IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ელიოზი "ცხარე მეოცნებე"
კანუდოსელი
პოსტი Dec 23 2006, 09:56 PM
პოსტი #21

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(მარიამი @ Dec 21 2006, 02:00 AM) *

ამიტომაა ოცნება ცოდვა.

რათა ასე უაპელაციოთ? ნუთუ არ ოცნებობთ სამოთხეში მოხვედრაზე?

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 23 2006, 09:57 PM
პოსტი #22

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

kato_Bato
თუ ელიოზში რამე სიმბოლოს დავინახავთ, გადატანითი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ ბევრნაირად შეგვიძლია ავხსნათ და ძალიან შორსაც წავიდეთ მსჯელობებში. მაგრამ თუ პირდაპირ შევხედავთ - ელიოზი - მეოცნებე ადამიანი, მაშინ ქრისტიანული თვალსაზრისით მოსაწონი ნამდვილად არ იქნება ასეთი მეოცნებეობა. რადგან ფაქტიურად მას არ უცხოვრია რეალური ცხოვრებით. თუ დავაკვირდებით, მის ოცნებებში საერთოდ არც კი გაიელვებს ღმერთის ხატება. ის ეძებს ნატვრისთვალს, ნატვრის ხეს და ა.შ. მაგრამ არ ეძებს ღმერთს, რომელშიც ყველაფერი შეუძლია მოიპოვოს სინამდვილეში.
მაგრამ შეიძლება სხვანაირადაც გავიგოთ: ხშირად უფალი იგავებით ესაუბრებოდა ადამიანებს და მათ შორის ხშირად ადარებდა სასუფეველს სხვადასხვა საგნებს - მათ შორის ძვირფას მარგალიტს, მდოგვის მარცვალს, რომელიც შემდეგ დიდ ხედ იქცა და ა.შ. თუ იგავური სახისმეტყველებით შევხედავთ ამ მცირე მოთხრობას, შეიძლება ბევრი დადებითიც ამოვიკითხოთ....

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 23 2006, 10:02 PM
პოსტი #23

Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 09:57 PM) *

თქვენ, ალბათ, აკაკის "სულიკოც" არ მოგწონთsmile.gif
რა მეოცნებეები იყვნენ ეს ქართველი მწერლები და პოეტებიsmile.gif

--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 23 2006, 10:04 PM
პოსტი #24

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

მოკლედ ქრისტიანობა არ შეიძლება მხოლოდ სენტიმენტებში ჩავძიროთ და არც სრულიად მოვაკლოდ სენტიმენტები. ამას გარდა არ უნდა ავურიოთ ქრისტიანული ასკეტიკა (რომელიც ხშირად ბერმონაზვნობას ეხება პირდაპირ და არა ჩვენ), და მხატვრული შემოქმედება

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 23 2006, 10:10 PM
პოსტი #25

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

ციტატა(ninca @ Dec 23 2006, 09:42 PM) *

საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

blink.gif blink.gif blink.gif
აბსოლუტურად იგვე ტექსტია, როგორც არჩევდა ჩემი კომუნისტური რეჟიმისდროინდელი მასწავლებელი, უბრალოდ ახლა სოციალისტ ბელადთა სიტყვების ნაცვლად ქრისტიანული ფრაზებია ჩანაცვლებული.... მაპატიეთ, მაგრამ კარგა ხანია ამ განყოფილებას ვათავლიერებ და გავოგნდი blink.gif
მოდი, აიღეთ ტექსტი და სიტყვა-სიტყვით დაამტკიცეთ აზრი, გაანებეთ თავი აბულაძის ''ნატვრის ხეს'' (სწორედ იქ აბამებ ხეზე შვილები ნაჭრებს) ის ფრაზა კი, რომელსაც იმოწმებთ, ოცნებასთან დაკავშირებით, აბზაცის დასწყისიდან წაიკითხეთ მის ბოლომდე. ასევე წაიკითხეთ მწერლის ბოლო შეფასება და საერთოდ, თქვენ რა გგონიათ, ნაწარმოებს ეპიგრაფები ისე აქვს ხოლმე წამძღვარებული, არაფერში სჭირდება? ''მშობლიურ ხეთა ჩრდილშის'' შემდეგ, რომელიც ამ წიგნის ერთგვარი შესავალია, ''ნატვრის ხეა'' პირველი მოთხრობა. სადმე ხედავთ, რომ ლეონიძე კიცხავს ელიოზს? არ იყო ლეონიძე ის კაცი, სათქმელი დაემალა და არ თქვა, პირიქით, აბა, რაღა საჭიროა ელეფთერი, რატომ არ ეხებით მას, რახან წერია, დიაკვანი იყოოო? biggrin.gif
ისე მაპატიეთ, მაგრამ, აბა, თქვენ თუ იცით, რა სპეციალობის იყო თავად ლეონიძე? და კიდევ, ნუთუ ის იმ მოთხრობის სათაურს მთელ კრებულს დაარქმევდა, რომელშიც ვინმეს უარყოფით მხარეებს წარმოგვიჩენს?
რატომ იღებთ ამ ყველაფერს სიტყვა-სიყვით, სტრიქონებს შორის კითხვა ასე ძნელია, მესმის, მაგრამ არაა ეს მოთხრობა არც ისეთი რთული, რომ ვერ გავიგოთ.
ანდა, მაპატიეთ, მაგრამ რა დროს დოგმატიკაააა, ეს ლეონიძეა, ლეონიძეეეეეე, ფაქიზი, მხატვრული სიტყვს ოსტატი და ძალიან სუფთა სულის მწერალი. ის სუფთა სულის ადამიანებზე წერდა!

ჰო, რატომ არ პასუხობთ კატოს კითხვებს? თითქოს მას არც არაფერი უთქვამს?

ოცნება ცოდვაა და ამ კუთხით მიდგომა გასაგებია დოგმატურ ტექსტებზე, მაგრამ დამერწმუნეთ, ლეონიძე ამას აქ ნაღდად არ გულისხმობდა, მაგრამ რახან ასე გნებავთ, თქვენ დაინახეთ, ბატონო, მე კი ისევ გოგლას სიტყვებით ვიტყვი: ''რამდენი ადამის შვილი ჩამოდის ამქვეყანაზე, ათასი ფერი და ფერადი, ვის რას გაუგებ!''

პ.ს. იქნებ ისიც მითხრათ, სად გაარჩიეთ ეს ნაწარმოები, რატომღაც კითხვეს თავს არიდებთ და მარტო თქვენს ზოგად აზრს წერთ ხოლმე

მე მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გავოგნდი

ამ ბოლო შეფასებით კი ისე გამოვიდა, თითქოს ელიოზი გიჟI იყო, სულიერად მოშლილიც კი გამოჩნდა ohmy.gif

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 23 2006, 10:19 PM
პოსტი #26

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

თამარ! ეგრე გააგრძელე smile.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 23 2006, 10:20 PM
პოსტი #27

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

ჰოდა მაგას ვამბობ თავიდანვე, თუ პირდაპირ შევხედავთ, ყოველგვარი მხატვრული და იგავური მიდგომის გარეშე, სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არ აქვს გამართლება-მეთქი smile.gif
მაგრამ მხატვრული ნაწარმოები შეიძლება ბევრი კუთხით გაარჩიო და სხვადასხვა შრეებში სულ სხვადასხვა აზრები ამოიკითხო. ამიტომაც არის აზრთა მრავალფეროვნება, რაც გასაკვირი არასდროს ყოფილა wink.gif ისეთ მხატვრულ ნაწარმოებს რა ვუთხარი მე, მარტო ერთი ახსნა რომ აქვს, ერთადერთი აზრი რომ შეიძლება გაგიჩნდეს და სტრიქონებს შორის ვერაფაერი წაიკითხო biggrin.gif

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 23 2006, 10:27 PM
პოსტი #28

Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 10:20 PM) *

ჰოდა მაგას ვამბობ თავიდანვე, თუ პირდაპირ შევხედავთ, ყოველგვარი მხატვრული და იგავური მიდგომის გარეშე, სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არ აქვს გამართლება-მეთქი smile.gif
მაგრამ მხატვრული ნაწარმოები შეიძლება ბევრი კუთხით გაარჩიო და სხვადასხვა შრეებში სულ სხვადასხვა აზრები ამოიკითხო. ამიტომაც არის აზრთა მრავალფეროვნება, რაც გასაკვირი არასდროს ყოფილა wink.gif ისეთ მხატვრულ ნაწარმოებს რა ვუთხარი მე, მარტო ერთი ახსნა რომ აქვს, ერთადერთი აზრი რომ შეიძლება გაგიჩნდეს და სტრიქონებს შორის ვერაფაერი წაიკითხო biggrin.gif

ნინიცა ...
რა ვქნა ახლა...
არ ვიცი, მე არგუმენტი მჭირდება. საღი არგუმენტი და არა რომელიმე ძვირფასი ადამიანის რწმენის მტკიცებულება!
რახან ლიტერატურაზეა ლაპარაკი, გაარჩიეთ ლიტერატურულად, კრიტიკის დონეზე.

თორემ ვის როგორ გვწამს ღმერთი, ამისი ძახილი ბევრს არაფერს მაძლევსsad.gif

და არც იმისი სწავლება მინდა, როგორ უნდა წავიკითხო ნაწარმოები.

"არის მკითხველი მშვენიერ წიგნის
და არის მხოლოდ გადამკითხველი..."
გალაკტიონი

--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 23 2006, 10:31 PM
პოსტი #29

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

QUOTE
რახან ლიტერატურაზეა ლაპარაკი, გაარჩიეთ ლიტერატურულად, კრიტიკის დონეზე.

აი, ეს სხვა საქმეა smile.gif თუ მხოლოდ ლიტერატურული კუთხით გარჩევაზეა საუბარი, მაშინ თავიდანვე სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო.
და ასეთ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია სარწმუნოება, დოგმატიკა და ასეთი რამეები. ლიტერატურაში ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი. და მაშინ მართლმადიდებლურ ფორუმზე არც უნდა გახსნილიყო ეს თემა tongue.gif ლიტერატურული ფორუმების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე biggrin.gif
ა, ბატონო აგერ: http://literatura.ge/forum/index.php wink.gif
და ქრისტიანული კუთხით თუ მეკითხებით, რას ფიქრობს ეკლესია მეოცნებეობაზეო, მაშინ ლიტერატურულ გარჩევას თავი უნდა დავანებოთ და სულ სხვა შედეგებამდე მივალთ smile.gif

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 23 2006, 10:36 PM
პოსტი #30

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 11:31 PM) *

და ასეთ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია სარწმუნოება, დოგმატიკა და ასეთი რამეები. ლიტერატურაში ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი. და მაშინ მართლმადიდებლურ ფორუმზე არც უნდა გახსნილიყო ეს თემა tongue.gif ლიტერატურული ფორუმების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე biggrin.gif
ა, ბატონო აგერ: http://literatura.ge/forum/index.php wink.gif

მართლმადიდებელმა ადამიანმა დოგმატურად უნდა არჩიო ლიტერატურა? blink.gif
მე ქალი რომ შემიყვარდა სიყვარული დოგმატურად კი არ ავუხსენი მას biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 23 2006, 10:37 PM
პოსტი #31

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 10:31 PM) *

აი, ეს სხვა საქმეა smile.gif თუ მხოლოდ ლიტერატურული კუთხით გარჩევაზეა საუბარი, მაშინ თავიდანვე სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო.
და ასეთ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია სარწმუნოება, დოგმატიკა და ასეთი რამეები. ლიტერატურაში ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი. და მაშინ მართლმადიდებლურ ფორუმზე არც უნდა გახსნილიყო ეს თემა tongue.gif ლიტერატურული ფორუმების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე biggrin.gif
ა, ბატონო აგერ: http://literatura.ge/forum/index.php wink.gif

ახლა ურევთ მგონი ყველანი, ჯერ ერთი ქართულ ლიტერატურას ქრისტიანულ სულს ვერ გამოაცლი, ეს მას ბუნებრივად შეერწყა და შეეთვისა და ცალ-ცალკე გარჩევა, მატაიეთ და დიდი მარაზმია, მაგრამ არც დალაგებუალია ის ამბავი, დღეს რომ მოდად იქცევა ყველაფერი ქრისტიანული კუთით გაირჩეს, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ ქაოსში ქრისტიანობის იმ კუთხეს კი არ არჩევენ, რომელიც მართლა მიესადაგება ამა თუ იმ ნაწარმოებს, არამედ მხოლოდ ლოზუნგადქცეული ფრაზებითა და ერთი რომელიმე დოგმატური აზრით....
ხალხნოოოო, ნუ გადამრიეთ ახლა, კაცს ელიოზი ჰქვიააა, ნატვრის ხეზე იყინება, იანვრის რამეა, ხე შარავანდიოოოო, ამის მერე კიდევ ამბობთ ქრისტიანობა არ არისო? ან არის და იქ ოცნებაა დაგმობილიო? კარგით რა, დაამტკიცეთ და დაგიჯერებთ, ლოზუნგები არ მინდა, დაამტკიცეტ ტექსტიდან და სახე-სიმბოლებიდან გამომდინარე!

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 23 2006, 10:38 PM
პოსტი #32

Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 10:31 PM) *

აი, ეს სხვა საქმეა smile.gif თუ მხოლოდ ლიტერატურული კუთხით გარჩევაზეა საუბარი, მაშინ თავიდანვე სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო.
და ასეთ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია სარწმუნოება, დოგმატიკა და ასეთი რამეები. ლიტერატურაში ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი. და მაშინ მართლმადიდებლურ ფორუმზე არც უნდა გახსნილიყო ეს თემა tongue.gif ლიტერატურული ფორუმების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე biggrin.gif
ა, ბატონო აგერ: http://literatura.ge/forum/index.php wink.gif

კაი მარიამ, ახლა არ გადამრიოთ!
ეს რისი მისამართი დადეთ...
მანდ რო დისკუსიებია თქვენ მოგწონთ?

არა, კითხულობთ??
მე ღამე ვერ დავიძინე, ერთი ორი ნაწერი რომ წავიკითხე...sad.gif
ეგება ვინმე ისეთი კრიტიკოსი მიგეთითებინათ, მართლა რომ შემრცხვებოდა.
და სხვათა შორის ნინიცამ დასვა შეკითხვა მასწავლებლის პოზიციიდან, თორემ მოძღვარს მაგაზე ახსნას არ მოსთხოვდა, ალბათ..

--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 23 2006, 10:40 PM
პოსტი #33

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

QUOTE(კანუდოსელი @ Dec 23 2006, 10:34 PM) *

და მართლმადიდებელლი ადამიანი, რაღაც მარგინალია?
რა დოგმატიკა საერთოდ.....მე ქალი რომ შემიყვარდა დოგმატურად კი არ ავუხსენი სიყვარული biggrin.gif

რა ვერ გაიგე კაცო? tongue.gif მე მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ლიტერატურულის გარჩევა სხვადასხვა კუთხით შემიძლია, ღვთის წყალობით და მის მიერ მონიჭებული გონებით smile.gif დოგმატურადაც და ლიტერატურულადაც.
რადგან ეს თემა მართლმადიდებლურ ფორუმზე გაიხსნა, ყველამ ჩათვალა (ჩემი ჩათვლით), რომ ქრისტიანული თვალსაზრისით გარჩევა აინტერესებდა ავტორს და არა ლიტერატურულით biggrin.gif

QUOTE(kato_Bato @ Dec 23 2006, 10:38 PM) *

კაი მარიამ ახლა არ გადამრიოთ!
ეს რისი მისამართი დადეთ...
მანდ რო დისკუსიებია თქვენ მოგწონთ?

არა, კითხულობთ??
მე ღამე ვერ დავიძინე, ერთი ორი ნაწერი რომ წავიკითხე...sad.gif

უი, მართლა? biggrin.gif არ წამიკითხავს არაფერი მანდ. უბრალოდ დავძებნე და რაც ვიპოვე ეგაა rolleyes.gif

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 23 2006, 10:41 PM
პოსტი #34

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

ციტატა(kato_Bato @ Dec 23 2006, 10:38 PM) *

და სხვათა შორის ნინიცამ დასვა შეკითხვა მასწავლებლის პოზიციიდან, თორემ მოძღვარს მაგაზე ახსნას არ მოსთხოვდა, ალბათ..

მე ვიცი ერთი მოძღვრის აზრიც, ცხონებული გარდაიცვალა უკვე და მას აშკარად არ უთქვამს, ფუჭი მეოცნებე იყო და ეს ცოდვააო, მოკლედ, მე ოცნება რომ ცოდვაა, იმას კი არ ვეწინააღმდეგები, ელიოზის ამ კუთხით დანახვის არგუმენეტბს ვერ ვიჯერებ, მოიკოჭლებთ, ძვირფასებო, დამარწმუნეთ და დავიჯერებ! biggrin.gif

მოკლედ, ახლა მაგრად მეცინება, ტიმოთე გაბაშვილი და ანტონ კათალიკოსი გამახსენდა. ეპისკოპოსმა ტიმოთემ თქვა: ''შოთა დიდად კარგი პოეტი იყო, მაგრამ ამაოდ დაშვრაო'' და ააგიზგიზეს ინკვიზიციის კოცონი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 23 2006, 10:42 PM
პოსტი #35

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 11:40 PM) *

რა ვერ გაიგე კაცო? tongue.gif მე მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ლიტერატურულის გარჩევა სხვადასხვა კუთხით შემიძლია, ღვთის წყალობით და მის მიერ მონიჭებული გონებით smile.gif დოგმატურადაც და ლიტერატურულადაც.
რადგან ეს თემა მართლმადიდებლურ ფორუმზე გაიხსნა, ყველამ ჩათვალა (ჩემი ჩათვლით), რომ ქრისტიანული თვალსაზრისით გარჩევა აინტერესებდა ავტორს და არა ლიტერატურულით biggrin.gif
უი, მართლა? biggrin.gif არ წამიკითხავს არაფერი მანდ. უბრალოდ დავძებნე და რაც ვიპოვე ეგაა rolleyes.gif

სამწუხაროდ მართლმადიდებლური გარჩევაც მთლად სწორად არ წარიმართა...
რა შუაშია მანდ ოცნების ასე მარტივად წარმოჩენა...

თუ ოცნება ცოდვაა, მე გკითხეთ: არ ოცნებობთ სამოთხეში მოხვედრაზე? (არ ვგულისხმობ რომ ვენებს იჭრით biggrin.gif)

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 23 2006, 10:45 PM
პოსტი #36

Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 10:40 PM) *

უი, მართლა? biggrin.gif არ წამიკითხავს არაფერი მანდ. უბრალოდ დავძებნე და რაც ვიპოვე ეგაა rolleyes.gif

ხოდა მარიამ ჩემოოო
მაგი მეტი არ ქნათbiggrin.gif

თვარა შემიქანდა გულიbiggrin.gif

ციტატა(კანუდოსელი @ Dec 23 2006, 10:42 PM) *

სამწუხაროდ მართლმადიდებლური გარჩევაც მთლად სწორად არ წარიმართა...
რა შუაშია მანდ ოცნების ასე მარტივად წარმოჩენა...

თუ ოცნება ცოდვაა, მე გკითხეთ: არ ოცნებობთ სამოთხეში მოხვედრაზე? (არ ვგულისხმობ რომ ვენებს იჭრით biggrin.gif)

რა გინდა ბიჭო, ყველამ ვიმეოროთ ჩვენ_ჩვენი შეკითხვა სანამ არ გაგვცემენ პასუხს?
მე და თამარმა რა დავაშავეთ, რომ არავინ გვპასუხობს.
იჯექი წყნარად!

"ხოჩეშ კამფეტკუ??
_ნეტუ"

--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 23 2006, 10:45 PM
პოსტი #37

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

კაი, მაშინ ასე ვთქვათ: დავანებოთ თავი ლეონიძეს და მის ნაწარმოებს და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს მეზობლად ცხოვრობს ელიოზისნაირი ადამიანი. biggrin.gif რას იფიქრებით მასზე? ზუსტად იმას, რომ ის არის ფუჭად მეოცნებე.
მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ის ლეონიძის ნაწარმოების პერსონაჟია და არა ჩვენი მეზობელი biggrin.gif ამიტომ უნდა მივმართოთ სახე-სიმბოლოებს (თამარის თქმის არ იყოს) და მაშინ სულ სხვა შედეგებამდე მივალთ.
ახლა გასაგებია, რისი თქმა მინდა თუ კიდევ ვერა? rolleyes.gif

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 23 2006, 10:47 PM
პოსტი #38

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 11:45 PM) *

მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ის ლეონიძის ნაწარმოების პერსონაჟია და არა ჩვენი მეზობელი biggrin.gif ამიტომ უნდა მივმართოთ სახე-სიმბოლოებს (თამარის თქმის არ იყოს) და მაშინ სულ სხვა შედეგებამდე მივალთ.
ახლა გასაგებია, რისი თქმა მინდა თუ კიდევ ვერა? rolleyes.gif

და შედეგი?

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 23 2006, 10:48 PM
პოსტი #39

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

ციტატა(მარიამი @ Dec 23 2006, 10:45 PM) *

კაი, მაშინ ასე ვთქვათ: დავანებოთ თავი ლეონიძეს და მის ნაწარმოებს და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს მეზობლად ცხოვრობს ელიოზისნაირი ადამიანი. biggrin.gif რას იფიქრებით მასზე? ზუსტად იმას, რომ ის არის ფუჭად მეოცნებე.
მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ის ლეონიძის ნაწარმოების პერსონაჟია და არა ჩვენი მეზობელი biggrin.gif ამიტომ უნდა მივმართოთ სახე-სიმბოლოებს (თამარის თქმის არ იყოს) და მაშინ სულ სხვა შედეგებამდე მივალთ.
ახლა გასაგებია, რისი თქმა მინდა თუ კიდევ ვერა? rolleyes.gif

და ტარიელი რომ ცხოვრობდეს მეზობლად, მაშინ? rolleyes.gif

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 23 2006, 10:49 PM
პოსტი #40

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

პ.ს.
მოკლედ ჩემი აზრით აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ერთხელ ერთ სკოლაში მოძღვარი მიიყვანეს, იმან იმის მაგივრად, რომ ბავშვებისთვის ეხარებინა, აპოკალიფსზე და ჯოჯოხეთზე დაუწყო საუბარი, ვინ საით გარბოდა არ იცოდა biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 11:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი