IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> არის თუ არა ლიტურგიკული პრობლემა ეკლესიაში?, როგორ ფიქრობთ?
კანუდოსელი
პოსტი Jun 20 2007, 01:15 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მოდით ვისაუბროთ ლიტურგიკაზე და დღევანდელობის კონტექსტში იმ სტერეოტიპებზე, რაც შეიძლება გვხვდებოდეს.

მაგალითად, მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ: არის თუ არა არასწორი, რომ მრევლს ხშირად ეკრძალება ყოველკვირეული ზიარება რაღაც გაუგებარი მოუმზადებლობის საბაბით.

1. მოციქულები ეზიარებოდნენ ყოველ პურის განტეხვაზე
2. პავლე მოციქული გვიბრძანებს: მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს
3. რა მომზადებაზეა საუბარი, როდესაც ეს ამკვიდრებს ილუზიას, რომ მზად ხარ, არადა აჯობებს ეზიარო ყოველთვის და თავი ჩათვალო უღირსაც, ვიდრე თვეში ერთხელ და იმ დროს თვლიდე, რომ ღირსეული ხარ

მოკლედ აქ ბევრი ნიუანსია ახლა დრო არ მაქვს
ვისაუბროთ....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 20 2007, 01:21 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეს ამკვიდრებს ილუზიას


სწორედ, მე მინახას რამდენიმე ნეტარი სახე რომელიც საზიარებლად მიდიოდნენ და თან დასძენდნენ "დღეს ღირსი გავხდი" biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 20 2007, 01:22 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



კანუდოსელი
ციტატა
მაგალითად, მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ: არის თუ არა არასწორი, რომ მრევლს ხშირად ეკრძალება ყოველკვირეული ზიარება რაღაც გაუგებარი მოუმზადებლობის საბაბით.

ჩემი აზრით აქ მიზეზი სხვა რამეა, რათქმაუნდა ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ აქ სხვა რაღაცაა, რადგან ყოველკვირეული ზიარება ზოგ შემთხვევაში ზოგისათვის შეიძლება მექანიკური გახდეს. მე მინახავს ხალხი რომლებიც ყოველკვირა ეზიარებიან მოზღვრის კურთხევით და ისეთებიც, რომლებსაც მოძღვარი ყოველ კვირა არ აზიარებს. ასე რომ თითოეულმა მოძღვარმა თავად იცის თავისი სულიერი შვილების სულიერი მდგომარეობა.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 20 2007, 01:23 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ძალიან საინტერესო თემა....

ეგ მდგომარეობა მართლაც იწვევს იმის განცდას, რომ თითქოს ღირსი ხარ ზიარებისა! რამდენჯერ მომისმენია, მრევლის ნათქვამი, ღირსი არ ვიყავი ზიარებისო, ისე, თითქოს როდესმე იქნება biggrin.gif უფრო სწორედ, ვიქნებით!

თუმცაღა, ამავე დროს, მე პირადად შეიძლება არც მომეწონოს ყოველკვირეული ზიარება, მაგრამ ეს არ არის იმით გამოწვეული, რომ აქ ღირსება-უღირსებაზეა საუბარი. ღირსება ცოდვისაგან განწმედილობის და ქრისტეს მიღების მდგომარეობაა, რაც ბუნებრივია ვერ მიიღწევა სრულად, მაგრამ მე ამის მიზეზად სხვა რამე მესახება - ესაა განცდა მომხდარისა, ანუ იმისა, რომ ქრისტეს შემოდის შენში. ცხადია, აქაც არ გამოვა სრულყოფილად შეგრძნება, ვინაიდან ჩვენი დაცემული ბუნება ამას შეიმეცნებს მხოლოდ ინფორმაციულად და არა სათანადო განცდით, არა არსობრივი შემეცნებით. შესაბამისად, ყოველკვირეული ზიარება გამოიწვევს მისდამი "მიჩვევას", მაგრამ მიჩვევას არა სულიერი, არამედ მატერიალური თვალსაზრისით, ამიტომ იგი "გაუბრალოვდება", იოლად მიღწევადი იქნება, იოლად მისაღები იქნება და იმ კრძალვას, რაც მისი შედარებით ნაკლები სიხშირით ზიარების დროს გვაქვს, დაკარგავს

საინტერესოა სხვები რას ფიქრობენ.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 20 2007, 01:24 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ალექსანდრე @ Jun 20 2007, 01:22 PM) *

კანუდოსელი

ჩემი აზრით აქ მიზეზი სხვა რამეა, რათქმაუნდა ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ აქ სხვა რაღაცაა, რადგან ყოველკვირეული ზიარება ზოგ შემთხვევაში ზოგისათვის შეიძლება მექანიკური გახდეს. მე მინახავს ხალხი რომლებიც ყოველკვირა ეზიარებიან მოზღვრის კურთხევით და ისეთებიც, რომლებსაც მოძღვარი ყოველ კვირა არ აზიარებს. ასე რომ თითოეულმა მოძღვარმა თავად იცის თავისი სულიერი შვილების სულიერი მდგომარეობა.


აქ უმთავრეს პრინციპზეა საუბარი: რა არის ზიარება? ცდვების აღხოცვა
რატომ არ ვაზიარებთ? იმიტომ რომ ცოდვილია, მაშინ რიღას აღხოცვაა, თუ არ ვაზიარებთ?

შენი პოზიცია ვიცი,მაგრამ ის არაა არც წმინდა წერილითგამაგრებული, არც ისტორიით და არც ლიტურგიკული ტექსტებით

მართალთა ლიტურგიაზე ვინ რჩება და რატომ?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 20 2007, 01:26 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
აქ უმთავრეს პრინციპზეა საუბარი: რა არის ზიარება? ცდვების აღხოცვა

ზიარების მთავარი მიზანი ესაა? არა მგონია.... ზიარების მიზანი ხომ ქრისტესთან ერთობაა, ანუ ქრისტესთან ზიარებაა, ქრისტეში მადლისმიერად განღმრთობის დასაწყისია

მაშ აღსარება??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 20 2007, 01:27 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jun 20 2007, 01:23 PM) *

და არა სათანადო განცდით,


და ზიარება სწორედ ამ განცდას გამოგიმუშავებს, გაიხსენე ლიტურგიის დროს: "განიცადეთ და იხილეთ"
თუ არ ეზიარები, არც განიცდი და ვერც იხილავ ვერასოდეს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 20 2007, 01:28 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ცოდვები რაც უფრო დიდია, მით უფრო არ მოითხოვს კურნებას?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 20 2007, 01:28 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
და ზიარება სწორედ ამ განცდას გამოგიმუშავებს

გამოგიმუშავებს კი? არ ვიცი.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 20 2007, 01:28 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jun 20 2007, 01:26 PM) *

კანუდოსელი

ზიარების მთავარი მიზანი ესაა? არა მგონია.... ზიარების მიზანი ხომ ქრისტესთან ერთობაა, ანუ ქრისტესთან ზიარებაა, ქრისტეში მადლისმიერად განღმრთობის დასაწყისია

მაშ აღსარება??


კი კი რა თქმა უნდა,მე სხვა ვიგულისხმე....რომ ზიარებისას ხდება ცოდვის მიზეზის საიდუმლოდ აღმოფხვრა, თუმცა უმთავრესი სწორედ ერთობაა და მით ცუდი: არ ვეზიარებით - არ ვართ ერთობაში

ჩემი კითხვა: ვინ რჩებიან მართალთა ლიტურგიაზე? და რატომ რჩებიან?
თუ ვრჩებითრატომ არ ვეზიარებით?
და თუ არ ვეზიარებით, რატომ ვრჩებით?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 20 2007, 01:30 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჩემი კითხვა: ვინ რჩებიან მართალთა ლიტურგიაზე? და რატომ რჩებიან?


მაგაზე პასუხი ერთია: უნდა ეზიარონ biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 20 2007, 01:32 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მნათე @ Jun 20 2007, 01:30 PM) *

მაგაზე პასუხი ერთია: უნდა ეზიარონ biggrin.gif


მაშინ გამოდის რომ სახეზეა ლიტურგიკული ცნობიერების არქონა?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 20 2007, 01:34 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მაშინ გამოდის რომ არის ლიტურგიკული ცნობიერების არქონა?


მაგას ჯერ კიდევ მსგავსი ხასიათის წინა თემაში გავუსვით ხაზი smile.gif

პ.ს საინტერესო ის არის, ლიტურგიკული ცნობიერება არ გვაქვს თუ ქონის საშუალებას არ გვაძლევენ? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 20 2007, 01:34 PM
პოსტი #14


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



უფლის სისხლისა და ხორცის ზიარება არის თითოეული ქრისტიანისათვის არსებითი, აუცილებელი, მაცხონებელი და ნუგეშინისმცემელი მოვალეობა. ეს მაცხოვრის იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რომელიც მან ჯერ კიდევ ევქარისტიის საიდუმლოს აღთქმამდე წარმოთქვა: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (ინ. 6,53-54).

თუ ღირსეულად ვეზიარებით, ევქარისტიის საიდუმლოს მაცხონებელი ნაყოფი და მოქმედება შემდეგია:

ა. იგი უმჭიდროესად გვაერთებს უფალთან: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (ინ. 6,56);

ბ. კვებავს ჩვენს სულსა და ხორცს, ხელს გვიწყობს სულიერ ცხოვრებაში განმტკიცებაში, ამაღლებასა და ზრდაში: „რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ“ (ინ. 6,57);

გ. ღირსეულად მიღებული ზიარება ჩვენი სამომავლო აღდგომისა და მარადის ნეტარი ცხოვრების საწინდარია: „რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე“ (ინ. 6,58).

მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ევქარისტიის ეს მაცხონებელი ნაყოფი სარგებელს მხოლოდ მათ მოუტანს, ვინც რწმენითა და სინანულით მიეახლება მას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის უღირსად მიღება კი სასჯელად იქცევა: „რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი“ (I კორ. 11,29).


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 20 2007, 01:35 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
კი კი რა თქმა უნდა,მე სხვა ვიგულისხმე....რომ ზიარებისას ხდება ცოდვის მიზეზის საიდუმლოდ აღმოფხვრა, თუმცა უმთავრესი სწორედ ერთობაა და მით ცუდი: არ ვეზიარებით - არ ვართ ერთობაში


ხოოო.... რთულია ნამეტანი..... biggrin.gif მიჭირს თქმა

ცუდია, აბა რა. ლოცვებშიც ხომ ვამბობთ, "რაითა მრავალჟამ განშორებული არა სანადირო ვიქმნე გონიერისა მგელისა...." მაგრამ მაშ ასეთ კითხვას დავსვამდი:
კარგი, ეკლესიამ დაგვრთო ნება ყოველ კვირას ზიარებისა, მაშინ ჩვენ მრევლმა რა ვქნათ? რაღაცით ჩვენც ხომ უნდა ვიყოთ ადეკვატურნი ამისა?

ციტატა
ვინ რჩებიან მართალთა ლიტურგიაზე? და რატომ რჩებიან?

მნათეს დავეთანხმები: რომ ვეზიაროთ. თუ ვრჩებით და არ ვეზიარებით, ამას კანონიკურად "მართალთა თანა დადგინება" ჰქვია და უზიარებლობის სასჯელის ყველაზე მსუბუქი აღსრულებაა.... მაგრამ მას ეპისკოპოსის განჩინება სჭირდება

ციტატა
თუ ვრჩებითრატომ არ ვეზიარებით?
და თუ არ ვეზიარებით, რატომ ვრჩებით?

ზოგადად გაინტერესებს თუ ჩემი აზრი:
მე იმიტომ რომ სეფისკვერი დავარიგო (თუ მნათეებს დაეზარათ tongue.gif ) biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 20 2007, 01:36 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მნათე @ Jun 20 2007, 01:34 PM) *

მაგას ჯერ კიდევ მსგავსი ხასიათის წინა თემაში გავუსვით ხაზი smile.gif

პ.ს საინტერესო ის არის, ლიტურგიკული ცნობიერება არ გვაქვს თუ ქონის საშუალებას არ გვაძლევენ? biggrin.gif


ერთია და ფაქტია, რომ ალბათ არ გვაქვს კარგად გაცნობიერებული და მეორე რომ ამას ამბიონიდან ქადაგებაც უწყობს ხელს...

არ მინდა ვინმემ იფიქროს - კანუდოსელი რეფორმატორობას გვთავაზობსოდა ლუთერობას იბრალებსო biggrin.gif მაგრამ ვისურვებდი აღდგენილიყო ეს უაღრესად ისტორიულად გამართლებული და ლიტურგიკულად სწორი პრაქტიკა ყოველკვირეული ზიარებისა, და გამონაკლისი არ იყოს საზოგადოდ გავრცელებული.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 20 2007, 01:39 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



აკოლოთიაში უნდა ვეძებოთ მაი ცნობიერება biggrin.gif

ციტატა
არ მინდა ვინმემ იფიქროს - კანუდოსელი რეფორმატორობას გვთავაზობსოდა ლუთერობას იბრალებსო მაგრამ ვისურვებდი აღდგენილიყო ეს უაღრესად ისტორიულად გამართლებული და ლიტურგიკულად სწორი პრაქტიკა ყოველკვირეული ზიარებისა, და გამონაკლისი არ იყოს საზოგადოდ გავრცელებული.


ვეთანხმები... მაგრამ ამაზე როგორც ვიცი, თეოლოგების ერთ ნაწილში კამათი იყო smile.gif მეორე მხარის არგუმენტები საინტერესო იქნებოდა..


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 20 2007, 01:39 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jun 20 2007, 01:35 PM) *

[მაგრამ მაშ ასეთ კითხვას დავსვამდი:
კარგი, ეკლესიამ დაგვრთო ნება ყოველ კვირას ზიარებისა, მაშინ ჩვენ მრევლმა რა ვქნათ?


რასაც ეკლესია მიბრძანებს ლიტურგიკის წმინდა ტექსტიდან
გაჯიქება ასევე ცოდვაა - არა, მე არ ვარ ღირსი, არ მინდა, არ ვეზიარები, ცოდვილი ვარ biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 20 2007, 01:40 PM
პოსტი #19


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
მაგალითად, მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ: არის თუ არა არასწორი, რომ მრევლს ხშირად ეკრძალება ყოველკვირეული ზიარება რაღაც გაუგებარი მოუმზადებლობის საბაბით.




ჩვენს მრევლში არის ხალხი ვინც ყველა კვირას ეზიარება, ალბათ ინდივიდუალურია. მე ლამის წელიწადში ერთხელ. ხან შაბათს არ მცალია ხან კვირას.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 20 2007, 01:40 PM
პოსტი #20


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
არ მინდა ვინმემ იფიქროს - კანუდოსელი რეფორმატორობას გვთავაზობსოდა ლუთერობას იბრალებსო მაგრამ ვისურვებდი აღდგენილიყო ეს უაღრესად ისტორიულად გამართლებული და ლიტურგიკულად სწორი პრაქტიკა ყოველკვირეული ზიარებისა, და გამონაკლისი არ იყოს საზოგადოდ გავრცელებული.


ალბათ იცი, რომ ანტიოქიის საპატრიარქოში ამ ათეული წლის წინ იმდენად დამკვიდრდა იშვიათი ზიარების წესი, რომ წირვაზე პრაქტიკულად აღარავინ ეზიარებოდა. განგაშის ზარების შემოკრა აწინდელმა პატრიარქმა უნეტარესმა ეგნატე ხაზიმმა, რომელმაც სწორედ რომ ყოველკვირეული ზიარების აღდგენით მიაღწია ნორმალური ლიტურგიკული ცნობიერების დაბრუნებას ეკლესიაში

P.S. მღვდელი აღსარების თუ მომზადების მიუხედავად, ყოველ წირვაზე ეზიარება smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი