სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სული, სამშვინველი, და სხეული, ადამიანი |
მნათე |
Feb 1 2007, 11:38 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ბევრი იცავს ნეტა მამათა სწავლებას დღის რეჟიმის შესახებ? მე ვერა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ლილიანა |
Feb 1 2007, 11:41 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი წიგნში "ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი " ძალიან კარგად წერს ყოველდღიური რეჟიმის ქონის საჭიროებაზე და ა.შ.
ერთადერთი რასაც ვცდილობ ეს არის განსაზღვრულ დროზე მეტი არ მეძინოს დღე ღამეში 8 საათი დილის ლოცვა ადგომისთანავე ვთქვა .. -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
დავით ივერიელი |
Feb 2 2007, 12:06 AM
პოსტი
#23
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ამ თემასთან ერთად, თავისუფლების განხილვაც... მნათეს თქმის არ იყოს, დაცემის შემდეგ ადამიანის სული გაიყო სხეულისაგან და სხეულის ნება თითქმის ყოველთვის ეწინაამღმდეგება სულისას... სწორედ აქ არის თავისუფლებაზე საუბარი საჭირო... იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არის სულისა და სხეულის კომბინაცია, ერთობლიობა.... ერთი ბატონობს მეორეზე ( უმეტეს შემთხვევაში სხეული სულზე)... ქრისტიანული სწავლებით (ყოველშემთხვევაში მართლმადიდებლურით) სხეული მოკვდავია და სული უკვდავი.... ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა თუ სულზე ვიზრუნებდით და არა სხეულზე.. ამიტომ ვფიქრობ, რომ სულის ბატონობა სხეულზე ხელს შეუწყობს ჩვენს ცხონებას... ქრისტესთან ახლოს ყოფნას... სულის ბატონობა კი არაფერია, თუ არა თავისუფლება, ანუ ჩვენ(სული) ვფლობთ ჩვენს იარაღს ანუ სხეულს და არა პირიქით....
-------------------- მერე რა რომ . . .
|
მნათე |
Feb 2 2007, 12:13 AM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
არ დაგვავიწყდეს-სულისა და სხეულის გაყრა, დროებითია
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თათი87 |
Feb 2 2007, 11:11 AM
პოსტი
#25
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
მე ვერა მნათეია ბიჭო მაი რო დაიცვა მიგიღწევია სრულყოფილებისთვის და ეგ არი... მაგიტო ვიკითხე! ძალიან ცოტა თუ მოახერხებს მაგ დანაწესთა შესრულებას და იმცოტაში ჩვენნაირები არ იგულისხმებიან , რა თქმა უნდა ანუ ჩვენ(სული) ვფლობთ ჩვენს იარაღს ანუ სხეულს და არა პირიქით.... მაგ შემთხვევაში ( როცა სული ბატონობს სხეულზე, ) ანუ ადამიანი თმობს მიწიერ სიამეებს და ზრუნავს სულის გადასარჩენად ხო?! მაშინ მე მიჩნდება კითხვა , ეს არის მაქსიმუმი , რაც შეიძლება მიწაზე (ცოდვილ სამყაროში) მცხოვრებმა ადამიანმა გააკეთოს თავისი სულის ცხონებისათვის! და მიიღწევა თუ არა ასე სრულყოფა? -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
KAIROS |
Feb 2 2007, 04:02 PM
პოსტი
#26
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჩვენ(სული) დავით, არასწორი ტერმინია, არ გამოიყენო, არ არსებობს "ჩვენ-სული" .არამედ "ჩვენ.სული და სხეული" , რამეთუ მათი ერთიანობაა ადამიანის სისრულე, ამიტომ გაყრა დროებითია! ნათელია? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Feb 2 2007, 06:41 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ნათელია? რასაკვირველია კაიროს კეთილო, თავისუფალი ნება სად არის? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Feb 3 2007, 01:08 PM
პოსტი
#28
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კაიროს კეთილო, თავისუფალი ნება სად არის? არჩევანში "იყავნ ნება შენში" -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Feb 3 2007, 01:12 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა არჩევანში ანუ უნდა დავაზუსტოთ, 'ერთნი' ამბობენ, რომ თავისუფალი ნება მხოლოდ სულს გააჩნია, შესაბამისად ხდება სხეულის დაკნინება და მასში რე-ინკარნაციის შესაძლებლობის დაშვება ეს ყველაფერი მეტად სასაცილოა, მაგრამ ადამიანის რომელი ნაწილი აკეთებს არჩევანს? პ.ს მომიტევე თუ მეტად უაზრო კითხვაა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Feb 3 2007, 02:22 PM
პოსტი
#30
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პ.ს მომიტევე თუ მეტად უაზრო კითხვაა არანაერად, როგორც ხშირად ( და არა ყოველთვის ) აზრიანი კითხვები გებადება, მგონი უნდა ვიცოდე, ის "ერთნი" ვინ არის ( , მაგრამ ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა... ჯერ ვისაუბროთ, რაა ღვთის ხატება:სწერს პომაზანსკი: "მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში. ღვთის ხატი, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ სულში უნდა დავინახოთ და არა სხეულში. ღმერთი თავისი ბუნებით სრულიად უნივთო, ყოველგვარი სხეულისაგან თავისუფალი, უსპეტაკესი სულია. ამიტომაც განეკუთვნება ღვთის ხატის ცნება მარტოოდენ უნივთო სულს. ამ გაფრთხილების შეხსენებას ეკლესიის ბევრი მამა თვლის საჭიროდ. ....................................... თუმცა ეს არ ამცირებს სხეულს, არამედ ხაზს უსვამს სულის აღმატებულებაზე, რადგან სხვაა აღმატებულება და სხვაა მთლიანი უარყოფა სხეულისა, რაც მიუღებელია ქრისტიანობისათვის, აქედან რეინკარნაციაც დაგმობილია. მოდი, ამ თემაზე ვიაზროვნოთ, რადგან მინდა ის "ერთნიც" ჩაფიქრდნენ, საჭიროა დაისვას 3 კითხვა 1) როდიდან ვსაუბრობთ ადამიანზე? 2) სხეულიდან გასულს სულს აქვს თუ არა არჩევანის შეცვლის საშუალება? 3) როდის და როგორ ვაკეთებთ არჩევანს ამდაგვარად მივალთ შენს კითხვამდე, ანუ ვინ აკეთებს არჩევანს. თანამიმდევრობით მივყვები: 1) ადამიანზე საუბარი მხოლოდადამხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ის ჩასახულია ანუ ერთიანობაა სულისა და სხეულისა, ე.ი. არ ვუშვებთ "წინარე სულის" სწავლებას და არც "წინარე სხეულისა", სწორედ ამ დროს ვლიდნება მასში თავისუფალი ნება და მის მიერი არჩევანიც. 2) რამდენ ხანს გრძელდება "საარჩევნო პერიოდი", დაცემის შემდეგ არჩევანი გაკეთდა, არჩევანი გააკეთა ეშმაკმაც, იდეაში, მანაც რომ შეინანოს, ეპატიება, იდეაში მასაც შეუძლია თავისი თავისუფალი ნება მიმართოს სინანულისაკენ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ იგი უკვე გამყარებულია თავის არჩევანში და ეს გამყარების ( ანუ ღვთისაგან დაშორების ) პროცესი მარადიულად ზრდადია ( რაც არის კიდეც წყარო მარადიული ტანჯვისა), ადამიანთან მიმართებაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, იგი შეაცდინეს, და მას აქვს სხეული, სწორედ სხეულის უძლურების გამო მიეცა მას სინანულის დრო, ოღონდ ამავე სხეულში ყოფნის დროს, ე.ი. სხეულისა და ხორცის ერთიანობისას ვლინდება თავისუფალი ნება, სხეულიდან გასული სული ნაწილობრივ ემგვანება ან ანგელოზებს ( რომელთაც ისევ იდეაში შეუძლიათ დაეცნენ, მაგრამ ისევ შეუძლებელია, ოღონდ ახლა სიკეთეში მარადიულად გამყარების გამო) ან ეშმაკებს, ფაქტობრივად სხეულიდან გასვლისას არჩევანი უკვე გაკეთებულია, სხვანაერად აზრი ეკარგება სულის განკითხვას, რამეთუ ნაჩქარევი და უაზრო იქნება და საერთოდ სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, რამეთუ ორივე მეტად პირობითი იქნება და ცვალებადი, შესაბამისად დაკარგავენ მათსავე არსს. 3) სინანული არის უცვლელი თანამგზავრი ქრისტიანის არჩევანისა, რამეთუ ჩვენ შეიძლება ( გავისხენოთ წმ. პავლე, "რაც არ მსურს,მას ვიქმ"), ვიქმოდეთ ცოდვას, მაგრამ ეს სხეულის დაცემულობის გამო, ამიტომ სინანულია სწორედ ჩვენი არჩევანის დამხვეწი და გზის მიმცემი.ანუ რამდენადაც დაცემულია ადამიანი, იმდენად არის მიდრეკილი ცოდვისაკენ, სულითაც და სხეულითაც, ასევე პირიქით. და ბოლო დასკვნა: აზროვნება, თავისუფალი ნება, უკვდავება ( რადგან მხოლოდ დროებითია სხეულის მოკვდავება, რამეთუ ისიც მარადისობისათვის შეიქმნა და ისიც მარადისობაში გადავა, მეორედ მოსვლის შემდეგ) , განეკუთვნება ადამიანს, ანუ ადამიანს სრულს, არა დაყოფილს, მის სულს და მის სხეულსაც, ნება კი როგორც თავში ჩანდა, არის სულის თვისება ( ზოგი გონის არჩევანი, გონება როგორც ადამიანისეული ψυχή-ს ყველაზე აღმატებული, ღვთისსახოვანი ნაწილი. ე.ჭ.), თუმცა ხორცში ყოფნის დროს, შემდეგ ხდება უკვე მიღებულ არჩევანში გამყარება ( გამონაკლისებია ისინი, ვინც შეიძლება შეწყნარებულ იქნენ მეორედ მოსვლის დროს, ეს სხვა საკითხია)--- აქ საკმარისია, აბა, სად ჩავღრმავდეთ? მგონი ბევრი მომივიდა, წაიკითხეთ მინიშნებული ლიტერატურა: აქ სული და სამშვინველი http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba...azanski/9.htm#1 წმ. იოანე დამასკელი აქ ვნებულებისა და მოქმედების შესახებ http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/36.htm აქ " ნებათა, თვითუფლებრივობათა, გონებათა, ცოდნათა და სიბრძნეთა შესახებ" http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/62.htm Макарий Великий Слово 5. О возвышении ума http://pagez.ru/lsn/0187.php იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გლახა |
Feb 3 2007, 02:31 PM
პოსტი
#31
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ....
მაშასადამე , მე კი აღარ ვაკეთებ, ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესეიგი ჩემს სხეულში არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა... რომაელთა 7:15, 17, 18 გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სხეულში ცოდვილი ბუნება მკვიდრობს, სხეულს არანაირი ძალისხმევა არ ჭირდება ცოდვის ჩასადენად... აი სული კი იტანჯება...სულს ძალისხმევა მართებს... ამიტომაც არის რომ არ გვინდა ცოდვის ჩადენა, მაგრამ მაინც ჩავდივართ...მერე კი ვიტანჯებით .... როგორც ამბობენ ხორცი ცუდი ბატონია, მაგრამ კარგი მონააო.... ხორცის დამონება ლოცვა-მარხვით არის შესაძლებელი... ნამდვილი ლოცვა მარხვით და არა ისეთით, რომელიც მოდაშია....ამას დიდი მსხვერპლის გაღება ჭირდება, ბევრ რამეზე უარის თქმა ჭირდება... |
მნათე |
Feb 3 2007, 02:39 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მგონი უნდა ვიცოდე, ის "ერთნი" ვინ არის ჩემი ოპონენტები სხვადასხვა ფორუმიდან ერთი ასეთი 'აღმოსავლეთით გატაცებული' არსება შენც შეგეჩეხა ამ ფორუმზე ციტატა თუმცა ეს არ ამცირებს სხეულს, არამედ ხაზს უსვამს სულის აღმატებულებაზე, რადგან სხვაა აღმატებულება და სხვაა მთლიანი უარყოფა სხეულისა, რაც მიუღებელია ქრისტიანობისათვის, აქედან რეინკარნაციაც დაგმობილია. ანუ სურათი ასეთია: ჩემი ნების მამოძრავებელი და შესაბამისად არჩევანის შემოქმედი, სულია-მაგრამ ამ ყოველივეს ნატურალიზაციას სჭრიდება მისი ერთობა სხეულთან? სწორად გავიგე? ციტატა არ ვუშვებთ "წინარე სულის" სწავლებას და არც "წინარე სხეულისა", სწორედ ამ დროს ვლიდნება მასში თავისუფალი ნება და მის მიერი არჩევანიც. ორიგენეს ერესი არა? მგონი მეხუთე საეკლესიო კრებამ დაგმო... თავად დამასკელი 'ნაყბეობას' უწოდებს ციტატა 2) რამდენ ხანს გრძელდება "საარჩევნო პერიოდი", დაცემის შემდეგ არჩევანი გაკეთდა, არჩევანი გააკეთა ეშმაკმაც, იდეაში, მანაც რომ შეინანოს, ეპატიება, იდეაში მასაც შეუძლია თავისი თავისუფალი ნება მიმართოს სინანულისაკენ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ იგი უკვე გამყარებულია თავის არჩევანში და ეს გამყარების ( ანუ ღვთისაგან დაშორების ) პროცესი მარადიულად ზრდადია ( რაც არის კიდეც წყარო მარადიული ტანჯვისა), ადამიანთან მიმართებაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, იგი შეაცდინეს, და მას აქვს სხეული, სწორედ სხეულის უძლურების გამო მიეცა მას სინანულის დრო, ოღონდ ამავე სხეულში ყოფნის დროს, ე.ი. სხეულისა და ხორცის ერთიანობისას ვლინდება თავისუფალი ნება, სხეულიდან გასული სული ნაწილობრივ ემგვანება ან ანგელოზებს ( რომელთაც ისევ იდეაში შეუძლიათ დაეცნენ, მაგრამ ისევ შეუძლებელია, ოღონდ ახლა სიკეთეში მარადიულად გამყარების გამო) ან ეშმაკებს, ფაქტობრივად სხეულიდან გასვლისას არჩევანი უკვე გაკეთებულია, სხვანაერად აზრი ეკარგება სულის განკითხვას, რამეთუ ნაჩქარევი და უაზრო იქნება და საერთოდ სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც, რამეთუ ორივე მეტად პირობითი იქნება და ცვალებადი, შესაბამისად დაკარგავენ მათსავე არსს. უდავოდ ლოგიკურია და შესანიშნავად გააზრებადი დიდი მადლობა ციტატა აქ საკმარისია, აბა, სად ჩავღრმავდეთ? როგორც ყოველთვის ყველა იმ 'საჭოჭმანო წერტილს' იხილავ რომელმაც შეიძლება შემგომში კითხვა დაბადოს გაიხარე ------------------------------ ხო მართლა კარგი იქნებოდა, სულის 'მგრძნობელობაზე' გვესაუბრა, დროებითი განცალკევების შემდეგ ციტატა ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ.... მაშასადამე , მე კი აღარ ვაკეთებ, ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესეიგი ჩემს სხეულში არ იმყოფება კეთილი. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა... რომაელთა 7:15, 17, 18 მე ვფიქრობ ეს ერთ-ეთი მთავარი ადგილია ქრისტეანული კონცეფციის დასახატად ჩვენ ავად ვართ ბატონებო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
teo.. |
Feb 3 2007, 10:19 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
ადამიანის რომელი ნაწილი აკეთებს არჩევანს? პ.ს მომიტევე თუ მეტად უაზრო კითხვაა თუ განვიხილავთ - გონს, იქნებ უფრო გაგვიადვილდეს პასუხის გაცემა? ისე გლახა ძალიან საინტერესო თემა გაგიხსნია -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
ნათია |
May 8 2007, 01:29 AM
პოსტი
#34
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
"დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი. ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი, ადამ, სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკანა სკნელი ადამ - სულად გამნაცხოველებელად, არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშვინვიერი, მაშინღა სულიერი" (1 კორ 15:44-46) "იკურთხოს გუამი შენი, სული და სამშვინველი" (მამათა სწავლანი) * * * ეს ერთ-ერთი მეცნიერის აზრია სულის პირველი ომონიმი (spiritus), რომელიც ღმერთთან და რწმენასთანაა კავშირში, პირობითად შეიძლება ვერტიკალურად ავღნიშნოთ: ესაა მადლი მინიჭებული ადამიანისათვის ზემოდან ქვემოთ, და ადამიანის სული, მიმართული ქვემოდან ზემოთ - ღმერთისკენ, შემეცნებისკენ. სულის მეორე ომონიმი (anima) კი ჰორიზონტალური ბუნებისაა, იგი ამ ყოფაში, ადამიანებთან, ბუნებასთან მიმართებაში ვლინდება და ვითარდება ვინაიდან სულის ქართული გაგება ამ ორი ომონიმის სინთეზს წარმოადგენს, ქართული სულის სიმბოლოდ ვერტიკალისა და ჰორიზონტალის გაერთიანებას მივიღებთ, ანუ ჯვარს. * * * ადამინის სიცოცხლე შეთანხმიერებაა, შერწყმაა გონებისა (სულისა), სამშვინველისა და სხეულისა; ხოლო სიკვდილი ამ შერთებულ ნაწილთა დაღუპვა და გაქრობა კი არ არის, არამედ დარღვევაა მათი კავშირისა; ამ კავშირის დარღვევის შემდეგაც ღმერთი ყველა ამათ ინახავს. გონება არ არის სამშვინველი. იგი ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას. ღვთის სათნო-მყოფელი გონება სამშვინველს წინ მიუძღვება ამა ცხოვრებაში და ურჩევს ყოველივე წარმავალის, ნივთიერისა და ხრწნადის მოძაგებას. და მათს ნაცვლად შეყვარებას საუკუნო, უხრწნელი და არანივთიერი, ანუ სულიერი სიკეთეებისა იმგვარად, რომ სხეულშივე მცხოვრებმა ადამიანმა გონებით წარმოიდგინოს და შეიმეცნოს ღვთაებრივი სიკეთენი. ამრიგად, ღვთისმოყვარე გონება ადამიანისა კეთილისმყოფელია, მხსნელია სულისა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ქევანა |
Oct 20 2009, 03:37 PM
პოსტი
#35
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა სამწუხაროდ ეს სამი ადამიანური სუბსტანცია, ერთმანეთს ექსორიის შემდეგ გაემიჯნა, თითქოს ავტონომიურები გახდნენ... სულს ერთი სურს, სხეულს მეორე სამშვინველი საერთოდ სხვაგან დაფრინავს..... ბზარებს გააჩნია.. ზოგი ბზარი ასატანია, ზოგი ნგრევას იწვევს : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მაშიკო |
Oct 20 2009, 08:20 PM
პოსტი
#36
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ამ ბოლო დრო სულის კონტროლი მიჭირს
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ႲႭႡႰႠႬ |
Oct 20 2009, 08:33 PM
პოსტი
#37
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
მაშიკო
ციტატა ამ ბოლო დრო სულის კონტროლი მიჭირს შენ მოგიკვდი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ნონა |
Oct 20 2009, 08:53 PM
პოსტი
#38
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ახლა ფიზიკურად ძალიან ცუდად ვარ
კინოჩვენებაზე არ წავედი სწორედ ამ მიზეზით ახლა კი ვზივარ და ინტერნეტში ვძრომიალობ იმისათვის რომ გავარკვიო რა არის ჩემი სულის, სამშვინველისა და სხეულის არჩევანი ჯერ პრაქტიკულად გამიანალიზეთ ჩემი ქცევა და არჩევანის თავისუფლება გმადლობთ რომ გამონახეთ დრო მოკრძალებით ნონა -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
marine |
Oct 31 2014, 01:35 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ადამიანის სამშვინველი ისეთი სუფთა უნდა იყოს, როგორც მბზინავი სარკე.
როგორც ჭუჭყი უშლის სარკიდან შუქის არეკვლას, ასევე ადამიანში მოკალათებული ცოდვა არის ღმერთის ხილვის ხელის შემშლელი. საკუთარი პიროვნება უნდა გამოვიკვლიოთ და უნდა განვიწმინდოთ. ყველას ვინც ცოდვით და ბიწიერებითაა შეპყრობილი, ღმერთი არ გამოეცხადება“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Feb 27 2015, 11:43 AM
პოსტი
#40
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
თქვენ რასაც ეძახით, ადამიანი თავის ნებას ეწინააღმდეგება და სული მოქმედებს მაგ შემთხვევაშიო, სული კი არა ადამიანს აქვს 3 ტვინი: რეპტილიური, ემოციონალური და ცერემბლარული. პირველი 2 ორიენტირებულია ძველი მიღებული გამოცდილების და ინფორმაციის გამოყენებაზე და ეწინააღმდეგება ცერემბლარულს რომ რაიმე ახალი შეისწავლოს და სული რაღა შუაშია აქ? ცერემბლარულში დევს სული?
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი