თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ ლექსით დახატული სურათი...

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Apr 12 2007, 01:22 AM

ზღვა ბობოქრობს... ზღვის ტალღები...
გამალებით ქვიშალ ლოკავს...

ნაპირზე კი ტირიფები...
დათოვლილი დევებს მოჰგავს...

ამ ატეხილ ქარ თოვაში...
მოკუნტული ვდგფავარ ობლად...

არვინა მყავს ხმის გამცემი...
და ვარ ჩემთვის ასე ოხრად...

ზღვა ბობოქრობს... კვლავ ტალღები...
გამალებით ქვიშას ლოკავს...

მე კი მარტოდ გაყინული...
ვზივარ ზღვასთან ფიქრთან ობლად...

ჩემი დაწერილია აბა როგორია? tongue.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Sep 27 2007, 05:55 PM

IPB-ს სურათი


Like a candle burning bright
love is flowing in your eyes;
a flame to light our way
that burns brighter every day
Now I have you
Nobody loves me like you do...
Like a leaf upon the wind
I could find no place to land
I dreamed the hours away
and wondered every day
do dreams come true?
Nobody loves me
like you do.

What if I never met you?
Where would I be right now?
Funny how life just falls in place somehow.
You touched my heart in places
that I never even knew ...
Nobody loves me like you do.
I was words without a tune,
I was a song still unsung;
A poem with no rhyme,
a dancer out of time.
But now there's you.
Nobody loves me like you do.

What if I'd never met you?
Where would I be right now?
Funny how life just falls in place somehow.
You touched my heart in places
that I never even knew.
Nobody loves me,
nobody loves me,
nobody loves me
like you do...
nobody loves me like you do.

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 28 2007, 10:23 PM

სადღაც აქვეა სიკვდილი,
როგორ ახლოა მიწა,
არყოფნის გემებს მივკივი
არარაობის ზღვიდან;
ალბათ ხარობდა დედაი,
როცა პატარას მზრდიდა


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Oct 1 2007, 06:55 PM

მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.
ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.
დღე იკარგება წყნარად, -
დუმს, ყველაფერი დუმს
და გული ყვირის, მაგრამ
ვინ რას გაუგებს გულს?!



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Nov 1 2007, 01:55 PM

ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის
ხიდი ხიდია ბოლოს და ბოლოს
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლი......
თუ ფეხი შედგი-გადი ბოლომე,
თუ გიყვარს-უნდა ეყმო ბოლომდე.
და თუ გძულს-უნდა გძულდეს ბოლომდე!
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია
კაცის და ღმერთის!
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 5 2007, 10:06 PM

მარი smile.gif

ჯერჯერობით ფავორიტია შენი ხიდის სურათი ლექსითურთ, ძალიან საინტერესო ნამუშევარია. თუ შენ გადაიღე პროფესიონალებში ითვლები. არ მახსოვს აქ იყო თუ თქვენს მიერში.

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 6 2007, 07:59 PM

staywhite არაა ჩემი


ოხ ღმერთ ნეტავ რატომ მოველი, ყოველდღე ბრძოლას და ამხედრებას?
რად მინდა ვიყო ავის პყრობელი და თან არასდროს გკადრო ვედრება?
რად ვერ დასცრება ვერც ერთი წუთით ჩემი მშფოტვარე გიჟი ცხოვრება?
რით ვერ ვისწავლე რომ სიყვარული მხოლოდ ბრძოლაში არ იბადება...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 6 2007, 08:30 PM

სადღაც აქვეა სიკვდილი,
როგორ ახლოა მიწა,
არყოფნის გემებს მივკივი
არარაობის ზღვიდან;
ალბათ ხარობდა დედაი,
როცა პატარას მზრდიდა
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 6 2007, 11:18 PM

ნეტავი, სულის პეპელა
ჩემს კარზედ ჩამოივლიდეს,
ღვთის საიდუმლოს მეტყოდეს,
მერე სულ ჩემთან ივლიდეს.
თავის ჭრელ ფრთებზე
შემსვამდეს,
ქვეყანას შემოივლიდეს...
მერე თუ მოვწყინდებოდი,
ცის კიდეს გადაივლიდეს.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 7 2007, 12:49 PM

წვიმა მე მგავ,
მე — იმას,
დარდით ღლილებ —
ვტირივართ.
(ეთერ თათარაიძე)
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 7 2007, 01:44 PM

ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრისთვალია.
ყოველთვის მემახსოვრები _
ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 13 2007, 10:48 PM

მარტო ვარ, მარტო დავდივარ,
მარტოდ ვაწუხებ საწუთროს,
ხან დარდი ამეწეწება,
ხან ვეძებ სულის სამყუდროს.
როცა ვარ შაწუხებული
ვხედავ, უფალი არ მკუთვნობს,
დავდივარ დაფიქრებული,
ჟამს ჟამიანს და ჟამს უდროს,
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 13 2007, 11:01 PM

მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)


თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .


შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

პ.ს. მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე....

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 14 2007, 05:27 AM

ე ჰ . . .

* * *
ერთი უმწეო წვიმის წვეთი ვარ,
ჩემს დანახვაზე გაშლიან ქოლგებს,
მე თბილ სახესთან შეხებას ვნატრობ,
მაგრამ ვეხები ხეებს და ფოთლებს...

მე უუფლებო ნაკადული ვარ,
რადგან ვეკუთვნი სულ სხვა მდინარეს,
მაინც ვპოულობ ჩემს თავში ძალას,
ვიყო ანკარა, პირმოცინარე...

მე მირჩევნია წვიმად მოვიდე,
ღრუბელს გავურბი და გზას ვიკვალავ,
თავშესაფარს თუ მოძებნი ჩემგან,
გთხოვ, ხელებს მაინც ნუ დამიმალავ...


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 14 2007, 01:01 PM

ყველამ გამწირა, _
მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:
მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:
ტყე აიჩეხა, _
ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 14 2007, 01:31 PM

ციტატა
მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)


თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .


შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...


2kiss.gif cray.gif
IPB-ს სურათი






პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 14 2007, 03:22 PM

მზემ მთხოვა სული, ვერ მივე,
ვერც — ზღვას, შემომდგარს პირამდი,

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 17 2007, 01:06 PM

მე წავალ დილით,
ალიონის კარს გავიხურავ
მზეს მივაფიცხებ დანამულ თითებს

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 18 2007, 04:15 PM

იწყევლებიან მკვდარი წამები
და არწმუნებენ შეშლილ წამებას;
მოხვალ – არვის არ ენანები,
მიხვალ – არავინ არ გენანება,
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Nov 18 2007, 04:55 PM

კედელზე რა ნაცნობი გათხრებია ნაწარმოები biggrin.gif: biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 18 2007, 05:24 PM

ბოროტი სული უბოროტეს სულსა ჯობია
ვინც სხვაზე ნაკლებ ბოროტია მითაც კარგია
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 19 2007, 12:17 PM

წამოვიდა წვიმა და
ნელა-ნელა იმატა.

აწკაპუნდნენ წვეთები –
მიწას დავეღვენთებით.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 19 2007, 08:50 PM

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 20 2007, 01:48 AM

ნაკვალევი თოვლში...




IPB-ს სურათი


მე ვნახე მთვარე...

IPB-ს სურათი



ვიყავი მზესთან...


IPB-ს სურათი




საათი მოკვდა ჩემს მაგიდაზე,
ბოლთას აღარ სცემს წამის ისარი
და უკვდავების ჩუმ გარინდვაზე
მერქნით ამევსო გულის ფიცარი....

IPB-ს სურათი

და მე მოვედი ელვასავით მოწმენდილ ცაზე,
თვით უკუნეთში დავიდგი ოქროს შანდლები,
გააფთრებული სიყვარული ეკიდა კარზე
და თოვდა ბინდი, თოვდა, თანაც რამდენი...

IPB-ს სურათი


არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა,
დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო,
შენს თვალებში სიყვარული დამრჩა,
სული უკვე დეკემბერით გაივსო.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 20 2007, 07:01 PM

მე ფრთები შევალეწე ნაცრისფერ ღრუბლებს
შენთან წვიმასავით მიწად ჩამოვხტი
მე ზღვად ავეფარე შინდისფერ მუხლებს
და უსაშველო სტიქიებს ვაპობდი.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 20 2007, 08:31 PM

ციტატა

აი სიმბოლიზმი და არა ის-მთვარე ძაღლიშვილი და მამაძაღლიშვილი wink.gif

გადიიი ammm.gif


თათი87
ეგ ფოტო უნდა დამედო ეხლა biggrin.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 21 2007, 04:12 PM

ვზივარ მარტო, მოწყენილი,
მსურს ფიქრით ვივსებოდე,

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,
მათკენ გავფრინდებოდე!
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 21 2007, 05:41 PM

არა!-გრძნობები ადრე დაუცხრა
ადრე მოსწყინდა ქვეყნის ყაყანი

ხშირმა ღალატმა იგი დაღალა
მეგობრობისაც გაუწყდა ძალი...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 21 2007, 11:43 PM

ციტატა
თათი87
ეგ ფოტო უნდა დამედო ეხლა

გადასწარი tongue.gif biggrin.gif




ათრთოლებული ვით მტევნები ვაშლის
და მოგიზგიზე ხანძრები თვალის
პირთ მომდინარე ჩანჩქერთა წყალი
გაშლის
ილუზიათა ვერცხლის პორტრეტებს
და მორბენალი ალერსის ქარი,
როგორ გაათბობს ფარჩით მომენტებს
და თითქოს ბაგე
გაგვიხდა მტკნარი,
ისე წყნარი,
ვით შემოდგომის ტირიფის რტონი
თითქოს დალაგდნენ ოქტომბრის მკერდზე
და თითქოს ერთნი, თითქოს მარტონი
ისე ჩაგვადნა გულები მხრებზე,
როგორც თეთნულდი ადნება კლდეებს
როცა ზაფხული გახმიანდება,
ჩვენ შევჩერდებით, მაგრამ ოცნება,
როგორც ყოველთვის, დაგვიანდება.



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 21 2007, 11:57 PM

ციტატა(mari touchet @ Nov 21 2007, 10:53 PM) *

აააა
ოკ smile.gif
მე მეგონა დამასწარი და laugh.gif

unsure.gif გადასწარი - დაგასწარი ერთი ჩორტია რა laugh.gif


მთავარია აზრი (ქვენაც და ზენაც laugh.gif ) ხო გაიგე და შეითავისე laugh.gif laugh.gif






IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 22 2007, 06:03 AM

ქებათა-ქება ნიკორწმინდას


მაქვს მკერდს მიდებული

ქნარი, - როგორც მინდა -

ჩემთვის დიდებული

სხივი გამობრწყინდა.

მკვიდრად ააშენა,

ვინაც ააშენა

და ცით დაამშვენა

დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი

გრძნეულ ჩუქურთმებით,

ქარგით დამქარგავი

ნაზი შუქურ-თმებით,

ნეტა ვინ აზიდა,

ან როგორ აზიდა,

რა ხელმა აზიდა

მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია,

რა მხნე, რა მდიდარი,

ჟღერს ქვის ჰარმონია -

დარობს რამდი-დარი.

კარგად გამოჰკვეთა,

ვინაც გამოჰკვეთა

სიბრძნით გამოჰკვეთა

მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,

სვეტთა შეკონება,

ისე ნაგებია,

სიზმრის გეგონება.

ნეტა ვინ ააგო,

რა ნიჭმა ააგო,

რა მადლმა ააგო

სვეტი - ნიკორწმინდა!

გრძნობ - ვით დიადია

თორმეტი სარკმელი,

ხაზებში ანთია

ცეცხლი მისარქმელი:

ნეტა ვინ აანთო,

რომ გრძნობით აანთო

და წლებს გადაანთო

ნათლად ნიკორწმინდა.

ხვეულთ დიადება

ვხედავ - რა უხვია,

დრომ მას დიადემა

კრძალვით შეუხვია.

ნეტა ვინ მოჰქარგა,

და როცა მოჰქარგა

შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა

გზნება - ნიკორწმინდა!

მკვეთრი და მოქნილი

ხაზთა დასრულება

არის ამოდქმნილი -

ნატვრის ასრულება.

ეს ის სიმკვეთრეა,

ეს ის სიმდიდრეა,

რაითაც მკვიდრია

ძეგლი - ნიკორწმინდა.

შენის სულმნათისად

ასვლა ეროვანი:

ყელი გუმბათისა

მაღალღეროვანი,

ცამდის აღერილი,

ნებით აღერილი,

სათნოდ აღერილი

გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართულია

სივრცის დაუნჯებით,

თვალი გართულია

ფრთიან ფასკუნჯებით:

ფრთები, ფრთები გინდა,

კიდევ ფრთები გინდა,

გინდა დაეუფლო

სივრცეს, ნიკორწმინდა!

შენ, ფრთამოღუღუნეს

ჟამთა სიმაღლეზე,

ჩვენი საუკუნე

გიცავს, უახლესი:

მძლვრი ხელოვნება,

ხალხის ხელოვნება -

ბრწყინავს საქართველოს

ქებად ნიკორწმინდა!

გალაკტიონ ტაბიძე 1947წ


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 22 2007, 01:21 PM

განაბულ ნავში და თეთრ ღრუბლებში
გაგიფიქრებ და ჩაგეხუტები
IPB-ს სურათი

უთოვლო ცაში ჩვენ გავფიფქდებით.....

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 22 2007, 09:33 PM

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Nov 23 2007, 01:16 AM


შენ ღვთის ფიქრი ხარ, ფუსფუსა ფიქრი
მაძიებელი ფიქრი კირკიტა.
გაბრუებული სკისაკენ მიჰქრი,
რომ დაიბადოს საქმე ფიქრიდან.
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს,
კაცს თაფლი მისცეს,
ღმერთს კი სანთელი.

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Nov 23 2007, 01:36 AM

ხშირად ჩემ თავთან დავრჩები მარტო
თუმცა არ მიყვარს განმარტოვება.
მზე არის, მაინც მზის ღვარებს ვნატრობ,
დე ცა არწიონ პალმის რტოებმა.
კაცს ზღვა იმედებს
ნუ დაუშრიტავ
განცდავ და რწმენავ, მიწავ და ცაო,
ფიქრებში ვფარტავ სიკვდილის ტიტანს
და უკვდავების დავეძებ წყაროს.

IPB-ს სურათი



პოსტის ავტორი: shore თარიღი: Nov 24 2007, 01:08 PM

ციტატა(ზესქვი_უჩა @ Apr 12 2007, 01:22 AM) *

ზღვა ბობოქრობს... ზღვის ტალღები...
გამალებით ქვიშალ ლოკავს...

ნაპირზე კი ტირიფები...
დათოვლილი დევებს მოჰგავს...

ამ ატეხილ ქარ თოვაში...
მოკუნტული ვდგფავარ ობლად...

არვინა მყავს ხმის გამცემი...
და ვარ ჩემთვის ასე ოხრად...

ზღვა ბობოქრობს... კვლავ ტალღები...
გამალებით ქვიშას ლოკავს...

მე კი მარტოდ გაყინული...
ვზივარ ზღვასთან ფიქრთან ობლად...

ჩემი დაწერილია აბა როგორია? tongue.gif

IPB-ს სურათი


ნუთუ ბათუმმა ასეთი ძლიერი გავლენა იქონია? rolleyes.gif smile.gif
ილიკოს არ იყო "უგრძვნია კაცს!..."
კარგია! smile.gif

პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Nov 25 2007, 06:35 PM

ციტატა(t.l. @ Nov 1 2007, 01:55 PM) *

ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის
ხიდი ხიდია ბოლოს და ბოლოს
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლი......
თუ ფეხი შედგი-გადი ბოლომე,
თუ გიყვარს-უნდა ეყმო ბოლომდე.
და თუ გძულს-უნდა გძულდეს ბოლომდე!
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია
კაცის და ღმერთის!
IPB-ს სურათი

გაიხარე გენაცვალე! ძალიან ლამაზი ლექსებია და სურათები არაჩვეულებრივი wub.gif

პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Nov 25 2007, 06:47 PM

[quote name='mari touchet' date='Nov 13 2007, 11:01 PM' post='209444']
მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

პ.ს. მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე....

მარი რა საოცარი ლექსებია cray.gif ძალიან იმოქმედა ჩემზე.....

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 25 2007, 07:37 PM

ის ჩიტი,
ჩემთან ამბავს რომ ატან,
ხელში აიყვანე,
თვალებში ჩახედე
და ჩუმად,
ჩუმად უჩურჩულე
ჩემთვის სათქმელი...
IPB-ს სურათი

რომ მოფრინდება ის ჩიტი ჩემთან,
შენი სუნთქვა,
შენი ჩურჩული ჩამესმება
მისი პატარა ფრთების შრიალში...

შენი გულივით ფრთხიალებს ჩიტი...

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 26 2007, 05:30 PM

nuciko-22
smile.gif user.gif 2kiss.gif

ეს გუშინ იყო, როცა
შენს ხსოვნას მავედრებდი.
აქ დარჩა მხოლოდ ქარი
და შეძახილი მწყემსთა,
აღელვებული კედრები
ანკარა წყაროს წყლებთან.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 26 2007, 06:17 PM

იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!...“
......
მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს....................."
user.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Nov 26 2007, 06:37 PM

უჩა
მაგარი ხარ wink.gif tongue.gif
mari touchet
ეს ლექსებიც შენი დაწერილია?

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 26 2007, 10:00 PM

ციტატა

ეს ლექსებიც შენი დაწერილია?

no.gif






ვეღარ ვგებულობ, ვინა ვარ,
ამ ჟამის ვარ, თუ `მერე ვარ~,
რად არ ჩამაქრობს უფალი,
ალბათ მამა, _ შვილს მერევა...
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 26 2007, 10:41 PM

სიყვარული-
ტკბილი ნამცხვარი
რომელსაც ზუსტად ერთ წამში ყლაპავ
და მერე ნამცეცებს
ხელის გულზე წლობით აგროვებ.
...........
და ხელისგულზე წლობით ნაგროვებ
ნამცხვრის ნამცეცებს
აკვარიუმში
სულ პატარა ლიფსიტას უყრი
ეს არის ბავშვი

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 27 2007, 08:12 PM

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.

IPB-ს სურათი

პ.ს. ჩემი ქაშვეთი smile.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 27 2007, 08:27 PM

უფალო,
მომეცი ძალა,
რომ მეყოს საკუთარი თავი,
დავანაწილო და
ლუკმებად გამოვიზოგო
სიკვდილამდე
...............
მაჩუქე ხალხი,
რომლებსაც დავაბინავებ,
გამოვაზამთრებ.
და ნუ მეტკინება სული,
თუ ისინი წასვლის წინ
აურდაურევენ ჩემს ოთახებს.
მინდა, რომ ვიყო სუფთა და
ლამაზი მათთვის.
და ნუ ვიქნები დაცარიელებული
სახლივით
თვალებამოღამებული და
პირდაფჩენილი
...................
მასწავლე, ღმერთო,
რა ვითხოვო შენგან
და ჩამახედე
ჩემი სულის
ექოებით ამოლესილ
უძირო ჭაში...........

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 27 2007, 08:40 PM

ბურთიც ფეხებზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!



IPB-ს სურათი

წვიმდა თბილისში..
თვალზე დამაჩნდი ერთადერთ წვეთად..


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: GABAONI თარიღი: Nov 27 2007, 09:18 PM

http://123.ge/
ქართველმა ქართველს ესროლა
ამოვიწყვიტეთ ერიო
სისხლით მოვსვარეთ ქვეყანა
ჩვენ გავახარეთ მტერიო
ძმამ ძმის სისხლი დაღვარა
გავწყვიტეთ ერი და ბერიო
ისევ ქართველებს ვესროლეთ
ძმები განვგმირეთ ტყვიითა
მერე დროშები ავღმართეთ
ისევ ჩვენი ძმის სისხლითა
ფუი შეგვირცხვეს კაცობა
თავი გვეგონა გმირები
ავაწიოკეთ ქვეყანა
ამოვიხოცეთ შვილები
ისევ ქართველი გავწყვიტეთ
ქართველს ვხვრიტავდით კედელზე
მერე ტაძარში მივედით
და ვოცნებობდით ედემზე
ფუი ჩვენს ვაღკაცობასა
ნეტა ეს რა დრო დაგვიდგა
ნეტავ რა წყევლამ მოგვისწრო
ეშმაკი სულში ჩაგვიდგა
ნეტაი ჩვენს მამა-პაპასა
იმ ქვეყნად რასა ფიქრობენ
ოც საუკუნის მანძილზე
ნეტავ ტყუილა იქმოდნენ?
ეხლა რაღა ვქნათ ქართველნო
სადღა გამოვყოთ თავია
ჩვენზე კარგის მთქმელს ვერ ნახავ
ყველა სიტყვა ჩვენზე ავია!!



ღმერთმა შეგვინდოს ეს ცოდვა !!

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 27 2007, 09:27 PM

ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.

ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.


IPB-ს სურათი

-------------------------------------------------------------------------------------

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
......
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ბალალაიკის წუხილს.
ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე....
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 27 2007, 09:29 PM

სიზმრად მელიან,
მე ვიგვიანებ,
ვერ მოვრჩი ფიქრებს...


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 27 2007, 09:47 PM

ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
მზე ოქროსფერი.
.....................
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...

ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
.................
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 27 2007, 09:49 PM

ჩაჭედილი კლავიში ხომ აფერხებს ჰარმონიას.
IPB-ს სურათი
სიტყვაც,
ხანდახან.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 27 2007, 10:00 PM

ცხრა მზე მინდოდა მქონოდა,
რვის მეტი ვერ შევაგროვე,
მეცხრე ვერ გადმოვიბირე,
ციდან ვერ გადმოვაგორე.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 28 2007, 06:39 AM

წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მიწაზე,
ნაზ მელოდიას ღიღინებს ნელა,
ცეკვავს ოცნება ფანჯრის მინაზე.

წვიმას მოჰყვება ჩუმი გოდება,
შენზე ფიქრები, შენზე დარდები;
ფიქრის მორევში ჩამეძინება,
სიზმარში წვიმად მომელანდები...
.
...წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მიწისკენ,
ნაზ მელოდიას ასწავლის მთვარეს,_
და ყოველ ღამე ერთად ვღიღინებთ...


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 28 2007, 10:36 AM

იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ
სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში.
მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას,
რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში.
-----
ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ,
გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს,
მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის,
რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 28 2007, 10:41 AM

თათი, შენ გეძღვნება 2kiss.gif (სურათში ლექსის ავტორი და სიმღერის შემსრულებელი, გამოიცნობ ალბათ.wub.gif )

Заряженный наган

Вы молоды, веселы, юны,
Шумны, как Казанский вокзал.
Я встретил вас вечером лунным,
Но лучше бы я Вас не встречал.
Под мышкою - ноты и скрипка,
Цветы и успех под ногой,
А я... Я - большая ошибка
И прочерк по жизни сплошной.

А луна на небе ясна,
Звезды падают в карман...
А любовь небезопасна,
Как заряженный наган!

Тюрьма - это черное слово,
Как пропасть, меж нами она,
Но Вы улыбнулись и снова
Сказали, что: Нынче весна!
Ах, милая эта улыбка...
Я Вас за ее полюблю!
Сыграйте ж, сыграйте на скрипке
Про жизнь про блатную мою!

А луна на небе ясна,
Звезды падают в карман...
А любовь небезопасна,
Как заряженный наган!


IPB-ს სურათი

აგერ ლინკი და გადმოწერე smile.gif

http://rapidshare.com/files/72797934/zarijazheni_nagan-kuchin.mp3

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Nov 28 2007, 12:48 PM

ზამთრის სუსხი

მოდის ზამთარი სუსხით და თოვლით
მოდის ნაზი და მშვიდი ფანტელით
იტყვის: ვერაფერს მივაღწევ მოვლით
ამიტომ უნდა მოვიდე თოვლით

მოდის ზამთარი გვიყინავს ხელებს
ულევ თოვლს მისცემს მყინვარ-წვერებს
ჩვენ ჩავეხუტებით გავათბობთ გულებს
ასე გადავიტანთ ზამთრის სუსხებს

ზამთარი მოიტანს ლამაზ ფიფქებს
ბავშვები ვაკეთებთ ულევ გუნდებს
ასე ვატარებთ ჩვენ უკვე ზამთრებს
და ველოდებით გაზაფხულის სურნელს


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 28 2007, 04:52 PM

ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს
გამიღვიძებდეს წამით იმედებს
ჩემი ბავშვობის შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს
..............
ახლას ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 28 2007, 05:34 PM

მაჩუქე მტრედი
და თუ გავბედე
გავუღებ სარკმელს.
შეაფრინდება
მთვარის რიკულებს.
და თუ გავბედავ
და გეტყვი სათქმელს,
შენ დამიგულებ
ბოლო იმედად.
-----------
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 28 2007, 05:47 PM

თეთრი კლავიში შავი კლავიში
დედა მოვა და კოცნას დაგვიშლის

biggrin.gif


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 28 2007, 06:02 PM

mari touchet
thumbs.gif biggrin.gif





მაშინ დაბერდა,
როცა ყველამ მიივიწყა და,
ქალის ნაცვლად,
ჩამოუჯდა მუხლებზე ხავსი


IPB-ს სურათი

დამმალე
თმები აღარ მყოფნის მზემდე,
და მთვარე ცდილობს
შემიტყუოს ღამის ბნელეთში,
დამმალე შენში, შენთან
რომ შენით, შენთვის
გავახილო გიშერი თვალი
და კოშკი, ბროლის კოშკი
დავამსხვრიო..

IPB-ს სურათი

მე წავალ დილით,
ალიონის კარს გავიხურავ
მზეს მივაფიცხებ დანამულ თითებს
და გადავთელავ ტყეებს გაუვალთ.
შენ შეგიძლია შეშლილად მთვლიდე
მე წავალ დილით……...




IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 28 2007, 06:15 PM

თათი87 smile.gif

Ты прошла не замечая мимо .... იმხელა ლექსი და სურათი მოგიძღვენი შე ქალო ...ნახე,მოგეწონება. იმედია წაშლამდე წაიკითხავ ამ პოსტს.

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 28 2007, 06:51 PM

მზე ამოვიდა ჩუმად,ჩუმად ჩავიდა მზე
ჩუმად ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს
ფიქრი თევზივით ცურავს
სიჩუმე ნაპირს ხრავს
ქარი არის და სულაც
სულაც არ იღებს ხმას
ნაკადულები სდუმან და შორს,ძალიან შორს
ჩუმად ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს
დღე იკარგება წყნარად
სდუმს ყველაფერი სდუმს
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 28 2007, 07:42 PM

ფერთა ფერებით მოგეფერები
და ფერიების ფრთების ფერები
ფიქრებში ფერად ფანტაზიებში
ფაფუკ ფიფქებად მოეფინები
ფეხვეშ ფოთლები ფიფქების ფონია
ფერგადასული ეს სიმფონია
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 28 2007, 11:56 PM

staywhite
მაპატიე ისე გადავიდა გვერდი რო ეგ მოძღვნა ვერ ვნახე 2kiss.gif

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif










მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
----
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

IPB-ს სურათი








staywhite
ეს შენ 2kiss.gif

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 29 2007, 12:30 AM

შენ შეგიძლია წამიყვანო
---
იქ,
სადაც გული პატარა არ აქვთ,
მზერა-მრუდი,
ნაბიჯში დაღლა,
სადაც ზღაპარი გვიან მთავრდება...
---
იქ,
სადაც
ჩემი დიდი დუმილი -
ჩემი სუნთქვაა... და ჩრდილებიც
თამაშიდან უხმოდ გადიან...
---
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 2 2007, 07:56 PM

დავბერდი,
კარზე სიბერემ მომკიკაუნა,
მაგრამ იცოდე!
მე მაინც გელი....



http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 3 2007, 12:56 AM

Там такие бродят души, -
Спят такие сны...
И я все согласна слушать,
Кроме тишины.
(Анна Ахматова)
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 3 2007, 02:00 AM

И это б могла, и то бы могла,
А сама, как береза в поле, легла,
И кругом лишь седая мгла.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 4 2007, 12:00 AM

მსუბუქი ტანი გაქვს,
სურვილს აყოლილი.
ნეტა შენ!
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ...
გინდა ქარს რომ აჰყვე
და მიწასსულ ევლო;
დედიკოს რომ მოსწყდე,
დაჭკნები, სულელო!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 4 2007, 12:32 AM

ასე მგონია,
მოთმინების მსოფლიო რეკორდს
ვამყარებ როცა
პაემანზე გაგვიანდება
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 4 2007, 12:35 AM

აუ რა მაგარი ლექსები და სურათებია.smile.gif

ყველა ძალიან ლამაზები და მაგრებია.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 4 2007, 12:42 AM

ციტატა(უჩა @ Dec 3 2007, 11:35 PM) *

აუ რა მაგარი ლექსები და სურათებია.smile.gif

ყველა ძალიან ლამაზები და მაგრებია.


აბა... smile.gif ეს განყოფილება ძაან შემიყვასდა smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 4 2007, 12:45 AM

რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,
მე კიდევ ერთი დღე მინდა,
შუაღამისას მოსულ თემიდას
ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 4 2007, 01:00 AM

ცრემლი - სიხარულის,
ცრემლი - მწუხარების.
ზოგჯერ დუმილის და
ზოგჯერ მქუხარების.
ცრემლი, საჩინო და
ზოგჯერ უჩინარი,
მაგრამ არასოდეს
სულმთლად უწყინარი
წამწამს მოწყდებიან
სულში ერთდებიან
ცრემლი თვალანკარა
სისხლის წვეთებია.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 4 2007, 01:12 AM

მე ამ ადგილას ვიქნები ხვალაც,
და მზის ჩასვლისას უფრო გელოდი...
ემახსოვრება ალბათ ჩემ ქალაქს
რა სევდიანი გრძნობით ვმღეროდი...


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 5 2007, 12:34 AM

დავიწყებით რა ვქნა ვეგარ დაგივიწყებ,
მაგ თვალებში ვნანობ რატომ შემოგხედე,
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე...
(ლიკა კვირიკაშვილი)


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 5 2007, 05:38 PM

თავი მომჭერით, თავი,
გულს დაანებეთ თავი!
IPB-ს სურათი

გზა - გაწყვეტილი ძაფივით,
ფიქრი, დუმილი, დარდი,-
პურიც იყო და მარილიც,
მაინც ერთმანეთს ვჭამდით.

რაც იყო, ჩქარა გაივლის,
არ შეგაწუხოთ ეჭვმა,-
პურიც იქნება, მარილიც...
მაინც ერთმანეთს შევჭამთ.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 6 2007, 01:57 AM

და მარტოობა იყო უმანკო,
ღამის მკლავებში ახალი მთვარე.
-----
და ჩვენ დაგვკრძალეს: სიყვარული, მე, მარტოობა
მოვიდა დილა ნადირობის უცხო სეტერად,
სიცოცხლის ტირეს ახლა სჭედდა საფლავის ქვაზე
მზე გალაქტიკის, მზე დემონთა
სხვა et cetera...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Dec 6 2007, 02:20 AM

მიტოვებული თოჯინა...
ვარდისფერ ოცნებათა ყწება...
უკანასკნელი ზარი და...
თურმე აქ ბავშვობაც წყდება...

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 6 2007, 02:52 AM

А ты знаешь, какие у нас северные ветры?
А ты знаешь,какие у нас снега километры?
И полярные ночи длинные это вам знакома?
Писмицо в конверте, писмицо из дома...

А ты знаешь,что сольнце бродяг светит, но не греет?
А ты знаешь,у нас кто бывал, жизни не жалеет?

А я не верую в судбу и не плачу,
Пошли в удачу, пошли в удачу...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 6 2007, 07:05 AM

ორ ზღვას შუა ძველისძველად, საომარი იყო ლელო...
ის გადარჩა და სახელად, ეწოდება საქართველო...



IPB-ს სურათი



საქართველო, ლამაზო...
სხვა საქართველო სად არის...?!



IPB-ს სურათი



ჩემი ხატია სამშობლო...
სახატე მთელი ქვეყანა...



IPB-ს სურათი



სამშობლო დედის ძუძუი...
არ გაიცვლების სხვაზედა...



IPB-ს სურათი



ცა ფირუზ ხმელეთს ზურმუხტო...
ჩემო სამშობლო მხარეოოო...



IPB-ს სურათი



ცხრა ლახვარი, რომ დამარტყან, ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ...
გავიზრდები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზედ ერთხელაც არ დავიძინებ...



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 6 2007, 07:21 AM

უჩა,

თუ დრო დაგრცა და მოახერხებ, ეს ბოლო რუკა რომ არის ეპარქიების, შეგიძლია ის რომელიმე პროგრამის გამოყენებით დანომრო და მერე ნომრებით ჩამოწერო რომელი რომელი ეპარქიაა? ძალიან მაინტერესებს და ამ სურათზე არ ჩანს ნაწერი.

მადლობა წინასწარ, რომც ვერ მოახერხო მაშინაც (ამ ბოლო სურათებისთვის, ზალიან ლამაზებია)

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 6 2007, 09:18 PM

როცა ცივი ქარი ქრის
და თეთრი ზამთარი
გვეუფლება,
ძაღლებმა იციან ის.
რაც ჩვენ არ ვიცით,-
ერთგულება!

როცა გახსენება ჭირს
და შავი ბალახი
გზას ედება,
ძაღლებმა იციან ის-
ძველი მეგობრის
გახსენება.

როცა ცრუ საწუთრო გვცდის,
როცა სევდა - დარდი მოგვერევა,
ძაღლებმა იციან ის-
ადამიანური
მოფერება!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 8 2007, 11:42 PM

მე კი არ მოვკვდები,
ჭადრებს დავცვივდები
და ფოთლებივით
შემაგროვებენ...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 9 2007, 01:30 AM

თუკი მოვუხმობ, როგორც მჩვევია,
ძვირფას მეგობრებს, ბედნიერ წარსულს,
მე ამ უცნაურ გადაძახილში
მხოლოდ სიჩუმე თუ მაძლევს პასუხს.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 9 2007, 01:52 AM

ცისფერი საღამო, მთვარისგან ნაშუქი...
ვიყავი ოდესღაც ლამაზი, ჭაბუკი.

ჟამი გარდასული, დაუოკებელი...
გვერდით ჩამიარა... შორს დარჩა ყოველი...

ჩაქრა თვალები და გული მკვდარი არის...
ცისფერი ოცნება! ღამე მთვარიანი!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 10 2007, 12:17 AM

მაგარი ხააარ თათი, შენი ფანი ვააარ. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 10 2007, 12:30 AM

უჩა

ციტატა
მაგარი ხააარ თათი, შენი ფანი ვააარ.

2kiss.gif მე კიდე შენი ფანი ვარ biggrin.gif a025.gif


----------
ერთი ლექსისთვის ცხოვრება დავთმე,
დამპირდი ისევ, რომ მომიგონებ!
ვიცი ერთხელაც შემხვდები სადმე
და ლოცვასავით გეტყვი სტრიქონებს...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 10 2007, 11:10 PM

Вы все хотели жить смолоду,
Вы все хотели быть вечными, --
И вот войной перемолоты,
Ну а в церквях стали свечками.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 13 2007, 11:13 PM


Я всем прощение дарую
И в Воскресение Христа
Меня предавших в лоб целую,
А не предавшего - в уста.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 14 2007, 12:54 AM

მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,

IPB-ს სურათი

შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 14 2007, 01:10 AM

ქარი გააპეს სილუეტებმა,
წამით შეჩერდა ფოთოლთა ვალსი
და ილუზიის ჭრელმა ეტლებმა
ჩამოგსვეს ჩემთან, გატეხეს ნავსი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 15 2007, 12:53 AM

ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 15 2007, 11:03 AM

ღრუბლებს გაყვა, სად ვეძებო სადა? cray.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 15 2007, 02:57 PM

ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,
როგორ ბრწყინავენ...
ისინი თვის მადლს ცას და მიწას
უხვად სწირავენ...
ჩემო ვარსკვლავო, შენი თვალებიც...
ისე ბრწყინავენ...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 15 2007, 03:09 PM


ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
IPB-ს სურათი

როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...

IPB-ს სურათი

და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Dec 15 2007, 08:18 PM

ამ დღემაც ისე ჩაიარა
უხმოდ,უბრალოდ,
სულში დატოვა ღრმა იარა
გაქრა უკვალოდ.
ვერ შეველიე საწუთროზე
დღითი- დღე ჩივილს,
წლები მიდიან
ემატებე ტკივილი ტკივილს.
გულში ჩამიქრა სიხარული
გაქრა მზის სხივიც,
სულის სიღრმეში
ბინდისფერი ყორანი ყივის.
უფალო მიხსენ,
კვლავ ამინთე გულში სანთელი
და სულს მომფინე
შორეული სივრცის ნათელი
.IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 16 2007, 02:47 AM

საათი მოკვდა ჩემს მაგიდაზე,
ბოლთას აღარ სცემს წამის ისარი
და უკვდავების ჩუმ გარინდვაზე
მერქნით ამევსო გულის ფიცარი....
IPB-ს სურათი

მე ისევ ვიღებ ჩემს ძველ თამბაქოს
და თავს მოვაწვავ ცეცხლით, ყრუ ალით
IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 16 2007, 03:15 AM

* * *
ცისკრის ჯამია...
ჩუმად ლოცულობს ღვთისმშობლის ხატთან ბაგე მონოზვნის,
უჩვეულოა მისი მზერა, სახე მგონია თვით ანგელოზის,
ნებით მომკვდარა წუთისოფლისთვის იგი ბოლომდის,
და ეწირება ზეციური ხილვის მოლოდინს...
(ავტორი უცნობია)

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 16 2007, 03:34 AM

თენდება და მამილიც ყივის, როგორც რიგია.
რა ატირებს? მწუხარე განა უფრო იგია!
ვაი, როგორ გარბიან ჩვენი ყოფის დღეები,
მთელი ღამე წასულა, ჩვენ კი არ გაგვიგია!

IPB-ს სურათი


---------------

«ზღვას მომაშორეს», _ ქვითინებდა
პატარა წვეთი,
დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა,
ვით ნათლის სვეტი:
ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით
მიწყივ ვივსებით,
ნუ სევდიანობ, _ განშორება წუთია კენტი.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 16 2007, 03:45 AM

ის დუმს, - მის თვალში სევდა მოჩანს და მისი სული
ცარიელია, ვით საფლავის ყრუ სამლოცველო,
სადაც მდუმარე აკლდამასთან დღითა და ღამით
ერთი ლამპარი ჩაუმქრალი იწვის უცვლელად

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 16 2007, 04:09 AM

თეთრი ბინდი. დანაცრული
ბუხარი
სარკმლის მიღმა შუქი ქრება
მწუხარე.
IPB-ს სურათი

ბედისწერა მიაქანებს
იალქნებს,
IPB-ს სურათი

კვნესის წერო და დაღლილ ფრთებს
მიაქნევს
IPB-ს სურათი

ჩამქრალი მზე ახლა უფრო
შორს არი.
IPB-ს სურათი

და რამდენსაც გინდა ზღაპარს
გიამბობ,
IPB-ს სურათი

თავი რომელ ნიღაბს გინდა
მიანდო?
IPB-ს სურათი

ხედავ, როგორ მიცურავენ
ლანდები,
IPB-ს სურათი

ლანდებივით ჩვენც
გავუჩინარდებით,

IPB-ს სურათი


მარტოსული მეც მდუმარე
გიცქერი
და მოწყდება ხელს ყვავილი
ცისფერი...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 16 2007, 08:30 PM

ციტატა(ართი ვარდი @ Nov 25 2007, 06:38 PM) *

IPB-ს სურათი



ციტატა(ართი ვარდი @ Nov 26 2007, 10:34 PM) *

IPB-ს სურათი




ციტატა(ართი ვარდი @ Nov 27 2007, 07:11 PM) *

IPB-ს სურათი

ართი ვარდი

გინდ იცინოდე, სახეზე
რატომ გემჩნევა ტკივილი?
თვალებში თითქოს ბინადრობს
შეკავებული კივილი.

შენს სილამაზეს ტკივილი
მე მგონი კიდეც უხდება,
თუმცაღა, როცა გიყურებ,
ეს გული მაინც წუხდება.

სერთოდ, ვინ რას გაიგებს
რაზე ფიქრობენ ქალები?
იქნება მე მატყუებენ
ეს ბრუციანი თვალები?

ცოტათი გავკადნიერდი,
როგორც დას, გისვამ კითხვასა.
მჯერა, არ დავიმსახურებ
ამისთვის შენგან კიცხვასა.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 16 2007, 09:02 PM

თუ ფიქრობთ,
ნასვამს
ფეხი დამიცდა,
ან სახელისთვის
ასე დამჭირდა.
ცდებით.
უბრალოდ
ერთი წამიც და...
სავსე მთვარეში
ღია ფანჯრიდან...
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 16 2007, 09:50 PM

ხანდახან ხარ ჩიტი,
მაშინ ვარ ღრუბელი.
IPB-ს სურათი

წახვალ, გაფრინდები,
წვიმა მდის ულევი.
IPB-ს სურათი

სხვა დროს შენ ხარ ჩრდილი,
შენს ქვეშ აგრილდება
IPB-ს სურათი

დამიმალავ ღიმილს,
მკოცნი და ბინდდება
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 17 2007, 09:03 PM

<a href="http://img57.imageshack.us/my.php?image=5882060ez6.jpg" target="_blank"><img src="http://img57.imageshack.us/img57/1034/5882060ez6.th.jpg" border="0" alt="Free Image Hosting at www.ImageShack.us" /></a>

smile.gif))))))))) ვერ ავტვირთე sad.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 18 2007, 10:05 AM

В небо взмыла ракета и упала за реку,
Ночь опять проглотила очертанья тайги.
А из леса навстречу беглецу - человеку
Вышел волк-одиночка и оскалил клыки.

Человек вынул нож: "Серый, ты не шути.
Хочешь крови? Ну что ж - я такой же, как ты;
Только стоит ли бой затевать смертный нам.
Слышишь лай? То за мной псы идут по пятам.

Я ведь тоже как зверь - в угол загнан людьми,
А раз так. Что теперь нам делить, чёрт возьми.
Видишь сам - Бог не дал ни тебе и ни мне".
Волк ещё постоял, волк ещё постоял и растаял во тьме...

IPB-ს სურათი


Я раны залижу,
Я с прошлым завяжу,
Капкан увижу и с тропы сверну,
Не потому, что слаб,
А потому что кровь не греет старых лап!
Ночами долго-долго вою на луну....


Наш молодой вожак
Поставил точку так...
Уже задумал, как меня убрать...


Луна, луна, луна,
Взрывая воем тишину,
Луна, луна, луна,
Луна и волк в ночном лесу.

Возьми к себе меня....

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 18 2007, 01:46 PM

აუუუ, სიტყვები არ მყოფნის! უძლიერესია! ვისი ლექსებია? სურათები სად ნახე? მგლები ძალიან მიყვარს, ოღონდ ქურდული მენტალიტეტისგან შორს ვარ smile.gif ვაჟკაცობის განსახიერებაა.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 18 2007, 03:37 PM

И падение было великое,
Отверзлись врата в ад,
Вихрем повеяло,
С неба упала звезда в овраг...
В поисках прощения,
Слезы раскаяния,
Душа исшедая из сердца ищет свет...
Поздно метаться,
Крылья поломаны,
Виной всему нераскаянный грех!

http://imageshack.us


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 19 2007, 07:35 AM

ციტატა(M.M. @ Dec 18 2007, 10:46 AM) *

აუუუ, სიტყვები არ მყოფნის! უძლიერესია! ვისი ლექსებია? სურათები სად ნახე? მგლები ძალიან მიყვარს, ოღონდ ქურდული მენტალიტეტისგან შორს ვარ smile.gif ვაჟკაცობის განსახიერებაა.


M.M.

ზედა ლექსი ჩემი უსაყვარლესი ავტორ-შემსრულებლის ივან კუჩინის სიმღერაა "ჩელავეკ ვ ტელოგრეიკე", მეორე კი ლუბეს "ლუნა". თუ გინდა ავტვირთავ და დავდებ ლინკს.

ქურდული-არაქურდული ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ემოციაა, გრძნობა, ადამიანთა ბედი, ცხოვრების სიმკაცრე და სინანული, სიყვარული ყველაზე მეტად. კუჩინის შემოქმედება ძირითადად ესაა, ლუბე კი უფრო ომებზე მღერის .

მართლა კარგია M.M. smile.gif გამიხარდა, რომ მოგეწონა.

აგერ ლინკები:

http://rapidshare.com/files/77561644/Ivan_Kuchin_-_Chelovek_v_telogreyke.mp3.html

http://rapidshare.com/files/77561957/luna-lube.mp3.html


აი, შენ კიდევ მგლები :


IPB-ს სურათი


Ах, как много выпало снега.
Да как же когти рвать поутру.
Одиноким волком я бегал
И одиноким волком умру.

След саней пурга заметает.
Не достать их - слаб стал и стар,
Ах, кабы я общался со стаей,
Был бы хоть какой-то навар...

Я в удачу сызмальства верил,
Мне удачи не занимать.
А я из всех на свете артерий
Сонную люблю обрывать...


IPB-ს სურათი


Одинокий волк - это круто,
Но это так, сынок, тяжело -
Ты владеешь миром как будто
И не стоишь в нём ничего...


ამ სიმღერას კი შგიძლია მოუსმინო აქ:

http://youtube.com/watch?v=Hs-jZXNLnvg&feature=related

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 21 2007, 04:42 PM

დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში
რომ დამენახა რამე ნათელი
და მოვიგონე ნეტარნი დღენი
და გაზაფხული უკანასკნელი.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 22 2007, 03:22 AM

ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,
ყველა სევდიანს ასე მგონია ნაზი აქვს სული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ შევხედავ მეც მტკივა გული...

აი, რამდენი რამე ხდება მიზეზი სევდის,
ჩვენ ვიღიმებით ვიღაც დღეს კი სევდიანია,
მაშ გაუმარჯოს სევდიან თვალებს ამ ქვეყანაზე,
რადგანაც სევდა ხომ სიყვარულის თანამგზავრია...


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 22 2007, 04:46 AM

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს

ქუჩაში წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს
მე აღარ მინდა ჩემი სიჩუმე
სხვას რომ დაბრალდეს და ხმაურს ვიწყებ

გათავდა აღარ ჩამოგეხსნები
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ხელებს
ჩემს მხრებზე თმებზე მუხლებზე სულში

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც ქუჩაც ფოთოლიც წვეთიც
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი....

ოთარ ჭილაძე


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 22 2007, 03:05 PM

აქ შემოსვლა ყველაზე ძალიან მიყვარს... დიდი მადლობა ყველას...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 22 2007, 03:09 PM

ნეო,

მგლები შენც გიყვარს მგონი ავატარიდან გამომდინარე smile.gif იმედია "ჩემი" მგლებიც მოგეწონა .

მე კიდევ შენი ლექსი მომწონს ჯარისკაცი sad.gif wub.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Dec 22 2007, 04:00 PM

მე არასოდეს მახურავს ქუდი,
სულ სხვა ფერებში ვხედავ ამ დილას.....
ჩემში რაც არის - კარგიც და ცუდიც,
ეს საკუთარი არის ნამდვილად.....
მერე რა ვუყოთ რომ მეც სხვასავით
თვალთამხილველად თვალი მაქვს ორი

არ მიყვარს როცა ვინმეს მამსგავსებთ
რაღაც საერთოდ ეძებთ ჩვენს შორის!

არ მინატრია, არასდროს ვნატრობ
სხვის დაკრულ სიმზე წავიღიღინო
მე მირჩევნია წავიდე მარტო
და შორეული გზებივიხილო.
ყველას თავისი გვირგვინი ამკობს
მჯერა ცხოვრების ორი ნაპირის.

სხვას რომ ჰგონია, არა ვარ მარტო!
სხვას რომ ჰგონია, მაშინ არ ვტირი!


სხვის მდინარეში არ ვისვრი ბადეს
არ მაკრთობს ბედის ამაოება




სულაც არ მინდა რომ ვინმეს ვგავდე
და მერქვას მხოლოდ განმეორება!!!


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 22 2007, 04:06 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Dec 22 2007, 04:24 PM



ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.

მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 22 2007, 04:44 PM

* * *
ნეტავ შენს რწმენას,
პატარა ჩიტო,
შიშვლად რომ ტოვებ
მშობლიურ ბუდეს
და თბილ ქვეყნისკენ
მიფრინავ მშვიდად
იმედით, რომ კვლავ
აქ დაბრუნდები

IPB-ს სურათი

ერთმანეთს ეჩვევით
ეჭვებით.
ერთმანეთს ეხვევით
ფეხებით.
ერთმანეთს ედებით
მკერდებით.
ერთმანეთს ახელებთ
ხელებით.
ერთმანეთს ამთვრალებთ
თვალებით.
ერთმანეთს ეკვრებით
ეკლებით.
ერთმანეთს თუთქავენ
სუნთქვანი.
მუსიკა ზუზუნებს -
ფუტკარი
ვერავინ გაიგებს -
უთხარი!


IPB-ს სურათი

ზემოთ სურათი ლექსის გარეშეა და აშალეთ... ეს კი (ლექსით) დატოვეტ smile.gif

* * *
Ушел и унес мою улыбку
Оставил лишь слезы и грусть...
Уйдет в забвение этот день ненавистный,
А ведь раньше я любила дождь....

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Dec 22 2007, 05:22 PM

ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
კიკინებიან გოგონებს, კიკინებიან გოგონებს და
ერთ ბუთხუზა ბიჭსაც _
რომ შემეძლოს, შეველიო შენთან ერთად ქალაქ-ქალაქ სირბილს,
ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
ასე რომ არ ვაღმერთებდე მარტოობას და
დღეში ასი გვერდის კითხვის რიტუალის მოშლა
შემზარავ პერსპექტივად არ მესახებოდეს.
ბევრ ბავშვს გაგიჩენდი _
მხოლოდ და მხოლოდ შენ გაგიჩენდი


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 22 2007, 10:07 PM

არის ამ ქვეყნად ჯიში სხვა მგელის,
მარტოდ ჭიდილი რომ უყვარს ბედთან,
და მისი სული თმენით კვლავ ელის,
გათოშილ მთაში შეხვედრას მტერთან...

IPB-ს სურათი

ცეცხლის ციალი მის თვალებში ვერ ათბობს მზერას,
სპეტაკი სული არეკლილა ტყის ზედაპირზე,
გული ბრიალით კვლავინდებურად განაგრძობს ძგერას,
ერთგული ლანდი გაშოტილა თოვლის გამზირზე...

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 22 2007, 10:25 PM

შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება _ მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია...

IPB-ს სურათი

ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!

IPB-ს სურათი

ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს _ მისია.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 22 2007, 10:40 PM



ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,

IPB-ს სურათი


იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
IPB-ს სურათი

იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...

IPB-ს სურათი

ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Dec 22 2007, 11:27 PM

წინაპრის სიბრძნეს უსმინე,
ერთხელ დათმენაც სცადეო:
`_ ვდიე და ვერ დავეწიე,
დავჯე და დავუცადეო~.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Dec 23 2007, 03:13 PM

ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის
ხიდი ხიდია ბოლოს და ბოლოს
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლი......
თუ ფეხი შედგი-გადი ბოლომე,
თუ გიყვარს-უნდა ეყმო ბოლომდე.
და თუ გძულს-უნდა გძულდეს ბოლომდე!
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია
კაცის და ღმერთის!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 23 2007, 06:31 PM

ისე მშვიდია ეს გაზაფხული,
თითქოს უბრალოდ თამაშობს ბავშვი
და თავის უცხო წარმოსახვებით
კვლავ ინარჩუნებს სიზმართან
კავშირს...

IPB-ს სურათი

ამ თითისტოლა მაწანწალის
პეშვის ემბაზში
წვიმაც აფურთხებს
ჩიტიც ასკლინტავს
ადამიანიც - ჟანგიან ხურდებს
ქალაქი მალე ამ ემბაზში
მოინათლება
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 23 2007, 06:54 PM

თუმცა არავის არააქვს ნება...
იცქიროს უცხო ფარდების იქით...

IPB-ს სურათი

აწონ-დაწონოს ვიღაცის გრძნობა...

IPB-ს სურათი

ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი..


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Dec 23 2007, 08:30 PM

ამ ბოლო დროს ყველაფერი ამერია,
მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად ყოველი დღის მოსვლა მაინც მიხარია


მაინც მიხარია


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 23 2007, 11:09 PM

ლამაზი ყანწით ალავერდის თქმას ვერ გიბედავთ
თქვენს სადღეგრძელოს ჩუმათავსვამარვინ გამიგოს,
იცლება ყანწი ლამის რნერთმა ცისკენ წამიღოს,
იმადამიანს გაუმარჯოს ვინცმე გამიგოს

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 24 2007, 12:31 AM

წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე
IPB-ს სურათი

მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_
აღარსად გამიშვა!!!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 24 2007, 12:52 AM

И мнится - голос человека
Здесь никогда не прозвучит,
Лишь ветер каменного века
В ворота черные стучит.
И мнится мне, что уцелела
Под этим небом я одна, -
За то, что первая хотела
Испить смертельного вина.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 24 2007, 01:04 AM

Умолк простивший мне грехи.
Лиловый сумрак гасит свечи,
И темная епитрахиль
Накрыла голову и плечи.

Не тот ли голос: "Дева! встань…"
Удары сердца чаще, чаще,
Прикосновение сквозь ткань
Руки, рассеянно крестящей.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 24 2007, 01:15 AM

განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად

და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 24 2007, 01:18 AM

Позвони мне хотя бы сегодня,
Ведь ты все-таки где-нибудь есть,
А я стала безродных безродней
И не слышу крылатую весть.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 24 2007, 01:32 AM

("Не рыдай Мене, Мати,
во гробе зрящи".)
Хор ангелов великий час восславил,
И небеса расплавились в огне.
Отцу сказал: "Почто Меня оставил?"
А Матери: "О, не рыдай Мене..."
Магдалина билась и рыдала,
Ученик любимый каменел,
А туда, где молча Мать стояла,
Так никто взглянуть и не посмел.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 24 2007, 04:10 AM

წვიმამ შეცვალა თოვლის ფიფქები,
თოვლის ფიფქს გაჰყვა ჩემი ფიქრები.
კვლავ ველოდები მთვარიან ღამეს
და მაგონდება ძველი ფირები.

ის დღე ის წამი თითქოს გრძელდება,
ის მოგონება არ დაძველდება
და მთვარე თითქოს იმედს მისახავს,
რომ სიყვარული კვლავ გაგრძელდება.

მე მაგონდება ჩვენი შეხვედრა
მზე რომ სხივებით ჩემს გულს ათბობდა,
დღეს მენატრება შენი შეხება,
გაყინულს მხოლოდ ფიქრი მათბობდა.

ეჰ, მონატრება ძნელია ვიცი,
როცა ხარ მარტო საკუთარ თავთან,
მაგრამ მე მწამს და დაგელოდები...
ჯერ აქ, მერე კი სამოთხის კართან.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 24 2007, 01:51 PM

Кольщик, наколи мне кyпола,
Рядом чyдотвоpный кpест с иконами,
Чтоб игpали там колокола
С пеpеливами и пеpезвонами.


Hаколи мне домик y pyчья,
Пyсть течёт по воле стpyйкой тонкою.
Чтобы от него поpтной сyдья
Hе отгоpодил меня pешёткою.

Hаpисyй алеющий закат.
Розy за колючей pжавой пpоволкой.
Стpочкy:"Мама, я не виноват!"
Hапиши, и пyсть стеpеть попpобyют.


IPB-ს სურათი


Если места хватит - наpисyй
Лодкy, с паpyсами ветpам полными.
Уплывy, волки, вот вам...
Чтобы навсегда меня запомнили.

И легло на дyшy, как покой.
Встpетить мать - одно моё желание.
Кpест коли, чтоб я забpал с собой
Избавление, но не покаяние.



IPB-ს სურათი




ნეო 2kiss.gif

უძლიერესია, ლექსიც და სურათი ხომ ვაბშე, იცოდე ვაკოპირებ ჩემი კოლექციისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Dec 24 2007, 02:20 PM

...ქალთევზების თვისებაა, უყვარდეთ ისე, როგორც მიწის ქალებს არ შეუძლიათ.უყვარდეთ ისე,რომ ვერც იმან გაუგოს, ვინც ასე ძალიან უყვართ...

...ქალთევზები ჩვეულებრივი ქალებივით რეაგირებენ გულგრილობაზე.

...ქალთევზას გული ოკეანეშია ნაშობი.

სადაც გრიგალი ჩვეულებრივი მოვლენაა. საიდანაც ყველაფრის წამლეკავი ცუნამი სწევს თავს. რომლის ბნელ სიღრმეში უამრავი ურჩხული და უამრავი მშვენიერება გალურსულა.

...ოთხ კედელში კი ოკეანის მასშტაბების ზიდვა, ოჰ, რა რთულია......

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 24 2007, 03:42 PM

ციტატა(staywhite @ Dec 24 2007, 01:51 PM) *

Кольщик, наколи мне кyпола,
Рядом чyдотвоpный кpест с иконами,
Чтоб игpали там колокола
С пеpеливами и пеpезвонами.


Hаколи мне домик y pyчья,
Пyсть течёт по воле стpyйкой тонкою.
Чтобы от него поpтной сyдья
Hе отгоpодил меня pешёткою.

Hаpисyй алеющий закат.
Розy за колючей pжавой пpоволкой.
Стpочкy:"Мама, я не виноват!"
Hапиши, и пyсть стеpеть попpобyют.
IPB-ს სურათი
Если места хватит - наpисyй
Лодкy, с паpyсами ветpам полными.
Уплывy, волки, вот вам...
Чтобы навсегда меня запомнили.

И легло на дyшy, как покой.
Встpетить мать - одно моё желание.
Кpест коли, чтоб я забpал с собой
Избавление, но не покаяние.
IPB-ს სურათი
ნეო 2kiss.gif

უძლიერესია, ლექსიც და სურათი ხომ ვაბშე, იცოდე ვაკოპირებ ჩემი კოლექციისთვის smile.gif

მაგისი წაშლა არ არის ძნელი,
ცხელი რკინა და მისი ჯანია!
ეს რა ლექსები დაგიწერია,
ნეტავ საიდან მოგიტანია?

ეკლესიები, ჯვრები, ზარები,
უნდა ატაროს კაცმა გულითა.
ტანზე დახატვა რა წესი არის,
რო გაამუქე სიხარულითა? wink.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 24 2007, 05:16 PM

მათი გაგება ეგეთი არის,
კაცნი არიან ისინიც არა?
და თუ თვალთგან სდით ცრემლთა ღვარი,
ჯვარის სიმძიმე ოდესღაც კმარა!

მე სიხარული ვერ ვნახე მანდა,
წუხილი მიკლავს მათთვის გონებას,
ციხეში დღენიც არ გადის მარდად,
იმედიც არ აქვთ ალბათ ქონება...

Все ровны пред Богом, пред иконою,
Кто войной повязан или зоною,
И слёзы горькие у всех матерей,
У всех кто ждёт домой своих детей... cray.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 24 2007, 05:57 PM

Кто сказал конец? Если жив малец?
Только в клетке он, арестант юнец..
Вам бы просто свтать,палцем помахать,
А вы сразу срок,мол другим урок...

Вы по закону,малца на зону,
А там хоть волком вой,хоть кричи,
Судьба чужая, для вас пустая,
Да вы не люды, а палачи...


IPB-ს სურათი

sad.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 26 2007, 12:41 PM

IPB-ს სურათი
А вот и наша staywhite,
Любительница Кучина.
თავისი ლექსით განაბებს
ხსნის გზები გამოუჩინა biggrin.gif



IPB-ს სურათი
აი, ეს ართი ვარდია,
ვარდსა ჰგავს, განა ტყვილია.
ზურაც თან ახლავს, ჩარტებში
ლიდერობს მათი წყვილია smile.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Dec 26 2007, 01:32 PM

გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 27 2007, 08:24 AM

M.M. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 27 2007, 11:13 AM

როცა ცას მართმევ...
ასე მგონია გჭირდება და
ამიტომ გატან.…

IPB-ს სურათი

როცა ცას მართმევ,
როცა ცას მართმევ...
და როცა გატან...


...ან ცას რა მართებს ჩემი...

... ნაწვიმარ გზაზე ორი გუბეც და
მერე აღარ გაგიჭირდება მისვლა საზღვარზე...

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 27 2007, 09:52 PM

"სიყვარულს გაუმარჯოს,
ჩუმს და აუხსნელს,
გული რომ გრძნობს და ...
თვალები გაუგებს
სიყვარულს გაუმარჯოს
ჯერ კიდევ აუხსნელს
ბიჭი რომ ვერ ამბობს და
გოგო გაუგებს...."

IPB-ს სურათი

"ერთხელ როდესაც გზაში შემომხვდი,
თითქოს ვერ მიცანი,არც კი მომხედე,
მაგრამ როდესაც მე შენს გზას ავცდი
მოვბრუნდი უკან და მოვიხედე,
გვერდს გიმშვენებდა ის ახალგაზრდა
რომელშიც ასე უცებ გამცვალე,
თუმც თვალში ცრემლი წამომერია
მაგრამ მაინც ვთქვი:
"ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე ვ!!!!!"
(ავტორის ვინაობა არ ვიცი)

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 27 2007, 10:47 PM

ის, რომ ის ის არის,
ის, რომ შენ შენა ხარ,
ის , რომ მე მე მქვია,
ნეტავ არ მენახა!
არა, მე არა ვარ,
საშიში ურჩხული
და ამას არ უნდა
ბევრის თქმა, ჩურჩული.
ნეტავი რა არის
ჩემთვის უმთავრესი?
მე ლექსის მთლელი ვარ?
კალამი სალესი?
ნეტავი ვინა ვარ?
ან თუ ვარ საეთოდ?
ადვილი არ არის
ამ ფიქრით გაერთო.
მაგრამ ამ დროისთვის,
ვარ ძლიერ დაღლილი
და ძილი მწყურია,
მშვიდი და ადვილი.
ზოლია გამყოფი,
ჯდომის და დგომისაც,
მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და
ისინის შორისაც!

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 28 2007, 11:32 AM

ქეთი cray.gif

ძალიან არაოდრინალურია ... შენც...

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 28 2007, 11:17 PM

***
Все дороги обошла в поисках,
Прошла морозы и зной,
Как добраться до земели райской,
Чтоб найти неземной покой?
Небеса, все свои тайны расскрой,
Расскажи о бессмертии души,
Улечу в твои бескрайные просторы,
Не найдя мир у грешной земли.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 29 2007, 12:28 AM

"მანძილი რომელიც შენამდე დავთვალე
ორად გავყავი და გადავაბიჯე...
გავჩერდი....
აღარ დაგელოდე და გამოვბრუნდი...
რაც გაიფიქრე გავიფიქრე...
აღარ დავთვალე და
დაგივიწყე!...
გჯერა?!..
სხვა გზა არ იყო და დავიჯერე.

IPB-ს სურათი


მანძილი რომელიც შენამდე დავთვალე
ორად გავყავი და გავამთელე...

IPB-ს სურათი

მოხვედი და გვერდზე ჩამიარე...
შემამჩნიე და თვალი ამარიდე...
ამიხსენი და დამაჯერე,
წახვედი და ფიქრი შემატოვე....

IPB-ს სურათი


სიტყვებს გამაჯიბრე და...

დავმარცხდი...


IPB-ს სურათი


დავმარცხდი და გავიფიქრე...

ჭადაკის დაფაზე სამი თამაშობდა...
მანძილს ამთელებდა ორი...
მესამე?!
ზედმეტია და კვდება...



IPB-ს სურათი


მანძილი რომელიც შენამდე დავთვალე...
ორად გავყავი და გავამთელე...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 29 2007, 03:19 PM

Давно рассыпалась скамейка в скверике,
А мы сбежали кто в Париж ,а кто в америку,
Зачем же все дела ми подитожили,
ведь свой короткий век ешё не прожили...


Пусть что ушло давно, то не воротится ,
Но птыцы за окном как прежде хочеться...


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 29 2007, 04:00 PM

IPB-ს სურათი

Белым со мной лягут снега на ладоне святых куполов,
Только мне уйти никуда от летяших под пулями снов,
Нас так много а правда одна, и искать нам её всё сложней,
Наша жизнь это тоже война, каждым часом становится злей...

Я с войны воротился домой, в грудь медалях, в весках седина,
Но я здесь оказался чужой, здесь отвага моя не нужна...

Только помять мне спать не даёт...

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 29 2007, 06:10 PM

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -

IPB-ს სურათი

ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!

IPB-ს სურათი

მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.

IPB-ს სურათი

მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,

IPB-ს სურათი

მომაგებე მშობლიური გემი,

IPB-ს სურათი

მომაგებე მშობლიური მიწა,

IPB-ს სურათი

შენი ძველი მეგობარი მიცან

IPB-ს სურათი
№10 სკოლა

ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 30 2007, 08:35 PM


ტყეში შემოსული ოცნების ასახსნელად,
ჭრელო ნატვრის ხეო, შეგები ნაჭრებად,

IPB-ს სურათი

სურვილი ჩაგაბარე, ჩუმად ჩაგჩურჩულე,
უეცრად მოგევლინე შენს სულში ჩამჭრელად.

IPB-ს სურათი

ყური მომაყურე, გული მომაგულე,
მითხარი: ოცნება ოცნებად დაგრჩება,
თურმე ვერა მშველი, ფოთლებშეფაკლულო,
მხოლოდ საშრიალოდ დაგბადა გამჩენმა.
(ავტორი ჩვენი საყვარელი ფორუმელი marine)

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: GIO_GEO თარიღი: Jan 3 2008, 08:23 PM

ეხლახან დავრეგისტრირდი. პირველი აქ შემოვედი და სასიამოვნოდ გავოცდი. ძალიან მაგრები ხართ ყველა

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Jan 3 2008, 08:44 PM

M.M.
მადლობა ლექსისთვის
ახლა ვნახე mpua.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 4 2008, 07:24 PM

ასე თავდება ჩემი ცხოვრება,
იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
მწყურია ზეცის გამოთხოვება,
მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 5 2008, 01:20 AM

რა მსუბუქია ცრემლი, მაგრამ
რაოდენ მძიმე დღე უნდა ადგეს,
რაოდენ მძიმე დღე უნდა ადგეს,



ს რომ ეც ცრემლი
თვალთაგან წაგსკდეს

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 9 2008, 03:11 PM

ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.
IPB-ს სურათი

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა
http://imageshack.us


და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების.
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 21 2008, 02:10 AM

'' ღუბლები გვანდნენ ფართხალა გულებს,
ცა იყო, როგორც ოქროცურვილი,
ხის ქვეშ ვეგდე და თვალების ფსკერზე
იკაწრებოდა ცრემლის წყურვილი..."



IPB-ს სურათი



(ჩრდილებს ამძიმებს ღრუბელი ფრია...)
თამაზ ბაძაღუა

ჩრდილებს ამძიმებს ღრუბელი ფრია
და გზისპირებზე ლურჯი ბინდია,
სადღაც ქარები თამამად ქრიან,
მაგრამ ქარებიც ვერსად მიდიან.
შენ კი რას ეძებ, სად იხედები,
გზას სად მიიკვლევ ხელისცეცებით,
ჩამტვრეული გაქვს თითქოს ფერდები,
ვარდები, მაგრამ ვეღარ ეცემი.
მოწვეთავს ცრემლი-ვეღარ ტირიხარ,
დაგჭრეს და სისხლი მაინც არა გდის,
გადაგაწნავენ მათრახს ირიბად
და შენც მადლობას იხდი მარადის.
წვიმს, მაგრამ წვიმაც ვეღარ გასველებს,
გძულს და ალერსით უზანგს ულოკავ,
მზე ჩადის... ჩადის და შენც ასევე
ჩადიხარ, როგორც უსასრულობა.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 21 2008, 03:35 AM

მე რო ტირილი მეწადოს
ვაჟა ფშაველა


მე რომ ტირილი მეწადოს,

თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?

ერთი იცინის, სხვა სტირის:

ესეთი არის ქვეყანა.

ვისაც არ მოგწონთ ტირილი,

ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:

მტირალის სტვირის პატრონი

ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა!

მაგრამ გაიგებთ, ერთხელაც,

ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა.


1886 წ.



აუ მაგარი უაზრო ხასიათზე და მაგარი ცუდად ვარ რაღაც...
ვერაფრით ვერ დავიძინე რა...
ეჰ... sad.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 21 2008, 03:57 AM

(თეთრ თოვლის ქვეშ...)

გალაკტიონ ტაბიძე



თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო შორი,

და მღელვარე გაზაფხულზე ძილს მიეცა ველ-მინდორი.

თოვლის ფიფქით შეიმოსა ნაძვი, ტოტებდახლართული,

და მღელვარე გაზაფხულზე, გაიყინა ნაკადული.

გაიყინა ცის ლაჟვარდი, გაიყინა ქვეყნის გული,

და, მღელვარე გაზაფხულზე, ტყე გარინდდა დაბურული.

სად, სად გაჰქრა მშვენიერთა ყვავილთა და ფოთოლთ კრება,

და ოცნება გაზაფხულის მუდამ რისთვის მესიზმრება?



IPB-ს სურათი

.

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Feb 12 2008, 03:06 PM

არავის გინდათ, რომ მეცეკვოთ?
დღეს თოლიებით გაწყობილი მაცვია კაბა
ჩემი თვალების ნაპირებთან ნავიც მივაბათ
და ჩემი შუბლის მყუდრო ველზე
ერთად ვიცეკვოთ
არავის გინდათ?


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 13 2008, 05:10 PM

მისმა ცხოვრებამ არსებობა ბევრს დაავიწყა

და რადგან თავი არა ჰქონდათ გამოსაჩენი,

მას მიუსაჯეს დავიწყება როგორც დახვრეტა,

და სისრულეში მოიყვანეს ეს განაჩენი
sad.gif

მიხეილ ქვლივიძე

http://imageshack.us

პ.ს. მშვენიერი თემაა smile.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 13 2008, 05:59 PM

თოვლი

საოცარია,

გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,

დაიძინეს და

ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.


rolleyes.gif

IPB-ს სურათი[/

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 13 2008, 06:11 PM

ციტატა(უჩა @ Jan 21 2008, 12:35 AM) *

მე რო ტირილი მეწადოს
ვაჟა ფშაველა


მე რომ ტირილი მეწადოს,

თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?

ერთი იცინის, სხვა სტირის:

ესეთი არის ქვეყანა.

ვისაც არ მოგწონთ ტირილი,

ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:

მტირალის სტვირის პატრონი

ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა!

მაგრამ გაიგებთ, ერთხელაც,

ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა.
1886 წ.

აუ მაგარი უაზრო ხასიათზე და მაგარი ცუდად ვარ რაღაც...
ვერაფრით ვერ დავიძინე რა...
ეჰ... sad.gif




რა კაი ლექსია 2kiss.gif

cray.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Feb 13 2008, 09:37 PM

შენი თვალების სიღრმეში მინდა შევცურო
და იქ სხივივით დავრჩე....


IPB-ს სურათი

მე შენს სულს მინდა მოვხვიო შეყვარებული ხელები
მინდა რომ დარჩე.....
user.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Feb 14 2008, 05:15 AM

ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,

ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,

გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით

დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.

IPB-ს სურათი

ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის

და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,

რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?

მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და . . .

შენს თავს ძალიან . . .



პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 14 2008, 05:26 PM

"ცამ დაიშალა თმები დაწნული,

სხივებით სველი თმა შეიმშრალა,

ზღვაში შევიდა თეთრი ქალწული,

ზღვა შეიშალა..."


IPB-ს სურათი



პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 15 2008, 03:12 PM

შენს ნაფეხურზე..


შენს ნაფეხურზე

ქუჩა ფოთლებს

გადაიფარებს

და ამიტომაც,

ვერ გიპოვი

შემოდგომაზე...



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Feb 15 2008, 03:31 PM

უჩა
ძალიან კარგია

mari touchet
შენზე აღარაფერს ვამბობ, ყოველთვის ორიგინალური ხარ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 17 2008, 09:24 PM

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი . . .

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 17 2008, 10:34 PM

აფერუმ თქვენს ფანტაზიებს; შეგიქეთ თემა და ნიჭი!

ციტატა
mari touchet
შენზე აღარაფერს ვამბობ, ყოველთვის ორიგინალური ხარ

მართლაც; სასიამოვნოდ გამაოცა ბევრმა, ასეა ხელოვნება ადამიანს სულ სხვა მხრიდან გაგაცნობს ხოლმე...

იხარეთ მუდამ;

სიყვარულით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 18 2008, 02:33 AM

IPB-ს სურათი

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 18 2008, 08:58 PM

ო, მაპატიეთ


ბედმა უცნობი გზით გამაქანა,

თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…

და, როგორც კარტში აგურის ქალებს

გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.


მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

IPB-ს სურათი

მაგრამ დღეები, როგორც ქურდები

ჩემს შეპირებას ანადგურებენ.


და სადმე ტყვია თუ გააციებს

გულს საშინელი განადგურებით,

თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,

დანაშაული არდაბრუნების.

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 18 2008, 09:41 PM

ციტატა(tiko282 @ Feb 18 2008, 08:58 PM) *

ო, მაპატიეთ
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,

თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…

და, როგორც კარტში აგურის ქალებს

გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

IPB-ს სურათი

მაგრამ დღეები, როგორც ქურდები

ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს

გულს საშინელი განადგურებით,

თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,

დანაშაული არდაბრუნების.




ძალიან მაგარიააააააა!!! მომეწონა ძალიან!!!!!!

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 18 2008, 10:18 PM

თოვლიhttp://imageshack.us

http://imageshack.us
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!






http://imageshack.us






სინამდვილეში ოცნებისას
დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი,
აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.

ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,
იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.

სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,
იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 19 2008, 01:51 AM

IPB-ს სურათი

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 19 2008, 12:17 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 19 2008, 03:25 PM

ციტატა(nuca_ge @ Feb 18 2008, 08:41 PM) *

ძალიან მაგარიააააააა!!! მომეწონა ძალიან!!!!!!

დიდი მადლობა smile.gif მიხარია რომ მოგეწონა.

ციტატა
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


გუშინ მაგ ლექსის დადებას ვაპირებდი biggrin.gif
შენი - მშვენიერია smile.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 19 2008, 06:14 PM

ჩემთვის იყავი შორი ოცნება
და ახლა როცა ოცნება ახდა,
მე უარს ვამბობ შენს სიყვარულზე,
მე შენს სიყვარულს უარვყოფ ახლა.

IPB-ს სურათი

tiko282

მეც გამიხარდა თუ მოგეწონა!!!!

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Feb 20 2008, 05:21 AM

მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!

მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ

IPB-ს სურათი

მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების
სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.


მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების
ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ
თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Feb 20 2008, 05:49 AM

უჩა,

ისეთ ლექსებს წერ რომ გულგრილს ვერ დატოვებს წამკითხველს
დიდი მადლობა ამ ლამაზი ლექსებისთვის, ბევრი ჩემს განცდებს შეესაბამება და ბევრ რამეს მახსენებს, ეს ლექსები ზოგჯერ ჩემს სათქმელს ამბობენ.....

სხვა დანარჩენი ლექსებიც ძალიან კარგებია, მაგრამ უჩას "ვბალეშიკობ" ჯერჯერობით wink.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 21 2008, 02:59 AM

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა.

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა...


IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Feb 22 2008, 04:08 AM

monatrebuli fee

ციტატა
უჩა,

ისეთ ლექსებს წერ რომ გულგრილს ვერ დატოვებს წამკითხველს
დიდი მადლობა ამ ლამაზი ლექსებისთვის, ბევრი ჩემს განცდებს შეესაბამება და ბევრ რამეს მახსენებს, ეს ლექსები ზოგჯერ ჩემს სათქმელს ამბობენ.....

სხვა დანარჩენი ლექსებიც ძალიან კარგებია, მაგრამ უჩას "ვბალეშიკობ" ჯერჯერობით


ეჰ მე რას ვწერ, ლექსებსაც ვიპარავ, სურათებსაც ვიპარავ. ასე რო ჩემი დამსახურება სულ არაფერია.

ერთი პატარა ქურდუნია ვარ.smile.gif

უბრალოდ ეს ლექსები და სურათები ხშირად ჩემს გრძნობებს და განწყობას ესადაგება ხოლმე და . . .


IPB-ს სურათი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.

შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე მარტოობის ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.

ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი


ვალერიან გაფრინდაშვილი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Feb 22 2008, 06:28 AM

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

IPB-ს სურათი

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

IPB-ს სურათი

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის? - ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

მ. ლებანიძე



პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 22 2008, 08:14 PM

ოდესმე გულზე

ყვავილებიც დამაკვდებიან.

დამაკვდებიან იები და გვირილები.


IPB-ს სურათი

ჩვენი ღრუბლები დაილევიან,

შენი თვალები დამიტირებენ.


IPB-ს სურათი

მაგრამ ჯერ ჩემში სიცოცხლეს ღვიძავს,

დავდივარ, ვეძებ დაკარგულ ხვითოს

და სანამ კაცი ვიქცევი მიწად,

სითბოს ველი და სიყვარულს ვითხოვ.


IPB-ს სურათი

თორემ ოდესმე

ყვავილებიც დამაკვდებიან...


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 23 2008, 08:03 AM


მე მაპატიე...
ვერ დავემგვანე
იმ ქალს, რომელსაც
ღამ-ღამობით ფიქრით ხატავდი...

IPB-ს სურათი


მე მაპატიე...
ვერ ვიქეცი ფიქრების მონად...
ვეღარ გითხარი,
რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი...
სხვა სიყვარული... მონატრება...
სხვაგვარი დარდი...

IPB-ს სურათი

მე მაპატიე...

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 24 2008, 07:09 PM


ნუ გაიოცებთ

ამ მთა-ველებს შიშის საფერ გაფითრებულებს –

დედამიწას გარდაცვლილი მზე ესიზმრება. .


IPB-ს სურათი



პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Feb 26 2008, 07:39 AM

მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან.

ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან


მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს?

ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს.


IPB-ს სურათი


ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს;

სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს.


ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად,

მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!

ალექსანდრე ჭავჭავაძე

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 26 2008, 06:51 PM


მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..


IPB-ს სურათი

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!







პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 26 2008, 11:29 PM

როგორ დაღლილან...

ისვენებენ საუკუნენი


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 27 2008, 12:12 AM

აი, ფანჯარა იმი სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.


IPB-ს სურათი

სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი.

გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,
წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია.

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Feb 27 2008, 01:58 PM

ორჯერ ორი თუ ოთხი,
შენჯერ მე - ჩვენ...
და ჩვენჯერ შენ პატარა ოჯახი....
ოთახჯერ ოთახი ოროთახიანი ბინა
და
შუქჯერ წყალი ცოტა კომფორტი.
ქალაქჯერ სოფელი პატარა ქვეყანა
და
ცაჯერ მიწა-ცოტა სივრცე....
რომ ვიაროთ ჩვენჯერ შენ
ოთახჯერ ოთახიან ბინაში
და
გვქონდეს
შუქჯერ წყლიანი ცოტა კომპორტი
და
ამ ქალაქჯერ სოფელქვეყანაში
იყოს ჩვენი პატარა ადგილიც....
იქნება ასე? user.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Feb 28 2008, 01:17 AM

ციტატა(nuca_ge @ Feb 26 2008, 05:51 PM) *

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..
IPB-ს სურათი

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!


აუ მე უნდა დამედო იმ დღეს ეს ლექსი მარა სურათი ვერ მოვუძებნე.tongue.gif smile.gif
მართლა რა მაგარი სურათი შეგირჩევია.smile.gif
გაიხარე ნუც.

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Feb 28 2008, 02:18 AM

სულ მენატრები,მაშინაც კი ,როცა ხარ ჩემთან
და ჩემს გარშემო,და ჩემს ირგვლივ შენა ხარ მარტო.
სულ მენატრები,ძილში,ცხადში,უშენო,
ენთან,
სულ მენატრები და განუწყვეტლივ სულ შენზე ვდარდობ.

IPB-ს სურათი
სულ მენატრები,ერთი წუთით არა მაქვს მოცლა
და გეძებ,როგორც ძაღლი ეძებს დაკაგულ პატრონს...
და მე არ ვიცი რა დავარქვა იმ გრძნობას,როცა
ჩემთან ხარ გულის ფეთქვასავით და მაინც გნატრობ...



უჩა

ძალიან გამიხარდა,რომ მოგეწონა!!!!! smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Mar 1 2008, 02:19 AM

ციტატა(nuca_ge @ Feb 26 2008, 06:51 PM) *

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..
IPB-ს სურათი

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!







დიდი მადლობა ასეთი გრძნობით სავსე ლექსის დადებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Mar 1 2008, 02:44 AM

ციტატა(monatrebuli fee @ Mar 1 2008, 02:19 AM) *

დიდი მადლობა ასეთი გრძნობით სავსე ლექსის დადებისთვის smile.gif

გაიმიხარდა, რომ მოგეწონა!!! გაიხარე !!!!

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 1 2008, 07:44 AM

"დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს...
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი...

IPB-ს სურათი

შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად...
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.

IPB-ს სურათი

ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“



შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს...."


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Mar 1 2008, 08:16 AM

ციტატა(ქეთუ @ Mar 1 2008, 06:44 AM) *

"დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს...
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.

შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად...
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.

ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს...."


cray.gif cray.gif cray.gif მართლა ამატირა. sad.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 1 2008, 05:00 PM

nini_1
ვიცი... მეც ვტიროდი sad.gif შენზე (და ალბათ იმათზე ვისაც გამოცდილი აქვს) უკეთ ვერავინ შეიგრძნობდა ამას ნინი...

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 2 2008, 12:20 AM

ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე, დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე! მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 2 2008, 12:44 AM

ციტატა(ქეთუ @ Mar 1 2008, 06:44 AM) *

"დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს...
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი...



შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად...
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.



ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს...."




მართლა უმაგრესი ლექსია და ბევრის მთქმელი sad.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 2 2008, 03:22 PM

მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად

ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.

მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,

თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.

IPB-ს სურათი

შეხედეთ ჩემს გულს, ათასგზის ნაგმობს,

ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.

თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ,

ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.

IPB-ს სურათი

მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ

მიაქანებდა ბედს უპატრონოს,

თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ

ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.

IPB-ს სურათი

ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს

არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა შეხლას.

მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია

და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Mar 4 2008, 08:59 PM

"გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს...
მჯერა,რომ მცივა და მენატრები,
მაგრან ვერ გხედავ,როგორც სიცივეს...
გარეთ კი წვიმის სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს...
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 7 2008, 05:21 PM

სულ ერთი კვირით

ვჩერდები მგზავრი

საფლავთან, სადაც სიჩუმეც ყარს,_

მთვარეს ხელს ვაჭერ,

წკრიალებს ზარი...

ვიცი, ცა უხმოდ გამიღებს კარს.


IPB-ს სურათი

წუთით შემეტყო პატარა დაღლა,

მაქვს მოლოდინი,რომელიც მკლავს,_

თვალს ჩვენ აქ ვხუჭავთ სამარადჟამოდ,

თორემ იქ, მაღლა ახელენ თვალს.


IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: tekle77 თარიღი: Mar 11 2008, 03:15 PM

ეძღვნება ჩემს ბაბუას დიდი დიდი სიყვარულით (სამწუხაროდ, ის ჩვენს შორის აღარ არის)

მე მეჩვენება, თუ ეს ცხადია?
მე მესიზმრება, თუ მართალია?
რატომ წახვედი? რატომ დაგვტოვე?
ეს ცხადია, თუ მართალია?

არცერთი, არა მე ეს არ მინდა
მინდა გეფერო, მინდა გეხუტო
და შენი ფეხის ნაბიჯებს მიღმა
შენი სითბო და ალერსი ვიგრძნო

მე ხომ მიყვარდი, ძლიერ მიყვარდი
მე არა, ჩვენ - ჩვენ ყველას გვიყვარდი
ხომ დაბრუნდები, ხომ გნახავ კიდევ
ხომ ჩაგიხუტებ მე არა, ჩვენ

კი გნახავ ბაბუ, მაგრამ ჯერ არა

მე ჩემი შვილი უნდა გავზარდო კიდევ
მე ჩემი თავი უნდა ვიპოვო კიდევ
უნდა მიყვარდეს, უნდა ვეფერო
უნდა სიკეთე, სითბო ვასწავლო - კიდევ

და მერე მოვალ, აბა არ მოვალ? მე არა, ჩვენ

სიყვარულით თეკლა

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 14 2008, 11:04 PM

მატარებლები ყოველ დილით
და ყოველ ღამე
სადღაც მიდიან,
საით მიდიან, ეგ სულერთია _
გზები დიდია.
მთავარია, რომ სადღაც მიდიან,
სადღაც მიდიან...



http://imageshack.us

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Mar 15 2008, 08:07 PM

ძალიან კარგი ლექსებია ბავშვებო და სურათებიც შესაბამისი, ყოჩაღ თქვენ. smile.gif

პოეზიას არ ეკუთვნის მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს მოგეპოვებათ ნანული შევარდნაძის პატარა ჩანახატი, ,,მიმოზებს მოგიტან დედა'' ეგებ მომაწოდოთ.
დიდი მადლობა წინასწარ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Mar 22 2008, 03:46 PM

http://123.ge/

makaveli sad.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Mar 22 2008, 03:47 PM

http://123.ge/

makaveli sad.gif

პოსტის ავტორი: nuci თარიღი: Mar 22 2008, 04:05 PM

ციტატა(mari touchet @ Nov 13 2007, 11:01 PM) *

მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

პ.ს. მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე....

IPB-ს სურათი

cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif სიტყვები არ მყოფნის. მარი შენ დაწერე საყვარელო?

პოსტის ავტორი: nuci თარიღი: Mar 22 2008, 04:59 PM

აპრილის სინორჩეს გაჩუქებ,
ჩუქება ადრიდან მჩვევია
ჩუქების მეფე ვარ, იცოდე,
გავცემ. . . და ყოველი ჩემია

გაჩუქებ გაფურჩქნულ ყვავილებს,
ფუტკრების ტრფიალში ნატკბურებს,
გაჩუქებ იების იმ ღილებს,
ტყის სურნელება რომ აპურებს.

ჩუქების მეფე ვარ, გაჩუქებ
იმ გრძნობას, პოეტს რომ ამუნჯებს
იმ გულწრფელ სიცოცხლეს გაჩუქებ,
ცის ტატნობს რომელიც ალურჯებს.

გაჩუქებ!!. . ყველაფერს გაჩუქებ!
ჩუქება ადრიდან მჩვევია.
ჩუქების მეფე ვარ იცოდე
გავცემ.. . და ყოველი ჩემია!

ლექსო გელაშვილი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 23 2008, 04:44 PM

ციტატა(უჩა @ Mar 22 2008, 03:46 PM) *

http://123.ge/

makaveli sad.gif

უჩააა.. ამ პოსტის გაგრძელებასავით მინდა ჩავდოოოო, არ გამიბრაზდება ალბათ ზური laugh.gif rolleyes.gif 2kiss.gif


IPB-ს სურათი

"...and love - it remains the same... "

signature: Mohabbatein (შეყვარებული)laugh.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 8 2008, 03:52 PM

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,

ხეთა და მიდია…

ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,

კვლავ საით მიდიან?

რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,

კვლავ ფეხქვეშ რაოდენ

მწვერვალებს ითვლიან

ღრუბლები…

კვლავ საით მიდიან ღრუბლები?

რა ვიცი… მიდიან…


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Apr 15 2008, 01:14 PM



მირზა გელოვანი

ბავშვი ეკითხებოდა მამას: - როდის წავალთ
სახლში?
ღრუბლები არა ჰგვანდნენ ღამურებს, -
ღრუბლებს შეეჭამათ ცა.
და მტირალი ბავშვი, როგორც მოლაღური
ეკითხებოდა ხმას საკუთარს:
- როდის წავალთ სახლში?

IPB-ს სურათი

იმ ღამეს მზის გარდა არაფერს ეძინა.
- გვიშველეთ, გვიშველეთ ჰკიოდა გრიგალი.
- გვიშველეთ: ხეებმა შეიბეს ფეხები,
რომ, როგორც ჭინკებმა
იქროლონ ცაში!
- არ გესმით? როგორც ბალახის
ჩურჩული, კითხულობს ხმა:
- როდის წავალთ სახლში?!


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 16 2008, 12:24 PM

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,

სიყვარული ისე დამჯახებია

მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს

და სიყვარულს..............



http://imageshack.us




პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 16 2008, 06:12 PM

ციტატა
მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

პ.ს. მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე....


ძააააააააან მაგარი ლექსია.გული მომეკუმშა sad.gif

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 17 2008, 12:52 AM

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მომყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე...


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Apr 17 2008, 04:45 PM

ცხრა მზე მინდოდა მქონოდა,
რვის მეტი ვერ შევაგროვე,
მეცხრე ვერ გადმოვიბირე,
ციდან ვერ გადმოვაგორე.
IPB-ს სურათი

წამოვიდა წვიმა და
ნელა-ნელა იმატა.

აწკაპუნდნენ წვეთები –
მიწას დავეღვენთებით.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 18 2008, 07:58 PM




როგორ მიყვარხარ , - სულ მოკლედ გეტყვი,

ნუ შეგაშინებს ოღონდ სიმართლე....

ასე წყვდიადი სინათლეს ეტრფის

და ასე წყვდიადს ეტრფის სინათლე.......





http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=&i=midnightloveaffairmainpwu8.jpg

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 19 2008, 07:12 PM

ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიოს,

გახსოვდე მარად და მარად...

არ გადამეჩვიო, არ გადამეჩვიო,

არ გადამეჩვიო, არა....


შენ თუ მიმატოვე, ვის უნდა შევჩივლო,

ვინ მეტყვის: წუხილი კმარა...

არ გადამეჩვიო, არ გადამეჩვიო,

არ გადამეჩვიო, არა....

sad.gif




http://imageshack.us

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Apr 19 2008, 07:41 PM

უი, ამ თემამ მომსპო sad.gif
რაღაც ძაან გრუზავიკი გავხდიsad.gif
სად ნახულოთ ამ საცოდავ სურათებს? sad.gif

პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Apr 19 2008, 10:01 PM

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი?!...


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Apr 21 2008, 02:06 PM

ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: TikoE თარიღი: Apr 21 2008, 02:42 PM

ციტატა(mari touchet @ Mar 2 2008, 12:20 AM) *

ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე, დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე! მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია...

IPB-ს სურათი



აპლოდისმენტები შენ 'mari touchet' opaa.gif

გადასარევია yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: TikoE თარიღი: Apr 21 2008, 03:36 PM

ეძღვნება ადამიანს, რომელიც ძლიერ მიყვარდა, დღემდე დიდ პატივს ვცემ და მუდამ მემახსოვრება! - ეს შენ სიხარულო და მხოლოდ შენ! mze.gif

წვიმასთან ერთად იბადება შენზე ფიქრები
მზისა სხივებზე თამაშობენ მოგონებები
თოვლის ფიფქივით ეშვებიან დაბლა გრძნობები
და ნიავს მოაქვს შორს წასული შენი სიტყვები

შენ დამაფიქრე, შენ მომეცი მე ძალა დიდი
რადგან მესწავლა და მეარა სწორი ნაბიჯით
მინდა მადლობა მოგიხადო ძალიან დიდი
და დავიტოვო იმედები შენი ჩამოსვლის

გავივლი თოვლში, რადგან მათგან ვიგრძნო იგივე
შევხედავ მზეს და მოგონებებს კვლავ დავიბრუნებ
ვივლი წვიმაში, რადგან მხოლოდ მას ესმის ჩემი
და ნიავს ჩემსას გამოვატან შენთან ჩემს სიტყვებს

გფარავდეს უფალი

http://www.picoodle.com/view.php?img=/4/4/21/f_heartballoom_ba17fb1.jpg&srv=img29

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Apr 21 2008, 03:40 PM

ციტატა(TikoE @ Apr 21 2008, 03:42 PM) *

აპლოდისმენტები შენ 'mari touchet' opaa.gif

გადასარევია yvavilebi.gif

მადლობა საყვარელო 2kiss.gif

პოსტის ავტორი: TikoE თარიღი: Apr 21 2008, 03:53 PM

ციტატა(უჩა @ Feb 20 2008, 05:21 AM) *

მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!

მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ

IPB-ს სურათი

მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების
სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.
მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების
ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ
თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს




საოცარია - მართლა მომანატრა

გაგაძლიეროს უფალმა

თიკო

პოსტის ავტორი: ANELI თარიღი: Apr 21 2008, 04:43 PM

მხოლოდ მადროვე გითხრა სათქმელი
სუსტ მხრებზე მთები შემოგატოლო,
სხვა არაფერი, სხვა არაფერი,
სხვა არაფერი ჩემო ბატონო...
მე შენი ღიმი მომინდა ახლა,
როგორც სურნელი მაისის დილის
და ვიცი მერე შენ სხვა გზით წახვალ,
მეც გაუყვები ჩვენს ნაცნობ ბილიკს,
მხოლოდ ერთს გეტყვი ნატვრას გაფრენილს
რა მეშველება შენ, რომ დამტოვო?!
სხვა არაფერი, სხვა არაფერი,
სხვა არაფერი ჩემო ბატონო....

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Apr 23 2008, 02:14 PM

TikoE

ციტატა
საოცარია - მართლა მომანატრა გაგაძლიეროს უფალმათიკო


მადლობა თიკო. შენც დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს უფალმა.

ANELI
ციტატა
მხოლოდ მადროვე გითხრა სათქმელი
სუსტ მხრებზე მთები შემოგატოლო,
სხვა არაფერი, სხვა არაფერი,
სხვა არაფერი ჩემო ბატონო...

მე შენი ღიმი მომინდა ახლა,
როგორც სურნელი მაისის დილის
და ვიცი მერე შენ სხვა გზით წახვალ,
მეც გაუყვები ჩვენს ნაცნობ ბილიკს,

მხოლოდ ერთს გეტყვი ნატვრას გაფრენილს
რა მეშველება შენ, რომ დამტოვო?!
სხვა არაფერი, სხვა არაფერი,
სხვა არაფერი ჩემო ბატონო....


IPB-ს სურათი

ესეც ამ ლექსით დახატული სურათი. dntknw.gif

პოსტის ავტორი: ANELI თარიღი: Apr 23 2008, 02:58 PM

ციტატა(უჩა @ Apr 23 2008, 01:14 PM) *

TikoE
მადლობა თიკო. შენც დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს უფალმა.

ANELI
IPB-ს სურათი

ესეც ამ ლექსით დახატული სურათი. dntknw.gif


გაიხარე უჩა ამ სურათის დადებისათვის, მე ვერ შევძელი სურათის დადება. ვერ ვისწავლე და რა ვქნა არ ვიცი. 003.gif

უზომოდ ლამაზ სიყვარულს გისურვებ.

ისეთ სიყვარულს შენს ოცნებებში რომ წარმოგიდგენია.


უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. madlioba.gif friends.gif

პოსტის ავტორი: medavitne ketevani (borjomidan) თარიღი: Apr 23 2008, 03:35 PM


უილიამ შექსპირი (თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა)

სონეტები



დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,
როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,
სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება
და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.
ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,
შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,
ყველა შენსავით რომ მოქცეს ამ ქვეყანაზე,
კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება.
დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს,
ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი,
შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე
და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.
ქვეყნის ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები
და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.


originali

William Shakespare

Sonnets


Sonnet II

When forty winters shall beseige thy brow,
And dig deep trenches in thy beauty's field,
Thy youth's proud livery, so gazed on now,
Will be a tatter'd weed, of small worth held:
Then being ask'd where all thy beauty lies,
Where all the treasure of thy lusty days,
To say, within thine own deep-sunken eyes,
Were an all-eating shame and thriftless praise.
How much more praise deserved thy beauty's use,
If thou couldst answer 'This fair child of mine
Shall sum my count and make my old excuse,'
Proving his beauty by succession thine!
This were to be new made when thou art old,
And see thy blood warm when thou feel'st it cold.





მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 23 2008, 09:20 PM

ნ ა ყ ი ნ ი

ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რადროს შენი ეგეთებია, და რაღადროს ჩემი ეგეთებია!
ან მოიქეცი ისე
როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან.
სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო.
რო დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც ნერვებს რომ მაშლევინებ
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.
არ გაგივა ეგეთები!
აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი,
ძლივს იკავებ თავს რო არ წაიქცე.
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს.
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია, სიარულის დროს შიგადაშიგ ქვემოთ რომ ქაჩო.
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი
გეგონება წაქცევას ვაპირებ.
არ გაგივა მეთქი!
ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი
ხელკავს ნუ მიყრი
თავს მხარზე ნუ მადებ
და ნუ მსიამოვნებ!

რა დროს შენი ეგეთებია
და რა დროს ჩემი ეგეთებია

ხელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გუყირებ
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა და ვერ გაგიბედე!
კარგი რა
ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვიღამ გასწავლა?
ან წელზე ხელის მოხვევა?
არ გეცოდები?

ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
შენი ტოლი გოგოებივით
დაიმორცხვე ნაყინს რომ გიყიდი.
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა და რიგრიგობით
ვლოკოთო,
ხო ხედავ მაინც ორს ვყიდულობ
და ერთი ...
შემთხვევით მივარდება.


http://imageshack.us


რაღაც საყვარელი ლექსია smile.gif


პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 24 2008, 03:28 PM

გამოაღე...

გამოაღე...

გამოაღე სარკმელი,

მინდა გითხრა კიდევ რაღაც,

კიდევ დამრჩა სათქმელი,

მოგიყვები, რაც კი რამე

მომადგება ენაზე...

არ დამიწო:,,-ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე"...

ისე გამოგეპრანჭები ამ ჭერმების ჯინაზე,

თვალს ვერ მომწყვეტ, გეფიცები, გადაგივლის სიბრაზეც...

ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ,

როს გავიგებ ზარების ხმას, საკვირაო წირვაზე,

გიჩურჩულებ რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ...

(არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე)

გამოაღე...

გამოაღე...

გამოაღე სარკმელი,

მინდა გითხრა კიდევ რაღაც,

კიდევ დამრჩა სათქმელი....





http://imageshack.us

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Apr 25 2008, 11:33 PM

ჩვენ გავიბუტეთ და ორივეს დარდი გვმოსავდა,
ჩაქრა სურვილი ძველებულრი დარდით მოგიხმო,
არა იმიტომ, უშენობა რომ გამოვცადო,
გაიგო ფასი უჩემობის,მხოლოდ იმოტომ,
და მაინც მინდა ჩემს ცარიელ სიმყუდროვეში,
ჩუმად მოგიხმო, შეგირიგო და გაპატიო,
არა იმიტომ, უშენობას რომ ვერ მოვითმენ,
სხვას ვერასოდეს შევიყვარებ, მხოლოდ იმიტომ




IPB-ს სურათი


გიჟი ხარ ალბათ . მენანები სულელო თავო
სულ ყველაფრის პატიება რად შეგიძლია,
ვერ ხედავ ყველა თანახმაა შაურად დაგთმოს
და დღემდე ასე დაისრული გულით გივლია


IPB-ს სურათი



ჯერ არ იზეიმო, ნაადრევ სიხარულს,
შემთხვევით სევდა და ცრემლები თანა სდევს,
ნაწვიმარ ბილიკზე დუმილით მივალ თუ
საკუთარ სხეულს და სველ ფიქრებს მივათრევ.
და საოცარია, მაინც არ შემძულდი,
წყენა და ტკივილი სულში სულ შემოგაქვს,
ჩათვალე, მაშინ ხარ შენ გამარჯვებული,
ოდესმე თუ შენი მწამდა და მჯეროდა.
ზოგჯერ საკუთარი თავი მსურს გავკიცხო,
ასეთი ორგული რად უნდა მიყვარდე,
მიზეზი? მიზეზი არ არის საჭირო,
ვამბობ და სხეულს სველ ბილიკზე მივათრევ.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 29 2008, 10:36 PM

შენი თვალები სიგიჟეა უნდა დამათროს,

ცოტაც მაკლია და ცოფივით გადამედები...

როგორც მყინვარებს მოედება ცეცხლი არასდროს

შენც ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.


და ლამის არის მიმიყვანოს თვითმკვლელობამდე,

შენმა თვალებმა მერამდენედ უნდა დამლახვროს?!

ბევრს როდი ვითხოვ? მხოლოდ ერთი ღამე მომანდე

მინდა ლექსები წაგიკითხო ბუხართან ახლოს.


ოღონდ იცოდე! სიგიჟეა ეს ყველაფერი,

როგორც სიცოცხლე და ლექსები ჩემი საერთოდ.

მე თანახმა ვარ, სანთელივით ჩუმად ვიწოდე,

რომ ჩვენი ბედი გამოვადნო და შევაერთო.


როგორც მყინვარებს მოედება ხავსი არასდროს

შენც ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.






http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 30 2008, 11:05 PM

რომ მოხვიდოდე-
აივსება მთელი სამყარო მწველი სინათლით,
სილამაზით და ლაჟვარდებით...
აფეთქდებიან სულში თეთრი იასამნები
და უფრო მეტად
უფრო ძლიერ შემიყვარდები!!!
ქარი დაბერავს,
გაზაფხულის ქარი თავნება,
და სიყვარულზე იმღერებენ უცხო ლანდები...
ოღონდ კი გნახო,
სწორედ ახლა,
ახლა, ამ წუთას...
და ცრემლებამდე,
ტკივილამდე შეგიყვარებდი!!!
გადაიარეს მოლოდინის მწველმა წუთებმა,
ჩამოიქუფრა ძველი ტაძრის თეთრი კალთები...
არსად არ ჩანხარ...
ნურც იდარდებ, ჩემო ძვირფასო,
ამაზე მეტად
მაინც ვეღარ შეგიყვარებდი...



http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=113&i=i220127501813276bx2.jpg

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: May 1 2008, 01:09 PM

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.


სული საზღვარს გადასცდება ფრენით,

ახლაც მახსოვს მისამართი შენი.


ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე,

რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.


წინ მეშლება სხვა ოცნების არე,

მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.


გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 8 2008, 12:00 AM

T I K O
მაგარიააააა.

ვგიჟდები ამ ლექსზეეეე. მაგარი რიტმა აქვს. smile.gif

პოსტის ავტორი: basaso თარიღი: May 8 2008, 12:36 AM

დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..
http://www.radikal.ru

არ შეიძლება იყო ქართველი და ვაჟკაცობის არა იცოდე
არ შეიძლება ენთოს სანთელი და არავისთვის არსად იწვოდეს
არ შეიძლება გქონდეს სათქმელი და ერის ჭირზე თვალებს ხუჭავდე
არ შეიძლება ტაძრის სარკმელი სიყვარულისთვის რომ არ ბჟუტავდეს
არ შეიძლება მზე არ გათბობდეს და არსებობა მისი უარყო
არ შეიძლება მიწას ათოვდეს და ციცქნა ფიფქმა რამე მოაკლოს
არ შეიძLება იყო ნამდვილი და არ წამოგცდეს დიდება ღმერთო
სიკვდილი არის ყოვლად ადვილი მაგრამ ქართველი სულ უნდა ენთო
გვისმინე ღმერთო!

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: basaso თარიღი: May 8 2008, 12:53 AM

მერე თუ სულში მოვარდება
შენი მონატრების ქარიშხლები,_
მაგ მწველი მზერით დაფერფლილი
შენს წინ
ფიანდაზად
გავიშლები!....

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 8 2008, 02:16 PM

basaso
mpua.gif კაი ლექსებია ძაან

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 8 2008, 03:52 PM

ციტატა(უჩა @ May 8 2008, 12:00 AM) *

T I K O
მაგარიააააა.

ვგიჟდები ამ ლექსზეეეე. მაგარი რიტმა აქვს. smile.gif
მადლობააააა smile.gif გაიხარე, მეც ძალიან მიყვარს smile.gif


არ გავაოფებ

Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что никогда тяжелый шар земной
Не уплывет под нашими ногами.
Мне нравится что можно быть смешной -
Распущенной - и не играть словами,
И не краснеть удушливой волной,
Слегка соприкоснувшись рукавами.

Мне нравится еще, что вы при мне
Спокойно обнимаете другую,
Не прочите мне в адовом огне
Гореть за то, что я не вас целую.

http://www.radikal.ru

Что имя нежное мое, мой нежный, не
Упоминаете ни днем, ни ночью - всуе...
Что никогда в церковной тишине
Не пропоют над нами: аллилуйя!

Спасибо вам и сердцем и рукой
За то, что вы меня - не зная сами! -
Так любите: за мой ночной покой,
За редкость встреч закатными часами,
За наши не-гулянья под луной,
За солнце, не у нас над головами, -
За то, что вы больны - увы! - не мной,
За то, что я больна - увы! - не вами!


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 8 2008, 04:26 PM

T I K O
როგორ მიყვარს ეს სიმღერა, ახალი წელი მახსენდება wub.gif


კიდევ ეს ფილმი და სიმღერა მიყვარს ძალიან



ВАШЕ БЛАГОРОДИЕ
(И.Шварц-Б.Окуджава из фильма"Белое солнце пустыни")

Ваше Благородие,
Госпожа Разлука,
Мы с тобой родня давно,
Вот такая штука.
Писмецо в конверте
Погоди не рви,
Невезет мне в смерти,
Повезет в любви.

Ваше Благородие,
Госпожа Чужбина.
Жарко обнимала ты,
Да вот только не любила.
В ласковые сети
Постой не лови.
Не везет мне в смерти,
Повезет в любви.

Ваше Благородие,
Госпожа Удача,
Для кого ты добрая,
А кому иначе.
Девять граммов в сердце,
Постой,не зови,
Не везет мне в сердце,
Повезет в любви.

Ваше Благородие,
Госпожа Победа,
Значит моя песенка
До конца не спета.
Перестаньте, черти,
Клясться на крови.
Не везет мне в смерти,
Повезет в любви.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: May 14 2008, 09:54 PM

სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი,
მან მზე შეიყვარა- მე შენ შემიყვარდი,
იებში აყვავდა- სულში აგიყვავდი,
კვირტებში ჩასახლდა -გულში ჩაგისახლდი,
ფიფქებად დავარდა -თვალში ჩაგივარდი,
მზე ღრუბლით ადარდა -მეც ტირილით გკლავდი,
მერცხალს ჩაუსაფრდა - ფიქრში ჩაგისაფრდი,

ერთად შევიშალეთ მართლა ორი ქალი,
მარტი გაიპარა, მე კი შენში დავრჩი!


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=413&i=85954601tp5.jpg

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 15 2008, 10:24 PM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=354&i=sibnto0.png მიყვარს სიბნელე
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.

წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".


წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...

უცებ კარს აღებენ და შემოდიან.
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი.
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან.
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ.
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...


ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი.
ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა.
სადღეგრძელო პირველი: მშვიდობას გაუმარჯოს.
მომწონს თქვენი პაციფიზმი, მაგრამ რად გინდათ მშვიდობა, ისედაც მოწყენილობით კვდებით. გასიებულხართ და საკუთარი ცოლები აღარ გაძლევენ. მშვიდობა თორემ, თქვენც ეხლა გუშინ მოიგეთ ომი.� მშვიდობის უფლება აქვს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს მისთვის.
თქვენ არ აფასებთ მშვიდობას...

სადღეგრძელო მეშვიდე: ისინი უკვე გადიდნენ. ყველამ ჯიბეებიდან დაიწყო ამოლაგება კუბოების და მაგიდაზე დაწყობა. მერე დალიეს: წასულების. ვიღაცამ დაიყვირა, გაჩერება არ შეიძლებაო, დაუძახეს ბავშვებს, შემოსვეს კუბოებზე და მაგიდიდან ჩაასრიალეს. თან სვამდნენ: ბავშვებს გაუმარჯოსო.

სადღეგრძელო ორმოცდამეჩვიდმეტე: სიყვარულს გაუმარჯ...
მთვრალი შემოვიდა და დავარდა.
მე გადავაბიჯე მას და სახლიდან გავედი...


დროის დაკარგვა მომესურვა. აზრები გამეფლანგა თავში. ხმა ამოფოფხდა ყელში, დაჭრილი ჯარისკაცივით.
- წავედი!

გავედი ქუჩაში. შემხვდა პატარა ეშმაკი, საცოდავი თვალებით შემომხედა და გამიღიმა. დაბალი იყო და წითელი.

- მეცოდებიო. - მითხრა.
- მეც-თქო. - ვუპასუხე და გზა განვაგრძე.

ის გაიქცა, ქალს დაეჯახა და წააქცია.
ქალს მივუახლოვდი. უგონოდ ეგდო.
მანქანებმა გამინათეს ტვინი, წამოვხტი და გავვარდი.
ამედევნენ ლურჯ ტანსაცმლიანები.
ხმა გაიძულებს გაიქცე. გიყურებენ, მოგდევენ, გეძახიან, გესვრიან...
ტყვიებისგან წარმოქმნილი ნიავი თმას გიჩეჩეჩავს.
დევნა შეწყვიტეს. მივიხედე. ქალი ფეხზე იდგა და ჩემზე იცინოდა, რომ მე გავურბოდი კანონს...


უამრავი აზრი დავფქვი თავში...
ნუთუ ჩემი თავი წისქვილია?
არა. როდის იყო წისქვილს თმები ჰქონდა?!
თან ჩემი აზრებიც არაა მსგავსი ფქვილის.
ჩემი აზრები გახელებაა, სურვილი წასვლის, პროტესტი...
უამრავი კითხვა მაქვს.
საკუთარი პერსონა არ მომწონს.
ხანდახან კი ძალიან მიყვარს.
მე ყოველთვის ყველა მიყვარდა.
მარტოსული ვარ. ვეძებ ადამიანებს.
თუმცა მათ ჩემი არ ესმით.
მომწონს სიბნელე, მაგრამ ვისწრაფვი სინათლისაკენ...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 18 2008, 10:56 PM

საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 19 2008, 03:08 PM

http://www.radikal.ru

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!


აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.


იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.


მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?


ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.


ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.


ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.


ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.


და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.


ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?


ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?


ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.


ციტატა(k@the @ May 8 2008, 04:26 PM) *

T I K O
კიდევ ეს ფილმი და სიმღერა მიყვარს ძალიან

გაგიკვირდება და ეგ ფილმი არ მაქვს ნანახი wub.gif სიმღერა კი მომისმენია smile.gif





პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 25 2008, 01:36 PM

http://www.radikal.ru

გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,

ასეთ სილამაზეს მივესალმები

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამნები!


მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,

გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,

ქალივით ჩურჩულებს იასამანი,

თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.


ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში..

ასეთ მაისებში გზაა სავალი,

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,

თუ არ ჩამატანეთ იასამანი!


პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 25 2008, 06:38 PM

უჩა
მაგარია smile.gif მომეწონა ძალიან

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 25 2008, 07:16 PM

ციტატა(უჩა @ May 18 2008, 11:56 PM) *

[b]საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...

ძალიან მაგარიაა smile.gif

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 28 2008, 10:22 PM

.

როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი

სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართვული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშიდ ვიყო გართული

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი

სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
"ენა მამული სარწმუნოება"

როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი

გოგა გოგილაშვილი.
http://www.radikal.ruდიმა ორკოდაშვილი

=საქართველო=
ჩენი ცოდვები ჩვენს შვილებზე გარდასულს დროში
ქართვულ დროშაზე სამარცხვინოდ ჩამოდღაბვნილა

ახლა შევცქერი:თამარ მეფე ფრესკის ფერია
და ჩუმად ვფიქრობ: ნუთუ კაცები გამოგვლევია?

ჩვენი განვლილი ისტორიები ტანჯული წლები
მე მივამსგავსე დაბრუნებულს უძღებ შვილიშვილს

ვეღარ გაუძლო დროში დაგროვილ მატლების გროვამ
და ყველაფერი გადააბრალეს საწყალ ჯუღაშვილს

საქართველო-
მოდით ერთად ვთქვად აღსარება ღმერთის წინაშე
თორემ შვილები ამოთხრიან ცოცხალ სატანებს

და თუ კი ძალა აღარ შესწევთ ამაყ ქართველებს
ღმერთო მე გეტყვი ყველას ცოდვას ჩემზე დაბერტყე

დიმა ორკოდაშვილი


როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი

სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართვული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშიდ ვიყო გართული

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი

სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
"ენა მამული სარწმუნოება"

როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი

გოგა გოგილაშვილი.http://www.radikal.ru


დიმა ორკოდაშვილი

როგორ მწყუროდი როგორ მსურდა ალერსი შენი
და ეგ ბაგენი ია გუნდის ნათელის მჩენი
მეტი რა გითხრა დამიბრუნდი გთხოვ დამიბრუნდი
თორემ ლოდინმა მომისწრაფა სიცოცხლის დღენი
ირანული პოეზია

http://www.radikal.ru
დიმა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 10:25 PM

ციტატა
როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი


cray.gif

პოსტის ავტორი: 6+j.anu.j.j თარიღი: May 30 2008, 06:49 AM

ჩემი ბრალია ყველა ცოდვა რაც ჩემში ცოცხლობს
უარი ვუთხრად ყველა ვნებას ხორციდან მოსულს
ადამიანი საზიზღარ ცხოველს დავმზგავსებულვარ
ეული სული შეუპყვრია საკუთარ სხეულს
ჩემივე ცოდვა ჩემს წინაშე აყუდებულა
და ყურებს მაჭრის ღმერთის დიდება არ გაიგონოს
მარტოობაში გადაღლილა ძლიერი სული
და ახლა ვდგავარ ხატთა წინაშე თავ ჩაქინდრული
....................................................................
თვალს გადავავლებ ხალხთა შორის დამცინავ ღიმილს
.....................................................................
მე სიბოროტე არ გამივლია ცოდვაში გაზრდილს
გთხოვ რომ შემინდო გულთა მხილველო შენ ეს ხომ ძალგიძს
დიმა



http://www.radikal.ru
დიმა


მინდა ჩემს ცხოვრებას ვეჩხუბო ხალხში
ხან მოვეფერო ხან ნატკენმა გავუყარო თვალები თვალში
და მაინც უნდა ვეცეკვო ჩემს ცხოვრებას ტანგოც და ვალსიც
პაპა

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: May 30 2008, 08:50 PM


ქალი ვარ, განა ქარი ვარ,

თავქარიანი ველადა,

ქალი ვარ, განა ღვინო ვარ,

როგორ შეგივსო ხელადა,

ქალი ვარ, განა წყალი ვარ,

რომ ჩაიხედო ვერა და

ქალი ვარ, განა მზის სხივი,

ცრემლი რამ აგიფერადა?

ქალი ვარ, ვიცი აპრილში,

მარტი ინანებს მარტობას,

გემუდარები ნუ წახვალ,

ნუღარ დამტოვებ მარტოს რაა...

ქალი ვარ, განა ვარდები,

რომ წამოვანთო მაისი...

ერთი პატარა ქალი ვარ,

რავი, თუ შეგიყვარდები...





http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=233&i=gentlesoultopyy6.jpg


პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 12 2008, 11:14 PM

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
3 ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!

ბესიკ გაბაშვილი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jun 12 2008, 11:58 PM

ai gogoo
უF რა კაბა აცვიააააააააა biggrin.gif
ისე ლექსებს ავტორებიც რომ მიაწეროთ კაი იქნება.ზოგი არ ვიცი ვისებია user.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 13 2008, 12:50 PM

Позабуду я мрачные силы,
Что терзали меня, губя.
Облик ласковый! Облик милый!
Лишь одну не забуду тебя.

Пусть я буду любить другую,
Но и с нею, с любимой, с другой,
Расскажу про тебя, дорогую,
Что когда-то я звал дорогой.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 13 2008, 01:50 PM

...когда-нибудь я расправлю крылья и прыгну с той самой скалы,где начинается детство и заканчиваются мечты...где не спорят о правде и нет бессмысленных размышлений о борьбе разума и чувств,правде и лжи,нет победителей и нет проигравших...туда где будем мы все..

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 14 2008, 01:56 PM

Весна, весна, пора любви,
Как тяжко мне твое явленье,
Какое томное волненье
В моей душе, в моей крови...
Как чуждо сердцу наслажденье...
Всё, что ликует и блестит,
Наводит скуку и томленье.
______

Отдайте мне метель и вьюгу
И зимний долгий мрак ночей.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 15 2008, 04:16 AM

http://www.radikal.ru


ტირის სანთელი, ცხელი ცრემლი სწყდება წამწამებს,
კვნესის სანთელი, უთქმელობის სევდა აწამებს,
ბოლოს რომ ვეღარ აიტანა ტანჯვა ამდენი
ჩამოიღვენთა, ჩამოდნა და ჩაქრა სანთელი.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 15 2008, 07:49 PM

ai gogoo

ციტატა
თუ არ მოგწონთ თქვენი ნებაა a075.gif

,,თქვენი" მომეწონა. laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Jun 18 2008, 04:43 AM

უჩა შენი "შემოქმედება" სულ სხვაა, შენი ლექსები მიყუჩებულ იარებს აახლებენ...

6+j.anu.j.j გული ამიტირა შენმა ლექსებმა, გრძნობებით სავსე ეს ლექსები გულის სიმს ნაზად ეხება და სულის ტკივილს გვახსენებს....

sad.gif sad.gif მალე მინდა მააააანდ



ეძღვნება ადამიანს, რომელის მონატრებაც ჩემს ცხოვრებას სანთლის კამკამა შუქივით გაანათებს:

"ათასი დღე რომ გაილიოს ათასი ცრემლით,
ათასი დღე რომ მომიწიოს უშენოდ ყოფნამ,
ათასჯერ მეტად მეყვარები ჩემი გრძნობებით,
ათასჯერ მეტად ვიოცნებებ შენს გვერდით ყოფნას."

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 20 2008, 12:30 AM

როცა მთვარე ვარსკვლავებს ნახავს,
IPB-ს სურათი
როცა ქარი მოყვება ზღაპარს,
IPB-ს სურათი
როცა ღამე გვისურვებს ტკბილ ძილს,
IPB-ს სურათი
მაშინ ვიწყებთ უმიზეზოოოდ...
IPB-ს სურათი



იქ სადაც ლოდინს არ უჩანს ბოლო,
IPB-ს სურათი
ცხოვრება გადის ფიქრებით მხოლოდ,
IPB-ს სურათი
არ მინდა არ მინდა არაა,
IPB-ს სურათი
მთვარემაც მიმატოვოოოს...
IPB-ს სურათი







IPB-ს სურათი
წამო მთვარე დავიაროთ, შემოვიაროოოთ...
IPB-ს სურათი
მთელი ღამე და ქუჩები, გადავიაროთ...
IPB-ს სურათი
გადა გადავიაროოოთ...
IPB-ს სურათი


ესაა მგზავრების ულამაზესი სიმღერა.

აი ისიც - http://www.link.ge/file/64310/mgzavrebi---mtvare-Mus-Ge-.mp3.html

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jun 20 2008, 02:13 AM

http://www.link.ge/file/64393/Gamoage--ninis.rar.html

ბევრი მაქვს ლექსებზე გაკეთებული სლაიდები, ეს ერთი და დანარჩენს სხვა დროს ავტვირთავ smile.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 23 2008, 01:52 PM

There's a feeling I get
When I look to the west
And my spirit is crying for leaving
In my thoughts I have seen
Rings of smoke through the trees
And the voices of those who stand looking

It makes me wonder

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 30 2008, 05:13 PM

Sing a sad song
In a lonely place
You know there’s nothing I wouldn’t do
Don’t throw it all away.......


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jul 1 2008, 08:50 PM

Friends will be friends,
When you're in need of love they give you care
and attention,
Friends will be friends,
When you're through with life and all hope is
lost,
Hold out your hand cos friends will be friends
right till the end

Oh, how I wish it was true..

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Jul 7 2008, 10:40 PM

კარგს თუ იპოვი ცხოვრებაში ნუ გაიხარებ
მოეფერე და შეეცადე რომ არ დაკარგო
თუ მაინც წავა და დაგტოვებს შენს ოცნებებთან
ამ ცხოვრებიდან მას უკვალოდ ვეღაც გააქრობ
გაირიყები და ცოტა ხნით დარჩები მარტო
ხომ შეიძლება სხვა შეგხვდეს ის შეიყვარო
მაგრამ ვერასდროს დაივიწყებ პირველ არსებას
ვინც შენი ცივი გული სიყვარულით გააქთბო


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Jul 9 2008, 07:10 PM




სიცოცხლეს და სიკვდილს შუა

სიყვარული ტიხარია

სხვა სათქმელი აღარც მე მაქვს -

მიყვარხარ და მიხარია!

რაის სიყვარულიმეთქი -

წინათ მეც მიმიქარია!

მეასეჯერ გამიმართლა!

მიყვარხარ და მიხარია!

ყველა ქალი ლამაზია

ყველა კაცი - ჯიგარია

არვის ვერჩი, არვინ მერჩის

მიყვარხარ და მიხარია!

სიცოცხლეს და სიკვდილს შუა ,

სიყვარული - ტიხარია!

მომწონხარ და

მინდიხარ და

მიყვარხარ და

მიხარია!




http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=519&i=87156228dk3.jpg

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 12 2008, 10:59 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Jul 13 2008, 06:32 PM

ციტატა(natiako @ Apr 19 2008, 10:01 PM) *

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი?!...


IPB-ს სურათი


ეს ლექსი ბოლომდე რომ დადო შეგიძლია?
წინასწარ მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 13 2008, 08:00 PM

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფარტო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მტელი სამყარო ვრცელი
შენიტ არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუტვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუტვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 21 2008, 12:06 AM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 21 2008, 12:18 AM

http://www.radikal.ru

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.
შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო..

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 22 2008, 11:59 PM

http://www.radikal.ru
wub.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jul 23 2008, 04:38 AM

იჯდა ქრისტე და, მდუმარე დიდხანს,
სილაზე თითით რაღაცას წერდა,
ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან.
და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.

შუაში იდგა ტურფა ასული,
შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,
წამით შეირხა ფიქრში წასული
ქრისტე და წერას თავი ანება.

_ ამ ქალს, საჯაროდ, მრუში უწოდეს _
თვალს ავლებს იქ მყოფთ, გულთამხილველი, _
ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,
ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.

და ყველამ ჰკითხა სინდისს ნებართვა _
თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს?
ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა,
უხმოდ გაშორდნენ მსვერპლს სათითაოდ.

ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა,
სულით მაღალის და გულით წმინდის _
ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა?
ბევრი ჰკითხავდა ნებათვას სინდისს?

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 23 2008, 03:23 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 23 2008, 05:25 PM

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

სიყვარული
ბალახის ღეროს მზე შეუყვარდა...
რა თქმა უნდა, მისგან საპასუხო სიყვარულს არ მოელოდა; მზეს იმდენი საზრუნავი აქვს დედამიწაზე, სადა აქვს დრო, პატარა, შეუხედავი ბალახის ღეროს მიაქციოს ყურადღება? გარდა ამისა, სად მზე და სად ბალახის ღერო, რა მისი წყვილია?!
მაგრამ ბალახის ღეროს არ ესმოდა ეს, მთელი ძალით მიიწევდა მაღლა, მზისაკენ, ისე ჯიუტად მიიწევდა, რომ ტანაყრილ აკაციად გადაიქცა.
ლამაზია აკაცია, მშვენიერია აკაცია, ახლა ვინ შეიცნობს მასში ბალახის ღეროს?!
აი, რა შეუძლია, სიყვარულს, ცალმხრივსაც კი!

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jul 26 2008, 04:35 PM

არ დაბრუნდები
მშვიდობით....
არ მინდა მიგატოვო და მერე ისევ მოგიპოვო,არაფერი არ მინდა....
არაფერი....
დაჩოქილი ვარ,განადგურებული,მინდა მიწას ჩავეხვიო და ვიტირო.
რამდენიმე დღე შEნს სახელთან ვცხოვრობდი მარტო
ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია
სულს მოენატრე მაგრამ სხეულს,არ ვიცი რატომ,
შენი დანახვა ძველებურად არ უხარია....
ისევ შენს სახელს,შEნზე ფიქრებს სანთლად ავანთებ
სავალალოა ჩემი ხვედრი და სასცილო...
ნატვრა იყავი როცა შეგხვდი მოგანამდვილე და ახლა მინდა ისევ ნატვრად გადაგაგციო...

http://www.radikal.ru


პ.ს. ლელუკ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jul 26 2008, 04:38 PM

T.L.

ციტატა
პ.ს. ლელუკ



აქ ხშირად არ ვიხდები ხოლმე ეტყობა გულმა მიგრძნო

ჩანახატი რომ წავიკითხე cray.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jul 26 2008, 05:02 PM

leluka
ბოდიში user.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Aug 1 2008, 12:03 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 1 2008, 01:51 AM

უჩა
T.L.

ორივეს kiss1.gif ძალიან კარგად გესმით ეს საქმე yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 3 2008, 02:46 AM

http://www.radikal.ru



გადაღლილი დღის იარა მწარე,
ღამეს ცრემლებით წარსულს გამოსთხოვს,
იმედის ცეცხლი თეთრი ვით მთვარე,
ნაღვლიან გულში ფიფქებად მოთოვს...

უძალო ხელით შევისხსნი აბჯარს
და მენატრება ნაზი კაბები,
ხურდას ვუბრუნებ მოქანცვის ვაჭარს,
რომ მიიხუროს დროზე კარები...

მოუსვენრობის დესპანი მვლელი,
ალერსსაც ებრძვის გაბოროტებით,
ლამაზ წუთების ვერ გავხვდი მთვლელი,
დღე ღამეს მისდევს გამოტოვებით...

და ნაჭრილობებ მშობლიურ მკერდზე,
ვემშვიდობები გარდასულ დღეებს,
მინდა გადავდო ჭმუნვები გვერდზე,
ფიქრი ვაჩუქო შრიალა ხეებს...

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Aug 7 2008, 11:44 PM

ციტატა(staywhite @ Aug 3 2008, 02:46 AM) *

http://www.radikal.ru
გადაღლილი დღის იარა მწარე,
ღამეს ცრემლებით წარსულს გამოსთხოვს,
იმედის ცეცხლი თეთრი ვით მთვარე,
ნაღვლიან გულში ფიფქებად მოთოვს...

უძალო ხელით შევისხსნი აბჯარს
და მენატრება ნაზი კაბები,
ხურდას ვუბრუნებ მოქანცვის ვაჭარს,
რომ მიიხუროს დროზე კარები...

მოუსვენრობის დესპანი მვლელი,
ალერსსაც ებრძვის გაბოროტებით,
ლამაზ წუთების ვერ გავხვდი მთვლელი,
დღე ღამეს მისდევს გამოტოვებით...

და ნაჭრილობებ მშობლიურ მკერდზე,
ვემშვიდობები გარდასულ დღეებს,
მინდა გადავდო ჭმუნვები გვერდზე,
ფიქრი ვაჩუქო შრიალა ხეებს...


wub.gif wub.gif wub.gif


პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 19 2008, 12:11 AM

http://img123.imageshack.us/my.php?image=i292125803118644va8.jpg


ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს
არ დაივიწყო
მაგრამ რატომღაც გულ მაცინებს
და ისევ ვხვდები
მჭირდება სითბო
ვიბრუნებ მე ჩემს
საყვარელ სიყვარულს
სავსეს და მთლიანს
როგორც თავიდან
როდესაც შევხვდი
სიყვარულს პირველად.


http://img123.imageshack.us/my.php?image=i291209473277034qv6.gif


როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები...


cray.gif



მენატრები

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 19 2008, 12:13 AM

ძაან კარგი ლექსებია. smile.gif
თქვენი შემოქმედებაა? smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 19 2008, 12:22 AM


http://img123.imageshack.us/my.php?image=i244311727949774xy3.jpg


...ყოველთვის ასე ხდება... დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის თეთრ, უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს. იმიტომ, რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი...


ციტატა
ძაან კარგი ლექსებია. თქვენი შემოქმედებაა?


არა, უბრალოდ ვგრძნობ და...


შეშლილი ცრემლები


IPB-ს სურათი


ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები


http://img230.imageshack.us/my.php?image=i292126799528934ft6.jpg


მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან
დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის
თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს
დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალ
ევინეთ
ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო
და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 19 2008, 01:11 PM

ჩემი ლექსების გამოქვეყნება შეიძლება? smile.gif
ცენზურა არის? biggrin.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 19 2008, 03:43 PM

kmunebi

ციტატა
ჩემი ლექსების გამოქვეყნება შეიძლება? smile.gif
ცენზურა არის? biggrin.gif

laugh.gif

კი შეილება. smile.gif

ნუ გააჩნია შენ ცენზურას რას ეძახი. a075.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: - თეკლა - თარიღი: Aug 19 2008, 04:23 PM

დღეს მე რომ მტკივა, ეს შენც გტკივა ჩემო ვაჟკაცო
გუშინ მე შენთან სიყვარულზე ფრთებისა შესხმით
გადავიფრენდი ცრა მთას, ცხრა ზღვას, დაგიბრუნებდი
და ხვალინდელ დღეს გაჩუქებდი, ჩემო ვაჟკაცო

შენი ქვეყანა შენს სახელს იტყვის, ჩემო ვაჟკაცო
შენი შვილები გმირს გარქმევენ, ჩემო ვაჟკაცო
დედის ცრემლი კი შენს შვილს გაზრდის ჩემო ვაჟკაცო
მე კი...მე კი სიყვარულს განგიმტკიცებ, ჩემო ვაჟკაცო

ამ ლექსით (შესაძლოა ნაკლებად მოსაწონი ლექსით) მე ჩემი ტკივილი გამოვხატე ყველა ვაჟკაცის მიმართ, რომლებიც გმირულად, დიახაც! გმირულად დაიღუპა - ეს არის ტკივილი, რომელიც მე პირადად არასოდეს გამინელდება

გვფარავდეთ უფალი დედებო



პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 19 2008, 04:26 PM


ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...

IPB-ს სურათი

სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს...
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის,
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრიიი...

http://imageshack.us

ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს...

IPB-ს სურათი

შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და...
ფრრიიი...

IPB-ს სურათი

http://imageshack.us


მორის ფოცხიშვილი

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 19 2008, 07:54 PM

ციტატა(უჩა @ Aug 19 2008, 03:43 PM) *

kmunebi

laugh.gif

კი შეილება. smile.gif

ნუ გააჩნია შენ ცენზურას რას ეძახი. a075.gif biggrin.gif


გამოვაქვეყნებ და შეამოწმეთ... smile.gif
ჯერ ოდნავ მაინც თემატიკა შეიცვალოს ფორუმზე და შემოგთავაზებთ ჩემს ნაშრომებს... tongue.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 22 2008, 12:07 AM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=147&i=iiiiiiiiiioooodj6.jpg

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Sep 4 2008, 12:39 AM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img66/oimz3.jpg/1/

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 20 2008, 12:24 PM

მე არ ვიცი სად მიდის ჩემი გზა...

მე არ ვიცი სად მაქ სახლი...

ისიც კი არ ვიცი რამდენი კიბე მაქვს...

მაგრამ... ________________________ აუცილებლად დავთვლი...


IPB-ს სურათი


ღამე არ მძინავს, სიზმარი თავს იკლავს,

დუმილი ოთახში ქარივით დაფრინავს,

აზრები დადიან კედლებზე ადიან

ფიქრები გარბიან ოცნება დილამდე


IPB-ს სურათი


ნაორთქლი მინაზე ლექსი რომ დავწერე,

წვეთებმა წაშალეს არაფერს ვაშავებ

ავანთებ ასანთს დავარტყავ ნაფასს

ბოლებად გავუშვებ იმ ლამაზ ზღაპაარს


IPB-ს სურათი


გავხედე გარედ, ბანაობს ქუჩა

ქოლგასაც არხმარობს

დასველდეს თუნდაც,

დასველდეს თუნდაც

მისთვის სულ ერთია... _________________ მისთვის სულ ერთია...



IPB-ს სურათი


მე მაინც არ ვიცი სად მიდის ჩემი გზა...

მე ისიც არ ვიცი სად მაქ სახლი...

ისიც კი არ ვიცი რამდენი კიბე მაქვს...

მაგრამ... _________________________ აუცილებლად დავთვლი...



IPB-ს სურათი


მგზავრების ერთ ერთი ულამაზესი სიმღერა რომელშიც ძალიან დიდი აზრია ჩადებული რო დააკვირდე...
--

--http://www.link.ge/file/109667/mgzavrebi---devas-simgera.mp3.html

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 24 2008, 06:00 PM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img300/33364226rn0.jpg/1/
ქუჩას შეაშფოთებს აჩრდილი,
წვიმის პერანგიან ქარის,
აღმართს მონატრებით ავივლი,
მხვდება მოწყენილი ქალი.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img152/46439884yh3.jpg/1/
ციდან მთვარის სხივი იღვრება,
ტაძარს ვერ მოვწყვიტე თვალი,
ყველა სევდა დამავიწყდება,
მიდის,სადღაც მიდის ქალი.


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img300/iisferinx9.jpg/1/
ღამე იისფერად ჩამოდგა,
ფიქრი უჩვეულოდ წყნარი.
ნეტავ ამისთანა რა მოხდა,
როგორ ქვითინებდა ქალი.

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img515/cremliisfuc4.png/1/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)