ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
gio-1990 |
Jan 3 2009, 10:39 PM
პოსტი
#381
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 9-May 08 წევრი № 4,769 |
ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე -------------------- უფალო,იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
|
lamara |
Jan 4 2009, 12:00 AM
პოსტი
#382
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
gio-1990
ციტატა ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე წუთისოფელსა ამაოდ კბილებით რომ ვეჭიდებით აქ თუ არაფრად ვარგიხარ იქაც არავის სჭირდები ისეთ დროს უნდა წახვიდე, ისეთ დროს უნდა კვდებოდე ამქვეყნად ენანებოდე, იმქვეყნად ენატრებოდე -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
lelai |
Jan 4 2009, 02:03 AM
პოსტი
#383
|
ლელა ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 27-December 07 წევრი № 3,488 |
მეგრული სიმღერები არ იცით? დაწერეთ რა ტექსტები არ დაიზაროთ დიდი მადლობა წინასწარ ბაბუასგან მახსოვს ზოგი სიმღერა, სახეცვლილი ვარიანტებით. აგერ, ზოგი მათგანი, რაც კომპიუტერში მაქვს *** ართი ვარდი გამკოპწილი, ხესე მიკინებუ თინა, შურსუ თისუმეუნთხუა, სასიამოვნო მაფუ რინა სკანი გოლუაფირო სკან თოლების ჭირიმა მა ვამიჩქუ ათე ვარდი, სონ ბაღაში ნარდი რენი, ვართი ხომუ, ვართი ჟღირუ, მუდვა კორჩიში ნარგირენი! სკანი გოლუაფირო სკან თოლების ჭირიმა სკანი გოლუაფირო სკან თოლების ჭირიმა ართი ვარდი გამკოპწილი, ხესე მიკინებუ თინა, შურსუ თისუმეუნთხუა, სასიამოვნო მაფუ რინა სკანი გოლუაფირო სკან თოლების ჭირიმა *** ყოროფა არძა ართი ვა რე, ჩქიმი ვე მიჭარე შხვაშა, გიორდინი მიჩქუდუ დო გოითირუქო მა სი შხვაშა. ბორია რდას, ჭვიმა რდასი, სქან მოულას მა ქიბგინა, კანკალეშა გამკომილე, ვაშილებუ თაში რინა... სერ დო დღაში ართი მაფუ, სქან შარას გინვოჯინექ, სქან დუდი მიდამიღუ, შხვაქ კარგუმოკილერქ. ახ, ყოროფა სი ჯგირ დღაში, გური მუჭო დომიხაში, სერი იშენ სერი რენ დო უკუმელა მაფუ დღაში. *** ეს ყველაზე საყვარელიიიი ვა გიორქო მა ვა მორწონქო მა იშენ ქუგორლუაფუდა სქანი ჭირი მა... უსქანეთი მა, ვადმარინე მა, გოლუაფირო მახარია, სქანი ჭირი მა, (გოლუაფრო გურიშ ვარდი, სქანი ჭირი მა) ( მუ ჯგირი რექ მახარია სქანი ჭირი მა) ( მისამღერის რამოდენიმე ვარიანტი გამიგია) და ბოლოს, გილოცავთ შობა-ახალ წელს ახალ წანას მიგახვამანქ ღორონთქ გოითანუას ენა ჯვეში შხვა ახალი დიჩელამო გეხარ. სქან მაღაზა სქანი ბაღი ლაიტიში ეფშა ჟიო ჩიტი გოფურინი სუა ქოფჩანაფუდას შორს მითინი ქორუნსუდა აშო ქორჭარაფუდას ასე მეურქ გვალაშა აშ ვამმართე წანაშა ვეძებ სრულ ტექსტს სიმღერისას " ჩქიმი ცირა მახარია" - ჭოხონელიძეები რომ მღეროდნენ და "ცირა, ცირა, ნანაია ცირა ქუგალე". აპა ჰე, სტყორცნეთ მე მაგალითად ერთ ქორწილში მოვისმინე აქამდე არგაგონილი ვარიანტი: პარკუჭით წამაიყვანეს ბავშვობაში კი თავადვე ვმღეროდი - "პადრუჩკით" წამაიყვანეეეს! " ხომ ვიყავი გასალახი? ჰეჰ, მეც მასე ვმღეროდი ბავშვობაში "პარკუჭით ჩამაიყვანეს" მეთქი. თან არ ვიცოდი, რა იყო ეს პარკუჭი და მერე რომ ვისწავლეთ სკოლაში - ანატომიაში გულის პარკუჭი, გამიკვირდა, რა შუაშია მეთქი - გულის პარკუჭით როგორ ჩამოიყვანეს ის ქალი მეთქი ეტყობა, პარკუჭსაც მაინც თავისი ადგილი აქვს ამ ამბავში - უგულისპარკუჭოდ ხომ ვერ ჩამაიყვანდნენ იმ დიაცსა ი დალოცვილები -------------------- "...ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო, შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო, ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი ეპყრა და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...
„შენ ხარ ვენახი“ იყო. და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის ხმაც ჩამოესმა". ( გურამ დოჩანაშვილი - "ორნი აქა-იქ") |
lelai |
Jan 4 2009, 02:19 AM
პოსტი
#384
|
ლელა ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 27-December 07 წევრი № 3,488 |
"მირანგულა"- დან ეს მახსოვს მარტო
ვოო, საბრალო, მირანგულაო, დედეშ, დედეშ მირანგულა, ვოი დე, ვოი დედე. და მერე "ვოი" ზარად ისმის. კიდევ არის რამე ტექსტში? კიდევ ერთი კითხვა : ბოლო-ბოლო რომელია სწორი ვარიანტი "ჟინველოი" თუ "ნინველო" ? თუ ორივე გვხვდება? ("ნინველი ", როგორც მოგეხსენებათ სულხან-საბას განმარტებით ნიშნავს "ყმაწვილს", დღეს რომ "თინეიჯერს" ვეძახით ზუსტად არ მახსოვს, როგორ განმარტავს). მოკლედ, რომელია ამ სიმღერის ტექსტის სწორი ვარიანტი თუ იცით ფოლკლორის პროფესიონალებმა? -------------------- "...ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო, შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო, ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი ეპყრა და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...
„შენ ხარ ვენახი“ იყო. და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის ხმაც ჩამოესმა". ( გურამ დოჩანაშვილი - "ორნი აქა-იქ") |
lamara |
Jan 4 2009, 08:56 PM
პოსტი
#385
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
lelai
ციტატა ბაბუასგან მახსოვს ზოგი სიმღერა, სახეცვლილი ვარიანტებით. აგერ, ზოგი მათგანი, რაც კომპიუტერში მაქვს *** ართი ვარდი გამკოპწილი, ხესე მიკინებუ თინა, შურსუ თისუმეუნთხუა, სასიამოვნო მაფუ რინა სკანი გოლუაფირო სკან თოლების ჭირიმა მა ვამიჩქუ ათე ვარდი, სონ ბაღაში ნარდი რენი, ვართი ხომუ, ვართი ჟღირუ, მუდვა კორჩიში ნარგირენი! სკანი გოლუაფირო სკან თოლების ჭირიმა სკანი გოლუაფირო სკან თოლების ჭირიმა ართი ვარდი გამკოპწილი, ხესე მიკინებუ თინა, შურსუ თისუმეუნთხუა, სასიამოვნო მაფუ რინა სკანი გოლუაფირო სკან თოლების ჭირიმა *** ყოროფა არძა ართი ვა რე, ჩქიმი ვე მიჭარე შხვაშა, გიორდინი მიჩქუდუ დო გოითირუქო მა სი შხვაშა. ბორია რდას, ჭვიმა რდასი, სქან მოულას მა ქიბგინა, კანკალეშა გამკომილე, ვაშილებუ თაში რინა... სერ დო დღაში ართი მაფუ, სქან შარას გინვოჯინექ, სქან დუდი მიდამიღუ, შხვაქ კარგუმოკილერქ. ახ, ყოროფა სი ჯგირ დღაში, გური მუჭო დომიხაში, სერი იშენ სერი რენ დო უკუმელა მაფუ დღაში. *** ეს ყველაზე საყვარელიიიი ვა გიორქო მა ვა მორწონქო მა იშენ ქუგორლუაფუდა სქანი ჭირი მა... უსქანეთი მა, ვადმარინე მა, გოლუაფირო მახარია, სქანი ჭირი მა, (გოლუაფრო გურიშ ვარდი, სქანი ჭირი მა) ( მუ ჯგირი რექ მახარია სქანი ჭირი მა) ( მისამღერის რამოდენიმე ვარიანტი გამიგია) და ბოლოს, გილოცავთ შობა-ახალ წელს ახალ წანას მიგახვამანქ ღორონთქ გოითანუას ენა ჯვეში შხვა ახალი დიჩელამო გეხარ. სქან მაღაზა სქანი ბაღი ლაიტიში ეფშა ჟიო ჩიტი გოფურინი სუა ქოფჩანაფუდას შორს მითინი ქორუნსუდა აშო ქორჭარაფუდას ასე მეურქ გვალაშა აშ ვამმართე წანაშა დიდი მადლობა. მეც გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
agent-idumaleba.church.ge |
May 24 2010, 01:11 AM
პოსტი
#386
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 22-May 10 მდებარ.: თბილისი - გურია - ოზურგეთი წევრი № 8,880 |
თოვლის ფანტელი
თოვლის ფანტელი გაშიშვლებულ ტოტებს აცვივა, ჩემო ჩიორა შენ ხომ არ გცივა, მოდი ჩაგიკრა უბეში და თბილად იქნები, არ დაგასველებს თოვლის ფფქები. მოგიალერსებ ჩიტუნავ და ამას ვინატრებ, ფიფქივით შენც არ გაუჩინარდე, ..თორემ ხომ ხედავ არე მარეს იმგვარადათოვს, სხვა ჩემნაირად ვერვინ გაგათბობს. Х2 |
ნანინა |
May 24 2010, 01:16 PM
პოსტი
#387
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
agent-idumaleba.church.ge
თქვენი პოსტები წავშალე მხოლოდ ბოლო დავტოვე თავისთავად თემა კარგია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ "თოვლის ფანტელი" ხალხური სიმღერა არაა სხვა დროს გაითვალისწინეთ და ხალხური სიმღერების ტექსტები დადეთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
agent-idumaleba.church.ge |
May 29 2010, 10:37 PM
პოსტი
#388
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 22-May 10 მდებარ.: თბილისი - გურია - ოზურგეთი წევრი № 8,880 |
ქართული ხმები & ანსაბლი ურმული - კარკუჩით წამაიყვანეს (მუსიკა: რ. ლაღიძე, ლექსი: ხალხური)
კარკუჩით წამაიყვანეს, ქალი ლამაზი თმიანი, შვიდი მაყარი თან მოჰყვა, შვიდთავე ცხენოსნიანი. მისამღერი: ..ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში, ბევრსაც ვარ გადანაყარი, ის კიარ გამიგონია, დედოფალს კოცნის მაყარი. Х2 ქალმა თქვა ახალგაზრდასა, სიცილით შავეპარები, მოვაკვლევინებ სურვილსა, ახლო არ გავეკარები. არ მაიშალა ლამაზმა, შავი თოლების ბრიალი, ცალად ხიდთან რო მივიდნენ, დადგა ხანჯლების ტრიალი. Х2 პირმან დაგლოცათ ღვთისამან, ნაწილმან ბარძიმისამან, ალავერდს წმინდა გივარგიმ, ქალაქში სივანისამან. ..ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში, ლხინსა და გახარებასა, ვაჟების ქორწინებასა, ქალების გასტუმრებასა. Х2 |
Funkenstein |
May 30 2010, 12:51 PM
პოსტი
#389
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
კარგი თემაა არსდროს არ ვიცოდი ტექსტები ზეპირად
|
kinoteli |
May 30 2010, 01:00 PM
პოსტი
#390
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
აუუუუუ ვინმემ დადოს რა ტექსტი სიმღერის:
"მიყვარხარ ტკბილო კახეთო" -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
mr.satadarigo |
May 30 2010, 01:10 PM
პოსტი
#391
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
აუუუუუ ვინმემ დადოს რა ტექსტი სიმღერის: "მიყვარხარ ტკბილო კახეთო" http://church.ge/index.php?showtopic=806&st=1760 ამ თემაში დადეს და ნახე კარგად -------------------- მდგმურები ვართ
|
kinoteli |
May 30 2010, 01:30 PM
პოსტი
#392
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
დიდი მადლობა.....მგონი სრული ტექსტი არ არის -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
valeridzia |
Jun 4 2010, 09:19 AM
პოსტი
#393
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 6-October 09 წევრი № 7,584 |
"ყანსავ ყიფიანე"-ს ტექსტი ხომ არ მოგეპოვებათ?
-------------------- იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ
|
Qeti... |
Oct 13 2010, 04:22 AM
პოსტი
#394
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 12-October 10 წევრი № 9,625 |
ალუდა ქეთელაური - გუდანის ჯვარი
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია, თორღვაის ცხენი იქ აბია, ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს... არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ყმანია შენს კარზედ აუარებლად საკლავიც მოგვიყვანია დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია მის კარზედ შემოვკრებილვართ ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია ნეტავ, რა ხმა და რა ზარია, რა გოდება და თავზარია, მუცოს ბეჭები გაჰბზარვია, ჟამისგან ძლეულა მუცო. არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ყმანია შენს კარზედ აუარებლად საკლავიც მოგვიყვანია დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია მის კარზედ შემოვკრებილვართ ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია სადღაც ვაჭრობაა გაგანია, სადღაც ლამპიონთა ღაღანია, სადღაც ცეკვაა და არღანია, ვიღაც მდიდრდება და წუწკობს არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ყმანია შენს კარზედ აუარებლად საკლავიც მოგვიყვანია დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია მის კარზედ შემოვკრებილვართ ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია აქ აღარც თორღვა ძაგანია, აღარც ფარ-შუბების ჭახანია, მშველელს ელოდება რა ხანია, ბეჭებგაბზარული მუცო. არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ყმანია შენს კარზედ აუარებლად საკლავიც მოგვიყვანია დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია მის კარზედ შემოვკრებილვართ ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია გამათიბე ჩემო ცელოო, ქადას გამოგიცხობენო ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო, ცხენის ნალებით დატუქსვილნიო. თენდები - სამოთხის გვრიტები თენდები ნურც გათენდები დიდო ღამეო სთვლისაო ამოხვალ ნუმცა ამოხვალ ცისკარო თენებისაო დაიყეფნე ძაღლო, დაიყეფნე შე შავის პატრონისაო ქარაფს გიკიდნავს პატრონი ფურ-ბერწის საბანდითაო ღამეს ვათენებ თეთრადა შვილი ვარ დიდის მთიოსაო ძმობილსა შემიტყობინე ამბავი შავი დღისაო მე ის აქ არა გამწირავს არცა შაირცხვენს პირსაო გასჭრიან ჩამამაგდებენ პირბასრი ფრანგულითაო ღრუბლები დაფარფატობენ ღრუბლები დაფარფატობენ როგორც შარბათით მთვრალები შენ შემოხედვას ნატრულნი შურით შემხედვენ ქალები ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი დაღალა მხრებში დახარა დაღარა დაანაოჭა, ზედ ყოილ აღარ ახარა ბახტრიონიდან გიცქერი, ლამაზო თუშის ქალაო მე გული გადაგიშალე შენ კი პასუხსაც მალავო ქალო მითხარი შენი ვარ, გული არ დამეხურება მთას თუ მზის სხივი ანათებს, ნისლით არ დაიბურება ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად ყოილი ქალისა ყოფილა სულის მომკვლელი დამათრობელი გულისა მზეო ამოდი ამოდი და ჩაეხუტე ქალს ჩაეხუტე და გათბე აღარ გაყვება სხვას სანთელი შენ სანთელი ხარ უფლის ხმობილი, ო, პაწაწინა თაფლის სანთელო. გყოლია მრევლი ხელაპყრობილი - შენ შეგინახავს ეს საქართველო ჩამოგიქოლებს სული ტაძართა და ეგ სიწმინდე გასაკვირია. ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა, ბევრჯერ დაღვრილხარ და გიტირია. შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო, მაგრამ რამდენი კვნესა გიგრძვნია. შენ საქართველოს ჭირისუფალო, აყვავებულა (ტექსტი: ელგუჯა უძილაური) აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მოცურავს მთა-მთა. .. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო, ემაგ თაფლისფერ თვალთა X2 ციხეგორობას სტუმრად მოგივალ, არ გეოცები ნეტა? .. შენთან ალერსი მწადიან ქალო, ყოფნა მწადიან შენთან X2 და მერე თუნდაც ფშავლის ასულო, შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, .. ნეტა ვიცოდე როგორ მიტირებ, გლოვის სევდიან ხმაზე X2 მაღალ ბილიკებს, მთებსა და ჯიუხვებს რაისთვის სთელავ ნეტავ, .. მოდი ვიქნები შენი წაწალი, მთები დავლახოთ ერთად X2 აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მიცურავს მთა-მთა. .. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო, ემაგ თაფლისფერ თვალთა X2 -------------------- როდესაც მეკითხებიან საქართველოში როდის ბრუნდებიო გული მტკივა და ჩუმად ვპასუხობ--ოდესმე კი დამიტოვებია იგი?
შენ გენაცვალე, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა! საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი, შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ მიტომ დაპატარავდი |
nika0201 |
Dec 24 2010, 11:33 PM
პოსტი
#395
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 17-June 07 წევრი № 2,213 |
ეს სიმღერა ხომ არ იცით ბოლომდე? "ქალავ ბრძოლის წინ გიხილე შამამემატა იმედი ერთი ათს შავერკინები თუ კი შენ დამიტირებდი......." ქალავ, ბრძოლის წინ გიხილე, შემომემატა იმედი, ერთი ათს შევერკინები, თუ კი შენ გამიღიმებდი, სიკვდილსაც არად ჩავაგდებ, თუ კი შენ დამიტირებდი. ეგ შენი შავი დალალნი, დაწნული სარო მგონია, შენებრ სადარი სიტურფე, ამ ქვეყნად მოსაგონია, შენთვის დაღუპულ ვაჟკაცსა, თავი მძინარე მგონია. ქალაუ, შენმა თოლებმა, შემომიკიდეს ალია, ამ გულში ცეცხლს ვერ ჩააქრობს თვით დარიალის წყალია, თუ კი უშენოდ ვერა ვძლებ, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია. ეს არის ტექსტი. ამის სიმღერა თუ გაქვთ ვინმეს, ამიტვირთეთ რა |
ნუკე |
Dec 16 2011, 01:57 PM
პოსტი
#396
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 16-December 11 წევრი № 11,861 |
ცანგალა და გოგონა (ქართლური) ცანგალა გოგონა, ჰე ჰეიდა. ცანგალა და გოგონა, ჰე ჰეიდა. ვარალალი ვარალალო ვარალალი ვარალალო ცანგალა და გოგონა, (ჰე) (ბანი ყოველთვის ასე გააყოლებს) გოგონა და გოგონა, გოგონა და გოგონა ჰოი გოგონა გოგონაო, ჰოი გოგონა გოგონაო ბანი გვთხარით ბიჭებო, ვარალალი ვთქვათ ხმიანი, ცანგალა და გოგონა ჩვენი ტატე რა ბიჭია, ჩვენი ტატე რა ბიჭია მართლაც ვაჟკაცის წონაო, მართლაც ვაჟკაცის წონაო, ვარალალი ვარალალო მისი ერთი ხელეული, ძნა არის არა კონა. ქალაქში შეჰყვარებია, ქალაქში შეჰყვარებია ერთი კოხტა გოგონაო, ერთი კოხტა გოგონაო ტატე იმაი გაიძახის ეტყობა კარგი იქნება, გოგოა ოქროს წონა. ახლა დავძახოთ ბიჭებო, ცანგალა გოგონა. ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა ჩვენი ტატე ჩამოუვლის თვითონ იცის როგორაა, ღვთისმშობლობას ნიშნობა აქვს მაყრად მოყავს სოფრონა ტატე ბიჭი ინიშნება, ცანგალა გოგონა. მაყრად მოყავს სოფრონა, ვაჰ რა ბიჭი სოფრონა. მომღერალი მეფანდურე, მაღალია ჭოღონა, მაყრებად ამოვირჩიოთ ნინია და კეკელა. ქორწილისთვის მოვემზადოთ, ცანგალა გოგონა (დაუარე ტატეეეე...) ვივარჯიშოთ ცეკვაშია. ცანგალა გოგონა. სიმღერებიც გავიხსენოთ ჩაკრულო და მაყრულა, ცეკვა-თამაში გავმართოთ ცანგალა და გოგონა, ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა გოგოებო ნუ ღონდებით ძაღლებივით ნუ ღრინავთ, ეგეთ ბიჭებს ამოგირჩევთ აქეთ ჯობდეს ათ წილად. გაუსვი და გამოუსვი, ცანგალაგოგონა. როგორც ჭიანურია, ცანგალა გოგონა. გოგოებო ითამაშეთ ცანგალა და გოგონა, თორემ ვეღარ გათხოვდებით შინ დარჩებით კენტადა. აბა ბიჭო გადავძახოთ, ცანგალა გოგონა. ცანგალა და გოგონა, ცანგალა და გოგონა ეს ბიჭი კარგად თამაშობს ფეხის ცერებზე დგება, ამან რომ რამე იტკინოს ნეტავ ვის დაბრალდება ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, (2-ჯერ) ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, გოგნი გოგნი გოგნი გოგო (ჩერდება და შენელებით) გოგნი გოგნი გოგონა. სამწუხაროდ აუდიო ჩანაწერი არ მაქვს აი ამ სიმღერის მუსიკაც http://www.youtube.com/watch?v=aIQ8XlpUqzU&feature=related |
z u r a |
May 16 2012, 09:46 PM
პოსტი
#397
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,372 |
მოგესალმებიტ ყველას. გმერთი გფარავდეთ და გეცეოდეთ.
თხოვნა მაქვს ყველასტან. თუ სჰეიდზლება ვაგიორქოს ტექსტი ვისაც აქვს ზუსტი ვარიანტი დადოს რა. ძალიან მომცონს და თუ ვინმე შეძლებს დახმარებას ღმერთი გაახარებს.წინასწარ დიდი მადლობა. გაიხარეტ და გამრავლდით |
აკაკი |
May 16 2012, 10:38 PM
პოსტი
#398
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
z u r a
ვაგიორქო მაა ვამორწონქო მაა იშენტ ქუგორლუაპუდა სკანი ჭირიმა_2ჯერ უსკანეთი მა ვამორწონქო მა გოლვაფირო მახარია სკანი ჭირიმა_2ჯერ უსკანეთი მაა ვადმარინე მაა გოლვაფირო მახარია სკანი ჭირიმა-2ჯერ უსკანეთი მა ვამორწონქო მა მაფუსრული ჯოჯოხეთი სკანი ჭირიმა-2ჯერ --------------------------- 1.ვრიანტი ვაგიორქო მა, ვადმარინე მა იშენ ქუგოლუაფუნდო სკანი ჭირიმა. უსკანეთი მა, თექიანა მა, მაფუსრული ჯოჯოხეთი სკანი ჭირიმა.(-2-ჯერ) 2. ვარიანტი ვა გიორქო მა, ვა მორცონქო მა, ნამუშენი ვაგიორქო სკანი ჭირიმა. უსკანეთუ მა, ვადმარინემა, მუ ჯგირირექ მახარია, სკანი ჭირიმა. უსკანეთუ მა, ვადმარინემა, გოლვაფირო გურიში ვარდი, სკანი ჭირიმა. ------------------------- კიდევ ერთი ვარიანტი : ვაგიორქო მა, ვა მორწონქო მა. იშენ ქუგოლუაფუდო, სკანი ჭირიმა. მის.: უსკანეთი მა, ვადმარინექ მა. გოლ'ვაფირო მახარია, სკანი ჭირიმა. უსკანეთი მა, თექიანა მა, მაფუსრული ჯოჯოხეთი, სკანი ჭირიმა. მის.: ვაგიორქო მა, ვამორწონქო მა, გოლ'ვაფირო გულიშ ვარდი, სკანი ჭირიმა. |
T e R a |
Jul 21 2012, 12:35 PM
პოსტი
#399
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 21-July 12 წევრი № 12,523 |
არხოტო, სამშობლო,
ჯიხვ–არწივების ბინაო, შენს მტერსა შამაკლა, შენს მკერდზედ დამაძინაო. ბეთლემის კარზე ჰკიდია, ოჟა ჯურღაის ფარიო, მამულის ომის წადილით ხანდისხან შესძრავს ქარიო. მტერს შეუძახებს ქართველი, მზერა აქვს არწივისანი. ცას აიჭრება ხმა როგორც ჯიხვზედ ნასროლი ისარი. კარგი ყმის ცოლობა, რად გიხარია ქალაუ. მოკვდება ლაშქარში, დარჩები ცარიალაო. და თუ მოკვდება ვაჟკაცი, არხოტის გულისთვინაო, დედავ აცხოვნე ვაჟკაცი, ვინც თავი იქ შესწირაო. არხოტო, სამშობლო არ გაიცვლება სხვაზედა. ორივ ტკბილია ძმობილო მირჩევნის ორთავ თვალზედა. არხოტო, სამშობლო, ჯიხვ–არწივების ბინაო, შენს მტერსა შამაკლა, შენს მკერდზედ დამაძინაო. ეს ახოტოს სრული ვერსიაა. აუ ქალავ სიცოცხლეს სრული ვერსია თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა გეხვეწებით. |
T e R a |
Jul 21 2012, 03:28 PM
პოსტი
#400
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 21-July 12 წევრი № 12,523 |
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა–მთა, დარდი მასწავლე ფშავლის ასულო, ე მაგ თაფლისფერ თვალთა. ციხე–გორობას მე სტუმრად მოვალ, არ გეოცები ნეტა, შენთან ალერსი მწადიან ქალო, ყოფნა მწადიან შენთან. და მერე თუნდაც ფშავლის ასულო, შენ ძმათ შამაჭრან ხმალზედ, ნეტავ ვიცოდე როგორ მიტირებ, გლოვის სევდიან ხმაზედ. მაღალ ბილიკებს, მთებს და ჭიუხებს, რაისთვის სთელავ ნეტა. მოდი ვიქნები შენი წაწალი, მთები დავლახოთ ერთად. აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მოცურავს მთა–მთა, დარდი მასწავლე ფშავლის ასულო, ე მაგ თაფლისფერ თვალთა. ესეც აყვავებულა არაგვზე დეკა, კიდევ ბევრი ტექსტები მაქვს და საშუალების მიხედვით დავდებ ხოლმე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი