ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
marine |
Jan 14 2016, 01:23 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაცხოვარი იშვა, ხსნის გზა განათდა. მაშ, შევიმოსოთ მისი რწმენით და მისი მადლით, რამეთუ ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს ქვეყანას და ეს არის მთელი ქვეყნის მძლეველი ჩვენი რწმენა (I იოანე 5,4).
ქრისტე იშვა - ადიდებდეთ მას! ქრისტე ზეცით გარდამოხდა - მიეგებეთ!" /ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 21 2016, 12:48 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოვიდა იგი ჩვენთან მორჩილი და დამდაბლებული. სასახლესა და სამეფო პატივს გამოქვაბული არჩია და ბაგასა შინა მწოლად წარუდგა სოფელს. დიახ, მან პირველი წუთებიდანვე ყველას უჩვენა მაგალითი საოცარი თავმდაბლობისა და ამ სათნოებისკენ მოუწოდა თავის მიმდევართ".
/ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 4 2016, 09:12 PM
პოსტი
#43
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შობის ვარსკვლავი - პუანსეტია
"შობის ერთ-ერთი სიმბოლოა ულამაზესი ყვავილი პუანსეტია, იგივე შობის ვარსკვლავი. მისი სამშობლოა მექსიკა. პუანსეტია ოთახის სხვა მცენარეებისგან განსხვავებულია: ზედა ნაწილში ფოთლები შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი, იშვიათად ცისფერი, მოიისფრო, ორ ან სამ ფერშიც კი. ამ ყვავილის 100-ზე მეტი სახეობა არსებობს. არსებობს ასეთი ლეგენდა: თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ-ერთ შობის ტაძარში მიმავალ და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. გზაში ბავშვების ყურადღება უსახურმა მცენარემ მიიპყრო, რომელსაც პატარა მწვანე ფოთლები ჰქონდა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, საჩუქრად ეს მცენარე წაეღოთ, ვიდრე ხელცარიელნი მისულიყვნენ. მოხდა სასწაული: ბავშვების მიერ ტაძარში საშობაოდ მირთმეული მცენარე გაწითლდა და საოცარ ყვავილად გადაიქცა. მას შემდეგ პუანტიას საშობა ყვავილად მიიჩნევენ". /ირინე ქებურია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 15 2016, 12:58 PM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ... და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა."
/მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 16 2016, 01:11 PM
პოსტი
#45
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შობის აღნიშვნა თუ შემოისაზღვრება მხოლოდ ღორის დაკვლით და მწვადების ჭამით, ეს არ ნიშნავს ქრისტიანობას. ქრისტიანული დღესასწაული არ გულისხმობს მხოლოდ რომელიღაც კონკრეტული ისტორიული მოვლენის გახსენებას, არამედ მის აქტუალიზებას ჩვენს დროში და ჩვენს მასთან სულიერ თანამონაწილეობას. ამიტომ შობის ან ნებისმიერი სხვა ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნისას, რაღაც უნდა იცვლებოდეს ჩვენში, ცოტათი მაინც".
/დეკ. გიორგი (თევდორაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 25 2016, 10:58 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 26 2016, 07:31 PM
პოსტი
#47
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადრე ქრისტეს შობის ტაძარს სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგ ვერ შეხვალ. ამ კარს "სიმდაბლის კარი" ჰქვია. დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში, რომელიც არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს შეუმუსრავთ. ტაძრის თაღები ეყრდნობა 44 მარმარილოს სვეტს, რომელზეც ზეთის საღებავებით წმინდანების და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა წმინდა მიწაზე სხვაგან არსად გვხვდება".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 8 2016, 10:22 PM
პოსტი
#48
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფლის შობა მშობელია მშვენიერებისა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 2 2017, 06:35 PM
პოსტი
#49
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაცხოვრის შობის უდიდესი მნიშვნელობა სწორედ რომ ამ ჯვარცმაში ვლინდება - ადამის ცოდვა იმდენად დიდი იყო, მისი, ისეთი მძიმე ფორმით გამოსყიდვა გახდა საჭირო, როგორიცაა ჯვარცმა. მაცხოვრის შობა იმ დრომდე იყო განსაზღვრული, სანამ ადამი დაეცემოდა. ღვთის განგება წინასწარმოცდნეა - ადამის შექმნამდე უკვე იცოდა, რომ ის დაეცემოდა და ძე ღვთისა უნდა განკაცებული".
/მამა ალექსანდრე გალდავა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 5 2017, 06:00 PM
პოსტი
#50
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს ბეთლემი ემსგავსება ზეციურ სამყოფელს. ვარსკვლავთა ნაცვლად ურიცხვნი ანგელოსნი ასევია თავს, მზისა წილ კი - თავად მზე სიმართლისა, უფალი ღმერთი დანათის. გიხაროდეთ, საყვარელნო ძმანო, დღეს იშვა ყველაფრის მშობელი და დამბადებელი".
/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 5 2017, 09:28 PM
პოსტი
#51
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დაუსაბამო დღეს იშვება ყრმად, უმაღლესი და უაღმატებულესი ბაგასა შინა მიიწვინება; ხელშეუხებელი და არსება უსხეულო ადამიანის ხელით შეიგრაგნება; რომელმაც ჯოჯოხეთის საკრველნი განხეთქა - ადამიანური სახვევებით იკვრება".
/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 6 2017, 07:55 PM
პოსტი
#52
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გილოცავთ, ჩემო ფორუმო და ფორუმელებო ქრისტეშობა უსასრულოდ გათენებულიყოს აქ
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sandro40 |
Jan 7 2017, 10:09 AM
პოსტი
#53
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
|
marine |
Mar 28 2017, 09:52 AM
პოსტი
#54
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სად შეხვდნენ ერთმანეთს უკიდურესი რეალიზმი და უკიდურესი იდეალიზმი? - ბაგაში" (ბესიკ ხარანაული). სწორედ ქრისტეს ბაგაში შობით და შემდგომ ღარიბული ცხოვრების არჩევით იკურთხა სიღარიბე. "შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა" (ტერენტი გრანელი)".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 31 2017, 12:21 PM
პოსტი
#55
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამბობენ, დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი რომ ყოფილიყო, ახალშობილი ქრისტე მაშინაც ჩამოვიდოდა. რა დიდია მისი სიყვარული!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 27 2017, 09:34 PM
პოსტი
#56
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იშვა ქრისტე, ადიდეთ, ვისაც რით ძალგიძთ: ზოგმა - შრომით, ზოგმა - გალობით, მე და შენ კი - დათმენით!"
/ანატოლი ოპტელი/ "ალილო" "ალილუიადან" მომდინარეობს, რაც, მოგეხსენებათ, "დიდება შენდა, ღმერთოს" ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია." "შობა მართლაც დღესასწაულთა დღესასწაულია, იგი იმდენად დიდია, რომ ტაძრები ვერ იტევს და გარეთ გადმოიღვრება." /მამა ზაქარია მარგალიტაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 27 2017, 10:11 PM
პოსტი
#57
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოციქულთა დროიდანვე შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა, იმდენად მჭიდროდ უკავშირდება ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, და მხოლოდ გვიან, მე-3-4 საუკუნეებში, მოხდა მათი განყოფა. თუ დააკვირდებით, მათ მსგავსი ტიპიკონები აქვთ. რომ არა შობა, არ იქნებოდა არც ნათლისღება, რომლის წყალობითაც ყველა იმ მადლისა და სიწმინდის ზიარნი ვართ და საკუთარ თავში უშუალოდ განვიცდით, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა."
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 10 2017, 02:23 PM
პოსტი
#58
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვისთვისაც ქრისტე გულში არ შობილა, თავისი ცხოვრებით არ ეძიებს მას, მისთვის არც ხორციელად, დროში შობილა იგი."
"შობის შემდგომ სამყაროში მადლი შემოვიდა." "უფალი ყოველთვის იბადება, როცა რწმენა გვიახლდება, ცოცხალი და ნამდვილი რწმენა." /მამა ზაქარია მარგალიტაძე/ "ქართული სიტყვა "გამარჯობა" მხოლოდ ხილულ არაკეთილმოსურნეზე კი არა, ცოდვებზე, ცხოვრების არასწორ წესსა და დაცემულ ბუნებაზე გამარჯვებასაც გულისხმობს. თუ ჩვენში რწმენა არ დაიბადა, წყვდიადში ვგიებთ. სწორედ ამ ნათელს შობს ჩვენში ქრისტე." "თავისთავად, უდიდესი რამაა, ჩვენში შობას ასე რომ აღნიშნავენ, ყოველი კუნჭული ამ სიხარულითაა გაჟღენთილი. ეს უზარმაზარი ბედნიერება და მადლის გადმოღვრაა დედამიწაზე, მაგრამ შობის სიხარული და ახალი სიცოცხლე ჩვენშიც რომ დაიბადოს, საჭიროა მოღვაწეობა, თავგანწირვა და არჩევა უფლისა, როგორც მთავარი ორიენტირისა და მიზნისა. თუმცა მხოლოდ არჩევანის გაკეთება არ კმარა, საამისოდ გმირობაა საჭირო, რომ ყოველი წინაღობა - დაცემული აზროვნება, კულტურული ნალექი, შეზღუდულობა, მითები და მატერიასთან მიჯაჭვულობა დავძლიოთ." /მამა ზაქარია მარგალიტაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 13 2017, 01:33 PM
პოსტი
#59
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სადაც ბაგაა უფლისა, იქვეა სამარე ბოროტებისა."
"მორწმუნეთა გულში უფალი ყოველწუთიერად იშვება და მოსავს მათ სხვადასხვაგვარად ნაქსოვი მადლის სამოსით." "ვისთვისაც ქრისტე არ შობილა გულში და არც ცდილობს მის პოვნას თავისი ცხოვრებით, მისთვის არც ხორციელად შობილა, განკაცებულა იგი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 14 2017, 11:37 AM
პოსტი
#60
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულიერმა შვილმა სთხოვა მამა პაისის, - საშობაოდ რაიმე მისურვეთო. ბერმა მიუგო, - "ვისურვებდი, იდგე ქრისტესა და ღვთისმშობლის გვერდით ისე, როგორც ის ცხვარი დგას ბაგასთან. ვფიქრობ, მას არაფერი აქვს დასაჩივლი, როგორც იმ ხარსა და ვირს, რომლებიც თავიანთი სიმხურვალით ათბობენ ბაგაში ჩაწვენილ ქრისტეს. "იცნა ხარმან მომგებელი და ვირმან ბაგე უფლისა თვისისა" (ესაია 1,3), - ბრძანებს წინასწარმეტყველი ესაია.
რას ნიშავს, "ხარმა იცის თავისი პატრონი და ვირმა ბაგა თავისი უფლისა" (ბატონისა)? მათ იცნეს, ვინც იწვა ბაგაში და თავიანთი სუნთქვით გაათბეს! იცნეს თავიანთი შემოქმედი! ხოლო ვირი რამხელა პატივის ღირსი გახდა - ქრისტე უნდა წაეყვანა ეგვიპტეში! ხელისუფალნი დადიოდნენ მოოქრული ეტლებით და რითი წავიდა ქრისტე! როგორ მინდა ის ვირი ვიყო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი