IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

209 გვერდი V « < 142 143 144 145 146 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 8 2020, 12:14 PM
პოსტი #2861


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„2001 წელს, ფერისცვალება, მეუფე იობის კურთხევით, მთელ ეპარქიაში ლიტანიობით აღინიშნა. ჩვენ ღამისთევის სადღესასწაულო ლიტურგიას ურბნისის წმინდა სტეფანე პირვემოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში დავესწარით. მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) წირვა-ლოცვას რუისის ფერისცვალების მონასტერში აღავლენდა, ადრიანი დილით კი, უბრნისის საკათედრო ტაძარში მობრძანდა ბერ-მონაზონთა გუნდის თანხლებით, ამ დღეს დიდ სქემაში აჰყავდათ იღუმენია ქრისტინე (დაშნიანი). საბედნიეროდ, ჩვენც მოგვეცა საშუალება მონაწილე ვყოფილიყავით და ფირზე აღგვებეჭდა ეს მეტად შთამბეჭდავი და ამაღელვებელი მოვლენა.

ორ დედას ხელკავით მოჰყავდა თმაგაშლილი, ფეხშიშველი იღუმენია, რომელსაც თეთრი პერანგი ემოსა, როცა მეუფის წინ მოიყვანეს, მკლავებგაშლილი, პირდაღმა, ჯვრის ფორმით განერთხმებოდა მიწაზე აღთქმის მიცემის წინ, ისევ წამოაყენებდნენ, ასე რამდენჯერმე განმეორდა. მღვდელმთავრის მკვეთრი ხმაც გაისმა:

- აჰა, ესერა ქრისტე უხილავად, აქა მდგომარე არს, იხილე, რამეთუ თვისთა შენთა გამოირჩიე ესე წინდი დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა?!
- ნებითა შენითა, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო...
- მიიღე მაკრატელი და მომეც მე! (მეუფე სამჯერ ისვრის მაკრატელს, იღუმენია სამივეჯერ დასდებს მას მღვდელმთავრის კათედრაზე).
- და ესე , ჩვენი ნინო, აღიკვეცს თმასა თვისსა (მეუფე მას სამ ადგილას აჭრის თმას, ისე როგორც ნათლობის დროს ხდება) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ვთქვათ ყოველთა ამისთვის.
„უფალო, შეგვიწყალენის“ გალობის დროს იწყება დედა ნინოს შემოსვა სერაბინ-ქერუბიმთა გამოსახულებიანი ახალი შესამოსელით.

- და ესე, ნინო, ჩაიცვამს სამოსელსა სიმართლისა და სიხარულისა დიდისა ამის ანგელოზებრივისა სქემისასა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ვთქვათ ყოველთა, ამინ!
როგორც მეუფე იობმა რიტუალის დაწყების წინ განგვიმარტა, დიდ სქემაში აყვანა არა მხოლოდ ტაძარში შეკრებილი ხალხისთვის, მთელი ეპარქიისთვისაც უჩვეულო მოვლენა იყო. რუსეთში, საბერძნეთსა თუ სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში მართლაც თითებზე ჩამოსათვლელნი თუ იქნებიან სასულიერო პირები, რომლებიც ამ მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო ხარისხში აჰყავთ. მე მთელ ჩემს იერარქიას უყოყმანოდ დავთმობდი, თუკი ღმერთი ოდესმე ასეთი დიდი პატივის ღირსს გამხდიდაო, - აღნიშნავდა მეუფე იობი. დედა ნინო საქართველოში მესამე იყო ამ სქემაში.

რიტუალის დასრულების შემდეგ, 66 წლის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ქრისტინეს, სქემიღუმენია ნინო ეწოდა.

ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა, უცრემლოდ მაინც ვერ შეძლეს მასთან გამოთხოვება, თვითონაც ორი დიდი კურცხალი ჩამოუგორდა თვალებიდან. როგორც გვითხრეს, მას ერთი კვირის განმავლობაში ეკრძალებოდა ტაძრიდან გასვლა. დღე და ღამე გამუდმებულ ლოცვაში უნდა გაეტარებინა. ამ ხნის მანძილზე ფეხსაცმლის გახდის უფლებაც არ ჰქონდა. ანგელოზებრივ ხარისხში აყვანილმა დედამ ყველანი სათითაოდ მიგვიღო, დაგვლოცა, გულში ჩაგვიკრა. გვთხოვა, ამ დღის აღსანიშნავ სატრაპეზო სუფრაზე მივსულიყავით, თვითონ კი ტაძარში ილოცებდა ჩვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის. ერთი კვირის თავზე დედა ნინოს ტაძრიდან კელიაში გადაიყვანდნენ და კვირაში მხოლოდ ერთხელ მიეცემოდა გარეთ გამოსვლის უფლება.

დედა ნინომ ამის შემდეგ 6 წელი იცოცხლა და 72 წლის ასაკში გარდაიცვალა."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2020, 12:10 PM
პოსტი #2862


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა მართა მონასტრის თითოეულ კუთხე-კუნჭულს სულს უბერავს.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2020, 11:30 AM
პოსტი #2863


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერმა [მამა ტიხონი] სულიერების მაღალ საზომს მიაღწია და მისი სული მეტად მგრძნობიარე გახდა. იმისათვის, რომ გონებით მუდამ უფალთან ყოფილიყო, ხორციელი უგრძნობლობაც მოიპოვა; არ აწუხებდა ბუზები, კოღოები, მკბენარები, რომლებიც მას ათასობით ეხვეოდნენ. მთელი სხეული დაკბენილი ჰქონდა. მის სენაკში, თავისუფლად მიმოდიოდა მწერი თუ თაგვი.

ერთხელ, ერთმა მონაზონმა დაინახა, როგორ ფუსფუსებდნენ ბერის სენაკში მსუნაგი თაგვები და უთხრა:

- მამაო, გინდა კატა მოგიყვანო? მან უპასუხა:

- არა, შვილო, მე მყავს კატა, ჩვეულებრივ კატაზე ერთნახევარჯერ უფრო დიდი. აქ მოდის, ვაჭმევ, ვეფერები და შემდეგ მიდის თავის ქოხში, ქვემოთ, ხეობაში და იქ დაეყუდება. ეს იყო მელა, რომელიც ხშირად სტუმრობდა მოხუცს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2020, 11:21 AM
პოსტი #2864


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შემინიშნავს, რომ იმ მონაზონზე, რომელიც უფალს ღმრთივსათნოდ არ ემსახურება, არ იღწვის მოშურნედ სულის ხსნისთვის და მცონარეა სათნოებების აღსრულებაში, ღმერთი უსათუოდ დაუშვებს განსაცდელს, რათა არ დარჩეს მცონარე და მის გამო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს"

/წმ. ისააკ ასური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2020, 10:21 AM
პოსტი #2865


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერობა მსგავსებაა ანგელოზთა და სახეა სამოთხის ცხოვრებისა, ყოველდღე სიკვდილია, ბრძოლაა ხილულ და უხილავ მტერთან, როდესაც წინასწარმეტყველი მოსე ფიქრით ლოცულობდა, ღმერთმა უთხრა: „რას შემღაღადებ“ (გამოსვ. 14-15) და გადაარჩინა ისრაელიანები. ბერიც მსგავს ამპლუაშია. მართალია არაა ხილული ღვთის პასუხი, როგორც მოსესთან, მაგრამ ხილულია მისი ქმედება. ბერების ლოცვაზე დგას ცოდვით დამძიმებული დედამიწა“.

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2020, 11:51 AM
პოსტი #2866


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბულგართაგან შევიწროებულმა ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგოსმა სამხედრო დახმარება ლათინებს სთხოვა, სანაცვლოდ კი მართლმადიდებლურ მრწამსზე ამბობდა უარს: ჩვენ რომის ეკლესიის ერთგულნი ვართ და თუ არ გვიხსნით ველურ ბულგართაგან, ღვთის წინაშე აგებთ პასუხსო. მთელი კათოლიკური სამყარო დაირაზმა პალეოლოგოსის დასახმარებლად. "მოყვასის სიყვარულით გულანთებულნი" გზად მთაწმინდასთან შეჩერდნენ და იქ მოღვაწე მამების სულის "ხსნა" განიზრახეს. პირველად ათანასეს ლავრაში მივიდნენ და ბერებს სარწმუნოებრივი ერთობა შესთავაზეს. მამები შეშინდნენ და მათთან ერთად ერთობას დათანხმდნენ. ლათინებმა ამ მონასტერს ხელი არ ახლეს და ახლა ივერთა სავანეში გადაინაცვლეს. წარმოიდგინეთ იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა: ჯერ ხვარაზმელთა, მერე მონღოლების შემოსევით დაქცეულ ქვეყანაში ყრმების კალო ილეწებოდა.

აბა, ამ დროს ვინ მოიცლიდა ივერონელთა დასახმარებლად. დიდი იყო ცდუნება: "უპირველესი ლავრის ბერები დათანხმდნენ ლათინებს და თავი გადაირჩინეს, ბიზანტიის იმპერატორი მათ მხარესაა, დაქცეული საქართველო კი ძალზე შორსაა". მაგრამ ქართველმა ბერებმა ფარად და მახვილად რჯულის კანონი და წმინდა სახარება აღაპყრეს, ამხილეს მომხვდურნი, ახალმოძღვრების ქადაგებისთვის ანათემას გადასცეს. ღვთისმშობლის ხატის გადამალვა მოასწრეს და გამძვინვარებული ლათინები ივერონს შეესივნენ. ამ ამბავს ძველი ათონური წყარო მოგვითხრობს: "საფრანგეთით მომავალნი ზემოთქმულ მონასტერსა ზედა დაესხნენ და მოაოხრეს... უმკვიდროდ და იავარყოფილად დაუტევეს და ყოველნივე სამღვდელონი და შეწირულობანი ანუ რაიცა სამსახურებელად მონაზონთა იყვეს, ნატყვევან ჰყვეს".

ბერები უპატიოდ თრევით გამოიყვანეს მონასტრიდან, ცხვრებივით გადაარჩიეს, მოხუცებულნი და უძლურნი (ისინი ორასამდე ყოფილან) მონასტრისავე გემზე დასვეს და შუა ზღვაში ჩაძირეს, დანარჩენები კი განძარცვეს საბერო სამოსლისაგან და მონასტრის ქონებასთან ერთად რომში გაგზავნეს, სადაც ურიებს(!) მიჰყიდეს. ამის შემდეგ "ყოველივე მდგომარეობა მონასტრისაი უკუქცეულ იქნა". ივერიელთა მოწამებრივმა აღსასრულმა გაამხნევა ვათოპედისა და ზოგრაფის მონასტრის ბერები, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას შეეწირნენ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2020, 12:34 PM
პოსტი #2867


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერთან სიახლოვემ მის სულში ბერობის სურვილი გააღვივა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2020, 12:15 PM
პოსტი #2868


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„და ახლაც, ვისაც უფალი უყვარს, ვინც ყველაფერი მიატოვა და მუდმივი ლოცვით უფალთან ერთობაშია, ფარულად სწავლობს იმას, რის შესახებაც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მათივე ნებით, თავად ჭეშმარიტება ეცხადებათ და ასწავლის მათ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება (იოან. 14:6)“.

/წმ. მაკარი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2020, 11:52 AM
პოსტი #2869


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როგორ გამოიხატება მონასტერში უფლისადმი თავგანწირვა?

- ყველაზე მეტად მაშინ არის ბედნიერი მონასტრის წევრი, როცა ამქვეყნიურს თმობს და უფლისთვის თავს წირავს. როგორც ცხვარი შესწირო უფალს, ისე ეწირება მონაზონიც ღმერთს, მთელი მისი ცხოვრება უფლის მორჩილებაა. მართალია, ყველა ადამიანი მონასტერში ვერ წავა, მაგრამ ვისაც ოჯახი ჰყავს და გარკვეულ ასაკს მიუახლოვდა, ხომ შეიძლება სულიერ ცხოვრებაზე იფიქროს?"

/მორჩილი ირმა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2020, 01:05 PM
პოსტი #2870


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა უხუცესი ბერი [მამა ტიხონი], როგორც კეთილი მამა, ადამიანებს სულიერად ასაზრდოებდა, მხეცებს კი იმ მცირედით კვებავდა, რაც მოეპოვებოდა, უმეტესად, თავისი დიდი სიყვარულით განაძღობდა. პატარა მწერებსაც კი ნებას რთავდა ეწოვათ მისი მწირი სისხლი. ერთ დროს, ძლიერი აღნაგობის უხუცესი, მრავალი ღვაწლისგან დაილია. როდესაც მოიკითხავდნენ, პასუხობდა:

- დიდება უფალს, კარგად ვარ, შვილო! ავად არა ვარ, უძლურებას არ ვგრძნობ.

იგი ძალიან წუხდა, როცა ჩასუქებულ ახალგაზრდებს დაინახავდა, განსაკუთრებით კი მონაზვნებს, რადგან სიმსუქნე არ შეჰფერის ანგელოზებრივ სქემას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2020, 11:52 AM
პოსტი #2871


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღმერთს შეუძლია ჩვენი გული იმგვარი ნეტარებით და ისეთი ღვთაებრივი სიყვარულით აავსოს, რომ ვერ გავუძლებთ მას და პირქვე დავემხობით. მაშინ ჩვენ დავუტევებდით მონასტერს და მღვიმეში ჩავიკეტებოდით. ერისკაცები დაუტევებდნენ თავიანთ საქმეებს, ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვას. ამიტომაც ღმერთი, რომელიც თვით არის სიყვარული, არ გვაძლევს ამგვარ სიყვარულსა და ნეტარებას.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2020, 02:09 PM
პოსტი #2872


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა სერგი რადონეჟელსაც (ერისკაცობაში - ბართლომეს) სულითა და გულით ეწადა ბერობა. სთხოვა მშობლებს, დაელოცათ მონაზვნობისთვის. მშობლებმა სთხოვეს: ცოტა ხანს მოიცადე, რადგან მოხუცებულნი და უძლურნი ვართ და შენს გარდა მომხედავი არავინ გვყავს. შენმა ძმებმა ოჯახები შექმნეს და თავიანთი საზრუნავი აქვთ. კარგია, რომ ღვთისთვის სათნოყოფა გინდა და ამის საშუალებაც მოგეცემა. დარჩი ჩვენთან ჩვენს გარდაცვალებამდე და შემდეგ აღასრულე შენი კეთილი განზრახვაო. დაუჯერა ბართლომემ მშობლებს. მცირე ხნის შემდეგ მისი მშობლები მონაზვნად აღიკვეცნენ და მალევე გარდაიცვალნენ. ორმოცი დღე დასტრიალებდა ბართლომე მათ საფლავებს, იხდიდა პანაშვიდებს, მოწყალებას გასცემდა, შემდეგ კი მამული უმცროს ძმას გადასცა და თვითონ მონასტერში წავიდა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2020, 01:07 PM
პოსტი #2873


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სიცოცხლის ბოლომდე წმიდა სპირიდონის [ტრიმიფუნტელი] თავსაბურავი იყო უბრალო ფინიკის რტოებისგან დაწნული მწყემსის ქუდი, რომელიც ბავშვის ქუდის მაგვარია. მონაზვნების კუნკულ-ბარტყული აქედან მოდის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2020, 01:28 PM
პოსტი #2874


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ისტორიაში და ძველ ქართულ მწერლობაში უხვადაა ფაქტები ერისა და ბერის ურთიერთობისა და ერთიანობისა, თუ როგორ აძლიერებდნენ ერთმანეთს საერო და სამღვდელო ხელისუფალნი, რაც შემდგომში ქვეყნის ძლიერებაზე აისახეობდა. ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი მონასტრები და ბერ-მონაზვნები ერისა და ქვეყნის სულიერი ბურჯები იყვნენ. მათი სიძლიერე და გამრავლება ქვეყნის სიძლიერეს და გამრავლებას ნიშნავს. მონაზვნობა ქრისტიანებს ასწავლის, მიუძღვნან თავი უფალს და სახარებას, ხშირად მოილოცონ მონასტრები, მიბაძონ მონაზონთა ასკეტიზმს და შეძლებისდაგვარად ღვთისმოსაობას. მონასტერი ის ადგილია, სადაც ადამიანები სულიერ კურნებას და ნუგეშს მიიღებენ"

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2020, 11:00 AM
პოსტი #2875


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში ცხოვრებისას პირველ რიგში საკუთარ სულზე და შენს გარშემო მყოფ ადამიანებზე ზრუნავ. ეს უფრო უჩინარი ღვაწლია, უფრო მოკრძალებული.“

/მეუფე ეფრემ (გამრეკელიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2020, 02:09 PM
პოსტი #2876


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




" - რატომ არის, რომ მონასტრის ბევრი მომლოცველი სულიერ სარგებელს ვერ იღებს?

- იცოდეთ, რომ ყველა მონასტერში მიმდინარეობს ორგვარი ცხოვრება: ერთი - ჩვეულებრივი, ყოფითი (ყოველდღე დადიან, ლაპარაკობენ, ჭამენ, სვამენ, სძინავთ და ა.შ.), მეორე კი - წმინდად სამონოზვნო, რომელიც მიმდინარეობს ლოცვაში, მარხვაში, ღვთის სიტყვის კითხვასა და ვნებებთან ბრძოლაში. გარედან ჩანს მხოლოდ პირველი, მეორე კი არა, და მას მონოზვნები განზრახ მალავენ თავისიანებისაგანაც კი, არათუ მომსვლელთაგან, როგორებიც თქვენ ხართ. თუ ამ მეორე ცხოვრებას ვერ დაინახავთ, შეგიძლიათ გაიფიქროთ: "ეს რა მონოზვნობაა?"
რატომ ლანძღავენ ხოლმე ბერ-მონოზვნებს? იმიტომ, რომ ხედავენ მხოლოდ ცხოვრების ყოფით მხარეს, მონოზვნურს, ნამდვილს კი ვერა, რადგან მონასტერში ხვდებიან, როგორც დამთვალიერებლები"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2020, 11:00 AM
პოსტი #2877


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მიზანი ისაა, რომ ადამიანი უმეტესად ხარობდეს მოუხერხებელი და რთული ცხოვრებით, ვიდრე - კომფორტით. ნეტავი იცოდეთ, როგორც ცხოვრობს ათონზე ზოგიერთი ბერი და ამავე დროს რაოდენ სულიერ სიხარულს განიცდის!“

/ღირსი პაისი ათონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2020, 12:02 PM
პოსტი #2878


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთები მას [მამა ტიხონი] ჩუმად უღებდნენ ფოტოსურათებს, ხოლო თუ ვინმე, სურათის გადასაღებად კურთხევას სთხოვდა, ისიც ეთანხმებოდა, მაშინვე ფეხზე წამოდგებოდა, შევიდოდა ტაძარში და ანგელოზური სქემით შეიმოსებოდა. ცალ ხელში ჯვარს დაიჭერდა, მეორეთი გრძელ წვერს მოიწესრიგებდა, ერთ ბღუჯად თავს მოუყრიდა და მამამთავარ აბრაამს ემსგავსებოდა, განსაკუთრებით, ცხოვრების მიწურულს, როდესაც იგი სულიერადაც და ხორციელადაც, თოვლივით განსპეტაკდა. ამრიგად, როდესაც იგი სურათის გადასაღებად მოემზადებოდა, პატარა ბავშვივით დადგებოდა ზეთისხილის ხის ქვეშ. სულიერად უკვე სრულყოფილი მოხუცი, ნამდვილად მიემსგავსა უმანკო ჩვილს, რისკენაც მოგვიწოდა ქრისტემ - გავხდეთ უბოროტო ყრმები“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2020, 11:34 AM
პოსტი #2879


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი [ღირსი ანტონი] დაფარული მონოზვნური ღვაწლი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე ისეთი მძიმე ჯვრის ტარება, როგორიცაა ხანგრძლივი სნეულება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2020, 12:11 PM
პოსტი #2880


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანამიმდევრულად საჭიროა, ქრისტესთვის მოღვაწეთა და მოწამეთა შესახებ ვისაუბროთ, რადგან, როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ - სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე.ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა - ოქროს ფრთებით ზეცას უსხეულოდ ამაღლება: და, ალბათ, ამ ფრთების შესახებ იგალობა სულიწმიდით ცხებულმა: ვინცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი და აღვფრინდე და განვისვენო (ფსალ. 542,6) ჭვრეტითა და სიმდაბლითა."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

209 გვერდი V « < 142 143 144 145 146 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 06:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი