IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ძველი ქართული დამწერლობა
შოთაძე
პოსტი Oct 13 2007, 03:31 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ძველი ქართული დამწერლობა


ქართული დამწერლობის შექმნისა და მწერლობის დასაწყისის პრობლემა ქართული ლიტერატურის კულტურის ისტორიის ერთ-ერთი უმთარესი საკითხთაგანია. დასაბუთებულია აზრი, რომ ჩვენამდე მოღწეული ქართული ანბანი უნდა წარმოშობილიყო ძვ. წ.აღ-ის VII-Vი სს.. აღსანიშნავია ისიც, რომ დამწერლობის ყველა ძირითადი სახე ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩამოყალიბდა და მათ შორის საქართველოში.
ქართული ანბანის რეალური ისტორია V საუკუნის I ნახევრიდან იწყება, მაგრამ არის საბუთები, რომ ძველ კოლხებს დამწერლობა ჰქონდათ (აპოლონიოს როდოსელის `არგონავტიკა"). მოგვეპოვება ლეონტი მროველის ცნობა ქართული დამწერლობის შესახებ (იგი გაერთიანებული საქართველოს მეფის, ფარნავაზის დროს, ძვ. წ. აღ-ის IV-II სს. მიჯნაზე შეიქმნა).
არსებობს სომხური ლეგენდა ქართული ანბანის წარმოშობაზე.
ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური განვლო:
I. მრგვლოვანი ანუ ასომთავრული (V-IX სს.)
II. ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური (IX-XI სს.)
III. მხედრული ანუ საერო (XI საუკუნიდან დღემდე)
ქართული შრიფტის სახეობები ერთმანეთის პარალელურად იხმარებოდა IX საუკუნის შემდეგაც, ოღონდ განსაზღვრული იყო მათი გამოყენების არე. მაგ., საეკლესიო წიგნებს ძველი ასოებით წერდნენ (მრგვლოვანით ან მისგან წარმომდგარი კუთხოვანით, რომელშიც მრგვლოვანიც იყო გარეული), ხოლო მეფეთა ბრძანებები, სამართლის დადგენილებები და საერო ხასიათის სხვა დოკუმენტები თუ წიგნები (მხატვრული ნაწარმოებები და სხვ.)იწერებოდა მხედრული ასოებით. მრგვლოვანი ხელით არის დაწერილი IX-X სს.სახარებანი, საქმე მოციქულთა, ეპისტოლენი, დავითნი... ხოლო ნუსხურით _ `მამათა სწავლანი" (943 წ.-მდე), იოანე ოქროპირის ცხოვრება (968 წ.), ოშკის ბიბლია (978 წ.), იერუსალიმური რედაქციის წინასწარმეტყველთა წიგნები (XI ს.), იერუსალიმური ლექციონარი (X-XI სს.), შატბერდის კრებულის (X ს.) ერთი ნაწილი მრგვლოვანით არის დაწერილი, მეორე - კუთხოვანით (ნუსხა-ხუცურით). საეკლესიო წიგნები ნუსხა-ხუცურით იწერებოდა, მრგვლოვანი შენარჩუნებული იქნა სათაურებში, ინიციალებში აბზაცების დასაწყისად.
XI-XII საუკუნის საქართველოს ინტენსიური ლიტერატურული ცხოვრება მოითხოვდა სწრაფ წერას და წერის ეკონომიურობას, რასაც მხედრული წერა უფრო შეეფერებოდა. თვლიან, რომ ნუსხური მრგვლოვანის განვითარებაა, მხედრული კი _ ნუსხურისა.
ჩვენს დრომდე მოღწეული დაწერილობის უძველეს ქართულ ძეგლებში 37 ასო-ნიშანია. ყველა ასო-ნიშანს ანბანური მწკრივი გააჩნია და აქვს რიცხვითი მნიშვნელობა 1-დან 10000-მდე.

დაწერეთ ძველი ქართული ენის შესახებ თუ როგორ წარმოიშვა და როგორ ვითარდებოდა

თუ არ მოგეწონათ ეს თემა მაშინ არ გამიბრაზდეთ შეგიძლიათ წაშალოთ smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Oct 13 2007, 03:53 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409




http://www.caucasology.com/amirani%208/tariel.pdf


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 13 2007, 01:19 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



არა რატო, საკმაოდ საინტერესო საკითხია... smile.gif
მე მაინტერესებს... არსებობს რ. პატარიძის ნაშრომი ქართული ანბანის შექმნის თაობაზე... smile.gif აუ, ამ მკვლევარის ნაშრომი
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვიცი და თუ ვინმე სრულად და ინფორმატიულად მოიყვანს, დიდად დამავალებთ... smile.gif

ციტატა
მოგვეპოვება ლეონტი მროველის ცნობა ქართული დამწერლობის შესახებ (იგი გაერთიანებული საქართველოს მეფის, ფარნავაზის დროს, ძვ. წ. აღ-ის IV-II სს. მიჯნაზე შეიქმნა).

ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი მაქვს smile.gif ვფიქრობ, ფარნავაზმა ანბანი დახვეწა და ენის რეფორმა ჩაატარა, ვიდრე ის რომ ახალი დამწერლობა შექმნა...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი May 4 2008, 10:17 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527




არა რატო, საკმაოდ საინტერესო საკითხია... smile.gif
მე მაინტერესებს... არსებობს რ. პატარიძის ნაშრომი ქართული ანბანის შექმნის თაობაზე... smile.gif აუ, ამ მკვლევარის ნაშრომი
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვიცი და თუ ვინმე სრულად და ინფორმატიულად მოიყვანს, დიდად დამავალებთ... smile.gif


ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი მაქვს smile.gif ვფიქრობ, ფარნავაზმა ანბანი დახვეწა და ენის რეფორმა ჩაატარა, ვიდრე ის რომ ახალი დამწერლობა შექმნა...


გეთანხმები, ნამდვილად ასეა წაკითხული მაქვს ძალიან საინტერესო სტატია ფარნავაზის მიერ ქართული დამწერლობის შექმნასთან დაკავშირებით "არმაზი" ჰქვია და თუ დრო მოვიხელთე აუცილებლად დავდებ! saidumlo.gif


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 4 2008, 10:20 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









ketino
არამარტო შენი smile.gif
აბა ეხლა ყველას არ ეცოდინებოდა სხვა ანბანით წერა smile.gif უბრალოდ დახვეწა, ზედმეტი მოაცილა, საჭირო ჩაამატა და დაერქვა შექმნა რა smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი May 28 2008, 03:54 PM
პოსტი #6


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



კაი გამარჯობა თქვენი!

ჩემი შეკითხვა უშუალოდ თემას არ ეხება, თუმცა შეიძლება იმან ვინც აქ შემო/იხედება იცოდეს: მაინტერესებს არსებობს თუ არა ძველი ქართულის (ასომთავრულის) შრიფტი ? მე როგორც ვიცი არნოლდ ჩიქობავას და სხვა უამრავთ 30იან წლებში სურდათ მრგვლოვანში ასომთავრული ასოები შემოეღოთ ე.წ. "დიდი ასოები"-ს სახით. თუმცა მაშინდელი პერიოდის სიმძიმილებისა და შეზღუდულობათა გამო ეს ვერ მოხერხდა. მე მაგალითად ეს იდეა ძალიან მომწონს - სიამოვნებით დავწერდი ასომთავრულ ასოს წინადადების ანდა კერძო თუ საზოგადო სახელის დასაწყისში...


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 02:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი