წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი, XII-XII საუკუნე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი, XII-XII საუკუნე |
zaza zarqua |
Jul 14 2007, 03:58 PM
პოსტი
#1
|
zaza zarqua ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 12-July 07 მდებარ.: Walenjixa წევრი № 2,447 |
-------------------- უფალო შეგვიწყალენ
|
ლილიანა |
Jul 14 2007, 04:23 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
zaza zarqua
რომელი საუკუნის ძეგლია ? -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
შოთა |
Jul 14 2007, 07:58 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
zaza zarqua
იქნებ ცოტა ისტორიაც დაგედო ამ ტაძრის შესახებ -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
marine |
Jul 15 2007, 03:26 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
zaza zarqua
ეს ის ტაძარი ხომ არაა სადაც ჩვენი მამა ანდრია მსახურობს? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
zaza zarqua |
Jul 16 2007, 01:40 PM
პოსტი
#5
|
zaza zarqua ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 12-July 07 მდებარ.: Walenjixa წევრი № 2,447 |
ისტორიას დავდებ ცოტა ხანში.ისე თამარ მეფეს უკავშირდება ამ ტაძრია აგება, მისი ბრძანებით აიგო.
ეხლა ამ ტაძარში მსახურობს დეკ. ანდრია ,მღ.ილია -------------------- უფალო შეგვიწყალენ
|
მხევალი ნინო |
Jul 16 2007, 01:43 PM
პოსტი
#6
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
zaza zarqua ციტატა ისტორიას დავდებ ცოტა ხანში.ისე თამარ მეფეს უკავშირდება ამ ტაძრია აგება, მისი ბრძანებით აიგო. ეხლა ამ ტაძარში მსახურობს დეკ. ანდრია ,მღ.ილია ზუსტად ისაა მარი, მამა ანდრია სადაც მსახურობს. ვაშა, როგორ გამიხარდა. სხვათა შორის მამა ანდრია ამ წუთას ფორუმშია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
zaza zarqua |
Jul 24 2007, 03:27 PM
პოსტი
#7
|
zaza zarqua ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 12-July 07 მდებარ.: Walenjixa წევრი № 2,447 |
-------------------- უფალო შეგვიწყალენ
|
marine |
Jul 24 2007, 03:45 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რა საოცარი ტაძარია!!! ნეტავი მოვილოცავდეთ ფორუმელები.. თან მამა ანდრიას და მის სულიერ შვილებს, რომლებიც ჩვენი ფორუმელები არიან, მოვინახულებდით
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nini egriseli |
Aug 18 2007, 09:48 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 |
მეც ნამყოფი ამ ტაძარში. მართლა ძალიან ლამაზი ტაძარია.გილოცავთ ფ
ერიცვალების დღესასწაულს ყველას.... -------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
tako@tako |
Feb 5 2009, 01:38 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 |
ამ ტაძარში ნამყოფი ვარ ეს ის ტაძარია სადაც მამა ანდრია მსახურობს.ტაძარი ზალიან შთამბეჭდავია განსაკუტრებით ფრესკებით ,პირველად გეჩვენება რომ გელათს გავს,ტაძარი საჭიროებს რესტავრაციას უძველესი ფრესკები სინესტის გამო ზიანდება.
შემდეგში ფრესკების სურათებსაც დავდებ. |
lamara |
Feb 5 2009, 04:12 PM
პოსტი
#11
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.)
ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან (ჭანის ჯიხა – ჭანის ციხე, ჭანის დიხა – ჭანის მიწა). ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო (ჭე დიხა დო ჭე წყარი). თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია. სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო (ჭე დიხა დო ჭე წყარიო). წალენჯიხის ტაძარი წარმოადგენს ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას. ე. თაყაიშვილი თვლის, რომ ტაძარი აგებულ იქნა არა უგვიანეს X-XI საუკუნისა. თ. სანიკიძე ტაძრის აშენების თარიღად მიიჩნევს XII ს-ის დასასრულს. XVI ს-ში საეპისკოპოსო კათედრა გადატანილ იქნა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში. მანდატურთუხუცესმა, ოდიშის (სამეგრელოს) მთავარმა ვამეხ დადიანმა (1384-1396 წწ) კონსტანტინეპოლს მიავლინა ბერები: მახარობელი ქვაბლია და ანდრონიკე გაბისულავა, მათ ჩამოიყვანეს ბერძენი მხატვარი კირმანუელი ევგენიკოს, რომელმაც შეასრულა ტაძრის ფრესკების ხატწერა. ფრესკები დღესაც შესანიშნავად გამოიყურებიან. XVII საუკუნეში თურქების ერთერთი შემოსევისას ეკლესიას მტერმა შეშა და თივა შემოუწყო და ცეცხლი მოუკიდა, მაგრამ ღმრთის შეწევნით, ფრესკები გადარჩა. დაზიანებული ზედა გუმბათი იმავე საუკუნეში ეპისკოპოს ევდიმონ ჯაინამა განაახლა. თაძრის მოძღვრები ტრადიციულად თაობიდან თაობამდე მღვდლები თვალთვაძეები იყვნენ. გაზეთი „ივერია” 1893 წელს წერდა: „წალენჯიხის ტაძარში წარწერები ბლომად იყო, სიძველის გამოვერ გავარჩიეთ. აქ გვიჩვენეს ერთი პატარა ძველი ოქროს ხატი. ხატში ორი ნიგვზის კაკლის ოდენა იაგუნდებია ჩამჯდარი მშვენიერი ფერისა. აქვე ამ ეკლესიის გალავანში, ვნახეთ ქათალიკოზის სახლის ნანგრევები. ეკლესიის მღვდელმა თვალთაძემ მოგვიწვია საუზმედ და დიდი პატივი გვცა. მოგვიტანეს სამოთხნაირი საკუთარი ვენახების დაბლნარის თუ მაღლნარის ღვინოები და ყურძენიც. როგორც ყურძენი ასე ღვინო მაღლნარისა ბევრად სჯობდა დაბლნარისას. აქ გვიჩვენეს აქაური სახნისი, ფარეხიც კი, გვიჩვენეს აგრეთვე აქ გაკეთებული დარაია”. „ივერია” 1893 წელს აქვეყნებს „ხაკო უჩარდიას” პუბლიკაციას. რაც თხუთმეტ წელზე მეტია დაარსდა... ორკლასიანი სახალხო სკოლა, სადახ დღეს ასორმოცდაათამდე შეგირდი სწავლობს. მცხოვრებთა რიცხვი 900-ს კომლამდეა. მემამულენი არიან დადიანნი ძლიერ ახლო ნათესავნი სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავითისა, არიან აზნაუიშვილებიც, თვალთვაძეები რომელთა დიდის მეცადინეობით და შემწეობით დაარსებული აქ ორ კლასიანი სკოლა (მათი შეწირულობაა თითქმის ორი ქცევა მიწა, სადაც გაშენებულია დღეს ეს ორ კლასიანი სკოლა). გვაჯავები და ქუჩულორიები, ზოგიერთნი სხვებიც... აი ამ მაღალ საზოგადოებაში აღიძრა ეხლახან ერთი ფრიად სასარგებლო კეთილი და ფრიად საყურადღებო აზრი-დაპირება ერთკლასიანი დედათა სკოლისა (პირველი მაგალითი ჩრდილოეთ სამეგრელოში). საყურადღებოა ამ საქმის ერთი გარემოება, რომ მოსალოდნელი დედათა სკოლის გამართვას და ხარჯსაც იკისრებს საზოგადოება მხოლოდ მაშინ, თუ მთავრობა ნებას დართავს დედა-ენის ქართულის სწავლებისას... ამ საქმის შესახებ მათ ჰქონდათ მოლაპარაკება მაზრის უფროსთან და მის თანაშემწესთან. აგრეთვე მომრიგებელ მოსამართლე ბატონ დ. ჩიჩუასთან, რომელთაც აღუთქვეს დიდი შემწეობა მთავრობის წინაშე. უპატივცემულესი კ-ნა დადიანისა,ლორთქიფანიძი ს ასული ჭეშმარიტად ამ საქმის მშობელია”. სასულეირო მოღვაწეთა და საერო პირთა ერთობლივი ღვაწლით დაარსდა საქალებო სასწავლებელი, რომელსაც დროებით თავისი სახლი დაუთმო „კნეინა” ვარდოვნა დადიანისამ ლორთქიფანიძის ასულმა. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები. კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლობაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღდგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წინამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია. ამავე ტაძარში მსახურობს მღვდელი ილია ლუკავა, რომელიც არის სოფ. ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამღვარი. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
expert:) |
Apr 4 2009, 02:48 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 20-March 09 წევრი № 6,686 |
აუ ამ ტაძარში უნიკალური ფრესკებია. . . . . . . . . .
|
lingvo |
Apr 6 2009, 04:43 PM
პოსტი
#13
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
აუ ამ ტაძარში უნიკალური ფრესკებია. . . . . . . . . . ეს ტაძარი მოილოცეს ფორუმელებმა. მამა ანდრიამ უმასპინძლა -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
SantaDzuku |
Apr 8 2010, 02:40 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 18-December 08 წევრი № 6,126 |
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი თუ XII საუკუნისაა, მაშინ ძნელად დასაჯერებელია, რომ ის თამარის მეფობის დროს აეგოთ. აქ უფრო საქმე გვაქვს თამარის პერსონის მიმართ ქართველი ერის ღრმა თაყვანისცემის ფაქტთან (წმიდა ნინოს ღვთისმშობლის დობილს უწოდებენ, ხოლო თამარს ღვთისმშობლის სწორს). ზოგადად ქართული პატრიარქატი მატრიარქის უზადო თაყვანისმცემელია, უძველესი დროიდანაც ქართული პანთეონი ფრიად მატრიარქალური იყო. განსაკუთრებით საგულისხმოა ბუნების დიდი დედა, იგივე ალმა მატერ – ნანა. თამარის სახელს ასევე უკავშირდება ერთმალიანი ხიდის არსებობაც, მას თამარის ხიდს უწოდებენ. თუმცა მგონია, რომ ერთმალიანი ხიდი, როგორც ნაგებობა განვითარებულ შუა საუკუნეებზე გაცილებით ძველ დროს უკავშირდება.
გარდა ამისა, ვგონებ, XII-XIII საუკუნის ქართულ ეკლესიების განგეგმაში აბსიდები ოთხკუთხედშია ჩახაზული, რაც არ დასტურდება წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის შემთხვევაში. ეს ჩემი მწირი ცოდნიდან გამოტანილი დასკვნა-ჰიპოთეზაა. ახლა წალენჯიხის და წენდიხის ტოპონიმების წარმოშობის შესახებ: ჩემი ღრმა რწმენით, ეს ორი ტოპონიმი სხვადასხვა, ურთიერთდამოუკიდებელი წარმოშობისაა და მოგახსენებთ ამის შესახებაც. წალენჯიხა – რამდენადაც ლაზურის მცოდნე ხალხმა მითხრა, სიტყვა წალენ არის ძველი ჭანურ-ლაზური (შესაბამისად - კოლხური) სიტყვა და ნიშნავს თუდოლენ-ს, ანუ ქვემოს, ხოლო მოგეხსნებათ, ჯიხა ციხეა. აქედან – ქვემო ციხე – წალენ ჯიხა. სიტყვა წალენ დღემდე ქვემოს მნიშვნელობით იხმარება თურმე ლაზურში. წენდიხა – უახლოესი და მონათესავე ტოპონიმი არის წენწყარი – ჭანის წყალი. ქართულ ენათა ბგერათმონაცვლეობიდან გამომდინარე წესით ჭან უნდა იყოს კოლხური ფორმა, ხოლო წენ იბერიული, რადგანაც ე დომინანტია იბერიულში, ხოლო ა კოლხურში (ერთი – ართი, ექვსი – ამშვი), ასევე წ დომინანტია იბერიულში, ჭ – კოლხურში (წითელი – ჭითა, წერა – ჭარუა). წენწყარის შემთხვევაში ბგერათა პირიქითა მონაცვლეობას აქვს ადგილი. ამის სხვა მაგალითებიც იქნება, მოსაძიებელია. ჩვენს შემთხვევაში მთავარია შემდეგი: როგორც წენ-წყარი არის ჭანის-წყალი, ასევე წენ-დიხა გამოდის, რომ არის ჭანის-მიწა. ამასთან, თუ “ჭე დიხა დო ჭე წყარიდან” წენდიხა მიიღება, მაშინ სად ქრება “ჭე წყარი”? აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ წენდიხის წარმოება “ჭე წყარი დო ჭე დიხადან” უფრო ფანტაზიის ნაყოფია. წალენჯიხაზე საინტერესო ინფო იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%...%83%AE%E1%83%90 მანდვე არის ბმული საკათედრო ტაძარზეც |
ეკატო |
Apr 13 2010, 09:02 PM
პოსტი
#15
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ეს ტაძარი მოილოცეს ფორუმელებმა. მამა ანდრიამ უმასპინძლა ამ ტაძარში მსახურობს მამა ანდრია მართლაც საოცარი ტაარია, ძალიან ძველი და მადლიანი -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
KAIROS |
Apr 17 2010, 03:54 AM
პოსტი
#16
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთი იდეა მაქვს ფორუმელებისადმი, ახლა ტექნიკა შორს წავიდა, არის ციფრული აპარატები, არის კომპიუტერი, როცა მოხვდებით ასეთ ლამაზ ეკლესიებში, გადაიღეთ სურათები და გვაჩვენეთ; ასე ძალიან მნიშვნელოვან არქივსაც გავაკეთებთ
სცადეთ აბა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ეკატო |
Apr 18 2010, 12:27 AM
პოსტი
#17
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ფორუმელების წალენჯიხაში სტუმრობის დროს გადაღებული რამოდენიმე ფოტო მაქვს და სიამოვნებით განახებთ
ეს ფოტოები მამა არჩილის გადაღებულია აი ჩვენი მამა ანდრია ულამაზესი ფრესკებია ამ ტაძარში, თუ ვინმეს გაქვთ ფოტოები იქნება ატვირთოთ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
SantaDzuku |
Jun 19 2010, 03:06 AM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 18-December 08 წევრი № 6,126 |
off topic-ში არ ჩამითვალოთ, ეწვიეთ საიტს: www.dzeglebi.ge , უანგაროდ ვაკეთებთ ამ საქმეს მეგობრები, თქვენც მგონი გულგრილი არ დარჩებით...
|
ემანუელი |
Jun 22 2010, 10:58 AM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 29-May 10 წევრი № 8,920 |
KAIROS
მე ვაპირებ წალენჯიხაში ახლო მომავალში წასვლას და იქაც მივალ აუცილებლად სურათებს დავდებ -------------------- ჩვეთან არს ღმერთი!
|
marine |
Jun 23 2010, 04:43 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფორუმელების წალენჯიხაში სტუმრობის დროს გადაღებული რამოდენიმე ფოტო მაქვს და სიამოვნებით განახებთ აი ჩვენი მამა ანდრია რა ძვირფასია მამა ანდრია!!!!!!!!!!! ტაძარი კი უნიკალური!!!!!!!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი