IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან
ეგრი
პოსტი May 2 2007, 02:25 PM
პოსტი #81


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



piligrimi
ციტატა
აქედან გამომდინარე იმ მიზეზით რო ტაძარი უმოქმედოა არ შეიძლება მისი სხვა აღმსარებელთათვის გადაცემა, უკაცრავადს მაგრამ შემდეგ ხალხს ვუთხრათ სომხურ ტაძარში იარეთქო.

აქ მიზეზშედეგობრივობა აგერია. უმოქმედო რომაა იმიტომ კი არ უნდა გადავცეთ, გრიგორიანული რომაა იმიტომაა უმოქმედო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვა-კურთხევით ჩარაზეს.
ციტატა
და დამიჯერე ასე თუ მოვიქცევით ძალიან ბევრ ტაძარს დავკარგავთ. და იმედია ამ საკითხს მართლაც კვალიფიციური ექსპერტები შეისწავლიან და მხოლოდ სუბარის მოხსენების საფუძველზე არ გადაწყვეტენ

ეგ ტაძარი მართლმადიდებლური რომ იყოს საქართველოს ეკლესია ისე გააგრძელებდა შიგ წირვა-ლოცვას, როგორც დაგიბარებია. არაა ქართული და მაგიტომაც გამოვიდნენ, მაგრამ გასაღებიც თან წაიღეს.
ციტატა
ეს ზოგადად ჩემი აზრია და ვიმედოვნებ რომ საქართველოს ყოველ ტაძარში ვიხილავთ მალე მართმადიდებლურ წირვა-ლოცვას

ყველაში ღმერთმა დაგიფაროს და მართლმადიდებლურში კი ბატონო.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი May 2 2007, 08:16 PM
პოსტი #82


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა
უმოქმედო რომაა იმიტომ კი არ უნდა გადავცეთ, გრიგორიანული რომაა იმიტომაა უმოქმედო.

მგონი შევთანხმდით რომ სანამ დასაბუთებული დასკვნები არ გვექნება (გარდა სახალხო დამცველის მოხსენებისა) ამაზე რა გვეკამათა
ციტატა
ეგ ტაძარი მართლმადიდებლური რომ იყოს საქართველოს ეკლესია ისე გააგრძელებდა შიგ წირვა-ლოცვას, როგორც დაგიბარებია. არაა ქართული და მაგიტომაც გამოვიდნენ

უკაცრავად მაგრამ შენ თვითონ აღნიშნე რომ სომხებმა გამოთქვეს პროტესტი და იმიტომ შეწყდაო
მე ისევ დავუბრუნდები ჯავახეთის თემას კუმურდოსა და სამსარის ტაძრებიც ქართულია და ეს დამტქიცებულია მაგრამ იგივე პროტესტის გამო შეუძლებელია იქ წირვა-ლოცვის ჩატარება, ეს ჩემთვის რეალური ფაქტია სუბარის დასკვნისგან განსხვავებით
ციტატა
ყველაში ღმერთმა დაგიფაროს და მართლმადიდებლურში კი ბატონო.

და შენს მიერ წარმოთქმულ ამ ფრაზაში პატარა კორექტირებას შევიტან ჩემი აზრის გამოსათქმელად ყველაში ღმერთმა ქნას
და საერთოდ გამიხარდა რაღაც საქმეში ღვთის იმედი რომ გაქვს


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი May 4 2007, 03:22 PM
პოსტი #83


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ბავშვებო ბუჩაანში აღარ მივდივართ?
რაღაც ეს თემა ჩავარდა, თუ რა ხდება? huh.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 8 2007, 09:15 AM
პოსტი #84


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



_Matasi_
ციტატა
ბავშვებო ბუჩაანში აღარ მივდივართ?
რაღაც ეს თემა ჩავარდა, თუ რა ხდება?

ხო რაღაც მართლა არ ვაქტიურობთ.
არადა რა მაგრად მინდა წასვლაააsmile.gif

თიო სადაა ნეტა? სულ დაგვეკარგა კაცოsmile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 10 2007, 10:12 PM
პოსტი #85


დაურეგისტრირებელი









აი ეს თემაა, მივდივართ გერგეთის ნაცვლად ბუჩაანში
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 11 2007, 09:34 PM
პოსტი #86


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



გაგრძელება --- http://church.ge/index.php?showtopic=1645&st=0


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 3 2007, 10:59 PM
პოსტი #87


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



აუ ჩემ სოფელზე რო არ ვთვა არ შემიძლია smile.gif

ჩემ სოფელში 9 ეკლესია იყო ერთი სოფლისთვის საკმაოდ ბევრია smile.gif

ახლა სამწუხაროდ 2 მიწის ქვემოთაა და 7 დარჩა და არც ერთი მოქმედი არაა ჯერჯერობით sad.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PHANTOM
პოსტი Jan 29 2008, 12:55 PM
პოსტი #88


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 15-November 07
მდებარ.: GEORGIA, TBILISI
წევრი № 3,184



დილა მსშვიდობისა ყველას, მე შეიძლება ითქვას ახალი წევრი ვარ smile.gif ეს თემა ძალიან მომეწონა, შესანიშნავი წამოწყებაა და სიამოვნებით შემოგიერთდებით. თქვენს გვერდით ვარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jan 29 2008, 01:33 PM
პოსტი #89


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



stch
ციტატა
ჩემ სოფელში 9 ეკლესია იყო ერთი სოფლისთვის საკმაოდ ბევრია

ახლა სამწუხაროდ 2 მიწის ქვემოთაა და 7 დარჩა და არც ერთი მოქმედი არაა ჯერჯერობით

სად არის ეს სოფელი?


ბავშვებო რატომ მივატოვეთ ეს თემა? sad.gif
იქნებ სადმე წავსულიყავით გაზაფხულზე...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 2 2008, 08:56 PM
პოსტი #90


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



mivcem Tavs uflebas Cemi soflis eklesiaze mogweroT.

IPB-ს სურათი


საეკლესიო სოფელი აკურა

სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~.
აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა.
დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა.
აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად.
დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა.
მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად.
1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც.
დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია).
დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს.



გთავაზობთ სურათსაც
IPB-ს სურათი


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 11 2008, 03:14 PM
პოსტი #91


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



12 საუკუნის ტაძარი სოფელ ლელიანში!


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GEORGIO
პოსტი Jan 15 2009, 05:37 PM
პოსტი #92


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,162



ამ თემის ჩაგდება იქნებოდა. sad.gif იქნებ მარტიდან მიგვეხედა ამ საკითხებზე rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kent5
პოსტი Jan 28 2009, 04:00 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



მოგესალმებით ყველას. თქვენ ვინმე თუ ხართ ნამყოფი ხაშმის სამებაში. ეს არის სოფელ ხაშმიდან დაახლოებით 3მაქსიმუმ 5 კილომეტრში გზა ტყეში მიდის მაგრამ მშრალ ამინდში ჩვეულებრივ მანქანას პრობლემა არა აქვს. ტაძარი აშენებულია ვახტანგ გორგასლის მიერ 3 ნავიანი ბაზელიკაა. ზუსტად თბილისის ანჩისხატის ნაირია ოღონდ ერთნახევარჯერ უფრო დიდი. უნიკალური ფრესკებით. იქ ამჟამად მსახურობს ერთი ბერი მამა ანდრია. მე ერთი თვის წინ ვიყავი ერთი ღამე დავრჩი. ტაძრის სურათებს აუცილებლად დავდებ. ეს არის უნიკალური ტაძარი. აქ ყოფილა საეპისკოპოსო, როდესაც საქართველოს დედაქალაქი დროებით გორგასლის დროს ყოფილა უჯარმა. თუ ვინმე დაინტერესდებით ამ მონასტრის შესახებ შეგიძლიათ მკითხოთ, მე შეძლებისდაგვარად დაგაკვალიანებთ.


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2018, 11:41 AM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უბედო ბედმა სრულიად გააუკაცრიელა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2018, 06:51 PM
პოსტი #95


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამწუხაროდ, ბევრი ნანგრევი დაგვიტოვა წარსულმა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2018, 09:06 PM
პოსტი #96


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქარი თუ შეარხევს ტაძრის ზარს და მტვერს გადაწმენდს... სანთლის წმინდა სიმხურვალეს ელიან გარინდებული ტაძრები..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი