IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

17 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
კანონისტი
პოსტი Mar 13 2009, 12:00 PM
პოსტი #261


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
ციტატა
ჩემო დავით ახლა ვიღაცა საეკლესიო კანონის სემქმნელების მონაგონს , რომელიც არ ემთხვევა იმას რაც ქრისტეს მოწაფეებმა და მოციქულებმა დაგვიტოვეს, ვერაფრით ვერ ჩავთვლი რაიმეს დასტურად...

დსა თითიდან გამოწოვილი არგუმენტები არ გვინდა...
ჯერ ბიბლიაით ვილაპარაკოთ..

გჯერა რომ მაცხოვრის სახარება და მოციქულთა წერილები ცოცხალი ღმერთის სიტყვაა?

დიახ რომ მჯერა, იმიტომ გეუბნები სწორედ, რომ

ციტატა
ა) პრინციპულად მისაღებია, რადგან წმინდა წერილში არაერთხელ ვხვდებით გამოსახულების გამოსახვას, მათ თაყვანისცემას, მინიშნებას, რომ ღვთის სული მკვიდრობს ხოლმე ზოგჯერ მატერიალურ საგნებზე....

ბ) ლოგიკურადაც მისაღებია, რადგან თუკი ვიცით რაა თაყვანისცემა და რას კრძალავს უფალი, მაშინ ხატების საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. ამასთან, არ შეიძლება წმინდა წერილის ერთ გვერდზე უფალი მის მიმდევრებს მატერიალური ხატის გამოსახვას უკრძალავდეს და მეორე გვერდზე ასევე მის მიმდევრებს აკურთხებდეს ასეთი გამოსახულებები გააკეთონ....



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 13 2009, 12:09 PM
პოსტი #262


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(კანონისტი @ Mar 13 2009, 12:00 PM) *

sergi_glaxa

დიახ რომ მჯერა, იმიტომ გეუბნები სწორედ, რომ


დავით შენ უგულებელყოფ ბიბლიის ადგილებს და მოგყავს ვიღაცის რარაცეები...
სენ გინდა არაბიბლიური მტკიცებულებები გაამყარო ვიღაცის სიტყვებით....
მე უაზროდ ვთვლი მაგ მტკიცებულებებს....
არიან ეკლესიის მამები რომლებიც ბიბლიასთან თანხმობასი აკეთებენ კომენტარებს და გირჩევდი ისინი წაგეკიტხა....

მოკლედ მიუხედავად ჩემი სენდამი დიდი პატივცემისა ალოგიკურად მიმაჩნია სენი მტკიცებულებები, რადგან ანტი ბიბკლიურია smile.gif

ასე რომ მაცალე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 13 2009, 12:10 PM
პოსტი #263


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
ციტატა
რადგან ანტი ბიბკლიურია


ციტატა
წმინდა წერილში არაერთხელ ვხვდებით გამოსახულების გამოსახვას, მათ თაყვანისცემას, მინიშნებას, რომ ღვთის სული მკვიდრობს ხოლმე ზოგჯერ მატერიალურ საგნებზე....

unsure.gif unsure.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 13 2009, 02:23 PM
პოსტი #264


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(afxazi @ Mar 13 2009, 11:04 AM) *

sergi_glaxa
ეს მხოლოდ მიკერძოებული შეფასებაა და არა ობიექტური. რატომ არ მომყევი გუშინ ბოლომდე საუბარში?

აგერ თურმე პავლე მოციქული კერპთაყვანისმცემლობაისკენ მოგვიწოდებს? განმიმარტე აბა რას ნიშნავს ეს მუხლი

და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. (რომ. 1.20)

ან იქნებ ეს ეპიზოდი განმიმარტო საქმე მოციქულთადან:..

დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. (საქმე 17. 22-23)

რატომ გამოარჩია ეს სამსხვერპლო სხვა კერპების სამსხვერპლოებისგან და რატომ უთხრა რომ ვხედავ ძალზე მორწმუნენი ხართო, გაითვალისწინე კერპთაყვანისმცემლებს ესაუბრებოდა.



ახლა ამის აღნიშვნა არ ვიცი რამდენად საჭიროა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა...
ხატები რომელსაც ეტაყვანებიან არის ადამიანთა გამოსახულებიტ მეტწილად...ასე რომ ამ შემთხვევაშიც რომაელთა ეს ადგილი იმდენად შორსაა ხატთაყვანისცემის დამამტკიცებელი არგუმენტობიდან, როგორც ცა და მიწა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 13 2009, 09:17 PM
პოსტი #265


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



25. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები (იოანე-25)
მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ბევრი წეს განგება მოციქულთაგან დადგენილი რომელებიც წმინდა გარდამოცემათა (იხ. ბასილი დიდის კომეტარი ამ საკითხზე ზემოთ ჩემს პოსტში)და მსოფლიო საეკლესიო კრებით იქნა დადგენილი და რომლებიც პირდაპირი მითითებით არ წერია ახალ აღთქმაში.
რაც შეეხება საკითხს.პირველ რიგში უნდა შევძლოთ გავარჩიოთ თუ რა არის ხატთა თაყვანისცემა და კერპთთაყვანისცემა.ხშირად "ამხილებენ"სხვა რელიგიური ჯგუფები მართლმადიდებლებს ძველი აღთქმის სხვადასხვა ციტატებით რომლებიც ეხება კერპთაყვანისცემლებს და გადმოაქვთ ხატებთან მიმართებაში.რის უმართებულობაც მხილებულია წმინდა მამების მიერ( იოანე ოქოპირი,ბასილი დიდი გრიგოლ პალამა და თითქმის ყველა წმინდამამას აქვს მიძღვნილი ამ საკითხზე ერთი ქადაგება მაინც)
ა) ბიბლიური დასაბუთება (მაგ ქერუბიმების გამოსახულება აღთქმის კიდობანზე და სოლომონის ტაძარში რომლებსაც მოსე და მთელი ებრაელი ხალხი თაყვანს სცემდა )და სხვა ადგილები ბიბლიიდან რომლებიც ხსნიან ამ ციტატებს რომ ისინი მხოლოდ კერპებს ეხება რომელთა მიმართ მსახურება გავრცელებული იყო იმდროინდელ მსოფლიოში იმ ზომამდე რომ საკუთარ შვილებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად.
ბ)ისტორიულ-არქეოლოგიური დასაბუთება.მოციქულთა დროიდანვე პირველი საუკუნიდან აღმოჩენილია სხვადასხვა ფრესკები თუ ხატები რომის კატაკომბებში და სხვაგან,ასევე მაგ ლუკა მახარებელი ითვლება 70 ხატის ავტორად,ანდრია მოციქული კი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა საქართველოში,ტურინის სუდარა რომელიც პირველ საუკუნეებში მანდილიონის სახელით იყო ცნობილი და თაყვანს სცემდნენ როგორც ხატს იგი ისე იყო დაკეცილი რომ მხოლოდ უფლის სახე ჩანდა,ედესის ხელთუქმნელი ხატი რომელიც წმინდა გარდამოცემით უფალმა გაუგზავნა ედესის მთავარს (ვრცლად წიგნებში წერია)
გ)სხვა დასაბუთება. დასაწყისი საუკუნიდანვე უამრავი სასწაულია ცნობილი ხატებთან დაკავშირებული.როგორც უფალი ეუბნებოდა ებრაელებს თუ ჩემი სიტყვის არ გწამთ ჩემს საქმეებს მაინც ერწმუნეთო.
...
რომ მივხვდეთ ხატთა თაყვანისცემის სისწორეს ყველა კუთხით,უნდა მივხვდეთ იმას რომ წმინდანები და ანგელოზები შეგვეწევიან და მარადის მეოხნი და მფარველნი არიან უფლის წინაშე ჩვენთვის და მივხვდეთ მათდამი ლოცვის აუცილებლობას,ხოლო რომ მივხვდეთ ამას არ უნდა ვფიქრობდეთ ისე მაგ როგორც ლუთერი ამბობს რომ უფალმა ჯვარზე ამაღლებით სრულებით გამოგვიხსნა და მხოლოდ ამის რწმენა საკმარისია ცხონებისთვის.საიდანაც ვფიქრობთ რაში მჭირდება წმინდანთა და ანგელოსთა შეწევნა მთავარია მწამდეს და ეს საკმარისია ცხონებისთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_opizari
პოსტი Mar 21 2009, 10:53 PM
პოსტი #266


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 190
რეგისტრ.: 15-March 09
წევრი № 6,644



ხოოო აქ თურმე რა ხდებაა... კანონიტი ძმობილო მაგათთან კამათს აზრი არა აქვს, არა იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ქადაგებენ, არამედ მათ უბრალოდ არ უნდათ დაინახონ ჭეშმარიტება და მათთან კამათი მეტი არაფერია თუ არა განფენად მარგალიტთა ქუეშე ძაღლთა და ღორთა.მართლმადიდებლობა ჯილდოა ღრთისაგან მოძებული, ყველა ადამიანი მართლმადიდებლად იბადება, ხოლო შემდგომ თავისივე ნებით ხდება ამ ჯილდოსგან განყენება და ამის თვალსაჩინო მაგალითებია წარმოდგენილი ამ თემაში. ხატთაყვანისმცემლობის წინა სახე იყო როცა უფალმა მოსეს ქერუბიმთა გამოსახულების დადგმა უბრძანა წმიდათაწმიდაში, და თუ იმას იტყვით რომ ეს გამოსახულებები სულიწმიდისგან იყო შთაგონებული მაშინ ჩვენ,მართლმადიდებლებს ლუკა მახარობლის მიერ დაწერილი მრავალი ხატი გვაქვს და ამაზე რაღას იტყვით?! ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი არსებობს, საიდანაც მოდის ხატთაყვანისცემა და რომელზეც მეცნიერული მტკიცებულებაა რომ ის ნამდვილად ხელთუქმნელია, ანუ არაა საღებავებით დახატული. მრავალი მირონ მდინარე ხატი არსებობს, რომელთაც იმაზე მეტი მირონი მოსდით ვიდრე თავად ფიზიკურად ხატი იწონის, იქნებ ამაზე მიპასუხოთ?! ან იმაზე მაინც მიპასუხოდ კიბოს უკანასკნელ სტადიას როგორ კურნავს ხატი და კიდევ რა ვიცი უამრავი ასეთი სასწაულის ჩამოთვლა შეიძლება. თქვენ ვერცერთზე ვერ გამცემთ პასუხს. შეიძლება ის თქვათ რომ ეს ყველაფერი ბოროტის მანქანებააო მაგრამ მაცხოვარსაც ხომ იგივეს აბრალებდნენ როცა კეთროვნებს კურნავდა, ეშმაკთ რანასხამდა, ბრმებს თვალებს უხილავდა და ასე შემდეგ... თქვენი მიზანი არა ჭეშმარიტები ქადაგებაა არამედ ადამიანთა სულიერი აღშფითებაა. თქვენთან მიმირთებაში დიდი პრივილეგია მაქვს, ძალიან კარგათ ვიცნობ თქვენს ''ქადაგებას'' ხუთი თითივით თქვენ კი მართლმადიდებლობის წარმოდგენაც არ გაქვთ. თუ ხატი ცოცხალი არაა მაშინ ის ამიხსენით ათონის მთაზე დედაღვთის მშობელს სისხლი როგორააქვს შჰემხმარი? ააა ალბათ თქვენ იმასაც იტყვით რომ ვიღაცამ წაუსვაო ხო? ჰმ... კარგით მაგასაც შევეშვათ და ის ვთქვათ რომელ ეკლესიაშია ღვთის მადლი? მადლი რომელიც განასხამს აშმაკთ მართლმადიდებელ ეკლესიაზეა დავანებული და რომლის ძალთა ქმედებაც გღესაც მოქმედებს დედაეკლესიაში. და საერთოდ... ''ვისთვისაც ეკლესია დედა არაა იმისთვის არც ღმერთია მამა" წმ. იოანე ოქროპირი


--------------------
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე


ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_opizari
პოსტი Mar 21 2009, 11:47 PM
პოსტი #267


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 190
რეგისტრ.: 15-March 09
წევრი № 6,644



რატომ გახდა საული პირველი მდევნელი ქრიტიანებისა პავლედ, როგორც თავი ქრისტეს მოციქულთა? იცით რატომ? იმიტომ რომ მას ქონდა წრფელი გული თვით ქრისტიანების დევნის ჟამსაც. მას წრფელი გულით სჯეროდა რომ ღმერთს ემსახურებოდა და მთელი თავისი ცნობიერებით ღვთის მსახურებაში იყო, თუმცა ის რომ ეს გაუკუღმართებული მსახურება იყო ღვთისადმი ამაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ მას წრფელი გულით, მთელი ხორცით, მთელი მისი სულით, მთელი მისი არსობით სწამდა რომ ღვთისათვის სათნოს აკეთებდა. წრფელი გული- აი რა დაინახა უფალმა მასში მხოლოდ. მივიდა და შეეხო მის გულს და მიცა მას ჭეშმარიტი სარწმუნოება რითაც სრულ ჰყო მისი წრფელი გული. ხოლო თქვენ, მართლადიდებლობის უარმყოფელებო და ფარისევლებო, რომ გქონდეთ სავლესნაირი წრფელი გული თქვენთანაც მოვიდოდა და შეგეხებოდათ, იესო ქრისტე გუშჰინ და დღეს იგივე არის, იგია უცვალებელი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი! თქვენკი იჩხრიკებით რაღაც სისულელეებით, ვაი თქვენს პატრონს, მრავალი სასწაული აღესრუყლება ამ ხატების მეშვეობით რომელს უარყოფთ ერთი მითხარით?! არ არსებობს ბაროტ ხეს ნაყოფი კეთილი გამოჰქონდეს, ამ ნაყოფის ხილულ და უხილავ სიკეთეზე ზევით მოგახსენეთ ხოლო ეხლა თქვენი კეთილი ნაყოფი მიჩვენეთ. ჰმ...

მე ჩემსას არ ვწერ, მე წმიდა წერილშჰი რაც წერია იმას ვწერ თუ არადა მაშინ რომელს მეტყვი რომ ჩემი აზრი გითხარი ხატთაყვანიცემაზე?! იქნებ მოსეს არ გაუკეთებია ქერუბიმები?! თუ როგორაა?! იქნებ წმიდა წერილის თქვენეული თარგმანი გაქვთ?!

ხატთაყვანის ცემა არაა სარებავის, ხის და ძვირფასი ლითონების ტაყვანიცემა! ხატთაყვანისცემით თაყვანს ვცემთ პირველ სახეს! როგორ გამიგე? და კიდე გიმეორებ ნაყოპი სეცნობაზე რა აზრის ხარ?!


--------------------
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე


ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_opizari
პოსტი Mar 23 2009, 05:31 PM
პოსტი #268


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 190
რეგისტრ.: 15-March 09
წევრი № 6,644



''რამეთუ სიტყუაი იგი ჯუარისაი წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს'' (კორ. 1;18)


--------------------
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე


ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 23 2009, 06:41 PM
პოსტი #269


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ისე იგივე ლოგიკით ბიბლიასაც არ შეიძლება რომ ემთხვიო,

ბიბლიას ემთხვევევიან პროტესტანტები ? თუ არა?!


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 23 2009, 10:45 PM
პოსტი #270


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(Iona @ Mar 23 2009, 06:41 PM) *

ისე იგივე ლოგიკით ბიბლიასაც არ შეიძლება რომ ემთხვიო,

ბიბლიას ემთხვევევიან პროტესტანტები ? თუ არა?!


მე ვეწინაარმდეგები არა პროტესტანტებს არც კათოლიკებს არც მართლმადიდებლებს...

მე ვეწინააღმდეგები არაბიბლიურ პრაქტიკას...

მე რომელ პროტესტანტებტანაც მქონია სეხება ისინი არ ეამბორებიან...




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Mar 23 2009, 10:54 PM
პოსტი #271


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



Iona
sergi_glaxa


რა გულისხმობთ სიტყვებში "ბიბლიას რომ ემთხვიო"?


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 23 2009, 11:00 PM
პოსტი #272


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ციტატა(Iona @ Mar 23 2009, 06:41 PM) *

ისე იგივე ლოგიკით ბიბლიასაც არ შეიძლება რომ ემთხვიო,
ბიბლიას ემთხვევევიან პროტესტანტები ? თუ არა?!

ბიბლიას არ ემთხვევიან პროტესტანტები
ისე პროტესტანტები ამ მხრივ შეიძლება მკრეხელებად მივიჩნიოთ
მათი ბიბლიები ისეთი გაქუცულია, დაძველებული, ბევრი მათგანი სულ თან დაატარებს
მარკერებით აფერადებენ smile.gif

ისე მესამე პირში რატომ ვლაპარაკობ არ მესმის unsure.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 24 2009, 09:46 AM
პოსტი #273


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ეს საინტერესო ადგილია მე მგონი..ღირს დაფიქრებად..ერტერთ თემაში ციტატა დავდე და ვიფიქრე რომ ამ ტემაშიც გამოდგებოდა

საქმე მოციქულთა 19-ე თავი

23. ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.

24. ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს,

25. მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული.

26. იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფისოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო.

27. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Mar 24 2009, 10:22 AM
პოსტი #274


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



ღმერთს 28 თავზე მეტი, არაფერი ქონდა ნეტა კაცობრიობისთვის სათქმელი? tongue.gif tongue.gif


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 24 2009, 10:33 AM
პოსტი #275


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(ავგუსტინე @ Mar 24 2009, 10:22 AM) *

ღმერთს 28 თავზე მეტი, არაფერი ქონდა ნეტა კაცობრიობისთვის სათქმელი? tongue.gif tongue.gif


რაც თქვა ის ხომ გაიგეს აი ... a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 24 2009, 10:42 AM
პოსტი #276


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



sergi_glaxa
ცოტა რომ განვავრცოთ პრინციპში იგივე ლოგიკით ტაძარსაც არ უნდა სცე თაყვანი.

ციტატა
მე რომელ პროტესტანტებტანაც მქონია სეხება ისინი არ ეამბორებიან...


არ ვიცოდი ,
ციტატა
მე ვეწინაარმდეგები არა პროტესტანტებს არც კათოლიკებს არც მართლმადიდებლებს...

არც მევარ გადაკიდებული პროტესტანტებზე, უბრალოდ რაკიღა ისნი ზემოთხსენებულ აზრებს იზიარებენ მაგიტომ ვახსენე მაგიტომ თორემ რას ვერჩი ?!
გაიხარეთ ოჯახში! smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 24 2009, 10:45 AM
პოსტი #277


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(Iona @ Mar 24 2009, 10:42 AM) *

sergi_glaxa
ცოტა რომ განვავრცოთ პრინციპში იგივე ლოგიკით ტაძარსაც არ უნდა სცე თაყვანი.
არ ვიცოდი ,

არც მევარ გადაკიდებული პროტესტანტებზე, უბრალოდ რაკიღა ისნი ზემოთხსენებულ აზრებს იზიარებენ მაგიტომ ვახსენე მაგიტომ თორემ რას ვერჩი ?!
გაიხარეთ ოჯახში! smile.gif


ჩემო კარგო ადამიანო.. smile.gif მე არაფერს არ ვავრცობ.. ჩემი აზრიც კი არ დამიწერია..ის დავაკოპირე ორთოდოქსი.გე დან , საქმე მოციქულთა წიგნში რაც წერია smile.gif კომენტარსაც არ ვუკეთებ გესმის? smile.gif

მგონი ჩემი მოგონილი არ არის საქმე მოციქულთა წიგნი smile.gif და თუ სადმე რაიმე წეშმარიტება წერია, ეგეც ეგ არის ..არ ფიქრობ მასე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 24 2009, 12:21 PM
პოსტი #278


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025




sergi_glaxa
კითხვას თავი აარიდიე. smile.gif ?

ციტატა
ცოტა რომ განვავრცოთ პრინციპში იგივე ლოგიკით ტაძარსაც არ უნდა სცე თაყვანი



ციტატა
ჩემო კარგო ადამიანო.. მე არაფერს არ ვავრცობ.. ჩემი აზრიც კი არ დამიწერია..ის დავაკოპირე ორთოდოქსი.გე დან , საქმე მოციქულთა წიგნში რაც წერია კომენტარსაც არ ვუკეთებ გესმის?

ხო მარა ეგ რა შუაშია ?
იქ წერია
ციტატა
ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო.


და ვინ ამბობს რომ ხელთქმნილი ხატები ღმერთები არიან?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Mar 24 2009, 01:48 PM
პოსტი #279


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(sergi_glaxa @ Mar 23 2009, 10:45 PM) *

მე ვეწინაარმდეგები არა პროტესტანტებს არც კათოლიკებს არც მართლმადიდებლებს...

მე ვეწინააღმდეგები არაბიბლიურ პრაქტიკას...

მე რომელ პროტესტანტებტანაც მქონია სეხება ისინი არ ეამბორებიან...


რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა? რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა. რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ. მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს. რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე.



--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_opizari
პოსტი Mar 24 2009, 04:23 PM
პოსტი #280


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 190
რეგისტრ.: 15-March 09
წევრი № 6,644



sergi_glaxa
ერთი სეკითხვა მაქვს შენთან. რა აღმსარებლობისა ხარ?


--------------------
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე


ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

17 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი