IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი
Giorgi-
პოსტი Jun 21 2010, 01:58 PM
პოსტი #41



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ჰოდა შევთანხმდით.... სწავლას და განვითარებას რაც ეხება ყველაფერი კარგია.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 21 2010, 07:38 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ინგლისური თუ არ იცის ადამიანმა რაღა ეშველება sad.gif აღარ იციან როგორ ეპირფერონ ამერიკას და ევროპას... მაინცდა მაინც მაგათ ყალიბზე თუ არ მოიჭრა ადამიანი აღარ ყოფილა საშველი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 21 2010, 07:52 PM
პოსტი #43


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მარიამის აზრს ვიზიარებ.
რუსული არ ისწავლებოდა 1 კლასიდან, არამედ მეორედან და არც ის იყო კარგი. ტელეფონის ნომრებს უფროსი თაობა დღესაც რუსულად რომ ამბობს, სწორედ მაგის ბრალია.

ფილმებს, ინგლისურენოვანს ორიგინალში სუბტიტრებით რომ გადმოსცემდნენ, ამას ნამდვილად მივესალმები. ევროპის ბევრ ქვეყანაში მიღებულია ეს და ნაცადი, რომ ამით ხალხი მართლაც სწავლობს ენას და ყურს აჩვევს მოზარდიც, თუნდაც ინგლისურენოვანი მულტფილმის ყურებისას ენას. ისევე, როგორც ადრე რუსული ფილმები და მულტფილმები იყო.

სკოლაში უცხო ენა 1 კლასში მაინც არ უნდა ისწავლებოდეს. სახლში თუ ერთ-ორ ინგლისულ ლექსს ასწავლის მშობელი ბავშვს, ამით ნამდვილად არაფერი დაშავდება, მაგრამ წერა-კითხვის სწავლის აუცილებლობას 3-4 კლასამდე მაინც მე ვერ ვხედავ.

აი კომპიუტერის მსგავსი მოწყობილობებით წიგნების ჩანაცვლების წინააღმდეგი ვარ. საერთოდაც მგონია რომ მოზარდი ბავშვი, რაც შეიძლება ნაკლებ დროს უნდა ატარებდეს კომპიუტერთან. არ მესმის მშობლების, რომლებმაც ოღონდაც ცოტა დაისვენონ ბავშვისაგან და ჩაურთავენ კომპიუტერს და დასვავენ ბავშვებს მასთან, ან თუნდაც დებილურ მულტფილმების არხებს, სადაც არაფერი სასარგებლო არაა ბავშვისათვის. კომპიუტერი ბავშვებს აკომპლექსებს, რამდენადაც ვირტუალურ რეალობაში "მძლეთამძლეები" გონიათ თავი, იმდენად მოკლებულები არიან რეალურ და ადამიანურ ურთიერთობებს, მეგობრობას და ა.შ. და დიდი ხნით კომპიუტერთან ჯდომა რომ ბავშვის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს, ამაზე უამრავი კომპეტენტური კვლევაა და არ ღირს საუბარი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 21 2010, 09:41 PM
პოსტი #44



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



A.v.B
ციტატა
ნგლისური თუ არ იცის ადამიანმა რაღა ეშველება აღარ იციან როგორ ეპირფერონ ამერიკას და ევროპას... მაინცდა მაინც მაგათ ყალიბზე თუ არ მოიჭრა ადამიანი აღარ ყოფილა საშველი...



პირფერობა რა შუაშია? ინგლისური ჩვენთან არის ახალი ხილი (პოსტსაბჭოთა ქვეყნებში), თორემ რამდენიმე საუკუნეა რაც საერთაშორისო ენააა მსოფლიოში. ენა რომელიც ყველგან გამოგადგება, სასტუმროში, აეროპორტში, სამსახურში. საერთაშორისო ფინანსური ოპერაციებიც ამ ენაზე კეთდება და ა.შ. უმეტეს ქვეყნებში საგზაო ნიშნები, სხვადასხვა ბანერები მშობლიურ და ინგლისურ ენაზეა მხოლოდ. ინგლისური ისევე საჭიროა როგორც ჰაერი და წყალი და ცუდს ამაში ვერაფერ ვხედავ...

k@the
ციტატა
ტელეფონის ნომრებს უფროსი თაობა დღესაც რუსულად რომ ამბობს, სწორედ მაგის ბრალია.


ეგ უფრო შოფერი ტიპის ხალხია და რუსული ჯარის გავლენაა სკოლაზე უფრო. მე ვეთანხმები რუსული ენის სწავლას, მხოლოდ იმიტომ რომ მეზობელი სახელმწიფოა და ვეთანხმები თურქულის, აზერბაიჯანულის და სომხურის სწავლასტან ერთად და არა ცალსახად რუსულის


ციტატა
სკოლაში უცხო ენა 1 კლასში მაინც არ უნდა ისწავლებოდეს. სახლში თუ ერთ-ორ ინგლისულ ლექსს ასწავლის მშობელი ბავშვს, ამით ნამდვილად არაფერი დაშავდება, მაგრამ წერა-კითხვის სწავლის აუცილებლობას 3-4 კლასამდე მაინც მე ვერ ვხედავ.

ციტატა
აი კომპიუტერის მსგავსი მოწყობილობებით წიგნების ჩანაცვლების წინააღმდეგი ვარ. საერთოდაც მგონია რომ მოზარდი ბავშვი, რაც შეიძლება ნაკლებ დროს უნდა ატარებდეს კომპიუტერთან


ეს კიდევ საკითხავია რამდენად სწორად გვესმის. შეიძლება არც ასეა საქმე. კომპიუტერში იმდენივეა ცუდი რამდენიც წიგნებში. სწორად გამოყენების შემთხვევაში საფრთხეს ვერ ვხედავ. თან არ მგონია რომ კომპიუტერით წიგნების ჩანაცვლებას აპირებდნენ. ევროპაში და აშშ-ში რაც არის დანერგილი იმას არ გადაახტებიან, ზემოაღნიშნულ ქვეყნებში კიდევ უფრო კარგადაა შესწავლილი მეთოდიკა, ვიდრე ჩვენთან და სხვათაშორის შედეგიც სახეზეა. კომპიუტერის და წიგნის კომბინაცია ძალიან კარგი უნდა იყოს თუ რეფორმა გამოუვიდათ

ჩვენ და სომხეთი ვდგავართ და გავყვირით თუ რანი ვიყავით ოდესღაც და ერთ პატარა საქმეში ვერ ენდობი ვერავის, ან გადაგაგდებს, ან სიშტერის გამო თავს ვერ მოაბამს

საერთოდ ყველაფრის განმსაზღვრელი უნდა იყოს შედეგი. სწავლა იქნება ეს თუ შრომა


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 22 2010, 12:41 AM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



Giorgi-
როგორც ჰაერი და წყალი არა მაგრამ როგორც ყველი და პური ეგრე ნაღდად იქნება biggrin.gif biggrin.gif არ მომწონს მე ეგ ამბავი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 22 2010, 07:03 AM
პოსტი #46


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Giorgi-
+1
ინგლისური არის მსოფლიო ენა, მარტო ჩვენ არ ვაღიარებთ, რადგან არც ქართული ვიცით და სხვა რამის სწავლაც არ გვინდა, კიდევ გვაქვა რამდენინმე ხორციანი იდეა, ტრადიციის და კულტურის მიმართულებით, რომელსაც არავინ გვართმევს, არადა ვერ ვუფრთხილდებით ასე ჩვენი ენის ამარა მყოფებიც და თან მაინც არ ვიცით სინამდვილეში რა არის.

ვერ ვხედავ ვერავითარ საშიშროებას ამ ამბავში, თუმცა რაიონებთან შედარებით თბილისი, მეჩვენება, რომ ცალკე სახელმწიფოა, იმდენად რადიკალურად სხვანაირი მდგომაორეობაა იქ.

უცხო ენის და კომპიუტერების დარიგება კი არა, იმდენად პრიმიტიური ამბებია მოუგვარებელი, გიკვირს რომ ასეთ პირობებში კიდევ სასწავლებელი ქვია დაწესებულებებს.

k@the
ციტატა
ტელეფონის ნომრებს უფროსი თაობა დღესაც რუსულად რომ ამბობს, სწორედ მაგის ბრალია

მაშინ რუსული ენა კი არა იდეოლოგია იყო და საკმაოდ სერიოზული გაციმბირების ტოლფასი.
გერევათ ახლა თქვენ.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 22 2010, 10:57 AM
პოსტი #47



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



აბა დავცხეთ რეფორმატორებმა ფუნდამენტალისტებს, მეორე რაუნდი tongue.gif

თქვენი წინაპრები წიგნებსაც ებრძოდნენ და დარწმუნებული ვარ როდესაც ცეცხლი მოიპოვა ადამიანმა ტრადიციების უარმყოფლად შერაცხეს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 22 2010, 11:08 AM
პოსტი #48


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



kato_Bato
აქ არაა საუბარი ინგლისურის და კომპიუტერის საერთოდ სწავლება-არ სწავლებაზე, არამედ იმაზე, თუ როდიდან უნდა დაიწყო და კომპიუტერის შემთხვევაში დოზასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ თვალის ექიმს ჰკითხე და გეტყვის, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომა აზიანებს ბავშვის მხედველობას (და არა მარტო მხედველობას). როცა ბავშვი ისედაც ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან და ტელევიზორთან სახლში, სკოლა იყო ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა კომპიუტერისთვის მოეწყვიტა თვალი. ახლა სკოლაშიც კომპიუტერთან უნდა დასვან და ეს იქნება მინიმუმ 2-3 საათი მაინც დღეში. მაშინ როცა ამ ასაკისთვის ექიმები კვირაში ნახევარი ან ერთი საათის უფლებას აძლევენ, რომ ჯანმრთელობა არ დაუზიანდეთ. იმედია, განსხვავებას ხედავ და შედეგებსაც მიხვდები რა იქნება.
გარდა ამისა, ბავშვები საერთოდ ვეღარ შეძლებენ ხელით წერას. ახლა არ მითხრა, მერე რად უნდათო? smile.gif

მე ჩემს შვილს არაფრით არ შევიყვან ისეთ სკოლაში, სადაც პირველი კლასიდან კომპიუტერს მიაჩეჩებენ. მე არ მინდა ავადმყოფი შვილი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს და თან კომპიუტერიც იცოდეს და ინგლისურიც. თქვენ თუ გინდათ, შორიდან მიყურეთ, როგორ გამომივა ეს ამბავი ამ ყველაფრის პირველი კლასიდან დაწყების გარეშე smile.gif (იმედია, ისეთი სკოლებიც დარჩება ბუნებაში, სადაც ამას თავზე არ მოახვევენ). (შენიშვნა: აქ ცოტა საკუთარ თავში დარწმუნებული, ამპარტავნული ფრაზა გამომივიდა და ცუდად მხვდება თვალში. ამიტომ დავაზუსტებ, რომ ვგულისხმობ არა იმას, რომ მე ვარ მაგარი და ყველაფერი გამომივა, არამედ იმას, რომ ბავშვი პირველი კლასიდან დაწყების გარეშეც შეძლებს ამ ყველაფრის ათვისებას ცოტა მოგვიანებით. და მე მაგ მეთოდს გამოვიყენებ).

ციტატა
დარწმუნებული ვარ როდესაც ცეცხლი მოიპოვა ადამიანმა ტრადიციების უარმყოფლად შერაცხეს

და ცეცხლი რომ კარგია, ეს ნიშნავს, რომ პატარა ბავშვიც უნდა მიუშვა ცეცხლთან? ცოტა სახიფათო ხომ არ იქნება? a075.gif
და რომ ამბობ, რაც მალე დაიწყებ, მით უკეთესიო, ბარემ უკვე დააწყებინე 2 წლის ასაკში ინგლისური. შენ გგონია, ვერ აითვისებს? დაგიძახებს მერე "მამის" მაგივრად "დედის" და დედამისს დაუძახებს "მამის" biggrin.gif მერე რა, რომ აზროვნება აერევა, სამაგიეროდ ინგლისური ეცოდინება და წარმატებული იქნება ცხოვრებაში biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 22 2010, 11:12 AM
პოსტი #49


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მარიამი
გეთანხმები მარიამ. კომპიუტერთან ხანრძლივი ურთიერთობა (რაც არ უნდა სასარგებლო და შემეცნებით ინფორმაციას ვღებულობდეთ), რომ აღარიბებს სულიერ სამყაროს გამომიცდია, ალბათ თქვენც. წარმოიდგინეთ პირველი კლასიდან, როდესაც ბავშვი ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს კომპიტერისკენ რომ მიმართავ მის ინტერესს... ალბათ რამოდენიმე წელში მის გარეშე ცხოვრებაც აღარ შეეძლება და სულიერად გამოფიტული იქნება.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 22 2010, 11:20 AM
პოსტი #50


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



lingvo
კომპიუტერის არასწორი და უკონტროლო გამოყენება სულიერ ცხოვრებას როგორ ამახინჯებს, მაგაზე მე აქ შეგნებულად არაფერს ვამბობ, რადგან ჯერ ისიც კი არ იცის ზოგმა, რაც უფრო მარტივი გასაგებია: მხედველობაზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე მისი უარყოფითი გავლენა. სულიერი მხარე ხომ კიდევ ცალკე სასაუბროა და გაცილებით უფრო მძიმედ არის მანდ მდგომარეობა, ვიდრე ზოგს წარმოუდგენია.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 22 2010, 11:57 AM
პოსტი #51



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მარიამი
ციტატა
ჩემს შვილს არაფრით არ შევიყვან ისეთ სკოლაში, სადაც პირველი კლასიდან კომპიუტერს მიაჩეჩებენ. მ


აბა ყანწის დაჭერა ასწავლონ თუ არ შეიყვან smile.gif

ციტატა
და ცეცხლი რომ კარგია, ეს ნიშნავს, რომ პატარა ბავშვიც უნდა მიუშვა ცეცხლთან? ცოტა სახიფათო ხომ არ იქნება?
და რომ ამბობ, რაც მალე დაიწყებ, მით უკეთესიო, ბარემ უკვე დააწყებინე 2 წლის ასაკში ინგლისური. შენ გგონია, ვერ აითვისებს? დაგიძახებს მერე "მამის" მაგივრად "დედის" და დედამისს დაუძახებს "მამის" მერე რა, რომ აზროვნება აერევა, სამაგიეროდ ინგლისური ეცოდინება და წარმატებული იქნება ცხოვრებაში



ვინაა ახლა დემაგოგი biggrin.gif

აბა შეიყვანე ისეთ სკოლაში სადაც "პედაგოგები" გამოუჭედავენ ყურებს რომ ჩვენ ქართველები აღმატებული ერი ვართ და იყო დრო მსოფლიოს ვაჩოქებდით და ჩვენ რომ რუსთაველი გვყავდა ამერიკა აღმოჩენილი არ იყო და როგორ შეიძლება ჩვენზე განვითარებული იყოს. აზიელები მახინჯები არიან და ევროპელები ჰომოსექსუალისტები მარტო ქართველები და რუსები ვართ რაც ვართ, უფრო სწორად რუსები და ქართველები...

მაგრამ მეტი გზა არც მე მაქვს ფასიან სკოლაში ვერ შევიყვან ისეთი გადასახადია, ისღა დამრჩენია დავისვა და მე ვასწავლო smile.gif





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 22 2010, 12:56 PM
პოსტი #52


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მე ვეთანხმები რუსული ენის სწავლას, მხოლოდ იმიტომ რომ მეზობელი სახელმწიფოა და ვეთანხმები თურქულის, აზერბაიჯანულის და სომხურის სწავლასტან ერთად და არა ცალსახად რუსულის

laugh.gif ვაიმე

პ.ს. ნეტა ისინი თუ სწავლობენ ქართულს, მაგავე მეზობლობის მიზეზით


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 22 2010, 01:07 PM
პოსტი #53


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
აბა შეიყვანე ისეთ სკოლაში სადაც "პედაგოგები" გამოუჭედავენ ყურებს რომ ჩვენ ქართველები აღმატებული ერი ვართ და იყო დრო მსოფლიოს ვაჩოქებდით და ჩვენ რომ რუსთაველი გვყავდა ამერიკა აღმოჩენილი არ იყო და როგორ შეიძლება ჩვენზე განვითარებული იყოს. აზიელები მახინჯები არიან და ევროპელები ჰომოსექსუალისტები მარტო ქართველები და რუსები ვართ რაც ვართ, უფრო სწორად რუსები და ქართველები...

რუსთაველი რომ გვყავდა და მაშინ ამერიკა აღმოჩენლი არ იყო ეს ფაქტია. ზოგადად, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციებისადმი სიყვარულისა და შემეცნების სურვილის მოშლა სწადიათ ახალგაზრდობაში ადვილი დასანახია.

ისტორიას წარმოუდგენენ ბავშვებს როგორც წარსულის გადმონაშთს. თითქოს არ ქონდეს მნიშვნელობა ვინ იყავი წარსულში და მთავარი აწმყოა. ისტორია კი... უბრალოდ ფაქტების ცოდნისთვისაა საჭირო. ისე ზოგადად "ინტელექტის ასამაღლებლად". სამშობლოსადმი უსიყვარულოდ.

ქართველი ადამიანის ღირსებას აკნინებენ. აბა შეხედეთ რანი ვართ ეხლა ჩვენ ქართველებიო, სხვა განვითარებული ქვეყნები ყველა ჩვენზე უკეთ ცხოვრობს და ჩვენ კი ნახეთ როგორი ვართო... ნაცვლად იმისა, რომ დაანახონ ბავშვს როგორნი იყვნენ ჩვენი წინაპრები და აღზარდონ მასში ის იდეალი რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ახალგაზრდის სული. აქ კი პირიქითაა ცდილობენ ესაუბრონ დღევანდელ ცუდზე და ამით შეაყვარონ ყალბი არაეროვნული ფასეულობები.

მოკლედ ლიბერალიზმის დამკვიდრებას ცდილობენ სკოლის ასაკიდანვე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება...


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 22 2010, 04:32 PM
პოსტი #54



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



lingvo
ციტატა
რუსთაველი რომ გვყავდა და მაშინ ამერიკა აღმოჩენლი არ იყო ეს ფაქტია. ზოგადად, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციებისადმი სიყვარულისა და შემეცნების სურვილის მოშლა სწადიათ ახალგაზრდობაში ადვილი დასანახია.


ვის სწადია? რატომ? რისთვის? რა სარგებელი?

ამერიკა თუ აღმოჩენილი არ იყო ვის უფრო აქვს დღეს ნამდვილი პატრიოტიზმის განცდა ამერიკელს, თუ ქართველს და სომეხს?

რუსთაველი რომ გვყავდა რათქმაუნდა ძალიან კარგია, მაგრამ რატომ შევჩერდით იმ საუკუნეში? თანაც კონკრეტულ პიროვნებებზე?

ციტატა
ისტორიას წარმოუდგენენ ბავშვებს როგორც წარსულის გადმონაშთს. თითქოს არ ქონდეს მნიშვნელობა ვინ იყავი წარსულში და მთავარი აწმყოა. ისტორია კი... უბრალოდ ფაქტების ცოდნისთვისაა საჭირო. ისე ზოგადად "ინტელექტის ასამაღლებლად". სამშობლოსადმი უსიყვარულოდ.


მცდარია!

იგივე აშშ-ში მოქალაქეობა რომ მიიღო ის 300 წლიანი ისტორია უნდა იცოდე კარგად. ისტორია არსად არ არის გადმონაშთი, პირიქით, აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელია. ისტორიაში ჩარჩენაა ცოტა სახიფათო...

ციტატა
ქართველი ადამიანის ღირსებას აკნინებენ. აბა შეხედეთ რანი ვართ ეხლა ჩვენ ქართველებიო, სხვა განვითარებული ქვეყნები ყველა ჩვენზე უკეთ ცხოვრობს და ჩვენ კი ნახეთ როგორი ვართო... ნაცვლად იმისა, რომ დაანახონ ბავშვს როგორნი იყვნენ ჩვენი წინაპრები და აღზარდონ მასში ის იდეალი რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ახალგაზრდის სული. აქ კი პირიქითაა ცდილობენ ესაუბრონ დღევანდელ ცუდზე და ამით შეაყვარონ ყალბი არაეროვნული ფასეულობები.


ჩვენ თვითონ ვიკნინებთ ღირსებას, თვითონ გვაქვს კომპლექსები რომ სხვები ჩვენზე განვიტარებულები არიან, თორემ არავინ არსად არ გაკნინებს რუსეთის გარდა

იდეალის აღზრდას რაც შეეხება, ნამდვილი პატრიოტიზმით მიიღწევა და არა ფსევდო ფასეულობებით. იგივე ამერიკელი დღეს უკვე ეროვნებას ნიშნავს, მაშინ როდესაც ინდიელების გარდა არავინაა ამერიკელი

ჩვენი პრობლემა იცი რაშია?

რეფორმები არ გვიყვარს, ყველაფერს ვაკრიტიკებთ, თავი აგვიწევია ზემოთ, თან არასრულფასოვნების კომპლექსი გვტანჯავს როგორც ერს, დებილი იმპერიალისტი რუსეთი არ გვინდა და თან გვინდა. ევროპასთან იტეგრაცია არ გვინდა, მაგრამ გამარტივებული სავიზო რეჟიმი კი გვინდა რომ მომვლელებად ვიმუშავოთ და მანქანები ჩამოვიყვანოთ

სხვათაშორის ეს აშშ-ს სიძულვილი უდიდესი საბჭოთა გავლენაა რაც ქვეცნობიერში დაგვრჩა.

რითი ჯობია რიგითი ქართველი რიგით ამერიკელს?

სმით და გულზე მუშტების რტყმით.

მოკლედ მივესალმები თანამედროვე საზოგადოებას, ნამდვილ ფასეულობებს, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 22 2010, 04:43 PM
პოსტი #55



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



lingvo

ისტორია უნდა იყოს და არის კიდევაც სავალდებულო. მეც მეამაყება რუსთაველი, თამარი, დავით აღმაშენებელი და ა.შ. და ჩემს შვილსაც აუცილებლად ვასწავლი, უბრალოდ პესიმისტებად არ უნდა გავზარდოთ მომავალი თაობა ჩვენსავით მხსნელს პრეზიდენტებში და პოლიტიკურ ლიდერებში რომ ვეძებთ და მერე 99.9%-ით ვირჩევთ და შემდეგ ერთხმად ჩამოვაგდებთ smile.gif

ევროპა ამ მხრივ გაცილებით წინ არის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 22 2010, 04:51 PM
პოსტი #56


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
მცდარია!
იგივე აშშ-ში მოქალაქეობა რომ მიიღო ის 300 წლიანი ისტორია უნდა იცოდე კარგად. ისტორია არსად არ არის გადმონაშთი, პირიქით, აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელია. ისტორიაში ჩარჩენაა ცოტა სახიფათო...
მცდარი რატომ არის? რათქმაუნდა ამერიკა თავის მოქალაქეებზე ზრუნავს, რომ იცოდნენ ისტორია. ჩვენთან კი პირიქით, ცდილობს ლიბერალიზმი მოგვახვიოს თავს. მაგ. ჩვენთან რასაც ტელევიზიით გადაცემენ იქ კანონით ისჯება ალბათ.
ციტატა
ვის სწადია? რატომ? რისთვის? რა სარგებელი?
სწადია გლობალიზაციის ავტორებს. იმისთვის, რომ ისტორიის დამვიწყებელი და ფესვეს მოწყვეტილი ადამიანი ადვილი სამართავია. სარგებელი კი გლობალიზაციის პროცესის გაღმავებაა.
ციტატა
მოკლედ მივესალმები თანამედროვე საზოგადოებას, ნამდვილ ფასეულობებს, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას და ა.შ.

ნამდვილი ფასეულობები ეროვნული ფასეულობებია. თანამედროვე საზოგადოების უმრავლესობა ლიბერალურ ფასეულობებს იზარებს, რაშიც მათი თანაზიარი არ ვიქნები. საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაა ზუსტად ლიბერალიზმი... (რაც გინდა ის აკეთე–ს პრინციპი).


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 22 2010, 04:52 PM
პოსტი #57



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



lingvo
ციტატა
ცდარი რატომ არის? რათქმაუნდა ამერიკა თავის მოქალაქეებზე ზრუნავს, რომ იცოდნენ ისტორია. ჩვენთან კი პირიქით, ცდილობს ლიბერალიზმი მოგვახვიოს თავს. ჩვენთან რასაც ტელევიზიით გადაცემენ იქ კანონით ისჯება ალბათ.


თუ სკოლებში მძიმე მდგომარეობაა მხოლოდ და მხოლოდ კომუნისტურ - 90-ანი წლების გადმონაშთია და ამას გამოსწორება უნდა. არავინ არაფერს არ ცდილობს რომ მოგახვიოს, ყველას თავისი საქმე აქვს

ციტატა
სწადია გლობალიზაციის ავტორებს. იმისთვის, რომ ისტორიის დამვიწყებელი და ფესვეს მოწყვეტილი ადამიანი ადვილი სამართავია. სარგებელი კი გლობალიზაციის პროცესის გაღმავებაა.


ეს უხილავი მტრები ლინგვო ხომ იცი რომ არ არსებობენ. ხალხს რაღაც მტრის ხატის შექმნა უყვარს რომ ყველა მისი პრობლემა ვიღაცას გადააბრალოს ჰორიზონტზე. ქართველი ახალგაზრდა მთელი დღე ბირჟაზე დგას განსაკუთრებით რაიონებში და ქალები თოხნიან და მუშაობენ.


ციტატა
ნამდვილი ფასეულობები ეროვნული ფასეულობებია. თანამედროვე საზოგადოების უმრავლესობა ლიბერალურ ფასეულობებს იზარებს, რაშიც მათი თანაზიარი არ ვიქნები. საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაა ზუსტად ლიბერალიზმი... (რაც გინდა ის აკეთე–ს პრინციპი).



ეროვნულობის განცდა შვეიცარიელს უფრო აქვს, ამერიკელს, გერმანელს და ინგლისელს ვიდრე ქართველს დღეს, თუმცა ერთმანეთს არ აწუხებენ, დღეს მსოფლიოს ნაწილი ვართ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. თანამედროვე რაც დაინერგება შეიძლება გააპროტესტო სხვა მიზეზების გამო მაგრამ არა იმიტომ, რომ არიქა ქართველობას ერჩიან და ა.შ. smile.gif

ჩემი აზრით ყველა ქართველი საზღვარგარეთ უნდა წავიდეს 2-3 თვე, ნორმალურ ქვეყანაში რათა თავისი თვალით ნახოს რა ჯობია. აქედან რთულია მსჯელობა. ბევრი გარემო ფაქტორი მოქმედებს. გუბაზ სანიკიძე, აქუ და სხვა პატრიოტები smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 22 2010, 05:01 PM
პოსტი #58


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
თანამედროვე რაც დაინერგება შეიძლება გააპროტესტო სხვა მიზეზების გამო მაგრამ არა იმიტომ, რომ არიქა ქართველობას ერჩიან

პირველ კლასში კომპიუტერით სწავლების დანერგვის მცდელობა არ არის მიზანმიმართული ბრძოლა?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 22 2010, 05:09 PM
პოსტი #59



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



lingvo
ციტატა
პირველ კლასში კომპიუტერით სწავლების დანერგვის მცდელობა არ არის მიზანმიმართული ბრძოლა?


არა, იმიტომ, რომ ისე გვესმის როგორც გვინდა გავიგოთ. კარგად უნდა მაგ საკითხს გარკვევა. არ მგონია რომ გადააყრევინონ წიგნები და ლეპტობებზე დასვან ბავშვები. პირველ კლასელი რა დროსაც ხარჯავს კომპიუტერზე სახლში, იმის მეასედიც არ იქნება, მაუსის დაწკაპუნებას და ინტერნეტში შესვლას ასწავლიან


ქევანა
ციტატა
პ.ს. ნეტა ისინი თუ სწავლობენ ქართულს, მაგავე მეზობლობის მიზეზით



ალბათ არა, იმიტომ რომ ისინი მეტად პრორუსულები არიან ვიდრე ჩვენ.

ისე სიმართლე თუ გაინტერესებს სომხეთი და საქართველო ერთ დონეზეა გულზე მჯიღის დარტყმის ამბავში smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jun 22 2010, 05:18 PM
პოსტი #60


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



ვაიმე ხალხნო კარგით რა ისევ ამაზე ჩხუბობთ? biggrin.gif


ვისაც არ უნდა ნუ ასწავლის შვილებს პირველი კლასიდან და ვისაც გვინდა გაგვატარეთ biggrin.gif


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 07:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი