IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მამათა გამონათქვამების მიხედვით, "მოკლე სწავლებანი."
saria-giorgi
პოსტი Jul 19 2007, 04:09 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



წმ.ტიხონ ზადონელი:"დაე, ყველა მლანძღავდეს-ოღონდ სინდისი მაქებდეს."

წმ.ამბროსი მედიოლანელი:"ბოროტთა სიმშვიდე იმის ნიშანია,რომ ისინი უკვე ცოცხლად არიან დამარხულნი ჯოჯოხეთში."

წმ.იოანი ოქროპირი:"საქმით გაუნათლებელი სიბრძნე სირცხვილის წინდია."

"ცოდნა სიკეთის გარეშე- ეშმაკის სიბრძნეა."

"თუ მეტი ცოდნა გაქვს,უფრო წმიდად იცხოვრე:რამეთუ მსაჯული შენ უფრო მკაცრად განგსჯის."

"ზეცაში მხოლოდ ის აღიყვანება ვისაც სიყვარული აქვს,რამეთუ იქ მხოლოდ სიყვარულია."

აბბა პიმენი ბრძანებს:"ბოროტება არანაირად არ მოსპობს ბოროტებას;და ამიტომაც თუ ვინმე ბოროტებას გაგიკეთებს,სიკეთით გადაუხადე,რათა ბოროტება სიკეთით დაჯაბნო."

წმ.ისაკ ასური:ადამიანებს სძულს სიღატაკე,ღმრთისათვის უფრო მეტად საძაგელია ამაყი სული და აღტაცებული გონება."

ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა:"უმჯობესია თავმდაბლობით გაიმარჯვო,ვიდრე ანპარტავნებით."

წმ.ისააკ ასური:"ღმრთის სიბრძნეს განეშორება ის ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის."
"თუ გსურს,უჭვრეტდე საიდუმლოს,მაშ,საქმით აღასრულე მცნებები საკუთარ თავში და მათ შესახებ შემეცნებას ნუ ეძებ."

წმ.ეფრემ ასური:"ვაი.სულო ჩემო!რატომ ხარობ ამ ცხოვრებით?რატომ ატარებ მის ისედაც მცირეოდენ დღეებს დაბნეულად?განა არ იცი,რომ სადაცაა მოგიხმობენ?

ნეტარი იერონიმე:"უგუნურებაა,მეგონოს,რომ შეიძლება წუთისოფელთან ერთად ინეტარო და ქრისტესთან ერთად იმეფო."

წმ.ნილოს სინელი;"ვაი,ანგარისმოყვარეს!სიმდიდრე მისგან გარბის:მას კი ელის ცეცხლი."

წმ.ტიხონ ზადონელი:"სინდისის წინააღმდეგ წასვლას სიკვდილი გერჩივნოს."
"ღმრთის მადლი მხოლოდ მათ აცხოვნებს, ვისაც სურს და არა-მათ ვისაც ეს არ სურს."
"მოითმინე-გვასწავლის ფილოსოფია,ქრისტიანობა კი ამატებს:და იმედი იქონიე."

წმ.დიმიტრი როსტოველი:"ზოგიერთები ფიქრობენ,რომ ჩვენ დროში სასწაულები უკვე აღარ ხდება.მაგრამ ეს ასე არ არის:ქრისტიანობა ჩვენ მკვდრების აღდგინებაზე უფრო მეტ სასწაულის ძალას გვანიჭებს:ეს სასწაული არის გულწრფელი სიყვარული მტრებისა და არა მარტო სიყვარული მათი,არამედ მათი კეტილისმყოფელებასდ მიჩნევაც."

წმ.ეფრემ ასური:"თუკი ძე ღმრთისა არის შენში,მაშინ მისი მეუფებაც შენშია.აჰა,სასუფეველი ღმრთისა,ცოდვილო,შენში ყოფილა,შენს სულში.შედი საკუთარ თავში,უფრო გულმოდგინედ ეძიე და მალე მოიძიებ მას.შენს გარეთ კი-სიკვდილია და კარნი მისნი ცოდვა.შედი საკუთარ თავში,საკუთარ გულის სიღრმეში ჰგიებდე,რამეთუ ღმერთი-მუნ არს."

წმ.ათანასე დიდი:"იცოდე,დროს კი არა,ღმერთს უნდა ვმსახურებდეთ."

წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი ბრძანებს:"ლოთობა,-ერისკაცისთვის მძიმე ცოდვაა,ხოლო სამღვდელო პირისთვის მკრეხელობა."

ერთმამას ეკითხებიან:მამაოსგან გაიგე,რომ ზოგი ტელეგადაცემის ყურება შესაძლებელია და რას მირჩევთო?
პასუხობს მამაო:"ის,რაც სასარგებლოა მისთვის,უსარგებლოა ჩვენთვის."

წმ.სერაფიმ საროველი ბრძანებს:"სათნოება მსხალი არ არის,მას ერთბამად ვერ შეჭამ."

წმ.ანტონი დიდი:"ეშმაკები რწმენით განიდევნებიან, ხოლო ეშმაკთა თავადები სიმდაბლით."

წმ.იოანე კრონდშტანტელი ბრძანებს:"თუ ადამიანს მოატყუებ,მაშინ ღმერთსაც მოატყუებ აუცილებლად."





--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2015, 06:51 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[წმ. ამბროსი მედიოლანელი] ვინც თავისი ქადაგებებით გამუდმებით სთავაზობდა შენს ხალხს „ნოყიერ ხორბალს, სიხარულის ზეთსა და სიფხიზლის ღვინოს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 02:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი