არის თუ არა მსახიობობა ცოდვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არის თუ არა მსახიობობა ცოდვა |
სარდიონ |
May 11 2009, 10:31 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
-------------------- KILL YOUR TV !
|
guest |
May 12 2009, 07:33 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ამიტომაც შესაძლებელი ხდება ხშირად მისი ხილვა იქ,სადაც ''ავადმყოფები''იმყოპებიან,რამეთუ ავადმყოფები საჭიროებენ მკურნალობას და არა ჯანმრთელნი. betaneli luka ანუ შენ ჯანმრთელი ხარ და არასოდეს გიყურებია თეატრისთვის ან ფილმისთვის? სხვა რამეებს ( რაც მართლა ავადმყოფურია და კავშირში არცაა მსახიობობასთან ოფიციალურად) რომ თავი დავანებოთ, რაც თავად იცი შეეშვი ქადაგებას მგონი აჯობებს ინფორმაციის სახით შეიძლება ცხადია განთავსება, მაგრამ არა მაგ ტონით, თითქოს ფრთები უკვე კაი ხანია წაგჩიტვია. პ.ს. ყველამ ჩვენ ცოდვებს მივხედოთ და მათ შორის შენც ! ციტატა მამა დავითმა შეგვახსენა ეკლესიის აზრი თეატრთან დაკავშირებით ვინ არის მამა დავითი და რატომ თვლის სარდიონი მის ნათქვამს კანონად, ესეც გაგვიმარტეთ სარდიონ ციტატა ბანძი ფორუმია და ეს მოდერების დამსახურებაა. სარდიონ, შენ რავა სულ მთვრალი და დაბოლილი უნდა იყო თუ სიმთვრალეში ლაპარაკობენ სიმართლესო, ახლა იმას იტყვი ? |
სარდიონ |
May 12 2009, 09:20 PM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
staywhite
როგორ არ დავლიო, ხო ხედავ დაჭამეს ერთმანეთი ამ უღმერთოებმა. ქვეყანას აქცევენ, მოკლედ მართლა მოსულია რა. შენ ბედნიერი ხარ რო დროზე დაიტიშე და რაც ხდება ვერ ხედავ. -------------------- KILL YOUR TV !
|
guest |
May 12 2009, 11:19 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ჩემი და მხოლოდ ჩემი აზრით და არავითარი ავტორიტეტების ვფიქრობ, რომ "ჩვეულებრივი" მსახიობობა არ უნდა იყოს არანაირი ცოდვა ანუ გააჩნია გადაღებული ფილმების როლებს ან ასევე თეატრის. რამდენადაც ფილმი, თეატრი, ოპერა იწერება ჩვენივე ცხოვრებიდან და მეტად ადამიანურია, მისი განცდებით, ვნებებით, მადლით თუ ცოდვით...
პ.ს.სარდიონ ციტატა შენ ბედნიერი ხარ რო დროზე დაიტიშე და რაც ხდება ვერ ხედავ. ჩამოი პაწა ხანს აქ, გვესტუმრე |
elifs |
May 13 2009, 06:30 AM
პოსტი
#45
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 13-May 09 წევრი № 6,981 |
ვერაფერი ვერ გავიგე თუმცა საინტერესო თემაა...მაინც ვფიქრობ ცოდვა ნამდვილად არის თეატრი სცენა კონცერტები...პატრიარქი რომ მოგყავთ მაგალითად ჯერ ერთი ის პატრიარქია მერე ბოლოს როგორც მახსოვს ოპერაში იყო დაპატიჯებული ბურჩულაძესთან და წერილით მიესალმა და დალოცა იქ მყოფები მისი არ მოსვლა კი მარხვით ახსნა...ცოტა არ იყოს დამაფიკრებელია...თან ყველამ ვიცით ჩვენი უწმინდესის მუსიკალურობა და ამ საქმისადმი სიყვარული...შეიძლება მომაკვდინებელი და მძიმე ცოდვა არ არი მაგრამ მაინც მოსარიდებელია
|
სარდიონ |
May 13 2009, 11:54 PM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
...ცოტა არ იყოს დამაფიკრებელია...თან ყველამ ვიცით ჩვენი უწმინდესის მუსიკალურობა და ამ საქმისადმი სიყვარული.. რას ამბობ? ეს ხომ სიბნელეა ? უი დედა რა გავიგონე. ნეტა მართალია თუ ჭორია? მარხვაში ხელოვნება ცოდვილიანია? ვაიმე დედა გული. staywhite რო მეპატიჟები გენაცვალოს ცემი თავი , იცი ვისთან გაქვს საქმე? რო იცოდე ფორუმიდან ამოეწერებოდი. პატივისცემით SARDION! -------------------- KILL YOUR TV !
|
guest |
May 14 2009, 12:00 AM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
სარდიონ
ციტატა რო მეპატიჟები გენაცვალოს ცემი თავი , იცი ვისთან გაქვს საქმე? რო იცოდე ფორუმიდან ამოეწერებოდი. ვინ გეპატიჟება ის რომ იცოდე, მიხვდები რომ არ ამოვეწერები ფორუმიდან არ ვარ მშიშარა ხომ იცი და რას ატრაგედიებ |
lch |
May 14 2009, 01:50 AM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
-------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მაშიკო |
May 29 2009, 04:18 PM
პოსტი
#49
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
მე როგორც ვიცი მსახიობობა ცოდვააა...
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
lch |
May 29 2009, 10:24 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მაშიკო
ციტატა მე როგორც ვიცი მსახიობობა ცოდვააა... კარგით რა ხალხო.... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
ქევანა |
May 29 2009, 11:51 PM
პოსტი
#51
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მაშიკო
ვისგან იცი? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მაშიკო |
Jun 9 2009, 10:52 AM
პოსტი
#52
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
მე ეკლესიურად მაცხოვრებელი ვერც ერთი ადამიანი ვერ ვნახე ჩემ ცხოვრებაში ვერც მე ვნახე ჩემი თავის ჩათვლით მაშიკო ვისგან იცი? ეკლესიური სწავლების მიხედვით... თუმცა ცოდვა ბევრი რამ არის მაგრამ ჩვენ მოძღვრები 21 საუკუნეში იმ ყველაფრის შესრულებას არ გვთხოვენ... და ბუნებრივია ვერც ჩვენ შევასრულებთ, მთავარია მომაკვდინებელი ცოდვები არ ჩავიდინოთ... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
gvasalia |
Mar 3 2010, 07:07 PM
პოსტი
#53
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 112 რეგისტრ.: 21-January 08 წევრი № 3,700 |
ჩემი აზღრIთ როლზეა დამოკიდებული თუ რამე ცუდს არ აკეთებს და რამე საშინელ მაგალითს არ აძლევს სხვებს ალბათ დღEვანდელობიდან გამომდინარე არაა ცოდვა რავიცი , თუთAშხიას რო უყურო ჩემი აზრIთ მაგაში ცუდი არაფერი არაა პირიქით
|
KAIROS |
Mar 4 2010, 06:47 PM
პოსტი
#54
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეკლესიური სწავლების მიხედვით ასეთი სწავლება არ არსებობს გაიგეთ, ახლა როდესაც ეკლესია / იერარქია, პატრიარქი/ იწონებს, აჯილდოებს და ხანდახან თავადაც უკვეთავს (ისტორია, წმიდანთა ცხოვრება და ა.შ.) ან ურჩევს საქმიანობის პროდუქტს, შეუძლებელია თავად ამ საქმიანობას ცოდვად თვლიდეს, შეიძლება როგორც ფხიზელმა მოძღვარმა ამათუიმ სფეროში სხვადასხვა საფრთხეზე იფხიზლოს, და არა მთლიანად ცოდვად შერაცხოს. ეს ლოგიკაა და "ეკლესიური სწავლება" რომ დაწერთ ტერმინს მტკიცებაც ან ლოგიკური მსჯელობა მაინც მიაყოლეთ თან. ეჰ-ით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნონა |
Mar 4 2010, 07:11 PM
პოსტი
#55
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
და უკვე ჩამოყალიბებულ ე.წ. სამსახიობო კულტურაზე რას იტყვით?
რომლის მიხედვითაც მსახიობს არცერთი როლის თამაში არ უნდა ეუკადრებოდეს. ჩემი აზრით პრობლემა არა თავად სფეროში არამედ ზოგადად ზომიერების დაცვაში თუ ვერდაცვაშია... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
terra |
Mar 4 2010, 07:32 PM
პოსტი
#56
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
პავლე მოციქულის 6-ე განწესება: "თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი კაცი ან ქალი, სპორტული შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ან დაცხრეს მისი საქმიანობისგან, ან უკან გაბრუნდეს"
წმ. მღვდელმოწამე კიპრიანე კართაგენელი (IIIს.) ასე მოძღვრავს თავის თანამედროვე ქრისტიანს: "თანახმად ორმხრივი სიყვარულისა და შენი თავმდაბლობისა, საჭიროდ ჩაგითვლია ჩემთვის რჩევა გეკითხა, ძვირფასო ძმაო, თუ რას ვფიქრობ მე ერთი მსახიობის თაობაზე, რომელიც იმყოფება რა თქვენს (ე. ი. მართლმორწმუნეთა – გ.გ.) შორის, არ წყვეტს თავის სამარცხვინო ხელოვნებას... შენ მეკითხები: დასაშვებია თუ არა, რომ ასეთი ადამიანი თანაეზიაროს მორწმუნეებს? – მე ვთვლი, რომ ეს შეუსაბამოა სახარებისეულ სწავლებასთან: ეკლესიის სიწმინდისა და ღირსების შელანძღვა ეგზომ სამარცხვინო და საზიზღარი შეხებით დაუშვებელია" (იქვე. გვ. 169). ნეტარი ავგუსტინე იტყვის: "ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი და არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანის საყოფაცხოვრებო მოთხოვნები; ასე მუშაკობენ: მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი" (იქვე. გვ. 170). წმ. თეოფანე დაყუდებული გვიქადაგებს: "გაიხსენე, რა ემართება სულს თეატრსში და წარმოდგენის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა სულისათვის. თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა, და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ, – დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი, ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია..." (Письма о Христианской жизни; стр. 69). და კვალად: "თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ – რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას (წმ. მამა ქრისტიანულ მთავრობებს გულისხმობს; მის ეპოქაში – XIXს – ჯერ კიდევ არსებობდნენ ასეთები – გ.გ.); ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოსნი და წმინდანები ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო..." (იქვე. გვ. 71-72). -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნონა |
Mar 4 2010, 07:39 PM
პოსტი
#57
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
terra საინტერესოა...
საინტერესოა ისიც თეატრისადმი მსგავსი დამოკიდებულება რითი იყო პროვოცირებული... ცხადია ალბათ შენობას არ ერჩოდნენ... რამე წარმართობები ხომ არ ხდებოდა? თუ სპექტაკლი იყო ასე დაგმობილი? ითამაშო მკვლელი, მეძავი, და რაც მთავარია, ითამაშო კარგად და ქარიზმატულად.... ხომ არ ნიშნავს მავანთათვის მრუდე გზის თვალისთვის ლამაზად მოჩვენებას წმინდანთა გადმოსახედიდან? -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
terra |
Mar 4 2010, 07:45 PM
პოსტი
#58
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
terra საინტერესოა... საინტერესოა ისიც თეატრისადმი მსგავსი დამოკიდებულება რითი იყო პროვოცირებული... ცხადია ალბათ შენობას არ ერჩოდნენ... რამე წარმართობები ხომ არ ხდებოდა? თუ სპექტაკლი იყო ასე დაგმობილი? ითამაშო მკვლელი, მეძავი, და რაც მთავარია, ითამაშო კარგად და ქარიზმატულად.... ხომ არ ნიშნავს მავანთათვის მრუდე გზის თვალისთვის ლამაზად მოჩვენებას წმინდანთა გადმოსახედიდან? თეატრი, წარმოდგენა, დადგმა, ზოგადად წარმართული წარმოშობისაა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნონა |
Mar 4 2010, 08:03 PM
პოსტი
#59
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
თეატრი, წარმოდგენა, დადგმა, ზოგადად წარმართული წარმოშობისაა. ფილოსოფია სადაური წარმოშობისაა? მეცნიერებათა უმეტესი ნაწილი სწორედ წარმართულ სამყაროშ იღებს სათავეს, მაგრამ ქრისტიანობა სწორედ იმიტომაცაა გონიერი რელიგია რომ ისინი ერთი ხელისმოსმით კი არ უარყო, არამედ დაწმიდა და ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენა. ფილოსოფია კი ამის ერთერთი უცხადესი მაგალითია... ისეც ნუ გამიგებთ თითქოს მსახიობებს ვიცავდე, თუ ავტორიტეტული ეკლესიური წყარო იტყვის აღარო, მეც აღარ შევხედავ მაგრამ მანამდე ხომ უნდა ვიცოდე სწორი პასუხი?! -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
KAIROS |
Mar 4 2010, 08:26 PM
პოსტი
#60
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ტერრა,
გვიანდელი და ადრეული შუასაუკუნეების წესები განპირობებული იყო იმდროინდელი ცხოვრების მიხედვით, ამიტომ იყო, რომ ციტატა პავლე მოციქულის 6-ე განწესება -დ წოდებული კანონი უკრძალავდესადამიანს ციტატა მომღერალი, მსახიობი კაცი ან ქალი, სპორტული შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე აქედან გამოდის, მომღერალიც , მსახიობიც, სპორტსმენიც და ოლიმპიელიც ცოდვილ საქმეებშია, ეს ხომ აბსურდია ჩემო ტერრა? აბსურდს კი იწვევს კანონიკური შეცდომა, იმ დროინდელი აკრძალვის რეალობის გაუთვალისწინებლად გადმოტანა დღევანდელ რეალობაში, ნონამ სწორი კითხვა დაგისვა (პასუხი კი საერთოდ არაფერ შუაში იყო), რომ რამ გამოიწვიაო ასეთი დამოკიდებულება, იმან რომ ეს იყო მაშინ საყოველთაო გარყვნილების და სიბილწის შესაკრები, და სწორედ ამას ებრძოდა ეკლესია. თეოფანე დაყუდებულის პოზიცია კი მისი პირადი აზრია, და არაა გაზიარებული ეკლესიის მიერ, ვატყობ აქაც კონსერვატიზმის ყველაზე ექსტრემალურ ფრთას იცავ ტერრა და მოვემზადოთ ბრძლოსათვის, ერთი მიპასუხე, პატრიარქი ლოცავს ყველას მსახიობებს, სპორტისმენებს, ოლიმპიელებს, ჩვენი ეკლესია მათზე ლოცულობს , აზიარებს და ა.შ. და რახდება ტერრა? შენ იცი და მათ არა? ხომ არ გგონია რომ ხისტად და შავთეთრად უდგების საკითხს (ავატარის ანალოგია)? რაც შეეხება ამ პროფესიას ვიმეორებ: ეკლესიამ, შეიძლება როგორც ციტატა ფხიზელმა მოძღვარმა ამათუიმ სფეროში სხვადასხვა საფრთხეზე იფხიზლოს, და არა მთლიანად ცოდვად შერაცხოს. მთლად ირანს ნუ დავემგვანებით ახლა. აუფ-ით; კაიროსი! ციტატა ფილოსოფია სადაური წარმოშობისაა? მეცნიერებათა უმეტესი ნაწილი სწორედ წარმართულ სამყაროშ იღებს სათავეს, მაგრამ ქრისტიანობა სწორედ იმიტომაცაა გონიერი რელიგია რომ ისინი ერთი ხელისმოსმით კი არ უარყო, არამედ დაწმიდა და ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენა. ფილოსოფია კი ამის ერთერთი უცხადესი მაგალითია... წარმოიდგინე და გეთანხმები ტერრა რასაც ამბობს არაა ეკლესიური სწავლება, არამედ ეკლესიის ყველაზე ულტრაკონსერვატორთა მიერ ეკლესიის კანონებიდან ამოგლეჯილი ნაწყვეტები, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ამიტომ სჯობს გაეცნოს რჯულისკანონის განმარტებებს, სადაც შავთეთრზე (ავატარულად) არის ნაწერი, რომ ეკლესია არ ებრძვის ხელოვნებას (აქ თეატრს), არამედ ცოდვას, და ამ პოზიციას ეკლესია დღესაც ინარჩუნებს, ყავს რა ზიარებაში უამრავის მსახიობი, სპორტსმენი და ა.შ. ანუ ეს ჩაკეტილი ქრისტიანობა ნამდვიოლად მცდარია და მავნე. ციტატა მსახიობთა შესახებ საეკლესიო კანონები იმ ეპოქაშია შექმნილი, როდესაც მსახიობები წარმართები ანუ არაქრისტიანები იყვნენ, ხოლო წარმოდგენები და ცეკვები წარმართული, ან ეროტიკული სცენებისგან შედგებოდა, და ჯამბაზები ქრისტიანებს დასცინოდნენ. ამ კონკრეტული უარყოფითი ფაქტების გამო მიიღეს წმ. მამებმა ასეთი საეკლესიო კანონები, ცხადია 5-ე 10-ე საუკუნის თეატრალური წარმოდგენები და ცეკვები განსხვავდება დღევანდელი თანამედროვე თეატრალური სპექტაკლებისგან და ცეკვებისგან. რომელიმე მკრეხელური სპექტაკლის გამო არ შეიძლება ყველა თეატრალური სპექტაკლი აკრძალო ციტატა პატრიარქიც ესწრება ხოლმე საქველმოქმედო აქციებს ოპერაში ან თეატრში სადაც მრავალი მსახიობი თუ მომღერალი გამოდის და რა გამოვიდა მაშინ ვერ გავიგე? კინოც ცოდვა ყოფილა მაშინ ბალეტიც ოპერაც და ა.შ . ციტატა საპატრიარქოს რადიოში მსახიობები კითხულობენ ტექსტებს. ყველაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვიცი, რომ ზოგი ეკლესიურია ციტატა ის წიგნები სადაც მსახიობობა ცოდვად წერია, არის ამოღებულები და აღარ ვრცელდება საპატრიარქოდან(ან უბრალოდ რეცენზია არა აქვს და მაინც ვრცელდებსა სამწუხაროდ), არამედ სპონტანურად;ზოგადად კი ცოდვა რაა ეგ პატრიარქის სინანულის ლოცვაში კარგადაა გადმოცემული , ასე რომ აი რაა ცოდვები: ნაწყვეტი სინანულის ლოცვიდან - ცოდვების ჩამონათვალი- http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=456 "... მოგვიტევე პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ ვითარცა ცარიელი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებას ბრძენი სოლომონისა: `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლს~ (იგავნი 29.23). .....შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიების შეურაცხყოფა და მის მსახურთა დევნა, მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა, უიმედობა, ულოცველობა, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრება, მკითხავთა დაჯერება, ოთხშაბათ-პარასკევის და სხვა მარხვათა დარღვევა, შაბათ-კვირას და დღესასწაულზე წირვა-ლოცვაზე დაუსწრებლობა, ამაო ცხოვრებით ტკბობა......, უღირსი მსახურება ქვეყნისა, სამშობლოს ღალატი და ორგულობა, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, უზნეო ცხოვრების წესი და შვილთა არასწორი აღზრდა. ....., მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი. ვცოდეთ უფროსების დამცირებით, დაუფასებლობითა და განკითხვით, გარდაცვლილთათვის ლოცვის დაკლებით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობითა და დაუფასებლობით, საფლავთა მოუვლელობით. ..... დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძავობით, ბილწებით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, ვცოდეთ არა წმინდა ზრახვებით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, სიძულვილით, სიტყვის გატეხვით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, კაცთმოთნეობითა და მომხვეჭელობით.... შეგვინდე უფალო, ლოთობა, ნარკომანია, ბილწსიტყვაობა, მტრობა და ღვარძლი, სხვისი განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, განდიდების სურვილი, ქონების და ფულის ფლანგვა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, წყევლა, უქმმეტყველება და დაზარება. .... ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა, სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, შეგვინდე უღირსად მსახურებაი შენი. დაცემულნი აღგვადგინე, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ. ამის იქით კი მერე წავიდეთ, როცა ამათ გამოვასწორებთ! ციტატა აწყალი პატრიარქი, რა მადლმოკლებული დადის...რაც ეგ დასწრებია ოპერაში თუ სხვაგან სპექტაკლებს, აქამდე მადლის ნასახი არ უნდა შერჩეს პ.ს. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო...ასეთი უაპელაციობა სიგიჟის ტოლფასია მართლმადიდებელი ეკლესია არსად მსგავსს არ გაფრთხილებთ, ეს თქვენ მიგაჩნიათ თავი ეკლესიად და გვაფრთხილებთ ჩვენ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 11:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი