IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 141 142 143 144 145 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 19 2020, 11:08 AM
პოსტი #2841


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, რა სულიერი დატვირთვა აქვს მონასტრის არსებობას?

- მოგეხსენებათ, საქართველოში მონასტრული ცხოვრება ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მომდინარეობს. დღემდე შემორჩენილია მონასტრული ცხოვრების უძველესი ძეგლები.

მონასტრული ცხოვრება ქრისტიანული ასკეზის საყრდენი და მთავარი საფუძველი თავად სახარებაშია. მაცხოვარი და მოციქულები ხშირად მოძღვრავდნენ მათ მიმდევრებს სოფლისგან განშორების და ასკეტური ღვაწლის შესახებ. მოციქული პეტრე მოუწოდებდა ქრისტიანებს, განშორებოდნენ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან (პეტრ. 2:11).

შეიძლება ითქვას, რომ ბერ-მონაზვნური ცხოვრების საფუძველია იოანე მოციქულის სიტყვები: "ნუ გიყუარს სოფელი ესე ნუცაღა რაი არს სოფლისა ამის, უკეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისა მისთანა" (იოან. 2:15).

სოფლისგან განშორების საფუძველზე აღმოცენდა მონასტრული ცხოვრება, რომელიც საკუთარ თავთან ბრძოლასა და მარადისობის ანუ ღვთისაკენ სწრაფვას ნიშნავს".

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2020, 12:00 PM
პოსტი #2842


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მთაწმინდელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: - სხვისი კატა და სხვისი მონაზონი შენს საძმოში არ მიიღოო.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2020, 11:57 AM
პოსტი #2843


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ანას სკიტის ზემოთ წმინდა პანტელეიმონის კალივაში მოღვაწეობდა ღირსი გერონტი (XVIს.), განმაახლებელი სკიტისა, რომელიც მანამდე ბულებტიერის მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი ზღვის პირას, წმინდა ანას სკიტის ქვემოთ მდებარეობდა. ღირსი გერონტი, განმარტოების სურვილით, მთაზე დასახლდა, სადაც წმინდა ანას სკიტი განაახლა. იგი იყო მეგობარი კავსოკალივის სკიტის დამაარსებლის მამა მაქსიმესი (ხსენება 26 ივლისსაა). რადგან ამ ადგილებში წყალი არ იშოვებოდა, მორჩილი ამის გამო ხშირად დრტვინავდა. წმინდა გერონტიმ ილოცა და შეევედრა ღვთისმშობელს, დასალევად კლდიდან პატარა წყარო გადმოედინა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, როგორც მზრუნველმა დედამ, რა თქმა, უნდა, შეისმინა ვედრება მისი და კელიის სიახლოვეს ნაპრალიდან წმინდა წყარო წამოდინდა. მოგვიანებით ღირსი მამის მორჩილმა ბაღის გაშენება გადაწყვიტა. ამისთვის ფერდობი უნდა გაეთანასწორებინა, დაიწყო მიწის ზიდვა და ნელ-ნელა ჩამოშორდა სულიერ ცხოვრებას, თავის სულიერ მოვალეობას და მთელი სამყაროსთვის ლოცვას. მან გადაწყვიტა წერაქვით კლდის ნაპრალი გაეფართოებინა, რომ უფრო მეტი წყალი წამოსულიყო, რაც ასე სჭირდებოდა ბაღის მოსარწყავად. მაშინ ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "რახან ბაღი გჭირდება, მაშინ წყალი ქვემოდან ამოიტანე ზურგითო". ამის მერე წყარო შეწყდა და ქვემოთ გამოდინდა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2020, 11:04 AM
პოსტი #2844


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონოზვნობის მიღება ეკლესიის წესის მიხედვით უნდა გადაწყდეს ორივე მეუღლის თანხმობით. თუ ჯვარდაწერილები არიან, უნდა დარჩნენ ოჯახში, სანამ ბავშვები სრულწოვანები გახდებიან"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2020, 01:14 PM
პოსტი #2845


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში ზოგი გაჭირვებას მიჰყავს, ზოგს სიყვარული არ უმართლებს... როცა მონაზვნად აღიკვეცები, შეწირული ხარ უფლისთვის. ტოვებ ხორციელ მშობლებს, მაგრამ იძენ სულიერს - მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახით. სულის გადასარჩენად მონასტრული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა. პირადად მე თბილისში აღარ მინდა ჩამოსვლა, ტრანსპორტით მგზავრობა, აღარც ხორციელ შვილებთან მისვლა. მხოლოდ განმარტოებული ლოცვა მწადია, რითიც უფალს მეტად ვუახლოვდები."

/დედა მართა (კიკნაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2020, 12:08 PM
პოსტი #2846


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას იწყებს და ღვთის ნებას საკუთარ ნებას უთავსებს, ის ყოველგვარ ამქვეყნიურზე უარს ამბობს. უფალს სწირავს თავს და დადებული აღთქმით ღვთისთვის სათნოდ იღვწის. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი და დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს".

მონასტერში ყველა სხვადასხვა გზით მიდის - ზოგი მწუხარების, სიხარულის მიზეზით ეწირება, ზოგიც დაბადებიდანვე შეწირულია - "ვითარცა კრავი". არიან ისეთებიც, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ ღვთის ნებით გახანგრძლივებულა და უფლის ხმას მონასტერში წაუყვანია.

ერისკაცს მცირეოდენი წარმოდგენა მაინც რომ ჰქონდეს მონასტრულ ცხოვრებაზე, თუ როგორი კეთილი მოშურნეობით ემსახურებიან ტკბილი ბერ-მონაზვნები უფალს, თუნდაც რამდენიმე დღით ეს თავად უნდა გამოცადოს“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2020, 12:12 PM
პოსტი #2847


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერისთვის მხოლოდ ორი გასასვლელი არსებობს - ტაძარში და საფლავში“

/ღირსი ნეკტარი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2020, 01:31 PM
პოსტი #2848


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმხანად მონათლული არ ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი - სული უჩვეულო სითბოთი და სინათლით ამევსო. საოცარი სიმშვიდე დამეუფლა, თითქოს ჩემი იყო აქ ყველაფერი, მე კი აქაურობას ვეკუთვნოდი... უფლის ტაძარი ანდამატივით მიზიდავდა. თანდათან გონება გამინათდა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა დავიწყე, მორწმუნეებს, სასულიერო პირებს დავუახლოვდი... 17 წლისა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოვინათლე. იმხანად მეუფე იობი ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი იყო. მასთან ურთიერთობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, სარწმუნოების, ბერული ცხოვრების სიტკბოება დამანახა.“

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2020, 12:00 PM
პოსტი #2849


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისათვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ღვთის ხსოვნის გარეშე ბერის ლოცვაც კი ამაოა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2020, 11:35 AM
პოსტი #2850


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირს ლუკა ელადელს სიყრმიდანვე შეჰყვარებოდა მონასტრული ცხოვრება. ერთხელაც დედას გაეპარა დ ათონის რომელიღაც მონასტერში ჩაიცვა კაბა. დედამისმა ევფროსინიამ იცოდა შვილის კეთილი სურვილი, მაგრამ რა ექნა, შვილი ძალზე ენატრებოდა: "უფალო, შენ ხარ მოწამე ჩემი ქვრივობისა და განსაცდელებისა, ნუ მიმატოვებ, ნუ წამართმევ ჩემი სიცოცხლის ერთადერთ ნუგეშს, საყვარელ ძეს! მე მისთვის არ დამიშლია შენი მცნებების დაცვა. მისი არა მარტო ხორციელი, სულიერი მშობელიც ვიყავი, მსურდა, სათნოებებით აღსავსე მენახა. პირს ნუ მიიქცევ ჩემგან, დამიბრუნე ჩემი ვაჟი, რათა ვადიდო სახელი შენი წმინდა".

ღმერთმა მოხედა მის ცრემლებს. იმ მონასტრის წინამძღვარს, სადაც ლუკა მოღვაწეობდა, ძილში მტირალი ევფროსინია გამოეცხადა და შესჩივლა: "უბედურ ქვრივს ასე მწარედ რატომ მატირებ, რატომ წამართვი მხოლოდშობილი ძე, იმედი ჩემი სიბერისა? დამიბრუნე, თორემ არ დავცხრები და ღვთის წინაშე გიჩივლებო".

წინამძღვარს შეშინებულს გამოეღვიძა, თავიდან ეშმაკის საცთური ეგონა, მაგრამ როცა სიზმარი სამჯერ განმეორდა, მოიხმო ლუკა და დატუქსა: "რად მოგვატყუე, ობოლი ვარო, როგორ გაბედე ჩვენთან ცხოვრება, როცა გულში სიცრუე გქონდა. დაბრუნდი დედაშენთან, რომელიც შენ გამო მესამე ღამეა სულს მიწუხებსო, - მერე კი, როცა ლუკას ცრემლები იხილა, მშვიდად უთხრა, - ჩემო ბიჭო, აუცილებლად დაბრუნდი დედასთან, მერე კი თვით უფალი შეგეწევა კეთილ განზრახვაში. ვხედავ, რომ დედაშენის ლოცვას დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე და ყველა შენი ლოცვის განქარვება შეუძლია. წარვედ მშვიდობით და გახსოვდეს, მშობლების კურთხევის გარეშე რაიმეს ქმნა არ შეიძლება".

წმინდა ლუკა შინ დაბრუნდა. ევფროსინიას განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, მადლი შესწირა უფალს. ლუკა ოთხ თვეს დარჩა დედასთან, მერე კი მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწევნა. ღვთის მოშიშმა ევფროსინიამ ახლა უკვე აკურთხა შვილი და თავის წმინდა ლოცვებით დაცული მონასტერში გაუშვა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2020, 10:58 AM
პოსტი #2851


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ გყავს ბერ-მოძღვარი - გყავს ღმერთი“

/ბერი ანთიმოზი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2020, 10:37 AM
პოსტი #2852


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ – რა არის ბერ-მონაზვნური ცხოვრება?

- ცხოვრების ეს წესი, რასაც ბერობა და მონაზვნობა ჰქვია, ქრისტიანობის არსებობის საწყისი (III – IV სს), საკუთარი სულის მოდრეკა ღვთისმოსაობისაკენ და განრიდება ამასოფლის სულისაგან, ღვთისგანაა მოწოდებული. “ნუ გიყვართ სოფელი ესე ნუცაღა რაი არს სოფლისა ამისსა, უკეთუ ვისმე უყვარდეს სოფელი ესე არა არს სიყვარული მამისა მის თანა“ (იოან. 2,15), მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ადამიანი საკუთარი ნებით იღებს, ტოვებს ოჯახს, სოფელს და საკუთარ თავს ძღვნად სწირავს უფალს. ეს ყველაფერი სიყვარულიდან გამომდინარეა, ღვთის და მოყვასის მსახურებისთვის იგია მლოცველი მთელი სამყაროსთვის. წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ ბერობა, თავისი არსით, ქვეყნიერების გადარჩენაა, მათი მეშვეობით ხდება ომისა და ჭირის თავიდან აცილება. დიდი თავგანწირვაა ბერობა, საკუთარი ნების სრული აღკვეთაა, საკუთარი სურვილების და ვნებების ჯვარცამაა, მარადიული ბრძოლაა, რომელიც სულიერ შრომას მოითხოვს. ბერის მთავარი იარაღი მოთმინებაა ყოველივე განსაცდელისა, რის შემდეგაც მოწყალე უფალი საღვთო მადლით ავსებს მას. მონაზონი იმიტომ კი არ გარბის ერიდან, რომ სძულს ქვეყანა, არამედ უყვარს და ღმერთთან სათნომყოფელი გზით ცდილობს უფრო მეტად დაეხმაროს“

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2020, 09:56 AM
პოსტი #2853


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სენაკის იატაკი, მართალია, ფიცარნაგი იყო, თუმცა შელესილი გეგონებოდათ, რადგან არასდროს გამოგვილა. წლების მანძილზე გარედან შემოტანილმა ტალახმა და წვერიდან და თავიდან ჩამოცვენილმა ბეწვებმა, მართლაც შელესეს იგი. როგორც ხედავთ, მამა ტიხონი მნიშვნელობას არ ანიჭებდა სენაკის სისუფთავეს. იგი მხოლოდ სულის განწმენდაზე ფიქრობდა და ამიტომაც გახდა უფლის მადლის ჭურჭელი. მუდამ უხვი ცრემლით განბანდა სულს და რადგან ჩვეულებრივ, ცხვირსახოცები აღარ ჰყოფნიდა, სქელ პირსახოცებს ხმარობდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2020, 01:05 PM
პოსტი #2854


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის მკვიდრთ უფრო გაუადვილდებათ განუწყვეტელი ლოცვის სწავლა: მათი ცხოვრების წესი საუკეთესო გარემოა შინაგანი ლოცვისთვის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2020, 11:30 AM
პოსტი #2855


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან საშიში და დამღუპველია, როდესაც მორჩილი სწრაფად აღკვეცისა და ადგილის დამკვიდრების სურვილით ფარავს თავის ნამდვილ ბუნებას, არ ებრძვის ერიდან გამოყოლილ მავნე ჩვევებს და დაფარული გულისთქმების ტყვე ხდება. ეს კი გახლავთ ეშმაკის შთაგონებით, საკუთარი ხელით დადებული ბომბი მომავალი მოღვაწეობის გზაზე, რომელიც აუცილებლად აფეთქდება და მძიმე შედეგებს მოიტანს..."

/სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2020, 10:49 AM
პოსტი #2856


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მეუფე ზინობი [მაჟუგა] ბერი იყო, უპოვარების აღთქმა ჰქონდა დადებული და ზედმიწევნით ასრულებდა. ნაჩუქარ ნივთებს და ფულს დიდხანს არ იჩერებდა და იმავე დღეს გაჭირვებულს აძლევდა. უამრავი ხალხი ეხვია გარს, მიუხედავად მათთან მრავალსაათიანი საუბრებისა, ყოველთვის მშვიდი რჩებოდა. უცნობ-ნაცნობს, შინაურს თუ გარეშეს ერთნაირ პატივს მიაგებდა. სტუმრად მისულ ძმისშვილებსაც ისე ექცეოდა, როგორც სხვა მომლოცველებს. უზარმაზარი მოთმინება ჰქონდა, ლამის მთელი დღე და ღამე ადამიანების გვერდით იყო. მეუფე ზინობი "იუდეველთა შიშისათვის", კაცთმოთნეობისთვის არაფერს იტყოდა. ყოველთვის სწამდა, რომ განსაცდელის ჟამს თავისი საყვარელი უფალი, მისი ყოვლადწმინდა დედა ქალწული მარიამი და მფარველი ანგელოზი დაიფარავდნენ. როგორც კლდე, ისე უძლებდა ხილული თუ უხილავი მტრების შემოტევებს, კაცთა ცილისწამებას, მზაკვრობას. ყველაფერს უძლებდა ღვთის მადლით. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი მოთმინებითა და მიმტევებლობით.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2020, 11:36 AM
პოსტი #2857


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერს, სხვა ყველაფერთან ერთად, კეთილშობილი სული უნდა ჰქონდეს“

/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2020, 10:53 AM
პოსტი #2858


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც მამები ამბობენ: „ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო სინანულის ცრემლები“. მონაზვნის მთავარი სათნოება ლოცვაა, რათა მისი მეშვეობით მიაღწიოს ღმერთთან ერთობას. როგორც მოციქული ამბობს: „რომელი შეეყოს უფალსა ერთ სულ არს უფლისა თანა“ (კორ. 6,17). მონაზვნები თავიანთი ცხოვრებით ცდილობენ მიემსგავსონ უფალს, იცავენ მცნებებს, ტოვებენ საკუთარ ნებას, იღებენ ჯვარს და შეუდგებიან უფალს. ეს ის ვიწრო ბჭეა, რომელიც უარს ამბობს ამქვეყნიურ გულისთქმებზე და განუწყვეტელი სინანულის შემდეგ მიდის ღმერთამდე. მძიმეა ბერის ჯვარი, მაგრამ ტკბილია ქრისტეს უღელი“.

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2020, 10:02 AM
პოსტი #2859


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ, სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს, ან დარბეულებს. ამიტომ ის, ვისაც სიზმრების სწამს, იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის შეპყრობას ლამობს."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2020, 12:22 PM
პოსტი #2860


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,012
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმ წუთებში, როდესაც ბერისგან კურთხევას ვითხოვდი და ბადაგივით ტკბილ ლუქუმს მივირთმევდი, ჩემთვის ვიმეორებდი: „მრავალჟამიერ! იცოცხლე, მეუდაბნოევ, რათა ჩვენ, ცოდვილებმაც ვიცოცხლოთ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 141 142 143 144 145 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 11 მომხმარებელი (მათ შორის 11 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 03:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი