ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
marine |
Aug 17 2022, 01:38 PM
პოსტი
#221
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სირიელ მამათა" სასწაულებრივი მკურნალობის ამბები ერთგვარი ხერხი იყო ხალხის შეგნებაში ქრისტიანობის გაიდეალებისათვის, მაგრამ მათ ცხოვრებათა აღწერილობებში აშკარად შეინიშნება მკურნალობის რაციონალური საშუალებებიც. იოანე ზედაზნელი არა მარტო ლოცვითა და კურთხევით კურნავდა ავადმყოფებს, რომელთაც "მიჰგურიდეს მას"... "ცხედრითა სნეულებსა", არამედ, ჩანს, სამკურნალო-მინერალური წყლებითაც: იოანე "შეევედრა ღმერთს" და "მთასა მას ზედა აღმოუცენა წყალი", სადაც "მოვიდოდეს ყოველი კერძო და მოაქუნდა უძლურები და სვიან და რა იცხიან ყოველნი განიკურნებოდეს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 108/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 4 2022, 09:25 PM
პოსტი
#222
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნეტარ არს ესე კრებული უმანკოთა". ასე იტყვიან მართლებზე. სწორედ ასეთი "კრებული უმანკოთა" იყო უსაჩინოესი და გამორჩეული ეს ჯგუფი, რომელთა მოღვაწეობის შედეგები ფასდაუდებელია საქართველოსთვის. მათ მიერ დაარსებულ მონასტერში და სავანეებში იზრდებოდნენ ქართველები გონებრივად, იწრთობოდნენ სულიერად, იქიდან ეფინებოდა ქართველობას ღვთის მადლი; "ესე კრებული" შეიქნა ქართველთა მფარველნი და დამცველნი უსჯულოებისა და უზნეობისაგან. ეს მამანი, "ვითარცა ქვეყნის ანგელოსნი, ეს მამანი, "ვითარცა ქვეყნის ანგელოსნი, ნათელნი სოფლისანი, ჭურნი სავსენი ნელ-საცხებლითა", დაუცხორმელად იღვწოდნენ და "თვისთა მით სიმხნითა განაშენეს სოფელი ესე ჩვენი; მოვიდნენ ჩვენთან, ერთმანეთზე თითქოსდა ოქროს ჯაჭვით გადაბმულნი, ქრისტეს სჯულის უძვირფასესი ჯაჭვით შეკრულნი და "შეამკეს ეკლესია ჩვენი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 18 2023, 09:16 PM
პოსტი
#223
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმავე ხანებში დაიკარგა თვით წმინდა ანტონის [მარტყოფელი] საფლავიც. ეგზარქოს ისიდორეს მღვდელმთავრობისას მამა იოანე მაკარაშვილს, რომელსაც დიდად უღვაწია მონასტრის გაახლებისთვის, ნორიოში ეპოვა ერთი ღრმად მოხუცებული უსინათლო კაცი, რომელსაც ხსომებოდა, სად იყო ძველ ეკლესიაში წმიდა მამის სამარე. ეთქვა: თუ დასავლეთის მხრით, პირველი კარის შესავალთან დამაყენებთ, მერე თვითონ მივალ იმ ადგილამდე, სადაც მამა ანტონის საფლავი მეგულებაო. ასეც მოქცეულან. უსინათლოს ერთ ადგილზე მიუთითებია. დაუწყიათ თხრა. გამოჩენილა მოკირწყლული საფლავის თაღი. იოანემ თურმე ვეღარ მოითმინა და გაატეხინა. ამოიღეს რამდენიმე აგური და ყველამ იხილა მამა ანტონის გაუხრწნელი სხეული"
/"თვენი", წიგნი 23, გვ.236/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 7 2024, 08:13 PM
პოსტი
#224
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაიხსენეთ შიო მღვიმელი, თოთხმეტი წელი აბა, გაძელი... და კი არ ძლებდა, უხაროდა. ის სინამდვილეში მღვიმეში კი არ იყო, ღმერთთან იყო"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 4 2024, 09:20 PM
პოსტი
#225
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღირსი ასურელი მამები მონასტრული ცხოვრებისას განსაკუთრებული ღვაწლით, ქრისტიანული გმირობით, ლოცვით, მარხვით, მორჩილებით, სათნოებით, სიწმინდითა და სიბრძნით გამოირჩეოდნენ, რაც დიდ სიკეთედ და ნუგეშად ექცა ჩვენს ქვეყანას"
/მღვდელ-მონაზონი ზენონი (ანდრიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 7 2024, 02:25 PM
პოსტი
#226
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღემდე თვალნათლივ იხილვება წარსულში ასურელი მამების მიერ დათესილი მადლი, ისევ იმ კალაპოტში მიედინება მდინარე, რომელსაც ისე წილკნელმა უცვალა მიმართულება; ისევ დაუშრობლად არწყულებს ასურელ მამათა მიერ აღმოცენებული წყაროები ადამიანებს ზედაზენზე, დავითგარეჯსა და შიომღვიმეში; ისევ ისე ამაყად დგას ის კოშკი მარტყოფში, რომელსაც საფუძველი ანტონმა ჩაუყარა. თავიანთ ხსენების დღეებში ისევ იღებენ კურნებასა და სულიერ ნუგეშს მამათა საფლავებთან მუხლმოყრილი მომლოცველები. საქართველოში დღე დიდსა და პატარას მტკიცედ აქვს გულში ჩაბეჭდილი: როგორც ღვთისმშობელია მფარველი საქართველოსი, როგორც წმინდა ანდრია და წმინდა ნინო არიან განმანათლებელნი ჩვენი ქვეყნის, როგორც წმინდა გიორგი არის მეოხი მისი, ისე 13 ასურელი წმინდა მამა შემწედ უდგას საქართველოს და იცავს შინაურ და გარეშე მტერთაგან!"
/მღვდელ-მონაზონი ზენონი (ანდრიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 12 2024, 04:51 PM
პოსტი
#227
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის განგებულებით წმ. შიო შეხვდა იმ დროისთვის მაღალი სულიერი ცხოვრებით განთქმულ წმ. იოანეს, რომელმაც წინასწარი ცნობის მადლით დაინახა წმ. შიოს მაღალი სულიერების ნაყოფი, რომელიც გაცხადდებოდა მომავალ ცხოვრებაში. წმ. იოანემ საკუთარ თავს ნეტარიც კი უწოდა, რომ ასეთი დიდი მამის მოძღვარი იქნებოდა იგი მომავალში"
/მღვდელ-მონაზონი მელქისედეკი (კაიშაური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი