IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> სექსი და მართლმადიდებლობა
afxazi
პოსტი Nov 22 2013, 03:34 PM
პოსტი #21


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the

ციტატა
ანუ ეს პრობლემა მასიურად მაინც არის, მრევლის გაუთვითცნობიერებლობა თანაცხოვრებასთან დაკავშირებით.
ხოლო უმეტესად მოღვდლებიც თვითიმპროვიზაციას მიმართავენ ხოლმე, როცა საკითხი თანაცხოვრებას ეხება და საწყალი მრევლი კითხვის წესიერად დასმას ვერ ბედავს, ვერც ეწინააღმდეგება.


მეც არაერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ადამიანს გონია (ასე უთხრეს, ანდა ეს ზოგადი გავრცელებული შეხედულებაა), რომ მარხვაში თანაცხოვრება აკრძალულია. ამაზე ეკლესიის პასუხი ცალსახაა, რომ ეს მხოლოდ ცოლისა და ქმრის საქმეა და არა ვიღაც მესამის. თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, რომ მარხვაში თავშეკავება მართებთ, ამიტომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთშეთანხმებით, ისინი უარს ამბობენ თანაცხოვრებაზე მარხვაში. მაგრამ თუ ეს არ შეუძლიათ, ეს ცოდვა და დანაშაული არაა, უბრალოდ თავშეკავება გარკვეული ღვაწლია.

ციტატა
უნდა იყოს ამ საკითხზე კარგი, კანონიკურად და ღვთისმეტყველურად გამართული სტატია. ეს აუცილებელია როგორც ჩანს.


აუცილებელი არის კი, მაგრამ ისე აქვს გადგმული ფესვი მავნე შეხედულებებს, რომ მაშინვე ანტიქრისტიანობის მქადაგებლად მოგნათლავენ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 22 2013, 03:34 PM
პოსტი #22


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



afxazi
ციტატა

ანგელოზები აღარ მრავლდებიან, მათი სიმრავლე იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ეხლა არიან, მყისიერად შეიქმნა უფლის მიერ. ისინი ურთიერთ შობადობის გზით არ შექმნილან. ხოლო თუ როგორ გამრავლდებოდა ადამიანი, ცოდვით რომ არ დაცემულიყო, ამაზე გრიგოლ ნოსელი უპასუხებს, რომ ანგელოზებრივი რამ წესით (ანუ ისინიც ხომ არიან მრავალნიო), და მაინც როგორ, ამაზე რთულია პასუხი. ფაქტია, რომ სასუფეველში არც ქორწინდებიან და არც განქორწინდებიან.


ორი კითხვა დამებადა ამ აზრთან.

1. ვინც გარდაიცვლება და ცხონდება, ანგელოზთა რიგებს არ ემატება?


2. ფაქტია რომ ღმერთმა ჯერ ცხოველები შექმნა და მათ გამრავლების წესი დაუმკვიდრა.
შემდეგ შექმნა ერთი ადამიანი, შემდეგ რომ არ მოეწყინა შეუქმნა მას მეორე ნახევარი რათა ეხარათ ერთობით.

ანუ რიცხვი ადამიანებისა იყო 2 და მათ მისცა ედემში ცხოვრების უფლება. არსად ჩანს რომ ღმერთი აპირებდა ასევე ეძერწა ყოველი მომდევნო ადამიანი. ან თუ უნდოდა მას ასევე მყისიერად შეეძლო შეექმნა არა ორი, არამედ მთელი დასახლება ადამიანებისა.

" 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. "



აბა როგორ უნდა გამრავლებულიყვნენ ისინი არ დაცემის შემთხვევაში?

კურთხევა "იმრავლეთ" არ არის ღვთის საჩუქარი?
ხოლო დაცემის შემდეგ:

16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.


გაგიძნელებ ორსულობას, არ ნიშნავს იმას, რომ ორსულობა ევას ედემშიც შეეძლო, უბრალოდ ბევრად უფრო იოლი იქნებოდა?


ის რომ ცხოველებიც ასეთნაირადვე მრავლდებიან, ვფიქრობ მაინც არ ნიშნავს ცხოველურობას თანაცხოვრების. ესაა უფლის კურთხევა, როგორ გამრავლდნენ და მორჩა. ანუ გარკვეული აზრით ესაა უფლის საჩუქარი და "რატომ უკეთესი საჩუქარი არ გვარგუნა, ეს ცხოველური თანაცხოვრება რომ აგვერიდებინა ანგელოსთა დარადო".... ეს უკვე სხვა თემაა ალბათ და მან უკეთ უწყის.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 22 2013, 03:48 PM
პოსტი #23


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
მაგრამ აი ნახე უკვე, სახვა მარხვაში თავშეკავებაზე საუბრობს, ანუ თურმე ერში მყოფი ადამიანი ვალდებულია თავი შეიკავოს თანაცხოვრებისაგან.

სამწუხაროდ არასორედ გამიგე smile.gif მე დავწერე შემდეგი :
ციტატა
არის მომენტერი როცა მოგვეთხოვება კი არა აუცილებელიცაა, ყველაზე დიდი მაგალითი მარხვაა. ეს ის დროა როდესაც საკუთარი ცხოველური ინსტიქტები უნდა ჩაიხშო გარკვეული დროით, რათა სულერად ცოტათი მაინც ამაღლდე.

აქ კი შემდეგს ვგულისხმობდი : მარხვაში ადამიანი უნდა შეეცადოს ხორციელი სიამოვნებისგან თავი შეიკავოს (ჩემი აზრით მარხვის ერთ-ერთი მნიშვნელობაც ეს არის) და აუკრძალოს თავის თავს ზიანების წინა დღეს ასევე სასურველია დიდი მარხვის პირველა-ბოლო კვირას თუ სექსუალური ურთიერთობისგან თავს შეიკავებ. აუცილებლად თავშეკავება კი იმიტომ ვახსენე რომ სხვადასხვა დაავადების დროს არის შემთხვევები როდესაც ექიმის მიერ ხდება სექსულური ურთიერთობის "აკრძალვა" . უბრალოდ აღარ განვავრცე წინა პოსტი და მეგონა გასაგებად დავწერე თურმე შევცდი.
პ.ს არსებობს ამ საკითხზე საკმაოდ კარგი სტატია რომელიც ფორუმზე ადრე დავდე, შეიძლება შენ არ მიგიდევნებია თვალი იმ დროს ჩემი პოსტებისთვის.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 22 2013, 03:57 PM
პოსტი #24


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the

რთულია იმაზე მსჯელობა, რაც არ მოხდა, ბიბლიაც მსჯელობს იმაზე რაც მოხდა. თუმცა თუ არ ვცდები ამბროსი მედიოლანელს აქვს ამაზე პასუხი, რომ გემზე სამაშველო რგოლს ყველას აძლევენ, მაგრამ ყველა არ იყენებს. ანუ სქესობრივი განყოფადობა ამგვარი სამშველო რგოლივით იყო ადამიანისთვის, რომელსაც არ გამოიყენებდა ცოდვით რომ არ დაცემულიყო.

ანუ როგორც ქრიგოლ ნოსელი ამბობს, შესაქმისეული სიტყვები "და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი", გულისხმობს სწორედ იმ მდგომარეობას, როგორადაც შეიქმნა ადამიანი, ანუ ხატად ღვთისა, ხოლო ამ ციტატის გაგრძელება: "მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი", აი სწორედ ის სამაშველო რგოლია, რომლითაც აღჭურვა უფალმა ადამიანი სამომავლო ცოდვით დაცემის შესაძლებლობის პერსპექტივაში. ყველა შემთხვევაში რთულია მსჯელობა იმაზე, რა იქნებოდა ასე რომ არ მომხდარიყო.

ციტატა
აბა როგორ უნდა გამრავლებულიყვნენ ისინი არ დაცემის შემთხვევაში?


ანგელოზებრივი რამ წესითო, როგორც ზემოთ ვთქვი, მაგრამ როგორ არ ვიცით. ყოველშემთხვევაში ისე არა, როგორც ეხლა მრავლდებიან.

ციტატა
ესაა უფლის კურთხევა, როგორ გამრავლდნენ და მორჩა. ანუ გარკვეული აზრით ესაა უფლის საჩუქარი და "რატომ უკეთესი საჩუქარი არ გვარგუნა, ეს ცხოველური თანაცხოვრება რომ აგვერიდებინა ანგელოსთა დარადო"


ამაში გეთანხმები, რა თქმა უნდა, უბრალოდ საქმე ისაა, რომ ეს მაინც სამოთხისგარეთა მდგომარეობაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მავნეა ეს ყველაფერი. ქორწინება ერთ-ერთი საიდუმლოა და ამით ყველაფერია ნათქვამი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 22 2013, 09:37 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Nov 21 2013, 11:49 PM) *

ამის თქმა არის უკიდურესი აბსურდი და სისულელე. თქმა იმისა, რომ ღმერთმა არ იცოდა მომავალი ნიშნავს იმას, რომ დროში არსებობს ის, ანუ დროის მხიედვით მოქმედებს, რაც არის ქმნილების თვისება. მისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი. თუკი დავუშვებთ, რომ მან რაღაც არ იცის და ეს ცოდნა მოგვიანებით ივსება, ეს ნიშნავს არასრულყოფილებას, ანუ ცოდნაში ნაკლებობას. ცოდანაში ნაკლებობა კი ქმნილების მდგომარეობაა. ამაზე არ ვიცი რა ვთქვა, ეს 2*2=4-ია.

რაც შეეხება იმას, რატომ შექმნა თუკი ისინი დაეცემოდნენ, ეს არათუ აკნინებს მის შესაქმეს ადამიანთან დაკავშირებით, არამედ პირიქით განადიდებს მას. ადამიანის თავისუფლების არსი მდგომარეობს არჩევითობაში ღვთის ნებით აღიარებასა და მის უარყოფას შორის. თუკი სიკეთის არჩევა არ დგას მისი უარყოფის შესაძლებლობის მდგომარეობაში, ის უკვე აღარაა არჩევანი, რადგან არჩევანი ნიშნავს ორი უკიდურესობიდან ერთის არჩევას. და თუ ადამიანს არ შეუძლია აირჩიოს უკეთურება, მაშინ მის მიერ არჩეული სიკეთე არჩეული აღარაა. შესაბამისად უფალმა, როგორც ყოვლისმცოდნემ იცოდა რომ ადამიანი შესცოდავდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე განსაზღვრა მან, არამედ როგორც ყოვლისმცოდნებ ეს უწყის.

ბატონო დავით ლოგიკური მსჯელობა შეგვიძლია ? ალბათ კი ხომ? კარგი , ის რასაც შენ იძახი შემიძლია არგუმენტირებულად 180 გრადუსით შემოვატრიალო და ისეთი სახე მივცე რომ კაციშვილმა ეჭვი ვერ შეიტანოს მასში, მაგრამ რომ იძახი იცოდა იცოდაო , მაშ რას ნიშნავს ღმერთის ცოდნა? იმას ხომ არა რომ _ აი იცის ღმერთმა რაღაც წინასწარ მაგრამ შეიძლება გამტყუნდეს ! ეს ხომ აფსურდულობაა ! მოდი ლოგიკურად უპასუხე ამას , ღმერთმა თუ რაიმე იცის წინასწარ არის თუ არა 100% ით შესრულებადი?


ეხლა მეორე შენ მესაუბრები ცოდნაზე რომელიც ღმერთს აქვს და მე გესაუბრები ქმნილების თავისუფალ არჩევანზე რომელშიც ღმერთი თავისი ყოვლიცმცოდნეობით არ ჩაერევა და თუ ჩაერევა მაშინ ქმნილების თავისუფალი ნება იზღუდება! მე არ ვამბობ რომ ღმერთს არ შეუძლია თავისი ყოვლისშემძლეობით წინასწარ განჭვრიტოს ყოველივე , მას რათქმაუნდა ეს შეუძლია , მაგრამ არ აკეთებს , იმიტომ რომ თავისი თავის წინააღმდეგ არასოდეს წავა უფალი! არის უფალი ყოვლისმცოდნე? რათქმაუნდა ! სახარება იოანესი 16:33 მოწაფეები აშკარად აღიარებენ რომ უფალმა ყველაფერი იცის და არ ჭირდება ვინმემ ურჩიოს .


კიდევ ერთხელ ვიმეორებ უფალი ყოვლისმცოდნეა , მაგრამ ადამიანთან მიმართებაში ის არ ერევა მისი ცხოვრების და გადაწყვეტილებების განსაზღვრაში , რადგან ის რომ ამაში ჩაერიოს თავისი თავის წინააღმდეგ წავა და გამოვა რომ მას ადამიანი არ შეუქმნია თავისუფალი ნებით.

იცოდა ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ რომ მის გვერდით მილურსმული ბოროტმოქმედი მოინანიებდა ? არ იცოდა , მაგრამ მდგომარეობა მკვეთრად იცვლება მას შემდეგ როცა ბოროტმოქმედი ირწმუნებს და იტყვის სიტყვებს, სიტყვებს რომლებსაც უდიდესი ძალა აქვს _ უფალო მომიგონე მე როცა მიხვალ შენს სასუფეველშიო და შემდეგ ქრისტე ჰპირდება, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. წარმოიდგინე ბოროტმოქმედს რომ არ ეთქვა ეს სიტყვები და რომ არ ერწმუნა , ცხონდებოდა კი ? ეს არ ვიცით. მაგრამ რაკი თქვა სწორედ მაშინ დაპირდა უფალი. blink.gif

დავით აშკარად გაურბიხარ ლოგიკურ მსჯელობას , ფაქტი სახეზეა blink.gif

ამ კაცთან პოლემიკა უკვე შემიყვარდა! wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 22 2013, 09:51 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



რაც უფრო ვუღრმავდები მართლმადიდებლობას კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ მაგრად არის გათვლილი დოგმატურად ეს რელიგია , მაგრამ პასტორი რასელის მოძღვრებას მაინც გააფთრებით ვიცავ a015.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shako1993
პოსტი Nov 22 2013, 11:45 PM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 24-October 13
წევრი № 13,397



წავიკითხე სტატია და სასულიერო პირი რომ საუბრობს სექსუალურობაზე გავოგნდი და ამავე დროულად აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანით,რადგან ბევრ ტაბუ დადებულ თემას ეხება,მაგრამ საქართველოში სექსზე ლაპარაკი უკულტურობის დონედ ითვლება და რაც მოსახლეობის სექსუალურ განათლებას ხელს უშლის და ამ ფაქტებმა საშინელი შედეგები გამოიწვია შიდსი ცე ჰეპატიტი,აბორტი ყველაფერი ეს ამ გაუნათლებობის ბრალია.უბრალოდ ადამიანმა უნდა იცოდეს თავის დაცვა სექსის დროს,რაც მათ ზემოთაღნიშნული დავადებებისგან დაიცავს და არ უბიძგებს უმძიმესი ცოდვისკენ რასაც ჰქვია აბორტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 23 2013, 12:13 AM
პოსტი #28


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

როგორც ყოველთვის "არანორმალური" პოსტი biggrin.gif

აირს რაღაც შენში საინტერესო.

ციტატა
კიდევ ერთხელ ვიმეორებ უფალი ყოვლისმცოდნეა , მაგრამ ადამიანთან მიმართებაში ის არ ერევა მისი ცხოვრების და გადაწყვეტილებების განსაზღვრაში , რადგან ის რომ ამაში ჩაერიოს თავისი თავის წინააღმდეგ წავა და გამოვა რომ მას ადამიანი არ შეუქმნია თავისუფალი ნებით.


ჯანსაღი აზრია, არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო. მითუმეტეს თავად ამბობ უფალი ყოვლისმცოდნეაო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 23 2013, 12:14 AM
პოსტი #29


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



k@the
ციტატა

არც შენ გეკადრება მარგალიტების ძებნა და მითუმეტეს რაც არ იცი იმ საკითხზე
სამედიცინო ლიტერატურას გაეცანი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო დაუკმაყოფილებლობა იწვევს გაღიზიანებას, ნერვოზს და სხვადასხვა დაავადებებს შედეგად.
არ არის ერში მცხოვრები ყველა ადამიანი იმ სულიერ სიმაღლეზე რომ ამის გარეშე იცხოვროს და არც მოეთხოვება.

აბსოლუტურად სხვა რამეს ვამბობ და შენ სულ სხვა რამეს მიწერ .

ვსვამ კითხვას - ,,სექსუალურად დაკმაყოფილებული ადამიანი '' რას ნიშნავს ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 23 2013, 12:15 AM
პოსტი #30


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მაგრამ ეს არის ყოვლად საოცრება biggrin.gif

ციტატა
მე არ ვამბობ რომ ღმერთს არ შეუძლია თავისი ყოვლისშემძლეობით წინასწარ განჭვრიტოს ყოველივე , მას რათქმაუნდა ეს შეუძლია , მაგრამ არ აკეთებს


რას არ აკეთებს? შეუძლია რომ იცოდეს და არ ცდილობს რომ იცოდეს? biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სელენია
პოსტი Nov 23 2013, 12:30 AM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 8-June 13
წევრი № 13,195



მგონი კამათს აზრი არ აქვს,ყველა თვისას აჭედებს happy.gif
shako1993
შენთნ ერთი კითხვა დამებადა ,,თავის დაცვა სექსის დროს'' ამ ფრაზაში რას გულისხმობ?
A.V.M
თქვენ როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენელმა უნდა იცოდეთ მაგის მნიშვნელობა ბატონო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 23 2013, 12:30 AM
პოსტი #32


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რა კარგ რამეს გადავაწყდი . ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორის კომენტარს ამ ვიდეოზე :

,, სექსუალურად დაკმაყოფილებული კარგი მეუღლე და მშობელია? იცი რას ნიშნავს სექსუალური დაკმაყოფილება? ის თუ იცი, რომ ასეთი რამე დროებითია და სინამდვილეში სექსუალური დაკმაყოფილება არ არსებობს და სულ ახალს ითხოვს ხორცი? ის თუ იცი, რომ ხშირი დაკმაყოფილების მერე სექსუალური ფანტაზიები იხსნება, რაც ყველა ადამიანურ ფანტაზიაზე ძლიერია და საშინელი? აქ ან რაღაცაა დასაკონკრეტებელი, ან აბსოლუტურად უცხოა საღი აზრისაგან!!!! ''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 23 2013, 12:39 AM
პოსტი #33


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
ციტატა
რა კარგ რამეს გადავაწყდი . ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორის კომენტარს ამ ვიდეოზე :

გვასალია მაინც იქნებოდა

სელენია
ციტატა
მგონი კამათს აზრი არ აქვს,ყველა თვისას აჭედებს

არ გეთანხმები. თვალყურს თუ ადევნებ საკმაოდ საინტერესო საუბარი მიდის.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 23 2013, 12:59 AM
პოსტი #34


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ჩემი კიდევ ერთი ლექტორის კომენტარი ვნახე ამ ვიდეოზე :

,,ვიცნობ მაგის ცოლს (სამწუხაროდ). ერთი ლამაზი და ...ქალია, მიტოვებული და გაჭირვებისა და მარტოობის ვერამტანი... ჰოდა, რა აზრი აქვს ახლა მაგის შეგონებებს...მით უმეტეს, ასეთ დელიკატურ საკითხზე . ''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 23 2013, 01:09 AM
პოსტი #35


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(A.V.M @ Nov 21 2013, 11:46 PM) *

ერთი ეს გამაგებინეთ , დავით მეფსალმუნის შეგონება - ,,ყოველი კაცი ცრუ არს . '' ათონის მთის ბერებს არ მიემართებათ ?


ეგ ათონის მთის ბერებსაც მიემართებათ და კაცმა რომ თქვას დავით მეფსალმუნესაც tongue.gif

ციტატა(afxazi @ Nov 22 2013, 03:34 PM) *

აუცილებელი არის კი, მაგრამ ისე აქვს გადგმული ფესვი მავნე შეხედულებებს, რომ მაშინვე ანტიქრისტიანობის მქადაგებლად მოგნათლავენ.


მაგის ბრალია ზუსტად, ამ თემის გამო ასეთი აურზაური რომაა :| სიტყვა სექსს რომ ახსენებ უკვე სატანის მსახური ხარ mellow.gif

ციტატა(A.V.M @ Nov 23 2013, 12:14 AM) *

ვსვამ კითხვას - ,,სექსუალურად დაკმაყოფილებული ადამიანი '' რას ნიშნავს ?


ეგ მართლა კარგი კითხვაა, მაგის განხილვაზე თუ გადავალთ კარგი იქნება.

ციტატა(სელენია @ Nov 23 2013, 12:30 AM) *

,,თავის დაცვა სექსის დროს'' ამ ფრაზაში რას გულისხმობ?


რას უნდა გულისხმობდეს ნეტავ...

ციტატა(სელენია @ Nov 23 2013, 12:30 AM) *

A.V.M
თქვენ როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენელმა უნდა იცოდეთ მაგის მნიშვნელობა ბატონო.


მდედრობითი სქესის წარმომადგენელი რომ იყოს რა შეიცვლებოდა ვითომ მაგით?

ციტატა(A.V.M @ Nov 23 2013, 12:59 AM) *

ჩემი კიდევ ერთი ლექტორის კომენტარი ვნახე ამ ვიდეოზე


რა ვიდეოზეა საუბარი? თემაში ვიდეო ვერ ვნახე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 23 2013, 01:13 AM
პოსტი #36


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



MIRDAT
ციტატა

რა ვიდეოზეა საუბარი? თემაში ვიდეო ვერ ვნახე...

პირობითად ვუწოდე...

ციტატა


ეგ მართლა კარგი კითხვაა, მაგის განხილვაზე თუ გადავალთ კარგი იქნება.

ხო .
პასუხები მაინტერესებს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 23 2013, 01:27 AM
პოსტი #37


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



არ მინდოდა ამ თემაში ჩარევა, მაგრამ ეს ვიდეოები ვიპოვე სრულიად შემთხვევით.

მე ის ვერ გავიგე რატომ უწოდებს ბერი ერმოლაოსი ამ თემას ტაბუ დადებულს, თითქოს უნდა რომ რაღაც სკანდალად აქციოს თავისი სიტყვები და პოპულარული გახადოს. თუ ასე არაა მაპატიეთ. აგერ გასაგებად და ღიად საუბრობენ საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირებიც ამ თემაზე

http://www.youtube.com/watch?v=7AQhKvyPimo...qsqOhJc&index=4

http://www.youtube.com/watch?v=6A8zIUbsfAU...x6W3Z5E4qsqOhJc


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 23 2013, 03:10 AM
პოსტი #38


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(A.V.M @ Nov 22 2013, 09:30 PM) *

რა კარგ რამეს გადავაწყდი . ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორის კომენტარს ამ ვიდეოზე :

,, სექსუალურად დაკმაყოფილებული კარგი მეუღლე და მშობელია? იცი რას ნიშნავს სექსუალური დაკმაყოფილება? ის თუ იცი, რომ ასეთი რამე დროებითია და სინამდვილეში სექსუალური დაკმაყოფილება არ არსებობს და სულ ახალს ითხოვს ხორცი? ის თუ იცი, რომ ხშირი დაკმაყოფილების მერე სექსუალური ფანტაზიები იხსნება, რაც ყველა ადამიანურ ფანტაზიაზე ძლიერია და საშინელი? აქ ან რაღაცაა დასაკონკრეტებელი, ან აბსოლუტურად უცხოა საღი აზრისაგან!!!! ''



მხოლოდ ერთ პარალელს გავავლებ აქ, ღმერთმა მოგვცა შიმშილის გრძნობა და გვითხრა იკვებეო, მაგრამ მუცელი აიღორეო მას ნამდვილად არ უთქვია, ასევე არის თანაცხოვრებაც, ღმერთმა მოგვცა ეს სურვილი თანაცხოვრების და იცხოვრეთო თქვენს მეუღლეებთან, იმდენჯერ რამდენჯერაც ისურვებთ, არანორმალურობა და გაუკუღმართება მას არ უკურთხებია ცხადია. ყველაფერშია ზომიერება საჭირო.
ეს ისევეა, ცხოვრებაში ტორტის ჭამა რომ აუკრძალო თავს, რადგან "პური ჩვენი არსობისა" ნამდვილად არ არის!

მაპატიე გურამ, მაგრამ ზომიერება უკვე თითოეული ადამიანის და წყვილის გადასაწყვეტია და ცხადია ღვაწლია თავშეკავებაც, მაგრამ არა სავალდებულო, ნუღა ამახსნევინებ მეტად.


ციტატა(A.V.M @ Nov 22 2013, 09:59 PM) *

ჩემი კიდევ ერთი ლექტორის კომენტარი ვნახე ამ ვიდეოზე :

,,ვიცნობ მაგის ცოლს (სამწუხაროდ). ერთი ლამაზი და ...ქალია, მიტოვებული და გაჭირვებისა და მარტოობის ვერამტანი... ჰოდა, რა აზრი აქვს ახლა მაგის შეგონებებს...მით უმეტეს, ასეთ დელიკატურ საკითხზე . ''



არ ვიცი ეს კომენტარი ვისია, მაგრამ უზნეობა ადამიანის, მითუმეტესდ ბერის მეუღლეზე ასეთი რამის წერა და არაფერს შუაში არაა ეს საკითხი თვითონ ამ ბერთან!!!
სირცხვილია მართლა, ასეთი რაღაცეების წამოძახება საჯაროდ!!!




qetevano

იმიტომ არის ტაბუდადებული ქეთი, რომ ხომ ხედავ რამდენ ადამიანს გაუჩნდა უკვე სურვილი გააკრიტიკოს ეს ბერი?
გაღიზიანდნენ ამხელა გამოხმაურება რომ პოვა მის სიტყვებმა?
და რატომ პოვა ამხელა გამოხმაურება? ანუ, აწუხებს საზოგაოებას ეს საკითხი ხომ?
ესეიგი არასაკმარისად ყოფილა მაინც მასზე მსჯელობა და მრევლის გათვითცნობიერება. smile.gif


ციტატა(G_saxva @ Nov 22 2013, 12:48 PM) *

სამწუხაროდ არასორედ გამიგე smile.gif მე დავწერე შემდეგი :

აქ კი შემდეგს ვგულისხმობდი : მარხვაში ადამიანი უნდა შეეცადოს ხორციელი სიამოვნებისგან თავი შეიკავოს (ჩემი აზრით მარხვის ერთ-ერთი მნიშვნელობაც ეს არის) და აუკრძალოს თავის თავს ზიანების წინა დღეს ასევე სასურველია დიდი მარხვის პირველა-ბოლო კვირას თუ სექსუალური ურთიერთობისგან თავს შეიკავებ. აუცილებლად თავშეკავება კი იმიტომ ვახსენე რომ სხვადასხვა დაავადების დროს არის შემთხვევები როდესაც ექიმის მიერ ხდება სექსულური ურთიერთობის "აკრძალვა" . უბრალოდ აღარ განვავრცე წინა პოსტი და მეგონა გასაგებად დავწერე თურმე შევცდი.
პ.ს არსებობს ამ საკითხზე საკმაოდ კარგი სტატია რომელიც ფორუმზე ადრე დავდე, შეიძლება შენ არ მიგიდევნებია თვალი იმ დროს ჩემი პოსტებისთვის.


სამედიცინო აკრძალვა არაფერ შუაშია თემასთან, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ.

მეორეც, ერთია თქვა სასურველიაო და მეორე ვალდებული. იხილე დავითის კომენტარი:

ციტატა(afxazi @ Nov 22 2013, 12:34 PM) *

k@the
მეც არაერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ადამიანს გონია (ასე უთხრეს, ანდა ეს ზოგადი გავრცელებული შეხედულებაა), რომ მარხვაში თანაცხოვრება აკრძალულია. ამაზე ეკლესიის პასუხი ცალსახაა, რომ ეს მხოლოდ ცოლისა და ქმრის საქმეა და არა ვიღაც მესამის. თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, რომ მარხვაში თავშეკავება მართებთ, ამიტომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთშეთანხმებით, ისინი უარს ამბობენ თანაცხოვრებაზე მარხვაში. მაგრამ თუ ეს არ შეუძლიათ, ეს ცოდვა და დანაშაული არაა, უბრალოდ თავშეკავება გარკვეული ღვაწლია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 23 2013, 04:18 AM
პოსტი #39


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(k@the @ Nov 23 2013, 03:10 AM) *

მხოლოდ ერთ პარალელს გავავლებ აქ, ღმერთმა მოგვცა შიმშილის გრძნობა და გვითხრა იკვებეო, მაგრამ მუცელი აიღორეო მას ნამდვილად არ უთქვია, ასევე არის თანაცხოვრებაც, ღმერთმა მოგვცა ეს სურვილი თანაცხოვრების და იცხოვრეთო თქვენს მეუღლეებთან, იმდენჯერ რამდენჯერაც ისურვებთ, არანორმალურობა და გაუკუღმართება მას არ უკურთხებია ცხადია. ყველაფერშია ზომიერება საჭირო.
ეს ისევეა, ცხოვრებაში ტორტის ჭამა რომ აუკრძალო თავს, რადგან "პური ჩვენი არსობისა" ნამდვილად არ არის!

ზომიერება უკვე თითოეული ადამიანის და წყვილის გადასაწყვეტია და ცხადია ღვაწლია თავშეკავებაც, მაგრამ არა სავალდებულო, ნუღა ამახსნევინებ მეტად.


მომწონს ეს პარალელი. ბევრი რამ იხსნება ამით.

P.S. თან ზოგი ხო იცი როგორია, ჭამს და არ სუქდება a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სელენია
პოსტი Nov 23 2013, 02:10 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 8-June 13
წევრი № 13,195



MIRDAT
არა განმარტოს ერთი რას გულისხმობს,ცოდვიანი ურთიერთობის რეკლამას ითხოვს მგონი და ახსნას...

საიდან დაასკვენით რომ ეს კაცი მოგვიწოდებს სექსის გარდა არაფერზე იფიქროთო(ზოგის კომენტარიდან ეს აზრი გამოდის).

თითქოს აგრესიულად ხართ ამ კაცისადმი განწყობილი(მე ასე ვხედავ) და ვერ ვხვდები რატომ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი