IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> სექსი და მართლმადიდებლობა
qetevano
პოსტი Nov 23 2013, 08:39 PM
პოსტი #41


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



k@the
ციტატა
და რატომ პოვა ამხელა გამოხმაურება? ანუ, აწუხებს საზოგაოებას ეს საკითხი ხომ?ესეიგი არასაკმარისად ყოფილა მაინც მასზე მსჯელობა და მრევლის გათვითცნობიერება

მრევლის გათვითცნობიერება ზოგადად დაბალ დონეზე რომაა მაგაში ვერ შეგედავები. დაინტერესდნენ და მიიღებენ პასუხს, როგორც ეს მამა თეოდორეს და მამა ლევანის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ ადამიანებმა მოძღვართან ურთიერთობა არ იციან ელემენტარულად. აღსარების ჩაბარებით (ისიც უმრავლესობა მოვალეობის მოხდის მიზნით) და რაღაცის აკრძალვა-კურთხევით შემოიფარგლებიან.

იცი რა არის? ამ თემაზე საუბარი ჯობდა უბრალოდ მღვდელს წამოეწყო და არა ბერს, ადამიანს რომელსაც ქალწულების აღთქმა აქვს დადებული. ალბათ მისი წარმოთქმის ფორმის გამო უფრო დაიმსახურა კრიტიკა, ვიდრე იმის გამო რასაც ამბობს.


სელენია
ციტატა
არა განმარტოს ერთი რას გულისხმობს,ცოდვიანი ურთიერთობის რეკლამას ითხოვს მგონი და ახსნას...


ვიინ? კარგი იქნება თუ მოაყოლებ ხოლმე ვისზე საუბრობ.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 23 2013, 10:57 PM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



k@the
ციტატა
მაპატიე გურამ, მაგრამ ზომიერება უკვე თითოეული ადამიანის და წყვილის გადასაწყვეტია და ცხადია ღვაწლია თავშეკავებაც, მაგრამ არა სავალდებულო, ნუღა ამახსნევინებ მეტად.


ხოდა თუ თითოეული ადამიანისა და წყვილის გადასაწყვეტია , რა საჭიროა ბერის ინტერნეტში გამოსვლა და ,,სექსუალურად დაკმაყოფილებაზე საუბარი ?'' თან ტაბუდადებული თემააო მაგის ძახილი .
აბა პრესისა და ტელევიზიის საშუალებით უნდა განვიხილავდეთ აზრებს პირადი ცხოვრების შესახებ ?


ციტატა


არ ვიცი ეს კომენტარი ვისია, მაგრამ უზნეობა ადამიანის, მითუმეტესდ ბერის მეუღლეზე ასეთი რამის წერა და არაფერს შუაში არაა ეს საკითხი თვითონ ამ ბერთან!!!
სირცხვილია მართლა, ასეთი რაღაცეების წამოძახება საჯაროდ!!!

ხოდა ადამიანმა , სხვას რომ არ მისცე ამგვარი რაღაცეების საჯაროდ წამოძახების საბაბი , უნდა გაჩერდე .
ბერს თავისი მოვალეობა აქვს , ქმარს თავისი , ცოლს თავისი და.ა.შ.
,,სექსუალური ტრაქტატების'' წერა არ მიმაჩნია პირადად მე საჭიროდ , ამ სიტუაციაში და ამ პიროვნების მიერ .

უშუალოდ სტატიაში წარმოთქმულ უზუსტობებზე აღარაფერს ვიტყვი – ( ,, სექსუალურობა ღვთის საჩუქარია '' ; ,, სექსუალურად დაკმაყოფილებული ადამიანი კარგი მრევლია'' და.ა.შ.)
პირადად მე ამგვარი აზრი დამრჩა :

დღეს ძალიანაა მოდაში , ,, თეოლოგიურ წრეში '' ,,პროგრესულად მოაზროვნე ქრისტიანის '' სტატუსის ძიება . სხვადასხვა პიროვნებები ,,ტაბუდადებულ თემებს ხსნიან'' არა იმიტომ რომ ამის საჭიროება რეალურადაა მრევლში , არამედ იმიტომ , რომ – ,,პროგრესულად მოაზროვნის სტატუსი'' მოიპოვოს . პირადად მე ეს აზრი გამიჩნდა ამ სტატიის განხილვის შემდეგ , სხვას შეიძლება სხვა .

(ზოგი შეიძლება არც უტოვებს საკუთარ თავს აზროვნების გზას – ,, ათონის ბერია და როგორ შევეწინააღმდეგებიო . '')
არ ვიცი , მისი საქმეა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 24 2013, 12:04 AM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Nov 23 2013, 12:15 AM) *

მაგრამ ეს არის ყოვლად საოცრება biggrin.gif
რას არ აკეთებს? შეუძლია რომ იცოდეს და არ ცდილობს რომ იცოდეს? biggrin.gif

დავით მაკვირვებ რა ! აი კითხულობ სახარებას და შესანიშნავად გესმის საღმრთო წერილიც , მაგრამ მიკვირს რომ ამ მარტივ რამეს ვერ ხვდები

შენი აზრით ყოვლისშემძლეობაში რა მოიაზრება? აფსოლიტურად ყველაფერი? მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს რომ ყოვლისშემძლეობა ნიშნავს , აგრეთვე ყოველივეს განცდას ! აი მაგალითად ღმერთს სიკვდილი არ შეუძლია , მაგრამ ნიშნავს ეს იმას რომ ის ყოვლისშემძლე არ არის? რათქმაუნდა არა, ყოვლისშემძლე ნიშნავს რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. კიდევ ღმერთს არ შეუძლია შენი დამორჩილება , თუ ძალით დაგიმორჩილა მაშინ თავისი თავის წინააღმდეგ წავა . დეკანოზი თეოდორე გიგნაძეც კარგად აღნიშნავს _ რომ უფალმა იუდაც კი ვერ შეცვალაო და ღმერთის ყოვლისშემძლეობა სწორედ იმაში ვლინდება რომ მან შექმნა ისეთი ქმნილება_ ადამიანი , რომელსაც შეუძლია ღმერთს პირდაპირ უთხრას _ არა , მე შენ არ დაგემორჩილები ! და ვსიო მორჩა.


ღმერთის ყოვლისმცოდნეობა არ ნიშნავს იმას რომ ის უხეშად ჩაერევა ადამიანის ბედში და განუსაზღვრავს მას ყოველივეს , რადგან თუ ასე მოხდა , ადამიანის თავისუფლება იზღუდება

დროსთან დაკავშირებით მე უკვე ჩამოვაყალიბე დოგმატი რომელიც მყარად დგას და არ აპირებს დაცემას_________________________ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი რადგან ის მარადიულად იშვება ღმერთისაგან ! ღმერთი დროის მიღმა კი არ დგას არამედ თავად შობს მას მარადიულად თავისი მყოფობით ! ეს დოგმატი პირადად მე ჩამოვაყალიბე და სხვა მრავალიც მაქვს ჩამოყალიბებული რითაც აშკარა განხეთქილებამდე მიმყავს ყველა ქრისტიანული დენომინაცია blink.gif

როდესაც მე ვთქვი რომ ღმერთს შეუძლია განსაზღვროს წინასწარ რაიმე ეს უკვე არის სხვა ცნება ___ ამას ქვია წინასწარმეტყველება . თუ ღმერთი იტყვის _ ის ასრულდება , მაგრამ აქ მეორე მხარეცაა. თუ ღმერთმა რაიმე თქვა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის საკუთარი ძალის გამოყენებით ჩაერევა და ასე გააკეთებს , როგორც თქვა , არა !

წინასწარმეტყველება არ არის განგება, დღეს ყველა თეოლოგი ერიდება სიტყვას განგებას , რადგან ღმერთთან მიმართებაში ეს ტერმინი არ არის მთლად სწორი. განგება ეს არის უკვე გეგმის შედგენა , რომელიც საკუთარი ძალით უნდა აღასრულო blink.gif

დავით ეს ელემენტარული თეოლოგიური საწყისებია რაც ვფიქრობ რომ იცი და ნუ მახსნევინებ გთხოვ blink.gif . მე შენ თეოლოგი მგონიხარ და ნუ გამიცრუვებ იმედს blink.gif

იესოს ბოლო ჟამის ეკლესია

pastor russell blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Nov 24 2013, 05:07 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
მერე ვდგავართ და პაპისტებს ვაკრიტიკებთ , უცდომელობის პრიმატი აქვთო .
ეგენი პაპის უცდომელობას მაინც აღიარებენ , ჩვენ კიდევ ნებისმიერი კაბოსან-წვეროსანის!


ავმ-მ
ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მგონი არასწორს ამბობ. ვის გულისხმობ იმ "ჩვენში", ვინ ნებისმიერი კაბოსან წვეროსანის უცდომელობას აღიარებს, ვინმემ ახსენა მისი უცდომელობა.
ვინ თქვა, რომ სტატიის ავტორი უცდომელია ან/და ერთადერეთ ჭეშმარიტებას ღაღადებს. თუ კარგად წაიკითხე სტატიის ავტორიც ხაზს უსვამს სწორედ იმას, რომ ეს მისი მოსაზრებაა და არა ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება. უცდომელობა და ავტორიტეტი სხვადასხვაა.
მე პირადად შევხვედრივარ ამ ადამიანს. ეს არის ძალიან განათლებული და ჩემი აზრით, მაღალი სულიერების პიროვნება. მისი სტატიაც მხოლოდ განსჯისთვის შემოვიტანე ამ "მიმკვდარუნებულ" ფორუმზე. სულ ეს არის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Nov 24 2013, 05:29 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(A.V.M @ Nov 23 2013, 12:30 AM) *

რა კარგ რამეს გადავაწყდი . ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორის კომენტარს ამ ვიდეოზე :

,, სექსუალურად დაკმაყოფილებული კარგი მეუღლე და მშობელია? იცი რას ნიშნავს სექსუალური დაკმაყოფილება? ის თუ იცი, რომ ასეთი რამე დროებითია და სინამდვილეში სექსუალური დაკმაყოფილება არ არსებობს და სულ ახალს ითხოვს ხორცი? ის თუ იცი, რომ ხშირი დაკმაყოფილების მერე სექსუალური ფანტაზიები იხსნება, რაც ყველა ადამიანურ ფანტაზიაზე ძლიერია და საშინელი? აქ ან რაღაცაა დასაკონკრეტებელი, ან აბსოლუტურად უცხოა საღი აზრისაგან!!!! ''


ანუ ამ კომენტარიდან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ "სექსუალურად დაკმაყოფილება" პირიქით საშიშიაsmile.gif და ამ ლექტორს ეს დასკვნები საიდან გამოაქვს????

ციტატა(A.V.M @ Nov 23 2013, 12:59 AM) *

ჩემი კიდევ ერთი ლექტორის კომენტარი ვნახე ამ ვიდეოზე :

,,ვიცნობ მაგის ცოლს (სამწუხაროდ). ერთი ლამაზი და ...ქალია, მიტოვებული და გაჭირვებისა და მარტოობის ვერამტანი... ჰოდა, რა აზრი აქვს ახლა მაგის შეგონებებს...მით უმეტეს, ასეთ დელიკატურ საკითხზე . ''


აი ეს კომენტარი კი მგონი ცოტა სამარცხვინოა. მე არანაირი შეხება არ მაქვს და არ ვიცნობ მის ოჯახს, მაგრამ სხვის ცოლებზე ლაპარაკი, თანაც ინტერნეტით, არა მგონია კაცური ან თუნდა ქრისტიანული საქციელი იყოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 24 2013, 09:02 PM
პოსტი #46


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



damiane80
ციტატა
ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მგონი არასწორს ამბობ. ვის გულისხმობ იმ "ჩვენში", ვინ ნებისმიერი კაბოსან წვეროსანის უცდომელობას აღიარებს, ვინმემ ახსენა მისი უცდომელობა.

––––––––––––


ციტატა
მაპატიე,მაგრამ ათონზე მოღვაწე ბერმა მგონი შენზე მეტი იცის!და ცოტა გაერკვიეთ საკითხში და მერე დაწერეთ რაა ტყუილ-მართალი.რა სამოთხეში ადამი და ევა ერთსქესიანი იყო მაგის თქმა გინდა


რადგან ათონზე მოღვაწე ბერია , ე.ი. ჩვენზე მეტი იცის . ვსო , დოგმატ...


ციტატა
მისი სტატიაც მხოლოდ განსჯისთვის შემოვიტანე ამ "მიმკვდარუნებულ" ფორუმზე. სულ ეს არის.

ხოდა განხილვის პროცესში ვართ , რა პრობლემაა ამაში...
ციტატა
ანუ ამ კომენტარიდან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ "სექსუალურად დაკმაყოფილება" პირიქით საშიშია


დასკვნა ის , რომ თუ ამ სტატიის მთქმელმა , არ მიანიჭა კონკრეტიკა თავის სიტყვებს , აბსურდული აზრი გამოდის და ის .
რა ,,სექსუალურ კმაყოფილებაზეა '' ლაპარაკი , კარგით რა...
ციტატა
და ამ ლექტორს ეს დასკვნები საიდან გამოაქვს????

რომ იცოდე ვინაა , მაგას აღარ იტყოდი , მაგრამ ამაზე საუბარს არ აქვს მნიშვნელობა . მისი სიტყვები მხოლოდ იმიტომ მოვიტანე , რომ იდენტური იყო ჩემი მოსაზრებისა .


ციტატა
აი ეს კომენტარი კი მგონი ცოტა სამარცხვინოა. მე არანაირი შეხება არ მაქვს და არ ვიცნობ მის ოჯახს, მაგრამ სხვის ცოლებზე ლაპარაკი, თანაც ინტერნეტით, არა მგონია კაცური ან თუნდა ქრისტიანული საქციელი იყოს.

რა იცი რომ მაგის წარმომთქმელი კაცია ? biggrin.gif
სხვა რაღაცას გავუსვი ხაზი .
როდესაც პიროვნება (არ აქვს მნშვნელოვანი მის სტატუსს) , რაღაც საკითხზე აკეთებს საჯარო მოხსენებას , ხსნის ,, ტაბუდადებულ'' თემას და ერთგვარად ,,რევოლუციური შინაარსისაა'' მისი აზრები , ჯერ საკუთარ თავში , ოჯახში უნდა ჰქონდეს დალაგებული სიტუაცია (მინიმუმ ამ სფეროში ) ისე , რომ სხვას არ ჰქონდეს სათქმელი და წამოსაძახებელი და შემდეგ ,,მოხსნას ტაბუები . ''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shako1993
პოსტი Nov 24 2013, 09:04 PM
პოსტი #47


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 24-October 13
წევრი № 13,397



ციტატა(afxazi @ Nov 23 2013, 12:15 AM) *

მაგრამ ეს არის ყოვლად საოცრება biggrin.gif
რას არ აკეთებს? შეუძლია რომ იცოდეს და არ ცდილობს რომ იცოდეს? biggrin.gif
კარგად იცით რას გულისხმობ,თავის დაცვა პრეზერვატივით შეიძლება როგორც ქალებისთვის ასევე კაცებისთვის, და არასასურველი ფეხმძიმობა რომ აიცილოს ქალბატონებმა ამისთვის არსებოს კონტრაცეპტები

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 24 2013, 09:04 PM
პოსტი #48


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Nov 25 2013, 04:26 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
რადგან ათონზე მოღვაწე ბერია , ე.ი. ჩვენზე მეტი იცის . ვსო , დოგმატ...


smile.gifsmile.gifsmile.gif
სხვის სიტყვებს მე რატო "მაკერებ" გურამ ბატონო smile.gifsmile.gifsmile.gif.

კარგი, მგონი გასაგებია, რომ აქ "დოგმატი" არაფერ შუაშია.

ციტატა
დასკვნა ის , რომ თუ ამ სტატიის მთქმელმა , არ მიანიჭა კონკრეტიკა თავის სიტყვებს , აბსურდული აზრი გამოდის და ის .
რა ,,სექსუალურ კმაყოფილებაზეა '' ლაპარაკი , კარგით რა..


ეს ვერ გავიგე.

ციტატა
ციტატა
და ამ ლექტორს ეს დასკვნები საიდან გამოაქვს????

რომ იცოდე ვინაა , მაგას აღარ იტყოდი , მაგრამ ამაზე საუბარს არ აქვს მნიშვნელობა . მისი სიტყვები მხოლოდ იმიტომ მოვიტანე , რომ იდენტური იყო ჩემი მოსაზრებისა .


კიდევ ერთი "დოგმატიკოსი"????smile.gifsmile.gifsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 25 2013, 04:26 PM
პოსტი #50


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



damiane80
ციტატა

სხვის სიტყვებს მე რატო "მაკერებ" გურამ ბატონო .

შენ რატომ გაკერებ ?
როგორც შენ , ისე ჩემი თავი და სხვები ერთად მოვიხსენიე . არ გამიკეთებია განსხვავება ჩემს , შენსა და სხვას შორის .
საერთო სურათის მიხედვით ვიმოქმედე და არა კონკრეტული პრეცენდენტის .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Nov 25 2013, 04:33 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
ციტატა
აი ეს კომენტარი კი მგონი ცოტა სამარცხვინოა. მე არანაირი შეხება არ მაქვს და არ ვიცნობ მის ოჯახს, მაგრამ სხვის ცოლებზე ლაპარაკი, თანაც ინტერნეტით, არა მგონია კაცური ან თუნდა ქრისტიანული საქციელი იყოს.

რა იცი რომ მაგის წარმომთქმელი კაცია ? biggrin.gif
სხვა რაღაცას გავუსვი ხაზი .
როდესაც პიროვნება (არ აქვს მნშვნელოვანი მის სტატუსს) , რაღაც საკითხზე აკეთებს საჯარო მოხსენებას , ხსნის ,, ტაბუდადებულ'' თემას და ერთგვარად ,,რევოლუციური შინაარსისაა'' მისი აზრები , ჯერ საკუთარ თავში , ოჯახში უნდა ჰქონდეს დალაგებული სიტუაცია (მინიმუმ ამ სფეროში ) ისე , რომ სხვას არ ჰქონდეს სათქმელი და წამოსაძახებელი და შემდეგ ,,მოხსნას ტაბუები . ''


არ ვიცი კაცია თუ ქალი, მაგრამ ასეთი კომენტარი სამარცხვინოა მინიმუმ ქრისტიანული პოზიციიდან. პირდაპირ გეყტვის არც მისი დაციტირებაა მთლად კარგი საქციელი, ჩემი აზრით რა თქმა უნდა.

რაც შეეხება, საკუთარი ოჯახში საკითხების დალაგებას, მგონი არ ითვალისწინებ, რომ ეს ადამიანი უკვე ბერია და მისი ერთადერთი ოჯახი არის ეკლესია, მას, მეუღლე აღარ ჰყავს და შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ იზრუნებს იმ საკითხებზე, რაც სტატიაში იყო წამოწეული. მანამდე როგორ ჰქონდა საკიტხი ამ თვალსაზრისით დალაგებული ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არასწორია საკითხების ასე დაყენება. სტატიის ავტორი იმდენად არ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც თავად სტატიის შინაარსი და ძალიან გთხოვ, ამაზე (ავტორზე და მის ყოფილ ოჯახზე) ნუღარ ვისაუბრებთ.

ციტატა
შენ რატომ გაკერებ ?
როგორც შენ , ისე ჩემი თავი და სხვები ერთად მოვიხსენიე . არ გამიკეთებია განსხვავება ჩემს , შენსა და სხვას შორის .
საერთო სურათის მიხედვით ვიმოქმედე და არა კონკრეტული პრეცენდენტის


არა მგონია აქ ფორუმზე მყოფი ადამიანებს თუნდაც ნახევარი მაინც თვლიდეს რომელიმე ბერის აზრს "დოგმატად", ამიტომ საერთო სურათი პირიქითაა.

კარგი, მოვრჩეთ ამაზეც, არ არის მნიშვნელოვანი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 25 2013, 04:35 PM
პოსტი #52


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
. სტატიის ავტორი იმდენად არ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც თავად სტატიის შინაარსი და ძალიან გთხოვ, ამაზე (ავტორზე და მის ყოფილ ოჯახზე) ნუღარ ვისაუბრებთ.

კი ბატონო , ნუღარ ვისაუბრებთ , მაგრამ როდესაც სასულიერო პირს ეხება საქმე , ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნება პირველხარისხოვანი რაიმეს შინაარსი და არა თავად ეს პიროვნება .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 25 2013, 04:37 PM
პოსტი #53


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ისევ და ისევ ვერ მივხვდი ამ თემის არს biggrin.gif პირველი იქდან დავიწყებ რომ ახალი რა იყო ამ სტატიაში ან რას გვასწავლის ეს ბევრი ვერ გავიგე. ყველამ თავის ოჯახს თვითო უნდა მიხედოს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს რას იზავს, არავის აქ მანდ ჩარევის უფლება და რჩევების დარიგება, ოჯახი იმდენად წმინდა და პირადულია.
ყოველთვის მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი ბერმა ოჯახზე ქალთან ურთიერთობაზე და მსგავს საკითხებზე როგორ უნდა მოგცეს მნიშვნელოვანი რჩევა. შეიძლება რაღაც სხვანაირად დაგანხოს ეს თემა ან რომელიმე წმინდანის სიტყვებით შეგაგონოს, მაგრამ თავად რომ გირჩიოს და ლექცია წაგიკითხოს ჩემთვის ცოტა გაუგებარია sad.gif ეს იმას გავს, მანქანის მართვას გასწავლიდეს ის, ვისაც მართვა არ შეუძლია.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 25 2013, 04:46 PM
პოსტი #54


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
rolleyes.gif
გინდა გითხრა აზრი ?
პირადად ჩემთვის აი ეს :

ციტატა
დღეს ძალიანაა მოდაში , ,, თეოლოგიურ წრეში '' ,,პროგრესულად მოაზროვნე ქრისტიანის '' სტატუსის ძიება . სხვადასხვა პიროვნებები ,,ტაბუდადებულ თემებს ხსნიან'' არა იმიტომ რომ ამის საჭიროება რეალურადაა მრევლში , არამედ იმიტომ , რომ – ,,პროგრესულად მოაზროვნის სტატუსი'' მოიპოვოს . პირადად მე ეს აზრი გამიჩნდა ამ სტატიის განხილვის შემდეგ , სხვას შეიძლება სხვა



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 25 2013, 04:56 PM
პოსტი #55


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
სხვადასხვა პიროვნებები ,,ტაბუდადებულ თემებს ხსნიან'' არა იმიტომ რომ ამის საჭიროება რეალურადაა მრევლში , არამედ იმიტომ , რომ – ,,პროგრესულად მოაზროვნის სტატუსი'' მოიპოვოს

იმასაც დავუმატებ რომ ეს უფრო პიარია, საკუთარი თავი რომ გააცნო საზოგადოებას.
რითი უნდა გააცნო თავი? რა თQმა უნდა "ტაბუდადებულ" თემაზე საუბრით.
პ.ს ერთი კითხვა მაქ ეს "ტაბუდადებული" რაღა ჯანდაბაა? ყველაზე მეტად ამზე ტლიკინებს ხალხი და რაღა "ტაბუდადებულაი"?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სელენია
პოსტი Nov 25 2013, 08:15 PM
პოსტი #56


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 8-June 13
წევრი № 13,195



G_saxva
ტაბუ — რაიმე ქმედების კატეგორიული აკრძალვა იმ მოტივით, რომ მსგავსი მოქმედება გამოიწვევს დაწყევლას ან მოყვება არა მიწიერი ძალების სასჯელი. მსგავსი შეხედულებები არსებობს ყველა საზოგადოებაში. მოქმედება შეიძლება არ იყოს მხოლოდ კონკრეტული, ტერმინი ვრცელდება საზოგადოების შიგნით არსებულ მორალურ შეზღუდვებზეც. ტაბუს დამსხვრევა - აღნიშნავს საზოგადოებაში არსებული შეხედულებების წინააღმდეგ წასვლას.(დავაკოპირე ვიკიპედიადან).

ტერმინი წარმოშობილია ფიჯური სიტყვა ტაბუ-დან ან ტონგური და მაორის სიტყვა ტაპუ-დან. ევროპაში 1777 წელს ტონგაზე მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა შემოიტანა.

shako1993
პრეზერვატივები,რომ ჩავრეცხოთ სპერმა და კონტრაცეპტივები რომ ქალები დავხოცოთ მაგის ხმარებიდან გამომდინარე არა!რითია ეგ ყველაფერი აბორტზე უკეთესი და განა ეგ ყველაფერიც არაა ცოდვა(რათქმაუნდა თუ შენი კომფორტის გამო აკეთებ ამ ყველაფერს).

A.V.M
უამრავი მღვდელია რომელსაც არ აქვს კარგი წარსული,მაგრამ ჩვენ არ ვიცით მათ გულში რა ხდება და რას წარმოადგენენ დღეს უფლისთვის.როცა ადამიანის პიროვნებას ვეხებით და ამას მისი გარეგანი ქცევით ვაფასებთ იქნებ ვცდებით ღმერთის წინაშე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 25 2013, 08:28 PM
პოსტი #57


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



სელენია
კაი მარა კონტრაცეპტივებზე მაინც გადააჭარბე ძაან...

კონტრაცეპტივები კი არა აბორტებით იხოცება ხალხი ზუსტად. შენ როგორც ქალს ჩემზე უკეთ მოგეხსენება ეგ.

P.S. საწყალი სპერმა... ჩარეცხილ სპერმას ჩივიხარ? ხალხი ჩარეცხეს უკვე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სელენია
პოსტი Nov 25 2013, 08:46 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 8-June 13
წევრი № 13,195



MIRDAT
მედიცინის სფეროს წარმოვადგენ და ვიცი რომ აბორტზე არანაკლებ სახიფათოა კონტრაცეპტივი.რა მნიშვნელობა აქვს ერთ დღეში მოკვდები თუ 2 წელში,შედეგი ერთიდაიგივეა.

პ.ს.ხოდა ყველამ ეგრე თუ იფიქრა სპერმაზე ეგ გაამრავლებს ერს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 26 2013, 02:27 AM
პოსტი #59


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სელენია
MIRDAT
საუბრის მიმართულებას რომ აცდით , ხვდებით ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 26 2013, 09:35 AM
პოსტი #60


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



სულ სხვა რამ დავწერე და სხვა რამე მივიღე პასუხად biggrin.gif . რიტორიკული კითხვა დავსვი "ტაბუ დადებული" რა არის თქო და სიტყვა ტაბუს განმარტება დამიწერეს biggrin.gif მგონი ჩემი აღარავის ესმის. კაი მოვრჩი აქ პოსტვას სისულელეა იმ კარის მტვრევა რომელიც ღიაა smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი