სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
ართი ვარდი |
Dec 30 2007, 02:56 PM
პოსტი
#81
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
ამ თემას ბოლომდე არ ეხმაურება მაგარამ afxazi შენს დაპოსტილზე გამახსენდა ილიას სიტყვები -----ხშირია ხოლმე, რომ ,როცა სული ჭლექდება-ხორცის დღეობა მაშინ არის,როცა სული ჰყვავის-ხორცი დნება .
-------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
m16 |
Dec 30 2007, 03:23 PM
პოსტი
#82
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ციტატა როცა სული ჭლექდება-ხორცის დღეობა მაშინ არის,როცა სული ჰყვავის-ხორცი დნება . რატომ მერე,არ შეიძლება სულიცა და ხორციც იდეალურ მდგომარეობაში იყოს? ჟანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია გაგიგიათ? ეგეც ილიას ნათქვამია -------------------- :)
|
ართი ვარდი |
Dec 30 2007, 03:31 PM
პოსტი
#83
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
m16
ხო. ეგ იდეალური მდგომარეობაა მაგრამ რთული მისაგწევია.ძირითადად მონაცვლეობითია . რთულია ამაზე საუბარი -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
S a l l y |
Dec 30 2007, 03:46 PM
პოსტი
#84
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ძალიან მიყვარს ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტის ნაშრომი ''სიყვარულის საიდუმლი''
ჩემი აზრით ,ძალიან კარგად აქვს ახსნილი სიყვარულის არსი... ნაწყვეტს დავდბს,მთლიანად კი შეგიძლიათ აქ იხილოთ http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli.../qortsineba.htm ''სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ იგი არ არის მარტო გრძნობა, არამედ ესაა ადამიანის მთელი არსების მდგომარეობა. სიყვარული იმ მომენტში იწყება, როდესაც ჩემს წინ დავინახავ ადამიანს და ჩავწვდები მის სიღრმეს, როდესაც უეცრად დავინახავ მთელ მის არსს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ: „ვხედავ“, ეს ნიშნავს არა იმას, რომ „ვწვდები გონებით“ ან „ვხედავ თვალებით“, არამედ - „ვწვდები მთელი ჩემი არსებით“. იგი შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, მუსიკის, ბუნების, ხელოვნების ნაწარმოების მშვენიერებით გამოწვეულ განცდას, როდესაც ვდგავარ მის წინაშე გაოცებული, დადუმებული და აღვიქვამ მხოლოდ იმას, რაც ჩემს წინაშეა და არანაირი სიტყვით არ ძალმიძს ამის გამოთქმა, არა თუ ამოძახილით: „ღმერთო ჩემო!, რა მშვენიერია!..“ ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმ მომენტში იწყება, როდესაც ვუმზერთ მას მისი ფლობის სურვილის გარეშე, მასზე ძალაუფლების ქონის სურვილის გარეშე, მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნების რაიმე გზით გამოყენების სურვილის გარეშე, - მხოლოდ ვუმზერთ და ვოცდებით იმ მშვენიერებით, რომელიც ჩვენს წინაშე იშლება. როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები - ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება. ადამიანის აღქმა ხდება სიღრმეებში, რომელიც სიტყვების, ემოციების მიღმა იმყოფება. მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს. გახსოვდეთ, ყოველი ჩვენგანი ხატია, უფლის სახებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გვახსვოდეს ეს და არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს. ნეტამც შეგვწევდეს იმის ხსოვნის უნარი, რომ ჩვენს წინაშე ხატია, სიწმინდეა!.. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ხატი ყველა მიმართებაში მშვენიერია. ყველამ ვიცით, თუ რა ემართება ზოგჯერ დიდი ოსტატის ნახატს, ხატს ან ხელოვნების ნიმუშს, სილამაზის ნებისმიერ ფორმას: მოუფრთხილებლობამ, გარემოებებმა, ბოროტებამ შესაძლოა იგი დაამახინჯოს. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშეა დიდი ოსტატის ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ დამახინჯდა, შეიბღალა, მასში შეიძლება დავინახოთ ან გაფუჭებული, ან კვლავ შერჩენილი სილამაზე. თუ ჩვენ ვუმზერთ ამ სურათს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს განცვიფრებული სიყვარულის თვალებით, ვხედავთ სიმშვენიერეს, ხოლო დანარჩენის გამო შეგვიძლია ვიდარდოთ, ვიტიროთ. ზოგჯერ შეიძლება ისიც გადავწყვიტოთ, რომ მთელი ცხოვრება შევწიროთ მას, რომ ყველა დაზიანებული ადგილი ამ ნახატში, ხელოვნების ამ ნიმუშში აღვადგინოთ. ეს სიყვარულის საქმეა: შეხედო ადამიანს და ამავდროულად მასში დაინახო მისი განუშორებელი სილამაზეც და შეწუხდე იმის გამოც, თუ რა უქნა მას ცხოვრებამ, და დაატეხა თავს. სიყვარული - ეს არის სწორედ უკიდურესი, განსაზღვრული ტანჯვაც, ტკივილი იმის გამო, რომ ადამიანი არასრულფასოვანია, და ამავე დროს, სიხარულიც იმის გამო, რომ ის ასე განსაცვიფრებლად და შეუდარებლად მშვენიერია. აი თუ ასე შევხედავთ ადამიანს თუნდაც ერთხელ, შეიძლება იგი შევიყვაროთ ყველაფრის მიუხედავად, წინააღმდეგ იმისა, თუ რა ხვდება თვალში სხვა ადამიანებს. როგორც ხშირად ხდება, შეყვარებულს ეუბნებიან: „ნეტა რა ნახე, რამ მოგხიბლა მასში?“ და იგი სრულიად გაუაზრებლად პასუხობს: „ნუთუ ვერ ხედავ, რა მშვენიერია იგი?..“ და აღმოჩნდება: დიახ, ასეა, ეს ადამიანი მშვენიერია, რადგან შეყვარებული მასში ხედავს მხოლოდ სილამაზეს, ხოლო ვისაც იგი არ უყვარს ან გულგრილია მის მიმართ, ან სძულს იგი, მასში მხოლოდ ნაკლოვან მხარეებს ხედავს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაგვავიწყდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რომ სიყვარული ბოლომდე რეალისტურია, რომ იგი მთლიანად მოიცავს ადამიანს და რომ იგი ხედავს მას, იგი თვალხილულია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განსაჯოს, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი გაემიჯნოს მას, იგი ტირის მისი სიმახინჯის გამო და მზადაა სიცოცხლეც კი გაწიროს იმისათვის, რომ ყველაფერი ავადმყოფური, უზნეური გამოსწორდეს და განიკურნოს. ეს არის ის, რასაც ჰქვია ადამიანისადმი უბიწო დამოკიდებულება, ეს არის სიყვარულის ნამდვილი დასაწყისი, პირველი სერიოზული ზმანებანი.'' -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ქეთუ |
Dec 30 2007, 07:48 PM
პოსტი
#85
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ციტატა ფსიქოლოგი რობერტ სტენბერგი გვთავაზობს სიყვარულის, ე.წ. სამკუთხოვან თეორიას, ოჰ აქღა მაკლდა ამის სახელის და გვარის კითხვა მე მასწავლიდა ბატონი სტერნბერგი ) ისე ცოტას წაუპლაგიატებს ხანდახან მისი triangular theory of love დიდი ვერაფერი სამაგალითო და საინტერესოა, მარა triarchic theory of intelligence მართლა კარგად აქვს წარმოჩენილი და მისი ნააზრევიც სავსებით მისაღებია, ხოლო მის სამკუთხოვან თეორიას და მის მიდგომას და ანალიზს სიყვარულის მიმართ ბევრ რამეში არ ვეთანხმები ვთვლი რომ მაინც და მაინც არაა კომპეტენტური -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
neo |
Jan 2 2008, 06:36 PM
პოსტი
#86
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
საინტერესო შეხედულებებია, სიყვარულსა და ბიოქიმიური პროცესებისურთიერთობის შესახებ მაგრამ...
მაგრამ ორიოდე კითხვა მაქვს: 1. აქვს თუ არა სულს ხორცის გარეშე, ან ანგელოზს სიყვარულის უნარი ? და 2. რატომ არ ხდება ცაში ,,ქორწინებაი", რატომ არ არის ,,დედაკაცება და მამაკაცება" - ნამდვილი სიყვარული ამ ცნებების მიღმა ხომ არ არის... -------------------- www.cordesign.ge
|
gogu |
Jan 25 2008, 08:34 PM
პოსტი
#87
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 25-January 08 წევრი № 3,743 |
არა მე რა უნდა მეწყინოს, ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია. ის აგრეთვე საუბრობს ეჭვიანობაზე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთ თვისებაზე. მინდა რომ სწორედ ამ კუთხით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. ანუ ვთქვათ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები. შეიძლება მე ვცდებოდე, რაც ძალიან შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მგონია, რომ ამ შემთხვევაში სიყვარულისა და ვნები ა თუნდაც ლტოლვის გამიჯვნა უნდა მოხდეს ერთმანეთისაგან. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ეჭვიანობა ვნებისთვის არის დამახასიათებელი და პირდაპირ კავშირშია განკითხვასთან და ასევე ეგოისტურ 'სიყვარულთან', მაშინ როდესც სიყვარული სრულ მიღებას და გაგებას გულისხმობს. ცხადია, მაშინაც, როცა სხვა ადამიანი გვიყვარს, შეუძლებელია საკუთარი თავის სიყვარული შევწყვიტოთ. ეს ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია და ვერ გავექცევით როგორც არ უნდა ვეცადოთ, მაგრამ როცა მართლა გიყვარს ადამიანი და კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება. შენდაუნებურად ცდილობ, რომ გაუგო და მისი თვალებით შეხედო სიტუაციას. ამ შემთხვევაში კი, ეჭვი ვეღარ ვითარდება, თუნდაც რომ სხვასთან ერთად ხედავდე, რაღაცნაირად ცდილობ, მიიღო, რომ ასე უნდა იმ ადამიანს და ვერაფერს იზამ. თუმცა, ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. ძნელია გაიგო, როდის მართლა გიყვარს და როდის მოგწონს და უბრალოდ გინდა რომ გიყვარდეს, მაგრამ შეიძლება სწორედ ეჭვიანობა იყოს ამის ტესტი. თუ შეგიძლია, რომ გაუშვა ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ასე აირჩია და დაუთმო, ესე იგი გიყვარს. რა ვიცი, მე ასე მგონია. თუმცა ძალიან მტკივნეულია ყველა შემთხვევაში, უარყოფილის მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ეჭვიანობა მაინც ცოტა ავადმყოფურ მოვლენად მიმაჩნია, თუმცა ვერც ამას გავექცევით ძალდატანებით, ესეც ხშირად გვემართება. კიდევ ვიტყვი, სავსებით შესაძლებელია ძალიანაც ვცდებოდე. უბრალოდ, ასე მგონია. |
iber |
Jan 1 2009, 04:48 PM
პოსტი
#88
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 349 რეგისტრ.: 19-November 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 5,968 |
გამიხარდა რომ ეს თემა არ არის კიდევ დახურული,თუმცა 1 წელია სდუმს
–ბოლო სიტყვა სიყვარულზე წინა წლის თუ დაიწერა და მეც იგივეს ვიტყოდი. რატომ გადავწყვიტე რომ გამეცოცხლებინა იმდენი იწერება ათეიზმზე და ბოროტებაზე,ვიფიქრე რომ სიყვარული არ ჯობია თქვა /ყფალი ხომ თვით სიყვარულია.და კიდევ კარგი ახალი თემა არ გავხსენი. აღმოვაჩინე ერთი კანუდოსელის –ოღონდ დახურული თემასიყვარულიაქაც ბევრი საინტერესო უკვე დაიწერა. მოცემულ თემაში კი უფრო ფსიქოლოგიურ მხარეზეა გაახვილებული ყურადღება. ან და ფსიქოლოგები როგორც წესი გაურბიან ამ რთულ თემას,უწოდებენ საიდუმროებლივს ამ ფუნდამენტალურ გრძნობას. თუ განიხილავენ –როგორც ემოციების პატტერნს : ინტერესის,აღგზნების,სიამოვნე ბის და სიხარულის –ალტრუისტთან და თავგანწირვის განწყობასთან ერთად,–რუგორც ურთიერთგაგების და თანაგრძნობის სიხარულს , –როგორც ურთიერთობების ფორას და როგორც განცდასაც რა ფორმები არსებობს სიყვარულის და რას აკეთებს ადამიანი სიყვარულის გულისათვის, რას ელოდება და მოელის მისგან? სიყვარული მარტო გრძნობაა და განცდა,ურთიერთობების ფორმა და ოცნება,თუ მოვალეობაცაა და შრომაც? გავაგრძელოთ ამ შობისწინა დღეებში საუბარი afxazi–ს თემაში ამ მრავალფეროვან და ამოუწურავ საკითხზე რომელსაც ქვია სიყვარული -------------------- კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
|
marine |
Jun 17 2023, 06:05 PM
პოსტი
#89
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ენძარაპიდისის 20 წლის ვაჟი, პანაიოტისი, ერთი გოგონას სიყვარულის გამო ჭკუიდან გადავიდა. ხანდახან ისე შმაგდებოდა, რომ მის შეკვრასაც ვერ ახერხებდნენ. ერთხელ მძინარე პანაიოტიოსს ძმები და მეგობრები ეცნენ, შეკრეს და ჰაჯი-ეფენდისთან წავიდნენ. მამა არსენმა [კაბადოკიელი] კელიის კარები რომ გააღო - ვინ მოვიდაო, ჯაჭვებით შეკრული გადარეული მისკენ საცემრად გაექანა. ამ მომენტში ჰაჯი ეფენდიმ წარმოთქვა: "უფალო, იესო ქრისტე!" და შემდეგ დაუმატა: "განვედი, სატანა". გიჟი იმ წამსვე მოლბა. შემდეგ მამა არსენმა სახარება წაუკითხა და ყმაწვილი განიკურნა. შემდგომში ის დაქორწინდა და კარგი ოჯახი შექმნა (ამას ჰყვებოდნენ დრამის სოფლებში მცხოვრები ფარასელები)"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი