ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
მხევალი ნინო |
Oct 2 2007, 12:35 PM
პოსტი
#21
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
რამოდენიმე დღის უკან გადაწყვეტილება მივიღე დამეტოვებინა ფორუმი და წავედი კიდეც, აღარ ვპოსტავდი... მეგონა სამუდამოდ წავედი. ეხლა ეს წერილი წავიკითხე და გულში იმდენი სითბო ჩამეღვარა, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და მაინც ვპოსტავ. კაიროსუნა გვაკლდი ძალიან. იმედია შენი შემოსვლა ძველ სახეს დაუბრუნებს ფორუმს. იმედია ისევ გაიმართება საინტერესო კამათები, ისევ დაიწერება საინტერესო პოსტები, გამდიდრდება ბიბლიოთეკა. კაიროსუნა, მიხარია, რომ დაბრუნდი. დაიწყეთ მმოღვაწეობა და შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებით და სიყვარულით. გელოდებით ყველას.. იხარე, კაიროს! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
catherina_10 |
Oct 2 2007, 12:37 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
კაიროს კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ჯერ საქართველოში და მერე ჩვენს ფორუმში,
|
თემო |
Oct 2 2007, 12:52 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
მხევალი ნინო ციტატა რამოდენიმე დღის უკან გადაწყვეტილება მივიღე დამეტოვებინა ფორუმი და წავედი კიდეც, აღარ ვპოსტავდი... მეგონა სამუდამოდ წავედი. ეხლა ეს წერილი წავიკითხე და გულში იმდენი სითბო ჩამეღვარა, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და მაინც ვპოსტავ. იგივე შემიძლია გავიმეორო ... კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კაიროს |
კანონისტი |
Oct 2 2007, 01:08 PM
პოსტი
#24
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
catherina_10
ციტატა კაიროს კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ჯერ საქართველოში და მერე ჩვენს ფორუმში საქართველოში? თუ პირიქით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
::სალომე:: |
Oct 2 2007, 01:25 PM
პოსტი
#25
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
KAIROS ძალიან მომწონს ეს ტრადიცია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, საინტერესო ისაა რომ ასაკით უმცროსიც რომ იყოს ადამიანი, მოხუცებულებიც ფეხზე დგებიან და ეუბნებიან მოგვიხველ მშვიდობით, რასაც პასუხობენ დამხვდით მშვიდობით. სუფრაზეც რომ შეესწრო მაშინაც ფეხზე წამოდეგბიან ყველანი და ამ სიტყვებით ესალმებიან შემოსწრებულს აჭარაშიც ასეთი წესია გამეხარდა კაიროსს,ფორუმში კვლავ რომ ვიხილავ შენს პოსტებს -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
გლახა |
Oct 2 2007, 03:41 PM
პოსტი
#26
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
KAIROS
წრფელად მიხარია ძმაო შენი დაბრუნება! ისე კაიროს ზოგიერთს მისწერე შენი სკაიპი და ამ ფორუმზე შემოსვლით ნუღარ შეიწუხებენ თავს. სკაიპსი გელაპარაკონ |
ნიანია |
Oct 2 2007, 04:00 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
მშვიდობა შენს დაბრუნებას კაიროს. ბედნიერი კაცი ხარ ისეთი ადგილები გინახავს და მოგილოცია, სიზმარში რომ ვიოცნებებთ ბევრი მათ ხილვას მარტო.
გაიხარე ასეთი მადლის ფორუმზე მოტანისათვის -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ქეთუ |
Oct 2 2007, 04:19 PM
პოსტი
#28
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
KAIROS
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მართლაც ძალიან აკლდიტ ფორუმს ძალიან გაგვახარე -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ლილიანა |
Oct 2 2007, 04:25 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
აბა გელით კაიროს ფოტოები ჩანაწერებიო : )) !
მშვიდობა შენ დაბრუნებას !: ) -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მხევალი ნინო |
Oct 2 2007, 04:47 PM
პოსტი
#30
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გლახა
ციტატა ისე კაიროს ზოგიერთს მისწერე შენი სკაიპი და ამ ფორუმზე შემოსვლით ნუღარ შეიწუხებენ თავს. სკაიპსი გელაპარაკონ ზოგიერთები სკაიპით ელაპარაკებიან კაიროსს, დაგაგვიანდა. არა მხოლოდ სკაიპით კიდევ სხვა მოდური სააშუალებებითაც კონტაქტობენ)) ზოგიერთები აქ, რომ აღარ შემოვიდენ უფრო ხშირად ილოცე და ეგებ აგისრულდეს, სხვანაიარდ არაფერი გამოდის, გამოჩნდა კაიროსუნა დაკვლავ გაუჩნდა ,,ზოგიერთს,, სურვილი კვლავ პოსტოს აქ, თუ დრო იქნა რა ტქმა უნდა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Oct 3 2007, 01:22 PM
პოსტი
#31
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მდაა...
გადავავლე თვალი ფორუმს და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა შექმნილი სიტუაცია, არ მინდა ამ თემაზე შევჩერდე, უბრალოდ ვიტყვი, არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ქართველებს გვახასიათებს, სხვა ნაკლთან ერთად, ერთი ძალიან ცუდი თვისება, ვართ ძალიან მაქსიმალურები ყველაფერში და არც გადამლაშებაა უცხო ჩვენთვის, და ამ ყველაფერს განსაკუთრებით ვაჩენთ როცა ვიცავთ ან პირიქით ვებრძვით რაიმე ღირებულობას, მაგ. სამშობლოს, ეროვნებას, ეკლესიას... ანუ დამცველიცა და მაკრიტიკებელიც ხშირად ზედმეტ მონდომებას იჩენენ და საბოლოოდ ორივე კარგავს იმ ზღვარს, რომლის გადაბიჯების შემდეგ დიალოგს აზრი ეკარგება,ხშირად შევსწრებივარ ამ სიტუაციას და სამწუხაროდ აქაც ვხედავ, მაგალითად იგივე ორი ბასილი აიღეთ, ერთი მკალავიშვილი, რომელმაც არათუ სხვა კონფესიებთან დიალოგი არამედ თავად საპატრიარქოსთანაც გაწყვიტა კავშირი და მეორე ბასილი , რომელმაც ასევე გაწყვიტა საპატრიარქოსთან კავშირი,ოღონდ სრულიად საპარისპირო საბაბით, ერთი ზედმეტ ეკუმენიზმს უჩიოდა და მეორე ზედმეტ ფანატიზმს... საბოლოოდ ორივე ცდებოდა და შეცდნენ კიდეც... დავუბრუნდები ისევ მოგზაურობის მცირე ჩანაწერებს, დღევანდელი ჩანაწერი მინდა ზოგად ისევ ქართველების მდგომარეობას დავუთმო უცხოეთში, სამი ქვეყანა ვნახე, სადაც საერთოდ პირველად ვიყავი და სამივეში საგანგაშო მდგომარეობა დამხვდა, თურქეთში რა მდგომარეობაა, ეგ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სტამბულის ბაზრობაზე ადრე მოტაცებულ ქალ-ვაჟს ყიდნენ, ახლა თვითონ ყიდიან თავიანთ თავს... საბერძნეთში კი ორი ერი არ უყვართ ერთია ალბანელები და მეორე ჩვენ, არ ვაჭარბებ, ეს ისაა რაც ვნახე და რაც სწორედ იქაურმა ქართველებმა მომიყვნენ, 2 კვირა კი საკმაო დროა სიტუაციის შესაგრძობად მაინც. ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით და დასკვნები თქვენთვის მომინდვია:თესალონიკში ყოფნისას, ქართველებისაგან მრავალი ცუდი ვისმინე, იქაურ სიტუაციაზე, ნარკომან და ქურდ ქართველებზე... დაბრუნება თესალონიკიდან იტალიაში ავტობუსით მქონდა დაჯავშნული და პორტ უგანიცამდე სადღაც 9 საათი ვიარეთ, გზაზე სხვათაშორის მეტეორასთან გავჩერდით, რომლის სურათებსაც მალე შემოგთავაზებთ ( თუმც შორიდან გადაღებულებს), ბოლოს ჩავედით რა უგანიცაში,ავტობუი ბორანზე უნდა ასულიყო,ამიტომ საბუთების შესამოწმებლად ხალი ცალკე დავდექით რიგში, უცებ ცემს გვერდით ვიღაც სუსტი ახალგაზრდა აღმოჩნდა, ჯერ ყურადღება რ მივაქციე, ბნელოდა, და საკმაოდ დაღლილიც ვიყავი, მაგრამ ცოტა ხანში შევნიშნე რომ იტალიელები და ბერძნები საკმაოდ ცერად უყურებდნენ მას, ცოტა დავაკვირდი და დავინახე, მოკლე სახელოებიანი მაისური ეცვა,ერთიანად დასვრილი იყო, ალბათ რომელიღაც სატვირთო მანქანის ძარაში იყო დამალული, ცახცახებდა სიცივისგან, ზღვიდან ცივი ქარი ქროდა, ყური მოვკარი, ალბანელიაო, დიდ ხანს ჩვენს ავტობუსს ეფარებოდა, მერე კი ნელნელა და შემდეგ უკვე ძალიან ჩქარა, რომელიღაც დიდი სატვირთო მანქანის ბორბლებს ზემოთ რაღაცნაირად შეძვრა, ალბათ ბორანზე აპარვა უნდოდა, ვიღაცამ დაინახა... მგონი დაიჭირეს... ხასიათი დამიმძიმდა, ცოტა ხანში ჩვენი ასვლაც დაიწყო, საკმაოდ უხეშად შეგვამოწმეს ბერძნებმა, მე ასეთი დოგანა შენგენის ზონაში შესვლისას არ მინახავს, არათუ შიგნით შენგენში, სადაც ჩვეულებრივ არავინ ამოწმებს საბუთებს ან ძალიან იშვიათად ისიც ძალიან ზოგადად,ამათ კი ლამის მეც უკან გამაბრუნეს, რახან ნახეს, რომ ქართველი ვიყავი, ნუ რათქმაუნდა არ შეეძლოთ ჩემი გაჩერება და ბორანზე ავედი, ჩემს უკან კი თურმე ორი ქართველი იყო, ერთი საკმაოდ სანდომიანი სახის ხანშიშესული კაცი და მეორე ცოტა საეჭვო შესახედაობის ახალგაზრდა, რაღაც ბერძნული დოკუმენტი ქონდათ, მაგრამ ბერძენმა მეზღვაურმა, როგორც ძაღლები ისე გაყარა გემიდან, სულ "ოლა, ოლა-" ძახილით, გული გადამეწურა... მერე კი ესპანეთი, აქ უფრო დიდი საშინელება... ბარსელონაში არის ასეთი ცენტრალური ქუჩა "ლა რამბლა", როგორც ჩვენი რუსთაველი, და იქ ერთმა იქაურმა ახლადშეძენილმა მეგობარმა დამანახა, ზოგიერთი ვაიქართველი გადის და ან ქურდობს ან კიდევ სამჭიქიანი თამაში რომ არის ბურთულა რომ უნდა გამოიცნო და ხალხს რომ ატყულებენ, იმას თამაშობს, ყავთ სხვა ქართველი, ის ვითომ ესპანელია და ვითომ იგებს და ასე ატყავებენ ვინმე საწყალს... სხვაგან ერთი ადგილია სადაც სადაც ქართველი ნარკომანების შესაკრებელის გამო "საჩხერაოს" უძახიან... ვიყავით ასევე ერთერთ პროვინციაში, სადაც მხოლოდ იმიტომ შეაქცია ჩემს ახლობლებს ზურგი ესპანელებმა, რომ თქვეს რომ ქართველები იყვნენ, არცაა გასაკვირი სავსეა იქაურობა ქართველი კრიმინალებით და ნარკომანებით... დამიმძიმდა ცოტა არ იყოს გული, შემეცოდა ჩვენი ქართველობა, იცით რამდენი კარგი ადამიანი იქ? გამიჯნულები იმ ვაიქართველებისაგან ვერ ეგეუებიან ვერც ესპანურ ან ბერძნულ ან თურქულ ან იტალიურ ატმოსფერასაც და როგორც ნაპირზე ლაყუჩებახეული კალმახი ისე არიან, გაქანებული ნერვოზის ქვეშ! ერთადერთი ვინც ამ ხალხს შეაგროვებს, შეკრებს და სწორ გზაზე დააყენებს არის ეკლესია და ეკლესიის მრევლს კი მოეთხოვება ორი რამ 1) წმინდა რწმენითი ცხოვრება და 2) განათლება, რომელიც ასე აკლია! ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ, ურთიერთ შემწყანერებლობისაკენ... ვფიქრობ, სჯობს შევეშვათ უაზრო კამათებს და ვისაუბროთ ისტორიაზე, სამართალზე, ღვთისმეტყველებაზე, ყოველგვარი გადაჭარბების, ზღაპრების და წინასწარი განწყობების გარეშე, არამედ დასაბუთებულად და მუდამ ერთმანეთის პატივისცემით! ახლა ისევ მოგზაურობაზე გავაგრძელებ: თურქეთი რადგან დღეს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ბევრი ვწერე, ამიტომ ქრონოლოგიის მიხედვითაც და დროის უქონლობის გამოც, სწორედ თურქეთით, ანუ სტამბულით დავიწყებ, რადგან იქ მხოლოდ 1 დღე დავყავი, და რიგ სურათებს შემოგთავაზებთ, მცირე კომენტარებით. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Oct 3 2007, 01:30 PM
პოსტი
#32
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა მდაა... გადავავლე თვალი ფორუმს და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა შექმნილი სიტუაცია, არ მინდა ამ თემაზე შევჩერდე, უბრალოდ ვიტყვი, არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ქართველებს გვახასიათებს, სხვა ნაკლთან ერთად, ერთი ძალიან ცუდი თვისება, ვართ ძალიან მაქსიმალურები ყველაფერში და არც გადამლაშებაა უცხო ჩვენთვის, და ამ ყველაფერს განსაკუთრებით ვაჩენთ როცა ვიცავთ ან პირიქით ვებრძვით რაიმე ღირებულობას, მაგ. სამშობლოს, ეროვნებას, ეკლესიას... ანუ დამცველიცა და მაკრიტიკებელიც ხშირად ზედმეტ მონდომებას იჩენენ და საბოლოოდ ორივე კარგავს იმ ზღვარს, რომლის გადაბიჯების შემდეგ დიალოგს აზრი ეკარგება,ხშირად შევსწრებივარ ამ სიტუაციას და სამწუხაროდ აქაც ვხედავ, მაგალითად იგივე ორი ბასილი აიღეთ, ერთი მკალავიშვილი, რომელმაც არათუ სხვა კონფესიებთან დიალოგი არამედ თავად საპატრიარქოსთანაც გაწყვიტა კავშირი და მეორე ბასილი , რომელმაც ასევე გაწყვიტა საპატრიარქოსთან კავშირი,ოღონდ სრულიად საპარისპირო საბაბით, ერთი ზედმეტ ეკუმენიზმს უჩიოდა და მეორე ზედმეტ ფანატიზმს... საბოლოოდ ორივე ცდებოდა და შეცდნენ კიდეც... დავუბრუნდები ისევ მოგზაურობის მცირე ჩანაწერებს, დღევანდელი ჩანაწერი მინდა ზოგად ისევ ქართველების მდგომარეობას დავუთმო უცხოეთში, სამი ქვეყანა ვნახე, სადაც საერთოდ პირველად ვიყავი და სამივეში საგანგაშო მდგომარეობა დამხვდა, თურქეთში რა მდგომარეობაა, ეგ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სტამბულის ბაზრობაზე ადრე მოტაცებულ ქალ-ვაჟს ყიდნენ, ახლა თვითონ ყიდიან თავიანთ თავს... საბერძნეთში კი ორი ერი არ უყვართ ერთია ალბანელები და მეორე ჩვენ, არ ვაჭარბებ, ეს ისაა რაც ვნახე და რაც სწორედ იქაურმა ქართველებმა მომიყვნენ, 2 კვირა კი საკმაო დროა სიტუაციის შესაგრძობად მაინც. ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით და დასკვნები თქვენთვის მომინდვია:თესალონიკში ყოფნისას, ქართველებისაგან მრავალი ცუდი ვისმინე, იქაურ სიტუაციაზე, ნარკომან და ქურდ ქართველებზე... დაბრუნება თესალონიკიდან იტალიაში ავტობუსით მქონდა დაჯავშნული და პორტ უგანიცამდე სადღაც 9 საათი ვიარეთ, გზაზე სხვათაშორის მეტეორასთან გავჩერდით, რომლის სურათებსაც მალე შემოგთავაზებთ ( თუმც შორიდან გადაღებულებს), ბოლოს ჩავედით რა უგანიცაში,ავტობუი ბორანზე უნდა ასულიყო,ამიტომ საბუთების შესამოწმებლად ხალი ცალკე დავდექით რიგში, უცებ ცემს გვერდით ვიღაც სუსტი ახალგაზრდა აღმოჩნდა, ჯერ ყურადღება რ მივაქციე, ბნელოდა, და საკმაოდ დაღლილიც ვიყავი, მაგრამ ცოტა ხანში შევნიშნე რომ იტალიელები და ბერძნები საკმაოდ ცერად უყურებდნენ მას, ცოტა დავაკვირდი და დავინახე, მოკლე სახელოებიანი მაისური ეცვა,ერთიანად დასვრილი იყო, ალბათ რომელიღაც სატვირთო მანქანის ძარაში იყო დამალული, ცახცახებდა სიცივისგან, ზღვიდან ცივი ქარი ქროდა, ყური მოვკარი, ალბანელიაო, დიდ ხანს ჩვენს ავტობუსს ეფარებოდა, მერე კი ნელნელა და შემდეგ უკვე ძალიან ჩქარა, რომელიღაც დიდი სატვირთო მანქანის ბორბლებს ზემოთ რაღაცნაირად შეძვრა, ალბათ ბორანზე აპარვა უნდოდა, ვიღაცამ დაინახა... მგონი დაიჭირეს... ხასიათი დამიმძიმდა, ცოტა ხანში ჩვენი ასვლაც დაიწყო, საკმაოდ უხეშად შეგვამოწმეს ბერძნებმა, მე ასეთი დოგანა შენგენის ზონაში შესვლისას არ მინახავს, არათუ შიგნით შენგენში, სადაც ჩვეულებრივ არავინ ამოწმებს საბუთებს ან ძალიან იშვიათად ისიც ძალიან ზოგადად,ამათ კი ლამის მეც უკან გამაბრუნეს, რახან ნახეს, რომ ქართველი ვიყავი, ნუ რათქმაუნდა არ შეეძლოთ ჩემი გაჩერება და ბორანზე ავედი, ჩემს უკან კი თურმე ორი ქართველი იყო, ერთი საკმაოდ სანდომიანი სახის ხანშიშესული კაცი და მეორე ცოტა საეჭვო შესახედაობის ახალგაზრდა, რაღაც ბერძნული დოკუმენტი ქონდათ, მაგრამ ბერძენმა მეზღვაურმა, როგორც ძაღლები ისე გაყარა გემიდან, სულ "ოლა, ოლა-" ძახილით, გული გადამეწურა... მერე კი ესპანეთი, აქ უფრო დიდი საშინელება... ბარსელონაში არის ასეთი ცენტრალური ქუჩა "ლა რამბლა", როგორც ჩვენი რუსთაველი, და იქ ერთმა იქაურმა ახლადშეძენილმა მეგობარმა დამანახა, ზოგიერთი ვაიქართველი გადის და ან ქურდობს ან კიდევ სამჭიქიანი თამაში რომ არის ბურთულა რომ უნდა გამოიცნო და ხალხს რომ ატყულებენ, იმას თამაშობს, ყავთ სხვა ქართველი, ის ვითომ ესპანელია და ვითომ იგებს და ასე ატყავებენ ვინმე საწყალს... სხვაგან ერთი ადგილია სადაც სადაც ქართველი ნარკომანების შესაკრებელის გამო "საჩხერაოს" უძახიან... ვიყავით ასევე ერთერთ პროვინციაში, სადაც მხოლოდ იმიტომ შეაქცია ჩემს ახლობლებს ზურგი ესპანელებმა, რომ თქვეს რომ ქართველები იყვნენ, არცაა გასაკვირი სავსეა იქაურობა ქართველი კრიმინალებით და ნარკომანებით... დამიმძიმდა ცოტა არ იყოს გული, შემეცოდა ჩვენი ქართველობა, იცით რამდენი კარგი ადამიანი იქ? გამიჯნულები იმ ვაიქართველებისაგან ვერ ეგეუებიან ვერც ესპანურ ან ბერძნულ ან თურქულ ან იტალიურ ატმოსფერასაც და როგორც ნაპირზე ლაყუჩებახეული კალმახი ისე არიან, გაქანებული ნერვოზის ქვეშ! ერთადერთი ვინც ამ ხალხს შეაგროვებს, შეკრებს და სწორ გზაზე დააყენებს არის ეკლესია და ეკლესიის მრევლს კი მოეთხოვება ორი რამ 1) წმინდა რწმენითი ცხოვრება და 2) განათლება, რომელიც ასე აკლია! ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ, ურთიერთ შემწყანერებლობისაკენ... ვფიქრობ, სჯობს შევეშვათ უაზრო კამათებს და ვისაუბროთ ისტორიაზე, სამართალზე, ღვთისმეტყველებაზე, ყოველგვარი გადაჭარბების, ზღაპრების და წინასწარი განწყობების გარეშე, არამედ დასაბუთებულად და მუდამ ერთმანეთის პატივისცემით! სიტყვა არაა ისეთი, რომ ეს კაცი მართალი არ იყოს . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
catherina_10 |
Oct 3 2007, 01:45 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
KAIROS
გული მიკვდება, ასეთ ამბებს როცა ვგებულობ, მითუმეტეს მგონი საქართველოში არ დარჩა ოჯახი, საიდანაც ერთი მათგანი მაინც არ არის წასული საზღვარგარეთ, მე ის "ნაპირზე გამოგდებული კალმახები" მეცოდება, თორემ იმ ვაი ქართველებს რა უნდა უთხრა, |
kato_Bato |
Oct 3 2007, 01:54 PM
პოსტი
#34
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
KAIROS
ციტატა ერთადერთი ვინც ამ ხალხს შეაგროვებს, შეკრებს და სწორ გზაზე დააყენებს არის ეკლესია და ეკლესიის მრევლს კი მოეთხოვება ორი რამ 1) წმინდა რწმენითი ცხოვრება და 2) განათლება, რომელიც ასე აკლია! ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ, ურთიერთ შემწყანერებლობისაკენ... ვფიქრობ, სჯობს შევეშვათ უაზრო კამათებს და ვისაუბროთ ისტორიაზე, სამართალზე, ღვთისმეტყველებაზე, ყოველგვარი გადაჭარბების, ზღაპრების და წინასწარი განწყობების გარეშე, არამედ დასაბუთებულად და მუდამ ერთმანეთის პატივისცემით! -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნიანია |
Oct 3 2007, 02:00 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
გული დამიმძიმდა რატომ ვირცხვენთ ქართველები ასე ძალიან თავს? ესაა ჩვენი საამაყო ქართველობა?!
-------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
გიორგი |
Oct 3 2007, 02:06 PM
პოსტი
#36
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
გული დამიმძიმდა რატომ ვირცხვენთ ქართველები ასე ძალიან თავს? ესაა ჩვენი საამაყო ქართველობა?! იმიტომ, რომ ქართველები არიან ყველაზე სამარხვინო დანაშაულებში: მკვლელობაში, ძარცვა-ყაჩაღობაში, ქურდობაში, ნარკომანიაში და პროსტიტუციაში პირველ ადგილზე. ევროპულმა სახელმწიფოებმა ეს სტატისტიკა მშვენივრად იციან და ყველგან ერიდებიან ქართველებს. მაგალითად ავსტრიის პოლიციის უფროსს კაბინეტში საქართველოს რუქა აქვს გაკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გათახსირებული და გარყვნილი დამნაშავეების სახელმწიფოს რუქა, რათა უფრო კარგად გაერკვას ამ სახელმწიფოდან შესული ილეგალების ვინაობასა და საქმიანობაში... ამას, მე მგონი კომენტარიც არ სჭირდება... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
k@the |
Oct 3 2007, 11:36 PM
პოსტი
#37
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
იმიტომ, რომ ქართველები არიან ყველაზე სამარხვინო დანაშაულებში: მკვლელობაში, ძარცვა-ყაჩაღობაში, ქურდობაში, ნარკომანიაში და პროსტიტუციაში პირველ ადგილზე. ევროპულმა სახელმწიფოებმა ეს სტატისტიკა მშვენივრად იციან და ყველგან ერიდებიან ქართველებს. მაგალითად ავსტრიის პოლიციის უფროსს კაბინეტში საქართველოს რუქა აქვს გაკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გათახსირებული და გარყვნილი დამნაშავეების სახელმწიფოს რუქა, რათა უფრო კარგად გაერკვას ამ სახელმწიფოდან შესული ილეგალების ვინაობასა და საქმიანობაში... ამას, მე მგონი კომენტარიც არ სჭირდება... გიო ნუ იცი ყველაფრის გადამეტება რა. მეც მტკივა გული და მეც ვხდევ რომ მართლაც ბევრს ცოდავენ ქართველები. მაგრამ არ შეიძლება ეგრე პირველ ადგილზე ხელაღებით დააყენო. საერთოდაც საქართველოშივე უნდა იყოს სულიერება იმდენად გაძლიერებული, რომ ის რწმენა ადამიანმა სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა უჭირდეს, თან წაიყოლოს და არ დაივიწყოს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მატასი |
Oct 4 2007, 01:17 AM
პოსტი
#38
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
KAIROS
გაიხარე და გაგვახარე! მეც საშინლად დამიმძიმდა გული... ვერ მივმხვდარვარ, რამ შეგვცვალა ქართველები ასე... მართლა ეკლესია თუ შემოაბრუნებს ამ ხალხს... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ნაინა |
Oct 4 2007, 04:44 AM
პოსტი
#39
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
გიორგი
ციტატა მაგალითად ავსტრიის პოლიციის უფროსს კაბინეტში საქართველოს რუქა აქვს გაკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გათახსირებული და გარყვნილი დამნაშავეების სახელმწიფოს რუქა, რათა უფრო კარგად გაერკვას ამ სახელმწიფოდან შესული ილეგალების ვინაობასა და საქმიანობაში... ამას, მე მგონი კომენტარიც არ სჭირდება... და როდის იყავი იმ პოლიციის უფროსის კაბინეტში? მლანძღავები არ აკლია საქართველოს და თქვენც თუ არ დაუმატებთ უკეთესია. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ქეთუ |
Oct 4 2007, 06:23 AM
პოსტი
#40
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
მართლა ძალიან მტკივა გული მაგრამ უნდა დავეთანხმო ზოგიერთს,
ციტატა იმიტომ, რომ ქართველები არიან ყველაზე სამარხვინო დანაშაულებში: მკვლელობაში, ძარცვა-ყაჩაღობაში, ქურდობაში, ნარკომანიაში და პროსტიტუციაში პირველ ადგილზე. ევროპულმა სახელმწიფოებმა ეს სტატისტიკა მშვენივრად იციან და ყველგან ერიდებიან ქართველებს. მაგალითად ავსტრიის პოლიციის უფროსს კაბინეტში საქართველოს რუქა აქვს გაკრული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში, გათახსირებული და გარყვნილი დამნაშავეების სახელმწიფოს რუქა, რათა უფრო კარგად გაერკვას ამ სახელმწიფოდან შესული ილეგალების ვინაობასა და საქმიანობაში... ამას, მე მგონი კომენტარიც არ სჭირდება... ასეა, ნუ ყოველშემთხვევაში სახელი აქვთ ამ დონეზე გატეხილი 1 წელია აქ ვარ და ჯერ არცერთქართველთან არ მქონია ახლო ურთიერთობა და არც სურვილი მაქვს, ადრე მეგობრის დაბადებისდღე იყო და ბრუკლინში ვიყავი რესტორანში, იქ მე ქართველები ისეთ დონეზე დაშვებულები ვნახე, გეფიცებით მრცხვენოდა მეთქვა რომ მეც იგივე ქვეყნიდან ვარ . რათქმაუნდა ყველაზე არაა საუბარი, ზოგი ისეთიცაა რომ გეამაყება მისისთ ქართველობა, მაგალითად ჩვენი ფორუ,ელი თიკო კანდელაკი, მართლა უსაყვარლესი და უჭკვიანესი პიროვნება და კიდევ ბევრია... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი