IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სვანეთიოოო, 8-9-10-11 სექტემბერი
ანანო
პოსტი Aug 27 2011, 12:23 AM
პოსტი #1


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



იოანა ვერ ხსნის თემას და მის დაწერილს დავაკოპირებ smile.gif
ანუ ორგანიზატორი არის იოანა kiss1.gif


საქმე იმაშია, რომ ყველანი აქედან მივდივართ სვანეთში. რამდენადაც სვანეთამდე შორი გზაა, ამდენად ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით აქვე, თბილისში და წავალთ ზუგდიდში. იმ საღამოს გავჩერდებით ჩემთან სახლში (იოანასთან). გამოვიძინებთ (რაც მთავარია მძღოლი გამოიძინებს) და დილას უთენია დავადგებით სვანეთის გზას, ისე, რომ მზის ამოსვლამ, სადღაც ენგურჰესთან მოგვისწროს და დავტკბეთ სვანეთისკენ მიმავალი გზის ხილვით. იმედი მაქვს, მინიმუმ ერთ სამარშუტო ტაქსს გავავსებთ (თუმცა გამორიცხული არ არის 7 კაციანით წასვლა), მაქსიმუმ – ორს. სვანეთის მოვლის გენერალური გეგმის შედგენას, ჩემი იმედისა და თემოს დაპირების საფუძველზე, ველოდები თემოსგან. სამეგრელოსთვის ერთი დღის დათმობის (ასეთ შემთხვევაში უნდა გავიდეთ ოთხშაბათ საღამოს ანუ 7 სექტემბერს და ხუთშაბათი (8 სექტემბერი) დავუთმოთ სამქგრელოს) იდეა ამ ეტაპზე, გადაღლილობის შიშით, უტოპიურად იქნა მიჩნეული, თუმცა, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა. თბილისიდან წავალთ სამარშრუტო ტაქსით და არა მატარებლით, როგორც ეს განიხილებოდა რაჭაში, რადგანაც თანხობრივად თითქმის იგივე ჯდება და აზრს კარგავს. მგზავრობა სავარაუდოდ დაჯდება 50 ან 60 ლარი (დამოკიდებულია მარშრუტზე. აღნიშნულ თანხაში შედის სასმელისა და ერთჯერადი ჭურჭლის ყიდვა). ღამის გათენება მცივანებისთვის შესაძლებელი იქნება ოჯახური ტიპის სასტუმროებში (რაც თავის მხრივ ცალკე თანხებთან იქნება დაკავშირებული), არამცივანებისთვის – კარვებში. ღონისძიება უპირობოდ გადაიდება/გაუქმდება მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ ცუდი ამინდების პროგნოზირების შემთხვევაში. ველი თქვენგან თანამშრომლობას, გულისხმიერებას და თანადგომას biggrin.gif



მარშრუტი: თბილისი – სვანეთი. თარიღი: 8–11 სექტემბერი.
პირველი გაჩერება – ზუგდიდი. მეორე და ძრითადი გაჩერება – მესტია (დაბანაკება მესტიაში).

დღეები:
8 სექტემბერი: თბილისი–ზუგდიდი
9 სექტემბერი: ზუგდიდი–ენგურჰესი–ლატალი (ორი ეკლესიის ნახვა)–მესტია–ქვაზე შემდგარი სიყვარულის კოშკის ნახვა (არ მისული იფარამდე)– უშგული (+მუზეუმები) – მესტია.
10 სექტემბერი: მესტია – ქორულდის ტბები (ასვლა ფეხით) – მესტია
11 სექტემბერი: მესტია – ჭალაათი – მესტია – თბილისი


ესეც სია:
‎1.მოგზაურა
2.ნეო
3.იოანა
4.სალი (?)
5.ქევანა (?)
6.გურულო (?)


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ანანო   სვანეთიოოო   Aug 27 2011, 12:23 AM
syd   ერთხელ მე და ჩემმა ...   Sep 4 2011, 12:59 AM
QORBUDA   ზომიერებას თუ გადა...   Sep 4 2011, 02:15 AM
მაშიკო   .zakaria. ჩამოდი ქუთაისშ...   Sep 5 2011, 12:41 PM
.zakaria.   .zakaria. ჩამოდი ქუთაის...   Sep 5 2011, 12:54 PM
GoG1cha   გამარჯობატ ფორუმ :) ...   Sep 5 2011, 05:53 PM
მაშიკო   GoG1cha პირიქით, უეჭველ...   Sep 5 2011, 08:36 PM
ბიძია თომა   მთლად არ დაგწყდეთ ...   Sep 5 2011, 09:44 PM
GoG1cha   მაინც წავალ მე 9ში ...   Sep 5 2011, 10:44 PM
მაშიკო   GoG1cha ვააა რითი მიდიხ...   Sep 5 2011, 11:55 PM
GoG1cha   მატარებლიტ ზუგდიდ...   Sep 6 2011, 01:06 AM
მაშიკო   GoG1cha უიიი არ მინდა, წ...   Sep 6 2011, 09:15 AM
ნაინა   ეს რამე ახალი ტრან...   Sep 6 2011, 09:31 AM
terra   ეს რამე ახალი ტრან...   Sep 6 2011, 01:28 PM
GoG1cha   ეგრე თუ იხალისებდი...   Sep 6 2011, 04:25 PM
afxazi   A.V.M ეს შეფარული პოლ...   Sep 6 2011, 09:45 PM
ანანო   GoG1cha სამსახური არ მი...   Sep 6 2011, 11:46 PM
ნაინა   A.V.M მოკლედ რა, ჩამოვ...   Sep 9 2011, 10:38 PM
georgios   მიდიხართ სვანეთში ...   Sep 18 2011, 02:37 PM
ხრიდოლიონი   სვანეთში თუ აპირებ...   Sep 9 2012, 07:49 PM
shuriani   რა ლამაზია :wub: :wub:   Sep 9 2012, 09:00 PM
tamara   იყავით?   Sep 11 2012, 04:16 AM
A.V.M   tamara არა... ჭიათურა მო...   Sep 11 2012, 05:35 PM
ხრიდოლიონი   სვანი ვარ მე სხვათ...   Sep 12 2012, 10:35 PM
A.V.M   შენც ასევე... :D   Sep 13 2012, 12:20 AM
2 გვერდი V < 1 2


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 03:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი