ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
Amuza |
Apr 9 2008, 10:28 PM
პოსტი
#81
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ამუზას და რა თქმა უნდა სხვებსაც! 66-ე ქვეთავის მე-5-ე განყოფილებაში დაემატა ქალბატონ მარიამ-ცინარი ხმიადაშვილის ახალი ლექსი, რომელიც ეძღვნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II გთხოვთ, მოინახულოთ! ლამაზად არის შედგენილი და გამოქვეყნებული. ღმერთმა გაგაძლიეროს და დაგლოცოს გიორგი!!! -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
xornabujeli |
Apr 10 2008, 07:53 AM
პოსტი
#82
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ციტატა დადგა ხარება იღვიძებს კვირტი, დადგა ხარება, ღმერთს დიდება და ჩვენ - გახარება. გილოცავთ ზეიმს, ”უფალი მეფობს” ამას გვასწავლის, გვთხოვს სახარება. ნეტავ, ისეთი დრო მოგვემადლოს ყველგან მშვიდობის სუფევდეს ნება, და არა მხოლოდ ფუჭი სურვილით, მარტო რითმების ნაზი ზმანება. ზეციერო გთხოვ, ავი გვაშორე, შიშით ძრწოლა და აკანკალება. შემოუბრუნე ქართველი კერას, გვეყო გაყოფა და გაცალება! სამამულე რქა გაგვიჩანაგდა, ვენახს მიგდებულს, ეკალ-ნარებში მამულს უმზერენ, აღარ დასრულდა, უცხო ტომელთა სრბოლა-თარეში. რა გვემართება, რად დავბეჩავდით, ცოდვა, ხომ ვერსად დაიფარება?! ღმერთო გთხოვ, ძალა მოგვაკრებინე, ხარება დადგა, გვსურს გახარება. გიორგი ალავერდაშვილს (აკროსტიკი) გიორგი, შენ გაგახარა ღმერთმა, ლამაზი ლექსია ,ძალიან მომეწონა,კვლავ გაიხარე! სხვათა შორის, ჩემთან ინსტიტუტში სწავლობდა რამოდენიმე ფერეიდნელი ქართველი,რამდენიმე ხნის მერე ისინი წავიდნენ,ზოგი უკან ფერეიდანში ,ზოგიც სხვა სასწავლებელში გადავიდა,მათგან ერთი კი დღესაც ჩემს კურსზე სწავლობს ,ლევანი ჰქვია... -მე და ჩემი ჯგუფელი -ლევან ხუციშვილი(ფერეიდნელი,სოფელ მარტყოფიდან)სამების ტაძრის ეზოში: -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
Amuza |
Apr 10 2008, 01:57 PM
პოსტი
#83
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
გახსენება
ვუძღვნი ჩემ თანასოფლელს შალვა ქვასროლიაშვილის ნათელ სულს შალვას ვიხსენებ, შემორჩა სახედ თავისუფლებას, როგორც მძევალი; აკურამ ზარდა ნაკურთხ მიწაზე, სულით შავლეგოს გზის მიმდევარი. ცხრა აპრილის დღეს და იმ განთიადს რატომ უტევდა ასე მდევარი?! რატომ ინება ნეტავ განგებამ ასეთი მსხვერპლი, შესაწევარი?! როცა განკითხვის ზარმა დარეკა, ლაღად, ამაყად ცეკვავდა მაშინ, ისე მხნე იყო თურმე იმ წუთში ალბათ უფალი თუ ედგა მხარში. დაიგრუხუნა ტანკების დელგმამ შემოიგრაგნა ღრუბელი ცაში... იდგა "ბართლომეს ღამე" თბილისში თავგანწირულთა ფოლადი ხმაში... მგოსნის სიტყვები ძველ ხანჯლის ელდად, სიოს ფოთლების შრიალი ქარში უსინათლოთა ბნელში სიმღერამ, ჩაახშო აბჯართ ჟღარუნი ხალხში... გათენდა დილა, გადათელილი და მართალ სულებს უხმობდა ცაში და „ცხელი გული“ სვეტიცხოველში სისხლის წვეთს თვლიდა გმირების ძარღვში. ცინარი-მარიამ ხმიადაშვილი 9 წელი 2004 წელი -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
gugua |
Apr 10 2008, 06:06 PM
პოსტი
#84
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გიორგის! ეს ლექსი წავა იქ (ჩვენ რომ ვიცით), მაგრამ თარიღი 2004 წლის 9 აპრილია ხომ?
-------------------- www.fereidani.ge
|
Amuza |
Apr 10 2008, 06:09 PM
პოსტი
#85
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
გიორგის! ეს ლექსი წავა იქ (ჩვენ რომ ვიცით), მაგრამ თარიღი 2004 წლის 9 აპრილია ხომ? კი ნამდვილად მასეა ჩემო გიორგი. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
gugua |
Apr 10 2008, 06:26 PM
პოსტი
#86
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ამუზას!
უკვე მზად არის! ნეტავ იცოდე მაინც, რამხელა პატივს ვცემ შენს ოჯახს! -------------------- www.fereidani.ge
|
ვეშაპო |
Apr 11 2008, 12:17 AM
პოსტი
#87
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ვინმეს თუ გაქვთ მაგ მხარის სურათები, დადეთ რა.
-------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Amuza |
Apr 11 2008, 01:31 PM
პოსტი
#88
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ვინმეს თუ გაქვთ მაგ მხარის სურათები, დადეთ რა. www.fereidani.ge შედი ამ საიტზე და იხილავ სურათებს! -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
gugua |
Apr 17 2008, 07:27 AM
პოსტი
#89
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
საიტს www.fereidani.ge დაემატა 38-ე ქვეთავის ინგლისური ვარიანტი (თარგმანი ქეთევან ივანაშვილისა). გთხოვთ მოინახულოთ!
-------------------- www.fereidani.ge
|
spy_lady |
Apr 17 2008, 03:38 PM
პოსტი
#90
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 17-April 08 წევრი № 4,579 |
gugua
თქვენ გააკეთეთ ეს საიტი? -------------------- გეშინოდეს საკუთარი ოცნების, მას ახდენა შეუძლია...
|
gugua |
Apr 17 2008, 08:06 PM
პოსტი
#91
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
spy_lady-ს!
კი, მაგიტომაც მაქვს ჩასმული ხელმოწერის ნაცვლად! უფრო სწორად ჩემმა ვაჟმა - ირაკლიმ დაიწყო და მერე მე გადმომაბარა, მას თავისი საქმე აქვს, მე კი არ ვასვენებდი, მერე მე მასწავლა და ახლა ორივემ მოვისვენეთ xornabujeli-ს! ძმაო, მაპატიე ცოტა მოგვიანებით რომ მოგმართავ, მაგრამ სჯობს გვიანო, ხომ გაგიგონია? შეიძლება ეგ სურათი საიტში გადავიტანო? უბრალოდ მინდა თავი მოვუყარო ყველა ინფორმაციას და ფოტოს, რაც კი ფერეიდანს და ფერეიდნელებს ეხება! ოღონდ ცოტა კიდევ მომწერე რამე (თუ გინდა ჩემს მისამართზე) შენი სახელი და გვარი, ან რასაც ჩათვლი საჭიროდ, სურათის ქვეშ რომ დავურთო, კარგი? ეს ხუციშვილებს ეხება: ქართველთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგი განსაკუთრებული სისასტიკით დაუსჯიათ, - ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ, რომ მისი სხეული ნაფლეთებად ექციათ. სიკვდილის წინ ჯალათებისთვის ღიმილით უთხოვია, - სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიმართეთო. ვერ შეუბედიათ უარი ვაჟკაცისათვის... ქერიმ-ხანის ჯარის ერთ-ერთი სარდალი წარმოშობით ქართველი იყო. ბრძოლის დროს ის შირაზში იმყოფებოდა. ფერეიდანში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი რომ შეუტყვია, ქართველთა დასახმარებლად გაქცეულა, მაგრამ დაუგვიანია. ომი დასრულებული დახვდა. მხოლოდ ისღა მოუხერხებია, რომ ცოცხლად გადარჩენილი ქართველების სიცოცხლე გამოუთხოვია სასტიკი ხანისაგან. ქერიმს უარი ვერ უთქვამს უმამაცესი სარდლისათვის. ომის შემდეგ ქართველებმა ვეღარ შეძლეს ქართული ადათ-წესების ბოლომდე შენარჩუნება. ამ ომში მრავალი გვარი ამოწყდა. თურმე ბრძოლისას, როდესაც დედა შვილთან ერთად კლდიდან ვარდებოდა, შვილის გადასარჩენად ცდილობდა, ზურგზე დაცემულიყო, ბავშვი კი გულში ჰყავდა ჩაკრული. სწორედ ასე გადარჩენილა ჰაყვერდი ხუციშვილი, რომლის შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს ფერეიდანში»... ამ ამბის მთხრობელი გიორგი ხუციშვილი სწორედ იმ ჰაყვერდის შთამომავალია. «ეს ბრძოლა ხარკის ასაცილებლად არ მომხდარა. ის ქართული ხასიათის გამოვლინება იყო და მტერს ასწავლიდა, რომ ქართველებს ძალით ვერავინ დაიმორჩილებდა. საქართველოს ისტორია ხომ ამის უტყუარი მაგალითია. ასეთი ტკივილით სავსე ამბები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჩვენში. ასე ვიზრდებოდით, მათი მოსმენით ვძლიერდებოდით და გვიათმაგდებოდა ჩვენი შორეული სამშობლოს, მისი ენის, კულტურის სიყვარული. ასე შევინარჩუნეთ ქართველობა და გვინდა ჩვენმა მომავალმა თაობებმაც იცოდნენ, რომ მათი დასაცავია სამშობლო, ენა, ქართველობა და წინაპრის კულტი», - გვწერს გიორგი ხუციშვილი. ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი. რაც დრო გადის, მით უკეთ ვხვდებით, რომ ჩვენი შორეული მოძმეებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, თუნდაც საკუთარი ისტორიის დაფასება. გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
kmunebi |
Apr 17 2008, 09:06 PM
პოსტი
#92
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
გაგიმარჯოთ ფერეიდანელო ქართველებო! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!
-------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
spy_lady |
Apr 17 2008, 10:19 PM
პოსტი
#93
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 17-April 08 წევრი № 4,579 |
spy_lady
შესანიშნავ საქმეს აკეთებთ! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! -------------------- გეშინოდეს საკუთარი ოცნების, მას ახდენა შეუძლია...
|
xornabujeli |
Apr 18 2008, 02:56 AM
პოსტი
#94
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
spy_lady-ს! კი, მაგიტომაც მაქვს ჩასმული ხელმოწერის ნაცვლად! უფრო სწორად ჩემმა ვაჟმა - ირაკლიმ დაიწყო და მერე მე გადმომაბარა, მას თავისი საქმე აქვს, მე კი არ ვასვენებდი, მერე მე მასწავლა და ახლა ორივემ მოვისვენეთ xornabujeli-ს! ძმაო, მაპატიე ცოტა მოგვიანებით რომ მოგმართავ, მაგრამ სჯობს გვიანო, ხომ გაგიგონია? შეიძლება ეგ სურათი საიტში გადავიტანო? უბრალოდ მინდა თავი მოვუყარო ყველა ინფორმაციას და ფოტოს, რაც კი ფერეიდანს და ფერეიდნელებს ეხება! ოღონდ ცოტა კიდევ მომწერე რამე (თუ გინდა ჩემს მისამართზე) შენი სახელი და გვარი, ან რასაც ჩათვლი საჭიროდ, სურათის ქვეშ რომ დავურთო, კარგი? ეს ხუციშვილებს ეხება: ქართველთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგი განსაკუთრებული სისასტიკით დაუსჯიათ, - ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ, რომ მისი სხეული ნაფლეთებად ექციათ. სიკვდილის წინ ჯალათებისთვის ღიმილით უთხოვია, - სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიმართეთო. ვერ შეუბედიათ უარი ვაჟკაცისათვის... ქერიმ-ხანის ჯარის ერთ-ერთი სარდალი წარმოშობით ქართველი იყო. ბრძოლის დროს ის შირაზში იმყოფებოდა. ფერეიდანში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი რომ შეუტყვია, ქართველთა დასახმარებლად გაქცეულა, მაგრამ დაუგვიანია. ომი დასრულებული დახვდა. მხოლოდ ისღა მოუხერხებია, რომ ცოცხლად გადარჩენილი ქართველების სიცოცხლე გამოუთხოვია სასტიკი ხანისაგან. ქერიმს უარი ვერ უთქვამს უმამაცესი სარდლისათვის. ომის შემდეგ ქართველებმა ვეღარ შეძლეს ქართული ადათ-წესების ბოლომდე შენარჩუნება. ამ ომში მრავალი გვარი ამოწყდა. თურმე ბრძოლისას, როდესაც დედა შვილთან ერთად კლდიდან ვარდებოდა, შვილის გადასარჩენად ცდილობდა, ზურგზე დაცემულიყო, ბავშვი კი გულში ჰყავდა ჩაკრული. სწორედ ასე გადარჩენილა ჰაყვერდი ხუციშვილი, რომლის შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს ფერეიდანში»... ამ ამბის მთხრობელი გიორგი ხუციშვილი სწორედ იმ ჰაყვერდის შთამომავალია. «ეს ბრძოლა ხარკის ასაცილებლად არ მომხდარა. ის ქართული ხასიათის გამოვლინება იყო და მტერს ასწავლიდა, რომ ქართველებს ძალით ვერავინ დაიმორჩილებდა. საქართველოს ისტორია ხომ ამის უტყუარი მაგალითია. ასეთი ტკივილით სავსე ამბები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჩვენში. ასე ვიზრდებოდით, მათი მოსმენით ვძლიერდებოდით და გვიათმაგდებოდა ჩვენი შორეული სამშობლოს, მისი ენის, კულტურის სიყვარული. ასე შევინარჩუნეთ ქართველობა და გვინდა ჩვენმა მომავალმა თაობებმაც იცოდნენ, რომ მათი დასაცავია სამშობლო, ენა, ქართველობა და წინაპრის კულტი», - გვწერს გიორგი ხუციშვილი. ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი. რაც დრო გადის, მით უკეთ ვხვდებით, რომ ჩვენი შორეული მოძმეებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, თუნდაც საკუთარი ისტორიის დაფასება. გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი არაუშავს ძმაო გიორგი,კი ნამდვილად გამიგონია. გადაიტანე და თუ ,კი კიდევ რამეს ფოტოს,ან ინფორმაციას მოვიპოვებ იმასაც მოგაწვდი, რაც ფერეიდნელებს ეხებათ.ღმერთმა, ხელი მოგიმართოს ყველა კეთილ საქმეში. ეს ,ეს ისტორიაც საინტერესოა და ბევრს რასმე გვასწავლის,სხვათა შორის მე ვკითხე და ლევანმა მითხრა ,რომ მე ჩემი წინაპრების 15-თაობა ვარო და პირველად ვინც ირანელებს კახეთიდან ტყვედ წაუყვანიათ(ჩემს წინაპართაგანო) გიორგი ხუციშვილი იყოო.ასევე აღნიშნა,რომ ირანის რევოლუციამდე იქაური ქართველები თავისი ტომის(ქართველების) გარდა სხვაზე არც თხოვდებოდნენ და არც ქორწინდებოდნენო,მხოლოდ რევოლუციის შემდეგღა დაიწყეს, ნელ-ნელა ამ ტრადიციის დარღვევაო. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
gugua |
Apr 18 2008, 07:49 AM
პოსტი
#95
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
xornabujel გიორგის სიღნაღელი გიორგისაგან!
ჩემო სეხნიავ და მიწა-წყალო! თუ გინდა ცოტა ხანს დავიცადოთ, ლევანის დაველოდოთ, იქნებ სურვილი ჰქონდეს უფრო სერიოზული ქვეთავი გავაკეთოთ მასზე და არა მარტო ეს ერთი სურათი. აბა დაელაპარაკე და მერე პასუხი შემატყობინე. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Apr 18 2008, 07:20 PM
პოსტი
#96
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა:
1. ქვეთავი 2 - "ტკივილიანი ციხემთა" ფერეიდნელი ლევან ხუციშვილის და ხორნაბუჯელი გიორგი ლეკაშვილის ფოტო; 2. ქვეთავი 63 - "გიორგი ოჩკუროვი - საქართველოს სიყვარულით" ორი ფოტო-გალერეა : "From the Collections of the Georgian National Museum" და "ნიკო ფიროსმანი - Niko Pirosmani" გთხოვთ მოინახულოთ! პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
xornabujeli |
Apr 22 2008, 12:36 AM
პოსტი
#97
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
xornabujel გიორგის სიღნაღელი გიორგისაგან! ჩემო სეხნიავ და მიწა-წყალო! თუ გინდა ცოტა ხანს დავიცადოთ, ლევანის დაველოდოთ, იქნებ სურვილი ჰქონდეს უფრო სერიოზული ქვეთავი გავაკეთოთ მასზე და არა მარტო ეს ერთი სურათი. აბა დაელაპარაკე და მერე პასუხი შემატყობინე. გაიხარე ძმაო,ახლა სააღდგომო არდადეგები გვაქვს ინსტიტუტში,მერე რომ ვნახავ აუცილებლად დაველაპარაკები,პასუხს გაცნობებ,აბა ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ჩვენ და ყველა ქრისტიანს,ღმერთს ებარებოდე! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
gugua |
Apr 23 2008, 10:20 PM
პოსტი
#98
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
xornabujel-ს!
ჩემო სეხნიავ და ჩემო მიწა-წყალო! დიდი მადლობა! შენც და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ მომავალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
Amuza |
Apr 23 2008, 10:28 PM
პოსტი
#99
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
xornabujel-ს! ჩემო სეხნიავ და ჩემო მიწა-წყალო! დიდი მადლობა! შენც და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ მომავალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი გიორგი როგორ ხარ? ვახ რა ლამაზი თამარის ჯვარია? ახალი ხომ არ არის რამე შენსკენ? -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
xornabujeli |
Apr 24 2008, 01:30 AM
პოსტი
#100
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
xornabujel-ს! ჩემო სეხნიავ და ჩემო მიწა-წყალო! დიდი მადლობა! შენც და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ მომავალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი -გაიხარე, ძმაო ,მეც გულით და სულით გილოცავ შენ და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დამდეგ აღდგომის დღესასწაულს,დაესწარით მრავალს! -ღმერთმა, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ჩვენ და სრულიად საქართველოს! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი