IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გარეული ფრივნველები, ყველაფერი მათ შესახებ
sergi_glaxa
პოსტი Feb 17 2013, 12:39 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ბაღის მოლაღური

http://www.youtube.com/watch?v=S6R2DpF6zzM

ჭვინტა

http://www.youtube.com/watch?v=lNYikWzlu30...32176235F7FC950

რად უნდა ახლა ამას კონსერვატორიაში 4 და მეტი წელი ვოკალის გაკვეთილები?

ან ლასკალა? ან კარნეგი ჰოლი? ან მეტროპოლიტენ ოპერა? ან თავზე დიდშლიაპიან ბუმბულებიანი პუბლიკა და ტაშის კვრა და "ბის ბის" ძახილი?!

ამის კონცერტზე დასწრება უფასოა! არც ფეის კონტროლია თან smile.gif

ბულბული

http://www.youtube.com/watch?v=teP1pE6S7tQ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 2 2018, 10:31 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით უვერცხლო მკურნალთა ეკვდერთან მდებარე კვიპაროსიდან ოფოფი ხმიანობდა. ის დროდადრო გალობდა გვიან ღამემდე."


"შემოდგომის განთიადია. გრილა. შორს, აღმოსავლეთით, მთვარის მკრთალ შუქზე ბრწყინავს ეგეოსის ზღვა. სადღაც ბულბულები გალობენ. მღვდელმონაზონი ჩამოჯდა თუ არა აივანზე, მასთან ბულბული მოფრინდა და აივნის ქვეშ, მონასტრის გალავანთან მდგარ ნუშის ხეზე მოკალათდა.

ბულბულმა თავისი "ექვსფსალმუნის" გალობა დაიწყო. მღვდელმონაზონი "სმენით ტკბებოდა". საღმრთო მხიარულებამ დაიპყრო მისი გული, აუხსნელმა სიხარულმა, სულიერმა აღფრთოვანებამ, მდუმარედ გამოთქმულმა ღვთის დიდებამ და შემუსვრილი გულის ამოოხვრამ. გული მისი ღმერთთან აფრინდა, რომელმაც ყოველივე "სიბრძნით ჰქმნა", მაშინ როცა მისი სხეული მიწიერ სამოთხეში, ღვთისმშობლის ბაღში რჩებოდა.

მღვდელმონაზვნის განმამხიარულებელი ფრინველი მოშორებით გადაფრინდა და იქ განაგრძო თავისი სასიტკბო ლოცვა. ძალზე სწორად დაწერა მეფემ და წინასწარმეტყველმა: მხეცნი და ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალნი და ფრინველნი ფრთოსანნი აქებენ და ადიდებენ ღმერთსა. და აი, როცა მღვდელმონაზონმა მოისმინა ბუნების "ექვსფსალმუნი", სარეკელას კაკუნიც გაისმა. კიბეს აჰყვა და ტაძრისკენ გაემართა, რათა ახლა იქ მოესმინა "ექვსფსალმუნება" მიწიერ ანგელოზთა - მონაზვნებისა, რომლებიც ადიდებენ ღმერთს მისი დიდებულებისა და სახიერების გამო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 06:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი