IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ხმა ერისა, მხატვრული ბიბლიოთეკა
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 8 2007, 02:12 AM
პოსტი #21


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



გიორგი ლეონიძე
თამარ!
რა ტკბილი არიან სასასა ჩემსა სიტყვანი ჩემნი - ოდეს კრძალვით ვახსენებ შენს გვირგვინოსანს სახელს, ჰოი, თამარ!

გაზაფხულს ესწორე და ვარდებში განეწესე: ყირმიზის იაგუნდის გაღიმებით სამშობლო გამინათე! შენი სახე - საქართველოს სანთელია, თვალმშვენიერო! ვაი მე! ვაი მე! საქართველოსთვის მხიარული დღე ვერ მიპოვნია; შენც უდაბნოს ვარსკვლავივით გაიელვე ლურჯ უფსკრულში და ვგოდებთ, რომ კვლავ ვერ შევესწრებით სხივთა დღესასწაულს... ჩვენ ვიცით, რომ ორჯერ ვარსკვლავი ვერ გაგვინათებს! - და კვლავ შეგნატრით, განუმეორებელო მზევ, გაზაფხულის ღელის ყვავილო!

აჰა, სამშობლო ჩემი, როგორც ანგელოსი სუსტ-ფრთებიანი, უიმედოდ აწყდება წყვდიადს, მაგრამ შენი შორეული სახე თეთრ-ვარდიან ბრწყინვალებით უნათებს აღთქმულს გზა-ბილიკს!

მოუვალ გზისკენ წარსულთან სამშობლოს ვარსკვლავები; ბრწყინვა და შარავანდედი შეახუნდა საქართველოს მზეს... არ გაიშალა ჩვენთვის სხივთა მარაო და დღეს მტრის შვილდოსნისგან დაკოდილი ქართლოსიანი სასოებით მხოლოდ შენ შემოგძახის: თამარ! ჰოი, თამარ!

ჰყვავის და ჭკნება საუკუნე; ჰყვავის მწუხრი და განთიადი, ხოლო სახე შენი ჰგიებს, დაუმჭკნარო, ღიმილის ელვით ოქროცურვილო...

საუკუნეთა ბინდში, მხოლოდ შენ გპოვა ერის სალამურმა, მხოლოდ შენ მოგკრა თვალი საქართველოს დედამ!.. და გიხმობთ შველად, თამარ! ჰოი, თამარ! - ივერია იავარ იქმნა!

მეც ძაძით შევიმოსე გული; მე ღამის სიჩუმეში ვარ - ღამეში ჩამარხული და სიჩუმით ვახსენებ შენს სახელს. მე არ მაგიჟებს დროშების ჟღრიალი და შენი სახელის ხსენება საგმირო სიმღერაში, მე მხოლოდ ჩუმად გლოცულობ შენ!

მთვარის ნაპერწკლებით და ოქროს ძაფებით შენს მზიურს სახეს შავ ნისლებში ვქარგავ, ჰოი, თამარ!

მე მიხარიან რომ საქართველო შენის სახელით შეიმოსა; მე მიხარიან, რომ შენ ედედოფლე მას - უკვდავი მშვენიერება და სიხარული! - და კვლავ თაყვანსა გცემ, თამარ! შენით ჰსუნთქავს საქართველო!

გულს ვეღარ შემიზარავს ჩემს წინაშე აღმართული შავი აჩრდილი სიკვდილისა; უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე - უკვდავია, რადგანაც შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა.

ჰოი, თამარ!..


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 8 2007, 02:16 AM
პოსტი #22


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



Cotne
ციტატა

სადმე დევს ესენი თუ შენ აკრიფე?

რომელიღაც საიტზე ვნახე დარე და გადმოვწერე, თუ ვიპოვე სად იყო გეტყვი smile.gif

თამარი
გაიხარეsmile.gif ლამაზია ძალიან smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 8 2007, 02:16 AM
პოსტი #23


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(_MATASI_ @ Mar 8 2007, 02:16 AM) *

Cotne

რომელიღაც საიტზე ვნახე დარე და გადმოვწერე, თუ ვიპოვე სად იყო გეტყვი smile.gif

''იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'' არ იდო იქ?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 8 2007, 02:41 PM
პოსტი #24


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



თამარი
Cotne
ვიპოვე ის საიტი http://publish.dlf.ge/guramdochanashvili/Semoqmedeba.html

ციტატა

''იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'' არ იდო იქ?

არაა ჯერ ბოლომდე აკრეფილი ტექსტი


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Mar 8 2007, 03:32 PM
პოსტი #25


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



_MATASI_
გაიხარე, არ ვიცოდი ეს საიტი, დოჩანაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია და მაგრად გამიხარდა smile.gif


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2007, 12:41 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს პაწია მოთხრობა ჯემალ მონიავას, ყოფილი მსახიობის, დაწერილია და ძალიან მომეწონა. ამოვიკითხე ჟურნალში "ჩვენი მწერლობა".

ბაბუ

სულ ველზე იყო გავარდნილი. ჭაბურღილების ოსტატს სხვა რა ექნა? იშვიათად ვხვდებოდი. სევდანარევი სიყვარულით მოგვიკითხავდა კლასელებს.

"აბა, ეს საქმეა? თქვენ სადაცაა შვილიშვილებსაც მოესწრებით, მე კი ისევ ტყვე-ღრეში დავწოწიალობ. განა არ ვიცი, რომ გვიან ოჯახს მოკიდებული კაცი შვილებს ადრე აობლებს, მაგრამ რა ვქნაო?.."

როგორც იქნა, ცოლიც შეირთო. ბედის ირონია იყო თუ რა - ბავშვი შეუგვიანდათ. ბოლოს ეყოლათ მწყაზარი, ანგელოზი გოგო. იმას შეჰფოფინებდნენ, ახლა იმისი ადრე გათხოვების იმედით ცოცხლობდა.

"თქვენ უკვე შვილიშვილების დაბინავებას იწყებთ, ჩემმა კი, ჯერ ასპირანტურა მოინდომა, მერე ბარემ დისერტაციასაც მოვიმთავრებო. რა მეშველებაო", - წუწუნებდა.

ქალიშვილიც გაათხოვა, შვილიშვილიც შეეძინა, ლუკა, მკვირცხლი, გონიერი ვარსკვლავბიჭუნა.

რუსთაველზე შემხვდა. ნეტარი ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე.

"იცი რა ბიჭია? ღმერთმა იქნებ მაგის შვილსაც მომასწროსო."

მობილური აუხმინად ჯიბეში.

"ბაბუ, ბაბუ, ბაბუ, ბაბუ!!!" - მოშიებული ბარტყის თავგადაკლული აბეზრობით ჭყლოპინებდა ბავშვის ხმა.

"ლუკაა, ზარის მაგივრად მყავს ჩაწერილიო", - გაკრეჭილი დასჩერებოდა.

"მერე გაეპასუხე, ცოდოა-მეთქი."

"რას ქვია ცოდოა? იძახოს ცოტა ხანს, რომ ვუსმენ მიხარიაო."

"ბაბუ, ბაბუ, ბაბუ, ბაბუ!!!" - არ ცხრებოდა ტელეფონი. ეს კი დასჩერებოდა ბედნიერი, სახეგასხივოსნებული.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 22 2007, 03:13 AM
პოსტი #27


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რაღაც ეს თემა მივატოვეთ sad.gif

მე მგონი ამ სიტყვებში ყველა აღმოვაჩენთ, რაღაც ჩვენეულს... რა ვიცი, წაიკითხეთ და აზრები დააფიქსირეთ smile.gif


მე ვარ დამნაშავე

მე მინდა ვუთხრა ღმერთს,
მე მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ქალს,
მე მინდა ვუთხრა ყველას:
მე დღეს გავიღვიძე და დამნაშავე ვარ!
მე დამნაშავე ვარ!
მე დამნაშავე ვარ, რომ ვერ დავაფასე შენი სიყვარული.
მე მატერიალისტურ ოცნებას გავყევი და ვერ დავაფასე შენი სილამაზე!
მე მეგონა, რომ ცხოვრებას ფასი არ ჰქონდა!
მე ვარ ვხედავდი ადამიანს ნიღაბს მიღმა!
მე მეგონა, რომ სილამაზის დასაკუთრება შეიძლება.
მე არ ვიცოდი, რომ გუსტავ ფლობერი მართალს გვეუბნებოდა.
მე მხოლოდ ნაგვის საჭმელს ვჭამდი დილაობით და არ ვიღებდი შენს სილამაზეს.
მე ხომ ძარცვა კაცობა მეგონა!
მე ხომ ვერ დავაფასე შენი არსება!
მე ხომ ვამბობდი, რომ პატიოსნება არ არსებობს მეოცე საუკუნის ბოლოს!
მე ხომ ვამბობდი, რომ ეს ცხოვრება, მარტო ძლიერისაა!
მე ხომ უზომოდ ბევრ შოკოლადს ვჭამდი!
მე ხომ მარტო ფეხბურთს ვუყურებდი!
მე ხომ თვალს ვარიდებდი ღარიბებს _
მე ვიყავი ის, ვინც ამბობდა, რომ მათხოვრებს ფულს ნუ მისცემთ, იმიტომ როომ მაგათ ჩვენზე მეტი ფული აქვთო!
მე ხომ სახლში მივდიოდი და ჩემს ცოლს ვცემდი იმისთვის, რომ მან არ დაიჯერა ჩემი ტყუილები.
მე არ ვიყავი ის, ოჯახის სადღეგრძელოს რომ ვსვამდი და მერე საყვარელი ამყავდა სასტუმროს ნომერში!
მე არ ვიყავი ის, ვინც უხეშ ძალას შენატროდა?
მე ხომ ადამიანის სიყვარულის არ მჯეროდა!
მე ხომ მრცხვენოდა იმის, რომ ჩემი მეგობრები ღარიბები იყვნენ!
მე ხო მარ მჯეროდა, რომ თანასწორობა არსებობს!
მე ხომ მეშინოდა თავისუფლების!
მე ალბათ ბევრი რამე არ ვიცოდი!
ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ მაპატიებ ჩემო საყვარელო ქალო!
მე დამნაშავე ვარ, რომ დედამიწას ვაცლი ასე ბრუნვას!
მე დამნაშავე ვარ, რომ ვეგუები უსამართლობას!
მე დამნაშავე ვარ, რომ ვუცინი ქურდებს!
მე დამნაშავე ვარ, რომ არ შემიძლია ხმის ამოღება!
ღმერთო, მომეცი ძალა რომ შემეძლოს სიყვარული!
ჩემო საყვარელო ქალო, მომეცი ძალა, რომ აღარ ვიყო დამნაშავე!

ირაკლი კაკაბაძე


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 22 2007, 03:25 AM
პოსტი #28


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(_MATASI_ @ Mar 22 2007, 03:13 AM) *


მე მინდა ვუთხრა ღმერთს,
მე მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ქალს,
მე მინდა ვუთხრა ყველას:
მე დღეს გავიღვიძე და დამნაშავე ვარ!
მე დამნაშავე ვარ!
მე დამნაშავე ვარ, რომ ვერ დავაფასე შენი სიყვარული.
მე ვარ ვხედავდი ადამიანს ნიღაბს მიღმა!
მე მეგონა, რომ სილამაზის დასაკუთრება შეიძლება.
..მე ხომ ვერ დავაფასე შენი არსება!
მე ხომ უზომოდ ბევრ შოკოლადს ვჭამდი!
მე ხომ მარტო ფეხბურთს ვუყურებდი!
!მე ხომ ადამიანის სიყვარულის არ მჯეროდა!
!მე ხომ მეშინოდა თავისუფლების!
მე ალბათ ბევრი რამე არ ვიცოდი!
ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ მაპატიებ ჩემო საყვარელო ქალო!
მე დამნაშავე ვარ, რომ ვეგუები უსამართლობას!
მე დამნაშავე ვარ, რომ ვუცინი ქურდებს!
ღმერთო, მომეცი ძალა რომ შემეძლოს სიყვარული!
ჩემო საყვარელო ქალო, მომეცი ძალა, რომ აღარ ვიყო დამნაშავე!



ხო ეხლა წავიკითხე და გამეცინა მართლა ბევრი საერთო ვიპოვე ჩემთან
სურვილი გამიჩნდა რომ გამომესწორებინა მეც დანაშაულები, მაგრამ შემწევს კი ამის ძალა აჟამად არ ვიცი
იმედია შევძლებ შეცვლას. მადლობა გახსენებისათვის


მეც დამნაშავე ვარ


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 29 2007, 12:11 AM
პოსტი #29


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



piligrimi
ხო, მე მგონი, ყველა ადამიანი იპოვის რაღაც მზგავსებას... smile.gif

ყველანი დამნაშავეები ვართ ...



ძლივს ვიპოვე ეს თემა sad.gif

გამოვაცოცხლოთ ცოტა რა...

smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 29 2007, 02:09 PM
პოსტი #30


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ვისაც არ წაგიკითხავთ, არ დაგეზაროთ წაკითხვა smile.gif



ცასწავალა




მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.

ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.

ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.

ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!

სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.

ცასწავალამ ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!

ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.

ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.

ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.

მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.

მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:

- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?

- არავინ, - თქვა სევდიანად ცასწავალამ.

- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?

- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.

- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?

- არა, არავის დავუპატიჟნივარ, მაგრამ...

- „მაგრამ“ აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?

- არავინ.

- ობოლი ხარ?

- დიახ... - თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.

- საზოგადოების მოტყუებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.

- გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.

ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.

დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.

შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.

- გაგვითავისუფლებიხარ, ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.

- არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.

წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.

ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!

ყველანი მას შეჰყურებდნენ.

ის წერტილივით ჩანდა.

უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.

უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.

საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.
გოდერძი ჩოხელი


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 1 2007, 05:33 PM
პოსტი #31


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
გაიხარეთ ქავთარაძევ და კაიროს ამ იდეისთვის



აგაშენა ღმერთმა, კინაღამ შემეშინდა ჩავარდა თემა მეთქი biggrin.gif

მხოლოდ ნაწარმოებები კი არ უნდა დაიდოს ( კატიამ სწორი დაწერა, მასე წიგნებიც გვაქვს სახლში და ელექტრონული ვერსიაც არისო), არამედ ორი სიტყვით გვითხარით რა მოგწონთ ამათუიმ ნაწარმოებში, რა ენა და სტილი უფრო მოდის თქვენთან ახლოს და რავი, ხომ ხართ აქ ფილოლოგები, გაგვანათლეთ, ბატონებო, გაგვანათლეთ smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jevrie
პოსტი Sep 19 2007, 10:05 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 16-July 07
წევრი № 2,475



კარგი თემაა და ბოლოში არ უნდა იყოს! smile.gif

გოდერძი ჩოხელი

"ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა"

აი, ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს, იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს:
- დაწერე! დაწერე!
მანამდე კი, სანამ ძია საშა გახდებოდა ჩემთვის, ბატონი საშა იყო, ყველასათვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ ამა თუ იმ ლექციაზე. დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველა აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა: ერთი, ორი, სამი... სად არის მეშვიდე? სად არის მერვე? და ა.შ., იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რაკი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა, განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა:
- სად არის მერვე? მე თქვენ გეკითხებით, სად არის მეცხვარე?
- მოვა პატივცემულო, ხომ იცით, შორს ცხოვრობს, - იმხანად ნათესავთან ვცხოვრობდი ლოტკინის გორაზე.
- აგე, აგე მოვიდა, - ეუბნებოდნენ ჩემი თანაკურსელები და მეც დანაშაულში დაჭერილი, თავჩაღუნული ვჩერდებოდი კართან.
- რატომ აგვიანებ, ჰა! - მერამდენედ მიყვიროდა ბატონი საშა.
- ავტობუსს დააგვიანდა, ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე.
- ავტობუსი არ ვიცი მე, ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რა ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა, შენ რატომ აგვიანებ, შენ, შე მეცხვარე შენა, რას მოეთრეოდი მთიდან, თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია, ყოფილიყავი ცხვარში.
- მაპატიეთ, პატივცემულო, მეტს აღარ დავაგვიანებ.
- დააგვიანებ და დაემშვიდობე, მოგიხსნი სტიპენდიას! - მემუქრებოდა ბატონი საშა. მაშინ სტუდენტისათვის სტიპენდია, განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსულთათვის, ყოფნა-არყოფნის ტოლფასი იყო და ყველა ვცდილობდით, როგორმე არ დაგვეგვიანა, რომ ბატონ საშას თავისი მუქარა მართლა არ შეესრულებინა. მახსოვს, ერთხელ ერთ ქუთაისელს როგორ დაემუქრა:
- ქუთეისი, მოგიხსნი სტიპენდიას!
- არ მაქვს, პატივცემულო! - ნიშნისმოგებით და ღიმილით შეეპასუხა ქუთაისელი.
- დაგინიშნავ და მოგიხსნი! - თავისი პრინციპიდან არ გადაუხვია ბატონმა საშამ და რაც შეჰპირდა, მართლა შეასრულა.
ქუთაისელმა ბატონი საშასათვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა და თავისი თანაკურსელი აიყოლია. ბუტაფორიული საამქროდან თავისი სპექტაკლისათვის გამზადებული კუბო, სასახლეს რომ ეძახიან (ზოგისთვის მართლა რომ სასახლეა და ზოგისთვის მართლა კუბო) თავიანთ აუდიტორიაში შეიტანეს, შიგ ქუთაისელი სტუდენტი ჩაწვა, გულზე ხელები დაიკრიფა და ასე დაელოდნენ ლექციის დაწყებას. დაირეკა ზარი, იმათ აუდიტორიის კარი ჩვეულებისამებრ შეაღო ბატონმა საშამ, დაითვალა სტუდენტები და იკითხა:
- სადაა, ქუთეისი?
- მოკვდა, პატივცემულო! - ტირილი მორთეს ქუთეისის თანაკურსელებმა.
ბატონი საშა შეცბა:
- როდის?! როგორ?! რა დემართა?! - კითხულობდა შეშფოთებული.
- ლაღიძის წყლის დასალევად იყო შესვენებაზე გადასული, რუსთაველის პროსპექტი გადმოირბინა და მანქანამ დაარტყა. იქვე დალია სული და ეს-ესაა ჩავასვენეთ - ფარდის უკან სასახლში ჩასვენებული ქუთეისი აჩვენეს სტუდენტებმა და ერთხანს ტირილი შეწყვიტეს; ყველას აინტერესებდა შემდეგი სცენა. ბატონი საშა თავზე დაადგა ქუთეისს და ეჭვით მიმოიხედა. მერე დაბალ ხმაზე წამოიწყო:
- ქუთეისი!
ქუთეისი წევს, არ ინძრევა, არც სუნთქავს, გულზე ხელები აქვს დაკრეფილი.
- ქუთეისი, ადექი ზეზე! - ცოტა ხმას აუწია ბატონმა საშამ. ქუთეისმა უფრო შეიკრა სუნთქვა.
- ქუთეისი ადექი ზეზე! - ქუთეისი არ ინძრევა.
- ქუთესი, ადექი თორემ ისევ დაგინიშნავ და ისევ მოგიხსნი სტიპენდიას.
ქუთეისი არ ჩუჩუნებს.
ბატონმა საშამ ჩაიმუხლა, სასახლეში მწოლიარეს გულზე ყური დაადო, ჯერ თავზეწამომდგარ სტუდენტებს ახედა, მეტე ქუთეისს ყურში უჩურჩულა:
- ადექი, შე ღვთის უბედურო, თორემ ემანდ მართლა არ გაიგუდო და მერე მე კი არა, ღმერთიც ვეღარ დაგინიშნავს სტიპენდიას.
„მკვდარი“ სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე.
ბატონი საშა მშვიდად გავიდა აუდიტორიიდან. იგი ჩია ტანის კაცი იყო, ასაკი არ ეტყობოდა, მე მგონი, თეატრალური ინსტიტუტის დაარსების დღიდან აქ იყო და მთელი ამ ხნის მანძილზე რუსთაველის პროსპექტზე მოსეირნე ხალხი ხშირად გაკვირვებულნი უყურებდნენ, სასტუმრო „თბილისის“ ქვეშ მდებარე სახინკლედან როგორ ფაცხაფუცხით მიჰყავდა ქუჩაზე გოლიათები: ხან ბატონი დოდო აბაშიძე, ხან ზურა ქაფიანიძე და რა ვიცი, სავსე იყო გოლიათებით ინსტიტუტი. ვინც არ იცოდა, ვინ იყო ბატონი საშა, გაკვირვებული იყო ამ სანახაობით, ვერაფერი გაეგოთ, რატომ ეშინოდათ ამ გოლიათებს ასეთი ჩია ტანის კაცისა, მაგრამ ათეული წლების მანძილზე მეორდებოდა ასეთი სცენები და ბევრმა უკვე იცოდა, რაც ხდებოდა.
ერთხელ, ის-ის იყო გავცდი ოპერის შენობას, რომ ჩემი თანაკურსელი, კარგად მოსული, თეძოებიანი გოგო წამომეწია, შეშინებულმა ხელკავი გამომდო და წამჩურჩულა: ჩქარა, ზარი უკვე დაირეკა, საშა მოგვდევს უკან.
ფეხს ავუჩქარეთ.
უკნიდან გვესმის ბატონი საშას კომენტარები:
- მეცხვარე, ისევ დააგვიანე, არა?
- არ მიიხედო, ვითომ ვერ ვხედავთ, - წამჩურჩულა გოგომ.
- ვითომ არ ესმით. ეს კიდე, ნახე, ნახე, როგორ მიაქანავებს! - გვეწევა ბატონი საშა. ჩემი თანაკურსელი აღშფოთებული სახით მიუბრუნდა და წინ გაუჩერდა.
- ჩანთას, გოგო, ჩანთას, - დაუყვავა ბატონმა საშამ და მერე სამივემ ერთად ავუჩქარეთ ნაბიჯს.
იმ დღეს გადავრჩი, რომ სტიპენდია არ მომიხსნა, მაგრამ ერთი კვირის მერე, ისევ ოპერის თეატრთან მომესმა ჩვენი ინსტიტუტიდან ზარის ხმა.
- მეცხვარე ისევ არ იშლი დაგვიანებას, არა?! - უკნიდან ბატონი საშას ხმა გავიგონე.
მივიხედე. მართლა ისაა. რა ვიცი, ამ ბოლო დროს თვითონ რატომ აგვიანებს. ეტყობა ავადაა და მაინც დადის სამსახურში, თავს არ უტყდება. ელდანაცემი გავიქეცი ინსტიტუტისაკენ. ძირს არ ვიხედები, მეშინია, არ დამეწიოს და აუდიტორიაში მინდა დავხვდე შემოწმების დროს. ის-ის იყო, მივაღწიე ინსტიტუტის შესასვლელს, რომ უცებ ასფალტი ჩაინგრა და მიწაში ჩავვარდი. ეტყობა, ამ ადგილას გამდინარე წყლებია და რუსთაველის თეატრის შენობაც, რომელიც ჩვენს ინსტიტუტს ეკვრის, იმან დააზიანა. ცოტა ხნით გონება დავკარგე, მერე ბატონი საშას ხმა შემომესმა:
- მეცხვარეე!
ავიხედე: ქვევრის პირივით პირმორღვეულ ასფალტს ზემოთ ბატონი საშა ჩამომჩერებია:
- რა გინდა მანდ?! მიწის ზემოთ არ გეყო გაცდენები და ახლა მიწაშიც მემალები, არა?! ამოდი ზემოთ! ამოდი ჩქარა!
მე წამოვიწიე, მაგრამ ღონე არ მყოფნის, ისე ვარ გაოგნებული.
- არ ამოდიხარ, ხომ? დამაცა, მოგიხსნი სტიპენდიას და იჯექი მანდ მეორედ მოსვლამდე, აღდგომას დაელოდე. მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა სტიპენდიის მოხსნა! - ორმოში მესმოდა ბატონი საშას მუქარა, რომელიც უკვე ინსტიტუტში შევიდა.
ვიჯექი ბნელ ორმოში და ვფიქრობდი, ეს რა იყო?!
რა დამემართა?!
ან ეს ორმო საიდან გაჩნდა, მაინცდამაინც ახლა... ბედი არა მაქვს და ეგ არის... ახლა კი მართლა მომიხსნის სტიპენდიას და რა მეშველება. სახლიდან ვინ რას გამომიგზავნის, თვითონაც უჭირთ. რას ავიტეხე ეს კინო და თეატრალური ინსტიტუტი, ვყოფილიყავი მართლა მეცხვარე. ყველაფერი იმის ბრალია, ვინც პირველად კინო მოიტანა გუდამაყარში. მაშინ მესამე კლასში ვიყავი, მთელ ხეობაში გავარდა ხმა, კინო მოიტანეს, ამ საღამოს უჩვენებენო, აუარება ხალხი შეგროვდა სკოლის შენობასთან, რომლის ერთ კედელზეც თეთრ ზეწრებს კიდებდნენ ეკრანის სანაცვლოდ. დაღამებას ელოდებოდნენ, სიბნელეში უფრო კარგად გამოჩნდებაო. ერთმა ჩვენებურმა კაცმა შეგვაშინა, კინოს კი ნახავთ, მაგრამ თავიდან ფრთხილად თუ არ იყავით, კინოს ისეთი მჭახე ხმა აქვს, შეიძლება ყურის ბარაბნები დაგიხეთქოთ და დაყრუვდეთ.
ჩვენ შევშინდით.
- ნუ გეშინიათ, მე წინ დავდგები, ყურებში თითებს გავიკეთებ და თქვენც გაიკეთეთ, მერე მომენტს შევურჩევ, როცა დაბალ ხმაზე ილაპარაკებენ, ნელ-ნელა გამოვწევ თითებს და თქვენც ასე ქენით, ნელ-ნელა შეეჩვიეთ.
ყველამ თითები გავიკეთეთ ყურებში.
ჩამობნელდა.
დაიწყო კინო.
დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, კინაღამ გადავირიე ამ არაჩველებრივი სანახაობით. ვხედავ, ჩვეულებრივად დადიან იმ უჩვეულო მეორე სამყაროში ადამიანები, ლაპარაკობენ... მივიხედ-მოვიხედე, ყველას გამოღებული აქვს ყურებიდან თითები და გულიანად იცინიან. მეც მინდა მოვისმინო, რას ლაპარაკობენ კინოში, მაგრამ დაყრუებისა მეშინია. მერე ჩემთვის გადავწყვიტე, მოდი, რაც იქნება, იქნება, ჯანდაბას, ერთი ყურით დავყრუვდები, ოღონდ მოვისმინო, რას ლაპარაკობენ, რაზე იცინის ეს ხალხი, მაგრამ კარგა ხანს იმაზე ვიჭოჭმანე, რომელი ყური გამეწირა, მარჯვენა თუ მარცხენა. ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა: კაცს რასაც მარცხენა ყურში ეშმაკი ჩასძახებს, მიდი, ასე-ასე გააკეთე, ასე-ასე ქენიო, მარჯვენაში კეთილი ანგელოზი ელაპარაკება და ჭკვაზე არიგებს. რაკი ასეა, მარცხენა ყურიდან გამოვწიე თითი და ეკრანიდან ძახილი გავიგონე: გოდერძი! გოდერძი, შვილო!
ვაი!
მიცნო!
მე მეძახის! - გამიკვირდა მე, რა ვიცოდი, რომ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახოდა. იმ დღიდან მოვიწამლე კინოთი და სხვა საქმეა, რა გადამხდა და როგორ ჩავაბარე ინსტიტუტში, როგორ დავწერე კინოს გარჩევის ნაცვლად ლექსი, რაკი რუსული არ ვიცოდი და გამოცდაზე რუსული ფილმი გვაჩვენეს. ვერაფერი ვერ გავიგე და შემრცხვა, ცარიელ ფურცლებს ხომ არ ჩავაბარებდი, ლექსი დავწერე: ირემზე, რომელიც ბარად ჩამოვიდა და დაჭრეს, არწივზე და მგონი კიდევ შვლის ნუკრიც შევურიე შიგ - ყველა ამათგანში კი ჩემს თავს ვგულისხმობდი.
სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.
გამიყვანეს მეორე გამოცდაზე. მოდიოდნენ ჩემს სანახავად: მთიდან ვიღაც პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და კინოფილმების გარჩევას გამოცდაზე ლექსადა სწერსო. ერთი დარბაისელი კაცი შემოვიდა, გამომკითხა, ვინა ვარ და საიდანა ვარ. მოვუყევი, რატომ მიყვარს კინო. მერე იმ კაცმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა: შვილო, მიგიღებთ, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება, თბილისმა არ გაგაფუჭოს!
წავიდა ის კაცი. მერეღა გავიგე, რომ ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი იყო. აი ახლა, ინსტიტუტის წინ ფეხქვეშ ასფალტი ჩამენგრა, ვზივარ იმ ორმოში და თან იმ კაცის ხმა მესმის, თან საშას მუქარა, რომ მომიხსნის სტიპენდიას.
რა ვქნა, ჰა?
ამოვფოფხდი მაღლა და დარდიანი შევედი ინსტიტუტში.
მერეც დარდიანი დავდიოდი, ვიცოდი, შემისრულებდა ბატონი საშა დანაპირებს.
დადგა სტიპენდიების გაცემის დღე.
მე, რა თქმა უნდა, სალაროსთან არ მივსულვარ, მაგრამ ჩემმა თანაკურსელმა მითხრა, მოლარე გეძახისო. გულში იმედი ჩამესახა. ორმოცი მანეთი მქონდა, რაკი ოთხები მეწერა საგამოცდო მატრიკულში. ხუთოსნებს ორმოცდაათ მანეთს აძელვდნენ. ახმეტელის სახელობის სტიპენდიანტებს - სამოცს, მარჯანიშვილისას - ოთხმოცს, ხოლო ლენინურ სტიპენდიანტებს - ას მანეთს.
- ჩოხელო, რატომ არ იღებს სტიპენდიას, ჰა? - გამიღიმა მოლარემ.
- აღარა მაქვს, მომიხსნა ბატონმა საშამ.
- მოგიხსნა კი არა, მოგიმატა, აჰა - მომაწოდა ფული მოლარემ.
დავითვალე და ასი მანეთია. სამოცს უკან ვუბრუნებ, შეგეშალათ-მეთქი.
- არაფერიც არ შემეშალა, ბატონმა საშამ ლენინური სტიპენდია დაგინიშნაო - ისევ გამიღიმა მოლარემ.
წამოვედი გახარებული. რესტორან „თბილისში“ მაშინ კაცი ათი მანეთი ჯდებოდა.
მერე გავიგე, როცა ბატონმა საშამ ჩემზე ითხოვა ლენინური სტიპენდია დავუნიშნოთო, პროფესორ-მასწავლებლებს გაკვირვებით უკითხავთ, კი მაგრამ რა დამსახურებისთვისო?!
- ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ მინახავს, რომ ამოდენა თბილისში, ამდენი ხალხი რომ მიდი-მოდის, ვინმეს ფეხქვეშ მიწა ჩანგრეოდეს და მიწაშე ჩავარდნილიყოს. მაინცდამაინც მაგ საწყალ მთის ბიჭს ჩაენგრა ფეხქვეშ მიწა და ვინ იცის, რა შიში ჭამა. ეს ჩემი პირადი თხოვნაა თქვენდამი, რომ დავუნიშნოთ ლენინური სტიპენდია, - ასე უთხოვია მათთვის ბატონ საშას, ახლა უკვე ჩემს ძია საშას. კომკავშირის „ცეკელებისაგანაც“ ძია საშამ დამიხსნა. რაკი ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, უნდოდათ დავალებები მოეცათ და ინსტიტუტში მომადგნენ წასაყვანად.
- ვერ გამოვუშვებ! - მკაცრად განუცხადა ძია საშამ.
- რატომ?! - გაუკვირდათ იმათ.
- რეპეტიციები აქვს, როლს თამაშობს.
- რა როლს? - დაინტერესდნენ.
- მეცხვარის როლს! - არ დაიბნა ძია საშა.
- რა პიესაა?
- აღდგომა! - ეს სიტყვა რატომღაც დამარცვლით უთხრა ძია საშამ.
ისინი ნაწყენი სახეებით წავიდნენ.
ძია საშაც წავიდა ამ ქვეყნიდან - და ახლა, როცა ძალიან მომენატრება, სულეთის ქვეყნისაკენ მივაპყრობ ხოლმე გულისყურს და მაშინ, თითქოს ცხადში, ისე ვხედავ ძია საშას: თან მიღიმის, თან თითს მიქნევს და რაღაცას მეძახის მკაცრი ტონით იქიდან. ალბათ მაიმედებს - ყოჩაღად იყავი, ჩემო მეცხვარე ბიჭო, არ ჩაუმუხლო წუთისოფელს!
- და მისი შემხედვარე, მეც იმწუთას ვმხნევდები, აღარ მეშინია, რომ კიდევ ჩამენგრევა ფეხქვეშ მიწა; ვიცი, თუ ასე მოხდა, ჩემი ძია საშა იმდენს შესძლებს, იქიდანაც მოახერხებს და მისი სულის ნათელი დამეხმარება აქ, თანაც მჯერა მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით მჯერა იქნება, იქნება, აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა.



ეს ძალიან მიყვარს : ტერენტი გრანელი

"გულიდან სისხლის წვეთები "

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 9 2007, 03:27 PM
პოსტი #33


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
რევაზ ინანიშვილი
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც, დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენ დაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი დიდი ფოთოლი კი მხოლოდ ოდნავ მოღუნულიყო და წითლად ღუდღუდებდა ტყის ბინდ ჰაერში. მუხამაც, ხევში მიმავალმა მომწვანო წყალმაც, მსუქანმა მაჩვმაც და დიდთავა ბუმაც იცოდნენ, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
- ვის ელი, შე საბრალოვ! – შელიკლიკებდა ქვემოდან წყალი, - ჩამოდი ჩემთან, თუ შენიანებზე ნაწყენი ხარ, ქვემოთ წაგიყვან, ულამაზეს ადგილებს გაჩვენებ და, სადაც მოგეწონოს, იქ დარჩი
მაგრამ ფოთოლი ხმას არ სცემდა წყალს.
გამოვიდოდა ყოველ დილა მსუქანი მაჩვი, ღრმად ჩაისუნთქავდა სუსხიან ჰაერს, დაინახავდა ნეკერჩხლის წითლად მოღუდღუდე ფოთოლს, ზიზღით შეიჭმუხნიდა ქონიან დინგს და აბუზღუნდებოდა თავისთვის:
- ნეტავ ვის ელის ეს ტუტუცი, არ ურჩევნია, თავისიანების გვერდით იყოს?!
- მუხას კი ის აბრაზებდა, ჯანსუსტი, ყოველგვარ ხმაურზე მოცახცახე ფოთოლი როგორ იძენდა მისთვის გაუგებარ სიმტკიცეს.
მოდიოდა წვიმა, უბერავდა ქარი, ეხლებოდნენ ტოტები ტოტებს; რამდენჯერმე ჭირხლმა ძვალრბილიანად გათანგა ყველაფერი, ნაკერჩხლის წითელი ფოთოლი კი ისევ მოლოდინით იყო სავსე და მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად ეღუნებოდა მხრები.
ერთ დღეს ცა ზამთრისპირულად მოქურუშდა. დაუბერა ცივმა, ნოტიო ნიავმა. მთელ დღეს იქროლა. მერე ნიავი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. იწვიმა შუაღამემდე, შუაღამის შემდეგ კი წვიმა თოვლმა შეცვალა. როცა გათენდა, ტყე თითქოს ფიქრიან ბურუსს წაეღო სადღაც შორს. ხეების წვიმითგაშავებულ ტოტებს რბილი, ფაფუკი თოვლი დასდებოდა, ჟანგისფერ მიწას თეთრი, ფუმფულა საბანი გადაჰფარებოდა, კბოდეზე გადმოზიდული ნეკერჩხლის წითელი ფოთოლიც თოვლით იყო დამძიმებული, მაგრამ ის მაინც ისევ მტკიცედ ეკიდა ტოტის ბოლოზე და ისევ ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
- ჩამოდი, შე საცოდავო! – დაუძახა ქვემოდან წყალმა, - ჩამოდი, სანამ ყინულს არ შევუბოჭივარ მთლიანად.
მაგრამ ნეკერჩხლის ფოთოლი ხმას არ იღებდა.
ბებერი მუხაც ღირსეულად თავდაჭერილი დუმდა.
შუადღისას მზე გამოვიდა. ნეკერჩხლის ფოთოლს თოვლი ჩამოადნა. ჩამოდნა თოვლი ხეების ტოტებიდანაც. ტყეში ისმოდა ჩამოშავებული ლეშისა და მსხვილი წვეთების ხმელ ფოთლებზე დაცემის ხმა. მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა, მაგრამ საღამო ხანზე ხმები ისევ შეწყდა. მთების წვერებიდან ყინვა ჩამოვიდა, ლურჯად ჩამოდგა ტყეში. გაჩუმდა წყალიც. გაჩუმდნენ ფრინველებიც. მიდამო მოიცვა სინათლესთან გაყრის იდუმალმა სევდამ...
და, აი, ამ დროს მინასავით უძრავ ლურჯ ჰაერში ბებერ მუხასთან შემოვიდა ხარირემი. ის ყველამ მაშინვე შეამჩნია, ყველა გაიცქაფა, თითქოსდა თითისწვერებზე შეადგნენ ერთმანეთს უკან. ხარირემი, მოწყენილი, მაგრამ ზვიადი, ნელ – ნელა მოდიოდა. ხანდახან შეჩერდებოდა, ყურებს შეატოკებდა, ნესტოებს დაბერავდა და ისევ წავიდოდა, - თოვლშერჩენილ მიწას შავად აჩნდებოდა მისი შუაზე გაყოფილი ნაფეხურები. ჩავიდა ხევში, პატარა ხანს წყალს დაეწაფა, მერე თავი ასწია და გაკვირვებული დარჩა. კბოდეზე გადმოზიდულ ნეკერჩხალს ერთი დიდი წითელი ფოთოლი შერჩენოდა და ის ფოთოლი თრთოდა, ცახცახებდა; ნიავი არ იძვროდა, ისე თრთოდა და ცახცახებდა. ირემმა კისერი წაიგრძელა და კიდევ უფრო გაკვირვებული შეაჩერდა. მაშინ ფოთოლი მოწყდა, წამოვიდა ფარფატით, წამით თითქოს ჰაერშიც კი შედგა, მერე მოეშვა და გულაღმა დაეცა თოვლზე – წითელი, უსასოო, ირემმა დრუნჩი მიუახლოვა, წინა ფეხიც ასწია, უნდოდა, ჩლიქი წაეკრა, გადაებრუნებინა, ენახა, რა ფოთოლი იყო ასეთი, მაგრამ ის ისე უმწეოდ ესვენა თოვლზე – სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მოხრილი მხრებში – ფეხი დაუშვა, მორიდებით შემოუარა, რამდენჯერმე შედგა, მოიხედა. რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და ამოიბღავლა.
ზამთრის პირის გარინდებულ ტყეში გლოვის ზარივით ისმოდა ხარირემის უდროული ხმა. აქამდე უძრავი ლურჯი ჰაერი ზანზარებდა, თრთოდა.
ყოველივე ეს ბებერმა მუხამაც დაინახა, აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი! აი, მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი სურათი. იცნობდა ასეთ რამეებს ბებერი მუხა!.. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ერთი სურვილით იყო შეპყრობილი: უნდოდა, მასაც ხარირემივით აეწია თავი და დაებღავლა, დაებღავლა ისე, რომ ტანი აჰბურძგლოდათ გაშტერებით მდგარ წიფლებსა და რცხილებს. ეს არ შეეძლო, და იდგა ჩუმად, კვირტებს უბეები ნელ-ნელა ევსებოდა წვეთებით. ეს წვეთები იყო მისი ცრემლი.


****
ვერ გადმოვცემ რა გრძნობა დამიტოვა ამ მოთხრობამ წაკითხვის შემდეგ... მახსოვს რომ თვალები ცრემლით ამევსო, ყელში ბურთი მომაწვა და გულისცემა გამისამმაგდა...smile.gif მაშინ პატარა ვიყავი smile.gif მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას გაგახსენებთ ეს მოთხრობა პირველი წაკითხვის გრძნობას smile.gif (ვისაც წაგიკითხავთ)


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 9 2007, 04:33 PM
პოსტი #34


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი "სამხედრო მფრინავი"
მე თვითონ შევიყვანე კომპში smile.gif ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ბოლო ნაწილი.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Oct 10 2007, 02:20 AM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



_Matasi_
მატას გაიხარე არ მქონდა წაკითხული. ჩემი ლამაზი და კარგი ბებოები გამახსენდა,დავღონდი და ავქვითინდი.თუმცა კმაყოფილი ვარ რადგან ამ მოთხრობამ ბევრი მივიწყებული მოვლენა გამახსენა. განვიცდი რომ ისინი ჩემს ვერავითარ წარმატებას ვერ შეესწრებიან!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Oct 16 2007, 02:29 PM
პოსტი #36


დაურეგისტრირებელი









ს ა ა თ ე ბ ი
კონსტანტინე გამსახურდია
საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!
თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან:
საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!
ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!
ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში.
დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.
საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რაც აქამდის გვიგვრძვნია, ყველაფერს რაც გვყვარებია და შეგვძულებია. ჩვენს დიდ სიყვარულსა და ჩვენს დიდ ნუგეშს, ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას. ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს. ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს. ყველაფერს, ყველაფერს თან წაიღებენ საათები, საათები ჩვენი ბინის კედლებზე, საათები ქალაქის მოედნებზე, საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე...


ბერლინი, 1920 წელი.

მომწონს smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Oct 16 2007, 02:41 PM
პოსტი #37


დაურეგისტრირებელი









დამსხვრეული ჩონგური
კონსტანტინე გამსახურდია
ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი, ქარი, ქარი. ქარი...


ბავშვი თავის თავთან რიკტაფელს თამაშობდა, ყიოდა, ყიჟინებდა, გაიხარებდა. დედა ოდიშურ რიკულებიან აივანზე ჩონგურს უკრავდა.
` გულო, აქ მოდი! გადასძახა დედამ.
ბიჭუნამ მიირბინა ხშირკულულიანმა. დედამ ჩონგური აივნის მოაჯირის ლინგზე დაჰკრა მეყვსეულად. ბზრიალით, წრიალით, რიალით აფრინდნენ ჰაერში ჩონგურის ფერადი სადაფები, როგორც პეპლები ქარისგან დაფეთებულნი.
ბავშვი შეკრთა, გაოცდა, თვალის უპეები გაუფართოვდა და დედას შეაშტერდა.
დედას ცრემლები მოერია და უსიტყვო კოცნით დააშოშმინა ბალღი.
`რად ჰქენი ეს, დედიკო?~ ამოიკითხა დედამ ბავშვის განცვივფრებულ თვალებში.
`შენი მხიარული ყიჟინა მეღირსა, და რაღად მინდოდა ეგ მტირალა ჩონგური?!~
ბავშვი დადუმდა. დაღონდა. მის გულში დაივანა საიდუმლომ: რისთვის დაამსხვრია ჩონგური დედიკომ?
ბავშვი წამოიზარდა. გამოჰკითხა გადიას.
ჩონგური უჩუქნია თურმე დედისთვის აგურისფერჩოხიან მამაკაცს, რომელიც მისი სიყვარულისათვის სატევრის წვერზე წამოეგო. ქალი სხვაზე გაუთხოვებიათ. ქალს უნუგეშო სიყვარულის ვარამს უქარვებდა თურმე ფერად სადაფებით მოოჭვილი ჩონგური.
დედიკო!
გვიან გავიგე ეს ყოველივე: მე ვიყავი ის უდარდელი ბავშვი. შენ _ იმ ჩონგურის პატრონი. ღმერთია მოწამე მე ეს ამბავი არ გამომიგონია.
განა შენ არ შემაყვარე შენი ნამზითევი `ვეფხისტყაოსანის~ სიტკბო?!
ვაიმე, შენმა სიკვდილმა ჩემი გული ისევე დაამსხვრია, როგორც ჩემდამი სიყვარულმა შენი მტირალა ჩონგური.
უძილო ღამეების საშინელი მელანქოლიით დასეტყვილი დღე და ღამე ვფიქრობ, დედიკო, შენთვის.
სიხარული გაეყარა ჩემს სულს, დავმარტოხელდი _ და არ მესმის, როგორ იქნება, რომ ჩემი ხმა შენ ვეღარ მოგვწვდეს?
როგორ იქნება, ძვირფასო დედა, რომ ჩვენ გაგვთიშოს თუნდაც სიკვდილმა?

ტფილისი, 1928 წელი.

დიდებული ნოველაა...
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 16 2007, 03:13 PM
პოსტი #38


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ქავთარაძე
მადლობა გიო smile.gif
არ მქონდა წაკითხული... მომეწონა ძალიან... smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Oct 16 2007, 08:16 PM
პოსტი #39


დაურეგისტრირებელი









_Matasi_
გაიხარე smile.gif 2kiss.gif
Go to the top of the page
+Quote Post
PUSKU
პოსტი Oct 17 2007, 08:37 PM
პოსტი #40


ნინო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ..
წევრი № 1,207



ია
ვაჟა ფშაველა

უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნწს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს. მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავი, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა-კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემთვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელნელა მამცვრევენ პირზედ თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთა-ბუმბულით ჩემს წინ დაგოგვენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიანთ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთის თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა “წიფლის-ჩიტამ” ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.

გუშინ ცამ იჭექა. ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალ-ყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალ კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადმამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.

რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულის-კაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.

შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენს წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მემრე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.


ვაჰმე, რა საბრალო არი

ია, მოსული მთაზედა!

ბეჩავს დააზრობს სიცივე,

ან ელვას დაჰკრავს თავზედა;

ღმერთს მიუცია საწყლისად

მოკლე სიცოცხლის ჟამია,

ქვეყნისა მისგან შვენება

ერთი ბეჩავი წამია.

ია დაიწყებს კდომასა,

დაიქვითინებს: “ვაჰმეო!

თუ გამაჩინე, უფალო,

დიდი დღე რად არ მამეო?”


პ.ს.ძალიან,ძალიან მიყვარს .......... smile.gif


--------------------
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ!
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 12:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი