებმა ჰკითხეს მაცხოვარს: „რატომ ვერ დადის ეს კაცი?“ ქრისტემ უპასუხა: „მას რომ სიარული შეეძლოს, ცეცხლითა და მახვილით გადაბუგავდა მთელ დედამიწას“.

4. ხშირად იმისათვის, რომ მცირე უსიამოვნებებით დიდ განსაცდელს აგვარიდოს (ვინაიდან, თუ მოცემულ სიტუაციაში ჯანმრთელნი ვიქნებოდით და ჩვეულებრივად ვიმოქმედებდით, რაღაც დიდი უბედურება შეგვემთხვეოდა, ასე კი, ცხოვრების ჩვეულებრივი მდინარებიდან ავადმყოფობით რომ ამოგვაგდებს, უფალი გვარიდებს ამ უბედურებას).

მაშ ასე, სნეულებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულების არსი მდგომარეობს: 1) ღვთის ნების მორჩილად მიღებაში, 2) იმ ცოდვებისა და ცოდვილობათა გაცნობიერებაში, რისთვისაც მოგვეგო სნეულება, 3) სინანულსა და ცხოვრების წესის შეცვლაში. ლოცვა, მარხვა, მოწყალება და სხვა სათნოებანი მოწყალეს ჰყოფს ღმერთს და ის მოგვმადლებს განკურნებას სნეულებათაგან. თუკი ექიმთან მივდივართ, მაშინ ვითხოვთ ღვთის კურთხევას განსაკურნებლად და ექიმს ვანდობთ სხეულის კურნებას და არა სულისას, სულს არავის ვანდობთ, გარდა ღვთისა.


სულიერი განსჯა გვასწავლის, რომ სნეულებანი და სხვა მწუხარებანი, რომელთაც ღმერთი მოუვლენს ადამიანებს, ღმერთის განსაკუთრებული მოწყალების ნიშანია. როგორც მწარე წამალი კურნავს სნეულს, ისე მწუხარებანი შეეწევიან ცხოვნებას, ჩვენს კეთილდღეობას ბევრად უფრო საიმედოდ, ვიდრე საკვირველი კურნებანი“.

როდესაც იესო პარალიზებულს განკურნავს, ეტყვის - აღიღე ცხედარი. ძველ ქართულად ცხედარი სარეცელს, ლოგინს, საკაცეს ნიშნავს. აღიღე და ვიდოდე, მაშასადამე, ერთმა კაცმა შეძლო ცხედრის წაღება. აქ ცხედრის სიმძიმე კი არ აღეკიდა ოთხ კაცს, არამედ ავადმყოფი. ბავშვი არ იყო, იქიდანაც ჩანს, რომ უფალმა მას განკურნებამდის საუბარი გაუბა ცოდვათა მიტევებაზე. „და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისა მის, სადა იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი“ (მარკოზი 2.4). აღმოსავლური ტიპის სახლები ერდოიანია. მომყვანებლებმა დიდი სარწმუნოება, გულმოდგინება, გულშემატკივრობა გამოიჩინეს ავადმყოფის მიმართ. უფალს ეს გარემოება ყურადღებიდან არ გამოჰპარვია. „და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნეს შენ ცოდვანი შენნი!“ (მარკოზი 2.5).

რატომ ხდება, რომ ყველა სხვა შემთხვევაში ქრისტე ვიდრე განკურნავს ადამიანს, ტრადიციულად ეკითხება: გრწამს? და დასძენს: რწმენისაებრ გეყოს შენ. მართალია, მაცხოვარი, როგორც ღვთაება, მკურნალია, მაგრამ ადამიანში რწმენას ეძებს. სწორედ ეს არის საბაბი ჩვენი განკურნებისა, ხოლო ქრისტე - მიზეზი!
ამჯერად არც სული მიჰბერა, არც ხელი დაასხა, არც ერთბაშად ლოცვით განკურნა, არამედ ცოდვები მიუტევა. სინანულის გარეშე, ცოდვების აღიარების გარეშე, სულიწმიდა ადამიანს ცოდვებს არ მიუტევებს. ძე ღვთისამ, უწყის ყოველივე, უწყის, რომ ეს ადამიანი უკვე სინანულშია. განრღვეულს, ალბათ, ხშირად აგონდებოდა, რომ მძიმე ავადმყოფობამდე საკუთარმა ცოდვებმა მიიყვანა და რადგან სინანული დაეუფლა, ხოლო მიმტევებელი ქრისტეა, უფალმა საჭიროდ აღარ ჩათვალა, ეღიარებინა პარალიზებულს ცოდვები და მისი განკურნება ერთბაშად ცოდვათა მიტევებით, სულის გამოჯანმრთელებით დაიწყო, მიმართა რა: „შვილო, მიგეტევნეს ცოდვანი შენნი“ და აჩვენა რა კაცთმოყვარება, სინანულის გამო პარალიზებული განკურნა.

„(ხორციელ) ტკბობას მიცემული ყოველი ადამიანი პარალიზებულია სულით. წამოწოლილია ავხორცობის ცხედარზე ანუ სარეცელზე შესატყვისად სხეულის აღვირახსნილობისა. მაგრამ როგორც კი სახარებისეულ შეგონებებს მიუპყრობს ყურს და შეინანებს, იზეიმებს თავის ცოდვებსა და მათგან შობილ პარალიზებულ სულზე, როცა უფალთან იქნება მიყვანილი ამ „ოთხთაგან“. რა სათნოებანი მოიაზრება ამ „ოთხში“, რომელთაც განრღვეული ქრისტესთან მიჰყავთ განკურნება-შენდობისათვის? გრიგოლ პალამა განმარტავს: ეს ოთხი სათნოებაა: საკუთარი თავისადმი სიძულვილი, ცოდვათა აღიარება, მომავალში ბოროტებისაგან თავშეკავება აღთქმით და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება.

რამდენი ისმენს ღვთის სიტყვას, მაგრამ არ დაიმარხავს, რამდენი ისმენს და არ სურს უფალთან სიახლოვე; ყველას მოუწოდებს უფალი, უფალი ყველას მაცხოვარია, ყველას შემწყნარებელი, მაგრამ ყველას როდი სურს უფალთან დარჩენა, - ამქვეყნიურ სიკეთეს, წარმავალს, დროებითს ამჯობინებენ საუკუნო ცხოვრებასა და ნეტარებას.
მაშ, გვესმა რა სიტყვა ღვთისა, ქადაგება უფლისა, საკუთარი თავის სიძულვილმა (ანუ განცდამ თვისთა ცოდვათა), ცოდვათა აღიარებამ (ეს შემდეგი სულიერი ეტაპია ადამიანის განწმენდისა) და აღთქმამ მომავალში ბოროტებისაგან თავშეკავებაზე, ასევე ლოცვა-ვედრებამ უნდა მიგვიყვანოს უფალთან.
განუწმენდელი, უნანელი ადამიანისაგან ლოცვასაც კი არ შეიწირავს უფალი. გვითქვამს ფსალმუნიდან, ცოდვილს ლოცვაც კი ცოდვად შეერაცხაო.

თუმცა „ამ ოთხმა“ უკვე მიიყვანა, მაგრამ ღმერთთან სრული მიახლება არ მოხდა, ვიდრე არ „აღსძარცუეს სართული სახლისა მის, სადა-იგი იყო“ (მარკ. 2.4). სართული აზროვნებითი მხარე, გონიერებაა სულისა, რომელიც ღვთის მსგავსს გვხდის და ჰფარავს ჩვენში ყოველივეს. როგორც ადამიანის სხეულში თავი ტანზე მაღლაა, ასევე გონება - ხორციელზე. როცა ჩვენში სულიერი „სართული“ გაიხსნება, შემდეგ შეიძლება „ჩაშვებული ვიყვნეთ“, ე.ი. ჭეშმარიტად დავმდაბლდეთ, მივეახლოთ უფალს და შეუვრდეთ ანუ მუხლებში ჩავუვარდეთ, შევთხოვოთ და მივიღოთ მისგან კურნება, როგორც სულიერი, ესრეთ ხორციელი.
ამ ტრადიციიდან, როცა ცოდვის შედეგი ავადმყოფობაა და გზა განკურნებისა - სინანული არის გამონაკლისიც. ადამიანი შეიძლება დაბადებიდან ავადმყოფი იყოს (არ ვგულისხმობ, მხოლოდ მემკვიდრეობითი ცოდვის გამო ავადმყოფობას), ჰქონდეს სინანულიც, მაგრამ ერთბაშად არ იღებდეს კურნებას. უწყის ღმერთმა, ყოვლადბრძენმა, ადამიანის თავისებურებანი და ისიც, რომ განკურნების შემთხვევაში ესა თუ ის ადამიანი შეიძლება უფრო დიდ უსჯულოებაში ჩავარდეს; ამიტომ ასეთ ადამიანს არ აძლევს ლოცვის ნაყოფს, ან უგვიანებს, რომ გაამძაფროს, გულმხურვალე გახადოს მისი ლოცვები, ანუ გონებითი საუბარი ღმერთთან...
ვნახოთ, რა მოხდა შემდეგ, როცა „ოთხმა“ მიიყვანა, რაკიღა პარალიზებულს სინანულიც აღმოაჩნდა, აღიარებაც, აღთქმაც და ვედრებაც უფლის მიმართ. უფალმაც უწყოდა რა ყოველივე, მიუტევა ცოდვები და გვაჩვენა რომ მხოლოდ ამგზით შეიძლება მივეახლოთ უფალს, მივაღწიოთ სულიერ წარმატებასა და ხორციელ კურნებას.



P.S. როგორც ოქრო გამოიცდება ცეცხლით, ასევე ადამიანი განიწმინდება ავადმყოფობით. გავიხსენოთ, მოციქულები, წინასწარმეტყველნი და მოწამენი, რომლებმაც დიდი ტანჯვა გადაიტანეს. ვინც ამქვეყნად მწუხარებასა და მძიმე სნეულებებს დაითმენს, ცათა სასუფეველში იგი დიდ საზღაურს მიიღებს.
თუკი სნეულებებს ან სხვა უბედურებებს მადლობით დაითმენ, მაშინ განკითხვის დღეს მოწამეებთან ერთად დაიდგამ გვირგვინს, მათ ტანჯვანი დაითმინეს, შენც სნეულებანი და გასაჭირნი მადლობით დაითმინე

ამქვეყნიური მწუხარება, ავადმყოფობა, მომავალ ცხოვრებაში სიხარულად გვექცევა. თუ უფალი ჩვენთის ეწამა, ჩვენ ოდნავ მაინც რატომ არ უნდა გავხდეთ ქრისტეს ტანჯვათა თანაზიარნი! ჩვენს სულს, რომელიც ჩვენში დამკვიდრებული ღვთის ხატებაა, სურს, ქრისტეს ტანჯვათა თანაზიარი გახდეს, მხოლოდ ჩვენს სულმოკლეობასა და უძლურებას ეშინია მათი, თუმცა, შესაძლოა, ძალები გვკმაროდეს დათმენისათვის.

მართლმადიდებლობა, რომელიც სამეუფო გზაზე ვალს, გვასწავლის, რომ ადამიანის ცხოვნებისათვის თანაბრად საჭიროა როგორც კეთილი საქმეები, ასევე ჭეშმარიტი სარწმუნოება, როგორც ადამიანის მცდელობა, ასევე სული წმიდის მოქმედება.


აქედან ჩანს რომ თუ ადამიანი არ არის მორწმუნე ვერ ცხონდება


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 14 2007, 01:51 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









ზებედე
რას ამბობ კაცოუ biggrin.gif ხელოვნური კობო არ გამოიგონონ ეხლა biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 14 2007, 08:08 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ქავთარაძე @ May 14 2007, 09:51 AM) *

ზებედე
რას ამბობ კაცოუ biggrin.gif ხელოვნური კობო არ გამოიგონონ ეხლა biggrin.gif

და ყველანი სამოთხეში მოვხვდებით biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 14 2007, 08:12 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(ალექსანდრე @ May 14 2007, 07:08 PM) *

და ყველანი სამოთხეში მოვხვდებით biggrin.gif


ხელოვნურად biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 15 2007, 01:46 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ავადმყოფობა ცოდვილი ცხოვრების შედეგია, და არა უფლის მიერ მოვლენილი მადლი რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენებს!!!!!! შეუძლებელია ტკივილი და წამება, რომელიც სულის ტანჯვაცაა უფლის მიერ იყოს მოვლენილი თუნდაც, ავადმყოფობამ ჭეშმარიტად ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენოს!!!!!!!
ვოტ!!!! ია ტაკ დუმაიუუუუ!!!!!!!! smile.gif


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 15 2007, 02:04 AM
პოსტი #9


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(XAFRAN @ Aug 14 2007, 09:46 PM) *

ავადმყოფობა ცოდვილი ცხოვრების შედეგია, და არა უფლის მიერ მოვლენილი მადლი რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენებს!!!!!! შეუძლებელია ტკივილი და წამება, რომელიც სულის ტანჯვაცაა უფლის მიერ იყოს მოვლენილი თუნდაც, ავადმყოფობამ ჭეშმარიტად ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენოს!!!!!!!
ვოტ!!!! ია ტაკ დუმაიუუუუ!!!!!!!! smile.gif


არა, ეს არც მთლად ასეა, არიან ცოდვილი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ, მაგრამ არ არიან ავად, არიან მართალი ცხოვრებით ნაცხოვრები, მაგრამ ავადმყოფები....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 15 2007, 02:16 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(ზებედე @ Aug 15 2007, 02:04 AM) *

არა, ეს არც მთლად ასეა, არიან ცოდვილი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ, მაგრამ არ არიან ავად, არიან მართალი ცხოვრებით ნაცხოვრები, მაგრამ ავადმყოფები....


აბა ყველა ცოდვილს ავადმყოფობა შეეყრება მეთქი -კი არ მითქვიაა biggrin.gif

100% მართალი ცხოვრებით ნაცხოვრები არავინაა, ასე რო ავადმყოფობა თუ დაემართა თავისთავში დარჩჰენილ 1% ცოდვიანობას დააბრალოს ან კიდე იმას რო მოუწია დრომ იმ ქვეყნად მისავლენად>>>>>> smile.gif


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Aug 15 2007, 09:51 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ავადმყოფობა განსაცდელია რომელიც უფალი მოგვივლენს ჩვენს გამოსაფხიზლებლად, რამდენი ადამიანი მინახია რომელიც ეკლესიას სწორედ ამ განსაცდელის მერე შეუერთდა,
უფალმა გაგვაძლიროს და მოგვცეს ძალა რომ გადავლახოთ ყველანაირი განსაცდელი

ავადმყოფობა ყოველთვის ცოდვის გამო სასჯელი როდია. უნდა მიაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ ღმერთი ავადმყოფობას მოგვივლენს ხოლმე, რათა დავინახოთ, რაოდენ დამღუპველია ცოდვა და ვესწრაფოთ გამოსწორებას. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ჩვენ რომ არ გვეავადმყოფა ადრე თუ გვიან, რომელი ჩვენთაგანი იფიქრებდა, რომ ცოდვების გამოა დასჯილი, რომელი ჩვენთაგანი აღუთქვამდა უფალს წმინდა ცხოვრებას, თუმცა ხშირად განკურნებული კეთროვანივით ვივიწყებთ ხოლმე მადლიერებას უფლის მიმართ. მაშ, ღმერთი ავადმყოფობას მოგვივლენს, რათა დავინახოთ, რაოდენ დამღუპველია ცოდვა და ვესწრაფოთ გამოსწორებას.



დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 15 2007, 02:10 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532




მომიტევეთ მარა არ მჯერა რო, ტკივილი და წამება, რომელიც სულის ტანჯვაცაა უფლის მიერ იყოს მოვლენილი თუნდაც, ავადმყოფობამ ჭეშმარიტად ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენოს!!!!!!!


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 15 2007, 02:14 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



XAFRAN
ციტატა
მომიტევეთ მარა არ მჯერა რო, ტკივილი და წამება, რომელიც სულის ტანჯვაცაა უფლის მიერ იყოს მოვლენილი თუნდაც, ავადმყოფობამ ჭეშმარიტად ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენოს!!!!!!!

მართალი ხარ არ არის დასაჯერებელი, ყველა ადამიანი თვითონვე იტეხს თავის თავზე სხვადასხვა უბედურებას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Sep 4 2007, 06:25 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



მე მაგალითად უკვე მჯერა რომ ზოგიერთი ავდმყოფობა ღვთისგანაა.... (ჩემს მაგალითზე) ჩემი გარეგნობით ყოველთვის ვამაყობდი, ნუ კომპლიმენტებით ზედმეტად განებივრებული ვიყავი, მაგრამ მაინც რაღაც არ მომწნდა ჩემში, სულ უკმაყოფილო ვიყავი ხან წარბით და ხანთითებითsmile.gif)))) ხო და ერთხელაც ისე გამომაყარაააა სახეზე აი დამიჯერეთ 4 თვე სახლიდან არ გავსულვარ... ასეთი გამონაყარი ბატონებმაც არ იცის.... მანამდეც კი ვცხოვრობდი ქრისტიანულად, მაგრამ მას შემდეგ დავიწყე სასუფევლისკენ კიბის აშენება, მარხვა, ლოცვა, წირვის გაუცდენლობა... კარგად რომ დავიმკვიდრე ადგილი ეკლესიაში ისევ ისეთი ლამაზი გოგო ვააარsmile.gif)))))


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 4 2007, 06:31 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



q-e-T-i
დაგლოცოს უფალმა !
smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Sep 4 2007, 06:33 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ციტატა
q-e-T-i
დაგლოცოს უფალმა !

დიდი მადლობა, შენც... გაიხარე...


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 4 2007, 06:38 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
მომიტევეთ მარა არ მჯერა რო, ტკივილი და წამება, რომელიც სულის ტანჯვაცაა უფლის მიერ იყოს მოვლენილი თუნდაც, ავადმყოფობამ ჭეშმარიტად ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენოს!!!!!!!

და მით უფრო მაშინ როცა ავადმყოფობა იმდენად გასუსტებს რო უფლის დიდებაში შეცნობაში მიახლებაში გიშლის ხელს smile.gif
ავადმყოფი ადამაინი ეს ნახევრად მკვდარი სხეულია ეს არის ღონემიხდილი ადამიანის როკვაა


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი