IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

219 გვერდი V « < 217 218 219  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 3 2024, 12:32 PM
პოსტი #4361


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,594
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„...მსგავსი მაღალი წარმოდგენა თავის თავზე ერთ ბოიარსაც ჰქონდა; იგი უკეთილშობილეს საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც მივიდა თავის სულის გადასარჩენად, მაგრამ თავის თავზე ასეთი მაღალი წარმოდგენის გამო არაფერზე, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ცხონებაზე არ უზრუნია.

ხოლო, თუ იმითაც დაინტერესდები, რაში მდგომარეობა თავზე მისი მაღალი წარმოდგენა, მოისმინე და შეიტყობ, როგორი სიამაყე გააჩნდა მას და როგორ ცდიილობდა სულის ცხონებას: ეს მდიდარი და მადლიერი ბოიარი ცხოვრობდა საბა განწმენდილის დროს. ბოიარიც სწორედ საბასთან მივიდა და განუცხადა თავის ბერობის სურვილი. ღირსმა მამამ იგი სიხარულით მიიღო და განსაკუთრებული წესიც დაუდგინა; მაგრამ რადგან იგი შრომას არ იყო მიჩვეული, ლავრის რთულ სამუშაოებს აბა როგორღა აღასრულდებდა?! ლავრელები კი შრომობდნენ დღის განმავლობაში 9 საათი მაინც; შემდეგ კი ბრუნდებოდნენ სენაკში და კითხულობდნენ თანმიმდევრობით საკითხავებს; მწუხრის შემდეგ მთელი საერთო საცხოვრებლის მცხოვრებლები ტრაპეზობდნენ და მიირთმევდნენ კერძს მხოლოდ ერთხელ.

ბოიარს კი არ შეეძლო ამის გაკეთება თავის თავზე სწორედ მაღალი წარმოდგენისა და თავისი მებატონეობის პატივმოყვარეობით. ამის შემხედვარე ღირსმა მამამ მას დაავალა ეშრომა მონასტერში თავისი შესაძლებლობებისამებრ. თუმცა მარხვით აუცილებლად უნდა ემარხულა, ძმების სამორჩილო საქმეებიდან დაბრუნების შემდეგ, და ასე დაეცვა სამონასტრო განაწესი. ამ განაწესის მიხედვით იქ მცხოვრებნი ყველანი ერთად ტრაპეზობდნენ. ბოიარი კი თავმომწონებოდა თავისი მებატონის ხარისხით,და ამ სიამაყის გამო არ აღასრულებდა ღირსი მამის დადგენილ წესს. იგი ტრაპეზობდა თავის სენაკში ნათესავებისგან მოტანილი კერძებით და არც მონასტრის ღვთისმსახურებებზე დადიოდა. თუმცა ღირსი მამა არ ამხელდა მას ამისთვის, და საერთოდაც არც არაფერს ეუბნებოდა; მხოლოდ დღე და ღამ სულ ლოცულობდა ღმრთის წინაშე და ევედრებოდა ბოიარის განწყობის გამოსწორებას.

იგი რომ ჩაეწერათ მონასტრის საძმოს სიაში, მას უნდა ეღვაწა საძმოსთან ერთად და ეზრუნა განსვენებულთა სულებისათვის. ღმერთმა ისმინა ღირსი მამის ლოცვა და ეს საქმე ამგვარი სახით წარმართა: ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დადგომისთანავე ძმები გაეშურნენ საუშაოდ; ღირსმა მამამ მათ უთხრა, რომ ისინი ჩვეულებრივზე ადრე, ანუ მალე დაბრუნებულიყვნენ სამუშაოდან, რომ ეგალობათ მსახურების საგალობლები, ბოიარს კი დაავალა, მოსულიყო ტაძარში მწუხრის მსახურებაზე; და თვალყური ედევნებინა ძმების დაბრუნებისთვის და ეცნობებინა ღირსი მამისთვის მათი ეკლესიაში შემოსვლა. იქ კი ლოცვა აეწყო შემდეგი სახით:

როცა შეიკრიბნენ ძმები, ხედავს ბოიარი, ერთ უცნაურად მოელვარე ყმაწვილს, თეთრ სამოსში გამოწყობილს, ხელში უჭირავს თეთრი პირსახოცი და პირისახეს წმენდს ძმებს ერთიმეორის მიყოლებით. ამ ყმაწვილის უკან კი დგას ექვსფრთიანი ქალი, იმ ყმაწვილივით მოელვარე. მას ხელში ეჭირა ბარძიმი ოქროს კოვზთან ერთად და აზიარებდა მხოლოდ იმათ, რომელთაც უკვე მოწმენდილი ჰქონდათ ოფლი სახეზე. მიუახლოვდა ბოიარი საზიარებლად ყმაწვილს სხვების მსგავსად; მაგრამ ეუბნება იგი: „როგორც ვხედავ შენ სახიდან შრომისთვის ოფლის წვეთიც კი არ ჩამოგღრვევია“. ამ სიტყვებით ყმაწვილი გაშორდა მას და სხვებისკენ გადაინაცვლა. მაშინ ბოიარმა ზიარებისთვის მანათობელი ქალისკენ გადაინაცვლა, მაგრამ მან უთხრა: „გამეცალე, რადგან სახეზე შრომის ოფლის ნასახიც კი არა გაქვს“.

თქვა ეს და თავადვე განეშორა და სხვებს დაუწყო ზიარება. ეს რომ იხილა ბოიარმა, ყველაფერი აცნობა ღირსს მამას; მან კი ურჩია ბოიარს, თავად გაერკვია, რა იქნებოდა მისთვის უფრო კარგი. მაშინ ბოიარი გულით ჩაუღრმავდა მსახურებებს, შეცვალა თავის ცხოვრების წესი ძმათა მსგავსად; დაიწყო მათ ჩექმების წმენდა და სიკვდილამდე ახსოვდა თავის დაღუპვა და ისიც, როგორ ცხოვრებას ეწეოდა; ამის გამო მას სახეზე დააჩნდა უდიდესი ნაღველი, იმის გამო, იმთავითვე რომ არ უღვაწია ძმებივით“.

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2024, 10:53 AM
პოსტი #4362


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,594
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მახსოვს 25 წლის წინ ჩვენს საძმოში ასეთი რამ მოხდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული იდგა (დღესასწაულებზე ერთობლივად სალოცავად პატარა სამლოცველოში ვიკრიბებოდით). უეცრად, მსახურების დასრულების შემდეგ, ერთმა ძმამ ხმამაღლა, ძალიან ძლიერი შთაგონებით, მთელი მსოფლიოსთვის ლოცვა იწყო: „უფალო, შეიწყალე მსოფლიო! უფალო, შეიწყალე მსოფლიო! მსოფლიო ასეთ დღეშია! შეიწყალე მსოფლიო!“

მას მოვუსმინე და მივაყურადე. ასეთი ლოცვა - უცნაურად მეჩვენა. მშვიდობისმოყვარეობის ვნებით არ იყოს-მეთქი აღძრული. შემდეგში ეს ძმა კიდევ ორ-საჯერ მოიქცა იმავენაირად და თავისი „მსოფლიოსთვის ლოცვა“ გამოთქვა. ამან კიდევ უფრო გამიმახვილა ყურადღება. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ყველაფერი მიატოვა და ერში დაბრუნდა (ის მორჩილი იყო). მალე დაქორწინდა - ერთხელ, მეორედ, მესამედ“.

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2024, 12:02 PM
პოსტი #4363


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,594
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ თბილისში ჩასული უფალმა ღირს-მყო დამენახა, როგორ აღკვეცა ღამით მამა ვიტალიმ [სიდორენკო] სოხუმის უდაბნოდან ჩამოსული ორი და. ისინი დედა მარიამმა მანტიის ქვეშ მიიყვანა - მათი სულიერი დედა გახდა, ყველა დანარჩენი კი (მათ შორის მეც) სანთლებით ხელში ვიდექით და ვლოცულობდით.

მაშინ ჩემთვის უცნობ ლამაზ საგალობელს გალობდნენ. რასაკვირველია, ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: მანამდე მონოზვნად აღკვეცა არასოდეს მენახა. დებმა მამა ვიტალისთან სულ ერთი დღე დაჰყვეს, შემდეგ კი გასამგზავრებლად მოემზადნენ. მამა ვიტალიმ ისინი დამოძღვრა, ჩვენ ყველამ კი გავაცილეთ. როცა კიბით მაღლა ასვლა დააპირეს, მამა ვიტალიმ მათ დიდი მეტანია გაუკეთა, დალოცა და გვითხრა:

-რომ იცოდეთ, ერთ-ერთი ამ დედათაგან უკვე სასიკვდილოდ წავიდა!

დაბნეულები და ძალზე შეშინებულები ვიდექით. ბერი ბევრ რამეს ჭვრეტდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2024, 12:16 PM
პოსტი #4364


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,594
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღვთის შემეცნებიასთვის: რამდენიც უნდა ვისწავლოთ, ღმერთის შეცნობა მისი მცნებებით ცხოვრების გარეშე შეუძლებელია: უფალი მეცნიერებით კი არა, სული წმიდის მიერ შეიცნობა. მრავალი სწავლული და ფილოსოფოსი მივიდა დასკვნამდე, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის შეცნობა ვერ შეძლეს. ჩვენც, მონაზვნები, დღედაღამ საღმრთო სჯულში ვიწვრთნებით, მაგრამ ყველამ როდი მიაღწია ღმრთის შემეცნებას. ერთია გწამდეს ღმერთის არსებობა და მეორე - ღმერთის შეცნობა“.

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2024, 12:00 PM
პოსტი #4365


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,594
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ გინდა იცოდეთ, ბერებო და მღვდელმონაზონნო, რატომ იძლევა საერთო საცხოვრებელში ცხოვრება ანუ სამორჩილო ღვაწლი, სასუფეველში დამკვიდრებისა და ცხონების იმედს, მაშინ მისმინეთ ბერ-მონაზონო! შენ განცალკევებულ მარტოობაში ცხოვრობ აქ, ამდენად გინახავს ბავშვები, რომლებიც მამების ალერსში იზრდებიან და ყოველთვის შესცქერიან თავიანთ მშობლებს; და ასე თავიანთი მამის ჭერ-ქვეშ იზრდებიან წლიდან წლამდე, ასაკიდან ასაკამდე; და განა ამით მამაც არ ხარობს და არ მხიარულობს?

კი თუ არა?!

ამაში ემსგავსება შენი ცხოვრება საერთო საცხოვრებელში მცხოვრებლებს; მაგრამ თუ შენ ამას შეეწინააღმდეგები და გამოთქვამ აზრს, რომ სწორედ ასეთ მარტოობაში იზრდება მდუმარების ღვაწლში მყოფი ბერ-მონაზონი, მხოლოდ იგი უკვე ზეციური მამის ალერსშია და ამით ხარობს და მხიარულობს, იცოდე რომ ცდები“

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2024, 12:22 PM
პოსტი #4366


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,594
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთი ნაცნობი არქიმანდრიტის ნაამბობი გვაგონდება, რომელიც ერთი ბერის მიცვალებას დაესწრო. ბერს ამგვარი ისტორია ჰქონდა: ის მონასტერში მივიდა და იესუს ლოცვაში გულმოდგინედ იწვრთნებოდა. რამდენიმე ხანში ახალგაზრდა მოსაგრე წარემატა კიდეც: ლოცვა მასში თავისით სრულდებოდა. ერთხელ სიზმრად შვენიერი ქალწული იხილა, რომელიც მიუახლოვდა და უთხრა: „აჰა, ხომ მიხილე, ახლა კი მივდივარ და მომიძიე“. გამოღვიძებულმა შეიგრძნო, რომ თვითმოქმედი ლოცვა განეშორა.

მან გულისხმაყო, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში ნანახი ქალწული ლოცვის სახე იყო, რომელიც განეშორა მას და აწ კვლავ სიტყვიერი ლოცვით უნდა ილოცოს. მონაზონი გულმოდგინედ შეუდგა ამ საქმეს და ამგვარ ღვაწლში ორმოცდაათმა წელმა განვლო.

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბერი ძველმა თანამოსაგრე მეგობარმა მოინახულა (სწორედ მან გადმოგვცა ეს ისტორია). როდესაც ის ბერის სიახლოვეს იმყოფებოდა, იხილა, ბერი უჩვეულოდ გამხიარულდა და ფრიადი სულიერი აღტაცებით შესძახა:

-მობრძანდა, მობრძანდა... ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა!

-მამაო, ვინ მოვიდა? - გარშემო არავინ იყო.

-ლოცვა მოვიდა!... და ისე, რომ სრულად აღმავსო! ვერ გადმოგცემ, რასაც განვიცდი!

და ბერმა ძმას თავისი ისტორია გაანდო, ლოცვა თავიდან როგორ მოეახლა, შემდეგ განეშორა და რამდენი წელი ეძიებდა მას.

მართლაც, თუკი რაიმეს ღმერთის სახელისთვის ვიქმთ, უფალი წყალობას არ მოგვაკლებს, ოღონდ ჩვენ არ მივატოვოთ იგი და აღვასრულოთ ის, რაც ჩვენზეა, დამოკიდებული. ხოლო ყოველივე კეთილს უფალი თავის დროზე თავისი მადლით დააგვირგვინებს“.

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 11:16 AM
პოსტი #4367


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,594
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“- დედაო, მიამბეთ, როგორ გახდით მონოზონი?

-როგორ გავხდი? ძალიან უბრალოდ. ასე მოხდა. ჩემს ქმართან ერთად მუდამ სიყვარულითა და თანხმობით ვცხოვრობდი. ის ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი იყო. სამი ვაჟის გაჩენის შემდეგ ვფიქრობდი, რომ შვილების გაჩენა და ასეთი ტკივილების დათმენა ძალიან ძნელი იყო. ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა, მე და ჩემს ქმარს და-ძმასავით გვეცხოვრა. მაგრამ მისი განაწყენების მეშინოდა და ამის თქმა დიდხანს ვერ გადამეწყვიტა.

შემდეგ შესაფერისი მომენტი შევარჩიე. რაოდენ გაოცებული დავრჩი, როცა მას გაუხარდა და მითხრა, რომ ამაზე თავადაც ოცნებობდა, მაგრამ ჩემი წყენინება არ სურდა. ასე დავიწყეთ ცხოვრება - ვლოცულობდით, ეკლესიაში დავდიოდით. შემდგომში ჩემი ქმარი მღვდელი გახდა, ორივე მამა ვიტალიმ [სიდორენკო] აღგვკვეცა. მოგვიანებით ჩვენი ორი ვაჟი არქიმანდრიტი გახდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

219 გვერდი V « < 217 218 219
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 06:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი