IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ყორანქედის მამათა მონასტერი :(, გავერთიანდეთ დასახმარებლად
A.V.M
პოსტი Aug 28 2012, 02:28 PM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მე 3 ან 6 სექტემბერს. ზუსტად არ ვიცი.3-4 დღით ადრე მოთხარი, რომ facebook-ზეც დავწერო შეხვედრის დრო და ადგილი...

კი ბატონო!

მოკლედ ფორუმელებო!
10 სექტემბრამდე შევიკრიბებით.
ხოდა ვისაც რისი საშუალება გექნებათ შეგიზლიათ შეეწიოთ ყორანქედის მამათა მონასტერს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 28 2012, 02:57 PM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



http://church.ge/index.php?act=ST&f=39&t=4...220#entry714682

შემოიჭყიტინეთ!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 30 2012, 08:33 PM
პოსტი #23


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



დაწერეთ როცა ჩამოხვალთ smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 30 2012, 09:52 PM
პოსტი #24


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



დღეს ვნახე მამა სვიმეონი, მამა იოანე პანაშვიდზე იყო... სააბაზანოში და კარვებში ვცხოვრობთო. ბიჭები მეხმარებიან მონასტრის გაწმენდაშიო. ეხლა კედლებს ვასუფთავებთ უკვეო... ეხლა ვხვდები რამხელა შრობა გვქონდა ჩადებული მონასტრის აშენებაშიო... მართლა ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Sep 2 2012, 11:56 AM
პოსტი #25


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671






http://www.facebook.com/pages/ყორა...9118?ref=stream

ასეთი იყო მონასტერი ხანძრამდე
IPB-ს სურათი


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 2 2012, 01:12 PM
პოსტი #26


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



mariami-k
და გორი რატომ აწერია რეპორტაჟს?
შეცდომა იქნება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Sep 2 2012, 03:17 PM
პოსტი #27


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



A.V.M
არ ვიცი...


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 7 2012, 08:46 PM
პოსტი #28


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოკლედ დღეს შევხვდი ლინგვოს. დროსი შეზღუდულები ვიყავით მაგრამ მაინც ბევრი რამის თქმა მოვასწარიტ ერთმანეთისთვის.
კანდელი შემოწირა და ფულადი დახმარება.

ხოდა ვინმე თუ ხართ ისეთი ვინც თბილისის ტაძრების მოლოცვაზე ვერ წამოხვალთ , მაგრამ შეგიძლიათ შემოწირულობის გაკეთება შემეხმიანეთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Sep 9 2012, 07:43 PM
პოსტი #29


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



http://www.kvirispalitra.ge/public/13670-s...-monasters.html


შევეწიოთ მონასტერს!
"ყველაფერი მოსათმენია, რასაც ღმერთი დაუშვებს"

ცოტა ხნის წინ, რუის-ურბნისის ეპარქიის ყორანქედის ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის ბერების საცხოვრებელ სენაკებს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ბერების სენაკები და იქ არსებული ინვენტარი. სასულიერო პირებს დღესდღეობით უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი),მონასტრის წინამძღვარი:

- 24 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, საოცარი განსაცდელი დაგვატყდა თავს... იმ პერიოდში მე მონასტერში არ ვიყავი, ტაძრის (რომელიც მშენებლობის პროცესშია) ნახაზებში რაღაც დეტალების დამატება მინდოდა და ამასთან დაკავშირებით თბილისში გახლდით ამოსული. იმ დღეს მუშები ტაძრის მოპირკეთებაზე ჩვეულებრივად მუშაობდნენ, მონასტრის წევრები წმინდა გიორგის ტაძარში პარაკლისს იხდიდნენ. მოკლედ, როდესაც ყველანი, სხვადასხვა მიზეზით, კელიებიდან გამოსულები ვიყავით, იქაურობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი როგორც ირკვევა, მანსარდში ელექტროსადენიდან გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა: კელიები, სატრაპეზო, სათავსები... როდესაც მუშებმა კვამლი შენიშნეს, უკვე გვიანი იყო, ცეცხლი გამძვინვარებულიყო და ყველანი მის ჩაქრობას ცდილობდნენ... შენობა, რომელშიც ვცხოვრობდით, 3 წლის აშენებულია, მაგრამ როგორც ჩანს, სახურავში რომელიღაც სადენი სუსტი აღმოჩნდა...

ხაშურის სახანძრომაც ცოტათი დააგვიანა მოსვლა (გზაში უამრავი აღმართია გასავლელი) და სახანძრო რომ მოვიდა, შენობას სახურავი აღარ ჰქონდა. ჩვენს დასახმარებლად ბორჯომიდანაც წამოვიდა სამხიდიანი "კამაზი", მაგრამ ისიც გზაში რაღაცამ შეაფერხა...

- მომხდარის შესახებ თქვენ როდის შეიტყვეთ?
- მაშინვე დამირეკეს. თბილისში ყველაფერი გადავდე და მონასტრისკენ გავეშურე, მაგრამ გზაში ავარიაში მოვყევი, უკნიდან მანქანა დაგვეჯახა. ღვთის წყალობით გადავრჩით, მაგრამ მანქანა, რომელშიც ვიჯექი, აღარ ვარგა... მონასტერს რომ მივუახლოვდით, გზაში დედაო გველოდებოდა, ჯიპით რომ ავსულიყავით ზემოთ. ჯიპში ჩავსხედით თუ არა, მანქანაში წყალი ადუღდა. შემდეგ ჩემს ასაყვანად მონასტრის მანქანას დავურეკე და მასაც საწვავი გამოელია... ყველა წინააღმდეგობა თითქოს იმიტომ შეიქმნა, რომ დროულად არ ავსულიყავით იქ... ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ნამდვილად განსაცდელი იყო და არა უბრალოდ შემთხვევა...
მადლობა ღმერთს, რომ ყველანი კარგად და ჯანმრთელად ვართ.

- კი, მაგრამ ამ ზამთრისთვის ღია ცის ქვეშ რომ დარჩით...
- კი, ასეა. თან, ხაშურის რაიონში ადრე ზამთრდება...

- ახლა დროებით სად ცხოვრობთ?
- ბერებიდან ზოგმა კარავს შეაფარა თავი, ზოგი ღია ცის ქვეშ ათენებს, ზოგიც ვტოფარეხში, კონტეინერში... იმედი მაქვს, რომ ადამიანების დახმარებით, ყველაფერი მალე აღდგება. ყოველ შემთხვევაში, შენობა გადაიხურება და ფანჯრები ჩაისმება, რომ ზამთარში შიგ შესვლა შევძლოთ.

- ამ ფაქტმა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობას ხელი ხომ არ ეუშალა?
- ვფიქრობ, რომ ეს განსაცდელი სწორედ მაგ ტაძრის მშენებლობას უკავშირდება. მართლაც ისეთი რუდუნებით, წვალებითა და შრომით იგება ეს ტაძარი, რომ...

- რას გულისხმობთ?
- ნებისმიერ განსაცდელს თავისი ახსნა აქვს: დიდი მადლის კეთებისას წინააღმდეგობები ოველთვის იქმნება ხოლმე... მადლობა ღმერთს, რომ ღვთის წყალობით, ტაძარი მშენებლობის
იმ ეტაპზეა, რომ საქმის 70% უკვე გადალახულია... განსაცდელი იმიტომ შეგვემთხვა, რომ მშენებლობა გაჩერებულიყო და ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაგვეტანა. ღვთის შეწევნით,
არ ვჩერდებით! ადამიანებს არც ჩვენთვის და არც ტაძრისთვის სითბო და სიყვარული არ მოუკლიათ. ამ ამბის შემდეგაც აქტიურად მოდიან, რეკავენ, ყოველთვის გვერდში გვედგნენ...

ყველაფერი მოსათმენია, რასაც ღმერთი დაუშვებს. უნდა მოვითმინოთ! მით უმეტეს, ქრისტიანი ადამიანი ხომ მუდმივად ღვთის ნებასა და განგებაზეა დამოკიდებული... ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ყოველ წელიწადს ახალ მონასტერში მიწევდა გადასვლა. აშენდებოდა, გაკეთდებოდა და იქაურობას ვტოვებდი. ამ მონასტერში უკვე სამი წელიწადია, რაც ვმოღვაწეობ. თავიდან რომ მოვედით, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. არაფერი გვქონდა და ახლაც ნულიდან გვიწევს დაწყება.

- ბევრ მონასტერში იმსახურეთ?
- მეცხრე წელია, რაც რუის-ურბნისის ეპარქიაში ვმსახურობ. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე მონასტერში მომიწია მოღვაწეობამ, კერძოდ, ძამის ხეობაში - ტბეთის მონასტერში, ბერად იქ აღვიკვეცე, საიდანაც სურამის იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტერში გადავედი, შემდეგ ურბნისის საკათედრო ტაძარში ერთი წელი ვიმსახურე და მერე ყინწვისის წინამძღვრად გადამიყვანეს. ახლა კი ხაშურის სოფელ ხცისის მახლობლად ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღოლი ვარ. იმ ადგილას, სადაც ახლა ვმოღვაწეობ, სამონასტრო ცხოვრება როგორც გითხარით, ნულიდან დავიწყეთ. პატარა ტაძარი, რომელიც ავირჩიეთ, VIII საუკუნეში წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გარშემო საუცხოო ბუნებაა და ამონასტრო ცხოვრების დასაწყებად ადგილმდებარეობა ძალიან მოგვეწონა.

- როგორც გავიგე, ყინწვისიდან იქ თქვენი ნებით წასულხართ. რატომ გადაწყვიტეთ ასე?
- მეტი სიმყუდროვე გვინდოდა... მოკლედ, გადავედით თუ არა, დავიწყეთ წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა. მლოცველებმაც იმატა. მრევლი გაიზარდა და პატარა ტაძარში, რომელიც ზომით - 9/4-ზეა, ვეღარ ვეტეოდით და სივიწროვის გამო ახალი, მასშტაბური ტაძრის აშენება გადავწყვიტეთ. თანდათან მონასტრის ძმობაც გაიზარდა და უკვე 2 წელია, რაც ჩვენი სურვილი, უფლის შეწევნით, რეალობად იქცა და ელია წინასწარმეტყველის სახელზე ტაძარს ვაშენებთ.როგორც გითხარით, ძირითადი სამუშაოები უკვე დამთავრებულია და მოპირკეთება მიმდინარეობს.

- მონასტერი სოფელს დიდად არის დაშორებული?
- სოფლიდან კილომეტრ-ნახევარია. მთიანი ადგილია კია, მაგრამ რამდენიმე სამანქანო გზა ადის. ულამაზესი ბუნება და იშვიათი მიკროკლიმატია: ფრინველები და ცხოველები გასამრავლებლად მთებიდან ყორანქედის მიდამოებში ჩამოდიან... ყოფილა შემთხვევა, დათვებს ჩვენთვის საზამთრო მარაგიც კი შეუჭამიათ. ცხვრები გვყავდა და ისინიც გაგვინადგურეს. რამდენიმე კვირის წინ, 15 მეტრში დავინახეთ, დათვი როგორ ჭამდა ტყემალს. რომ დაგვინახა, გაიქცა.

- ხანძრამდე როგორ ცხოვრობდით მონასტერში?
- ჩვენი მეურნეობა გვაქვს: საკუთარი ნაკვეთი, რომელსაც ვამუშავებთ. გვყავს საქონელი და ფრინველი. საზამთროდ ჩვენს მოწეულ მოსავალს ვიმარაგებთ. ასევე მრევლიც გვეხმარება. ვისაც შეხება აქვს ეკლესიასთან და წარმოდგენა აქვს ეკლესია-მონასტრის დანიშნულებაზე, ყველა გვერდში გვიდგას: ზოგი ფიზიკურად გვეხმარება, ზოგი - მატერიალურად, ზოგიც მასალით... მოკლედ, ერთსულოვნებითა და ღვთის შეწევნით ვცხოვრობთ...

- ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობა უშუალოდ ვინ დააფინანსა?
- არის ერთი პიროვნება - ვეფხვია კობახიძე, რომელმაც ამ ტაძრის ასაშენებლად დიდი საქმე გააკეთა. ამასთან, ჩვენი მონასტრის სახელზე ბანკში გახსნილია ანგარიშიც. საკმაოდ მასშტაბური ტაძარია. მისი ზომებია: 17/12-ზე; სიმაღლეში ჯვრიანად 19 მეტრი. უკვე ჯვარიც დავადგით. ტაძარი სულ ორი სართულისგან შედგება. პირველი სართული მიწისქვეშაა, სადაც კიბით ჩადიხარ. იმ სართულზე კიდევ სამი ტაძარია: მაცხოვრის შობის სახელობის, ღვთისმშობლის და პანტელეიმონ მკურნალის...

- მამაო, წარმოშობით სადაური ხართ?
- სიღნაღიდან ვარ, ქიზიყელი, მაგრამ თბილისში გავიზარდე და სკოლა და უმაღლესი განათლებაც თბილისში მივიღე.

- ბერობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეთ?
- კი. თუმცა მანამდე ეკლესიამონასტრებში ვცხოვრობდი... 2004 წლიდან კი უკვე ბერი ვარ...

- ისე, ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. თან, ძალიან ახალგაზრდა ღკვეცილხართ ბერად...
- 21 წლის ვიყავი, მაგრამ მანამდე ღმერთმა ბევრი რამ დამანახვა... ვნახე, რა იყო ღირებული და რა - არა... დღეს ბევრი მეკითხება, - 21 წლისას ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ გაგიჭირდაო?..

- დედა როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- აბა, რა გითხრათ? გვარში ერთადერთი გვარის გამგრძელებელი მე ვიყავი... ძალიან რთული იყო ჩემი მშობლებისთვის ჩემი ნაბიჯის აღქმა. მამა ექიმია, დედა - ფარმაცევტი... 4 წელიწადი ფაქტობრივად, მამასთან ურთიერთობა არ მქონია. ნაწყენი იყო, მაგრამ დღეს ჩემთან ერთად არის, გვერდში მიდგას და მეხმარება...

- დედმამიშვილი არ გყავთ?
- და მყავს, რომელსაც 3 შვილი ჰყავს... ყველანი გვერდში მიდგანან.

- საერთოდ, საკუთარი ცხოვრების შესახებ სასულიერო პირები, მით უფრო ბერები, თითქმის არ ლაპარაკობენ... მინდა, მადლობა გითხრათ, ჩემს კითხვებს რომ უპასუხეთ.
- რაღაც ისე მოხდა, რომ მართლაც ბევრი ვილაპარაკე (იღიმება). საერთოდ, მეუბნებიან, განსაკუთრებული სიტყვაძუნწობით გამოირჩევიო...

- რა დაგანახვათ თქვენმა განვლილმა ცხოვრებამ, როგორ შეაფასებდით მას?
- შეფასება ის არის, რომ სულზე ღირებული არაფერია! ამაზე დიდი საუნჯე სხვა არ არსებობს.

- მერე ამ გზაზე სიარული ადვილი რომ არ არის?
- სულისთვის ზრუნვა არ არის ძნელი, მთავარია, ამ ყველაფერს სწორად მიუდგე. ღმერთი სიყვარულია, ყველაფერს ითვალისწინებს და გაგიგებს, მაგრამ ის, რომ საღმრთო სჯული დავარღვიოთ და ურჯულოდ ვიცხოვროთ, ამის პირობას არ გვიქმნის... სახარებაში წერია: "რომელსაც თვალნი აქვს და ყურნი აქვს, ესმოდეს და სწორად ხედავდეს". დიახ, სწორად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ხოლო თუ სწორად ცხოვრება გინდა, აუცილებლად მოძღვარი
უნდა გყავდეს, რადგანაც ცხვარი მწყემსის გარეშე ყოველთვის დაბნეული იქნება. ვერც ერთ წინააღმდეგობას ვერ გადალახავს... უფალი ბრძანებს: "არ არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს". ადამიანი ისე ვერ იცხოვრებ, რომ შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ მთავარი სინანულია. ყველა ადამიანს თავისი უნდა ჰქონდეს.

P.S. გთხოვთ, შეეწიოთ მონასტერს, რათა დროულად მოხდეს სენაკების აღდგენა
და ბერები ზამთარს მომზადებულნი შეხვდნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

საბანკო კოდი: TBCBGE22,
ლარის ანგარიშის ნომერი
GE95TB0652936080100004,
დოლარი/ევრო
GE15TB0652936180100005,
მიმღები: რუის-ურბნისის
ყორანქედის ელია
წინასწარმეტყველის სახელობის
მამათა მონასტერი, ან
დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან
და ბილაინიდან ტელეფონის
ნომერზე: 0901080809
ზარის ღირებულება - 1 ლარი:
მონასტრის საკონტაქტო
ტელეფონია: 593 121055

ლალი ფაცია (ჟურნალი ”გზა”)


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Sep 10 2012, 09:05 PM
პოსტი #30


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



IPB-ს სურათი


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 10 2012, 09:11 PM
პოსტი #31


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თუ მოლოცვაზე ვერ მოდიხართ ისე შემეხმიანეთ და მომეცით თანხა...
(როგორც ლინგვომ გააკეთა)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Sep 12 2012, 11:14 AM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



დიდი სურვილი მაქვს ჩავიდე და ფიზიკურადაც გავაკეთო საქმე,
იმიტომ, რომ ვხედავ რომ ხელიც ძალიან უჭირთ..
ავმ, როდის აპირებთ წასლას?!


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 12 2012, 11:27 AM
პოსტი #33


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სიდონია
მონატსერში ფორუმული წასვლა არ შედგება.
სხვა მხრივ კი უკვე დაწყებულია ფულის შეგროვება.
ვისაც ჯერ არ მოუცია შეუძლია კვირას მმოვიდეს თბილისის ტაძრების მოლოცვაზე და იქ გადმომცეს ფული...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Sep 12 2012, 11:34 AM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



გასაგებია, გმადლობ.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Sep 15 2012, 11:48 AM
პოსტი #35


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



კვირას რომელზე და სად იკრიბებით? ხვალ არ მცალია, მაგრამ იქნებ თანხის გადმოცემა მაინც მოვახერხო.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 15 2012, 05:05 PM
პოსტი #36


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სოფი
მოკლედ დაახლოებით 3-ის ნახევარზე ვიწყებთ მოლოცვას ჩიტაძეზე წმ.ნინოს ეკლესიიდან და ვამთავრებთ 6-7 საათზე მოლოცვას სამებაში.
ჩემი ნომერი ჩაიწერე და შემეხმიანე თუ გინდა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Sep 15 2012, 07:16 PM
პოსტი #37


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



A.V.M

ოკ,მომწერე შენი ნომერი.

ისე დილით უფრო მაწყობს და ვინმე არ იქნებით რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძარში რომ გამოგიაროთ? ან სამებაში, სიონში.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 15 2012, 09:11 PM
პოსტი #38


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სოფი
ვიკითხავ თუ ვინმეა ხვალ თბილისში...

სოფი
თოკაა თბილისში....

და წირვაზე იქნება ქაშუეთში...შეძლებ ნახვას?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Sep 15 2012, 10:37 PM
პოსტი #39


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



A.V.M
ციტატა
და წირვაზე იქნება ქაშუეთში...შეძლებ ნახვას?

კიი, ქაშუეთი ყველაზე მეტად მაწყობს. 11ისკენ შევეხმიანები. მადლობაა smile.gif)))


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th October 2019 - 08:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი