ორსული ღვთისმშობლის ხატი, დირბის დედათა მონასტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ორსული ღვთისმშობლის ხატი, დირბის დედათა მონასტერი |
qetevano |
Sep 13 2013, 11:50 AM
პოსტი
#141
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ციტატა არაუშავს, ქეთ, რწმენაში რომ გაძლიერდები, მერე სხვა კუთხით დაინახავ ხატის დანიშნულებას ის რომ წმინდანებთან მატო ავადმყოფობის ჟამს და გასაჭირის ჟამს მივიდეთ ეგ ჩემთვის გამორჩენის გამო რწმენაა. ეგ სულ ესე მეგონება ალბათ G_saxva ციტატა ემი აზრით ქეთის ცოტა რადიკალურად მაგრამ ს ეგ ავღნიშნე კიდეც უხეში შედარებაათქო, ვიცი რადიკალურად მომივიდა -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Sep 29 2015, 01:05 PM
პოსტი
#142
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე (მეტოქე - მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით) იყო. მეტოქის მიწაზე მოწეული მოსავალი საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 29 2015, 01:34 PM
პოსტი
#143
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„2003 წელს დირბის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შედეგადაც გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 29 2015, 03:56 PM
პოსტი
#144
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ღმრთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს. მათ შორის უნიკალურია ფრესკა, რომელსაც „იოსების ყვედრება“ ეწოდება და, რომელიც იშვიათად გამოისახებოდა არა მარტო ქართულ, არამედ, საერთოდ, ღმრთისმშობლის ცხოვრების ციკლის ამსახველ ძეგლებში.
განსაკუთრებით საინტერესოა ფაქიზი ოსტატობით და დედობრივი სითბოთი და სიყვარულით სავსე „მუცლადღებული ღმრთისმშობელი“. ნალესი ფენის მოხსნისას პირველად სწორედ ღმრთისმშობლის ეს ფრესკა გამოჩნდა, თითქმის უვნებელი“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 17 2015, 12:10 PM
პოსტი
#145
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძალიან ბევრი წყვილი გამრავლდა დირბის დედათა მონასტრის მოლოცვის მერე
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 4 2016, 09:05 PM
პოსტი
#146
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დირბის მონასტერს არაერთი სასაწაული უკავშირდება. აქ დღემდე გადმოსჩქეფს ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული და შეეწევა მასთან რწმენითა და სასოებით მისულებს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 14 2016, 12:54 PM
პოსტი
#147
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვინც თავგანწირული და გულმხუვალე მლოცველი იქნება, ყველას მიეცემა შვილი".
/სქემმონაზონი ანა (ღაჟონია-საჯაია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 30 2017, 02:35 PM
პოსტი
#148
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქორწინებიდან რვა წელი გავიდა და გიორგისა და არქონდულას შვილი არ შესძენიათ. "მოითმინე, ეს ღვთის ნებაა, - ამშვიდებდა ქალს ქმარი, - ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი. ქორწინების მიზანი ხომ მარტო შვილების გაჩენა არ არის, ეს, უპირველესად, გზაა სულიერი ზრდისაკენ..." ქალიც ბევრს ლოცულობდა, განსაკუთრებით ევედრებოდა წმინდა იოანე რუსს, მაგრამ ლოცვის ნაყოფი არ ჩანდა. ერთხელ არქონდულამ ეკლესიაში წმინდა იოანეს ხატის წინ წარმოთქვა: "რა დაგიშავე, წმინდა იოანე, ასე რომ გეჯავრები? რატომ არ მარგუნებს უფალი სიხარულს? მითხარი, წმინდა იოანე, გეჯავრები?"
იმავე ღამეს, როცა არქონდულა დასაძინებლად დაწვა, ოთახში წმინდა იოანე შემობრძანდა და უთხრა: "არქონდულა, როგორ ილოცე დღეს? წმინდანები არასოდეს არავის შეიძულებენ, ჯერ არ არის ღვთის ნება, რომ დედა გახდე. ორი წლის მერე სიხარული გეწვევაო". ორი წლის შემდეგ პირველი შვილის სიხარულს კიდევ ორი მოჰყვა და ბავშვების ჟრიამულმა აავსო სახლი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2018, 08:54 AM
პოსტი
#149
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დირბის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსს 2006 წელს მონოგრაფიული გამოკვლევა მიუძღვნეს ხელოვნებათმცოდნეებმა: გიორგი გაგოშიძემ და ნინო ჩიხლაძემ. შუა საუკუნეების ქართული კულტურის ეს ღირსშესანიშნავი ძეგლი საინტერესოა როგორც არქიტექტურული, ასევე მონუმენტური მხატვრობის თვალსაზრისით".
"იოსების ყვედრების" ლიტერატურული წყარო იაკობის პირველსახარება გახლავთ, სადაც მოთხრობილია ეპიზოდი ხუროობიდან შინ დაბრუნებული იოსების მწუხარების შესახებ, რომელმაც მარიამი მეექვსე თვეში გადამდგარი ორსული პოვა "და უთხრა: ღვთისაგან გამორჩეულო, ეს რა ჰქმენ? ნუთუ დაივიწყე უფალი ღმერთი შენი?.. მწარედ ატირდა მარიამი და მიუგო: წმინდა ვარ მე და არ ვიცი მამაკაცი". დირბის კომპოზიციის მხოლოდ მარჯვენა ნაწილია შემორჩენილი, სადაც თეთრნარევი მოვარდისფრო-ღვინისფერი არქიტექტურული კულისების ფონზე ღვთისმშობლის ფეხზე მდგომი ფიგურაა წარმოდგენილი. შარავანდმოსილ, ოდნავ თავდახრილ გამოსახულებას ზეაპყრობილი მარჯვენა სახესთან აქვს მიტანილი, მარცხენა კი მკერდთან და მწუხარებასა და უსამართლო ბრალდებათა უარყოფას გამოხატავს. მკლავებზე გადაფენილი, ტეხილ ბოლოებად დაშვებული მეწამული მაფორიუმის ფონზე მკაფიოდ ჩნდება თეთრნარევ-ცისფერ სტოლაში გახვეული ორსული მარიამის სხეული. ეს გამოსახულება დაუფარავი ნატურალიზმითა და ფაქიზი ოსტატობით წარმოგვიდგენს გამორჩეული ლირიზმითა და სითბოთი სავსე ორსული ღვთისმშობლის ფიგურას. მას ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. მარიამის თავის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, ცის მონაცრისფრო-მოლურჯო ფონზე თეთრათი შესრულებული ღვთისმშობლის ბერძნული ინიციალებია. სცენის მარცხენა ნაწილი, სადაც იოსების ფიგურა უნდა ყოფილიყო, პირწმინდად ამოშლილია." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 8 2019, 09:25 PM
პოსტი
#150
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი ორსულადაა. ძალიან ეშინია მშობიარობის და უნდა საკეისრო გაიკეთოს. რამდენად მისაღებია საკეისრო კვეთა ეკლესიურად?
პასუხი: ეკლესიურად ოპერაციული ჩარევა მიუღებელი არ არის, თუმცა გასარკვევია ეს გამოწვეულია უსაფუძვლო შიშის გამო თუ პათოლოგიური ჩვენებით. თუ აუცილებელი არ არის ოპერაციული ჩარევა, რა თქმა უნდა, უმჯობესია მშობიარობა წარიმართოს ფიზიოლოგიური გზით. ასე დააწესა უფალმა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 5 2023, 09:02 PM
პოსტი
#151
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იოსების ყვედრების" სცენა იშვიათად გამოისახებოდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთოდ ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლის ამსახველ ძეგლებში. მისი მაგალითები გვხვდება ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლში, აკათისტოს (დაუჯდომლის) ჰიმნების დასურათებაში, სადაც ის მე-4 კონდაკს - "ღელვისა შინაგან მქონებელს" - განასახიერებს"
/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 6 2023, 05:00 PM
პოსტი
#152
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - ღვთისმშობლის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა მისი ყრმობა ან "იოსების ყვედრების" ამბავი მახარებლებს აღწერილი არ აქვთ. მისი ლიტერატურული წყარო, როგორც ჩანს, აპოკრიფული ძეგლია, რომელიც ეკლესიის მიერ გარკევულწილად შეწყნარებული და პატივდებულია. რას მოგვითხრობს "იაკობის ყვედრების" სცენაზე წარმოდგენილი ეპიზოდი?
- "იოსების ყვედრების" ლიტერატურული წყარო იაკობის პირველ-სახარება გახლავთ, სადაც მოთხრობილია ეპიზოდი ხუროობიდან შინ დაბრუნებული იოსების მწუხარების შესახებ, რომელმაც მარიამი მეექვსე თვეში გადამდგარი ორსული პოვა "და უთხრა: ღვთისაგან გამორჩეულო, ეს რა ჰქმენ? ნუთუ დაივიწყე უფალი ღმერთი შენი?... მწარედ ატირდა მარიამი და მიუგო: წმიდა ვარ მე და არ ვიცი მამაკაცი". დირბის კომპოზიციის მხოლოდ მარჯვენა ნაწილია შემორჩენილი, სადაც თეთრნარევი მოვარდისფრო-ღვინისფერი არქიტექტურული კულისების ფონზე ღვთისმშობლის ფეხზე მდგომი ფიგურაა წარმოდგენილი. შარავანდმოსილ, ოდნავ თავდახრილ გამოსახულებას ზეაპყრობილი მარჯვენა სახესთან აქვს მიტანილი, მარცხენა კი მკერდთან და მწუხარებასა და უსამართლო ბრლადებათა უარყოფას გამოხატავს. მკლავებზე გადაფენილი, ტეხილ ბოლოებად დაშვებული მეწამული მაფორიუმის ფონზე მკაფიოდ ჩნდება თეთრნარევ-ცისფერ სტოლაში გახვეული ორსული მარიამის სხეული. ეს გამოსახულება დაუფარავი ნატურალიზმითა და ფაქიზი ოსტატობით წარმოგვიდგენს გამორჩეული ლირიზმითა და სითბოთი სავსე ორსული ღვთისმშობლის ფიგურას. მას ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. მარიამის თავის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, ცის მონაცრისფრო-მოლურჯო ფონზე თეთათი შესრულებული ღვთისმშობლის ბერძნული ინიციალებია. სცენის მარცხენა ნაწილი, სადაც იოსების ფიგურა უნდა ყოფილიყო, პირწმინდად ამოშლილია" /ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2023, 01:22 PM
პოსტი
#153
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - საქართველოს კიდევ რომელი ტაძრის მოხატულობაშია წარმოდგენილი "იოსების ყვედრების" სცენა (ორსული ღვთისმშობლის გამოსახულება)?
- მსგავსი იკონოგრაფიული სცენა გვხვდება ზარზმის ეკლესიისა და უბისის დიდი კარედის ხატის მოხატულობებში. ოღონდ, სამწუხაროდ, უბისის კარედის ხატის ეს სცენა მაინცდამაინც იმ ადგილას არის დაზიანებული, სადაც ღვთისმშობლის წიაღია მინიშნებული. ამდენად, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იყო თუ არა ამ სცენაზე ხაზგასმული ღვთისმშობლის ორსულობის გამომსახველი ფორმები ისე, როგორც ეს დირბის ეკლესიაშია წარმოდგენილი, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასე იქნებოდა" /ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი